კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 18

შესავალი

      დაკვირვების, როგორც კვლევის პროცესის, გამორჩეული ნიშანი ბუნებრივად შექმნილ სოციალურ სიტუაციებში „ცოცხალი“ მონაცემების შეგროვების შესაძლებლობაა. ასე მკვლევარს შეუძლია, უშუალოდ ადევნოს თვალი ადგილზე მიმდინარე მოვლენას და არ დაეყრდნოს მეორად (სხვისგან მოწოდებულ) ანგარიშებს. მყისიერი გაცნობიერების ან უშუალო შემეცნების კვლევის ძირითად მოდელად გამოყენებას გაცილებით ვალიდური ანუ აუთენტური მონაცემების მოცემა შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ სხვა გაშუალებულ ან დასკვნით მეთოდს. ეს დაკვირვების განსაკუთრებული სიძლიერეა. მას სხვა მიმზიდველი მახასიათებლებიც აქვს. როგორც რობსონი (2002: 310) ამბობს, ადამიანების ნამოქმედარი შეიძლება განსხვავდებოდეს ამავე ნამოქმედარის შესახებ მათივე მონაყოლიდან, დაკვირვება კი რეალობის შემოწმების შესაძლებლობას იძლევა. ის მკვლევარს ყოველდღიურ ქცევაზე სხვა თვალით დაკვირვების საშუალებასაც აძლევს, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება ბუნებრივ და მოსალოდნელ ქცევად მიჩნეულიყო, ან შეუმჩნეველი დარჩენილიყო (Cooper and Schindler 2001: 374). ეს მიდგომა მონაცემთა ჩასაწერად კარგად მოწესრიგებულ ცხრილებს იყენებს, რითაც თავიდან გვაცილებს ისეთ პრობლემებს, რომელთაც დაკვირვების აქტსა და ჩასაწერ მოვლენას შორის არსებული დროის ინტერვალი იწვევს, მაგალითად, შერჩევითი ან მცდარი მოგონება. და ბოლოს, პროცედურული თვალსაზრისით, ზოგ მონაწილეს შეიძლება დამკვირვებლის არსებობა ერჩიოს ჩაძიებულ, დროის დამკარგავ ინტერვიუსა თუ გამოკითხვას.

      დაკვირვება შესაძლებელია ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა კლასში წიგნების რაოდენობა, კლასში მოსწავლეთა რაოდენობა და მოცემულ დროს ბიბლიოთეკაში შესულ მოსწავლეთა რაოდენობა. დაკვირვება შესაძლებელია კლასში მიმდინარე მოვლენებზეც, მაგალითად, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის საუბრის ხანგრძლიობა, მოსწავლეებს შორის სხვადასხვა თემაზე საუბრისა და ერთობლივი ჯგუფური მუშაობის ხანგრძლიობა. გარდა ამისა, დაკვირვებისას კონცენტრაცია შესაძლოა ისეთ ქცევებზე ან თვისებებზე გაკეთდეს, როგორიცაა მასწავლებლის კეთილგანწყობა, მოსწავლეებს შორის აგრესიული თუ ასოციალური ქცევის ხარისხი.

      აქ უჩინარი კონტინუუმი შეგვიძლია დავინახოთ რეალური ფაქტების დაკვირვებიდან სიტუაციის მკვლევარისეულ ინტერპრეტაციამდე და შეფასებამდე, რომელშიც იწერება დაკვირვების შედეგები. უშუალოდ დაკვირვების პროცესში ბუნდოვანია რა ითვლება მონაცემად, ვინაიდან ის, თუ რას ვაკვირდებით, დამოკიდებულია როდის, სად და რამდენ ხანს ვაკვირდებით, ასევე, რამდენი დამკვირვებელია და როგორ ვაკვირდებით. ის დამოკიდებულია იმაზეც, თუ რას მივიჩნევთ ძირითადი, ფარული (ლანეტნური) კონსტრუქტის მტკიცებულებად ან მის ჩამნაცვლებლად. ზემოთ მოცემულ მაგალითში ის, თუ რა ითვლება ასოციალური ქცევის მტკიცებულებად, ვალიდურ და სანდო ოპერაციულ განსაზღვრებას საჭიროებს. დამკვირვებელმა უნდა გადაწყვიტოს, „რა არის დაკვირვების ინდიკატორი“, მაგალითად: სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნის ცვეთა მისი პოპულარობის მაჩვენებელია, მკითხველების უყურადღებობის თუ მოსწავლეთა დესტრუქციული ქცევის? შედეგის მიხედვით ვერ დავასკვნით მიზეზზე, დაკვირვების მონაცემიდან - განზრახვაზე და რეაქციიდან - სტიმულზე.

      დაკვირვების მონაცემები კონტექსტზეა დამოკიდებული და ძლიერი ეკოლოგიური ვალიდობითაც გამოირჩევა (Moyles 2002). ეს მკვლევარს საშუალებას აძლევს, ჩაწვდეს პროგრამების კონტექსტს, უფრო ღია და ინდუქციური იყოს, დაინახოს სხვა შემთხვევაში უნებურად შეუმჩნევლად დარჩენილი მოვლენები და საგნები, აღმოაჩინოს, ის, რაზეც მონაწილეებმა შეიძლება ვერ შეძლონ ღიად საუბარი ინტერვიუს პროცესში, გასცდეს აღქმით მოპოვებულ მონაცემებს (მაგალითად, მოსაზრებებს ინტერვიუში) და პიროვნულ ცოდნამდე მიაღწიოს. ვინაიდან დასაკვირვებელი შემთხვევები ნაკლებად პროგნოზირებადია, მონაცემების შეგროვების ამ მეთოდში ყოველთვისაა გარკვეული სიახლე, რაც ხშირად აკლია სხვა მეთოდებს, მაგალითად, კითხვარებს ან ტესტებს.

      მკვლევარს დაკვირვების (Morrison 1993: 80) გამოყენებით მონაცემების შეგროვება შეუძლია:

  • ფიზიკური გარემოს შესახებ (მაგალითად, ფიზიკური გარემო და მათი მოწყობა).
  • ადამიანური გარემოს შესახებ (მაგალითად, ადამიანთა გაერთიანება, დასაკვირვებელი ჯგუფების შემადგენლობა და მახასიათებლები ან ინდივიდების მახასიათებლები, მაგალითად, სქესი და სოციალური კლასი).
  • ინტერაქციული გარემოს შესახებ (მაგალითად, მიმდინარე ურთიერთქმედებები, ფორმალური, არაფორმალური, დაგეგმილი, დაუგეგმავი, ვერბალური, არავერბალური და ა. შ.).
  • პროგრამული გარემოს შესახებ (მაგალითად, რესურსები და მათი მოწყობა, პედაგოგიური სტილი, სასწავლო პროგრამები და მათი სტრუქტურა.

      გარდა ამისა, დაკვირვების მონაცემები შეიძლება სასარგებლო იყოს არავერბალური ქცევის, ბუნებრივ ან ხელოვნურ სიტუაციებში მიმდინარე ქცევის და ლონგიტუდური ანალიზის ჩასაწერად (Bailey 1994: 244). მეორე მხრივ, ბუნებრივ გარემოში დაკვირვებაზე კონტროლის ნაკლებობამ დაკვირვება შეიძლება ნაკლებად სასარგებლო გახადოს, ვინაიდან მას თან ახლავს გაზომვის სირთულეები, მცირე შერჩევასთან დაკავშირებული პრობლემები, დასაკვირვებელ გარემოში შეღწევის უფლების მოპოვების სიძნელეები და ანონიმურობის შენარჩუნების პრობლემა (Bailey 1994: 245 – 6). დაკვირვება შეიძლება მძლავრი საკვლევი იარაღი იყოს, მაგრამ მასაც აქვს თავისი სირთულეები, რაზედაც ამ თავში ვისაუბრებთ.

      პატონის (1990: 202) აზრით, დაკვირვების მონაცემები მკვლევარს სიტუაციის დანახვისა და გაგების საშუალებას უნდა აძლევდეს. მკვლევრის ხელთაა დაკვირვების ნაირსახეობები არასტრუქტურირებულიდან სტრუქტურირებულ დაკვირვებამდე და დაუგეგმავიდან წინასწარ დაგეგმილამდე. ძლიერ სტრუქტურირებული დაკვირვებისას წინასწარ არის ცნობილი რას აკვირვებიან (ანუ წინასწა დაგეგმილი დაკვირვება) და ამიტომ კვლევის დაწყებამდე აქვთ განსაზღვრული დასაკვირვებელი კატეგორიები. ნახევრად სტრუქტურირებული დაკვირვებისას წინასწარ კი არსებობს დაკვირვების საკითხების ნუსხა, მაგრამ ნაკლებად დაგეგმილი ანუ ნაკლებად სისტემატური მონაცემების შეგროვება სწორედ ამ საკითხების შესასწავლად ხდება, შედარებით ნაკლებად მოწესრიგებული და სისტემური სახით. არასტრუქტურირებული დაკვირვებისას ნაკლებად იციან, რას ეძებენ, ამიტომ უწევთ სიტუაციაში შესვლა და იმის განსაზღვრა, თუ რა ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კვლევისთვის. სტრუქტურირებული დაკვირვებისას უკვე წინასწარ აქვთ ჰიპოთეზები და დაკვირვების მონაცემები მათ დასადასტურებლად ან უარსაყოფად გამოიყენება. რაც შეეხება ნახევრად სტრუქტურირებულ, განსაკუთრებით კი, არასტრუქტურირებულ დაკვირვებას, ისინი ჰიპოთეზების ჩამოსაყალიბებლად უფრო ამოწოდებული ვიდრე - მათი შემოწმებისთვის. ნახევრად სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული დაკვირვებების შემთხვევაში, ჯერ დაკვირვების მონაცემებს განიხილავენ და შემდეგ იწყებენ დაკვირვებული ფენომენის ახსნას.

      მართალია, შეიძლება იმის მტკიცება, რომ ყველა ტიპის კვლევა, ზოგადად, მონაწილის დაკვირვების გარკვეული ფორმაა, ვინაიდან ვერ შევისწავლით სამყაროს, თუ მისი ნაწილი არ ვიქნებით (Adler and Adler 1994), გოლდი (Gold 1958) დაკვირვებაში მკვლევრის როლის კარგად ნაცნობ, კონტინუუმზე მოცემულ, კლასიფიკაციას გვთავაზობს. აქ ერთ ბოლოში მკვლევარი სრულად მონაწილეა, რასაც მოსდევს მონაწილე, როგორც დამკვირვებელი, შემდეგ - დამკვირვებელი, როგორც მონაწილე და ბოლოს მოცემულია მკვლევარი, როგორც სრული დამკვირვებელი. ამგვარად, ესაა კონტინუუმი სრული მკვლევრის მონაწილეობის სიტუაციიდან სრულ განცალკევებულობამდე, რომლის შუა წერტილში დაბალანსებულია მკვლევრის ჩართულობა, სიახლოვე და დისტანცია, ნაცნობობა და უცნობობა. სრული დამკვირვებლის შემთხვევაში ტიპურია ცალმხრივი სარკის (ჰეზელის მინის), ვიდეო-აუდიო ჩანაწერისა და ფოტოების გამოყენება, ხოლო სრული მონაწილეობა მკვლევრისგან ჯგუფის წევრის როლის მორგებას ითხოვს.

      ტრადიციულად, დაკვირვება ჩაურევლობით ხასიათდება (Adler and Adler 1994: 378), როდესაც მკვლევრები არ ცდილობენ სიტუაციით ან სუბიექტებით მანიპულირებას, არაფერს ეკითხებიან მათ და არც „ახალ პროვოკაციებს“ ქმნიან მიზანმიმართულად (Adler and Adler 1994: 378). რაოდენობრივ კვლევას ვიწრო ფოკუსი აქვს: დასაკვირვებელ მოვლენას ერთწუთიან ფრაგმენტებად ყოფენ, რომელიც შემდგომში ცვლადის სახით ერთიანდება. ამის საპირისპიროდ, თვისებრივ კვლევას მკვლევარი დასაკვირვებელი სამყაროს ფენომენოლოგიურ კომპლექსურობაში შეჰყავს, სადაც დროთა განმავლობაში, გაშლილი სიტუაციების, კავშირების, მიზეზებისა და კორელაციების დაკვირვებაა შესაძლებელი. თვისებრივი მკვლევარი მოვლენების დინამიკური ბუნების ასახვას, დროში ცვალებადი ტენდენციებისა და პატერნების მოძიებას ესწრაფვის.

      თუ წინასწარ ვიცით, რისი დაკვირვება გვინდა, ანუ, თუ დაკვირვების მიზანია ელემენტების გამოჩენის, მათი არსებობისა და სიხშირის აღრიცხვა და შესაძლოა სიტუაციების ერთმანეთთან შედარება, მაშინ დროის ეკონომიის თვალსაზრისით, უფრო მიზანშეწონილი იქნება წარმოება დაკვირვების წინასწარ მომზადებული ცხრილებით. მეორე მხრივ, თუ გვინდა სიტუაციის გაგება და მისი შემადგნელი ელემენტების „გამოვლენა“ იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორ განსხვავდებიან სიტუაციები ერთმანეთისგან, მაშინ ნაკლებად სტრუქტურირებული დაკვირვება იქნება მოსახერხებელი.

      სტრუქტურირებული დაკვირვების მომზადებას ბევრი დრო სჭირდება, მაგრამ, ვინაიდან კატეგორიები წინასწარაა გამოყოფილი, მიღებული მონაცემების ანალიზი საკმაოდ სწრაფად ხდება; ხოლო არასტრუქტურირებული მიდგომისას კვლევა სწრაფად მზადდება, თუმცა მონაცემების ანალიზს გაცილებით მეტი დრო სჭირდება. პირველი მიდგომა მკვლევრის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამიტომ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი გარემოდან რომელიმეს ასპექტები, თუ ისინი დაკვირვების ცხრილში არ იქნება წინასწარ შეტანილი, ანუ, ეს მიდგომა სელექციურად უდგება სიტუაციებს. მეორე მხრივ, მეორე მიდგომა მონაწილეების გეგმას მიჰყვება, ანუ, იმაზე რეაგირებს, რასაც ხედავს და, მაშასადამე, იმთავითვე ადეკვატურია არსებულ სიტუაციასთან. დაკვირვების სელექციურობა სიტუაციიდან მომდინარეობს და არა - მკვლევრისგან, იმ თვალსაზრისით, რომ, მან წინასწარ არ იცის ამ საკითხების წამოჭრის შესახებ. სტრუქტურირებული დაკვირვება ჰიპოთეზების შემოწმებისთვის გამოდგება, არასტრუქტურირებული კი სიტუაციის მდიდარ აღწერას იძლევა, რამაც, თავის მხრივ, ჰიპოთეზების ჩამოყალიბებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ფლიკის (1998: 137) აზრით, დაკვირვება ხუთ სხვადასხვა განზომილებაში უნდა განვიხილოთ:

  • სტრუქტურირებული, სისტემატური და რაოდენობრივი დაკვირვება - არასტრუქტურირებული, უსისტემო და თვისებრივი დაკვირვება;
  • მონაწილის დაკვირვება - არამონაწილის დაკვირვება;
  • ღია დაკვირვება - ფარული დაკვირვება;
  • დაკვირვება ბუნებრივ გარემოში - დაკვირვება არაბუნებრივ, ხელოვნურ გარემოში (მაგალითად, „ლაბორატორიის“ ან გამოგონილ სიტუაციაში);
  • თვითდაკვირვება - სხვათა დაკვირვება.

      კუპერსა და შინდლერს (2001: 375) მიაჩნიათ, რომ დაკვირვება სამ განზომილებაში შეგვიძლია განვიხილოთ:

  • უშუალოა დაკვირვება თუ არა: უშუალო დაკვირვება მკვლევრის სიტუაციაში ყოფნას მოითხოვს, ხოლო გაშუალებული ანუ არაპირდაპირი დაკვირვებისთვის ჩამწერი აპარატურაც საკმარისია (მაგალითად, ვიდეო კამერები).
  • ღია ან ფარული დაკვირვება: როდესაც მკვლევარი შენიღბულია (მაგალითად, ცალმხრივი სარკის მიღმა და ფარული კამერით), ნაწილობრივაა შენიღბული (ანუ ხედავენ, მაგრამ არ იციან, რომ დამკვირვებელია), თუ ცნობილია (ანუ იციან, რომ მკვლევარია).
  • დამკვირვებლის მიერ აღებული როლი (მონაწილის დაკვირვებიდან არამონაწილის დაკვირვებამდე, რომელიც ქვემოთაა განხილული).

      დასახელებულ განზომილებებს ამ თავში გავეცნობით.

სტრუქტურირებული დაკვირვება

      სტრუქტურირებული დაკვირვება ძალიან სისტემატიზირებულია და მკვლევარს დაკვირვებიდან რაოდენობრივი მონაცემების მიღების შესაძლებლობას აძლევს. რაოდენობრივი მონაცემები, თავის მხრივ, აიოლებს გარემოებებისა და სიტუაციების ურთიერთშედარებას და სიხშირეების, მიმართულებებისა და ტენდენციების დაფიქსირებას ან გამოთვლას. დამკვირვებელს პასიური როლი აქვს, არ იჭრება სიტუაციაში და უბრალოდ ინიშნავს შესასწავლი ფაქტორების გამოჩენის შემთხვევებს. დაკვირვების მონაცემები დაკვირვების ცხრილში იწერება; ცხრილის მაგალითი წარმოდგენილია ჩანართში 18. 1. ეს არის მასწავლებლისა და მოსწავლის საუბრის ათწუთიანი მონაკვეთის დაკვირვების ცხრილის ნიმუში. ზედა შვიდი კატეგორია მიუთითებს, თუ ვინ ვის ელაპარაკება, ქვედა ოთხი კი - თავად საუბრის ბუნებას გვიჩვენებს. ამ ცხრილში რამდენიმე მომენტის გამოყოფა შეიძლება:

-----------------
ჩანართი 18.1
სტრუქტურირებული დაკვირვების ცხრილი

-----------------

  • დაკვირვების კატეგორიები წყვეტილია ანუ არ ფარავენ ერთმანეთს. ასეთი კატეგორიების მისაღებად და შესამოწმებლად პილოტური კვლევაა საჭირო, რათა კატეგორიების ურთიერთგადაფარვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა აღმოფხვრილი იყოს.
  • თითოეული სვეტი 30 წამიან ინტერვალს შეესაბამება, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ გადაადგილება მოვლენის თანმიმდევრობის ქრონოლოგიას ასახავს და მკვლევარმა ყოველ 30 წამში მატრიცის სათანადო უჯრაში უნდა შეიტანოს მონაცემი (იხილეთ: მომენტალური შერჩევა).
  • ვინაიდან სწრაფად (ყოველ 30 წამში ერთხელ) შესამოწმებელი უამრავი კატეგორია არსებობს, მკვლევარმა წინასწარ იმდენ ხანს უნდა ივარჯიშოს, სანამ არ გაიწაფება მონაცემების ცხრილში სწორად და თანმიმდევრულად შეტანაში (ანუ, დაკვირვებული ქცევები, სიტუაციები და ა. შ. მუდმივად ერთსა და იმავე კატეგორიაში იწერება) და სანდოობის მიღწევაში. ამის გაკეთება ან ვიდეო მასალაზე ვარჯიშითაა შესაძლებელი, ან - რეალურ სიტუაციაში იმ მონაწილეებზე, რომლებიც შედგომში კვლევაში არ მიიღებენ მონაწილეობას. ერთზე მეტი დამკვირვებლის მუშაობის შემთხვევაში, შესაძლოა ერთობლივი ტრეინინგის ჩატარების აუცილებლობა წარმოიქმნას, რათა მკვლევრების გუნდური მუშაობის შედეგად ოპერატიულად, ეფექტურად და თანმიმდევრულად მოხდეს მონაცემთა კატეგორიაში შეტანა, ანუ, რომ არსებობდეს დამკვირვებელთა შორის შეთანხმებულობა.
  • მკვლევარი იღებს გადაწყვეტილებას აღმნიშვნელი სიმბოლოების ადეკვატურობის შესახებ, მაგალითად, რა გამოიყენოს „“, დახრილი ხაზი (/), იქსი (×), რიცხვები (1, 2, 3 და ა. შ.), ასოები (ა, ბ, გ და ა. შ.) თუ სწორი ხაზი (). სულ ერთია, კოდირების რა ფორმას გამოვიყენებთ, მთავარია, რომ Kკოდირების ფორმა (გუნდური მუშაობისას) გასაგები, მარტივი და სწრაფად ჩასაწერი (ანუ, სიმბოლოები და არა - სიტყვები) უნდა იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ 30 წამში ერთხელ თითო სვეტში ერთი ან მეტი უჯრა უნდა შეივსოს, ამიტომ მკვლევარი გაწაფული უნდა იყოს სათანადო კოდების გამოყენებაში მონაცემების ზუსტად და სწრაფად შეტანის მიზნით.[1]

      შეუძლებელია სტრუქტურირებული დაკვირვების ცხრილის პილოტირებაზე უარის თქმა. კატეგორიები ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთშემავსებელი უნდა იყოს. შესაბამისად, მკვლევარმა უნდა განსაზღვროს და დააზუსტოს:

  • დაკვირვების ფოკუსი (მაგალითად, ადამიანები და მოვლენები);
  • დაკვირვების სიხშირე (მაგალითად, ყოველ 30 წამში, ყოველ წუთს, ყოველ ორ წუთში ერთხელ);
  • დაკვირვების პერიოდის ხანგრძლიობა (მაგალითად, ერთი საათი, ოცი წუთი);
  • მტკიცებულების კრიტერიუმი (მაგალითად, როგორაა ქცევა განსაზღვრული და ოპერაციონალიზებული);
  • მონაცემის შეტანის ხასიათი (კოდირების სისტემა)

      ამ ოთხ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება „მიზნისთვის შესატყვისობის“ კრიტერიუმის მიხედვით ხდება. სტრუქტურირებული დაკვირვების მომზადებას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ მონაცემების ანალიზი შედარებით სწრაფად მოხდება, ვინაიდან ანალიზის კატეგორიები თავად დაკვირვების ცხრილში იქნება შეტანილი. ასე მაგალითად, თუ სკრუპულოზური, დეტალური დაკვირვებაა საჭირო, მაშინ დროის ინტერვალები ძალიან მცირე იქნება, ხოლო ნაკლები დეტალიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში ინტერვალებიც გაიზრდება.

      დიერის (Dyer 1995: 181 – 4) აზრით, სტრუქტურირებული დაკვირვება რამდენიმე ძირითად პრინციპს უნდა ითვალისწინებდეს:

  • ისეთი გარემოს შერჩევა, სადაც შესაძლებელი იქნება რეალურად მიმდინარე ქცევაზე დაკვირვება - მკვლევრისთვის საინტერესო ქცევის ხელმისაწვდომობა და სიხშირე: ძირითადი მახასიათებელი იმ შემთხვევაში, თუ უჩვეულო ან განსაკუთრებული ქცევა აინტერესებთ.
  • ზუსტად და ცალსახად განსაზღვრული საზომების საჭიროება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფარული (ლატენტუტრი) მახასითებელი ან კონსტრუქტია ოპერაციონალიზებული.
  • იმდენი ცვლადი, რომ შესაძლებელი იყოს მათი დამუშავება: ვალიდობის საჩვენებლად საკმარისი რაოდენობა, მაგრამ არა გადამეტებული, რომ არ დაიკარგოს მონაცემების შეტანის პროცესის სანდოობა.
  • ღია ან ფარული დაკვირვება.
  • უწყვეტი, დროის სერიების ან შემთხვევითი დაკვირვება.
  • ქცევის სხვადასხვა კატეგორიაზე განხორციელებული დაკვირვება.
  • დასაკვირვებელი ადამიანების რაოდენობა.
  • ცვლადების რაოდენობა, რომელთა შესახებაც უნდა მოგროვდეს მონაცემები. დაკვირვებისთვის გამოსაყენებელი ცხრილის სახეობა.

      დიერი (1995: 186) სტრუქტურირებული დაკვირვბეის დაგეგმვის სქემას გვთავაზობს (იხილეთ ჩანართი 18. 2).

      სტრუქტურირებული დაკვირვების ცხრილში მონაცემების შეტანის ხუთი სხვადასხვა გზა არსებობს, ესენია: მოვლენის შერჩევა, მომენტალური შერჩევა, ინტერვალის ჩაწერა, რეიტინგის სკალები და ხანგრძლივობის ჩაწერა.

-----------------
ჩანართი 18.2.
არამონაწილის დაკვირვება: დიზაინის ამოცანების ჩამონათვალი

      მოსამზადებელი ეტაპის ამოცანები

  • გასაგებად აღწერეთ საკვლევი პრობლემა?
  • ჩამოაყალიბეთ კვლევის ზუსტი მიზანი?
  • ახსენით კვლევის მიზანი და მისი კავშირი თეორიასთან?
  • (თუ გაქვთ) ჩამოაყალიბეთ შესამოწმებელი ჰიპოთეზები?

      დაკვირვების სისტემა

  • განსაზღვრეთ დასაკვირვებელი ქცევის ტიპი (ტიპები)?
  • /ჩამოაყალიბეთ ობიექტური განსაზღვრებები ქცევის თითოეული კატეგორიისთვის?
  • შეამოწმეთ, რომ კატეგორიების სრული იყოს და ყველა სამიზნე ქცევას მოიცავდეს?
  • შეამოწმეთ, რომ თითოეული კატეგორია ნამდვილად განსხვავდებოდეს დანარჩენებისგან?
  • შეამოწმეთ, რომ დაკვირვების სიტუაციაში იოლად განასხვავებთ ერთმანეთისგან სხვადასხვა კატეგორიებს?

      დაკვირვების პროცესი

  • შეარჩიეთ დაკვირვებისთვის სათანადო ადგილი?
  • გადაწყვიტეთ, მონაცემების შერჩევის რომელ პროცედურას გამოიყენებთ?
  • გადაწყვიტეთ, ღია დაკვირვებას გამოიყენებთ თუ ფარულს?
  • გადაწყვიტეთ, ინფორმაციის მოსაგროვებლად ერთ დამკვირვებელს გამოიყენებთ თუ მეტს?

      და ბოლოს...

  • მოამზადეთ მონაცემების შესატანი ცხრილი?
  • გადახედეთ კვლევის ეთიკურ სტანდარტებს?
  • ჩაატარეთ პილოტური კვლევა და შეიტანეთ აუცილებელი ცვლილებები დაკვირვების სისტემაში ან პროცედურაში?
  • თუ ერთზე მეტ დამკვირვებელს იყენებთ, წინასწარ შეაფასეთ დამკვირვებელთა შორის შეთანხმებულობის სანდოობა?

წყარო: Dyer 1995: 186
--------------------

მოვლენის შერჩევა

      მოვლენის შერჩევა ნიშნების სისტემის სახელწოდებითაცაა ცნობილი. მოვლენის შერჩევითი დაკვირვებისას რამდენჯერაც დაფიქსირდება მოვლენა, შესაბამისი სახელწოდების გასწვრივ იმდენჯერ კეთდება ცხილში აღნიშვნა.

      მასწავლებელი უყვირის ბავშვს /////
ბავშვი უყვირის მასწავლებელს ///
მშობელი უყვირის მასწავლებელს //
მასწავლებელი უყვირის მშობელს //

      მკვლევარს ფორმულირებული უნდა ჰქონდეს დებულებები, რომელთა მიხედვითაც შეაგროვებს მონაცემებს . ეს მეთოდი დაკვირვებული ქცევების ან სიტუაციების სიხშირეების, ანუ, გამოვლენის შემთხვევების იმგვარად დასაფიქსირებლად გამოდგება, რომ შესაძლებელი იყოს შედარება. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებელი ყველაზე მეტს ყვირის, ხოლო მშობელი - ყველაზე ნაკლებს. მიუხედავად იმისა, რომ ასე ჩაწერილი მონაცემები დაკვირვებული სიტუაციების ან ქცევების მოხაზვის საშუალებას გვაძლევს, ის არაფერს გვეუბნება ამ სიტუაციების ან ქცევების ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაზე. მაგალითად, ზემოთ მოცემული მონაცემების მიხედვით, ორი განსხვავებული ამბის მოყოლა იქნებოდა შესაძლებელი, მოველენების თანმიმდევრობა რომ გვცოდნოდა. მონაცემები ქრონოლოგიურად ასე შეიძლებოდა დალაგებულიყო, როგორც ქვემოთაა წარმოდგენილი, სადაც 1-7 დროის სხვადასხვა პერიოდებია (მაგალითად, ყოველი 30 წამი):

      წარმოიდგინეთ ასეთი სცენა: ერთ დილას მშობელმა და ბავშვმა დაიგვიანეს სკოლაში და ბავშვი ჩუმად შევიდა კლასში. მალევე მოხდა რაღაც, რის გამოც ბავშვამ დაუყვირა მასწავლებელს, გაღიზიანებული მასწავლებელი საგონებელში ჩავარდა ბავშვის მხრიდან ასეთი პროვოკაციის გამო. მასწავლებელმა დაუყვირა ბავშვს, ბავშვმა მოიყვანა მშობელი (რომელიც ჯერ არ იყოს სკოლის შენობიდან გასული). მშობლემა დაუყვირა მასწავლებელს მიუღებელი ქცევის გამო და მასწავლებელმა ისევ დაუყვირა ბავშვს. ამ ვერსიაში ჩანს, რომ მასწავლებელი მხოლოდ მაშინ ყვირის, როცა ამის პროვოცირებას მშობელი ან ბავშვი აკეთევს.

      თუ იგივე რაოდენობის აღნიშვნები სხვაგვარად იქნებოდა გადანაწილებული, სრულიად განხვავებული ამბავი შეიძლება მიგვეღო, მაგალითად, ასეთი:

      ამ შემთხვევაში მასწავლებელია ჩხუბის ინიციატორი, რომელიც ჯერ ბავშვს უყვირის, შემდეგ - მშობელს. ბავშვი და მშობელი მხოლოდ მასწავლებლის მხრიდან წამოსული პროვოკაციის პასუხად ყვირიან.

მომენტალური შერჩევა

      თუ მნიშვნელოვანია მოვლენების ქრონოლოგიის ცოდნა, მაშინ აუცილებლად მომენტალური შერჩევა უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც ზოგჯერ დროის შერჩევასაც უწოდებენ. მომენტალური შერჩევისას მკვლევარი აღნიშნავს იმას, რასაც დააკვირდა დროის სტანდარტულ ინტერვალში, მაგალითად, ყოველ 20 წამში, ყოველ წუთს. იმ ინტერვალის შესატყვის მომენტში მკვლევარი აღნიშნავს, თუ რა ხდება იმ კონკრეტულ მომენტში და ცხრილში მოცემული შესატყვისი კატეგორიის გასწვრივ აკეთებს აღნიშნვას. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, შერჩევა ყოველ 30 წამში ხდება, ხოლო რიცხვები 1-7 ყოველ 30 წამიან ინტერვალს წარმოადგენს. ამგვარად:

      ამ შემთხვევში მკვლევარმა ჩაიწერა, თუ რა ხდებოდა ყოველ 30-ე წამში და ამ კონკრეტული მომენტების მიხედვით, აშკარაა, რომ მასწავლებელია გაღიმების ინიციატორი, თუმცა, ბავშვიც და მშობელიც საკმარისად და თანაბრად იღიმებიან. მომენტალური შერჩევა გულისხმობს იმ ფაქტის სათანადო კატეგორიაში ჩაწერას, რომელიც მყისიერად, იმ მომენტში ხდება. ამ შემთხვევაში დაცულია მოვლენების ქრონოლოგია.

ინტერვალის ჩაწერა

      მოვლენების ჩაწერის მეთოდი, გარკვეულწილად, მოვლენების ქრონოლოგიის ჩაწერის საშუალებას იძლევა და მომენტალური შერჩევის მსგავსად, ფიქსირებული დროის ინტერვალების შესაბამის უჯრებში სათანადო კატეგორიების გასწვრივ მონაცემების შეტანას ითხოვს; თუმცა კონკრეტულ მომენტში მიმდინარე ქცევის დაფიქსირების ნაცვლად, ის აღწერს დროის მთელ ინტერვალში მიმდინარე მოვლენებს. ასე მაგალითად, თუ დაკვირვების დრო 30 წამიან ინტერვალებადაა დაყოფილი, მაშინ მკვლევარი სათანადო კატეგორიაში იმის შესაბამის ჩანაწერს გააკეთებს, რაც მთელი 30 წამის განმავლობაში მოხდა. ეს მეთოდი სიხშირეების გამოთვლის, მარტივი ტენდენციის დანახვისა და მოვლენების მიახლოებითი თანმიმდევრობის დანახვის საშუალებას იძლევა, ვინაიდან ფიქსირდება მთელი ინტერვალის განმავლობაში მომხდარი მოვლენები, თუმცა ქრონოლოგიის ზოგიერთი ელემენტი შეიძლება დაიკარგოს. მაგალითად, თუ ერთ 30 წამიან ინტერვალში სამი სხვადასხვა მოვლენა მოხდა, მაშინ მათი გამოვლენის თანმიმდევრობის შესახებ ინფორმაცია დაიკარგება. ჩვენ უბრალოდ გვეცოდინება, რომ ეს მოვლენები მოხდა.

      უილკინსონი (Wilkinson 2000: 236) ერთმანეთისგან განასხვავებს მთელი ინტერვალისა და ნაწილობრივი ინტერვალის ჩაწერას. პირველ შემთხვევაში ქცევა მხოლოდ მაშინ ჩაიწერება, თუ ის მთელი ინტერვალის განმავლობაში მიმდინარეობს, ხოლო მეორე შემთხვევაში - მოცემულ ინტერვალში ერთხელ ანუ ინტერვალის რაღაც ნაწილში ერთხელ მაინც თუ გამოვლინდა. ნაწილობრივი ინტერვალის ჩაწერის შემთხვევაში მკვლევარმა უნდა დააზუსტოს, თუ როგორ აწარმოებს ჩაწერას.

რეიტინგის სკალები

      რეიტინგის სკალების მეთოდის გამოყენებისას მკვლევარს დაკვირვებული მოვლენების შეფასება და პასუხების რეიტინგის სკალაზე დატანა მოეთხოვება. მაგალითად, ვრაგის (Wragg 1994) აზრით, სწავლებაზე ქცევის დაკვირვების შედეგების რეიტინგის სკალაზე გადატანა სამ განზომილებაშია შესაძლებელი:

      დამკვირვებელმა რეიტინგების ჩაწერა შეიძლება ხუთქულიანი სკალის მიხედვით აწარმოოს, მაგალითად:

      აქ საჭიროა, მკვლევარი მარტივი დასკვნიდან (უბრალოდ დაკვირვებების დაფიქსირებიდან) უფრო მაღალი რანგის დასკვნაზე (დაკვირვებული მოვლენების შეფასებაზე) გადავიდეს. ამით დაკვირვება შესაძლოა ნაკლებად სანდო გახდეს, მაგალითად,დამკვირვებლის ტენდენციურობის ეფექტის, ცენტრისკენ სწრაფვის ტენდენციის, როდესაც დამკვირვებლები ერიდებიან კიდურა კატეგორიების ჩაწერას, თუ სიახლის ეფექტის გავლენით, როდესაც დამკვირვებლებზე შედარებით ახალი ანუ მოგვიანებით მომხდარი მოვლენები უფრო ახდენენ გავლენას, ვიდრე - უფრო ადრეულ პერიოდში მომხდარი. მიუხედავად ზემოთქმულისა, მეთოდი შეიძლება სასარგებლო გამოდგეს დაკვირვების მონაცემების შესაჯამებლად.

ხანგრძლიობის ჩაწერა

      აქამდე მხოლოდ ერთ მოვლენაზე და მის ჩაწერაზე ვსაუბრობდით. აღწერილი მეთოდები ძალიან ეფექტურია ერთი და, ჩვეულებრივ, ხანმოკლე ქცევის ჩასაწერად. თუმცა, ზოგჯერ გარკვეული ქცევა დიდხანს გრძელდება და დროის რამდენიმე ინტერვალში ან მოვლენის რამდენიმე კატეგორიაში მოხვდება, ანუ, ის უწყვეტი ქცევაა და არა - ერთი, ცალკეული მოვლენა. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება მხოლოდ ერთხელ გაიხადოს ფეხსაცმელი, მაგრამ ფეხშიშველმა ოცი წუთის განმავლობაში იაროს, ბავშვმა შეიძლება ათი წუთის განმავლობაში არ დაიწყოს წერა, რომელიც კვლავ ცალკეული ქცევაა, და რომელიც უფრო დიდ ხანს გრძელდება, ვიდრე ერთი ინტერვალი, ინტერვალის ან მომენტალური ჩაწერისას. ბავშვს შეიძლება ერთხელ ჰქონდეს კრუნჩხვა, რომელიც ოცი წუთი გაგრძელდეს და ა. შ. ამ მეთოდში ქცევის ხანგრძლიობის მითითება აუცილებელია. დაკვირვება მოვლენას ეხება და არა დაკვირვების სიხშირეს. ეს ნიშნავს, რომ დამკვირვებელს ჩანაწერების სტრუქტურირებული ცხრილი სჭირდება, რათა ერთი უწყვეტი ქცევის მთლიანი ხანგრძლიობის ჩაწერა მოხერხდეს.

      ზემოთ განხილული ცხრილების შემთხვევაში, წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული, თუ როგორ მოხდება მიღებული მონაცემების ჩაწერა. ჩაწერისას მიღწეულ უნდა იქნას შეთანხმება დაკვირვების ადგილის, დაკვირვების დროის, დასაკვირვებელი ობიექტის და თავად დამკვირვებლის ვინაობის, რაოდენობის და გამოყენებული მეთოდის შესახებ. მაგალითად, როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან დაკვირვების ცხრილში, ერთი ადამიანის მიერ ერთი და იგივე ქცევის თორმეტჯერ განხორციელების ფაქტი. (1 ინდივიდი × 12) ან როგორ უნდა დაფიქსირდეს რამოდენიმე ადამიანის მიერ ერთი და იგივე ქცევის რამოდენიმეჯერ განხორციელება. (მაგალითად, 2 ადამიანი × 6-ჯერ თითოეულის, ან 4 ადამიანი × 3-ჯერ თითოეულის), ანუ, უნდა ჩამოვყალიბდეთ რაზე ვიღებთ ორიენტაციას ადამიანებზე თუ მათ მიერ განხორციელებულ ქცევაზე.

      მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურირებული დაკვირვებით საჭირო რიცხობრივი მაჩვენებლები მიიღება (მაგალითად, Galton and Simon 1980; Bennett et al, 1984), დაკვირვების ამ ფორმაში რამდენიმე საყურადღებო საკითხი არსებობს, მაგალითად:

  • მეთოდი ბიჰევიორისტულია, გამორიცხავს დაკვირვების სუბიექტების განზრახვის ან მოტივაციის ნებისმიერი ფორმით ხსენებას;
  • ინდივიდის სუბიექტურობა იკარგება შეჯამებულ ქულაში;
  • დაკვირვებული ქცევა გრძნობების ემპირიულ მტკიცებულებას წარმოადგენს, ანუ, დაკვირვებულ ხდომილობებში შეიძლება უხეშად გაიზომოს ცნებები ან კონსტრუქტები.

      ბოლო პუნქტი მნიშვნელოვანია - ის ვალიდობას ეხება და მოითხოვს, მკვლევარი თავად იყოს კმაყოფილი, რომ ადეკვატურია დასკვნის გაკეთება, რომ გარკვეული ქცევა ცნობიერების გარკვეულ მდგომარეობაზე, გარკვეულ განზრახვასა ან მოტივაციაზე მიუთითებს. ცნებებისა და კონსტრუქტების ოპერაციონალიზაციის სურვილმა მკვლევარი იოლად შეიძლება მიიყვანოს რთული ცნებების მარტივ ინდიკატორებამდე.

      გარდა ამისა, სტრუქტურირებული დაკვირვება არ ითვალისწინებს დროითი და სივრცული კონტექსტის მნიშვნელოვნებას და, შესაბამისად, შეუმჩნეველი რჩება ის ფაქტი, რომ ქცევა შეიძლება მხოლოდ მოცემულ კონტექსტს ახასიათებდეს. თვალსაჩინო და დაკვირვებადი ქცევებით დაინტერესებულ მკვლევრებს შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეთ უნებურად მიღებული შედეგები, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მათ შეიძლება ვერ შეძლონ იმის ჩვენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონაწილეთა საკუთარი თვალით აღქმული ქცევები. თუ ვაღიარებთ, რომ ქცევა განვითარებადია, ურთიერთქმედებები ვითარდება დროთა განმავლობაში და, მაშასადამე, ბუნებით ფლუიდურია, მაშინ სტრუქტურირებული დაკვირვების ზემოთ აღწერილი სამი მეთოდი ქცევის „გაყინულ კადრებს“ აფიქსირებენ, რითაც ირღვევა მოქმედების უწყვეტობის (დენადობის) პრინციპი. ძნელია წამიერად დაჭერილი ერთი ან მეტი მოვლენისთვის კონკრეტული მნიშვნელობის მიწერა (Stubbs and Delamont 1976) ისევე, როგორც შეუძლებელია რაიმე სახით დარწმუნებით თქმა, თუ რა ხდება, როდესაც კონკრეტული მოვლენის ერთ ფოტოს ან ფოტოების სერიას ვუყურებთ. მარტივად რომ ვთქვათ, სტრუქტურირებული დაკვირვების დამაჯერებლობისთვის, დაკვირვების მონაცემების ინტერპრეტაციისთვის მკვლევარს სხვა წყაროებიდანაც შეიძლება დასჭირდეს დამატებითი ინფორმაციის შეგროვება.

      ეს უკანასკნელი მოსაზრება ეხება არა მარტო სტრუქტურირებულ დაკვირვებას, არამედ, არასტრუქტურირებულსაც, და ამისათვის განვიხილავთ ტრიანგულაციას (მეთოდების, დამკვირვებლების, დროისა და სივრცის), რომელიც მკვლევარს სანდო მტკიცებულების მოპოვებაში შეიძლება დაეხმაროს. არსებობს რისკი, რომ დაკვირვება სელექციური იქნება, თუმცა ამის ეფექტის შემცირება ტრიანგულაციითაა შესაძლებელი. უფრო სანდო მონაცემების (მაგალითად, კონკრეტული მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის შესახებ) შეგროვების ერთი გზაა მათთვის თვალ-ყურის დევნება ერთი დღის ან კვირის განმავლობაში, მათი მიყოლა ადგილიდან ადგილზე და მოვლენიდან მოვლენამდე. ბუნებრივია, ბავშვები სრულიად განსხვავებულად იქცევიან სხვადასხვა მასწავლებელთან და მათი ქცევის სრული სურათის მისაღებად მოსწავლეების სხვადასხვა კონტექსტში ნახვა შეიძლება გახდეს საჭირო.

კრიტიკული შემთხვევები

      ზოგჯერ დაკვირვებისას ყოველთვის არ არის საჭირო, სანდოობის, როგორც კონსისტენტობის უზრუნველყოფა. მაგალითად, მოსწავლემ გარკვეული ქცევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ განახორციელოს, მაგრამ ის იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ შეუძლებელი იყოს მისი იგნორირება მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნული ქცევა მხოლოდ ერთხელ მოხდა. ინდივიდმა მხოლოდ ერთხელ უნდა ჩაიდინოს მკვლელობა, რომ მკვლელად იქცეს! ხანდახან ხდება ისეთი მოვლენა, რომელიც პიროვნების ან სიტუაციის შესახებ უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს. კრიტიკული შემთხვევები (Wragg 1994) კონკრეტული მოვლენები ან ხდომილობებია, რომლებმაც შეიძლება სრულად წარმოაჩინონ ან ნათელი მოჰფინონ, მაგალითად, მასწავლებლის ქცევის კონკრეტულ მახასიათებელს ან სწავლების სტილს. ვრაგი (1994: 64) წერს, რომ ეს ის მოვლენებია, რომლებიც დამკვირვებელს უფრო საინტერესოდ მიაჩნია, ვიდრე სხვები და ამიტომ უფრო დაწვრილებით წარმოდგენასა და ჩაწერას საჭიროებს. მათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოცემაშეუძლიათ. მაგალითად, ბავშვი მოულოდნელად შეიძლება ძალიან აგრესიულად მოიქცეს, როდესაც სხვა ბავშვთან წყვილში მუშაობას სთხოვენ. ამ ფაქტმა შეიძლება ბავშვის სოციალური ტოლერანტობის შესახებ მდიდარი მასალა მოგვაწოდოს. მასწავლებელს უცაბედად შეიძლება მოჭარბებული რეაქცია ჰქონდეს მოსწავლის მიერ უხარისხოდ შესრულებულ ნაშრომზე - მასწავლებლის აქილევსის ქუსლი - რაც მისი ფრუსტრაციისადმი ტოლერანტობის ანუ არატოლერანტობის დონეზე მიუთითებს და ტოლერანტობის ზღურბლის მიღწევის შედეგებსაც აჩვენებს. ეს მოვლენები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება რუტინული არ არის, მაგრამ ბევრის მომცემია. ისინი მკვლევარს ისეთ ინფორმაციას სთავაზობენ, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ჩვეულებრივი დაკვირებით. ეს მოვლენები ხშირად უჩვეულო მოვლენებია[2].

ნატურალისტური დაკვირვება და ჩართული დაკვირვება

      დაკვირვებისას სხვადასხვა ხარისხის ჩართულობა არსებობს (LeCompte and Preissle 1993: 93 – 4). „სრულად ჩართული“ ის მკვლევარია, რომელიც შესასწავლი ჯგუფის წევრის როლს ირგებს და, შესაძლოა, არც კი ამბობს, რომ მკვლევარია (ეს საკითხი მოგვიანებით, ფარული კვლევის ეთიკის შესახებ კომენტარებში განიხილება). „მონაწილე დამკვირვებელი“, როგორც დასახელებიდან ჩანს, დასაკვირვებელი სუბიექტის სოციალური ცხოვრების, კვლევის მიზნებისთვის შექმნილი დოკუმენტებისა და ჩანაწერების ნაწილია. „დამკვირვებელ მონაწილეს“, მონაწილე დამკვირვებლის მსგავსად, ჯგუფში მკვლევრად იცნობენ და მას, სავარაუდოდ, ნაკლებად ინტერნსიური ურთიერთობა აქვს შესასწავლ ჯგუფთან. „სრული დამკვირველის“ შემთხვევაში მონაწილეებმა არც კი იციან, რომ აკვირდებიან (მაგალითად, ცალმხრივი სარკის გამოყენებისას), ამიტომ ასეთი დაკვირვება ფარული კვლევის კიდევ ერთ სახეს წარმოადგენს. ჰამერსლისა და ატკინსონის (1983: 93 – 5) აზრით, შედარებითი ჩართულობა, გარკვეულ სუბიექტურობასა და სიმპათიასთან ერთად, სრული მონაწილის და მონაწილე დამკვირვებლის შემთხვევაში მიიღწევა, შედარებითი დისტანცირება კი - დამკვირვებელი მონაწილისა და სრული მონაწილის შემთხვევაში, რომელთა ძირითადი მახასიათებლები ობიექტურობა და დისტანციაა. როგორც სრული მონაწილეობა, ისე - სრული დისტანცირება, ურთიერთემზღუდველია. სრული მონაწილეობისას, ვინაობის გამჟღავნების შიშით, მკვლევარი ვერ ბედავს ჯგუფის ფარგლებს გარეთ გასვლას (ფარულ კვლევაში), ხოლო სრული დამკვირვებლის შემთხვევაში, არანაირი კონტაქტი არ არის დაკვირვების სუბიექტებთან, ამიტომაც სახიფათოა დასკვნის გაკეთება. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, სრულ მონაწილეობასაც და დისტანცირებასაც მინიმუმამდე დაჰყავს რეაქტიულობა. თუმცა, პირველის შემთხვევაში არსებობს „გაშინაურების“ რისკი, როდესაც მკვლევარი ჯგუფის ღირებულებებს, ნორმებსა და ქცევებს ითავისებს ანუ, წყვეტს მკვლევრობას და ჯგუფის წევრი ხდება.

      მონაწილის დაკვირვება შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს მცირე ჯგუფების, ხანმოკლე ან ხშირი მოვლენების ან პროცესების დაკვირვებისას; ასევე, მკვლევრებისთვის, რომლებსაც სიტუაციაში შეღწევა სურთ და დიდი დრო აქვთ ქცევის ან ორგანიზაციების „ტყავში შესაძრომად“ (როგორც ეთნოგრაფიაში ხდება), როდესაც უპირველესი მიზანი მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებაა (აღწერით კვლევაში).

      ჩართული დაკვირვებისას მკვლევარი, რეაქტიულობის ეფექტის (მკვლევრის გავლენა საკვლევ სუბიექტებზე, რის შედეგადაც იცვლება ამ უკანასკნელთა ქცევა) შესამცირებლად, მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში რჩება მონაწილეებთან, იწერს მიმდინარე მოვლენებს და, ამავდროულად, პარალელურად თავის როლსაც ასრულებს. სკოლაში ეს რაიმე კონკრეტული საქმიანობა შეიძლება იყოს: საერთო სუპერვიზიები, სკოლის ცხოვრებაში მონაწილეობა, შთაბეჭდილებების, საუბრების, დაკვირვებების, კომენტარების, ქცევის, მოვლენების, აქტივობებისა და სიტუაციაში ყველა მონაწილის მოსაზრებების ჩაწერა. ჩართული დაკვირვება ხშირად მონაცემების შეგროვების სხვა მეთოდებთან ერთად გამოიყენება, რაც ავსებს კვლევის პროცესში შეგროვილ მონაცემებს. სიტუაციაში ხანგრძლივად დარჩენილ მკვლევარს მოვლენათა დროში განვითარების ნახვა და სიტუაციების, ადამიანთა ჯგუფის, პიროვნებების, კონტექსტების, რესურსების, როლებისა და ა. შ. დინამიკის გაგებაც შეუძლია. მორისონი (1993: 88) ამტკიცებს, რომ „კონკრეტულ კონტექსტში გარკვეული დროის მანძილზე ყოფნისას არა მარტო სიტუაციის არსებითი მახასიათებლები იჩენენ თავს, არამედ ფაქტორთა ურთიერთმიმართებების შესახებ უფრო ჰოლისტური ხედვაც ყალიბდება“. სიტუაციაში ასეთი ჩაძირვა „საფუძვლიანი აღწერების“ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, პროცესებისა და ურთიერთქმედების აღწერისას, რომლებიც მოვლენების მართებულად ახსნისა და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არ ეფუძვნება მკვლევრისეულ დასკვნებს. მონაწილის დაკვირვებით მიღებული მონაცემები კარგად გადმოსცემენ არსებულ რეალობას.

      „საფუძვლიანი აღწერების“ კომპონენტებში შედის ჩაწერა (Carspecken 1996: 47), მაგალითად: მეტყველების აქტები, მარტივი ლექსიკა, დროისა და მოვლენების ვადების ზუსტი და ხშირი ჩაწერა, კატეგორიებად დაყოფილი დამკვირვებლისეული კომენტარები და დეტალური კონტექსტუალური მონაცემები.

      დაკვირვების მონაცემები საველე ჩანაწერების სახით ფიქსირდება, რომლებიც რამდენიმე დონეზე შეიძლება ჩაიწეროს. აღწერის დონეზე (Spradley 1980; Bogdan and Biklen 1992: 120 – 1; LeCompte and Preissle 1993: 224) დაკვირვებამ შემდეგი ფორმები შეიძლება მიიღოს:

  • ძირითადი სიტყვების/სიმბოლოების სწრაფი, ფრაგმენტული ჩანაწერები;
  • სრულად დაწერილი ტრანსკრიპტები და უფრო დაწვრილებითი დაკვირვების მონაცემები;
  • აღწერები, რომელთა შეგროვებისა და მომხდარის შესახებ აღწეტის შემდეგ ყოველმხრივ და გასაგებ, ნათელ ანგარიშს მივიღებთ;
  • მონაწილეების წერილობითი პორტრეტები;
  • საუბრების აღდგენა:
  • ფიზიკური გარემოს, მოვლენების, ქცევისა და აქტივობების აღწერა
  • მკვლევრის აქტივობებისა და ქცევის აღწერა ლინკოლნი და გუბა (1985: 273) დაკვირვების სხვადასხვა ტიპის ან ელემენტის ჩამონათვალს გვთავაზობენ, რომელშიც შედის:
  • მიმდინარე შენიშვნები (სიტყვა-სიტყვით ან ადგილზევე კატეგორიზირებულად ჩაწერილი).
  • მოვლენების რეგისტრაციის ჟურნალი ან საველე გამოცდილების დღიურები (საველე ჩანაწერების მსგავსი, თუმცა, ჩვეულებრივ, დაკვირვების შემდეგ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კეთდება).
  • კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული თემების შესახებ გაკეთებული შენიშნვები (მაგალითად, დაფუძნებული თეორიიდან გამომდინარე თემების შესახებ).
  • „ქრონიკები“, სადაც აღნიშნულია ყოველი ცალკეული ქცევითი ეპიზოდი, მისი გამოვლენის დროით, ან დროის თანაბარ ინტერვალებში ჩაწერილი დაკვირვებები, მაგალითად, ყოველ ორ ან სამ წუთში.
  • კონტექსტის რუკები: რუკები, სკეტჩები, დიაგრამები ან კონტექსტის რაიმე სახის გრაფიკული გამოსახურება (ჩვეულებრივ, ფიზიკური), რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს დაკვირვება; ასეთი გრაფიკა მოძრაობების გამოსახვის საშუალებას იძლევა.
  • წინასწარ განსაზღვრულ ცხრილებში შესატანი მასალა (რეიტინგის სკალების, სიებისა და სტრუქტურული დაკვირვების ცხრილების ჩათვლით), ტაქსონომიური ანუ კატეგორიული სისტემების გამოყენება, სადაც კატეგორიები ადრინდელი დაკვირვებების ან ინტერვიუების მონაცემებიდან მიიღება.
  • სოციომეტრული დიაგრამები, რომლებიც სოციალურ ურთიერთობებზე მიუთითებენ, მაგალითად, გარიყულები (ვისაც არავინ ირჩევს), პოპულარულები (ვისაც ყველა ირჩევს) და დიადები (ვინც ერთმანეთს ირჩევს).
  • რესპოდენტების მიერ შევსებული კვლევის შემდგომი გამოკითხვის (დებრიფინგი) კითხვარები, რომლებსაც დამკვირვებელი მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ქმნის და რომლებშიც უყურადღებოდ დარჩენილი ძირითადი ინფორმაცია და მოვლენებია თავმოყრილი.
  • ნაჩქარევად ჩაწერილი სხვა მკლევრებთან ჩატარებული დებრიფინგის სესიების მონაცემები.

      ლეკომტე და პრეისლი (1993: 199 – 200) სასარგებლო მითითებებს იძლევიან კონკრეტულ აქტივობებზე, მოვლენებსა თუ სიტუაციებზე დაკვირვების წარმოებისათვის და თვლიან, რომ ეს მითითებები შემდეგ კითხვებს უნდა პასუხობდეს:

  • ვინ მონაწილეობს - რომელი ჯგუფი/აქტივობა/სიტუაცია?
  • რამდენი ადამიანია? მათი ვინაობა და მახასიათებლები.
  • როგორ მოხვდნენ მონაწილეები ჯგუფში/აქტივობაში/სიტუაციაში?
  • რა ხდება?
  • რამდენად რუტინული, რეგულარული, სტილიზებული, არარეგულარული და განმეორებადია დასაკვირვებელი ქცევა?
  • რა რესურსები გამოიყენება სიტუაციაში?
  • როგორ ხდება აქტივობების აღწერა, დასაბუთება, ახსნა, ორგანიზება და სახელდება?
  • როგორ ექცევიან მონაწილეები ერთმანეთს?
  • რა სტატუსები და როლები აქვთ მონაწილეებს?
  • ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და ვისთვის?
  • ვინ რას ამბობს?
  • რომელ საკითხს განიხილავენ ხშირად/იშვიათად?
  • განხილულ საკითხებს შორის რომელია მნიშვნელოვანი?
  • რა სახის არავერბალური კომუნიკაცია გამოიყენება?
  • ვინ არის მოსაუბრე და ვინ მსმენელი?სად ხდება მოვლენა?
  • როდის ხდება მოვლენა?
  • რამდენ ხანს გრძელდება მოვლენა?
  • როგორ ნაწილდება დრო მოვლენის მსვლელობისას?
  • როგორ უკავშირდება ერთმანეთ მოვლენის ცალკეული ელემენტები?
  • როგორ მართავენ ცვლილებას და სტაბილობას?
  • რა წესებით ხდება მოვლენის სოციალური ორგანიზება და მასში მიმდინარე ქცევა?
  • რატომ ხდება ეს მოვლენა და სწორედ ისე, როგორც ხდება?
  • რას ნიშნავს მონაწილეებითვის ის, რაც ხდება?
  • რა წარსული, მიზნები და ღირებულებები გააჩნია საკვლევ ჯგუფს?

      ასეთი გრძელი (და არა ამომწურავი) ჩამონათვალი გვიჩვენებს, რომ ყველაზე ჩვეულებრივი, არაფრით გამრჩეული მოვლენაც კი კომპლექსურია!

      ლოუფლანდს (1991) მიაჩნია, რომ ჩართული დაკვირვება ინფორმაციის ექვს ძირითად კატეგორიას მოიცავს:

  • აქტები: კონკრეტული მოქმედებები;
  • აქტივობები: უფრო დიდხანს გრძელდება, მაგალითად, კვირა, სემესტრი, თვეები (მაგალითად, სკოლაში სიარული, კლუბის წევრობა);
  • მნიშვნელობები: როგორ ხსნიან მონაწილეები კონკრეტული მოვლენებისა და მოქმედებების მიზეზებს, მნიშვნელობებსა და მიზნებს;
  • ჩართულობა: რას აკეთებენ მონაწილეები (მაგალითად, ოჯახის წევრობა, სასკოლო ჯგუფები, თანატოლები, კლუბები და საზოგადოებები, დამატებითი სასწავლო ჯგუფები);
  • ურთიერთობები: დაკვირვების დროს კონტექსტში დაფიქსირებული ურთიერთობები;
  • გარემო: დასაკვირვებელი მოქმედებებისა და ქცევების გარემოს აღწერა.

      სპრედლი (Spradley 1980) საველე ჩანაწერების შინაარსის ელემენტების ჩამონათვალს გვთავაზობს:

  • სივრცე: ფიზიკური გარემო;
  • აქტორები (მოქმედი პირები): ადამიანები;
  • აქტივობები: მიმდინარე, ურთიერთდაკავშირებული აქტები;
  • ობიექტები: არსებული არტეფაქტები და ფიზიკური ნივთები;
  • აქტები: მონაწილეების მიერ განხორციელებული კონკრეტული მოქმედებები;
  • მოვლენები: მიმდინარე აქტივობების ერთობლიობა;
  • დრო: აქტების, აქტივობებისა და მოვლენების თანმიმდევრობა;
  • გრძნობები: რას გრძნობენ ადამიანები და როგორ გამოხატავენ ისინი თავიანთ გრძნობებს.

      მოილესი (Moyles 2002: 181) თვლის, რომ მკვლევრებმა უნდა ჩაიწერონ დაკვირვების ფიზიკური და კონტექსტუალური გარემო, მონაწილეები (მაგალითად, რაოდენობა, ვინაობა, მომსვლელი და წამსვლელი, მოქმედება და როლი), დღის რომელ მონაკვეთში ხდება დაკვირვება, გარემოს სქემა (მაგალითად, სკამებისა და მერხების განლაგება), დაკვირვებული მოვლენების ქრონოლოგია და ნებისმიერი გამორჩეული შემთხვევა, რომელიც მოცემულ დროსა და მოცემულ სიტუაციაში ხდება.

      რეფლექსიის დონეზე, საველე ჩანაწერებში შეიძლება შედიოდეს (Bogdan and Biklin 1992: 122):

  • ჩანაწერების გააზრება და ნამოქმედარის ანალიზი;
  • დაკვირვებისთვის, მონაცემების შეგროვებისა და ანალიზისთვის გამოყენებული მეთოდების გააზრება;
  • ეთიკური საკითხები, დაძაბულობა, პრობლემები და დილემები;
  • დამკვირვებლის რეაქციები დანახულსა და ჩაწერილზე - დამოდებულება, ემოცია, ანალიზი და ა. შ.
  • ნამოქმედარის და/ან მომავალი ქმედების განსაზღვრება და კონკრეტიზაცია:
  • შემდგომი კვლევის შესაძლო მიმართულებები.

      ლინკოლნსი და გუბა (1985: 327) ჩანაწერების გაკეთებას სამ ძირითად ტიპს ასახელებენ, რომელიც მკვლევარმა შეიძლება ჟურნალის წარმოებისას გამოიყენოს:

  • დღის განრიგი, პრაქტიკული საქმეების ჩათვლით (მაგალითად ლოჯისტიკა);
  • პირადი დღიური რეფლექსიისთვის, მსჯელობისთვის და კათარზისისთვის;
  • მეთოდოლოგიის შესახებ ჩანაწერები და აღიცხვა.

      დაკვირვების ფოკუსის შერჩევისას უილკინსონი (2000: 228) ერთმანეთისგან განასხვავებს ქცევის მოლეკულურ და მოლურ ერთეულებს და ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ქცევის მცირე ერთეულები მოლეკულურია, მაგალითად, ჟესტები, არავერბალური ქცევა, ხანმოკლე მოქმედებები; თუმცა ისინი ძალიან სპეციფიკურ, კონკრეტულ მონაცემებს იძლევიან, არსებობს კონტექსტიდან ამოვარდნის რისკი, რაც ამცირებს მათ მნიშვნელობას და, შესაბამისად, ვალიდობასაც. ამის საპირისპიროდ, მოლურ მიდგომას ქცევის დიდი ერთეულები აინტერესებს, რომლის ზომაც მკვლევარის თეორიული ინტერესებით განისაზღვრება. მკვლევარი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დაკვირვების ერთეულები მისთვის საინტერესო საკითხების ვალიდურ ინდიკატორებს წარმოადგენენ.

      ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მონაცემები საკმარისად ამომწურავი უნდა იყოს, რათა მკითხველმა წარმოდგენილი ანალიზის გამეორება შეძლოს. მონაცემები დასაკვირვებელ ერთეულებზე უნდა ფოკუსირდებოდეს და ნათლად და გასაგებად წარმოაჩენდეს დასკვნას. აბსტრაქციებისა და განზოგადებების გაკეთება კვლევის ადრეულ სტადიაზევე შეიძლება დაიწყოს, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მკვლევარს კვლევაძიების ახალი არხების, ახალი გზების მოძიებაში (Sacks 1992).

      დაკვირვება ვერბალურ მონაცემებსაც მოიცავს და ვიზუალურსაც. მკვლევარი საველე ჩანაწერებში დეტალებსაც აღწერს, თუმცა ჩაწერის მნიშვნელოვან საშუალებას აუდიო-ვიზუალური ტექნიკა წარმოადგენს (Erickson 1992: 209 – 10). სრული აუდიო-ვიზუალური ჩაწერით შესაძლებელია დამკვირვებლის მიერ ცალკეული მოვლენის მხოლოდ ნაწილობრივი ხედვის და მხოლოდ ხშირად გამოვლენილი მოვლენების ჩაწერის თავიდან აცილება. აუდიო-ვიზუალური მონაცემების მოგროვებას სრული ანალიზისა და მრავალმხრივი მასალის უზრუნველყოფის პოტენცია გააჩნია, ვინაიდან ამ შემთხვევაში, მკვლევარი ნაკლებად არის დამოკიდებული საკუთარ ადრინდელ ინტერპრეტაციებზე. რა თქმა უნდა, აქ სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან ვიდეო კამერების დაყენებამ შერჩევითობის პრობლემა შეიძლება წამოჭრას. თუ კამერა ფიქსირებულია, ის ჩართული დამკვირვებელივით სელექციური იქნება, მაგრამ მოძრავი კამერაც კი შეიძლება უკიდურესად შერჩევითი იყოს (Morrison 1993: 91).

      მნიშვნელოვანია დაკვირვების კონტექსტი (Silverman 1993: 146). შპრედლი (1979) და კირკი და მილერი (1986) თვლიან, რომ დამკვირვებლებმა ოთხი სახის მონაცემი უნდა წარმოადგინონ:

  • ადგილზე გაკეთებული ჩანაწერები;
  • დაკვირვების სეანსის შემდეგ შეძლებისდაგვარად სწრაფად გაკეთებული ვრცელი ჩანაწერები;
  • ჟურნალის ჩანაწერები, სადაც ველზე მუშაობისას წამოქმნილი საკითხები, იდეები, სირთულეები და ა. შ. ფიქსირდება;
  • მიმდინარე ანალიზისა და ინტერპრეტაციის მონახაზები, რომელიც თანდათანობით იხვეწება.

      აღნიშნული მონაცემების ჩაწერა დაკვირვების სანდოობის გასაზრდელად მათში გარკვეული სისტემატიზაციის შეტანას ისახავს მიზნად. ამ თვალსაზრისით, სილვერმენი (1993) გვახსენებს მნიშვნელოვან სხვაობას -ეთიკურ და -ემურ ანალიზს შორის. „ეთიკური“ ანალიზი მკვლევარის კონცეპტუალურ ჩარჩოს იყენებს, „ემური“ მიდგომები კი - საკვლევი სუბიექტებისას. სტრუქტურირებულ დაკვირვებაში „ეთიკური“ მიდგომა გამოიყენება, სადაც წინასწარაა განსაზღვრული სამუშაო ჩარჩო, რომელსაც უსიტყვოდ უნდა მიჰყვნენ, ხოლო „ემური“ მიდგომები კარგად ერგებიან თვისებრივ კვლევას, სადაც სიტუაციების განსაზღვრებებს დასაკვირვებელ სუბიექტთა თვალთახედვიდან იღებენ.

      ჩართულ დაკვირვებას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. ანგარიშები, რომლებიც, ჩვეულებრივ, /ჩართული დაკვირვებით მიიღება, თვისებრივი მონაცემებს ზემოთ განხილული კრიტიკა შეეხება , სადაც ნათქვამია, რომ თვისებრივი მონაცემები სუბიექტური, მიკერძოებული, შთამბეჭდავი და იდიოსინკრაზულია და ზუსტი რაოდენობრივი საზომების (გამოკითხვის და ექსპერიმენტის განმასხვავებელი ნიშანი) უქონლობით გამოირჩევა. ალბათ, ვერაფერი შეედრება არასრულწლოვან დამნაშავეთა ბანდის ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მათ გვერდით ხანგრძლივად ცხოვრებით მიღებულ გამოცდილებას. ჩართული დაკვირვების კრიტიკოსები „გაშინაურების“ საფრთხეზე მიგვითითებენ, როგორც მკვლევრის მიერ ასეთი ჯგუფის წევრის როლის შესრულების შედეგზე. საიდან ვიცით, რომ მკვლევარს არ შეეცვალა შეხედულება და ვეღარ ამჩნევს იმ თავისებურებებსა და სპეციფიკურ მახასიათებლებს, რომელთა შესწავლასაც ისახავდა მიზნად?

      ადლერი და ადლერი (1994: 370) დაკვირვების რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ. მკვლევარი ჯერ დასაკვირვებელ გარემოს შეარჩევს და შემდეგ სიტუაციაში შესვლის საშუალებების ძიებას იწყებს (მაგალითად, ამ სიტუაციაში რაიმე როლის მორგებით). მხოლოდ სიტუაციაში შესვლის შემდეგ შეუძლია მკვლევარს სრულფასოვანი დაკვირვების დაწყება, იქნება ეს სტრუქტურირებული თუ არასტრუქტურირებული, ფოკუსირებული თუ უფოკუსო. რაოდენობრივი დაკვირვების გამოიყენების შემთხვევაში, შეგროვილი მონაცემები კვლევის დასრულების შემდეგ უნდა გაანალიზდეს, ხოლო თუ უფრო ეთნოგრაფიული ტექნიკების გამოყენება იგეგმება, მაშინ პროგრესული ფოკუსირება დამკვირვებლისგან კვლევის დასრულებამდე, დაკვირვების პროცესის პარალელურად ანალიზის წარმოებას მოითხოვს (რაზეც ადრე უკვე ვისაუბრეთ).

      მკვლევრები ხშირად სვამენ კითხვას: „რამდენ ხანს უნდა დავაკვირდეთ?“ ან „როდის უნდა შევწყვიტო დაკვირვება?“ რა თქმა უნდა, აქ არ არსებობს მყარი და უცვლელი წესი, თუმცა, შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს მას შემდეგ გაჩერება, რაც „თეორიული სისავსე“ მიიღწევა (Adler and Adler 1994: 380), ანუ, როდესაც სიტუაციები, რომელსაც აკვირვებიან, მხოლოდ იმეორებენ უკვე არსებულ მონაცემებს. ცხადია, ამ ეტაპზე შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მონაცემების მოგროვების გაგრძელება, რათა დასაკვირვებელი ქცევის სრული სიხშირე დადგინდეს და მკვლევარმა შეძლოს, დროთა განმავლობაში გამოვლენილი ყველაზე ნაკლებად ტიპური ქცევის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება. ამასთან, რაც მეტია დაკვირვებათა რიცხვი, მით მეტად სანდო შეიძლება იყოს მიღებული მონაცემები, რაც მიღებული კატეგორიების დასაბუთების შესაძლებლობას იძლევა. ამგვარად, ეს დაკვირვების სანდოობის მიღწევის საკითხია (იხ. მსჯელობა ტრიანგულაციის შესახებ).

დაკვირვებისთვის ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი გარემო

      განათლების სფეროს მკვლევრები დაკვირვებებს, ძირითადად, ბუნებრივ გარემოში - სკოლებში, საკლასო ოთახებში, სათამაშო მოედნებზე, გაკვეთილებსა და ა. შ. - აწარმოებენ. დაკვირვებისთვის ხელოვნურად შექმნილი, მოწყობილი გარემო ფსიქოლოგიურ კვლევებში შეიძლება შეგვხვდეს, დამკვირვებლების უფლებამოსილების გაზრდის მიზნით. 21-ე თავში ხელოვნურად შექმნილ გარემოში ჩატარებულ ორ კლასიკურ კვლევას გაგაცნობთ: სოციალური ფსიქოლოგიიდან - მილგრამის ავტორიტეტული ფიგურისადმი დაქვემდებარების კვლევასა და სტანფორდის ციხის ექსპერიმენტს. ამ კვლევების მსგავსად, სიტუაციაში დამკვირვებლის ყოფნის გარეშე ბავშვების ქცევაზე დასაკვირვებლად, ფსიქოლოგ მკვლევრებს საკლასო ოთახის სიტუაციის რეკონსტრუქცია და ცალმხრივი სარკის გამოყენება შეიძლება მოისურვონ. აქ ღია და ფარული კვლევის ეთიკური საკითხები დგება. ხელოვნურად შექმნილი გარემოს უპირატესობას დამკვირვებლის მიერ სიტუაციაზე დაწესებული კონტროლის ხარისხი ქმნის რომელიც ლაბორატორიული ექსპერიმენტისთვის ჩვეული კონტროლის ხარისხს უტოლდება. იმ ბრალდებას, რომ არარეალისტურ სიტუაციაში ადამიანების გაკონტროლება და მათით მანიპულირება დაუშვებელია, მეორე თავში ეთიკური საკითხების განხილვისას შევეხეთ. დაკვირვების გარემო სტრუქტურირებულიდან არასტრუქტურირებულამდე და ბუნებრივიდან ხელოვნურამდე კონტინუუმებზე შეგვიძლია მოვათავსოთ (ჩანართი 18. 3). მათი კლასიფიცირება დამკვირვებლის/მკვლევრის მიერ გარემოში შეტანილი სტრუქტურის ხარისხით და გარემოს თანდაყოლილი სტურუქტურირებულობის ხარისხითაც შესაძლებელია (Cooper and Schindler 2001: 378).

-----------------
ჩანართი 18.3.
დაკვირვების სტრუქტურირებული, არასტრუქტურირებული, ბუნებრივი და ხელოვნური გარემო

-----------------

      ცხადია, მკვლევარს მოცემული გარემოსა და სტრუქტურის პირობებში „მიზნისთვის შესატყვისობის“ იდეა უნდა ამოძრავებდეს. აქ საზღვრები ბუნდოვანია; სტრუქტურირებული გარემო ჰიპოთეზების შემოწმებისთვის უფრო გამოგვადგება, არასტრუქტურირებული კი - მათი ჩამოყალიბებისათვის.

ეთიკური მოსაზრებები

      მიუხედავად იმისა, რომ დაკვირვებას, ჩაურევლობის გამო, ხშირად აქვს ნეიტრალურობის პრეტენზია, მასთან დაკავშირებით მაინც არსებობს რამდენიმე ეთიკური მოსაზრება. ლიტერატურაში კარგად არის ასახული ღია და ფარულ დაკვირვებასთან დაკავშირებული ეთიკური დილემები. თუ ღია კვლევის ცდის პირებმა იციან, რომ აკვირვებიან, ფარულ კვლევაში მათთვის ეს უცნობია. ერთი მხრივ, კვლევის ეს უკანასკნელი ფორმა, როგორც ჩანს, არღვევს ინფორმირებული თანხმობის პრინციპს, ცდის პირების პირად ცხოვრებას და პირად სივრცეში იჭრება, მათ ინსტრუმენტებივით, კვლევის ობიექტებივით ექცევა და მკვლევარს საკუთარი როლის მცდარად წარმოდგენისკენ ან (Mitchell 1993), მეტიც, უარყოფისკენ უბიძგებს. თუმცა, მეორე მხრივ, მიჩელი (1993) ამტკიცებს, რომ არსებობს გარკვეული ფორმის ცოდნა, რომელიც საზოგადოების კანონიერი კუთვნილებაა, მაგრამ მასზე მხოლოდ ფარულად მომუშავე მკვლევარს თუ მიუწვდება ხელი (მაგალითად, ჰომოსექსუალთა წრეში „ზედამხედველზე” დაკვირვების საინტერესო ანგარიში (Humphrey, 1975)). ფარული კვლევა შეიძლება აუცილებელი იყოს მარგინალურ და სტიგმატიზებულ ჯგუფებში შესაღწევად, ან ჯგუფებში, რომლებიც არ თანხმდებიან მკვლევრის თხოვნას, ჩაერთონ კვლევაში. მათ შორის შეიძლება იყვნენ სენსიტიური ჯგუფები, მაგალითად, ნარკომანები და მათი მიმწოდებლები, ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით (აივ) დაინფიცირებულები, პოლიტიკური აქტივისტები, ბავშვებზე მოძალადეები, პოლიციის ინფორმატორები და რასობრივად მოტივირებული კანონდამრღვევები. მიჩელს (1993) ფარული კვლევის სასარგებლოდ ძლიერი არგუმენტები მოაქვს, როდესაც ამტკიცებს, რომ ფარული კვლევის წარმოებაზე უარის თქმა ფარულად მოქმედ, ძალაუფლების მქონე ჯგუფებში შეღწევაზე უარის თქმაა; სენსიტიური, მაგრამ მნიშვნელოვანი თემების კვლევის უარყოფაა; კვლევის რთული, მაგრამ მყარად ფესვგადგმული საკითხებისა და რწმენების უარყოფაა, ანუ, დანებება და ფარ-ხმალის დაყრაა სწორედ მაშინ, როცა საქმე რთულდება! ფარულად წარმოებული კვლევის მაგალითების განხილვით იგი აჩვენებს, რომ ასეთი კვლევის ჩაუტარებლობით უარს ვამბობთ, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების და ნაკლებად ცნობილი ჯგუფების ან სიტუაციების შესახებ საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე.

      ფარული კვლევის გამართლება რეაქტიულობის დაძლევის შესაძლებლობის საფუძველზეც შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკვლევარს სჯერა, რომ ინდივიდების ბუნებრივი ქცევა შეიცვლება, თუ მათ ეცოდინებათ, რომ აკვირდებიან.

      ფარული კვლევა რომ სახიფათოა კარგად არის ასახული გლაზგოს ბანდის პატრიკისეულ (1973) კვლევაში, სადაც მკვლევარს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, რომ არ გაემჟღავნებინა თავი, როდესაც მკვლელობის მოწმე გახდა; მიჩელის (1993) ანგარიშში, სადაც აღწერილია, თუ როგორ გულდასმით შეათანხმეს როლის ყველა დეტალი, რომელიც საჭირო იყო „მილენიალისტთა“ - აშშ-ის შეარაღებული პოლიტიკური დაჯგუფების გასაიდუმლოებული ულტრა მემარჯვენე ფრთის - ფარული კვლევისთვის და ბოლოს, მთამსვლელთა მიჩელისეული კვლევაში, სადაც ჯგუფის წევრობა მათთვის ჩვეულ მკაცრ და მტკივნეულ ცხოვრებასთან ზიარებას ნიშნავდა (ჯგუფში შესასვლელად მკვლევარს თავად მოუწია სრულფასოვან და პროფესიონალურად მომზადებულ მთასვლელად ქცევა).

      უამრავი ეთიკური დილემა არსებობს, რომელშიც მოცემულია დაძაბულობა პირად ცხოვრებაში შეჭრას, მის დაცვასა და საზოგადოების კანონიერი „ცოდნის უფლებას“ შორის, ინფორმირებულ თანხმობასა და უფრო ფართო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მის დარღვევას შორის, დაკვირვებას, როგორც ზედაპირულ, სავარაუდოდ, მასტიმულირებელ, სანახაობრივ სპორტსა და მნიშვნელოვან სოციალურ კვლევას შორის. აქ ლაპარაკია დილემაზე, რომელიც ინდივიდის დაცვასა და ფართო საზოგადოების დაცვას შეეხება და რომელშიც ისმის კითხვები: „ვინ დარჩება მოგებული წარმოებული კვლევის შედეგად, - ვის და რას ემსახურება, ვის არგებს და ვის ავნებს იგი? ინდივიდის ინტერესების დაცვა უფრო დიდი სიკეთეა თუ - ფართო საზოგადოების? ავნებს თუ არა კვლევა ისედაც დაზარალებულ ადამიანებს? გააუმჯობესებს თუ არა მათ ყოფა-ცხოვრებას, ინსტრუმენტულად (ანუ როგორც ობიექტს და არა - სუბიექტს) უნდა მოექცეს თუ არა მკვლევარი მონაწილეების კვლევისთვის საჭირო და სხვა შემთხვევაში მიუწვდომელი, მაგრამ მაინც ღირებული მონაცემების მოპოვების გამო? მკვლევარს აუცილებელი მორალური ვალდებულებები გააჩნია და ვიდრე ეთიკური ქცევის კოდექსი არსებობს, თითოეული შემთხვევა ცალკეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ღირსებების მიხედვით უნდა შეფასდეს.

      გარდა ამისა, თავისთავად პრობლემურია ჩაურევლობის საკითხი. როგორც წინამდებარე თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, დაკვირვება არაინტერვენციულია, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის რეალურ სამყაროში მცხოვრები მკვლევრებისთვის, რომელსაც იკვლევენ ისინი და მათი (მკველვრების) გავლენა, შესაძლოა, სულაც არ იყოს ნეიტრალური (ჰოთორნოსა და „წმინდანის“ ეფექტები, რომელზეც მეხუთე თავში ვისაუბრეთ). ეს ძალზე თვალსაჩინოა, მაგალითად, სკოლის ინსპექტირების შემთხვევაში, როდესაც გაკვეთილზე ინსპექტორის დასწრება მნიშვნელოვნად მოქმედებს კლასში მიმდინარე პროცესებზე და არასწორი იქნებოდა ამის შეუმჩნევლობა. ამგვარად, დამკვირვებლის ეფექტი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს.

      გარდა ამისა, ჩაურეველმა დამკვირვებელმა დაწვრილებით და ზედმიწევნით უნდა განიხილოს თავისი როლი. როგორ უნდა მოქცეულიყო მკვლევარი ზემოთ განხილულ პატრიკისეულ (1973) მაგალითში, როდესაც ის მკვლელობის მოწმე გახდა: უნდა გაემჟრავნებინა ვინაობა და პოლიციისთვის შეეტყობინებინა მკვლელობის შესახებ? რა მოხდებოდა, თუ მკვლელობაზე რეაქციის უქონლობით მას კიდევ უფრო მეტ სენსიტიურ მონაცემზე მიუწვდებოდა ხელი? ძალადობის მოწმემ უბრალოდ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ სათანადო ორგანოებს თუ თავად უნდა მოიმოქმედოს რაიმე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით? თუ დამკვირვებელი რასობრივი ძალადობის ან დაშინების (ბულინგი) შემთხვევების მოწმეა, უნდა დარჩეს თუ არა შეუმჩეველი? არის თუ არა დამკვირვებელი უბრალოდ ჟურნალსიტი, რომელიც მონაცემების საჯარო დემონსტრაციას ახდენს მათ განსახილველად? როდისაა ჩაურევლობა მორალურად მიუღებელი და გასაკიცხი? ეს ის საკითხებია, რომელთა გადაწყვეტისას მკვლევარი ცალსახა განაჩენისთვის ეთიკის კოდექსით ვერ იხელმძღვანელებს.

კომენტარები

      დაკვირვების ბევრ სიტუაციაში მიკერძოების რისკი არსებობს (მაგალითად, Wilkinson 2000: 228; Moyles 2002: 179; Robson 2002: 324 – 5; Shaughnessy et al. 2003: 116 – 17), რისი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგალითად:

  • დამკვირვებლის სელექციური (შერჩევითი) ყურადღება: აღქმა დამოკიდებულია იმაზე, თუ საით ვიყურებით, რას ვუყურებთ, როგორ ვუყურებთ, როდის ვუყურებთ, რას გვგონია, რომ ვუყურებთ, ვის ვუყურებთ, რაზე ვფიქრობთ დაკვირვების დროს და რა ინტერესები და გამოცდილება გაგვაჩნია.
  • რეაქტიულობა: მონაწილეებმა შეიძლება შეცვალონ ქცევა იმ შემთხვევაში, თუ ეცოდინებათ, რომ მათ აკვირდებიან. მაგალითად, უკეთ იმუშაონ კლასში; მეტად დაიძაბონ; ჩვეულებრივზე უკეთ ან უარესად მოიქცნენ; იმოქმედონ მკვლევარის მოლოდინის ან მითითებების შესაბამისად, - „მოთხოვნილი მახასიათებლები“ (Shaughnessy et al. 2003: 113).
  • ყურადღების დეფიციტი: რა ხდება მაშინ, თუ მკლევარს ყურადღება ეფანტება, სხვაგან და მოვლენა მისი ყურადღების მიღმა რჩება?
  • კონსტრუქტების ვალიდობა: დასადგენია თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მსჯელობისთვის ვალიდურ ინდიკატორად. მაგალითად, როგორია ღიმილი: მოშვებული, ნევროტული, მეგობრული თუ მტრული? ითვლება თუ არა პიროვნების მიერ გამოყენებული არავერბალური ჟესტები ურთიერთქმედების ვალიდურ ინდიკატორად? არის თუ არა საკვლევი ქცევის აღსაწერად გამოყენებული იარლიყები და მანიშნებლები ამ ქცევის ვალიდური ინდიკატორები?
  • მონაცემთა სელექციური ჩანიშვნა: ჩვენს მიერ ჩაწერილ ინფორმაციაზე ზოგჯერ ჩვენივე პირადი შეფასებები უფრო მოქმედებს, ვიდრე თავად ჩასაწერი ფენომენი. ზოგჯერ სიტუაციის ინტერპრეტაციას ვახდენთ და შემდეგ ამ ინტერპრეტაციას ვიწერთ და არა - თავად ფენომენს.
  • სელექციური მეხსიერება: თუ დაკვირვებების მონაცემებს მოვლენის დასრულების შემდეგ ვინიშნავთ, ჩვენი მეხსიერება არჩევს და ფილტრავს მონაცემებს და ზოგჯერ უყურადღებოდ რჩება დაკვირვების კონტექსტის დეტალები. ამიტომ ინფორმაციის ჩანიშვნა უშუალოდ დაკვირვების პროცესში ან დაკვირვების დასრულებისთანავე უნდა მოხდეს.
  • პიროვნებათშორისი საკითხები და კონტრტრანსფერი: ჩვენს ინტერპრეტაციებზე ჩვენივე შეფასებები და პრიორიტეტები მოქმედებს: ადამიანთა ქცევის ჩვენეული შეფასება, დაკვირვების მონაწილეებთან ჩამოყალიბებული ურთიერთობა და სიტუაციის კონტექსტი. მკვლევრები განზრახ უნდა მოსცილდნენ სიტუაციას და რეფლქსიას მიმართონ.
  • მოლოდინის ეფექტები: როდესაც მკვლევარმა იცის შესამოწმებელი ჰიპოთეზები, ან გააჩნია მსგავსი კვლევების შედეგები ანდა გარკვეული ქცევების ნახვის მოლოდინი აქვს ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მის დაკვირვების მონაცემებზე.
  • ჩაწერის წესზე შეთანხმება: დასაკვირვებელი ჯგუფის ერთი წევრი შეიძლება ერთსა და იმავე ქცევას იმეორებდეს, მაგრამ სხვა არავინ იქცეოდეს ანალოგიურად და საერთოდ არ ავლენდეს ასეთ ქცევას. ამ შემთხვევაში, უნდა ჩაიწეროს, თუ რამდენი განსხვავებული ადამიანი მოიქცა ამგვარად.
  • დამკვირვებელთა რაოდენობა: ერთი და იგივე სიტუაციაში სხვადასხვა დამკვირვებელი შეიძლება სხვადასხვა რამეს აკვირდებოდეს და შესაბამისად, არაკონსისტენტური შედეგები მიიღონ. ამიტომ საჭიროა დამკვირვებელთა გავარჯიშება მათ შორის შეთანხმებულობის მისაღწევად, ქცევის ზუსტი განსაზღვრებების კარგად გასაგებად, მონაცემების ჩანიშვნისა და ჩაწერის სახეების შესათანხმებლად.
  • დასკვნის პრობლემა: დაკვირვებისას მხოლოდ მომხდარი რეალური ფაქტის ჩაწერაა შესაძლებელი; ნებისმიერი სხვა მტკიცებულების, მაგალითად, ტრიანგულაციის, გარეშე, აქტორის ქცევის მიზეზების, განზრახვებისა და მიზნების შესახებ დაკვნების გაკეთება შეიძლება სახიფათო იყოს. განზრახვის შესახებ დაკვირვების საფუძველზე დასკვნების გაკეთება ზოგჯერ შეუძლებელია. მაგალითად, ბავშვს შეიძლება უნდოდეს, რომ მეგობრული იყოს, მაგრამ გამოუცდელმა დამკვირვებელმა ეს მის პატივმოყვარეობად აღიქვას; მასწავლებელს შეიძლება უნდოდეს, რომ ეფექტური იყოს, მაგრამ მკვლევარმა არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთოს და ის სახიფათოდ მიიჩნიოს. რეაქციიდან სტიმულზე და დაკვირვებიდან განზრახვაზე დასკვნის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.

      აქ საქმე ვალიდობასა და სანდოობას ეხება. დაკვირვების ვალიდობის თვალსაზრისით, მკვლევარმა უნდა უზრუნველყოს, საკვლევი კონსტრუქტის ინდიკატორების სიზუსტე და ოპერაციონალიზება, მაგალითად, შეთანხმებული უნდა იყოს, თუ რას ნიშნავს ანუ რისგან შედგება ისეთი თვისებები, როგორიცაა „მეგობრული“, „ბედნიერი“, „აგრესიული“, „კომუნიკაბელური“ და „უკარება“. დაკვირვების მიზნის შერჩევა პრობლემური საკითხია. მაგალითად, რაზე ვიღებთ ორიენტაციას: მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე თუ ადამიანთა ჯგუფზე, კონკრეტულ მოვლენებსა და კონკრეტულ დროზე თუ სხვა სიტუაციაზე? მოლურ თუ მოლეკულურ ერთეულებზე? რას აპირებთ: ახლო მანძილიდან დეტალებზე დაკვირვებას თუ ჰოლისტურ, ფართო ფოკუსისა და დიაპაზონის მქონე კვლევას, ანუ, გამადიდებელ შუშას იყენებთ და ვიწრო დიაპაზონში მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღებას ცდილობთ? თუ ფართო ხედვას ირჩევთ, კადრში მთელ ველს ატევთ, მაგრამ არ გაქვთ გამოკვეთილი დეტალები, თუ რაღაც საშუალოს მიღწევას ცდილობთ? როგორ ირჩევთ, საორიენტაციო ობიექტივს?

      მოლოდინის ეფექტის დაძლევა შესაძლებელია, თუ დამკვირვებლებს არ ეცოდინებათ კვლევის მიზანი - „ორმაგად ბრმა“ მიდგომა.

      რაც შეეხება სანდოობას, ინდიკატორები სრულად, თანმიმდევრულად და მყარად უნდა გამოიყენებოდეს, ინტერპრეტაციაში ყოველგვარი ცვალებადობის გარეშე. ეს დამოკიდებულია არა მარტო დამკვირვებელზე - მის მიერ წარმოებულ დაკვირვებასა და ჩაწერაზე, არამედ დამკვირვებლის რაოდენობაზეც. დამკვირვებელთა შორის თანხმობის (პროცენტებში) გამოსათვლელი ფორმულა ასეთია:

      შემფასებელთა შორის თანხმობის სანდოობის გაზომვისას მკვლევარი მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მიღებას უნდა ცდილობდეს (მინიმუმ 90 პროცენტის). შემფასებელთა შორის თანხმობის სანდოობის სხვა საზომებში კორელაციები გამოიყენება, სადაც კორელაციის კოეფიციენტები 0.90-ზე (ანუ 90 პროცენტზე) მეტი უნდა იყოს (Shaughnessy et al. 2003: 111).

      მკვლევრის ან მკვლევრების სანდოობის უზრუნველსაყოფად ტრენინგის საჭიროება შეიძლება წარმოიშვას რათა მკვლევრებმა:

  • ერთი და იგივე ოპერაციული განსაზღვრებები გამოიყენონ;
  • ერთი და იგივე დაკვირვებები ერთნაირად ჩაწერონ;
  • კარგად იყვნენ კონცენტრირებულნი;
  • შეძლონ დეტალებზე ფოკუსირება;
  • იყვნენ ნაკლებად შესამჩნევნი, მაგრამ ყურადღებიანნი;
  • ჰქონდეთ დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანისთვის საჭირო გამოცდილება.

      ამ თვისებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაღლის, გამოფიტვის, „დამკვირვებლის დრეიფის“ (Cooper and Schindler 2001: 380) და წმინდანის ეფექტის თავიდან ასაცილებლად და, ამასთან, თითოეულმა მათგანმა შეიძლება მონაცემების სანდოობა შეამციროს.

      რაც შეეხება რეაქტიულობის საკითხს, ერთი შესაძლებლობაა ფარული დაკვირვების გამოყენება, თუმცა ეს ეთიკურ საკითხებს ბადებს, რომლებზეც მეორე თავში უკვე ვისაუბრეთ. მეორე - ჰაბიტუაციის ანუ მიჩვევის გამოყენება, როდესაც მკვლევარი იმდენად დიდ ხანს რჩება სიტუაციაში, რომ მონაწილეები არა მარტო ეჩვევიან მის იქ ყოფნას, არამედ ბუნებრივდაც იქცევიან.

      ლოფლენდის (1971: 104 – 6) აზრით, კვლევაში სანდოობის პრობლემის დასაძლევად, ასევე, მნიშვნელოვანია, მოვლენის დასრულებისთანავე გააკეთოს ჩანაწერები მაქსიმალური წეროს, მაგრამ მაინც დიდი დრო ჩანაწერების წარმოებას; განიხილოს შენიშვნების აუდიოჩაწერის ვარიანტი (თუმცა, აზროვნებისთვის წერა შეიძლება მეტად მასტიმულირებელი იყოს); გამოიყენოს სიტყვების დამუშავების საშუალება, რაც შემდგომში პროგრამული პაკეტების გამოყენებით ანალიზისას გაუწევს დახმარებას და ჰქონდეს ჩანაწერების ორი ფაილი: ერთი ორიგინალი მონაცემები და მეორე მანიპულაციისა და ანალიზისთვის (მაგალითად, მონაცემების დაჭრისა და გადანაცვლებისთვის).

დასკვნა

      დაკვირვების მეთოდები სიტუაციების გაგებისა და ახალი ცოდნის შეძენის მძლავრი იარაღია.[3] მონაცემების შეგროვების სხვა ტექნიკების მსგავსად, მათაც ახლავთ ვალიდობისა და სანდოობის პრობლემა. დაბალი რანგის დასკვნებისთვის განკუთვნილი დაკვირვებაც კი, რომელიც, ალბათ, დაკვირვების ყველაზე უსაფრთხო ფორმაა, უაღრესად შერჩევითია, ვინაიდან თავად აღქმაა სელექციური. დასკვნის უფრო მაღალი რანგის ფორმები, რომლებიც მიზეზშედეგობრიობის დადგენას ისახავენ მიზნად დამკვირვებლის ინტერპრეტაციის უფრო მაღალი დონეს მოითხოვენ, სადაც დამკვირვებელი მიზანმიმართულებისა და მოტივაციის შესახებ მსჯელობს. ამ თვალსაზრისით, დასაბუთებისთვის და ტრიანგულაციისთვის რეკომენდებულია მონაცემების შეგროვების დამატებითი მეთოდების გამოყენება ანუ, სანდო მონაცემებიდან სანდო დასკვნების მიღების უზრუნველყოფა.

      დაკვირვების დაგეგმვისას მკვლევარმა უნდა გაიაზროს და გადაწყვიტოს:

  • როდის, სად, როგორ და რას აკვირდება.
  • რამდენად სტრუქტურირებული დაკვირვებაა აუცილებელი?
  • დაკვირვების პერიოდის ხანგრძლიობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს დასაკვირვებელი ქცევის გამოვლენისა და დაკვირვებისთვის საჭირო დროს;
  • დაკვირვების პერიოდის დროის განაწილება (მაგალითად, დილით, შუადღეს, საღამოს).
  • დაკვირვების კონტექსტი (შეხვედრა, გაკვეთილი, განვითარებისთვის სასარგებლო პრაქტიკული სავარჯიშოები, სკოლის მმართველობის ბრიფინგი და ა. შ.).
  • დაკვირვების ბუნება (სტრუქტურირებული, ნახევრად სტრუქტურირებული, ღია, მოლური, მოლუკულური და ა. შ.).
  • დაკვირვების შესაძლებლობის არსებობა, მაგალითად, დარწმუნება, რომ არიან დასაკვირვებელი ადამიანები ან არსებობს დასაკვირვებელი ქცევა.
  • სუბიექტური და ობიექტური დაკვირვების გაერთიანება, სტრუქტურირებულ დაკვირვებაშიც კი. დაკვირვების გეგმა უაღრესად სუბიექტური ხდება, ვინაიდან მასზე შეიძლება ინტერპრეტაცია, გადარჩევა და კონტრტრანსფერი აისახოს, ოპერაციული განსაზღვრებები კი ყოველთვის ზუსტი არ არის.
  • რეაქტიულობის შემცირების მიზნით წარმოებული ფარული მონაწილის დაკვირვების ღირებულება.
  • საფრთხეები, რომლებიც სანდოობასა და ვალიდობას ემუქრება;
  • დაკვირვების ოპერაციონალიზაციის საჭიროება, რათა ის, რაც მტკიცებულებად ითვლება, თანმიმდევრული, მკაფიო და ვალიდური იყოს. რა ქმნის კონკრეტულ თვისებას (მაგალითად, ანტისოციალურ ქცევას? რა ითვლება ანტისოციალურ ქცევად? ერთი ინდივიდის შემთხვევაში გამოყენებული თვისობრივი მახასიათებელი „კომუნიკაბელური“ მეორის შემთხვევაში „სიტყვაძუნწს“ შეიძლება ნიშნავდეს და პირიქით).
  • სათანადო სახის სტრუქტურირებული დაკვირვებისა და ჩაწერის სისტემის არჩევის საჭიროება (მაგალითად, მოვლენის შერჩევა, მომენტალური შერჩევა, ხანგრძლივობის ჩაწერა, დიქოტომიური/რეიტინგის სკალები).
  • როგორ შევინიღბოთ და აუცილებელია თუ არა ინფორმირებული თანხმობა.
  • გამართლებულია თუ არა მოტყუება.
  • რა როლი უნდა აიღოს მკვლევარმა კონტინუუმზე: სრული დამკვირვებლის, მონაწილე დამკვირვებლის, დამკვირვებელი მონაწილის თუ სრული დამკვირვებლის?

      დაკვირვება შეიძლება ძალიან სასარგებლო კვლევის მეთოდი იყოს, სასურველი ქცევის ან ფენომენის გაგებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, ეს შეიძლება ძვირი ღირდეს დახარჯული დროისა და ძალისხმევის თვალსაზრისით. ეს კი, მონაცემების ინტერპრეტაციის ან მათი მნიშნველობის შესახებ დასკვნების გამოტანისას სირთულეებს უკავშირდება. წინამდებარე თავში დაკვირვების რამდენიმე განსხვავებული ტიპი და მათ საფუძვლად მდებარე წანამძღვრები მიმოვიხილეთ, სადაც „მიზნისთვის შესატყვისობის“ პრინციპის დაცვით დაკვირვების მეთოდის შერჩევაზე იყო საუბარი. დაკვირვების რომელიმე კონკრეტული მეთოდის გამოყენების განსაზღვრის ნაცვლად ამ თავში ითქვა, რომ დაკვირვება მკვლევარს მორალურ განზომილებაში ათავსებს; რომ არ არის საკმარისი დაკვირვების ისეთი ტერმინებით უბრალოდ აღწერა, როგორიცაა არაინტრუზიული, ჩაურეველი ტექნიკა და ამით კვლევის მონაწილეების წინაშე პასუხისმგებლობის მოხსნა. ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში მონაცემების შეგროვების სხვა ფორმების მსგავსად, დაკვირვება არ არის მორალურად ნეიტრალური საქმიანობა. დამკვირვებლებს, სხვა მკვლევრების მსგავსად, ვალდებულებები აქვთ როგორც მონაწილეების, ისე მთელი კვლევითი საზოგადოების წინაშე.


[1] დროის შერჩევის მაგალითისთვის იხ. Childs, G. (1997) A concurrent validity study of teachers’ rating for nominated “problem” children. British Journal of Educational Psychology, 67, 457-474.

[2] კრიტიკული შემთხვევების მაგალითისთვის იხ. Tripp, D. (1994) Teachers’ lives, critical incidents and professional practice. International Journal of Qualitative Studies in Education, 7 (1), 65 – 72.

[3] დაკვირვების მაგალითისთვის იხ. Sideris, G. (1998) Direct classroom observation. Research in Education, 59, 19 – 28.

ტეგები: Qwelly, დაკვირვება, დაკვირვების_სახეები, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 11832

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters