კულტუროლოგია როგორც მეცნიერება

კულტუროლოგია როგორც მეცნიერება, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

     მეცნიერება ცოდნის სისტემაა. ცოდნა გაპირობებულია ემპირიული რეალობით და ამ რეალობის სპეციფიკა, დასახსრულობა ქმნის მეცნიერებათა დანაწევრების რეალურ საფუძველს. მეცნიერებებისადმი სისტემური მიდგომა მოითხოვს მათ დანაწევრებას გარკვეულ დარგებად, რომლის საფუძველში რეალობის შემეცნების თავისებურებები დევს. ფიზიკური პროცესების შემეცნება გულისხმობს შესაბამის ობიექტებსა და მათდამი მიდგომის გარკვეულ წესებსა თუ მეთოდებს. ასევეა ბიოლოგიური, ფსიქიკური და სხვა პროცესების შემთხვევაში. ყოველი მეცნიერების ამოცანაა დაასაბუთოს მისი არსებობის კანონიერება შემეცნების საგნისა და შემეცნებითი ღირებულების დემონსტრირებით. კულტურა როგორც სინამდვილის გარკვეული და სხვა მონაკვეთებისაგან განსხვავებული ელემენტი, მისი შემეცნების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს. თუმცა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კულტურა როგორც დამოუკიდებელი შემეცნების ობიექტი, რეალობის სხვა ფორმებიდან არ იყო გამოყოფილი. ამიტომ კულტურის თეორიის ნაცვლად, საქმე ჰქონდათ იმ ფენომენებთან, რომლებზედაც კულტურა დაყავდათ. პირველ რიგში აქ თავს იჩენდა ანთროპოლოგიის, ისტორიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის დარგთა სფეროებთან კულტურის თეორიის გაიგივება. მიაჩნდათ, რომ კულტურა შემეცნებული იქნება ადამიანის წვდომით, რადგან ადამიანი კულტურის შემქმნელი, მისი მატარებელი და მომხმარებელია. ამიტომ კულტურის შესწავლა მიჩნეულიიყო ანთროპოლოგიის საქმედ. შეიქმნა ანთროპოლოგიის პრედიკატიზებულ თეორიათა სიმრავლე სახელწოდებებით: სოციალური ანთროპოლოგია, კულტურის ანთროპოლოგია, სტრუქტურული ანთროპოლოგია, კოგნიტიური ანთროპოლოგია და ა. შ. ყოველი მათგანი ამოცანად ადამიანის ქცევის სპეციფიური ადამიანური სამყაროს ანალიზს ისახავდა. თუ ავიღებთ სოციალური ანთროპოლოგიის განსაზღვრებას, აღმოჩნდება, რომ ის თავიდან სწავლობდა მცირე მასშტაბის მარტივ არაინდუსტრიულ კულტურებსა და საზოგადოებებს. უკანასკნელ წლებში სოციალურმა ანთროპოლოგიამ თავისი კვლევის სფერო გააფართოვა და ამოცანად დაისახაქალაქის, ინდუსტრიული საზოგადოების შესწავლა. ეს ნათლად გამოვლინდა ანთროპოლოგთა მსოფლიო ასოციაციის მოსკოვის კონგრესზე 1968 წელს. სოციალურ ანთროპოლოგიასთან თითქმის გაიგივებულად წარმოიდგინება ლევი-სტროსის სახელთან დაკავშირებული სტრუქტურული ანთროპოლოგია, რომელშიც ლევი-სტროსმა ენათმეცნიერ დე სოსიურის გავლენით კულტურის კოგნიტიური სტრუქტურები გამოიყენა ცდის მოსაწესრიგებლად. "სტრუქტურული ანთროპოლოგია კულტურულ ფენომენებს უყურებს ისე, თითქოს, ისინი ენები იყვნენ და ცდილობს აღმოაჩინოს გრამატიკა, ანუ რასაც ჩემსკიმ "სიღრმისეული სტრუქტურები" უწოდა". ამ ავტორების აზრით, კულტურული ანთროპოლოგია სოციალურისაგან იმით განსხვავდება, რომ ორიენტირდება არა იმდენად სტრუქტურებზე, რამდენადაც ხალხების მოღვაწეობაზე. პრაქტიკულად ხაზს უსვამენ კულტურის მატერიალურ საფუძველს, თუმცა "მისი იდეალური მნიშვნელობანიც ღირებულია დაშეისწავლება კოგნიტიური და სიმბოლური ანთროპოლოგიებით". ამ განსხვავებულ სახელწოდების ანთროპოლოგიათა რამდენი განსაზღვრებაც არ უნდა გავაანალიზოთ, მიაჩნიათ, რომ მათ შორის რაიმე სერიოზული და საყურადღებო გამმიჯნავი ხაზი არ არსებობს. ზოგჯერ იქამდე მიდიან, რომ ამ ანთროპოლოგიებს ქვეყნების მიხედვით განასხვავებენ, ამტკიცებენ, რომ კულტურული ანთროპოლოგია ამერიკელებმა დააფუძნეს იმის აღსანიშნავად, რასაც ინგლისელები სოციალურ ანთროპოლოგიას უწოდებენ. გამოდის, რომ ეს ორი დასახელება ორი ქვეყნის მიერ ერთიდაიგივეს სახელდების შედეგია. თუ ამ შემთხვევაში მაინც ერთი საწყისი პრინციპი გამოიხატება, რომ ადამიანია კულტურის შემოქმედი, მატარებელი და მომხმარებელიც, ამიტომ კულტურის შემსწავლელი დარგი ანთროპოლოგიაა, არის მეორე საფუძველიც, როდესაც ცდილობენ, კულტურა ხალხების გზით შეისწავლონ. შესაბამისად, შექმნილია "ეთნოგრაფია" და "ეთნოლოგია". ამ თეორიის გამოხატვა იმით შეიძლება, რომ ადამიანები კულტურებს ინდივიდუალურად კი არ ქმნიან, არამედ სოციალურ ერთობათა სახით, იქნება ეს ხალხები, ერები თუ სხვა ეთნიკური და სოციალური ერთობანი. ამიტომ, კულტურის შესასწავლად აუცილებლად მიაჩნიათ ეთნოსების მოღვაწეობის შემეცნება. ამისათვის ორი გზა ისახება: იმის აღწერა, რა მიიღება ამ ხალხების მოღვაწეობით ეს ეთნოგრაფიის ამოცანაა. ამ მეცნიერებას მიიჩნევენ ისტორიის დარგად, რომელიც შეიმეცნებს "მსოფლიოს ხალხების შემადგენლობას, წარმოშობას, განსახლებასა და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობას; მათ მატერიალურ და სულიერ კულტურას, ყოფის თავისებურებებს". რაცშეეხება ეთნოლოგიას, მას განიხილავენ როგორც "კულტურის განვითარების საერთო კანონზომიერების დამდგენს". როგორც ვხედავთ, ერთი მეორისაგან განსხვავებულია იმით, რომ ერთი და იგივე ფენომენს - კულტურას - ერთი აღწერს, მეორე კი ახსნის, ერთი ფაქტებზე ჩერდება, მეორე - ფაქტთა კანონზომიერებას ეძებს. რამდენად კანონზომიერია ასეთი განსხვავება და არის თუ არა ეს საკმარისი საფუძველი ორი დარგის გამოსაყოფად, საკითხავია. აქ მთავარია იმის დადგენა, რომ კულტურის შემსწავლელ მეცნიერებათა რიგში მრავალი დისციპლინა მოიაზრება, თუმცა "თითოეული მათგანის სპეციფიკის ჩვენება არც თუ ისე ადვილია. მეტიც, ამმეცნიერებათა ნათელი განსაზღვრება და მათი "გავლენის სფეროების" გამიჯნვა წარუმატებლობისთვისაა განწირული". ჩვენთვის მთავარია იმის ჩვენება, რომ ადამიანისა თუ ხალხების გზით იქნება ნაცადი კულტურის გაგება. ორივე შემთხვევაში კულტურის გასაგებად შემოტანილია სხვა, თუნდაც კულტურისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი სუბიექტი ადამიანის სახით და არ ხდება კულტურის იმანენტური გზით განსაზღვრება. კულტურა დაყვანილია მის შემოქმედებზე, მტკიცდება, რომ კულტურას გავიგებთ მის შემოქმედთა გზით და არა საკუთრივ კულტურის ფენომენების ანალიზით.

     ანალოგიურია ვითარება, როდესაც კულტურის გაგებას ფსიქიკურის გზით ცდილობენ. ფსიქიკურის გარეშე კულტურა არ არსებობს, მაგრამ ფსიქიკური ფსიქოლოგიის საგანია და კულტურის ფსიქიკურზე დაყვანით გაგების მცდელობა კულტურის მეცნიერების ფსიქოლოგიაზე დაფუძნებას ნიშნავს. მსგავს ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც კულტურა სოციალურზე დაჰყავთ და სოციალურით ცდილობენ მის ახსნას. კულტურის მეცნიერება ამ შემთხვევაში სოციოლოგიით იცვლება ან კიდევ სოციოლოგიით ფუძნდება.

     ზოგიერთი კულტურის შემმეცნებელ დარგებში ასახელებს ისტორიის ფილოსოფიას. ისტორიის ფილოსოფიურ განზომილებაში განხილვა მიაჩნიათ კულტურის ანალიზად. ამას ადასტურებენ ისტორიის ფილოსოფიის ისეთ სისტემებზე მითითებით, როგორიცაა ვიკოს, ჰერდერის, შპენგლერის, ტოინბისა და სხვათა ნააზრევი. ისინი, მართლაც, რეალურად, კულტურასა თუ ცივილიზაციას განიხილავენ. ამ შემთხვევაში კულტურა, ერთი მხრივ, ისტორიის და, მეორე მხრივ, ფილოსოფიის გაერთიანებული ძალებით შემეცნების საგანი ხდება. თანაც წარმოებს არა მარტო თანამედროვე, არამედ წარსულ კულტურათა გააზრებაც. კულტურის ისტორიის ფილოსოფიურ ასპექტში განხილვის გვერდით არსებობს კულტურის ისტორიული განხილვა, კულტურის ისტორია და კულტურის ფილოსოფიური ანალიზი, ანუკულტურის ფილოსოფია. გამოდის, რომ კულტურა მთლიანობაში შეისწავლება ანთროპოლოგიით, ფსიქოლოგიით, სოციოლოგიით, ისტორიითა და ისტორიის ფილოსოფიით. ფაქტობრივად ეს არის ანთროპოლოგიზმი, ფსიქოლოგიზმი და სოციოლოგიზმი და კულტუროლოგიის შეცვლა ხდება სხვა დარგებით. ასეთი რედუქციისა თუ ჩანაცვლების შემთხვევაში, კულტუროლოგია იკარგება. მართალია, კულტურის ისტორიაში არ ხდება რედუქცია და კულტურა შეიმეცნება კულტურის შემსწავლელ დარგთაგან ერთ-ერთის გზით, რომელსაც კულტურის წარსული აინტერესებს, თუმცა უფრო ხშირად, ამ დისციპლინას დამოუკიდებელ სტატუსს ართმევენ და კულტურის მეცნიერების პროპედევტიკურ ნაწილად წარმოიდგენენ. ყველა ამ გადახრის რედუქციათა თუ "იზმთა" გვერდით, არსებობსკულტურის შემსწავლელი დარგი, რომელიც კულტურის ფენომენების ახსნისას დაყვანასა თუ ჩანაცვლებას არ მიმართავს და კულტურას სწავლობს მის სფეროდან თვალთახედვით, რომელსაც კულტუროლოგია ეწოდება. თუ კულტურის მეცნიერებათა განვითარების ადრეული პერიოდი ხასიათდებოდა სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგიის მოძალებით, დღეს ზოგჯერ საპირისპირო სურათს ხედავენ, ფიქრობენ, რომ კულტუროლოგია თვითონ გადავიდა შეტევაზე. რუსი მკვლევარები ა. ბრუშლინსკი და პ. შიხირევი ს. მოსკოვიჩის წიგნის "ღმერთის შემოქმედი მანქანის" წინასიტყვაობაში აღნიშნავენ "კულტუროლოგია არაჩვეულებრივად გაიფურჩქნა. იმდენად, რომ ის შთანთქმით ემუქრება სოციოლოგიას, სოციალურ ფსიქოლოგიას და ფილოსოფიასაც კი".

     კულტურის შემსწავლელ დისციპლინათა კოჰორტას დაემატა ერთი ახალი სახელწოდების კანონიერი დარგი - კულტუროლოგია. იგი თავისუფალია კულტურის მეცნიერებათა გარეთა სფეროების გავლენიდან და უშუალოდ კულტურის მოძღვრებას გამოხატავს. უკვე სახელწოდება მიგვითითებს, რომ კულტურის იმანენტური შესწავლა უნდა მოხდეს ამ დარგში. ტერმინი "კულტუროლოგია" ის მნიშვნელოვანი შენაძენია, რომლითაც კულტურის მეცნიერებამ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა კულტურის ფენომენის დამოუკიდებელი შესწავლის გზაზე. პირველი ნაბიჯი იყო თვით კულტურის ფენომენის გამოყოფა, მისი განსხვავება სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ანთროპოლოგიურ თუ სხვა სოციალურ ფენომენთა კლასისაგან. კულტურული ანთროპოლოგიის წარმომადგენელი ლოუიც კი ამტკიცებს "სულ უფრონათელი ხდება, რომ კულტურა გარკვეული სფეროა, რომლის შესწავლა განსაკუთრებულ მეცნიერებას მოითხოვს". მაგრამ ლოუიმ ეს განსაკუთრებული მეცნიერება კულტურულ ანთროპოლოგიაში დაინახა, რამაც კულტურის თეორეტიკოსები ვერ დააკმაყოფილა. დამოუკიდებელ სფეროს დამოუკიდებელი მეცნიერებას ჭირდებოდა და ვილჰელმ ოსტვალდმა მართებული პრინციპი წამოაყენა კულტურის შემსწავლელი მეცნიერების შესახებ. მისი მტკიცებით "სპეციფიური ადამიანური თავისებურებანი რაც ჰომო საპიენს-ის გვარს ყველა სხვა ცხოველთა სახეობათაგან განასხვავებს "კულტურის სახელწოდებით გამოიხატება". მაშასადამე, მეცნიერებას სპეციფიური ადამიანური მოღვაწეობის წესების შესახებ, კულტუროლოგია შეიძლება ეწოდოს". ლესლი უაითის მტკიცებით, კულტურის ცნების გამოყოფა დიდი მნიშვნელობის აღმოჩენაა. მართალია, დღეს კულტურის მეცნიერებას ისეთი წარმატებები არა აქვს, როგორიც ქვანტურ მექანიკასა და გენეტიკას, მაგრამ პერსპექტივაში კულტურის ფენომენის გამოყოფა ისეთივე დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, როგორიც კოპერნიკის აღმოჩენა და ატომის დაშლა. უაითის მტკიცებით, ყოველი ახალიდარგის გამოჩენა წინააღმდეგობას იწვევს. ასეთი იყო კოპერნიკის თეორიის, დარვინის ევოლუციის თეორიის, ფროიდის ფსიქოანალიზის ბედი. ასეთია კულტუროლოგიის ხვედრიც. მას წინ აღუდგნენ ანთროპომორფისტები. მათი მტკიცებით, გაუგებარია თეორია, რომელიც ადამიანს კი არა, კულტურას მიაწერს ადამიანის ქცევის განმსაზღვრელ როლს. მათი არგუმენტაციით, კულტურა ადამიანის გარეშე ვერ იარსებებდა და მოქმედება ახასიათებს არა ნივთებს, რომელსაც კულტურას უწოდებენ, არამედ ადამიანებს. ლესლი უაითის აზრით, ანთროპომორფისტები დაკვირვებას ვერ ასხვავებენ ახსნისაგან. მოწონებასა თუ ზიზღს ადამიანი გამოხატავს, მაგრამ ეს ახსნა კი არაა, არამედ ფაქტის დაფიქსირება დასწორედ ფაქტს სჭირდება ახსნა, რასაც კულტუროლოგია აკეთებს. უაითის აზრით, ახალი მეცნიერების აუცილებლობა ახალ სახელწოდებასაც მოითხოვს. ეს სახელწოდება არ შეიძლება იყოს სოციოლოგია, ფსიქოლოგია ან ანთროპოლოგია, კულტურა კულტურით უნდა აიხსნას და ეს მაშინ მოხდება, თუ ამ მეცნიერებასკულტუროლოგიას ვუწოდებთ. თუ მუსიკის შესახებ მეცნიერებას მუსიკის მცოდნეობას ვუწოდებთ, ბაქტერიების შესახებ მეცნიერებას - ბაქტერიოლოგიას, კულტურის შესახებ მეცნიერება რატომ არ უნდა იწოდებოდეს კულტუროლოგიად? უაითი კითხვას სვამს: "განა შეიძლება, კულტურის მეცნიერებას სხვა სახელი ეწოდოს, თუ არა "კულტუროლოგია?" უაითს უსაყვედურებენ, რომ ის ცდილობს დაამკვიდროს კულტუროლოგიის სახელწოდება, მიიჩნევენ, რომ ეს ბარბარიზმია. უაითის აზრით, ეს სიახლისადმი წინააღმდეგობაა. ისტორიულად ანალოგიური დამოკიდებულება იყო ტერმინ "სოციოლოგიის" მიმართაც. სპენსერს საყვედურობდნენ ახალი ტერმინოლოგიით გატაცებას. უაითის მტკიცებით, "კულტურისმეცნიერების" ტერმინი ტეილორმა დაამკვიდრა, "კულტუროლოგია" კი - გერმანელმა ქიმიკოსმა ოსტვალდმა 1915 წელს გამოიყენა პირველად. თოთხმეტი წლის შემდეგ, კულტუროლოგიაზე მსჯელობს ამერიკელი რიდ ბეინი. უაითს კი პირველად ეს ტერმინი 1939 წელს გამოუყენებია და მიაჩნია ყველა შესაძლო ტერმინთა შორის საუკეთესოდ.

     ანალოგიურ განზომილებაში მოძრაობს ჯეიმს ფეიბლმანის დასაბუთებაც. წერილში "კულტურის შესახებ მეცნიერების კონცეფცია" ის კითხვას სვამს "არსებობს ყოფიერების ემპირიული დონის შესაბამისი მეცნიერებანი - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფსიქოლოგია, რატომ არ უნდა არსებობდეს სოციოლოგია და კულტურის მეცნიერება? კულტურაც ხომ ისეთივე ემპირიული დონეა, როგორიც ყველა დანარჩენი". ფეიბლმანის აზრით, კულტურის მეცნიერებას ემპირიულის გარდა, ისტორიული გამართლებაც აქვს. ის ათასწლეულების წინ ჩაისახა ჰეროდოტე, თუკიდიდე, ტაციტით დაწყებული, შპენგლერითა და ტოინბით დამთავრებული. აღნიშნულიდან ჩანს, რომ კულტურის მეცნიერებაში ფეიბლმანი აერთიანებს ისტორიასა და ისტორიის ფილოსოფიას. მათ გარდა, კულტურის მეცნიერებათა მწკრივში უფლება მოსილად მიიჩნევს ანთროპოლოგიას, ეთნოლოგიას, სოციოლოგიასა და სოციალურ ფსიქოლოგიას. თუ ადრე ეს მეცნიერებანი კულტურის ცალკეულ დარგებს სწავლობდნენ, ფლეიბმანი ამჟამად მათ წინაშე კულტურის მთლიანობის შესწავლის ამოცანას აყენებს. ამ მიზნით აუცილებლად მიაჩნია მათი გაერთიანება ერთი საერთო მეცნიერების დროშით. თუმცა, ეს მეცნიერებანი კულტურის წვდომაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ფეიბლმანის მტკიცებით, ეს არ ნიშნავს კულტურის მეცნიერების ფსიქოლოგიასა, ანთროპოლოგიასა და სოციოლოგიაზე დაფუძნებას. პირიქით კი შეიძლება - ე.ი. ეს მეცნიერებანი დაეფუძნოს კულტურათმცოდნეობას, კულტურის დონეთა შესწავლის ამოცანას.

     როგორც აღნიშნულიდან ჩანს, კულტურის მეცნიერების დამოუკიდებელი განვითარების შემთხვევაშიც არ გამორიცხავენ კულტურის ანთროპოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციოლოგიურ, ფილოსოფიურ თუ ისტორიის ფილოსოფიურ ანალიზს. ერთ შემთხვევაში ამ მეცნიერებებს აიგივებენ კულტურისმცოდნეობასთან, მეორეში - გამოყოფენ მისგან, თუმცა, კულტურის სფეროს მაინც უტოვებენ.

ამოსაბეჭდი ვერსია:

კულტუროლოგია როგორც მეცნიერება

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, კულტუროლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 2198

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters