კულტურის გააზრების სიძნელეები

კულტურის გააზრების სიძნელე, კულტურის სოციოლოგია, ედუარდ კოდუა, სოციოლოგია, kulturis sociologia, eduard kodua, sociology, qwelly, ebooks, ქველი

     მიუხედავად იმისა, რომ კულტურა ადამიანის გაჩენიდან არსებობს, მისი თეორიული გააზრება სულ რაღაც 2-3 საუკუნეს ითვლის. ამას მრავალი გარემოება განაპირობებდა. კულტურა ადამიანური ფენომენია. ადამიანი კი, წარმოშობიდანვე, გარე სამყაროს ბარიერების წინაშე აღმოჩნდა. მას პირველ რიგში არსებობა უნდა შეენარჩუნებინა. არ იცნობდა რა, გარე სამყაროს კანონებს და უძლური იყო ბუნებრივი სტიქიის წინაშე, მისი თავდაპირველი ამოცანა გარემოსთან შეგუებით განისაზღვრა. ეს კი მოითხოვდა გარემოს შესახებ გარკვეული ცოდნის დაგროვებას. მისი ყოფიერების გარემო პირობები აიძულებდა კონცენტრაცია მოეხდინა გარემოზე და შესაძლებლობის ფარგლებში გაეგო მისი არსი, შეემეცნებინა ის საფრთხე, რასაც გარემო უმზადებდა. ამიტომ ადამიანმა მთელი თავისი შემეცნებითი ძალისხმევა გარემოზე წარმართა. ის ცხოველივით იძულებული იყო, გარემოს ზემოქმედებაზე რეაგირებისათვის ყოფილიყო მზად და საშუალება არ ეძლეოდა, საკუთარ თავს, მისი ცხოვრების გარკვეულ წესს, თუ საკუთარ ყოფასა და კულტურას დაკვირვებოდა. სწორად მიუთითებენ სოციოლოგიური ლექსიკონის ავტორები დევიდ და ჯულია ჯერები, რომ "კულტურა ადამიანის ქმნილებაა. კულტურა შეიძლება გვესმოდეს როგორც მთელი საზოგადოების სასიცოცხლო გზა. ის მოიცავს ნორმებს, ჩვევებს, ტანსაცმელს, ენას, რიტუალებს, ქცევას და რწმენათა სისტემას".

     ბუნებაზე მიმართულობა იმდენად რომ განვითარდა, ადამიანს შეეძლო შეგუებოდა ბუნებას, შემდგომ ეტაპზე ის იწყებს საზოგადოებრივ ყოფიერებასთან დაკავშირებული ფენომენების შემეცნებას. მან შექმნა ქცევის მომწესრიგებელი წესები და ნორმები, საორიენტაციო ღირებულებათა სისტემა, რომელთა მეშვეობით მისთვის ტომებთან დამოკიდებულებაში წონასწორობას ინარჩუნებდა; შექმნა ბუნებრივისაგან განსხვავებული ნორმატული კანონები, ჩამოაყალიბა სახელმწიფო, რომელიც მოწოდებული იყო, წარემართა ადამიანთა ერთობების ცხოვრება და ამის შემდეგ მისი შემეცნება წარიმართა სოციალურ კანონებსა, სახელმწიფოსა დასაზოგადოებაზე. მას აინტერესებს საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს არსება, ის ჯერაც ვერ აცნობიერებს მათ შორის განსხვავებას, აინტერესებს ადამიანთა ცხოვრებისმოწესრიგება და სოციალურ ყოფიერებაში სოციალური ჯგუფების იერარქია. ამ ეტაპზე ადამიანი მიუბრუნდა მის ქმნილებათა შემეცნებას იქნება ეს სახელმწიფო,რელიგია, მსოფლმხედველობა, ზნეობა, ცოდნა თუ სხვა, მაგრამ ის მათში კულტურას არ გამოყოფს და კულტურის ფენომენთა არსს არ ეძებს. კულტურა როგორც რეალობა, ადამიანის ყველა ქმედებაში ვლინდება. "ადამიანის ქცევას ფაქტიურად კულტურის გავლენის გარეშე, არსებობა არ შეუძლია. ის, რაც თავდაპირველად ჩვენი ცხოვრების ბუნებრივ თავისებურებად გვეჩვენება - სექსუალობა, დაბერება, სიკვდილი - კულტურამ და მისმა გარდამქმნელმა გავლენამ, მნიშვნელადი გახადა. პროდუქტების მოხმარებაც კი, ბუნებრიობის მიუხედავად, კულტურული მნიშვნელობით და ჩვევებითაა გამსჭვალული". ადამიანები გარკვეული კულტურის საფუძველზე მოქმედებენ. იგი მათივე ქმნილებაა და მათზევე უკუმოქმედებს. ამის მიუხედავად, ადამიანი კულტურის შემეცნებას ძალზე გვიან მიუბრუნდა. ყოველშემთხვევაში, ანტიკურობის ეტაპზე, კულტურა როგორც განსაკუთრებული სოციალური ფენომენი, ადამიანის გააზრების საგანი არ გამხდარა. ზოგიერთი ცდილობს,პლატონთან ეძიოს კულტურის გააზრების პირველი ნიშნები (იური დავიდოვი), მაგრამ, პლატონიცა და მისი წინამორბედებიც, ისე, როგორც გვიანდელი ანტიკურობისმოაზროვნეები, კულტურას არ გამოყოფენ როგორც შემეცნების საგანს. კულტურის პირველი სისტემური გააზრება XVIII საუკუნის კუთვნილებაა. იგი მომდინარეობს რუსოს, ჰერდერის, ადელუნგის, ვიკოს მოძღვრებებიდან. პირველ ყოფილი კულტურები კი XIX საუკუნის II ნახევრიდან გახდა გააზრებისსაგანი (ტეილორი, მორგანი), ხოლო კულტურის ცნების სისტემატური გააზრება უფრო გვიან მოხდა, კერძოდ, XX საუკუნეში.

     საზოგადოება, როგორც წინაისტორიულ ისე ისტორიულ პერიოდში, ყოველთვის კულტურულ გარემოში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ადამიანი გამოეყო ცხოველთასამყაროს და მისი მახასიათებელი გახდა: გონიერება, სოციალურობა, პოლიტიკურ არსებად ყოფნა, მას თან ახლავს კულტურა. კულტურა ადამიანთან ერთად გაჩნდადა არსებობის ხანგრძლივი პერიოდი აქვს, რომელიც ერთნაირად მოიცავს, როგორც ღერძის დროის წინაპერიოდს, ასევე შემდგომ ეპოქებსაც. მიუხედავად ამისა, საკითხი "რა არის კულტურა" მე-20 საუკუნის მიჯნამდე არ გამხდარა არსებითი განაზრების საგანი. კულტურის ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენლის ალბერტ შვეიცერის აზრით, "რა არის კულტურა? ეს საკითხი დიდი ხნიდან უნდა აღელვებდეს კაცობრიობას, რომელიც თავის თავს კულტურულად თვლის, მაგრამ რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მსოფლიო ლიტერატურაში აქამდე არავის დაუსვამს ასეთი საკითხი და მითუმეტეს არ უცდია მასზე პასუხის გაცემა. მიაჩნდათ, რომ არაასაჭირო განვსაზღვროთ კულტურის არსება, რამდენადაც ის სახეზეა. ხოლო მაშინაც, როდესაც ეხებოდნენ ამ საკითხს, ისტორიისა და თანამედროვეობის დამოწმებით, მას დიდი ხნის გადაწყვეტილად მიიჩნევდნენ". მართალია, წარსულში იყვნენ ცნობილი კულტუროლოგები ვიკო, ჰერდერი, რუსო, მორგანი და სხვები, რომლებმაცგაიაზრეს წარსული კულტურები, მაგრამ მათ შრომებში არ არის კულტურის ცნებობრივი ანალიზი. მსჯელობა წარმოებს კულტურის სფეროების, განვითარების ეტაპების და სხვა მსგავს საკითხებზე, მაგრამ არა იმაზე - რა არის კულტურა და რა ნიშნებით მოიაზრება. ეს საკითხი მხოლოდ მე-20 საუკუნეში გახდა განაზრების საგანი. ეს უნდა აიხსნას იმით, რომ მხოლოდ ამ ეპოქაში გაცნობიერდა კულტურის ღრმა კრიზისი, რომლისანალოგს არ იცნობდა წარსული ისტორია. კულტურის კრიზისებს ადრეც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს ეხებოდა ძველიდან ახალ კულტურაზე გადასვლისა და ზრდის სიძნელეებს. დღევანდელი კრიზისი საპირისპიროთი შეცვლის შესაძლებლობით - უკულტურობისა და კონტრკულტურის ნიშნებით ხასიათდება. სწორედ მაშინ, როცადადგა კულტურის გლობალური ნიველირებისა და მოსპობის საფრთხე, მაშინ დაისვა მწვავედ საკითხი - რა არის საკუთრივ კულტურა? ეს ვითარება გავს ანტიკური ბერძენი ორატორის დემოსთენეს ისტორიას. მან მთელი ცხოვრება ზღვის პირზე გაატარა და არასოდეს უფიქრია, რა არის ზღვა, მაგრამ როცა ერთხელ ტალღებმა გაიტაცეს და ძლივს გადარჩა დახრჩობას, მის წინაშე დაისვა კითხვა - რა არის ზღვა? დღევანდელი ადამიანი დემოსთენეს მდგომარეობაშია.

     დიდი დროული მონაკვეთი, კულტურის წარმოშობასა და მასზე რეფლექსიას შორის, კულტურის გააზრების ერთ-ერთი სიძნელეა. რადგან არ არის ის ხანგრძლივი ტრადიცია, რომელიც სოციალურის სხვა სფეროთა გააზრებაში არსებობს. ხუთი ათასი წლის წინანდელი წყაროები თუა ფილოსოფიის, პოეზიის, ლიტერატურისა დასხვა სფეროებში, კულტურის კვლევის ტრადიცია მხოლოდ სამ საუკუნეს მოიცავს. თუ ანტიკურობამ ადამიანს მოუწოდა "შეიცანი თავი შენი", კულტურის მიმართასეთ მოწოდებას 2 000 წლით დააგვიანდა.

     კულტურის გააზრებაში ერთ-ერთი ძირითადი სიძნელე წარმოიშვა იმის შედეგად, რომ კულტურის ანალიზი მეცნიერების სხვადასხვა დარგებში დამკვიდრდა. კულტურას იკვლევს ფილოსოფია, ისტორიის ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია, სოციალური ანთროპოლოგია, ისტორია, ფილოლოგია, კულტურის სოციოლოგია, კულტუროლოგია თუ სხვა დარგები. ამან განაპირობა კულტურის ცნებათა მრავალმნიშვნელოვანობა. თითოეული დარგი ამ ფენომენში საკუთარ ასპექტს ეძებდა. თითოეული თავის ამოცანას უქვემდებარებდა კულტურას. ამიტომ კულტურის მრავალრიცხოვანი განსაზღვრებანი წარმოიშვა. დღეს მათი რიცხვი ოთხასს აღწევს. კულტურის ფენომენის გაგებაშიმრავალსახოვნობა და კულტურის ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ისტორიის, ანთროპოლოგიის თვალთახედვით ანალიზი, ამ დარგების მონაპოვართა სინთეზირებისადა კულტურის კომპლექსური კვლევის საშუალებას არ იძლეოდა. უკანასკნელ პერიოდში ასეთი მცდელობა გაჩნდა. დამკვიდრებას იწყებს კულტუროლოგიის ერთი ანიმეცნიერული დარგის ცნება. მაგრამ ცალკეულ დარგთა მიღწევების სინთეზირებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი. აქედან გამომდინარე, XX საუკუნეში კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მკვლევარის გეორგ ზიმელის მოწოდება გამოჩნდა: "ყოველმა, ვინც კულტურაზე მსჯელობს, მიზნის მისაღწევად უნდა შემოფარგლოს ამ ცნების მრავალმნიშვნელოვანობა".

     კულტურის გააზრებაში ერთ-ერთი სიძნელე იმის შედეგიცაა, რომ კულტურა, როგორც სულიერობის გამოვლენა, მკვლევარისათვის ძნელად მისაწვდომია. კულტურის საზრისის წვდომა და ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაცია თითქმის შეუძლებელია. ყოველთვის არის დისტანცია კულტურის ძეგლის შემქმნელის განზრახვასა, მის მიერ ამ ძეგლში ჩადებულ საზრისსა და კულტურის ძეგლის შემმეცნებლის ინტერპრეტაციას შორის. სულიერი მოვლენები და მათი ქმნილებები ერთმნიშვნელოვან გაგებას არ ექვემდებარებიან. პლურალისტურ ინტერპრეტაციათა შორის რომელია შემოქმედის საზრისთან მიახლოებული, ამის დადგენის კრიტერიუმი არ არსებობს. ამიტომ, მკვლევარი იძულებულია შეიმეცნოს თანმხლები და წინარე მოვლენებიც. ამ მიზნით მას უხდება ისეთ სფეროებში გადასვლა, რომელიც მის ჰორიზონტს მიღმაა, რაც დილეტანტიზმის საფრთხეს ქმნის დაკულტურის გაგებაში მის საზრისთან მიახლოების ნაცვლად, გვაშორებს ამ საზრისს. ამ მიმართებით სავსებით მართებულად ჟღერს ცნობილი კულტუროლოგის იოჰან ჰაიზინგას დებულება: "კულტურის პრობლემათა ვერცერთი მკვლევარი ვერ ასცდება იმის აუცილებლობას, რომ ზოგჯერ მისთვის ნაკლებად ცნობილ სფეროში შეიჭრას". ასეთ შეჭრას კი, არა კომპეტენტური დასკვნები მოჰყვება. ამას თავიდან ვერ ავიცილებთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ კულტურის ფენომენები არაა იზოლირებული ყოფიერების სხვა სფეროებიდან. თვით კულტურის შიგნითაც მრავალი სფეროა და ყოველ მათგანში ვერ იქნება ადამიანი კომპეტენტური. შემთხვევითი არ იყო კულტურათა გლობალურად გამააზრებელ შპენგლერის წინააღმდეგ კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ამბოხი, რომლებმაც შპენგლერის მრავალგანზომილებიან აზრებში მათი დარგებისათვის შეუსაბამო პრინციპები აღმოაჩინეს (ნელსონი, ნოირატი, ვებერი და სხვები). ვინც კულტურის მრავალსახოვნობას იაზრებს, ზოგჯერ მიდის იმის აღიარებამდე, რომ კულტურის მრავალ სფეროთაგან ზოგიერთი მისთვის მიუწვდომელია (ერთ-ერთმა განაცხადა, რომ მუსიკა მისთვის უცხო სფეროა).

     კულტურის გააზრებაში ერთ-ერთი სიძნელე ისიცაა, რომ კულტურა როგორც სულიერი სფეროს პროდუქტი, შემეცნებისათვის სულის წვდომას მოითხოვს. სული კი მთლიანობაში არასოდეს გამოვლინდება რომელიმე დარგში. დიდია დაშორება ნოუმენსა და ფენომენს შორის. სული, როგორც ნოუმენალური კატეგორია, ფენომენშიმის შესაძლებლობათა ერთ ან რამდენიმე ასპექტს ავლენს. კულტურა, როგორც სულის "საკუთარი თავისაკენ გზის გაკვლევა", სულიერობის ადექვატური არაა.ამდენად, კულტურის იდეის "საფუძველში ის შინაგანი ფაქტი დევს, რომელიც სრული სახით მხოლოდ სიმბოლურად და ბუნდოვანი ფორმით სულის საკუთარი თავისაკენ სვლის გზაა, რადგან სული არასოდეს არაა მხოლოდ ის, რაც მოცემულ მომენტშია, არამედ ყოველთვის უფრო მეტია".

     კულტურის გააზრების ერთ-ერთი სიძნელე სინამდვილის ექსტენსიური და ინტენსიური განზომილების უსასრულობაშია. რამდენი მომენტიც არ უნდა შევიმეცნოთ, შემეცნების გარეთ რჩება სხვა მომენტები. თუ შემეცნებას გავიგებთ როგორც ასახვას, უფრო მეტი შეუსაბამობა მიიღება, რადგან უსასრულო სინამდვილის სასრული ცნობიერების მიერ ასახვა შეუძლებელია. ამიტომ შემეცნების სიძნელეების გამცნობიერებლებმა - რიკერტმა, ვინდელბანდმა და მათ შემდეგ, ვებერმა, რომელმაც სოციოლოგიის საგნად კულტურა გამოაცხადა, სინამდვილის მრავალფეროვნების დაძლევის გზების დასახვა სცადეს. ვინდელბანდმა და რიკერტმა ასეთ გზად, კრიტერიუმად ღირებულების დასახვა გამოაცხადეს. ხოლო ვებერმა შემეცნებას ინსტრუმენტალური ფუნქცია მიანიჭა - შემეცნება გამოაცხადა იმ ინსტრუმენტად, რომელიც სინამდვილეში ორიენტირებისათვის გამოდგება. ამ მიზნით შემოიღო იდეალური ტიპების ცნება. მისი მტკიცებით, ისე როგორც ბიბლიოთეკის კატალოგი არასახავს წიგნების შინაარსს და მხოლოდ ბიბლიოთეკაში ორიენტირებისათვისაა გამიზნული, ასევეა შემეცნებაც: ის რაციონალური მოქმედების ინსტრუმენტია დაგულისხმობს სინამდვილის გადაქმნას. ამ იდეას აგრძელებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკელი სწავლული "მაინტერპრეტირებელი ანთროპოლოგიის" წარმომადგენელი. მისი მტკიცებით, "კულტუროლოგიური ანალიზი ყოველთვის არასრულია. როგორ დიდხანსაც არ უნდა მუშაობდე კულტურის შემეცნების სფეროში, ვერასოდეს მიაღწევ საბოლოო წერტილს. რაც უფრო ღრმაა კულტუროლოგიური ანალიზი, მით უფრო არასრულია. უცნაური მეცნიერებაა კულტუროლოგია. მისი ყველაზე ამომწურავი მტკიცებები მერყევ საფუძვლებს ემყარება და ყოველი მცდელობა, საქმის არსის დაკარგვის გარეშემიზანს მიაღწიოთ, ეჭვს ზრდის, რომ თქვენ იქ არ მიდიხართ, სადაც უნდა მიდიოდეთ".

     კულტურის შემეცნებასთან დაკავშირებულ სიძნელეებს ემატება მკვლევარისა და კულტურის დროულ-სივრცული დაშორებაც. ასევე სულიერი განსხვავება მკვლევარსა და კვლევის ობიექტს შორის. რუსი, ინგლისელი, გერმანელი თუ სხვა ერის წარმომადგენელი, იკვლევს ჩინურ, ინდურ, ბერძნულ, რომაულ, ანტიკურკულტურებს. ეს კულტურები ამჟამად მკვდარია. თანამედროვე მკვლევარს ამ კულტურათა ძეგლებთან აქვს საქმე, ეცნობა ამ კულტურათა ღირებულებებს წერილობითი წყაროებით, ნანგრევებითა თუ სხვა ძეგლებით, მკვდარ კულტურათა ენით. მკვლევარის ამოცანაა მისი კულტურიდან ყოველმხრივ განსხვავებულ დადაშორებულ კულტურის საზრისს სწვდეს და გააკეთოს იმ ეპოქის ინტერპრეტაცია, რომლის მოწმე და მონაწილეც არ ყოფილა. მისთვის გამორიცხულია საკუთარი ეპოქისა და კულტურის ღირებულებათა მიყენება წარსული კულტურის საზრისის საწვდომად. არათუ ენები, არამედ ის სიტყვებიც, რომლებიც დღესაც საერთაშორისო ენობრივი მნიშვნელობისაა, მაშინ სხვა საზრისის მატარებელი იყო, ვიდრე დღეს. თუ მკვლევარი ძველი ბერძნული კულტურის წყაროში ამოიკითხავს, რომ სოფისტების შეკრებას ან სხვა თავყრილობას მინისტრი ესწრებოდა და მინისტრის ცნებას დღევანდელი მნიშვნელობით გაიგებს, მისთვის ამ კულტურაში შესასვლელი კარები დაიხურება, რადგან მაშინ მინისტრი უზანგის დამჭერს ნიშნავდა, დღეს კი მინისტრი მთავრობაში უმაღლესი რანგის ჩინოვნიკია (ლოსევი). თუ დღევანდელი ადამიანი,რომელსაც უნახავს კოსმოდრომები, მათი აღნაგობის მსგავს რამეს დაინახავს ძველი კულტურების ყოფიერების ადგილზე და დაასკვნის, რომ ანტიკურობაშიც ჰქონია ადგილი კოსმოსურ ფრენებს, როგორც ეს ერთ-ერთ ფილმშია ნაჩვენები, ის კვლავ ასცდება წარსული კულტურის წვდომის გზას. არც ერთ ვითარებაში წარსული კულტურის გასაგებად თანამედროვესთან ანალოგია არ გამოდგება. დროთა მსვლელობაში ყველაფერი იცვლება: ღირებულებათა სისტემა, ცხოვრების წესი და ამიტომ ამოცანა დგება: შემმეცნებელმა წარსული კულტურა შეისწავლოს არა თანამედროვე კულტურებთან ანალოგიით ან რედუქციით, არამედ წარსულ კულტურების ათვისიმანენტურ ღირებულებათა და ნორმათა გააზრებით. ეს კი მის ხედვის არეალში ძნელად მოსაპოვებელია. ამიტომაა კულტურათა ინტერპრეტაციებში ესოდენ უჩვეულო სიმრავლე.

     თუ შემმეცნებელი და შესამეცნებელი ერთიდაიგივე, თანამედროვე ეპოქისაა, მხოლოდ განხვავებულ ეთნოსებს ეკუთვნის, ამ შემთხვევაშიც მისი შემეცნება სრულყოფილი ვერ იქნება, რადგან უცხო ეთნოსის ღირებულებებს ის საკუთარ ღირებულებათა შუქზე ხედავს. თუ მწერლის ანალოგიას მოვიშველიებთ, ეს იქნება საკუთარ თეატრში უცხო პიესის დადგმის მცდელობა. უცხო სამყაროში იმდენად შინაგანად შეჭრა შეუძლებელია, რომ ის მთლიანად მოერგოს უცხო ერის ღირებულებათა სისტემას, ხასიათსა და ჩვევებს, ტრადიციებსა და კანონებს. არის შემთხვევა, როდესაც უცხო ერის ნაწარმოების ინსცენირება თეატრსა და კინოში წარმატებით მთავრდება, მაგრამ ეს მისი ადექვატური გაგებისა და გამოხატვის შედეგი კი არაა, არამედ ორ კულტურას შორის მსგავსების საფუძველზეა. ვის არიზიდავს, მაგალითად, იტალიური მოთხრობის "ქვევრის" ქართულ კინოში ინსცენირება. ქართველისათვის ეს დიდი და ამაღლებული გრძნობების გამომწვევი დადგმაა, იმიტომ, რომ ჩვენ ორ ერს სამხრეთული ექსპანსიურობა გვახასიათებს. იტალიელსაც შეიძლება ის მოსწონდეს, მაგრამ ბევრ ისეთ მომენტს დაინახავს, რაც არაასაკუთრივ იტალიური. შექსპირს ინგლისელები რომ ითამაშებენ, ისე სხვა ქვეყნის მსახიობი ვერ ითამაშებს, რადგან ინგლისელის ხასიათი უცხოსათვის არაა შინაგანი, ასე რომ, უცხო კულტურაში შეღწევა ყოველთვის პრობლემაა. ეს ფაქტი ანტიისტორიზმის წარმომადგენლებმა დიდი ხანია, გააცნობიერეს, რაც ისტორიის მეცნიერების უარყოფის საბაბად გამოიყენეს. ამ ვითარების მხატვრული ასახვაა ელზა ტრიოლეს რომანი "დიადი არასდროს" გმირის რეჟის ლალანდის მტკიცება, რომ "ისტორიკოსი ჰგავს იმ რეჟისორს, რომელიც უცხო პიესას დგამს, რაც სინამდვილის დამახინჯებაა. თითქოს რეჟისორს ყველაფერი ხელთ აქვს: ცხოვრება სხვა ქვეყანაში, მისი მოქალაქეები, მისი ხელოვნება და დამწერლობა, ყველა საჭირო საბუთი, მაგრამ მაინც ნახეთ ფრანგი, რომელიც ამერიკელმა ამერიკის სცენაზე ითამაშა, ანდა აზია ევროპის სცენაზე. წარმოდგენილი მაქვს, როგორ გაოცდებოდა არისტოფანე ან შექსპირი... ჩვენი წარმოდგენა წარსულზე, უკეთეს შემთხვევაში, კარიკატურაა... როგორც ბევრ სხვას, მე არ მწამს ისტორიული სიმართლის დადგენის შესაძლებლობა. წარსულის შემოწმება შეუძლებელია. მაშასადამე, იგი სადავო და არასარწმუნოა. მსოფლიო ისტორია ისე იწერება, როგორც თანამედროვე გაზეთები წერენ. ფაქტებიც კი სადავოა, ხოლო საზრისი კი, მთლიანად გაზეთის მიმართულებაზეა დამოკიდებული. მოვლენათა სურათი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რა კუთხით განიხილავს მას ჟურნალისტი ან ისტორიკოსი".

     წარსულ კულტურათა კვლევაში საუკუნოებრივად გამტკიცებული სტერეოტიპებიც ზოგჯერ ისეთ რყევას განიცდიან, რომ სრულიად საპირისპირო განზომილებაში წარმოგვიდგენენ წარსულ კულტურათა მოღვაწეებსა და მათ ნაღვაწს. ბერძნული და ევროპული კულტურების მიმართ ასეთი რადიკალური პოზიციის ცვლილებაა კარლ პოპერის ეგრეთ წოდებული "საღვთო ფილოსოფოსებისადმი" დამოკიდებულება. მან ღირებულებათა რადიკალური გადაფასება მოახდინა და ამ გზით, პლატონი, არისტოტელე, ჰეგელი, მარქსი, ტოტალიტარიზმის მამებად გამოაცხადა. ფილოსოფიის ერთ-ერთი ისტორიკოსი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან საერთოდ უარყო ანტიკურობის ცნობილი მოაზროვნეების არსებობა, ყოველ შემთხვევაში, მათი ნაშრომების ანტიკურობისადმი კუთვნილება იმ მოტივით, რომ დღეს ტომებად დასტაბმული მათი შრომები მილიონ ხარის ტყავზეც არ დაეტეოდა. ასეთი რადიკალურად დაპირისპირებული ინტერპრეტაციები თანამედროვე კულტურათა გაგებაშიც არსებობს. მკვლევარისათვის მისი თანამედროვე კულტურის წვდომაც სიძნელეებთანაა დაკავშირებული. ის ცხოვრობს გარკვეულ წერტილზე, განსაზღვრულ დროულ მონაკვეთში, თავისი ღირებულებათა სისტემით და ხედავს მის გარშემო არსებულ კულტურას. ჰეგელი ამას "საკუთარი ჭუჭრუტანიდან ხედვას" უწოდებდა. ეს ჭუჭრუტანა თავიდანვე ზღუდავს მისი შემეცნების არეალს. მისი ცნობიერება ვერ იქნება დაუინტერესებელი, რადგან მისი ატიტუდები განსაზღვრულია როგორც პიროვნული, ასევე სოციალური ჯგუფისა და მისი სტატუსის შესაბამისი ღირებულებებით. თეოდორ ლესინგის თქმით, კულტურის ისტორია "თითქოს თიხის ნაჭერია და მექოთნის ხელში იძენს ფორმას, იძერწება, იხვეწება, მრგვალდება და ლარნაკი ხდება". მისი აზრით, ყოველი ისტორიული კულტურა თავისთავად უსაზრისოა და მას ისტორიკოსი უკანა კარით ასაზრისიანებს. ისტორია კულტურათა სასაფლაოა "მკვდარი საკუჭნაოა, რომელსაც აყვავებულბაღად ადამიანის სულის ფანტაზია გადააქცევს. ისტორიკოსი ადამიანთა მოდგმის მკურნალს ემსგავსება, რომელიც კულტურის ისტორიას მნიშვნელობას ანიჭებს.

     კულტურის გააზრებას აძნელებს კულტურის ცნების მრავალმნიშვნელოვანობაც. ყველაფრის მიმართ გამოიყენება კულტურის ცნება. ერთი შეხედვით უმნიშვნელომოქმედებების მიმართაც, როგორიცაა ჭამის, ჩაცმის, სიარულის, ქცევის კულტურა. კულტურით აღინიშნება როგორც ყოფიერების ცალკეული სფეროები, ასევესხვადასხვა სახის სოციალური ჯგუფების ყოფიერება; კულტურით აღინიშნება რეგიონული და გლობალური ხდომილებებიც. ამიტომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში,კულტურაზე მსჯელობა ამ ცნების მნიშვნელობის დაზუსტებას მოითხოვს.

     სიძნელეები კულტურის გააზრებაში აღნიშნულით არ ამოიწურება. ზოგიერთი მათგანი სალექციო კურსის განხილვისას იქნება გაანალიზებული. ზემოთ აღნიშნული, ნეკრასოვის პერიფრაზირებით რომ ვთქვათ, არის განაზრებანი კულტურის სადარბაზოში შესასვლელად. მთავარია, რომ აღნიშნულის მიუხედავად, კულტურის მკვლევართა არმია სულ უფრო იზრდება, რომელთაც მოძრაობა უხდებათ, ჰაიდეგერის ენაზე რომ ვთქვათ, "ტყის ბილიკებით", რომელთა დახასიათება ვაჟასთან ასე ჟღერს:

     "გზას ვამბობ, თორემ რა გზაა,

     ვიწრო ბილიკი კლდეზედა?

     სავალად მეტად ძნელია,

     ფეხს ძლივს აცილებს ფეხზედა".

ამოსაბეჭდი ვერსია:

კულტურის გააზრების სიძნელეები

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 651

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters