სარაინდო ფათერაკთა ძიებიდან პოლიტიკურ ფათერაკთა ძიებამდე

     რაინდს ევალებოდა მუდმივი ზრუნვა საკუთარ დიდებაზე. ეს კი თავს მხრივ ითხოვდა მისი უძლეველობის ახალ და ახალ დადასტურებას ახალ და ახალ გამოცდას. შეუდარებელ რაინდ ივეინს შეეძლო ახლადშერთულ მეუღლესთან დარჩენილიყო, მაგრამ ახალი ფათერაკების საძიებლად მიემგზავრება. მეგობრები თვალყურს ადევნებდნენ, რომ ოჯახურმა ცხოვრებამ ივეინი მეტისმეტად არ გაანაზოს. ივეინმა არ უნდა დაივიწყოს, რომ მის დიდებას გამუდმებით სჭირდება დადასტურება. რაინდმა უნდა იხეტიალოს მანამ, სანამ არ მიცემა ორთაბრძოლის საშუალება. თუ ომი არაა, ის ბრძოლაში იწვევს პირველივე შემხვედრ რაინდს, რათა დაიმკვიდროს თავისი ადგილი იერარქიაში, რომელიც დამოკიდებულია დამარცხებულ რაინდთა რიცხვსა და თვისებრიობაზე. რაინდმა არ უნდა მოითმინოს სხვისი დიდება და შეერკინოს უცნობს, რომლის დიდებასაც მის ყურამდე მიუღწევია.

     "ვეფხისტყაოსანში" ეს მოტივები შედარებით სუსტადაა გამოხატული, სამაგიეროდ, ქართული შუასაუკუნეების მეორე სარაინდო "პოემა" "ამირანდარეჯანიანი" ამ მოტივების გაუთავებელ (და ზოგჯერ უსისტემო) გამეორებას წარმოადგენს, რაც ადასტურებს, რომ ევროპელი რაინდის იმიჯისათვის დამახასიათებელი ეს პარამეტრიც კარგად იყო ცნობილი შუა საუკუნეების საქართველოში.

     შეიძლება დაიბადოს კითხვა, რა ჯანდაბად სჭირდებოდა რაინდს, რომელსაც ათასი სახელოვანი რაინდი ჰყავდა დამარცხებული, ათას მეერთეს დამარცხება? ეს არ იყო გამოწვეული მხოლოდ თავგადასავლის გაუთავებელი ძიეიბით, როგორც რაინდული ცხოვრების

     მაკონსტრუირებელი ელემენტით (თუმცა არც ეს მომენტია გამოსარიცხი). საკუთარი მაღალი ფორმის კვლავ და კვლავ დადასტურება აუცილებლობით გამომდინარეობდა ფეოდალური საზოგადოების ფუნქციონირების წესისაგან, რაც გულისხმობდა იერარქიაში საკუთარი ადგილის კვლავ და კვლავ დადასტურებას. ამ მხრივ შუა საუკუნეების რაინდი წააგავდა ნაყოფიერების ქურუმს ფრეიზერის ცნობილი "ოქროს რტოდან", რომელსაც გაუთავებლად უნდა ემტკიცებინა, რომ იგი ნაყოფიერების ყველაზე მაღალ მუხტს შეიცავს. თუ რაინდი ვეღარ ამარცხებს მოწინააღმდეგეს, ის სოციუმის თვალში ვეღარაა უფლებამოსილი - ეკავოს იერარქიაში ის ადგილი, რომელიც მას უკავია. წარსული დამსახურება მხედველობაში არ მიიღება.

მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა

     რაინდის ქცევის სტერეოტიპის შემდეგ აუცილებელ ატრიბუტს სარაინდო სოლიდარობა წარმოადგენდა, რომელიც პროლეტარულ სოლიდარობას შეიძლება შევადაროთ. სარაინდო სოლიდარობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა პატივისცემას დატყვევებული რაინდების მიმართ, თუნდაც ამ უკანასკნელს ავი საქმე ჰქონოდა ჩადენილი. ასწლიანი ომის დროს ინგლისელები კრესისა და პუატიეს ბრძოლებში ტყვედ აყვანილ ფრანგ რაინდებთან ერთად ქეიფობდნენ და ტურნირებს მართავდნენ. 1389 წელს, როდესაც ინგლისელთა ბანაკში დიზინტერია გაჩნდა ისინი სამკურნალოდ ფრანგებთან დადიოდნენ, რის შემდეგაც ბრძოლას აგრძელებდნენ. ეს მოტივი სათანადოდაა ასახული შუა საუკუნეების ლიტერატურაში. გამურეტი ტყვედქმნილ მეფე რაცალიგს, რომელმაც მისი მიჯნურის ქალაქს მრავალი უბედურება დააწია, ისე ხვდება როგორც თავის სწორს. როგორც ეშენბახი აღწერს, გამურეტი დამარცხებული მოწინააღმდეგის მიმართ არავითარ მტრულ გ რძნობას არ განიცდის, სანადიმო მაგიდაზე მიიწვევს და უმასპინძლდება როგორც თავის სწორს. თავი მხრივ, რაცალიგი გამურეტს თავის სუზერენად აღიარებს.

     ზუსტად ასეთივე ვითარებაა აღწერილი "ვეფხისტყაოსანში" როდესაც ტარიელი ხატაეთის მუხთალ მეფე რამაზს შეიპყრობს და ფარსადანს მიჰგვრის, ასეთი რამ ხდება:

     რამაზ მეფე მის წინაშე შეპბყრობილი მივიყვანე;

     ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე...


     რამაზს უბრძანებს: "იცოდე, გაგზავნით შეწყალებულსა,

     მაგრამ ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა...


     ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა...

     რასაკვირველია, ინდოთ ხელმწიფეს ხატაელთა მეფის ნახვა და შეწყალება უფრო პრივატულ ატმოსფეროშიც შეეძლო, მაგალითად, თავის კაბინეტში, მაგრამ ნადიმზე შეწყალებას და ვასალიტეტის აღიარებას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ როგორც "პარციფალში", ისე "ვეფხისტყვაოსანში" ვასალიტეტის აღიარება და მოწინააღმდეგის შეწყალება სუფრასთან ხდება, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნადიმზე წყალობა არ ატარებს პრივატულ ხასიათს, იგი საჯაროა და ყველას შეუძლია თვალნათლივ დარწმუნდეს მასში. არსებითია სხვა რამეც: შუასაუკუნებრივი ნადიმის სტრუქტურა შუასაუკუნებრივი სოციუმის მოდელირებას ახდენს. ერთშიც და მეორეშიც ყველაფერი მკაცრადაა რეგლამენტირებული, ერთშიც და მეორეშიც ყველა ვალდებულია იცოდეს თავისი ადგილი და მისი დამრღვევის მიმართ ერთნაირად გამოიყენება სანქციები. აქედან გამომდინარე, სანადიმო წესრიგში ჩართვა სოციალურ წესრიგში ჩართვის ტოლფასია, ამიტომაც ვასალიტეტის ფიცის აღიარება სუფრაზე უნდა მოხდეს.

     ქართველებს ბევრი ლაპარაკი გვიყვარს იმაზე, რომ ჩვენი წინაპრები უმნიშვნელოვანეს საკითხებს სუფრაზე წყვეტდნენო. ვინმე ენაკვიმატს შეეძლო მწარედ ეხუმრა, ამიტომაც გადაწყვიტეს ესე კარგადო. მაგრამ ეს არსებითი არაა, უფრო მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე მითითება, რომ პრინციპში ყველა შუასაუკუნეობრივი ერი თავის უმნიშვნელოვანეს საკითხს სუფრასთან წყვეტდა, რამეთუ ვიმეორებ, სუფრისეული წესრიგი მსოფლიო თუ სოციალური წესრიგის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებას წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით კულტურის იტალიელი ისტორიკოსი ფრანკო კარდინო წრს: "ვიკინგებში, ისევე როგორც სხვა ხალხებში, ნადიმის დროს სრულდებოდა წმინდა რიტუალები, მაგალითად, საკრალური ზედაშეს შეწირვა აღთქმის მიღებასთან დაკავშირებით. შესაძლოა ნადიმის რიტუალურ მნიშვნელობასთან არის დაკავშირებული ახალი გმირობის ჩადენის აღთქმასთან დაკავშიერებული წესიც ეს თავისებური ნებაყოფილობითი ვალდებულებაა. მოწმედ ღმერთებს და საბრძოლო მეგობრებს უხმობენ. ამით მეომარი თითქოსდა იმაღლებს თავის პრესტიჟს თანამეინახეთა თვალში. რამდენიმე საუკუნის შემდეგ რაინდული აღთქმაც სუფრაზე წარმოითქმებოდა". იგივე ავტორი ამტკიცებს, რომ არსებობს ანალოგია ბრძოლით, ნადიმით და ნადირობით მიღებულ სიამოვნებას შორის შუა საუკუნეების კულტურაში და რომ ფეოდალურ საზოგადოებაში ამ სამ ქმედებას შორის მხოლოდ რაოდენობრივი და არა თვისობრივი განსხვავება არსებობს.

     რომ ქართულ ნადიმს ერთდროულად სოციალური და იერარქიული ხასიათი აქვს ჯერ კიდევ XVII საუკუნის ფრანგმა მოგზაურმა შარდენმა შეამჩნია. იგი წერდა: "მდაბიონი ჯდებიან გრძელ მერხზე და წინ იდგამენ ასეთივე სიმაღლის მეორე სადგამს, რომელიც მაგიდის მაგივრობას წევს. მთელი ჯამ-ჭურჭლი ხისაა. დიდებულებს ცოტაოდენი ვერცხლეულობა აქვთ. ამ ქვეყანაში ჩვეულების თანახმად, ყველანი განურჩევლად სქესისა, ერთად ჭამენ (ესეც რუს მწერალ ასტაფიევს, რომელიც ამტკიცებდა, ქართველები სუფრაზე ქალს არ აკარებენო - კ.კ.) - მეფე და მთელი მისი ამალა, მეჯინიბეების ჩათვლით, დედოფალი, სეფე-ქალები, მისი ასულები, მოახლეები და ყველა თანმხლები პირნი უკანასკნელ ლაქიამდე. თუ არ წვიმს, ჭამენ გარეთ. სხდებიან წრიულად ან რიგებად სუფრის თავში ან ბოლოში თავიანთი საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით (ხაზი ჩვენია - კ. კ.). სტუმრებს და მეგობრებს აიძულებენ სვან ღვინო უკანასკნელ შესაძლებლობამდე და ამავე დროს ერთმანეთს მიმართ ვენ ზრდლობითა და ქათინაურებით".

     საინტერესო სურათია საზოგადოებისა, სადაც ყველამ იცის თავისი ადგილი და ეს ადგილი სუფრის ადგილსა და მის წევრთა ურთიერთობაში ვლინდება. მართალია, დღეს ქართველთა შორის ვეღარ ჰპოვებ ჩვენს წინაპართა თვისებებს, მაგრამ ერთი რამ კი უეჭვლი რჩება - ქართული ნადიმის სტრუქტურა იმ იერარქიული სტუქტურის უნაკლო გამოსახულებაა, რომელიც ერთნაირად სუფევს ჩვენს თავებშიც და ჩვენს გარემომცველ სინამდვილეშიც.

კახა კაციტაძე

საზოგადოება და პოლიტიკა N2 (1999)

ტეგები: ", , კახა_კაციტაძე, პოლიტიკა, , Qwelly, ისტორია, კაციტაძე, კაციტაძე", კულტურა, საქართველო, სოციოლოგია, სტატიები

ნახვა: 1100

ბლოგ პოსტები

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Qwelly World

free counters