კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 2
ნაწილი IX

      მკვლევარი პასუხისმგებელია მკვლევართა საზოგადოების წინაშე, რომ საფრთხის ქვეშ არ დააყენოს კვლევითი საზოგადოების (მაგალითად, უნივერსიტეტის) რეპუტაცია, ან ხელიდან არ გაუშვას შემდგომი კვლევის შესაძლებლობა. ამრიგად, დამწყები მკვლევარი, რომელიც უფრო მაღალი ხარისხისთვის მუშაობს, შეიძლება პირდაპირ მივიდეს სკოლაში მოუქნელი მიდგომით, მონაცემების მოგროვებისთვის არაადეკვატური ინსტურმენტებითა და კვლევის გაუმართავი სქემით და შემდეგ ისე გამოაქვეყნოს შედეგები, თითქოს ისინი ვალიდური და სანდო იყოს. ეს მკვლევარი არ იმსახურებს ხარისხს. სულ მცირე, მას უნდა ეფიქრა და დირექტორისაგან (თუ სკოლაა და ხელმძრვანელისგან, თუ უნივერსიტეტია) მიეღო რჩევა, საჭიროების შემთხვევაში შეეცვალა კვლევა, აეღო კვლევის ჩატარების ნებართვა, სათანადო შესავლით დაეწყო სკოლასთან ურთიერთობა და შეეთანხმებინა ინფორმაციის გამჟღავნების უფლებები. ამ ყველაფრის უგულებელყოფა შემდგომში უარის მიღების და რეპუტაციის შელახვის რისკის ქვეშ აყენებს მკვლევრის ინსტიტუტს და თუ ხმა გავრცელდა, ამ ინსტიტუტს საჯაროდ შერცხვენა და შემდგომ კვლევებზე უარის მიღება ელის. ამ შემთხვევაში დამწყები მკვლევარი არაეთიკურად მოიქცა.

      გარდა ამისა, კიდევ რა პასუხისმგებლობები აქვს მკვლევარს კვლევითი საზოგადოების წინაშე? თუ კვლევის ნეგატიური ანგარიში გამოქვეყნდა, შეწყვეტენ თუ არა სკოლები მომავალში სკოლის კვლევას? კვლევის ნეგატიური შედეგები, როგორიცაა რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით სკოლების მხრიდან ნიშნების მიზანმიმართულად აწევის მტკიცებულებები (Morrison and Tang 2002), ნამდვილად არ ჩაუნერგავს სკოლებს მკვლევრების სიყვარულს.

      მკვლევარს შემდეგი პასუხისმგებლობები აქვს კოლეგების წინაშე:

  • დაიცვას მათი უსაფრთხოება (მაგალითად, სენსიტიური საკითხების კვლევისას ან საფრთხის შემცველ ადგილებში კვლევისას);
  • დაიცვას მათი კეთილდღეობა;
  • დაიცვას მათი რეპუტაცია;
  • შესაძლებელი გახადოს შემდგომი კვლევის
  • განხორციელება;
  • კოლეგებისგან მოელოდეს ეთიკურ ქცევას;
  • დარწმუნდეს, რომ ისინი სწორ და ეთიკურ
  • პროცედურებს იცავენ;
  • დაიცვას სპონსორების ანონიმურობა და კონფიდენციალობა, თუ ასეთია შეთანხმება.

      მკვლევარი კვლევითი საზოგადოების წევრია და ეს მას ეთიკურ მოვალეობებს აკისრებს.

დასკვნა

      ზოგიერთი ეთიკური სიძნელე, მოსალოდნელია კვლევის განხორციელების პროცესში. შეუძლებელია ყველა პოტენციური ეთიკური საკითხის იდენტიფიცირება ან დაბეჯითებით თქმა, როგორია მკვლევრის სწორი ქცევა.[1] ვიმედოვნებთ, რომ ამ გვერდების წაკითხვამ მკითხველს შეუქმნა განწყობა, რომელიც საშუალებას მისცემს მას, რომ საკუთარ პროექტებში მეტი ყურადღებით და უკეთ გაგების სურვილით მოეკიდოს ეთიკურ დილემებსა და კვლევის პროცესში წამოჭრილ მორალურ საკითხებს. როგორი გამოუცდელიც არ უნდა იყოს მკვლევარი ამ საკითხებში, ის სოციალურ მეცნიერებაში სამართლიანობის განცდით მოდის (Huizinga 1949). ამ განცდაზე შეუძლია მას საკუთარი ვითარებისთვის შესატყვისი რაციონალური პრინციპების აგება და ეს პრინციპები მის პიროვნულ, პროფესიულ და სოციალურ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული (ჩვენ ხაზს ვუსვამთ სიტყვას "რაციონალური", ვინაიდან კეთილგონიერება ეთიკური აზროვნების უმთავრესი მდგენელია და სწორედ კეთილგონიერებისა და სამართლიანობის განცდის კომბინაციაა, რისიც უნდა სწამდეს მკვლევარს, თუ სურს, რომ მაღალი ეთიკური სტანდარტით იმუშაოს)

      მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი ქცევის კოდექსი ვერ განჭვრეტს ან გადაწყვეტს ყველა პრობლემას, ეთიკური პრაქტიკის პირადი კოდექსის შექმნას ექვსი უპირატესობა აქვს. პირველი, ასეთი კოდექსი მკვლევარს ამკვიდრებს, როგორც უფრო ფართო სამეცნიერო საზოგადოების წევრს, რომელსაც მასთან საზიარო ღირებულებები და საფიქრალი აქვს. მეორე, ეთიკური პრაქტიკის კოდექსი მკვლევარს აცნობს ცდის პირების წინაშე ვალდებულებებს და, ასევე, იმ პრობლემურ სფეროებს, სადაც მისაღწევია ზოგადი კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა არის მისაღები და რა - მიუღებელი. ამ თვალსაზრისით, მას ახსნა-განმარტების ღირებულება აქვს. მესამე, როდესაც მკვლევრის პროფესიულ ქცევას პრინციპების სახით მოცემული ეთიკის კოდექსი მართავს, შესაძლებელია, რომ ის დაფიქრდეს, როგორ გააკეთოს ერთი და იგივე საქმე ალტერნატიული გზებით, მორალური გამოწვევების წინაშე მდგარმა, აირჩიოს მეტად ან ნაკლებად ეთიკური გამოსავალი. მეოთხე, დაბალანსებული კოდექსი შეიძლება მნიშვნელოვანი მაორგანიზებელი ფაქტორი იყოს მკვლევრის პოზიციიდან კვლევის სიტუაციის აღქმისას და ამ თვალსაზრისით, სიტუაციის წინასწარ წარმოდგენასა და მომზადებაში გაუწიოს დახმარება. მეხუთე, სამართლიანობის საკუთარი განცდით დამტკიცებული პრაქტიკის კოდექსი დაეხმარება მკვლევარს ინტუიციური სენსიტიურობის განვითარებაში, განსაკუთრებით, უცნობ და მოულოდნელ მოვლენებთან გამკლავებაში, უფრო იმ შემთხვევებში, სადაც ისეთი მოქნილი მეთოდები გამოიყენება, როგორიცაა ეთნოგრაფია და მონაწილის დაკვირვება. და მეექვსე, პრაქტიკის კოდექსი მკვლევრების ცნობიერებაში დისციპლინის ელემენტს შეიტანს. 2.9 ჩანართში მაგალითის სახით მოცემულია მოკლე ეთიკური კოდექსი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი ანუ კონკრეტული პროექტის მოთხოვნების შესატყვისად შემუშავებული დებულებები უკეთესია, ვიდრე სტანდარტული. 2. 9 ჩანართში მოცემული დებულებები საილუსტრაციოა და არავითარ შემთხვევაში არ არის ამომწურავი.


ჩანართი 2.9

     

ეთიკური კოდექსი: ილუსტრაცია

  1. მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარმა სრულად დაასახელოს თავისი ვინაობა და კონტექსტი.
  2. კვლევის დაწყებამდე სრულად უნდა აუხსნას ცდის პირებს კვლევის მიზანი და პროცედურები.
  3. კვლევას და მის ეთიკურ შედეგებს უნდა უყურებდეს ცდის პირებისა და ინსტიტუტის თვალთახედვიდან.
  4. მოსალოდნელი უნდა იყოს შესაძლო წინააღმდეგობრივი შედეგების მიღება და, ასეთ შემთხვევაში დიდი სიფრთხილით უნდა მოეპყრას მათ.
  5. კვლევა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ობიექტური უნდა იყოს: ამას სჭირდება კვლევის დიზაინის, პროცესისა და ანგარიშის დეტალურად დაგეგმვა.
  6. ყველა მონაწილისგან მიღებული უნდა ჰქონდეს ინფორმირებული თანხმობა: პატივი უნდა სცეს ამ ეტაპზე მიღწეულ ყველა შეთანხმებას.
  7. ზოგჯერ სასურველია ინფორმირებული თანხმობის წერილობით მიღება.
  8. ცდის პირებს უნდა ჰქონდეთ მონაწილეობაზე უარის თქმის შესაძლებლობა და მათ უნდა იცოდნენ ეს; ასევე - კვლევიდან ნებისმიერ დროს გამოთიშვის უფლება და ესეც უნდა იცოდნენ.
  9. საწყის შეხვედრებზე უნდა მოხდეს შეთანხმება უკუკავშირზე იმ მონაწილეებთან, ვინც ითხოვს ამას: ეს შეიძლება მოხდეს შედეგების წერილობითი ფორმით წარდგენით.
  10. კვლევის ყველა ეტაპზე პატივი უნდა ეცეს და დაცული უნდა იყოს მონაწილეების ღირსება, პირადულობა და ინტერესები.
  11. ტყუილი მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს.
  12. როდესაც წარმოიქმნება ეთიკური დილემები, მკვლევარს შეიძლება დასჭირდეს სხვა მკვლევრებთან ან მასწავლებლებთან კონსულტაცია.

წყარო: ადაპტირებულია Reynolds 1979.


      შეიძლება ითქვას, რომ უფრო დეტალური მოსაზრებები უნდა გვახსოვდეს განათლების სფეროს კვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და ანგარიშის წარდგენის პროცესში (2. 10 ჩანართი).

      2.10 ჩანართში შემოთავაზებულია საკითხები და მათი გადაჭრის რეკომენდაციები და არა - თავად გადაწყვეტები ან გადაწყვეტილებები. ისინი თითოეულმა მკვლევარმა თავად უნდა მოიფიქროს, გამომდინარე იმ კონკრეტული სიტუაციიდან, რომელშიც აღმოჩნდება. სოციალურ მეცნიერებაში ეთიკურ პრინციპებზე საუბრის შეჯამებისთვის.


ჩანართი 2.10.

ეთიკური პრინციპები განათლების სფეროში კვლევისთვის (უნდა შეთანხმდეს კვლევის დაწყებამდე)

პასუხისმგებლობები კვლევის წინაშე

  • მკვლევარი კომპეტენტური უნდა იყოს და აცნობიერებდეს, რომ კვლევის პროცესშია ჩართული;
  • კვლევა სკრუპულოზურად და სწორი პროცედურების გამოყენებით უნდა ჩაატაროთ - ყველა ეტაპზე თავი უნდა აარიდოთ პროცედურების მცდარად გამოყენებას;
  • პროცედურები ზუსტად და ღიად უნდა აღწეროთ;
  • რისკის წინაშე არ უნდა დააყენოთ მომავალი მკვლევარი (მკვლევრები);
  • ანგარიში გასაგები უნდა იყოს და მონაცემები - შემოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს;
  • უნდა თქვათ სიმართლე, არ თქვათ ტყუილი ან არ გააყალბოთ მონაცემები, თავი აარიდეთ უსამართლო სელექციას (მაგალითად, შემთხვევის მხარდაჭერა), არ მოახდინოთ მონაცემების მცდარად ინტერპრეტაცია.
  • შეინარჩუნეთ კვლევის ხელშეუხებლობა და ავტონომიურობა, მაგალითად, თავი აარიდეთ ცენზურას ან ზეგავლენას სპონსორების ან მათი მხრიდან, ვინც კვლევის განხორციელების ნებართვას გაძლევთ.

პასუხისმგებლობები მონაწილეებისა და აუდიტორიის (აუდიტორიების) წინაშე

  • მიიღეთ სავსებით ინფორმირებული თანხმობა, სადაც ეს საჭიროა (როგორც წესი, წერილობით), რათა პატივი სცეთ თვითდეტერმინაციასა და ავტონომიას. გაეცით ინფორმაცია კვლევის ყველა ასპექტისა და მისი მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
  • გადაწყვიტეთ, როგორი კვლევა გჭირდებათ - ღია თუ ფარული და რამდენად ღია ან ფარული, დაასაბუთეთ.
  • გადაწყვიტეთ, გჭირდებათ თუ არა მოტყუება და რა სახის. დაასაბუთეთ. იყავით გულწრფელი ან დაასაბუთეთ არაგულწრფელობა.
  • მიეცით ზიანის არიდების გარანტია (არ ავნოთ, არ ატკინოთ და არ ტანჯოთ მონაწილეები და არც ისინი, ვისაც შეიძლება შეეხოს კვლევა); იყავით ჰუმანურები.
  • მიეცით სარგებლის გარანტია (კვლევა სარგებელს მოიტანს მონაწილეებისთვის ან წვლილს შეიტანს მათ კეთილდღეობაში).
  • დარწმუნდით, რომ მონაწილეები კვლევის დასრულების შემდეგ უარეს მდგომარეობაში არ არიან, ვიდრე კვლევის დასაწყისში იყვნენ.
  • პატივი ეცით ადამიანთა უფლებებს, ღირსებასა და ინტერესებს; იყავით ზრდილობიანი: კვლევის მონაწილეები ცდის პირები არიან და არა - საექსპლუატაციო ობიექტები. ადამიანებს მოეპყარით როგორც სუბიექტებს და არა - როგორც ობიექტებს.
  • შეთანხმდით ინდივიდების პირადი საიდუმლოს უფლებაზე.
  • მიეცით გარანტია, რომ მონაწილეებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოეთიშონ კვლევას.
  • უთხარით მონაწილეებს, ვის მიუწვდება ხელი მონაცემებზე/ანგარიშზე ანუ კვლევის აუდიტორიის შესახებ, რამდენად საჯარო იქნება ის, როდის გამოქვეყდნება და როგორ გავრცელდება; შეუთანხმდით გავრცელების დონეებზე ანუ ვინ რა ნაწილს გაეცნობა.
  • მიეცით ანონიმურობის/კონფიდენციალობის/ამოუცნობლობის გარანტია; თუ ეს შეუძლებელია, მაშინ წინასწარ აცნობეთ მონაწილეებს.
  • მიუთითეთ, როგორ დაიცავთ ანონიმურობას (მაგალითად, კონფიდენციალობით, მონაცემების დაგროვებით).
  • უთხარით მონაწილეებს, როგორ მოაგროვებთ მონაცემებს, როგორ შეინახავთ (ფაილების, კითხვარების, აუდიომონაცემების, ვიდეო მონაცემების, კომპიუტერული ფაილების სახით) კვლევის განმავლობაში და როგორ გაანადგურებთ გამოყენების შემდეგ.
  • იყავით სენსიტიური ადამიანების მიმართ (მაგალითად, ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა, სქესი, კულტურა, რელიგიური მიკუთვნებულობა, ენა, სოციალეკონომიკური სტატუსი).
  • აიღეთ ნებართვა ყველა რელევანტური მხარისგან (მაგალითად, მშობლებისგან/მეურვეებისგან, სკოლისგან, დირექტორებისგან და ა. შ.).
  • გაითვალისწინეთ მოწყვლადობა (მაგალითად, ბავშვების ან უმწეოების ინტერვიუირებისას).
  • შეუთანხმდით რესპოდენტს, რომ შეამოწმებთ.
  • შეთანხმდით მონაცემების კუთვნილებაზე (და როდის გადაეცემა მონაცემებზე საკუთრების უფლება მონაწილიდან მკვლევარს).
  • მიეცით დრო გადახედვისთვის.
  • თავი აარიდეთ გაუმართლებელ შეურაცხყოფას. მადლობა გადაუხადეთ მონ+აწილეებს.
  • დაარწმუნეთ, რომ მონაწილეებს და სპონსორებს აქვთ უფლება, არ დაეთანხმონ კვლევას ან მისგან დისტანცირება მოახდინონ.
  • გამოავლინეთ სოციალური პასუხისმგებლობა და ვალდებულებები.
  • განიხილეთ კომპენსაციის, დავალიანებისა და უარყოფის საკითხები.
  • ბოროტად არ გამოიყენოთ თქვენი, როგორც მკვლევრის პოზიცია ან ძალაუფლება.
  • არ გამოიყენოთ სახიფათო მეთოდები.

[1] რაც შეეხება მკვლევრის ქცევის შეფასებას, ერთადერთი მიმართულება განათლების სფეროში, სადაც ცალსახად და ერთხმად შეგვიძლია ტერმინის "ეთიკის აბსოლუტის“ გამოყენება და სადაც შესაბამისი შეფასება ეჭვგარეშეა, მკვლევრისა და მონაცემების ურთიერთობაა. მკვლევარმა რა მიზეზითაც არ უნდა გამოიყენოს ბოროტად თავისი მონაცემები, ქცევა კატეგორიულად არასწორია. აქ არ რჩება ადგილი მორალური რელატივიზმისთვის. ამ შემთხვევაში მისაღებია მკაფიო დიქოტომია: თუ არსებობს ისეთი რამ, რასაც აშკარად ეთიკური ქცევა ჰქვია, მაშინ მონაცემების ბოროტად გამოყენება აშკარად არაეთიკურია. პირველ რიგში, ამან შეიძლება წინასწარ წამოყენებული, ხშირად სასურველი ჰიპოთეზის მხარდასაჭერად მონაცემების ფალსიფიცირების ფორმა მიიღოს; მეორე, იმავე მიზნის მისაღწევად მონაცემებით, ხშირად სტატისტიკურად, მანიპულირება (ან გამოყენებული ტექნიკებით მანიპულირება, მაგალითად, მიმართულების მიმცემი კითხვების მიზანმიმართული გამოყენება); მესამე, მონაცემების სელექციურად გამოყენება, ანუ იმ ნაწილების იგნორირება ან გამორიცხვა, რომელიც არ ერგება მკვლევრის ჰიპოთეზას; და მეოთხე, მონაცემების მიღმა გასვლა, სხვა სიტყვებით, ისეთი დასკვნების გამოტანა, რომლებსაც არ ამყარებს მიღებული მონაცემები (ან მონაცემების ზეინტერპრეტაცია). ისეთი არამართებული ქცევებიც კი, როგორიც ამ მაგალითებშია მოცემული, შეუძლებელია მითითებებით გაკონტროლდეს: აქ ეთიკური აკრძალვები ნაკლებად გამოდგება, აღარაფერს ვამბობთ მათ შესრულებაზე. ერთადერთი პასუხი (პროფესიული მონიტორინგის არარსებობის პირობებში) მკვლევრისთვის არის მორალური კოდექსის ქონა, რომელიც, ფილოსოფოს რ. ს. პეტერსის სიტყვებით რომ ვთქვათ, "რაციონალურად არის მიღებული და კეთილგონიერად გამოყენებული“ და მუდმივად ამ კოდით ხელმძღვანელობა. მორალური კომპეტენცია, სხვა კომპეტენციების მსგავსად, დასწავლას ექვემდებარება. მისი შესწავლის ერთ გზას საკუთარი კოდექსისა და პრაქტიკის შესახებ კითხვის ნიშნიანი რეფლექსია წარმოადგენს, მაგალითად, სათანადოდ ვუპასუხე, საკმარისი იყო ჩემ მიერ გაცემული პასუხი, სათანადო აუდიტორიას, სათანადო დროს ვუპასუხე? რომ შევაჯამოთ ზემოთ თქმული, ეთიკური ქცევა დამოკიდებულია ეთიკური აზროვნების ნაკადზე, რომელიც, თავის მხრივ, საფუძვლიანად გააზრებულ პრინციპებს ეფუძნება. მკითხველებმა, ვისაც მონაცემების არასწორად გამოყენების შესახებ მეტის გაგება სურთ, უნდა წაიკითხონ Peter Medawar-ის (1991) ელეგანტური და საინტერესო ესე "Scientific fraud", რომელიც მოცემული კრებულში D. Pike (ed.) The Treat and the Glory: Reflections on Science and Scientists. Oxford: Oxford University Press და, ასევე, Broad, W. and Wade, N. (1983) Berrayers of Truth: Fraud and Deceit in the Halls of Science. New York: Century.

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ეთიკა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 541

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters