კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 10
ნაწილი I

შესავალი

      ინტერნეტის განვითარებამ არამარტო ტრადიციული კვლევის ისეთი ტექნიკების განვითარებისთვის გააღო ახალი კარი, როგორიცაა გამოკითხვები, კითხვარები, ექსპერიმენტები და ინტერვიუები, არამედ მკვლევრებს ვებ გვერდებზე გეომეტრიული პროგრესიით მზარდი მოცულობის მქონე მასალის სწრაფად მოსაძიებლად და დასამატებლად ლიტერატურის მოძიებისა და ამოღების ტექნიკების გამოყენების შესაძლებლობაც მისცა. ამ თავში ინტერნეტის, როგორც კვლევის საშუალების, გამოყენების ძირითად მახასიათებლებს შევეხებით, უფრო კონკრეტულად, გამოკითხვებზე და მათთან დაკავშირებულ კითხვარებზე, ექსპერიმენტებსა და ინტერვიუებზე ვისაუბრებთ. ასევე, განვიხილავთ კვლევის მასალების ინტერნეტის საშუალებით მოძიების საკითხს.

ინტერნეტ-გამოკითხვები

      სოციალური მეცნიერების ბევრ მიმართულებაში გამოკითხვების ჩასატარებლად ინტერნეტის გამოყენება უფრო და უფრო გავრცელებულ პრაქტიკად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტზე დაფუძნებულ გამოკითხვებს ბევრი რამ საერთო აქვთ ჩვეულებრივ გამოკითხვებთან, მათ თავიანთი სპეფიციკური მახასიათებლებიც აქვთ.

      ინტერნეტ-გამოკითხვებმა ფორმა იცვალა და ელექტრონული გზავნილებიდან ან მიბმული ფაილით გაგზავნილი კითხვარიდან ელექტრონულ გზავნილად გადაიქცა, რომელიც პოტენციურ რესპონდენტებს სათანადო ვებგვერდზე ამისამართებს. თუ ელექტრონული ფოსტა ოპერატიულობითაა მიმზიდველი, ვებგამოკითხვებში გრაფიკული გამოსახულებების ჩართვის შესაძლებლობა დიდი ცდუნებაა მკვლევრებისთვის. ხშირად გამოიყენება მათი კომბინაცია: ელექტრონული გზავნილით პოტენციურ მონაწილეებს უთითებენ ვებ გვერდზე, რომელზეც კითხვარი HTML ფორმატით არის მოცემული. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ფოსტით გამოკითხვები უფრო მეტი პასუხების მოზიდვის ტენდენციით ხასიათდებიან, ვიდრე ვებ-გამოკითხვები, ამ უკანასკნელს უფრო მეტი მონაწილის მიწვდომის შესაძლებლობა აქვს, ამიტომაც უპირატესობა მათ ენიჭება. ელექტრონული გზავნილი შეიძლება დამატების სახით იქნას გამოყენებული მონაწილეებთან კონტაქტის დასამყარებლად და კონკრეტულ ვებგვერდზე შესვლის რჩევის მისაცემად.

ინტერნეტ-გამოკითხვების აგების ზოგიერთი პრინციპი

      დილმანმა და მისმა კოლეგებმა (Dillman et al. 1998ა; 1998ბ; 1999) ვებგამოკითხვების რამდენიმე პრინციპი ჩამოაყალიბეს. ზოგიერთი მათგანი ტექნიკურია, ზოგიერთი - დაფორმატების. მაგალითად, ტექნიკური თვალსაზრისით, მათ აღმოაჩინეს, რომ კითხვარების მარტივი ვერსია „მდიდრულ“ ვერსიასთან შედარებით (პირველს მწირი გრაფიკა აქვს, მეორეს კი - ბევრი და დახვეწილ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს) შეიძლება სამჯერ ნაკლები იყოს ზომით, როდესაც საქმე ფაილის ჩამოტვირთვაზე მიდგება (317 კ და 959 კ, შესაბამისად); ასევე, შეიძლება განსხვავდებოდეს ჩამოტვირთვის დრო - 225 წამი მარტივი ვერსიისთვის და 682 წამი - „მდიდრული“ ვერსიისათვის. მათ დაადგინეს, რომ ნაკლები შესაძლებლობის კომპიუტერებისა და ინტერნეტკავშირის მქონე რესპოდენტები ან უფრო მეტ დროს ხარჯავენ ფაილის ჩამოტვირთვაზე, ან კომპიუტერს ემართება რაღაც. მათ ისიც აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მარტივ ვერსიებს იღებენ, უფრო მეტადაა მოსალოდნელი კითხვარის შევსება, ვიდრე მათგან, ვინც მდიდრულ ვარიანტს იღებს (93.1 და 82.1 პროცენტები, შესაბამისად), ვინაიდან, მარტივი კითხვარის შევსებას ნაკლების დრო სჭირდება. გრაფიკულად კარგად დამუშავებული გვერდის გამოყენება კითხვარის შევსების მაღალ სიხშირეს არ ნიშნავს; უფრო დახვეწილი ვებგვერდები, ფაქტობრივად, შესრულების სიხშირეს ამცირებენ. ეს ეხმიანება ფრიჩერისა და სქონლაუს (Fricker and Schonlau 2002) მიერ აღწერილ კვლევას, რომელშიც ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ კითხვარზე პასუხების სიხშირე 43 პროცენტი იყო. ხოლო როდესაც იგივე ფურცელზე დაბეჭდილი კითხვარი ჩვეულებრივი ფოსტით დაგზავნეს, პასუხების სიხშირემ 71 პროცენტი შეადგინა. ფაქტობრივად, ეს კვლევა აჩვენებს, რომ მხოლოდ სპეციალიზებული შერჩევების (მაგალითად, სტუდენტების) შემთხვევაშია შესაძლებელი ინტერნეტ-გამოკითხვაში პასუხების მაღალი სიხშირის მიღება.

      დაფორმატების თვალსაზრისით, დილმანი და მისი კოლეგები (1998ა; 1999) ამბობენ, რომ ფურცელზე დაბეჭდილი კითხვარებით ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტის თვალები და ხელები ერთი და იმავე მიმართულებაზე ფოკუსირდება, ხოლო ვებ-გამოკითხვებში თვალი ეკრანს უყურებს, ხელები კი ან კლავიატურაზეა ან - “მაუსზე” (თაგუნაზე), ამიტომ კითხვარის შევსება უფრო რთულია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ რესპონდენტებს არ მოვთხოვოთ ღია კითხვებზე გრძელი პასუხების გაცემა და ასეთი პასუხები დასაჭერი ან აღსანიშნი ღილაკებით ჩავანაცვლოთ, სადაც “მაუსის” დაწკაპუნებით ავტომატურად ჩაჯდება აღნიშვნა (Witte et al. 1999: 139). გარდა ამისა, ზოგიერთ რესპონდენტს, სხვებთან შედარებით, შეიძლება კომპიუტერთან მუშაობის ნაკლები უნარი ჰქონდეს. ავტორები მუშაობის შერეულ ვარიანტს გვთავაზობენ (ერთი და იმავე კითხვარის ვებ და დაბეჭდილი ვარიანტების გამოყენებას). მკვლევრებმა, ასევე, დაადგინეს, რომ საეჭვო ხდება პასუხების ჩამონათვალის „აღნიშნეთ ყველა შესატყვისი ვარიანტის“ ფორმით მიწოდება, ვინაიდან რესპონდენტები ასეთ დებულებებს სრულად აღნიშნავენ კითხვარის დასაწყისში და უყურადღებოდ ტოვებენ დანარჩენებს. ამიტომ, ისინი გვირჩევენ, რომ ვებგამოკითხვებში ასეთი ტიპის კითხვებს თავი ავარიდოთ.

      ისინი ასევე გვირჩევენ, რომ შესავალი ტექსტი იყოს მოკლე (იმდენი, რომ ეკრანზე ეტეოდეს), ინფორმაციული (მაგალითად, როგორ უნდა გადავიდეს შემდეგზე) და არ მოიცავდეს მითითებების გრძელ ჩამონათვალს. ამასთან, გამოკითხვის პირველი კითხვა რესპონდენტების აზრთა კონკრეტული ნაკადის წარმოქმნის ტენდენციით ხასიათდება. ამიტომ, კარგად არის გასააზრებელი, რა და როგორი იქნება პირველი კითხვა, რომელმაც მონაწილეობისკენ უნდა უბიძგოს და არ დააფრთხოს რესპონდენტი. (მაგალითად, არც ძალიან რთული, არც ძალიან მარტივი, საინტერესო, იოლად აღსანიშნი პასუხებით, ჩამოსაშლელი არეებისა და ეკრანის ჩამოწევის საჭიროების გარეშე.) დილმანი და მისი კოლეგები (1998ა; 1998ბ; 1999) კონკრეტულ რეკომენტაციებს იძლევიან ეკრანზე გამოტანილი მასალის სტრუქტურის შესახებ, მაგალითად, დახურული კითხვის პასუხების ვარიანტები კითხვართან ახლოს უნდა იყოს მოცემული, რათა ადვილი იყოს თვალის მიდევნება; გამოვიყენოთ ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა სიკაშკაშე, მსხვილი შრიფტი და სტრიქონებს შორის მანძილი კითხვარის ნაწილების ერთმანეთისგან გასამიჯნად. ისინი თვალის ბუნებრივი მოძრაობის მიმართულების - ზედა მარცხენა კუთხიდან (ეკრანის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და, შესაბამისად, ის ადგილი, სადაც კითხვაა მოცემული) ქვედა მარჯვენა კუთხისკენ (ეკრანის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც მკვლევრის ლოგოს განთავსება შეიძლება) - მიყოლასაც გვირჩევენ. ავტორები ამბობენ, რომ თვალის ბუნებრივ მოძრაობას ტექსტის არათანაბრად კითხვა ახასიათებს და ამიტომ არსებობს მნიშვნელოვანი სიტყვების გამოტოვების რისკი, რაც განსაკუთრებით ძალაშია გრძელი სტრიქონების კითხვისას. ამიტომ, სასურველია მოკლე სტრიქონებისა და წინადადებების გამოყენება (მაგალითად, ტექსტში ერთეულებს შორის დიდი მანძილების დატოვება, ან კითხვების ცხრილის სახით მოცემა). ამის გათვალისწინებით, ისინი კითხვარის შევსების პროგრესის მიმანიშნებლების გამოყენებასაც გვირჩევენ (მაგალითად, დავალების შესრულების ინდიკატორი ან ცხრილი, რომელიც აჩვენებს, კითხვარის რა ნაწილია უკვე შესრულებული).

      რესპონდენტებისთვის შეიძლება უცხო იყოს ვებ-კითხვარებთან მუშაობის სპეციფიკა, მაგალითად, გადასართველი ღილაკები (როდესაც მხოლოდ ერთი ვარიანტის აღნიშვნაა შესაძლებელი), ეკრანის ჩამოწევის ოპერაცია, „მაუსის“ გამოყენება, ჩამოსაშლელი მენიუები და ღია პასუხების კითხვების შესატანი ველების ამოცნობა. Aმიტომ, გამოკითხვის დიზაინერმა, ამ მხრივ, არ უნდა გადააფასოს რესპონდენტის შესაძლებელობები, თუმცა როსტოცკი და ლარი (Roztocki and Lahri 2002) თვლიან, რომ არ არსებობს კავშირი კომპიუტერთან მუშაობის უნარებსა და ვებ-გამოკითხვებისადმი უპირატესობის მინიჭებას შორის. სინამდვილეში, მათი გამოყენება, ალბათ, თავად გამოკითხვითვე უნდა აიხსნას. დილმანისა და მისი კოლეგების (1999) მოსაზრებით, კომპიუტერთან მუშაობის განსხვავებული გამოცდილებისა და უნარების პრობლემის მოგვარება სამი გზით არის შესაძლებელი:

  • კითხვარის პუნქტის შესრულების ინსტრუქცია იქვე, კითხვასთან უნდა იყოს მოცემული (და არა - ერთად, ყველა ინსტრუქცია კითხვარის დასაწყისში);
  • რესპონდენტებს დასაწყისში უნდა ვკითხოთ, რამდენად შეუძლიათ კომპიუტერთან მუშაობა და თუ საკმაოდ კარგად ერკვევიან, ზოგიერთი ინსტრუქცია ამოვიღოთ და კითხვარი ისე მივაწოდოთ, ხოლო, თუ ნაკლებად გამოცდილი მომხმარებლები არიან, შემდგომი ინსტრუქციებითა და დახმარებით უზრუნველვყოთ;
  • გვქონდეს „მცურავი ფანჯარა“, რომელიც თან ახლავს ტექსტს და რომელიც შეიძლება გაიშალოს უფრო დეტალური ინსტრუქციებისათვის.

      ზოგერთი ვებ-გამოკითხვა რესპონდენტებს არ აძლევს შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალებას, თუ წინა ეტაპზე მოცემული ყველა დავალება არ არის შესრულებული. მართალია, ეს თემის სრულად დაფარვის გარანტიაა, მაგრამ რესპონდენტები შეიძლება იმდენად გაბრაზდნენ, რომ თავი მიანებონ კითხვარს, ან მიზანმიმართულად არ უპასუხონ კითხვებს (მაგალითად, თუ არ სურთ გარკვეული ინფორმაციის გაცემა, კითხვა რეალურად არ შეესაბამება მათ, ან არ იციან პასუხი). შესაბამისად, დილმანი და კოლეგები (1999) გვირჩევენ, თავი ავარიდოთ ასეთ პრაქტიკას. ამ საკითხის მოგვარების ერთ-ერთი გზაა, რესპონდენტებს დავუტოვოთ პასუხის არჩევანი - „არ მსურს პასუხის გაცემა“ - ან „არ ვიცი“. საქმე ისაა, რომ ვებ-გამოკითხვის მიტოვება გაცილებით ადვილია - ერთი ღილაკზე თითის დაჭერაა - ამიტომ, ჯობია, მონაწილეობის შენარჩუნებას აქ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ, ვიდრე ჩვეულებრივი გამოკითხვისას.

      რედლაინს და მის კოლეგებს (Redline et al. 2002) მიაჩნიათ, რომ ვებგამოკითხვებში გადასვლების, განშტოებების შესახებ ინსტრუქციებმა (მაგალითად, „გამოტოვეთ კითხვა N13“; „გადადით კითხვაზე N10“; „თუ ‚დიახ‘, მაშინ გადადით კითხვაზე N12, თუ ‚არა‘, მაშინ გააგრძელეთ“) შეიძლება პრობლემები შექმნას, რადგან რესპონდენტებმა შეიძლება გამოტოვონ მთელი რიგი დებულებები და კითხვები, რომლებზეც უნდა ეპასუხათ. ეს საკითხი ინსტრუქციის განთავსების ადგილს უკავშირდება (მაგალითად, დებულების მარჯვნივ, მის ქვემოთ, პასუხის ჩასაწერი ველის მარჯვნივ). პასუხის ჩასაწერი ველიდან ძალიან შორს მარჯვნივ მოთავსებული ინსტრუქცია (მაგალითად, ტექსტიდან რვა ერთეულით მარჯვნივ გაწეული) შეიძლება რესპონდენტის მხედველობის ფოკუსის გარეთ აღმოჩნდეს და უყურადღებოდ დარჩეს. გარდა ამისა, ავტორები აღნიშნავენ, რომ გადასვლის ინსტრუქციები, რომლებიც ძირითადი ტექსტის ფერის და ზომის შრიფტითაა მოცემული, უმნიშვნელოდ აღიქმება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რესპონდენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ კითხვარის შევსება იმაზე ადვილია, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ამიტომ, ავტორები გვირჩევენ ინსტრუქციების პოვნის გამარტივებას იმით, რომ ისინი მკითხველის ბუნებრივი მხედველობის არეში მოვათავსოთ, მსხვილი შრიფტით და განსხვავებული ფერით დავბეჭდოთ. ისინი აღნიშნავენ, რომ გადასვლების ინტრუქციებთან დაკავშირებული შეცდომები ძირითადად იმიტომ კი არ ხდება, რომ რესპონდენტები შეგნებულად უგულებელყოფენ მათ, არამედ იმიტომ, რომ ვერ ამჩნევენ და არ იციან მათი არსებობა (Redline et al. 2002: 18).

      მკვლევრებმა გამოიკვლიეს მთელი რიგი სხვა ცვლადი, რომლებიც გავლენას ახდენენ გადასვლების ინსტრუქციების შემცველი კითხვარების წარმატებით შესრულებაზე. მათ შორის აღნიშნავენ შემდეგს:

  • რესპონდენტზე მოქმედებს სიტყვების რაოდენობა კითხვაში: რაც უფრო მეტი სიტყვისგან შედგება კითხვა, მით ნაკლებია, მკითხველის კითხვიდან კითხვაზე სწორად გადამისამართების ალბათობა, რადგან ის კითხვით უფროა დაკავებული, ვიდრე - ინსტრუქციით;
  • გადასვლის ინსტრუქციებზე ყურადღების მისაპყრობად მსხვილი შრიფტის, მოწოდების სტრატეგიებისა და სიტყვების დიზაინის გამოყენება ზრდის მათ თვალსაჩინოებას;
  • პასუხების შესაძლო ვარიანტების რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს რესპონდენტზე: შვიდზე მეტი ვარიანტის შემთხვევაში რესპონდენტმა შეიძლება შეცდომა დაუშვას, ან გამორჩეს გადასვლის ინსტრუქციები;
  • გადასვლის ინსტრუქციისა და პასუხების ვარიანტების ერთდროულად ყურებისას, რესპონდენტს შეიძლება გადასვლის ინსტრუქციები გამორჩეს;
  • გადასვლის ინსტრუქციის პასუხების ბოლო ვარიანტთან განთავსების შემთხვევაში მისი შემჩნევის ალბათობა მეტია, ვიდრე - ჩამონათვალის დასაწყისში. ეს შეიძლება პასუხების ვარიანტების ჩამონათვალის თანმიმდევრობის შეცვლას საჭიროებდეს, რათა ბოლო ვარიანტი ლოგიკურად მივიდეს გადასვლის ინსტრუქციამდე;
  • გადასვლის ინსტრუქციები უნდა განთავსდეს იქ, სადაც უნდა გამოიყენონ და სადაც დაინახავენ;
  • გამოკითხვებში მუშაობს პასუხების თანმიმდევრობის ეფექტი - თვითშესრულებად გამოკითხვებში რესპონდენტები ჩამონათვალის დასაწყისში მოცემული დებულებების არჩევის ტენდენციით ხასიათდებიან (დასაწყისის ეფექტი), ამიტომ მცდარად რეაგირებენ ჩამონათვალის ბოლოს მოცემულ გადასვლის ინსტრუქციებზე;
  • რამდენიმე გადასვლის შემცველ (ანუ ერთზე მეტი განშტოების მქონე) კითხვებზე პასუხის გაცემის საჭიროება რესპონდენტებს შეიძლება მანამდე დაავიწყდეთ, ვიდრე დებულებას პასუხობენ;
  • თუ ყოველ პასუხს თავისი განშტოება აქვს, რესპონდენტებს შეიძლება ყველა მიმართულება მსგავსი ეგონოთ და გადასვლის ინსტრუქციები ვერ შეამჩნიონ;
  • თუ რესპონდენტებს ღია კითხვებზე პასუხების ჩაწერა მოეთხოვებათ, მათ შეიძლება ვერ შენიშნონ გადასვლის ინსტრუქცია, რადგან მეტისმეტად დაკავებული იყვნენ პასუხის შედგენით და ჩაწერისას ინსტრუქცია მხედველობის ველს მიღმა დარჩეთ;
  • გვერდის ქვედა კიდესთან განთავსებული დებულებები შეიძლება უფრო ხშირად დარჩეს უპასუხოდ, ვიდრე - გვერდის ზედა ნაწილში მოცემული დებულებები, ამიტომ, თუ გადასვლის ინსტრუქციები გვერდის ქვედა კიდეშია მოცემული, მეტია მათი გამოტოვების ალბათობა. შესაბამისად, თავი უნდა ავარიდოთ გადასვლის ინსტრუქციების გვერდის ბოლოს განთავსებას;
  • თუ გადასვლის ინსტრუქცია ძალიან არის მოშორებული პასუხის ჩასაწერი ველიდან, მაშინ ის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს.

      კვლევის შედეგად მიღებული ამ რჩევების გამოყენება არამარტო “ონლაინ” გამოკითხვების კითხვარებშია შესაძლებელი, ჩვეულებრივი გამოკითხვებისთვის განკუთვნილი კითხვარებისთვისაც გამოდგება.

      დილმანი და კოლეგები (1999) და დილმანი და ბოუკერი (2000: 10 – 11) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ წარმატებული ვებ-გამოკითხვები უნდა ითვალისწინებდნენ იმას, რომ ზოგიერთ რესპონდენტს არ შეუძლია დახვეწილი პროგრამული მასახიათებლების მქონე ვებ-გამოკითხვების წვდომა და ვებკითხვარებზე პასუხების გაცემა (მაგალითად, ისეთზე, რომლისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა რესპონდენტს არა აქვს, ან ძალიან ნელა იტვირთება), ასევე, დიზაინისა და წყობის თვალსაზრისით ამ კითხვარების შევსებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები უნდა თანხვდებოდეს რესპონდენტის მოლოდინს.

      დილმანი და მისი კოლეგები ვებ-კითხვარების შექმნის რამდენიმე „პრინციპს“ გვთავაზობენ:

  • კითხვარი მისალმებით დაიწყეთ, რითაც რესპონდენტებს კითხვის გაგრძელების მოტივაციას შეუქმნით. მისალმებაში ნათლად მიუთითეთ, რომ კითხვარის შევსება მარტივია; მიეცით მოქმედების მკაფიო და გასაგები ინსტრუქციები;
  • მიანიჭეთ პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, რათა შერჩევის სხვა შესაძლო წევრებმა ვერ შეძლონ მისი პასუხების ნახვა;
  • დარწმუნდით, რომ პირველი კითხვა სრულად ჩანს ეკრანზე. ადვილია მისი გაგება და პასუხის გაცემა;
  • თითოეული კითხვის ფორმა მაქსიმალურად მიაახლოვეთ ნაბეჭდის ანალოგთან, რადგან რესპონდენტებისთვის ის შეიძლება ნაცნობი იყოს;
  • ფერების გამოყენებით უზრუნველყავით ფიგურა-ფონის თანმიმდევრულობა და სანდოობა ისე, რომ მარტივი იყოს კითხვარში დაუბრკოლებლად გადაადგილება და კითხვები ნათლად და მსგავსი ფორმატით იყოს ფორმულირებული;
  • ერიდეთ განსხვავებებს კითხვების გარეგნულ მხარეში, რაც შეიძლება განსხვავებული კომპიუტერების, კონფიგურაციების, ოპერაციული სისტემების, მონიტორებისა (მაგალითად, ნაწილობრივი და ტექსტის ირგვლივ) და ბრაუზერების (ვებ-ნავიგატორების)შედეგი იყოს;
  • გააკეთეთ მოკლე სტრიქონები, რათა ერგებოდეს ეკრანის ზომას;
  • მაქსიმალურად შეამცირეთ ჩამოსაშლელი მენიუების მქონე არეების რაოდენობა და რესპონდენტები მათკენ გადაამისამართეთ;
  • ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბეთ კითხვარის ნაწილების გამოტოვების ინსტრუქციები;
  • მოქმედების შესრულების ინსტრუქციები განათავსეთ იქ, სადაც ეს ინსტრუქციები უნდა შესრულდეს და არა ყველა ერთად - კითხვარის დასაწყისში;
  • შეეცადეთ, შემდეგ კითხვაზე გადასვლამდე, რესპონდენტს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ მოსთხოვოთ;
  • დარწმუნდით, რომ კითხვარი ადვილად გადადის კითხვიდან კითხვაზე, თუმცა რიგის ეფექტიც მნიშვნელოვანია;
  • თუ კითხვები მრავალი არჩევითი პასუხით კითხვებია მოცემული, შეეცადეთ, რომ რესპონდენტი მათ ერთი შეხედვით, მთლიანად ხედავდეს ეკრანზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ განიხილეთ კითხვის ორ სვეტად მიცემის ვარიანტი და თან დაურთეთ შესაბამისი ინსტრუქციები;
  • გრაფიკული სიმბოლოებით ან სიტყვებით გამოსახეთ, კითხვარის რა ნაწილი შეავსო უკვე რესპონდენტმა და რამდენი აქვს დარჩენილი - აჩვენეთ რესპონდენტს თავისი პროგრესი;
  • ერიდეთ ისეთ კითხვებს, რომლებიც პრობლემურია ჩვეულებრივ, ფურცელზე დაბეჭდილ კითხვარებში (მაგალითად, კითხვებს, რომლებიც ყველა შესაძლო ვარიანტის აღნიშვნის საშუალებას იძლევა).

ინტერნეტ-გამოკითხვების ზოგიერთი უპირატესობა

      ინტერნეტ-გამოკითხვებში ყველაზე ხშირად კითხვარები გამოიყენება. ინტერნეტის კითხვარების გამოყენებას ფურცელზე დაბეჭდილ კითხვარებთან შედარებით, რამდენიმე აღიარებული უპირტესობა აქვს, (მაგალითად, Watt 1997; Dillman et al. 1999; Dillman and Bowker 2000; Roztocki and Lahri 2002): ამცირებს ხარჯებს (მაგალითად, საფოსტო მომსახურების, ქაღალდის, დაბეჭდვის, მონაცემების შეტანის, მონაცემების დამუშავების, ინტერვიუერების ანაზღაურების);

  • ამცირებს კითხვარების დაგზავნის, მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების დროს (ვებ-გამოკითხვებში შეტანილი მონაცემები ავტომატურად შეიძლება დამუშავდეს მაშინვე, როგორც კი რესპონდენტი უპასუხებს კითხვებს და არ საჭიროებს მოგვიანებით შეტანას);
  • უფრო ფართო და გაცილებით მრავალრიცხოვანი პოპულაციის მიწვდომის საშუალებას იძლევა;
  • მკვლევარს რთული პოპულაციის ანონიმურად და ამოუცნობად მიწვდომის საშუალებას აძლევს;
  • ეს შეიძლება სიახლე იყოს (რაც, ცხადია, დროთა განმავლობაში მოძველდება);
  • რესპონდენტებს სახლში, ანუ მათ მიერ არჩეულ და ნაცნობ გარემოში შეუძლიათ კითხვარის შევსება (და არა, მაგალითად, სამსახურში);
  • რესპონდენტებს სახლში, მათთვის ხელსაყრელ დროს შეუძლიათ კითხვარის შევსება და ამით მინიმუმამდე დადის ორგანიზაციული შეზღუდვები, რომელიც შეიძლებოდა მკვლევრისთვის, ან რესპონდენტისთვის დაეწესებინა შესაბამის ორგანიზაციას;
  • რესპონდენტებს კითხვარის შევსება ნელ-ნელა, თანდათანობით შეუძლიათ (ანუ, არ არიან ვალდებულნი, პირველივე ჯერზე დაასრულონ);
  • პრაქტიკულად არ არსებობს მკვლევრის ეფექტი;
  • ვებ-გამოკითხვებში უფრო ნაკლებად გვხვდება შეუვსებლად დატოვებული გრაფები, ვიდრე - ფურცელზე დაბეჭდილ კითხვარებში;
  • მონაცემების შეტანისა და დამუშავების პროცესში ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომა გამორიცხულია;
  • დამატებითმა მახასიათებლებმა შეიძლება მიმზიდველი გახადონ გამოკითხვა (მაგალითად, გრაფიკულმა მხარემ, ფერებმა, ასოების მოყვანილობამ და ა. შ.);
  • შესაძლებელია მეტი განზოგადება, ვინაიდან ინტერნეტის მომხმარებლები ფართო და მრავალფეროვან პოპულაციას წარმოადგენენ;
  • იმის გამო, რომ ადამიანები მოხალისეები არიან და საკუთარი ნებით მონაწილეობენ გამოკითხვაში (არ არის იძულების მომენტი), უფრო აუთენტური პასუხების მიღებაა შესაძლებელი.

      ღირებულებასთან დაკავშირებით, ვატი (1997) გვაფრთხილებს, რომ ინტერნეტკვლევა ყოველთვის უფრო ეკონომიურია, ვიდრე - სატელეფონო გამოკითხვა, მაგრამ, ინტერნეტ-გამოკითხვა საფოსტო გამოკითხვასთან შედარებით ოდნავ იაფია, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ვებ-გამოკითხვაში 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, რადგან ვებ-კითხვარის შექმნა გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება დიზაინისა და დროის თვალსაზრისით და თუ მასში მცირე რაოდენობის ადამიანი მონაწილეობს, ეს ხარჯები გაუმართებელია. როდესაც 500-ზე მეტი მონაწილეა ინტერნეტ-გამოკითხვაში, უკვე შეიძლება მნიშვნელოვან ეკონომიაზე საუბარი. ფრიკერი და სქონლაუ (2002) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მტკიცებები ინტერნეტ-გამოკითხვის სიიაფესა და სისწრაფის შესახებ ყოველთვის არ ეყრდნობა ემპირიულ მონაცემებს და თუ გავითვალისწინებთ დროს, რომელსაც ითხოვს ინტერნეტ-გამოკითხვის დაგეგმვა, პროგრამირება, ტესტირება და მოდიფიკაცია, საწყისი კონტაქტი და შემდგომი კავშირი პასუხების სიხშირის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად, მაშინ დანაზოგი შეიძლება არც ისე დიდი იყოს, როგორ ამტკიცებენ. ავტორების თქმით, ისინი აცნობიერებენ, რომ ვინაიდან ინტერნეტ-გამოკითხვა ვითარდება, მან უნდა დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები. რეიპსს (Reips 2002ა; 2002ბ) მიაჩნია, რომ მართალია, ინტერნეტ-გამოკითხვა ლაბორატორიული სივრცის, აღჭურვილობისა და ადმინისტრირების ხარჯებს უკავშირდება - ეს გამოკითხვის დაგეგმვაგანხორციელების ხარჯებს ანაზღაურებს.

ინტერნეტ გამოკითხვებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები

      მეორე მხრივ, ინტერნეტ-გამოკითხვებს თავისი პრობლემები აქვს. ზოგიერთი მათგანი და მათი შესაძლო გადაწყვეტა წარმოდგენილია ჩანართში 10. 1 (Coomber 1997; Dillman et al. 1999; Frick et al. 1999; Witmer et al. 1999; Dillman and Bowker 2000; Solomon 2001; Reips 2002ა; 2002ბ; Dillman et al. 2003; Hewson et al. 2003; Smyth et al. 2004).

      როგორც ამ ჩამონათვალიდან ჩანს, ინტერნეტ-გამოკითხვებში გაზვიადებულია კითხვარების ვიზუალური მხარის მნიშვნელობა (Smyth et al. 2004) და ეს ეხება კითხვების, ინსტრუქციებისა და პასუხების განლაგების სტრუქტურას, დებულებების დაჯგუფებას, გამოყენებულ ფერებს, პასუხების ვარიანტების განლაგებას და პასუხების აღნიშვნის ფორმატს (მაგალითად, სიტყვებით ჩაწერა ან აღნიშვნა). სმითი და მისი კოლეგები (2004) აღნიშნავენ, რომ რესპონდენტები ინტერნეტ-გამოკითხვების შემთხვევაში ყურადღებამდელ გადამუშავებას იყენებენ, ანუ, კონკრეტული დებულებების წაკითხვამდე მთლიანი სურათის (ანუ ეკრანის) დანახვასა და გაგებას ცდილობენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიზუალური მახასიათებლები, მაგალითად, გამუქებული სიტყვები, მსხვილი შრიფტი, ფერები, სიკაშკაშე, კითხვარის ნაწილების დასათაურება, ხაზებს შორის მანძილი, პასუხების ჩანაწერი ველების დებულებებთან ახლოს განთავსება. ეს ყველაფერი გეშტალტ-ფსიქოლოგიას ეფუძნება, რომელიც შემდეგი პრინციპებით გადმოიცემა:

  • სიახლოვე (ვაჯგუფებთ სივრცეში ერთმანეთთან ახლოს განლაგებულ საგნებს);
  • მსგავსება (ვაჯგუფებთ მსგავს საგნებს);
  • სიმარტივე (ფიგურები ან საგნები, რომლებიც სიმარტივით, რეგულარობითა და სიმეტრიით ხასიათდება, უფრო იოლად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია)

ჩანართი 10. 1.

პრობლემები და მათი მოგვარების გზები ინტერნეტზე დაფუძნებულ კვლევაში

      სმითი და მისი კოლეგები (2004: 21) იმასაც ამბობენ, რომ სათაურების გამოყენება და კითხვარის სექციებად დაყოფა ინტერნეტ-გამოკითხვებს მნიშვნელოვნებას მატებს. ისინი აღნიშნავენ, რომ ერთი სექციის დებულებების მეორისგან სათაურით გამოყოფას „გადამწყვეტი მნიშვნელობა“ აქვს, რადგან რესპონდენტები თავს ვალდებულად თვლიან, ორივე სექციაში მოცემულ კითხვებს უპასუხონ (ორივე სექციაში გაცემული პასუხები 70 პროცენტს შეადგენდა, უსათაურო და სექციებად დაუყოფელი კითხვარის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 40 პროცენტამდე ეცემოდა). ავტორებმა, ასევე, აღმოაჩინეს, რომ დებულებების ჩამონათვალის ვერტიკალურ ქვეჯგუფებში და სვეტებში გაერთიანება (ორი სვეტი თითო გვერდზე) „არასასურველი წყობა“ იყო და თუ შესაძლებელია, არ უნდა გამოვიყენოთ. ისინი ამბობენ, რომ ზოგჯერ ღია კითხვების დასმა (მაგალითად, სპეციალობის ჩაწერა) უფრო ეფექტური შეიძლება გამოდგეს, ვიდრე სპეციალობათა გრძელი სიის შეთავაზება, რომელიც უნდა ჩაათვალიეროს რესპოდენტმა და იპოვოს თავისი სპეციალობა, თუმცა ამის გაიოლება სპეციალობების ანბანური წესით დალაგებითაც შეიძლება. დაბოლოს, მათ აღმოაჩინეს, რომ პასუხის ჩასაწერი ველის ქვემოთ და არა - გვერდით - ძალიან მოკლე მინიშნების განთავსება (მაგალითად, დდ/თთ/წწ - „დღე/თვე/წელი“-სთვის და „წელი“-სთვის „წწ“-ის გამოყენება და არა - „წწწწ“- ის) ზრდის პასუხების სიხშირეს.

      დილმანმა და მისმა კოლეგებმა (2003: 23), ასევე, აღმოაჩინეს, რომ კი/არა ფორმატის („იძულებითი არჩევანის“) გამოყენება ზრდიდა დადებითი პასუხების რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რომ ამას მეტი კოგნიტური გადამუშავება სჭირდება, ვიდრე ნებაყოფლობითი არჩევანის კითხვებს (მაგალითად, „აღნიშნეთ ყველა შესატყვისი პასუხი“). ეს შეიძლება იმიტომ ხდებოდეს, რომ რესპონდენტებს არ უნდოდეთ უარყოფითი პასუხის ღიად და პირდაპირ დაფიქსირება (Dillman et al. 2003: 10). მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ რაიმე მოსაზრება, ნეტირალურად იყვნენ განწყობილნი, ან არც ერთი პასუხი არ შეესაბამებოდეთ, რესპონდენტებმა შეიძლება მაინც აირჩიონ კატეგორია „დიახ“ და არა - გატეგორია „არა“. მათ ურჩევნიათ, უპასუხოდ დატოვონ კითხვა, მაგრამ - არ უპასუხონ „არა“. დადებითი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი არაინტერნეტულ კითხვარებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე - ინტერნეტ-გამოკითხვებში (შესაბამისად, 11.3 პროცენტი და 6.5 პროცენტი) (Dillman et al. 2003: 22).

      როგორც ზემოთ ითქვა, დილმანმა და მისმა კოლეგებმა (2003) აჩვენეს, რომ რესპონდენტები ჩამონათვალის დასაწყისში მოცემული დებულებების არჩევის ტენდენციით ხასითდებიან და ნაკლებად ირჩევენ ჩამონათვალის ბოლოსკენ მოცემულ დებულებებს (პირველობის ეფექტი) - ანუ მისდევენ „დამაკმაყოფილებელ“ პრინციპს (მათ აკმაყოფილებთ მინიმალური საკმარისი პასუხები და ჩამონათვალში მოცემულ პირველივე მიზანშეწონილ პასუხს ირჩევენ. იმის ნაცვლად, რომ ოპტიმალური პასუხის ასარჩევად ბოლომდე ჩაიკითხონ მოცემული სია, შემდეგ დებულებაზე გადადიან) და ვარაუდობენ, რომ დებულებების თანმიმდევრობას მნიშვნელობა აქვს, რაც 39 პროცენტზე მეტ პასუხებში განსხვავებას ქმნის (Dillman et al. 2003: 7). როგორც ავტორები ამტკიცებენ, ასე განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა რესპონდენტებს მოსაზრებებსა და რწმენებზე ეკითხებიან და არა - როცა მათგან ფაქტობრივ ინფორმაციას ითხოვენ. ისინი იმასაც ამბობენ, რომ რაც უფრო რთულია დებულება, მით მეტად აირჩევენ რესპონდენტები „დამაკმაყოფილებელ“ პასუხებს. დილმანმა და მისმა კოლეგებმა (2003: 22) აღმოაჩინეს, რომ „დამაკმაყოფილებელი“ და პირველადი ეფექტები ინტერნეტ-გამოკითხვებში უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივ გამოკითხვებში და „ყველა შესატყვისი პასუხი აღნიშნეთ“ პრინციპის იძულებითი არჩევანის პასუხებით შეცვლით ვერ ხერხდება პასუხების რიგის ეფექტის აღმოფხვრა.

      დილმანი და მისი კოლეგები (2003: 6) ასევე აღნიშნავენ, რომ სავარაუდო პასუხების თანმიმდევრობამ შეიძლება თავად პასუხებზე მოახდინოს გავლენა და მაგალითად მოაქვთ კვლევა, რომელშიც აღმოაჩინეს, რომ როდესაც კოლეჯის სტუდენტებს ეკითხებოდნენ, მამაკაცი მასწავლებელი უფრო ემპათიური იყო, თუ ქალი და ვარიანტი „მამაკაცი“ თავსდებოდა ვარიანტი „ქალის“ წინ ან შემდეგ, „რესპონდენტები ქალ მასწავლებლებს უფრო დადებითად აფასებდნენ, თუ მათ ქალი მასწავლებელი მამაკაცი მასწავლებლისთვის უნდა შეედარებინათ, ვიდრე მაშინ, როდესაც მამაკაცი მასწავლებელი უნდა შეედარებინათ ქალისთვის“. რესპონდენტები მეორე დებულებას ჩამონათვალში მის წინ მდგარი დებულების კონტექსტში განიხილავდნენ და არა - დამოუკიდებლად.

      ინტერნეტ-გამოკითხვებში ეთიკის იგივე წესები მოქმედებს, რაც ჩვეულებრივ გამოკითხვაში. აქ შედის, მაგალითად, ინფორმირებული თანხმობა და კონფიდენციალობა. თუ პირველის მიღწევა საკმაოდ იოლი შეიძლება იყოს, მკვლევრებისთვის ინტერნეტში კონფიდენციალობა შეიძლება უფრო დიდ თავსატეხს წარმოადგენდეს. მაგალითად, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი გამოკითხვა შეიძლება სწრაფი და მარტივი იყოს, მაგრამ ამ დროს მჟღავნდება რესპონდენტის ვინაობა და შესაძლებელი ხდება მისი პოვნა. როგორც უიტმერი და მისი კოლეგები (Witmer et al. 1999: 147) შენიშნავენ, ამან შეიძლება შეაჩეროს კვლევა. უსაფრთხოება (მაგალითად, პაროლებისა და პირადი საიდენტიფიკაციო ნომრების გამოყენებით) ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია, თუმცა, ეს სხვა პრობლემებს ქმნის - რესპონდენტებს შეიძლება ჰქონდეთ განცდა, რომ ამოიცნეს და იპოვეს. ზოგიერთმა გამოკითხვამ შეიძლება არასასურველად იმოქმედოს („ცოოკიეს“-ის სახით) ინტერნეტში რესპონდენტის სამომავლო კონტაქტებზე.

შერჩევა ინტერნეტ-გამოკითხვებში

      თავად რესპონდენტთა შერჩევის მიკერძოებულობა ინტერნეტ-გამოკითხვების ძირითადი საფიქრალია (Coomber 1997; Roztocki and Lahri 2002). ჰიუსონი და მისი კოლეგები (Hewson 2003: 27) თვლიან, რომ „ინტერნეტით გაშუალებული კვლევა დაუყოვნებლივ დგება შერჩევის რეპრეზენტაციულობისა და მონაცემების ვალიდობის პრობლემების წინაშე“, მაგალითად, ინტერნეტის საშუალებით მომუშავე მკვლევრის ყურადღების ველში, ძირითადად, საშუალო კლასის წარმომადგენელი განათლებული ამერიკელები ან ბაკალავრიატის და კოლეჯის სტუდენტები ხვდებიან. 2000 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ (Witte et al. 1999) აჩვენა, რომ რესპონდენტების 92.5 პროცენტი თეთრკანიანი იყო. თუმცა, მოსაზრება, რომ გამოკითხვებში ზოგიერთი ჯგუფი ჭარბად არის წარმოდგენილი, ზოგი კი - არასაკმარისად, ეჭვის ქვეშ დადგა (Smith and Leigh 1997; Witte et al. 1999; Hewson et al., 2003): შედეგები აჩვენებს, რომ ინტერნეტის მომხმარებლებიდან და არამომხმარებლებიდან აღებული შერჩევები არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან შემოსავლის, განათლების, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური მდგომარეობის, ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური რწმენის მიხედვით. თუმცა, მათ შორის არსებობს ასაკობრივი სხვაობა: ინტერნეტის მომხმარებელთა შერჩევაში ასაკის უფრო ფართო დიაპაზონი შეინიშნება, ხოლო რაც შეეხება სქესს, ამ შერჩევაში მამაკაცები ჭარბობენ. ჰიუსონი და მისი კოლეგები (2003) აღნიშნავენ, რომ ინტერნეტშერჩევა ზოგადად უფრო მრავალფეროვანია, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს და ინტერნეტ-შერჩევის მახასიათებლები ისევეა დამოკიდებული მონაწილეების შერჩევისთვის გამოყენებულ სტრატეგიაზე, როგორც სხვა სახის შერჩევების შემთხვევაში. სტიუარტი და იალონისი (Stewart and Yalonis 2001) ფიქრობენ, რომ შერჩევის შესაძლო მიკერძოებულობის დაძლევა სტრატიფიკაციის მარტივი ტექნიკებით არის შესაძლებელი.

      ინტერნეტ-გამოკითხვებისთვის შერჩევის შედგენის მთავარ პრობლემა იმ პოპულაციის მოცულობისა და თავისებურებების შეფასებაა, საიდანაც შერჩევა უნდა იქნას აღებული: შერჩევის სტრატეგიის ძირითადი მახასიათებელი. მკვლევრებმა ზუსტად არ იციან არც პოპულაციის მახასიათებლები და მოცულობა. იგივე ითქმის შერჩევის შესახებაც. ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა არ არის კომპიუტერების ან სერვერების რაოდენობის მარტივი ფუნქცია (მაგალითად, ბევრი მომხმარებელი შეიძლება ერთ კომპიუტერს ან სერვერს იყენებდეს), თუმცა, წიგნის წერის მომენტისთვის ინტერნეტს 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს (Hewson et al. 2003: 36). გარდა ამისა, ძნელია იმის თქმა, როგორმა ან რამდენმა ადამიანმა ნახა კონკრეტული გამოკითხვა ვებ გვერდზე (მაგალითად, უფრო მეტმა ქალმა თუ მამაკაცმა), ანუ, გაურკვეველია შერჩევის ჩარჩო. მეტიც, პოპულაციის გარკვეულ სექტორებს შეიძლება არ ჰქონდეთ ინტერნეტში მუშაობის საშუალება, მაგალითად, მათ, ვისაც არ უნდა ან არ შეუძლია (ფასის ან ხელმისაწვდომობის გამო) ინტერნეტამდე მისვლა. სიტუაცია სწრაფად იცვლება. 1997 წელს აღნიშნავდნენ (Coomber 1997), რომ ინტერნეტის მომხმარებლები, ძირითადად, იყვნენ განვითარებული სამყაროს წარმომადგენელი თეთრკანიანი, შედარებით უზრუნველყოფილი და განათლებული მამაკაცები. შედარებით გვიანდელი შრომები (მაგალითად, Hewson et al. 2003) კი აჩვენებენ, რომ ინტერნეტი გაცილებით მრავალფეროვან პოპულაციას იზიდავს და ის ახლოს დგას მთლიან პოპულაციასთან.

      შერჩევასთან და ინტერნეტ-გამოკითხვებთან დაკავშირებით სხვა პრობლემებიც არსებობს. ინტერნეტ-გამოკითხვები დიდწილად მოხალისე შერჩევებს ეყრდნობა, რომელიც ვებგვერდზე შეტყობინების განთავსებით (მაგალითად, რეკლამა, რომელშიც აღწერილია კვლევის დეტალები და რესპონდენტს სათანადო ვებგვერდზე ამისამართებს) ან, რაც უფრო პოპულარულია სოციალურ მეცნიერებებში - კონკრეტული სიახლეების ჯგუფებში ან ინტერესის მიხედვით შექმნილ ინტერნეტ-ჯგუფებში განცხადების გაშვებით (მაგალითად, SchoolNet-ის მეშვეობით) მიიღება. ვებზე (USERNET) სხვადასხვა სახის მომხმარებელთა ჯგუფების, სიახლეების ჯგუფებისა და ელქტრონული განხილვის ჯგუფების (მაგალითად, Listservs) სიების მოპოვება შეიძლება. არსებობს რამდენიმე საძიებო სისტემა, რომელიც ეძებს და შეტყობინებებს აგზავნის ელექტრონულ მისამართებზე. ასეთია, მაგალითად, liszt.com (საგნობრივი საძიებელი), ჩატალისტ (LISTSERV-ის ოფიციალური კატალოგები მისამართზე lsoft.com/catalist.html, Mailbase mailbase.ac.uk, რომელიც დიდი ბრიტანეთის აკადემიური საზოგადოების ძირითადი კოლექციაა 2.500-ზე მეტი წევრისგან შემდგარი სიით. ასევე, უნდა დავასახელოთ Meta-List.net meta-list.net, რომელიც თითქმის მეოთხედი მილიონის სიის ბაზაში ეძებს. დოჩარტეი (Dochartaigh 2002) განათლების სფეროს მუშაკებსა და სოციალურ მკვლევრებს ვებ ძიების შესახებ სასარგებლო მასალას აწვდის.

      საქმე ისაა, რომ მკვლევარი არაალბათურ, მოხალისე შერჩევას იყენებს, რამაც შეიძლება შეამციროს შედეგების განზოგადებულობა (თუმცა, ცხადია, ეს შეიძლება აღარ იყოს იმდენად პრობლემური ინტერნეტ-გამოკითხვებში, როგორც სხვა სახის გამოკითხვებში). ხელსაყრელი შერჩევები (მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც ინტერნეტს იყენებენ, ან კონკრეტული ჯგუფები) შეიძლება ზღუდავდნენ კვლევის განზოგადებას, მაგრამ არა იმაზე მეტად, ვიდრე ტრადიციულ კვლევაში და ეს შეიძლება აღარც იყოს პრობლემური, რადგან აღიარებულია და გაცნობიერებული. მოხალისე შერჩევების საკითხი უფრო სერიოზულად დგას, ვინაიდან მოხალისეები შეიძლება პიროვნულად განსხვავდებოდნენ მათგან, ვინც არ არის მოხალისე (მაგალითად, მეტად ექსტრავერტები იყვნენ, ან მეტად ისწრაფვოდნენ თვითაქტუალიზაციისკენ: Bargh et al. 2002) და გამოკითხვისთვის თვითშერჩეულები იყვნენ, რაც ისევ და ისევ ზღუდავს შედეგების განზოგადებას.

      მოხალისეთა მიკერძოებულობის პრობლემის დაძლევის ერთი მეთოდია, უკიდურესად დიდი შერჩევების აღება ვცადოთ, ან ვებზე შემსვლელთა რაოდენობა აღვრიცხოთ, თუმცა ეს ძალიან მიახლოებითი მაჩვენებელი იქნება. არამოხალისეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის კიდევ ერთ მეთოდია, მათთან გამოკითხვის თაობაზე ელექტრონული ფოსტით დაკავშირება (იმ დაშვებით, რომ ცნობილია მათი ელექტრონული ფოსტის მისამართები), მაგალითად, სტუდენტების კლასი, მასწავლებლების ჯგუფი. თუმცა, ელექტრონული ფოსტის მისამართები თავისთავად არაფერს ეუბნება მკვლევარს შერჩევის მახასიათებლებზე (მაგალითად, ასაკის, სქესის, ეროვნებისა და ა. შ.)

      უატს (1997) მიაჩნია, რომ სამი სახის ინტერნეტ-შერჩევა არსებობს:

  • შეუზღუდავი შერჩევა: ყველას შეუძლია კითხვარის შევსება, მაგრამ ნაკლებ რეპრეზენტაციული იქნება;
  • გადახარისხებული[1] შერჩევა: ქვეშერჩევის კატეგორიებსა და ტიპებზე დაწესებულია კვოტები (მაგალითად, სქესი, შემოსავალი, სამსახურეობრივი მოვალეობები და ა. შ.);
  • რაიმე ნიშნით[2] შერჩევა: რესპოდენტები წინასწარ საკლასიფიკაციო კითხვარს ავსებენ და შემდეგ, ამ კითხვარში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, შეირჩევიან, ან არ შეირჩევიან გამოკითხვისთვის.

      ინტერნეტ-გამოკითხვებში პასუხების სიხშირე, ჩვეულებრივ, უფრო დაბალია, ვიდრე ტრადიციულ გამოკითხვებში. ანალოგიური ვითარებაა მთლიანი კითხვარის დასრულების თვალსაზრისითაც (Reips 2002ა). უიტმერი და მისი კოლეგები (Witmer et al. 1999: 147) აღნიშნავენ, რომ ტრადიციული კითხვარისთვის პასუხები შეიძლება იყოს არა უმცირეს 20 და არა უმეტეს 50 პროცენტისა, ხოლო ინტერნეტ-გამოკითხვისთვის ეს მაჩვენებელი შეიძლება 10 პროცენტამდეც დავიდეს. დილმანი და მისი კოლეგები (1998ბ) აღწერენ კვლევას, რომელშიც შერჩევის 84-მა პროცენტმა სრულად შეავსო კონკრეტული ტრადიციული კითხვარი, ხოლო იგივე კითხვარის ვებვერსიის შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 68 პროცენტი იყო. სოლომონი (2001) აღნიშნავს, რომ ინტერნეტგამოკითხვის პასუხების სიხშირე ამავე გამოკითხვის საფოსტო ვარიანტის სიხშირეზე ნაკლებია. თუმცა, ეს საკითხი უფრო გართულებულია, ვინაიდან ინტერნეტ-გამოკითხვაში არ გვაქვს რეალური ცოდნა პოპულაციის ან შერჩევის შესახებ, ზოგიერთი კონკრეტული ადამიანის გარდა, რომლებიც დაგვიკავშირდნენ (მაგალითად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით). იმავე კვლევაში უიტმერმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ინტერნეტკითხვარების მოკლე ვერსიები, გრძელ ვერსიებთან შედარებით, არ განაპირობებს მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობის პასუხებს (გვ. 155). სოლომონის (2001) მოსაზრებით, პასუხების სიხშირის გაუმჯობესება პერსონალური ელექტრონული გზავნილების, შეხსენებების, მარტივი ფორმატების და დაგეგმილი გამოკითხვის შესახებ წინასწარ შეტყობინების გამოყენებით არის შესაძლებელი.

      რეიპსი (2002ა) ინტერნეტ-გამოკითხვებში პასუხების სიხშირის გაზრდის სასარგებლო რჩევებს იძლევა. მას მიაჩნია, რომ პასუხების სიხშირის გაზრდა შესაძლებელია მრავალმხრივი შესვლის ტექნიკის გამოყენებით, ანუ, რამდენიმე ვებ გვერდის ქონითა და განაცხადის რამდენიმე ჯგუფში განთავსებით, რაც პოტენციურ მონაწილეებს ან ინტერნეტის მომხმარებლებს იმ ვებ გვერდზე გაიყვანს, რომელზეც კითხვარია განთავსებული. რეიპსი (2002ა: 249) „მაღალი ბარიერის“ ტექნიკის გამოყენებასაც გვთავაზობს, როდესაც „მოტივაციის ხელის შემშლელი ფაქტორები წინასწარ არის განცხადებული ან მაქსიმალურად კონცენტრირებულია კითხვარის დასაწყისში“. ამიტომ, კვლევიდან პოტენციური გამოთიშვა დასაწყისშივე თავისთავად ხდება და არა - შემდგომში, მონაცემების მოგროვებისას. რესპსის აზრით, „მაღალი ბარიერის“ ტექნიკა მოიცავს:

  • სერიოზულობა: მონაწილეებისთვის იმის თქმას, რომ ეს სერიოზული და სკრუპულოზური კვლევაა;
  • პერსონალიზაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართის, ან საკონტაქტო დეტალებისა და პირადი ინფორმაციის მოთხოვნა;
  • კონტროლის შთაბეჭდილება: უთხარით მონაწილეებს, რომ მათი ამოცნობა შესაძლებელია;
  • მოთმინება: ჩატვირთვის დრო: ვებგვერდის ჩამოტვირთვის დროის შესამცირებლად სურათის ფორმატები გამოიყენეთ;
  • მოთმინება: გრძელი ტექსტები: ტექსტის დიდი ნაწილი პირველ გვერდზე განათავსეთ და ყოველ შემდგომ გვერდზე თანდათანობით შეამცირეთ;
  • ხანგრძლივობა: უთხარით მონაწილეებს, რა დროს წაიღებს კითხვარის შევსება;
  • პირადულობა: უთხარით მონაწილეებს, რომ გაინტერესებთ გარკვეული პიროვნული ინფორმაცია;
  • წინაპირობები: მიუთითეთ გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნები;
  • ტექნიკური პრეტესტი: შეამოწმეთ პროგრამული უზრუნველყოფის თავსებადობა;
  • ჯილდოები: მიუთითეთ, რომ კითხვარის სრულად შევსებისთვის გარკვეული ჯილდოებია/წამახალისებლებია დაწესებული.

      მართალია, ზოგიერთმა ამ სტრატეგიამ შეიძლება მკვლევარი დააზარალოს (მაგალითად, პიროვნული და ამოცნობადი დეტალების გამჟღავნება), მაგრამ აქ ძირითადი პრინციპი ასეთია: ინდივიდმა სჯობს დასაწყისიდანვე თქვას მონაწილეობაზე უარი, ვიდრე - კითხვარის შევსების შუა პროცესში. ფრიკმა და მისმა კოლეგებმა (Frick et al. 1999) აღმოაჩინეს, რომ დასაწყისში პირადი ინფორმაციის მოთხოვნა არ მოქმედებს კვლევის დროზე ადრე მიტოვების სიხშირეზე. “ონლაინ” ექსპერიმენტებთან მიმართებით მათ აღმოაჩინეს, რომ „ექსპერიმენტის მიტოვების ტენდენცია მეტი იყო, როცა პიროვნულ ინფორმაციას კვლევის დასრულების შემდეგ ითხოვდნენ“ (Frick et al. 1999: 4), ამიტომ უმჯობესია, რომ პირადი ინფორმაცია კვლევის დასაწყისშივე მივიღოთ.

      რეიპსი (2002ა) ინტერნეტ-გამოკითხვებში „მაღალი ბარიერის“ ტექნიკასთან ერთად „გახურების“ ტექნიკების გამოყენებასაც ემხრობა (ასევე იხილეთ Frick et al. 1999). ის თვლის, რომ კვლევიდან გამოთიშვის შემთხვევების უმეტესობა მონაცემების მოგროვების ადრეულ ეტაპებზე ან სულ დასაწყისში (მონაწილეობაზე უარის თქმა) ხდება და არა - ბოლოსკენ. ასეთი ადრეული გამოთიშვების მიზეზია, დასაწყისშივე, მონაწილეების დიდძალი ინფორმაციით გადატვირთვა. ამის ნაცვლად, რეიპსი გვირჩევს, რესპონდენტს კითხვარის დასაწყისში მარტივად შესასრულებელი პუნქტები მივაწოდოთ, რათა მას წარმოდგენა შეექმნას, რას აკეთებს და როგორ უნდა უპასუხოს მომდევნო დებულებებს. ფრიკი და მისი კოლეგები (1999) აღნიშნავენ, რომ კვლევიდან გამოთიშვის შესამცირებლად შეიძლება ფინანსური წამახალისებლების შეთავაზება გამოდგეს, თუმცა, ამ დროს ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ რესპონდენტებმა ბოლომდე შეავსონ კითხვარი (ორჯერ მეტად მოსალოდნელია დასრულება); ფინანსური წამახალისებლები მოტივაციის ასამაღლებლადაც გამოდგება, თუ მათი შინაგანი მოტივაცია არასაკმარისია კითხვარის შევსების დასრულების უზრუნველსაყოფად.


[1] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: შერჩევაში წევრები არათანაბრად არიან წარმოდგენილი და საჭირო ხდება კვოტების შემოღება, მის დასაბალანსებლად

[2] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: შერჩევის წევრებს განსაკუთრებული სიფრთხილით ირჩევენ, რაიმე კონკრეტული ნიშნის მიხედვით, რადგან გამოკითხვას ესაჭიროება შერჩევის წევრების რაგვარობის მეტი კონტროლი.

ტეგები: Qwelly, ინტერნეტ_კვლევა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 1521

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters