ამ ნაშომის დაწერის იდეა "პერესტროიკის" გარიჟრაჟზე გამიჩნდა. არ იფიქროთ, რომ მოტივი პოლიტიკური იყო. თემა სრულიად ყოფითმა სიტუაციამ მიკარნახა. ის ხანა იყო, როდესაც ყოფილ საბჭოთა იმპერიაში კოოპერატივების გახსნის ნება დართეს და მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგობების მიუხედავად წვრილი ბიზნესი ჩვენშიც დაიწყო. გაჩნდნენ პირველი ბიზნესმენებიც. ამ ხანაში შემთხვევით წავესწარი ორი ფრიად პატივცემული მანდილოსნის საუბარს. ერთმა მეორეს ჰკითხა: "რას აკეთებს შენი სიძეო". პასუხი მართლაც რომ ქრესტომათიული იყო: "არაფერსაც არ აკეთებს, ბიზნესმენიაო". სიტყვა "ბიზნესმენი" საქმის მკეთებელ კაცს ჰქვია ინგლისურ ენაზედ. არადა, ამ ქალბატონის, ისევე როგორც მთელი ქართველობის, სიტყვათხმარებაში უსაქმურს ნიშნავდა. საქმიანად ითვლებოდა გლეხი, რომელიც მიწას თოხნიდა, ჩარხთან მომუშავე მუშაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, კომუნისტური წყობის აპოლოგეტი ინტელიგენტიც. ბიზნესმენი კი - არა და არა.

      რასაკვირველია, ეს ფაქტი ქართული სოციოკულტურული სისტემის გარკვეული მახასიათებლებითაა განპირობებული, რომელთა კვლევისაკენაც ზემოხსენებული ქალბატონის გამონათქვამმა მიბიძგა. მართლაც, რატომ ჰქონდა ქართულ ენაში ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "საქმოსანი" (პერესტროიკამდე სიტყვა "ბიზნესმენის" ხსენებას ვინ გაბედავდა), გამანადგურებელი მნიშვნელობა, ხოლო "რაინდი" იაზრებოდა როგორც მისი საპირისპირო რამ? შემდგომმა კვლევამ დამარწმუნა, რომ საქართველო აქ არაფერ შუაში იყო და რომ მსგავსი მიდგომა ყოველი იმ ერისთვისაა დამახასიათებელი, იმის მსგავს სოციოკულტურულ სისტემაში რომ აგრძელებს ცხოვრებას, რომელსაც ევროპაში "შუასაუკუნეობრივს" უწოდებენ. საქართველოშიც ასე იყო - კულტურის გმირად რაინდი ითვლებოდა, ანტიგმირად - ვაჭარი, თუმცა XIX საუკუნიდან კიდევ ერთი სუბიექტი გამოჩნდა - ინტელიგენტი, რომელმაც ზემოხსენებული ორი ფენომენი ერთმანეთს დაუკავშირა. მაგრამ ინტელიგენტებზე ცოტა ქვემოთ. ახალა კი იმით დავიწყოთ, რა თავისებურება ჰქონდა ისეთი შუა საუკუნეების აზროვნებას, რომ აგერ უკვე XXI საუკუნის მიჯნაზე მის მიმდევარ ქართველებს ბიზნესმენი სალანძღავ სიტყვად მიგვაჩნია.

შუა საუკუნეების ადამიანის სოციუმი და კოსმოსი

      შუა საუკუნეების აზროვნება, მეტიც, "საშუალო" ადამიანის დროითი განცდა შეიძლება დახასიათდეს როგორც ფინალისტურ- ესხატოლოგიური. ეს ნიშნავს: შუა საუკუნეების ადამიანი დროს განიცდიდა არა როგორც რაღაც უწყვეტს, არამედ როგორც სასრულს, როგორც ისეთს, რომელიც რაღაც მდგომარეობის მიღწევის შემდეგ "გაჩერდება", "გაიყინება". რასაკვირველია მონოთეისტურ რელიგიურ ტრადიციაში, რომელიც ესხატოლოგიურ საფუძველს ემყარება. დროის ფინალურობა სრულიად გასაგები რამაა. მაგრან საინტერესოა, რომ ფინალურ-ესხატოლოგიური მიდგომა მოიცავდა შუა საუკუნეების ადამიანის გარემომცველ სოციალურ-პოლიტიკურ სფეროსაც. შუა საუკუნეების ადამიანი მის გარემომცველ წესრიგს განიცდიდა როგორც ერთხელ და სამუდამოდ დადგენილს. მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ამ დადგენილ წესრიგში შეიძლება რაიმე შეცვალოს, ხოლო აზრი, რომ სრულიად სხვაგვარი წესრიგიც შეიძლება არსებობდეს, უკეთეს შემთხვევაში, გიჟურად ჟღერდა, უარსეს შემთხვევაში კი - ერეტიკულად.

      ამას ისიც ემატებოდა, რომ ფეოდალური წესრიგის დამყარებას წინ უძღოდა ისეთი ქაოსის და არეულობის ეპოქა, რომელთან შედარებით 1992-95 წლების საქართველო ლამის სამოთხედ მოგეჩვენებოდა. ყოველი საზოგადოება ინახავს მოგონებას ისეთ ხანაზე და მისი შიშით მზადაა აღიაროს ნებისმიერი, თუგინდ აუტანელი, მაგრამ მაინც წესრიგის ხასიათის მქონე წლების მარადიულობა. ერთი სიტყვით, შუა საუკუნეების "საშუალო სტატისტიკური" ადამიანისათვის ისტორიის განვითარება სრულდებოდა მისი გარემომცველი იერარქიული წყობით, ზუსტად ისევე, როგორც მარქსისტების თანახმად კომუნისტური წყობის დამყარების შემდეგ კაცობრიობის ისტორია თითქოსდა გაიყინებოდა.

      ფეოდალური წესრიგის თავისებურება იმით იყო განპირობებული, რომ მასში ყველაფერი ნათლად და ცალსახად იყო რეგლამენტირებული, ყველამ იცოდა ამგვარ წესრიგში საკუთარი ადგილი. ყოველი მცდელობა მიგვეღწია იმ ადგილისათვის, რომელიც რაღაც მიზეზთა გამო არ გეკუთვნოდა, გაიაზრებოდა, როგორც სამყაროული წესრიგის დარღვევის მცდელობა.

      ამგვარი წესრიგის იდეა სათანადოდაა გაცხადებული შუა საუკუნეების სისტემის ისეთ იდეოლოგიურ კვინტესენციაში, როგორიც "ვეფხისტყაოსანია". პოემის ცნობილ პროლოგში გვხვდება სტრიქონი: რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნებდეს.

      ასეთია შუა საუკუნეების ადამიანის სამყაროული წესრიგი (რომელიც ამავე დროს სოციალურ წესრიგსაც ემთხვევა). უნდა დასჯერდე იმას, რაც ბედს მოუცია, თორემ სამყარონული წესრიგი დაირღვევა. ამგვარი წესრიგის იდეამ ადამიანთა ცნობიერებაში საუკუნეები გაძლო მას შემდეგ, რაც თავად წესრიგი დაემხო. ამის საილუსტრაციოდ შეიძლბა გავიხსენოთ სამყაროულ-სოციალური მარადიული წესრიგის ისეთი მომხრე როგორც ქართული ლიტერატურის კოლორიტული პერსონაჟი ლუარსაბ თათქარიძეა.

      "კაცია ადამიანის" ტრივიალურ სასკოლო გარჩევებში ხშირად წერია, რომ ეს ნაწარმოები "ბატონყმობის" წინააღმდეგაა მიმართული. მაგრამ ამ ტრივიალურ მტკიცებაში იჩქმალება ის ფაქტი, რომ "კაცია ადამიანი" იმდენად რაღაც სოციალური სისტემის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, რამდენადაც იმ მენტალიტეტისა, რომელიც თან ახლავს და განაპირობებს ამგვარ სისტემას. ამასთან აქცენტი სოციალურ მომენტებზე კი არ კეთდება, არამედ თავად იერარქიულ წესრიგზე, რომელიც თითქოსდა ისევე მარადიული და შეურყვნელია როგორც სამყაროული წესრიგი, ამიტომ მისი დარღვევა სამყაროს დაღუპვის, ქაოტურ ძალთა გამარჯვების ტოლფასია.

      ნ. ბერძენიშვილი "ოქროს ხანის" საქართველოს სოციალურ- პოლიტიკური რეალობის ისტორიულ და მხატვრულ წყაროებში ასახვასთან დაკავშირებით წერდა: "ავთანდილის ან ტარიელისათვის და თვით შოთასთვის რომ საქართველოს ისტორიის დაწერა დაევალებინათ, ეს იქნებოდა ან ლეონტი და ჯუანშერი ან „ცხოვრება მეფეთა მეფისა" ან "ისტორიანი და აზმანი", თუ არა და ჟამთააღმწერელი. გამარჯვებული ფეოდალური ურთიერთობების შვილს სხვა ისტორია არც შეეძლო დაეწერა, თუ არ ფეოდალების (გმირების, ბუმბერაზების, მამულიშვილების) შემოქმედება. ქვეყანა ორგანიზებული იყო და ამ ორგანიზების სადარაჯოზე გამუდმებით ფხიზლად იდგნენ სწორედ ეს ფეოდალები - "მეფეები". "მუშა მიწყივ მუშაკობდა", ქარავანი ქარავნობდა, მეომარი გულოვნებდა. ამ წესს იცავდა ფეოდალთა კლასი, ისე რომ "თხა და მგელი ერთად ძოვდა". იმ ცხოვრების ზედაპირზე, მის სარბიელზე, ბუნებრვივია, ფეოდალი ჩანდა ცხოვრების წარმმართველად" ის იყო ამ საზოგადოების პატრონი, მისი მომწესრიგებელი. ის ებრძოდა შექმნილი ცხოვრების წესების დამრღვევთ, გარეშე მტერს, შინაურ მბორგადს, აღვირახსნილ მეკობრეებს. ამყარებდა მშვიდობას, მფარველობდა ("ჯაბან") ვაჭრებს და ებრძოდა "მტერს" ე.ი. ყველა იმას, ვინც მას ამ ბატონობაში შემოეცილებოდა".

      ნ. ბერძენიშვილის ეს დაკვირვება ბევრი რამით არის საყურადღებო. ჯერ ერთი, მასთან კარგადაა დაფიქსირებული, რომ შუა საუკუნეების ლიტერატურასა და ისტორიოგრაფიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა არსებული იერარქიული სისტემის აპოლოგიაა. შუა საუკუნეების ადამიანს ლაიბნიცის ფილოსოფია რომ სცოდნოდა, აუცილებლად იტყოდა, რომ მის გარემომცველ სამყაროში გაბატონებული წესრიგი საუკეთესოა ყველა შესაძლო წესრიგს შორის. ისიც საინტერესოა, რომ შუა საუკუნეები ქართული ისტორიული მწერლობის და ლიტერატურის წარმომადგენლები, როგორც წესი, თვალსაჩინო არისტოკრატები იყვნენ: ლეონტი მროველი ეპისკოპოსი იყო, ბასილი, თამარის ბიოგრაფიის ავტორი -ეზოსმოძღვარი, რუსთაველი - მეჭურჭლეთუზუცესი. ასევე ფეოდალურ არისტოკერატიას ეკუთვნოდნენ სარგის თმოგველი და მოსე ხონელი. მათთვის არ იდგა ის პრობლემა, რომელიც აწუხებდა მათ დასავლელ თანამოკალმეთ - ლუკმაპურის შოვნა. "ვეფხისტყაოსანში" ვერსად შეხვდებით იმ ტიპის ავტორისეულ ჩივილს, როგორსაც ხშირად ვხვდებით ეშენბახის "პარციფალში" (რომელიც შუა საუკუნეების გერმანული კულტურისათვის დაახლოებით იმასვე ნიშნავს, რასაც "ვეფხისტყაოსანი" ჩვენთვის), რომ ავტორის სახლში ვირთხებიც კი შიმშილობენ. პოეტი იდეის გამო იდგა ფეოდალური წეს-წყობილების სადარაჯოზე და არა მხოლოდ ლუკმაპურის საშოვნელად. იგი არსებული სინამდვილის დასაცავად ერთნაირად იბრძოდა კალმითაც და ხმლითაც. იგი იბყო რაინსდი, რომელიც იმავე დროს სარაი ნდო ლი ტერეტურას ქმნიდა. ეს ლიტერატურა კი არს ბულ წყობილებას ამკვიდრებდა.

      ეს ტენდენცია საქართველოს ლიტერატურას კარგა ხანს შემორჩა, მას შემდეგაც, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა.

      გრიგოლ ორბელიანის, რუსეთის არმიის სახელოვანი გენერლის და ქართველი პოეტის, მაგალითი ამის კარგი ილუსტრაციაა. "სადღერგძელოში" ასეთ სტროფებს ვხვდებით:

ხელმწიფევ ჩვენო,

ძლიერო, ბრძენო,

ნიკოლოზ დიდო სულგრელობითა,

მხედარნი შენნი,

ვჰსვამთ შენს სადღეგრძელოს მოწიწებითთა!

მტრისა მძლეველსა,

ჩვენსა მფარველსა,

მარჯვენას შენსას განავრცობ ჩვენზე;

თამარის დღენი,

დიდების დღენი,

შენ მოუვლინე შენსა ივერსა.

      ნიკოლოზ I რა დიდების მომტანი იყო საქართველოსთვის გ. ორბელიანს კარგად უნდა სცოდნოდა. და მაინც ის არსებულის აპოლოგეტი იყო. მეტიც, მიაჩნდა, რომ რუსი ხელმწიფე საქართველოს თამარის დიდებას დაუბრუნებდა. ხოლო ეს ახალი საქართველო ძველის დარად ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც შუა საუკუნეების წყობა, სადაც ყველას თავისი ადგილი ეცოდინებოდა: მამებს - თავისი, შვილებს თავისი. ცრუ პოეტები ცრუ ლიბერალები და ცრუ პატრიოტები არა თუ ქვეყნის ბედს ვერ დაეუფლებოდნენ, არამედ თავიანთ რედაქციებში იქნებოდნენ შეყუჟულნი და იქიდან ცხვირსაც ვერ გამოყოფდნენ.

      მართალია, გრ. ორბელიანი შვილებს უკიჟინებს პატივს არ სცემთ ამ რაინდებს რუსეთ-თურქეთის ბოლო ომში დაღუპულ ქართველ რაინდთა (ისე ჩვენში რომ დარჩეს, გაუგებარია, რა აომებდათ ამ რაინდებს) ხსოვნასო, მაგრამ ისიც კარგად ესმის, რომ სხვა დრო მოვიდა. იგი წერს:

დრო შეიცვალა,

გამეფდა სწავლა,

გაგედოთ შვილებს სახლი სიბრძნისა!

სწავლის მამები,

პროფესორები,

თქვენთვის მოცლილნი, თქვენთვის მქადაგნი,

თქვენ გასწავებდნენ,

და მზად გაძლევდნენ

რაც შეეძინათ საუკუნეებს.

      "ბრძოლის" დრო "სწავლის" დრომ შეცვალა. ასეთ პირობებში "რაინდი" აღარ გამოდგებოდა იერარქიული წყობის ერთადერთ მცველად. მას შევსება სჭირდებოდა პროფესორების სახით. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ "ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას". თუმცა წესრიგი არ იცვლება. იცვლება რაინდის ადგილი (მათ შორის პირველ რიგში ცრუ ლიბერალებმა, ცრუ პატრიოტებმა და ა. შ.).

      ამის შედეგად იდეალურ წყობაში ხდება ფუნქციური ჩანაცვლება. რაინდის ადგილს სისტემაში იკავებს "მოღვაწე", რასაკვირველია, "ეროვნული მოღვაწე" (შდრ. ორბელიანს: "მის მხოლოდ ღვაწლი არს კეთილ, მით მხარე დამშვენებული"). ამ დროიდან დღემდე, "მოღვაწე" ისაა, ვინც ყველასათვის თავის ადგილის-მიმჩენ წესრიგს იცავს.

      სამწუხაროდ, აქ არა გვაქვს შესაძლებლობა თვალი გავადევნოთ იმ ტრანსფორმაციას, რომლის შედეგადაც შუა საუკუნეების "რაინდის" იდეალისაგან, XIX საუკუნის გავლით, მივიღეთ XX საუკუნის II ნახევრის "ეროვნული მოღვაწე". ჩვენი ოფიციალური პრესა და ტელევიზია სავსეა "ერისკაცთა", "ეროვნულ მოღვაწეთა" ქებით, რომელთა შესახებ საზოგადოებამ ხშირად არც არაფერი უწყის. მაგრამ აქ პიროვნებებზე როდია ლაპარაკი, არამედ "ერისკაცის" "ეროვნული" მოღვაწის ფენომენზე, რომელმაც იერარქიაში რაინდის ადგილი დაიკავა, იმ აზრით, რომ იგია იერარქიის მცველი და დარაჯი (რასაკვირველია, პოლიციასთან ერთად). სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც "ეროვნული მოღვაწე" თავს ვალდებულად რაცხს გამოთქვას თავისი არცთუ კომპეტენტური აზრი პოლიტიკის, ეკონომიკის თუ სოციალური ორგანიზაციის საკითხებზე ისიცაა, რომ იგი სისტემის იერარქიის სადარაჯოზე დგას, ხოლო ეს საკითხები პირდაპირ ეხება სისტემის ხასიათს, მან თავის ადგილას უნდა დააყენოს ცრუპატრიოტები და ცრუ ლიბერალები, რამეთუ მოღვაწე ლამის კოსმიური წესრიგის დამცველია. ამიტომაც არის, რომ ასეთი მოღვაწე საკუთარი თავის კრიტიკას ლამის კოსმიური წესრიგის დარღვევად იგებს და შესაბამისადაც რეაგირებს.

      ჩვენი "ეროვნული მოღვაწე" რომ თავის ადგილს სწორედაც გარკვეული იერარქიის წევრად განიცდის, კარგად ჩანს ერთ გამოთქმაში, რომლითაც ეს მოღვაწეები ერთმანეთს მიმართავენ (ძირითადად საიუბილეო წერილებსა და მარტიროლოგებში). ეს არის ე. წ. "კაი ყმის" ფენომენი, რომელიც თავის თავში აპრიორი შეიცავს გარკვეულ გაორებას. ყმა სხვა არაფერია თუ არა სინონიმი სიტყვა "რაინდებისათვის", ხოლო მეორე მხრივ, იგი ასევე გულისხმობს ვიღაცის სუზერენობის აღიარებას, ვასალიტეტის ცნობას. ასე იყო მაშინ, როდესაც საქართველოს კულტურის მინისტრი პრეზიდენტის მონად აცხადებდა თავს. ცხადია, "მონაში" ის სრულიადაც არ დებდა იმ აზრს, როგორც ეს ძველ საბერძნეთსა და რომში იგულისხმებოსდა. იგი უფრო მეტად ვასალი და კაი ყმა იყო. ამით ის, სწორედ, შუასაუკუნეობრივად აზროვნებდა, რომლის დროსაც საჯარო- ანონიმური ურთიერთობები კი არაა არსებითი, არამედ - პირდი. არც ერთ თანამედროვე სახელმწიფოში არ შეიძლება მინისტრი იყოს პრეზიდენტის ვასალი, ვინაიდან ამ ურთიერთობას საჯარო-ანონიმური ხასიათი აქვს და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინაა კონკრეტულად პრეზიდენტი და ვინ - მინისტრი. მაშინ როდესაც ჩვენი ნებისმიერი მოხელე თავს ზემდგომი მოხელისადმი პირად ვალდებულებას გრძნობს, ისევე როგორც შუა საუკუნეების ნებისმიერი ვასალი თავისი სუზერენის მიმართ (სხვათა შორის, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვენში ჯერ არ არის სტრუქტურირებული ყველა დონეზე არჩევითობის სისტემა და ამის გამო ყველა ქვემდგომი მოხელე ზემდგომის წყალობაზეა დამოკიდებული და მის ქცევაშიც სათანადოდ აისახება).

      ერთი სიტყვით, ჩვენი დღევანდელი მენტალიტეტის ბევრ სტერეოტიპს ფესვი შუა საუკუნეების აზროვნებაში აქვს გადგმული. ამასთან, ჩვენ სრულებითაც არ ვამტკიცებთ, რომ ეს აზროვნება "ცუდია". ასეთი აქსეოლოგიური მიდგომა ჩვენთვის სრულიად უცხოა. "ცუდი" შუა საუკუნეების აზროვნება კი არ არის, არამედ ის ფაქტი, რომ მისი სტერეოტიპები სრულიად სხვა ეპოქაში მოქმედებს.

      დღევანდელი სტერეოტიპების შუასაუკუნოებრივ გენეზისთან დაკავშირებით, კარგი იქნება ქართულ ლიტერატურაზე მიმართვა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი ლიტერატურა ყოველთვის შეიცავს ტიპიზაციის მომენტს. მასში კერძო გარკვეული აზრით ზოგადის თვალთახედვით წარმოდგება და ამიტომ ზოგჯერ უფრო ხელსაყრელია ანალიზისათვის ვიდრე ცალკეულ კერძო ფაქტებზე მითითება. შემდეგ: ქართულ ლიტერატურაში შუასაუკუნეობრივი აზროვნება ძალიან დიდხანს შემორჩა. შემთხვევითი არ არის, რომ ტერმინი "ძველი ქართული ლიტერატურა" (ე.ი. უპირატესად ფეოდალური ეპოქის) მოიხმარება XVIII საუკუნის ჩათვლით და თუ გავითვალისწინებთ მის გავლენას ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, "რაინდის" ტრანსფორმაციების გასარკვევად მისი მოშველიება გამართლებული ჩანს (მარტო ის რად ღირს, რომ კრიტიკოსები თანამედროვე ქართული ლიტერატურის პერსონაჟების, ვთქვათ, აბრაგ თუთაშხიას და ქურდ ლიმონა დევდარიანის განხილვისას ხაზს სწორედ მათ "რაინდულობას" უსვამენ). ერთი სიტყვით, მივყვეთ იმას, თუ რა თვისებებით აჯილდოებდა შუა საუკუნეების პოეტი მსოფლიო წესრიგის მფარველ რაინდს და ვნახოთ, რა ფერისცვალება განიცადა ამ თვისებებმა დღევანდელ ქათველთა აზროვნებასა და ქცევის სტერეოტიპებში.

      სარაინდო კოდექსი რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ პრინციპის ერთობლიობას წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ეს პრინციპები მეტ- ნაკლებადაა გაზიარებული როგორც დასავლურქრისტიანულ, ასევე აღმოსავლურქრისტიანულ და ისლამურ კულტურებში. ქვემოთ მოვიყვანთ სარაინდო კოდექსის რამდენიმე ელემენტს, რომელიც განსაზღვრავს, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაინდის იმიჯს. ამასთან ეს კოდექსი დემონსტრირებული იქნება როგორც დასავლეთევროპული და ისლამური, ისე ქართული ლიტერატურის ნიმუშების მაგალითებზე.

კახა კაციტაძე

საზოგადოება და პოლიტიკა N2 (1999)

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, ისტორია, კაციტაძე, კულტურა, საქართველო, სოციოლოგია, სტატიები

ნახვა: 2480

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mmoexp Skull and Bones Items: Discover New Locations

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: სექტემბერი 18, 2024.
საათი: 8:02am 0 კომენტარი

Exploration Objectives

Discover New Locations: Set a goal to explore and discover all major landmarks or hidden locations in a specific region.

Complete Map: Aim to fill out your map with all known locations and points of interest.

Crafting and Upgrades Objectives

Acquire Blueprints: Target obtaining blueprints for Skull and Bones Items specific ship upgrades or equipment from the Black Market or other…

გაგრძელება

MMOexp: Has one of the weakest default weapons in the game

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: სექტემბერი 18, 2024.
საათი: 5:15am 0 კომენტარი



When blanketed in armor the Fighter is one of the slowest instructions in movement velocity and one of the loudest so their stealth potential is pretty low. Has one of the weakest default weapons in the game, and essentially needs a constant deliver of higher weapons from looting or from the Weaponsmith merchant to Dark And Darker Gold. The Fighter's Best Skill Options.

As cited within the Fighter's cons, this…

გაგრძელება

How To Choose the Very best Wintertime Sporting activities

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი



As Winter season ways, Wintertime sports activities lovers eagerly foresee hitting the slopes, gliding throughout the ice, or enjoying the thrill of snowboarding. But before you decide to can dive into your favorite Winter season things to do, locating the right gear is critical. Irrespective of whether you're a qualified skier or even a newcomer to Winter season sporting activities, choosing the right Winter season athletics equipment retailer may make a substantial variance in the…

გაგრძელება

Access and Trials

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: სექტემბერი 14, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

Uber Labyrinth

The Uber Labyrinth, also known as the Eternal Labyrinth, is a challenging end-game dungeon:

Access and Trials: To enter the Uber Lab, you must complete six trials found in end-game maps and obtain an Offering to the Goddess. This item can be purchased or  acquired through gameplay.

Survival Tips: Equip a character build capable of handling high damage and navigating traps effectively. The Uber Labyrinth is known for its difficulty, so preparation is key.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters