რელიგიის სოციოლოგიის კლასიკური თეორიები

რელიგია როგორც სოციალური ილუზია

classical theory, conflict, conflict theory, emile durkheim, karl marx, qwelly, religion, ritual, sigmund freud, sociology, sociology of religion, ემილ დიურკჰეიმი, ზიგმუნდ ფროიდი, კარლ მარქსი, კარლ მარქსის რელიგიური შეხედულებები, კონფლიქტების თეორია, კონფლიქტი, რელიგია, რელიგია და ერთობა, რელიგია როგორც სოციალური ილუზია, რელიგიის სოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგიის კლასიკური თეორიები, რელიგიის ფუნქციონალური მიდგომა, რიტუალი, სოლიდარობა რიტუალის საფუძველზე, სოციალური ილუზია, სოციოლოგია, ფოიერბახი, ქველი

     რელიგიის სოციოლოგიური მიდგომის ფორმირებაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კალსიკოსი სოციოლოგების _ ემილ დიურკემის, კარლ მარქსის, მაქს ვებერის, ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებმა, რომლებმაც განსაზღვრეს კიდეც რელიგიის სოციოლოგიის განვითარების ძირითადი მიმართულებები. რელიგიის სოციოლოგია ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მის განვითარებაზე არსებითი გავლენის მქონეა სოციოლოგიის ისეთი ფუნდამენტური შრომები, როგორიცაა, “რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები” (ემილ დიურკემი), “პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული”, “მსოფლიო რელიგიების სამეურნეო ეთიკა” (მაქს ვებერი) და სხვა. ნიშანდობლივია, რომ ამ სოციოლოგებიდან თავად არც ერთი წარმოადგენდა მორწმუნეს და ისინი თვლიდნენ, რომ თანამედროვე სამყაროში რელიგიის მნიშვნელობა თანდათან მცირდება. ეს სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ რელიგია თავისი ბუნებით წარმოადგენს ილუზიას. რელიგია წარმოადგენს სოციალური ილუზიის ერთ-ერთ ფორმას და ამგვარი ილუზიების მოთხოვნილება ობიექტურად ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს, როგორც პიროვნულ დონეზე, ასევე სოციეტალურ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ამტკიცებენ თავიანთი რელიგიის ერთადერთობას, მათი რიტუალების საფუძვლიანობას, რომელშიც მორწმუნეთა ჯგუფი მონაწილეობს, თავად რელიგიების მრავალფეროვნების ფაქტი და მისი ცხადი კავშირი საზოგადოების ტიპთან, რომელშიც გავრცელებას პოულობს ესა თუ ის რელიგია, მორწმუნეების მხრიდან ამ ერთადერთობის განცხადებას კრიტიკის ქვეშ აქცევს. ავსტრალიაში ადამიანს, რომელიც იძულებულია არსებობის საშუალებების მოსაპოვებლად მისდიოს ნადირობას და შემგროვებლობას, განსხვავებული რელიგიური შეხედულებები გააჩნია, კასტურ სისტემაში მცხოვრები ინდუსისგან, ან ევროპის შუასაუკუნეების კათოლიცისტური ეკლესიის წარმომადგენლისგან.

კარლ მარქსის რელიგიური შეხედულებები

(კონფლიქტის თეორია)

მარქსის რელიგიური შეხედულებები, კონფლიქტის თეორია, სოციოლოგია, რელიგიი სოციოლოგია, ქველი, კარლ მარქსი, karl marqsi, religiis sociologia, religion, sociologi, konfliqtebis teoria, konfliqti     მიუხედავად იმისა, რომ კარლ მარქსის იდეებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რელიგიის სოციოლოგიის განვითარებაზე, თავად იგი არასოდეს შეჩერებულა ამ საკითხის მეტ-ნაკლებად დაწვრილებით შესწავლაზე. მისი იდეების დიდი ნაწილი აღებულია მე-19 საუკუნის ფილოსოფოსებისა და თეოლოგების შრომებიდან. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა გერმანელმა ფილოსოფოსმა ლუდვიგ ფოიერბახმა. იგი ავტორია ცნობილი წიგნისა “ქრისტიანობის არსი”, რომელიც პირველად გამოიცა 1841 წელს. ლ. ფოიერბახის თვალსაზრისით, რელიგია თავისი არსით, წარმოადგენს ღირებულებების ერთობლიობას, რომელსაც ქმნიან ადამიანები თავიანთი კულტურული განვითარების პროცესში, მაგრამ მცდარად მიაწერენ მათ წარმომავლობას ღვთაებრივ ძალებსა და ღმერთებს. რამდენადაც ადამიანებს არ შეუძლიათ გაიცნობიერონ სრულად ისტორიული განვითარების პროცესი, მათ ახასიათებთ, ახსნან საზოგადოებაში დამკვიდრებული და აღიარებული ნორმები და ღირებულებები ღმერთების მოქმედების შედეგად, რომლებსაც სინამდვილეში სოციალური ბუნება გააჩნიათ. მაგალითად., ათი მცნების საფუძველში, რომელიც განსაზღვრავს იუდაიზმის მორალურ სტანდარტებს, დევს ღირებულებები, რომლებიც მათი კულტურული განვითარების შედეგია. მაგალითად., სიცოცხლისა და საკუთრების ხელშეუხებლობის, სიმართლის და სხვა ღირებულებები.

     ფოიერბახი წერს: “სანამ ადამიანები არ გაიცნობიერებენ რელიგიური სიმბოლოების არსს, რომლებიც მათ მიერვეა შექმნილი, ჩვენ ვიქნებით განწირული, აღმოვჩნდეთ ისტორიის ძალების მძევალნი, რომლებიც ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული”. ფოერბახი იყენებს გაუცხოების ტერმინს, რათა მიუთითოს ღვთაებრივი ძალებისა და ღმერთების განსხვავებული ბუნება. ადამიანების მიერ შექმნილი იდეები და ღირებულებები განიხილება გაუცხოებული დამოუკიდებელი არსებების _ ღვთაებრივი ძალებისა და ღმერთების მოქმედების შედეგი. იმის გაცნობიერება, რომ რელიგია ადამიანის საკუთარი ყოველდღიური რეალობის გაუცხოების შედეგია, ხსნის კაცობრიობის წინაშე კოლოსალურ პერსპექტივებს. მას შემდეგ, რაც ადამიანები გაიცნობიერებენ, რომ ღირებულებები, რომლებსაც მიაწერდნენ განსხვავებულ წარმოშობას, სინამდვილეში წარმოადგენენ მათ საკუთარ ქმნილებებს, ისინი იღებენ ამ ღირებულებების რეალიზების შესაძლებლობას ამქვეყნიურ სამყაროში, ისე, რომ არ დაელოდონ საიქიო ცხოვრებას. ამით ძალაუფლება, რომლითაც აღბეჭდილია რელიგია და ღმერთები, შესაძლებელია ადამიანის ხელში აღმოჩნდეს. ქრისტიანებს სწამთ ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც გულისხმობს სიყვარულს ყოველი ადამიანური არსების მიმართ, მისგან განსხვავებით, ადამიანი თავისი ბუნებით დაბადებიდანვე მანკიერი და ცოდვილია. თუმცა ფოიერბახი თვლის, რომ ადამიანის მიერ შექმნილი სოციალურ ინსტიტუტებს აქვთ უნარი, უზრუნველყონ მათთვის თავიანთი ცხოვრების განკარგვის, სიყვარულისა და სიკეთის ქმნის შესაძლებლობა. სოციალური ინსტიტუტების ნამდვილი ხასიათის გაცნობიერება მისცემდა ადამიანებს თავიანთი პოტენციალის ბოლომდე რეალიზების შანსებს.

     კარლ მარქსი იზიარებს თვალსაზრისს რელიგიის როგორც თვითგაუცხოების ფენომენის შესახებ. ხშირად გამოითქმის მცდარი მოსაზრება მარქსის მიერ რელიგიის უარყოფის თაობაზე, მაგრამ ეს ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. იგი აღიარებს რელიგიის მნიშვნელობას საზოგადოების ცხოვრებაში. იგი წერს: “რელიგია უგულო სამყაროს გულია, თავშესაფარი სასტიკი რეალობისგან”. მარქსის თვალსაზრისით, რელიგია კი არ გაქრება, არამედ იგი თავისი ტრადიციული ფორმით შეიცვლება. ეს შეიძლება მოხდეს არა იმის გამო, რომ ეს ღირებულებები და იდეალები მცდარია, არამედ ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ გზამკვლევი სოციალური იდეალები კაცობრიობის სრულყოფის პროცესში და ჩაანაცვლონ მათი რელიგიური მნიშვნელობა. ადამიანებს აღარ უნდა ჰქონდეთ შიში ღმერთების წინაშე, რომლებიც მათივე ქმნილებებს წარმოადგენენ და აღარ უნდა მიაწერონ მათ ის ღირებულებები, რომელთა რეალიზების შესაძლებლობებიც თავად გააჩნიათ. მარქსის ცნობილი გამოთქმა, “რელიგია ხალხის ოპიუმია”, ხაზს უსვამს იმას, რომ რელიგია ილუზიაა. იგი ხალხს ასწავლის მოთმინებასა და შეგუებას ცხოვრების არსებული პირობებისადმი, რომლის ჯილდოს მიღება შესაძლებელია საიქიო ცხოვრებაში. მომავალი ბედნიერების ამგვარი იმედი მისი აზრით, ადამიანის ორიენტირებას უფრო მეტად მოთმინებაზე ახდენს, ვოდრე ბრძოლაზე უთანასწორობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ქმნის არსებული განსხვავებები სოციალურ მდგომარეობაში.

     კონფლიქტის თეორიის მომხრეები თვლიან, რომ რელიგია არის საზოგადოების კონტროლის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ამყარებს მმართველი ფენის მდგომარეობას სოციუმში არსებული რწმენების საფუძველზე. მაგალითად., სიღარიბე არ არის სამარცხვინო. ცოდვად ითვლება აგრესიულობისა და მრისხანების გამოვლენა. ქრისტიანობაში განმსაზღვრელია სიყვარულის პრინციპი, რომლის დაცვაც სავალდებულოა მტრების მიმართ და ა.შ. კ. მარქსი თვლის, რომ სწორედ ამის გამო რელიგია ილუზიაა, მითი, რომელსაც ნუგეშისცემა მოაქვს ადამიანებისთვის. მარქსის აზრით, რელიგია ნიღბავს არა მხოლოდ შიშსა და შფოთვას, არამედ უსამართლობასაც. “რელიგია დაჩაგრული ადამიანის ამოსუნთქვის საშუალებაა, უგულო სამყაროს გულია და იგია მრავალი უსულ-გულო სოციალური წესრიგის სული”.

     ზიგმუნდ ფროიდი რელიგიას ასევე განიხილავს როგორც ილუზიას. მისი აზრით, რელიგია ასრულებს ძალზე მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას. იგი აძლევს ადამიანს ეგზისტენციალური შფოთვის გადალახვის შესაძლებლობას, რომლის წინაშეც ადამიანი ყოველთვის მარტო დგას. რელიგია აძლევს შესაძლებლობას ადამიანს, გადალახოს საკუთარი უსუსურობის განცდა, რომელიც ბავშვობის დროს არის განცდილი. რელიგიას იგი ადარებს მამას, მშობელს, რომლის ქვეშაც ბავშვი ნუგეშისცემასა და დაცულობას გრძნობს. იგივე როლს ასრულებს მისი აზრით, საზოგადოებაც, რომელშიც ადამიანი უფრო დაცულად გრძნობს თავს. თავისუფლება ამძაფრებს ეგზისტენციალურ შფოთვას, რომლის წინაშეც მარტო დგას ადამიანი. ადამიანი თითქოს გადაგდებულია ამ უზარმაზარ სამყაროში თავისი თავისუფლებით და განწირული მარტოობისა და შფოთვისთვის. ამიტომ ხშირად ადამიანი გაურბის თავისუფლებას, რომელიც ტვირთად გადაიქცევა მისთვის. რელიგია ერთ-ერთია, რომელიც აძლევს ადამიანს თავისუფლებისგან გაქცევის შესაძლებლობას. ამ ფენომენს მაავტომატიზებელი კონფორმიზმი ეწოდება. ადამიანი ეგზისტენციალური შფოთვისგან გათავისუფლებას ცდილობს რელიგიურ და სოციალურ კავშირებში გათქვეფით. სოციალურ ერთობაში ადამიანი თავისუფლდება ეგზისტენციალური უსუსურობის განცდისგან და უფრო დაცულად და კომფორტულად გრძნობს თავს. ამას გარდა, ერთობლივი კოლექტიური მოქმედების, შესრულებას იქნება ეს რიტუალი თუ რაიმე სახის წესი, სიამოვნება ახლავს თან, რომელსაც ფროიდი სექსუალური ინსტიქტის გამოვლენად მიიჩნევს (კოლექტიური ლიბიდო). მაგალითად., ეგზისტენციალური უსაფრთოების განცდას უზრუნველყოფს რელიგიური ერთობის წევრობა. რელიგიური წარმოდგენები ილუზიებია, რომლებიც ადამიანის ფსიქიკისთვის ფუნდამენტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ახდენენ და მათ მატერიალური მოთხოვნილებების საპირისპირო ბუნება გააჩნიათ. ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს ამგვარი ილუზიების მოთხოვნილება, რადგან ისინი ადამიანის ფსიქიკის დაცვის მექანიზმებს წარმოადგენენ.

ემილ დიურკჰეიმი და რელიგიის ფუნქციონალური მიდგომა

რელიგია და ერთობა: სოლიდარობა რიტუალის საფუძველზე

ემილ დიურკემი და რელიგიის ფუნქციონალური მიდგომა, რელიგია და ერთობა: სოლიდარობა რიტუალის საფუძველზე, emil diurkheimi, qwelly, sociologia, sociology, religiis sociologia, რელიგიის სოციოლოგია, დიურკჰეიმი     ინდივიდის ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად რელიგია ასრულებს მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას, რაც სოციალური კონსენსუსის მიღწევაში გამოიხატება. ცნობილი ფრანგი სოციოლოგი ემილ დიურკემი თავის ნაშრომში “რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები” (1912 წ.) ხაზგასმით აღნიშნავს ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას _ ადამიანებს უფრო უადვილდებათ სწამდეთ რელიგია და დაკავშირებული ღვთაებრივი (საკრალური) და მასთან ასოცირებული განსაკუთრებული რიტუალები, ვიდრე აღიარონ საზოგადოების ძალაუფლება მათს ცხოვრებაზე. რამდენადაც რელიგია საზოგადოების მხარდამჭერია, იგი ასახავს მის სტრუქტურებსა და ნორმებს, რომლებიც უცხოა და ინდივიდზე მაიძულებელი ეფექტის მქონე. “ჩვენ ვსაუბრობთ ენაზე, რომელიც ჩვენს მიერ არ არის შექმნილი და ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენ არ გამოგვიგონებია. ცივილიზაციის ამ სიკეთეებს ჩვენ ვიღებთ საზოგადოებისგან”, რამდენადაც ყოველი მომდევნო თაობა ამ სიკეთეებს იღებს მზა სახით და მას არ ქმნის ხელახლა, მას ამიტომ უნებურად ჰგონია, რომ არსებობს რაღაც უზენაესი ძალა და სწორედ მას მიეწერება ღვთაებრიობა. “შესაძლოა ადამიანი უნებურად ფიქრობს, რომ მისი ნებისგან დამოუკიდებლად არსებობენ აქტიური ძალები, რომლებიც მას ანიჭებენ დამახასიათებელ ბუნებრივ თავისებურებებს, მფარველობენ, იცავენ და აძლევენ ბედნიერი ცხოვრების გარანტიას, უზრუნველყოფენ მის ბედნიერებას და რა თქმა უნდა, ადამიანი ცდილობს განადიდოს ეს ძალები, რამდენადაც მისთვის ძალზე მნიშვნელადია ყველა სიკეთე, რაც ამ ძალების მიერ ბოძებულად მიაჩნია”.

     ე. დიურკემი თავის დასკვნებთან მივიდა ავსტრალიელი თემების ტოტემური რელიგიების კვლევისას. ტოტემი ეს არის რაიმე არსების (მცენარე, ცხოველი, ციური მნათობი, ბუნებრივი მოვლენა და ა.შ) სიმბოლო, რომელიც ითვლება ღვთაებრივად, საკრალურად. მაგალითად., გველი ან კენგურუ, მზე, მთვარე, ცა, მიწა და ა.შ. ყოველი ტოტემი არის გარკვეული გვარის ან კლანის სიმბოლო. კლანები ტრაიბალურ საზოგადოებაში ძირითადი სოციალური გაერთიანებებია, ხოლო ტოტემები მათი ერთგვარი გერბი, ემბლემა – კლანის ერთიანობის სიმბოლო. კლანისადმი თაყვანისცემის ნაცვლად კლანის წევრები თაყვანს სცემენ ტოტემს. მათი რელიგია ასახავს იმ საზოგადოების სტრუქტურას, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ ტრაიბალურ საზოგადოებაში, სადაც ძალზე მნიშვნელადი იყო ბუნებასთან კავშირი – საქმიანობები: თევზჭერა, ნადირობა თუ შემგროვებლობა, მის ღვთაებებს ტოტემებური ქმნილებები წარმოადგენდნენ. დიურკემის აზრით, რელიგია არა მხოლოდ ასახავს საზოგადოების სტრუქტურას, არამედ ამყარებს კიდეც მას, ახდენს რა ადამიანების ყურადღებისა და იმედების კონცენტრირებას საერთო რწმენებსა და თაყვანისცემის ობიექტებზე. საზოგადოების წევრების ეს გამაერთიანებელი, მაკონსოლიდირებელი ფუნქცია თვალსაჩინოდ ვლინდება რელიგიური რიტუალების შესრულებისას. რელიგიური რიტუალების დროს ხდება მკვეთრი გამიჯვნა საკრალურსა და პროფანულს (ყოველდღიური რეალობა, რომელსაც კავშირი აქვს მატერიალურთან, ამქვეყნიურთან) შორის. მაგალითად., იმ თემებში, რომლებიც ტოტემიზმს მისდევდნენ, ტოტემად ითვლება მცენარეები ან ცხოველები, რომელთა ჭამაც შეიძლებოდა მხოლოდ სპეციფიკური რელიგიური რიტუალების დროს. ამგვარი რიტუალები წარმოადგენენ საზოგადოების მხარდამჭერ მოქმედებებს, ამყარებენ მის წესრიგს და ეწინააღმდეგებიან ამ ნორმების დარღვევას. რელიგიური ღირებულებების შემოტანასთან ერთად ყოველთვის ხდება მასთან დაკავშირებული სანქციების შემოტანაც.

     დიურკემის რელიგიის სოციოლოგია შეიძლება განვიხლოთ როგორც ჩაკეტილი წრე, რომლის მაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს სოციალური ორგანიზაცია. პირველ რიგში, საზოგადოება ახდენს ადამიანური გამოცდილების ორგანიზებას. ხოლო ამის შემდეგ ადამიანები ცდილობენ ახსნან გარე ძალების გავლენა, რაც ხელს უწყობს კიდეც რელიგიის ფორმირებას, რომელიც ასახავს საზოგადოების შესაბამის სტრუქტურას. და ბოლოს, რელიგიური რწმენების გამოხატვის მიზნით ყალიბდება რიტუალები. ეს რიტუალები ახდენენ ჯგუფის ერთიანობისა და საერთო რელიგიური რწმენების განმტკიცებას, მისი წევრების მოქმედების რეგულირებასა და საზოგადოების სტრუქტურის გამყარებას.

     მარქსისგან განსხვავებით დიურკემმა თავისი კარიერის მნისვნელოვანი ნაწილი სწორედ რელიგიის საკითხების შესწავლას მიუძღვნა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სწორედ ტრაიბალურ საზოგადოებებს. მისმა ნაშრომმა გადამწყვეტი გავლენა იქონია რელიგიის სოციოლოგიის განვითარებაზე. მარქსისგან განსხვავებით, დიურკემი ყურადღებას ამახვილებს რელიგიის ინსტიტუციონალურ მხარეზე და არა მის ძალაუფლებასთან კავშირზე ან როგორც უსამართლობის განმტკიცების საშუალებაზე, როგორც ამას მარქსი აკეთებდა, არამედ მთლიანობაში სოციალური ინსტიტუტების ბუნებასთან რელიგიის კავშირზე.

     რელიგიის კვლევის საფუძველში დიურკემმა ჩადო ყველაზე მარტივი ელემენტარული რელიგიური ფორმების (ავსტრალიელი თემების რელიგიური შეხედულებების ტოტემიზმის ანალიზი) კვლევა, აქედან წარმოსდგება კიდეც მისი ძირითადი ნაშრომის სახელწოდება “რელიგიის ელემენტალური ფორმები”. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტოტემი გამოდის საკრალური ობიექტის როლში, რომელიც საერთო თაყვანისცემის გრძნობებს იწვევს. სწორედ მასთან დაკავშირებით ხდება რელიგიის განსაზღვრება საკრალურისა და ყოველდღიურის დისპოზიციის საფუძველზე. საკრალური ობიექტები და სიმბოლოები განიხილება არსებობის ყოველდღიურობის საზღვრებს მიღმა, რომელიც ქმნიან პროფანული, ამქვეყნიური რეალობის სფეროს. მაგალითად., ჩვეულებრივ, დაუშვებელია ტოტემის გამოყენება საკვებად, ყოველდღიური მოხმარების საგნად. ტოტემს როგორც საკრალური ობიექტს მიეწრება ღვთაებრივი თვისებები და თავისებურებები, რის გამოც იგი აბსოლუტურად განსხვავდება ყოველდღიური რეალობის სხვა საგნებისგან, ასევე სხვა ცხოველების ან მცენარეებისგან,, რომელზეც ნადირობა შეიძლება ან რომლის შეგროვებაც შეიძლება.

     რატომ ითვლება ტოტემი საკრალურად? დიურკემის თვალსაზრისით, იგი წარმოადგენს თვითონ ჯგუფის, კლანის სიმბოლოს, რომელიც თავისთავად უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა ჯგუფისთვის ან ერთობისთვის. თაყვანისცემა, რომელსაც ადამიანები გრძნობენ საკრალური ობიექტის მიმართ, სინამდვილეში ეს გრძნობებია ძირითადი სოციალური ღირებულებებისადმი. რელიგიაში საკრალური ობიექტი, რომელსაც ყველა თაყვანსა სცემს, სინამდვილეში თავად საზოგადოებაა.

     ემილ დიურკემი ხაზგასმით აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ რელიგია არასოდეს წარმოადგენს მხოლოდ რწმენების ერთობლიობას. ნებისმიერი რელიგიისთვის დამახასიათებელია მუდმივად განმეორებადი რიტუალები, რომელშიც მონაწილეობას იღებს მორწმუნეთა ჯგუფი. კოლექტიური რიტუალების მეშვეობით მხარდაჭერას იღებს ჯგუფური სოლიდარობის გრძნობა და მტკიცდება. რელიგიური რიტუალები ადამიანებს ათავისუფლებს ამქვეყნიური ზრუნვისა და ყოველდღიურობის ტვირთისგან და გადაჰყავს იგი იმ სფეროში, რომელშიც გრძნობს ღვთაებრივთან ერთიანობით გამოწვეულ ამაღლებულ სულიერ მდგომარეობას – ექსტაზს. ეს ღვთაებრივი ძალები (ტოტემები), სინამდვილეში ასახავენ კოლექტივის, ერთობის, საზოგადოების გავლენას ინდივიდზე.

     რიტუალებს ე. დიურკემი საზოგადოების სტრუქტურის მთავარ მაინსტიტუციონიზებელ მნიშვნელობას ანიჭებს. რიტუალები დიურკემის აზრით, არსებითი ინსტრუმენტებია სოციალური ჯგუფების წევრების სოლიდარობის გამყარებაში. ეს არის იმის მიზეზი, რომ რიტუალები გვხვდება არა მხოლოდ რეგულარული ღვთისმსახურების სტანდარტულ სიტუაციებში, არამედ ყველა უმნიშვნელოვანესი მოვლენის დროს, რომელიც სოციუმში დაკავშირებულია ინდივიდისა და მისი ახლობლების ცხოვრებაში სოციალური პოზიციების ცვლილებასთან, როგორიც არის დაბადება, ქორწინება ან გარდაცვალება. ამ სახის რიტუალები პრაქტიკულად ყველა საზოგადოებაში გვხვდება. დიურკემი აკეთებს დასკვნას, რომ რიტუალები ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების დროს, როდესაც ადამიანები დგანან ახალ სიტუაციასთან ადაპტაციის აუცილებლობის წინაშე, ამყარებენ ჯგუფურ სოლიდარობას. მაგალითად., დასაფლავების რიტუალი თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, რომ ცალკეული ინდივიდის ცხოვრება ერთობასთან შედარებით გარდამავალ ღირებულებას წარმოადგენს, რიტუალის შესრულების აუცილებლობა მათ უადვილდებს თავიანთი ახლობლების დაკარგვასთან შეგუებას. მათთვის, ვისაც პირადად ეხება გლოვა, ეს არ არის თვითნებური მოქმედება, არამედ ვალდებულება, რომელსაც ჯგუფი ერთობის წევრს აკისრებს.

     ტრადიციული ტიპის მცირე კულტურებში ცხოვრების თითქმის ყველა სფერო გამსჭვალულია რელიგიით. რელიგიური რიტიალები ერთი მხრივ, წარმოშობენ ახალ იდეებსა და აზროვნების კატეგორიებს, მეორე მხრივ, კი ამყარებენ უკვე არსებული ღირებულებების მოქმედებას. რელიგია წარმოადგენს არა მხოლოდ მოქმედებებისა და გრძნობების მიმდევრობას, არამედ იგი ფაქტობრივად წარმოადგენს ტრადიციული კულტურების ცნობიერების წესს. აზროვნების თვით ყველაზე ზოგადი კატეგორიები, მათ შორის დროისა და სივრცის ცნებები სწორედ რელიგიურ ცხოვრებასთან მიმართებაში ჩამოყალიბდა.

ტეგები: Qwelly, დიურკჰეიმი, მარქსი, რელიგია, რელიგიის_სოციოლოგია, რიტუალი, სოციოლოგია, ფოიერბახი, ფროიდი

ნახვა: 2011

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: This is a chic that is complete for beginners to alpha with

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 7:17am 0 კომენტარი

The Spear will about never hit the abandon of Dark And Darker Gold any hallway, has a continued reach, and is appealing dependable overall. Felling Axe: Aback accession hits with the Felling Axe, the time it takes for them to be able to exhausted afresh is abundantly short. But, if they miss, there's a continued cleanup until the abutting swing. So, this is an advantage for Fighters who are assured…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:58am 0 კომენტარი



The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters