რელიგია როგორც სოციალური იძულება

compulsion, qwelly, religion, religion as a social compulsion, religion sociology, sociology, sociology of religion, იძულება, რელიგია როგორც სოციალური იძულება, რელიგიის სოციოლოგია, სოციალური იძულება, სოციალური წესრიგი, სოციოლოგია, ქველი

რელიგია და სოციალური წესრიგი

      სოციალური კავშირის ფორმებში არსებობს რაღაც ზოგადი ანუ ის, რაც მყარს და სტაბილურს ხდის სოციალური კავშირის ამა თუ იმ ტიპს. ეს არის სოციალური იძულება. ემილ დიურკემი ნებისმიერ მოვლენას, რომელსაც აქვს ადგილი საზოგადოების ცხოვრებაში და აქვს ადამიანებზე მაიძულებელი გავლენა, სოციალურ ფაქტს (ანუ იგი ობიექტურობის გარკვეულ ხარისხს გულისხმობს) უწოდებს. მყარი სოციალური კავშირების წარმოქმნის მთავარი ძალა სოციალური იძულების ხარისხია. სოციალური იძულება არსებობს ყველგან: როცა მოსწავლე კლასში შედის ან იქ, სადაც ადამიანები ერთად იკრიბებიან, რათა გარკვეული გადაწყვეტილება შეთანხმებულად მიიღონ. სოციალური იძულება კიდევ უფრო ძლიერია ხელმძღვანელთან ან ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დროს, როდესაც ხდება ინდივიდზე ზეწოლა და ისეთი არჩევანის თავსმოხვევა, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება ინდივიდის ნებასა და მის საკუთარ არჩევანს. სოციალური იძულება არსებობს ისეთ ახლო ურთიერთობების დროს, როგორიცაა შეყვარებულების, მშობლისა და ბავშვების, თვით მეგობრების ურთიერთობაც კი: სწორედ ოჯახის, მეუღლეობისა თუ მეგობრობის ნიშნის ქვეშ ხდება ინდივიდებისთვის გარკვეული ქცევებისა და მოსაზრებების თავსმოხვევა. ადამიანს შეუძლია დაინახოს სოციალური ფაქტი იმ იძულებაში, რაც ახდენს სოციალურ ცხოვრებაზე გარედან გავლენას და განასხვავებს ინდივიდის ქცევებს, აზრებსა და გრძნობებს. ბევრ მიმართებაში იგი ჰგავს იმ იძულებას, რომელსაც ფიზიკური ხასიათი გააჩნია. ფიზიკური ინსტიქტი ადამიანს აძლევს მოქმედების ორიენტირს, რომლის მეშვეობითაც ადამიანი გრძნობს საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდულობას, იმ დროს, როდესაც მან უნდა შეწყვიტოს საკუთარი აქტივობა და მიეცეს დასვენებას, მიიღოს საკვები, დაიძინოს და სხვა. ადამიანმა იცის, რომ სალოცავში შესვლისას, იქნება ეს სინაგოგა, ქრისტიანული ტაძარი, თუ მუსულმანური მეჩეთი უნდა დაიფაროს თავსაბურველი, რათა არ მოექცეს განკიცხვისა თუ მორალური სანქციების ქვეშ. ყველა ამ მოქმედების შესრულება ადამიანს მიაჩნია გარდაუვლად და აუცილებლადაც კი. თუმცა სოციალური იძულება არ არის ფიზიკური იძულების იგივეობრივი, თუმცა მათი შედეგი შესაძლოა იგივე იყოს. მათ შორის არსებითი განსხვავებაა. რა შეუძლია პიროვნებას საზოგადოების წინაშე? როგორია იმ ბორკილების ბუნება, რომელსაც ვერ გაექცევა ადამიანი. ადამიანი გრძნობს ამ აუცილებლობის ტვირთს და ექვემდებარება თავისი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში, რისგან გათავისუფლებაც იქნებოდა პასუხისმგებლობისგან გაქცევა, რაზეც ადამიანი ძნელად მიდის, რადგან იგი თავისი ბუნებით პასუხისმგებლობის მქონე, მორალური არსებაა. ამ ტვირთის აუცილებლობას ინდივიდი შეიგრძნობს იმდენად, რამდენადაც იგი ავლენს თავს ისეთ ძლიერ ვალდებულებებში, როგორიცაა: "უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი", "პატივი ეც დედასა შენსა და მამასა შენსა და გექნეს მშვიდობა ქვეყანასა ზედა", "არა კაც ჰკლა", "არა იპარო", "არა ცილი სწამო" და ა.შ. მოკლედ, "შენ მოვალე ხარ", "უნდა მოიქცე ასე და არა სხვაგვარად". ამრიგად, საზოგადოებაში ცხოვრება აღნიშნულია ამ წესებითა და აკრძალვებით, რომლის განახლებას და კვლავწარმოებას ახდენს ადამიანი თავისდაუნებურად ნებისმიერ მომენტში მათი შესრულების დროს. თუმცა, ასეთი სანქციების _ დაშვებებისა და აკრძალვების შეფარდება არ არის სიმეტრიული საზოგადოებაში. მთლიანობაში დომინირებს აკრძალვები. ათი ქრისტიანული მცნებიდან შვიდი გამოხატულია აკრძალვის ფორმით: "არა ქნა..…". როცა შემოდის დაშვება "გიყვარდეს მოყვასი შენი", იქვე თან ახლავს აკრძალვაც _ არ უნდა გძულდეს მოყვასი, რა დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს ამისი. მშობლები თავიანთი შვილების აღზრდისას უფრო ხშირად აკრძალვებით ხელმძღვანელობენ: "არ ახლო ხელი", "არ აიღო", "არ შეჭამო", "არ გააკეთო" და ა.შ. სანამ დართავენ ნებას აკეთონ რაიმე, აიღონ რაიმე ან შეჭამონ: "შენ შეგიძლია ეს გააკეთო", "შენ შეგიძლია აქ ითამაშო", "შენ შეგიძლია ტკბილეული ჭამო" და ა.შ. ინდივიდი დაბადებისთანავე, როგორც ჩანს მოვალეა შეასრულოს თავისი ვალი, როგორიც არ უნდა იყოს ამ თვალსაზრისით, მისგან გამომდინარე შეზღუდვები, ჯილდოები, თუ სასჯელი.

      არ შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდი დიდ ენთუზიაზმს ავლენს იმ იძულების მიმართ, რომელსაც გრძნობს თავისი ვალდებულებების შესრულების დროს. თუკი ადამიანი ენთუზიაზმით შეხვდებოდა ამგვარ იძულებას, არც ექნებოდა რაიმე დამსახურება და ვერც შეიგრძნობდა მასზე განხორციელებულ ზეწოლას. პირიქით, იძულება არსებობს მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ადამიანი ეწინააღმდეგება თავისი ვალის აღსრულებას, რომელსაც მას ჯგუფი ახვევს თავს; ანდა მსხვერპლის გაღების, მოსალოდნელ სარგებელზე, თუ ბედნიერად ყოფნის იმედზე უარის თქმის დროს. თავისი მიმდევრებისთვის ყურანი ღორის ხორცის აკრძალვას სპეციალურად გამოთქვამს მსხვერპლის გაღების ფორმით: "არ თქვა: მე არ მიყვარს ღორის ხორცი. თქვი: მე მეყვარებოდა იგი, მაგრამ ჩემმა ზეციურმა მამამ ამიკრძალა მისი ჭამა". თუ ინდივიდი გრძნობს სურვილით აღძრულ ზეწოლას, ხოლო მისდამი მორჩილება ზიზღის მომგვრელია, ეს სწორედ იმის გამოა, რომ არსებობს რაღაც იძულება, რომელიც აჩერებს ამ სურვილით გამოწვეულ ზეწოლას. ეს უკიდურეს ბოროტებად ითვლება, რომლის წინააღმდეგ გამოდის ნებისმიერი საზოგადოება და მოვალეცაა იბრძოლოს მასთან. პირობითად, მას შეიძლება ეწოდოს სურვილი, ეგოიზმი, ცოდვა, ინსტიქტი, ინტერესი, ნორმისაგან გადახრა ან სხვა. იგი უპირისპირდება სოციალურ იძულებას, რაც ინდივიდს ავალდებულებს და სწორედ ამ დაპირისპირების გამო ხდება მის მიერ ვალდებულებების აღიარება. ადამიანი "ვალის" ცნებას სიღრმისეულ საზრისს ანიჭებს. ემორჩილება რა თავის საზოგადოებას, ახლობლებსა თუ ღირებულებებს, ინდივიდს სურს დაემორჩილოს საკუთარ თავსაც, ხოლო თავისუფლების დროს, როცა სხვადასხვა ვალდებულებების კონფლიქტი იჩენს თავს და ეს კავშირები გაწყვეტის საშიშროების წინაშე დგება, ავლენს თავს იგი შინაგანი იძულების სახით. ადამიანი გარკვეულ სოციალურ კავშირებში შესვლისას იღებს განიცდის თვისი "შენ მოვალე ხარ, შენ უნდა.." ტირანულ გავლენას. ზუსტად იგივე გრძნობა ეუფლება მას, ვისაც რაღაც რელიგიური მისია აქვს, ან ადამიანს გამორჩეული ძლიერი შეხედულებებით, ასევე წმინდანს ან მხატვარს, რომელსაც სწამს, რომ მისდევ თავის მოწოდებას. ამ დროს ადამიანი სრულიად ნებაყოფლობით ემორჩილება გარკვეულ წესებს, რათა დაამტკიცოს მათი ჭეშმარიტება და ხშირად აუცილებლობის შემთხვევაში უარს ამბობს საკუთარ კომფორტულ მდგომარეობასა და თვით, სიცოცხლეზეც კი. ბუნებრივია, რომ იმპერატივი "შენ მოვალე ხარ, შენ უნდა.." განსაკუთრებით ძლიერია მაშინ, როცა მას უმეორებს და უბრძანებს ინდივიდის შინაგანი ხმა "მე მოვალე ვარ, მე უნდა.."

      იძულება, რომელსაც სხვები თავს ახვევენ ინდივიდს და თავადაც ნებით ახვევს საკუთარ თავს, ანიჭებს იძულებას სოციალურ ხასიათს და განასხვავებს მას ფიზიკური თუ სხვა სახის იძულებისგან. იგი უჩვენებს ადამიანს რისი გაკეთება შეიძლება და რისი _ არა. ამ დროს ხდება იმის აკრძალვა რაც არ შეიძლება, მაგალითად., ინცესტი _ სექსუალური ურთიერთობები სისხლით ნათესავებს შორის, და შესაძლებლის დაშვება, მაგალითად., იმ საკვების ჭამა, რაც აკრძალულია სხვა სოციალურ ჯგუფში. აქ მთავარია, რომ ადამიანებს შორის ურთირთობები განსაზღვრულია იმ საზრისით, რასაც ისინი დებენ ფორმულაში "შენ მოვალე ხარ, შენ უნდა...", და "მე მოვალე ვარ, მე უნდა..." და ობიექტებით, რომელთა მიმართაც ამ ფორმულებს იყენებენ. სოციალური იძულება საზოგადოებას აქცევს მორალურ ფენომენად.

      ადამიანების ყოფნა საზოგადოებაში განმპირობებულია საერთო წესების, უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობათა საყოველთაო გაზიარებით, რომლებსაც მაიძულებებლი გავლენა აქვთ და შესაძლებელს ხდიან ადამიანებს შორის სოციალური კავშირების წარმოქმნას. სოციალური კავშირებისა და ფაქტების ერთობლიობა სოციალური წესრიგის მაკონსტრუირებელია. ნებისმიერი საზოგადოება საჭიროებს იმ საერთო გრძნობებისა და იდეების რეგულარულად გამაგრებასა და გაძლიერებას, რომლებიც სოციალური წესრიგის საფუძველში დევს. ამასთან სოციალური კავშირები მყარი და ძლიერი რომ იყოს, საჭიროა მათი ისეთი ავტორიტეტით გამყარება, რომელსაც განსაკუთრებული ზემოქმედების უნარი ექნებოდა. ეს უნდა იყოს "სხვა რიგის" ავტორიტეტი. იგი გულისხმობს მყარ რწმენას, რომ ეს თავსმოხვეული იძულება ყოველთვის მომდინარეობს ინდივიდის შინაგანი ნების გათვალისწინებით. თუკი ასეთი იძულება არსებობს და მას მორალური ეფექტი გააჩნია, უწესებს რა ადამიანებს რა შეიძლება და არ შეიძლება აკეთონ, საჭიროა, რომ იგი მიღმური ჩანდეს. ამგვარი ვერ იქნება ისეთი რაციონალური რამ, როგორიცაა ინტერესი. ვერც ისეთი ფორმალური ავტორიტეტი, როგორიც კანონს გააჩნია. ამგვარი ვერ იქნება ვერც ფიზიკური ძალა, ძალადობა. იგი დროითი თვალსაზრისით ინვარიანტულობის გარკვეულ ხარისხს უნდა ავლენდეს. ეს უნდა იყოს შინაგანი, მორალური ავტორიტეტი. იძულებას უნდა ჰქონდეს მორალური ეფექტი. იგი უნდა იყოს არამიწიერი, არაამქვეყნიური წარმოშობის, მარადიული საზრისის მქონე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერ იქნებოდა ისეთი ღირებულება, რომელსაც ექნებოდა თანაბრად მაიძულებელი გავლენა საზოგადოების ყველა წევრზე და არავის შეეძლება მისი მიღება ან უარყოფა საკუთარი სურვილის მიხედვით. უფრო მეტიც თითოეული უნდა გამოვიდეს მის გარანტად და შეიგრძნოს კმაყოფილება იმის გამო, რომ თაყვანს სცემს მას სხვა ადამიანებთან ერთად, მოქმედებს მათთან უნისონში განსაკუთრებით მღელვარებების, საფრთხისა თუ სარისკო მოქმედებების მომენტში. კოლექტიური ხმა ადამიანს ეუბნება "შენ უნდა მოიქცე ასე და არა სხვაგვარად".

      რელიგია ამ სოციალური იძულების სინონიმია. იგი პარადოქსულია თავისი ბუნებით, რადგან შედგება ისეთი ელემენტებისგან, რისი დაჯერებაც შეუძლებელია: გაუგებარი სიტყვიერი ფორმულები, ჟესტები, უცნაური ქვები, ხის ნაჭრები და სხვა. ანდა წარმოადგენს ისეთ მოვლენებს, რაც შეუძლებელია გჯეროდეს: სამყაროს აღსასრული, სასწაულები, ზეციური კავშირი, მკვდრეთით აღდგომა, სულის მარადიული არსებობა. რელიგია მუდმივად აიძულებს ადამიანებს სწამდეთ აბსურდი, ან ის, რაც აბსურდამდე დადის _ ხელშეუხებელი, უხილავი ძალები, რისი შემეცნებაც გონებით შეუძლებელია, იგი თვალსაჩინოდ აჩვენებს ადამიანებს შორის კავშირის ძლევამოსილებას და განაპირობებს მათ ძლიერებას და სიმყარეს. რელიგია განუყოფელია ცხოვრების წესისგან, რომელიც მისთვის დამახასიათებელია როგორც ასეთი.

      რელიგიას ე. დიურკემი განიხილავს ადამიანებს შორის კავშირების მატრიცად საზოგადოებაში. რელიგია სოციალური ცხოვრების პირობას წარმოადგენს ნებისმიერ საზოგადოებაში. ე. დიურკემი ამტკიცებს, რომ "რელიგია არის რაღაც მარადიული, რომლის დანიშნულებაცაა გაუძლოს დროს, ყველა იმ კერძო სიმბოლოსთან შედარებით, რომლის მიღმაც კი რელიგიური აზრი იმალებოდა. არ არსებობს საზოგადოება, რომელიც არ საჭიროებდეს კოლექტიური გრძნობებისა და იდეების რეგულარულად გამაგრებას და მხარდაჭერას, იმ გრძნობებისა და იდეებისა, რომლებიც შეადგენენ როგორც საზოგადოების ერთობას, ასევე მის ინდივიდუალობასაც". რელიგია ეს არის წარმოდგენებისა და პრაქტიკების ერთობლიობა, რომელიც აწარმოებს სოციალურ წესრიგს, ცხოვრების ნორმალური პროცესის რეპროდუცირებასა და მხარდაჭერას ახორციელებს. უდავოა, რომ რელიგია ხშირად სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქციების შესრულებასაც ახდენს, სიმდიდრის დაგროვებისა თუ ომების წარმოების მიზნებს ემსახურება. თავის მხრივ, სხვადასხვა ფენებიც, ელიტაცა და არისტოკრატიაც ხშირად იმ რწმენებსა და რიტუალებს მისდევს, რომლებიც მათსავე ინტერესებს შეესაბამება.

      საზოგადოებაში სიტუაციებისა და ურთიერთობების დიდ მრავალფეროვნების პირობებში არსებობს კომუნიკაციისა და გაგებისთვის უნივერსალური სიმბოლური ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა გაერთიანებას და კოლექტიური პიროვნების მოდელირებას ახდენს. სხვა სიტყვებით, რელიგია აძლევს ინდივიდებს შეთანხმებულად ცხოვრებისა და საკუთარი თავის საზოგადოებად გაცნობიერების შესაძლებლობას. სწორედ ამის გაგებას თვლის ე. დიურკემი პირველადი მნიშვნელობის ამოცანად.

ტეგები: compulsion, qwelly, religion, religion as a social compulsion, religion sociology, sociology, sociology of religion, იძულება, რელიგია როგორც სოციალური იძულება, რელიგიის სოციოლოგია, მეტი...სოციალური იძულება, სოციალური წესრიგი, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 469

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters