კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 2
ნაწილი VI

      სტრაიკი (1990) განათლების სფეროში შეფასების განხილვისას ორ ზოგად პრინციპს გვთავაზობს, რომელმაც შეფასების სფეროში შემდგომი მსჯელობის საფუძველი შეიძლება შექმნას. ესენია სარგებლის მაქსიმიზაციის პრინციპი და თანაბარი პატივისცემის პრინციპი. პირველი, სარგებლის მაქსიმიზაციის პრინციპი, ამტკიცებს, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება ისაა, რომელიც ადამიანთა უმრავლესობისთვის ყველაზე მეტ სარგებელს იძლევა. ამ თვალსაზრისით, პრაგმატულია ჩვენი ქმედებების სისწორის შესახებ შედეგების მიხედვით მსჯელობა ან, როგორც სტრაიკი (1990) ამბობს, საუკეთესო მოქმედება ისაა, რომელსაც საუკეთესო შედეგები მოჰყვება. უტილიტარული პრინციპი ჩვენგან ითხოვს, დასახელდეს ის კონკრეტული სარგებელი, რომლის მაქსიმუმის მიღებაც გვსურს, ამისთვის კი საჭიროა სათანადო პოპულაციის იდენტიფიცირება და ის, რომ სრულად გვესმოდეს, რა შედეგები მოჰყვება ჩვენს ქმედებებს. მეორე პრინციპი, რომელიც თანაბარ პატივისცემას გულისხმობს, მოითხოვს, რომ ერთნაირად ღირსეულად მოვექცეთ ყველა ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს მივიჩნევდეთ მიზნებად და არა საშუალებებად, თავისუფალ და რაციონალურ პიროვნებებად და ვაღიარებდეთ, რომ მათ ისეთივე ბაზისური უფლებები აქვთ, როგორც სხვებს.

      სტრაიკის (1990) მიერ მოცემულ ჩამონათვალში, მისი აზრით, შეფასებითი კვლევისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეთიკური პრინციპებია შეტანილი, რომელთა განხილვაც შესაძლებელია ზემოთ ხსენებული ორი ზოგადი პრინციპის ჭრილში.

  • სავალდებულო პროცესი: შეფასების პროცედურები უნდა იძლეოდეს იმის გარანტიას, რომ შეფასებები საფუძვლიანია: რომ ცნობილი და მიღებული სტანდარტები თანმიმდევრულად გამოიყენება ყველა შემთხვევაში; რომ მტკიცებულება რაციონალურია და რომ მტკიცებულებების მოსაგროვებლად არსებობს სისტემატური და რაციონალური პროცედურები.
  • პირადულობა: აქ შედის ადამიანის უფლება, აკონტროლოს ინფორმაცია თავის შესახებ, პიროვნება დაცული უნდა იყოს საკუთარ საქმეებში გაუმართლებელი, უკანონო ჩარევებისგან. შეფასების კონტექსტში ის ითხოვს, რომ პროცედურები ღრმად არ იჭრებოდეს პირად ცხოვრებაში და რომ შეფასება მასწავლებლის აქტივობის მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებულ ასპექტებს ეხებოდეს. ის შეფასების ინფორმაციის კონფიდენციალობასაც იცავს.
  • თანასწორობა: შეფასების კონტექსტში ეს პრინციპი საუკეთესოდ შეგვიძლია გავიგოთ, როგორც ისეთ ირელევანტურ საფუძვლებზე გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვა, როგორიცაა რასობრივი მიკუთვნებულობა, რელიგია, სქესი, ეთნიკურობა ან სექსუალური ორიენტაცია.
  • საჯაროობა: ეს პრინციპი გულისხმობს შეფასების პროცედურების, მისი მიზნებისა და შედეგების ღიაობას საზოგადოებისთვის.
  • ჰუმანიზმი: ეს პრინციპი მოითხოვს, რომ ანგარიში უნდა გაეწიოს იმ ადამიანების გრძნობებსა და მგრძნობელობას, რომლებიც ჩართულნი არიან შეფასების კონტექსტში.
  • კლიენტის სარგებელი: ამ პრინციპის მიხედვით შეფასებითი გადაწყვეტილებები ისე მიიღება, რომ პატივს სცემს სტუდენტების, მშობლებისა და საზოგადოების ინტერესებს და მათ ანიჭებს უპირატესობას საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და მათი თანამშომლების ინტერესებთან შედარებით. იგულისხმება ისიც, რომ მონაწილეები მიიჩნევიან ცდის პირებად და არა - საექსპერიმენტო მასალად.
  • აკადემიური თავისუფლება: აქ იგულისხმება, რომ კლასში შენარჩუნებულია ინტელექტუალური ღიაობის ატმოსფერო როგორც მასწავლებლებისთვის, ისე, სტუდენტებისთვის. შეფასება ისე უნდა განხორციელდეს, რომ ატმოსფერო კვლავაც ასეთი დარჩეს.
  • ავტონომიის პატივისცემა: მასწავლებლებს მინიჭებული აქვთ მუშაობისას თავიანთი შეხედულებებისამებრ მოქმედების და საკუთარი სამუშაოს შესახებ რაციონალური დასკვნების გამოტანის უფლება. შეფასება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ გაუმართლებლად შეიზღუდოს ეს უფლება.

      ეს პრინციპები უფრო ფართოდ და სისტემურად სტრაიკის (1990) ნაშრომშია ჩამოყალიბებული

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ეთიკა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 405

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters