გამოიცანი რა აღწერა ავტორმა ფოტოებით?

Qwelly, რებურსი, ქველი, ფოტორებუსი

ტეგები: Qwelly, რებურსი, სიყვარული, ფოტორებუსი, ქველი

ნახვა: 303

გამოხმაურებები!

რაც არ უნდა აღეწერა, ბოლო ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ ცუდი დასასრული უნდა ჰქონდეს :D

ჰო, ტარანტინოსეული დასასრული მომაგონდა მეც მაგ ფოტოზე )) 

Maiko_მ თქვა:

რაც არ უნდა აღეწერა, ბოლო ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ ცუდი დასასრული უნდა ჰქონდეს :D

მაიკო, სწორი მიმართულებით მიდიხარ ;)))

წვიმაში ერთად დასველებულებმა განაგრძეს რომანი პლიაჟზე, მაგრამ ერთი ქრისტიანი იყო - მეორე კი მუსულმანი და ამიტომ მათი სიყვარული ბეჭდის მაგივრად *ჯვრით* დასრულდა ...  

საინტერესო ვერსიაა :) ეს თუ არაა სწორი მაშინ მეორე ვერსიაც მაქვს.

George_მ თქვა:

წვიმაში ერთად დასველებულებმა განაგრძეს რომანი პლიაჟზე, მაგრამ ერთი ქრისტიანი იყო - მეორე კი მუსულმანი და ამიტომ მათი სიყვარული ბეჭდის მაგივრად *ჯვრით* დასრულდა ...  

მოაზროვნეებს გვაინტერესებს, იყო სწორი პასუხი? ვიდრე საბოლოოდ დავაფიქსირებდეთ ვერსიას. 

როგორც ესეთი პასუხი ესე პირდაპირ არ გაჟღერებულა, მაგრამ ერთმა ადამიანმა იცის აშკარად :))))

ლაშა_მ თქვა:

მოაზროვნეებს გვაინტერესებს, იყო სწორი პასუხი? ვიდრე საბოლოოდ დავაფიქსირებდეთ ვერსიას. 

სალომე მე ეჭვი მაქვს და არვიცი რამდენად მართალია :D იმედგაცრუებასთან ხომ არ აქვს კავშირი?

salome_მ თქვა:

როგორც ესეთი პასუხი ესე პირდაპირ არ გაჟღერებულა, მაგრამ ერთმა ადამიანმა იცის აშკარად :))))

ლაშა_მ თქვა:

მოაზროვნეებს გვაინტერესებს, იყო სწორი პასუხი? ვიდრე საბოლოოდ დავაფიქსირებდეთ ვერსიას. 

სუპერ-მაგარი იქნებოდა ამ ნაწარმოების ავტორი რომ გეკითხა )

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაპირისპირება პოლიტ. ველზე, მერაბიშვილის გამოსვლა, კალაძის დედაქალაქელობა, შოთაძის პრობლემები, მარგველაშვილის პოლიტიკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 19, 2020.
საათი: 11:38pm 3 კომენტარი

      ქვეყნის მთავარი ამბავი დღევანდელ ნიუსრუმში, პოლიტიკური დაპირისპირებაა ნაცებსა და ქოცებს შორის - დღეს ერთი უცხოელი მხატვარი ამბობდა, გაოცებული ვარ ქართველებით - სად გაგონილა ოპოზიციამ სახელმწიფო ინსტიტუტს ბოქლომი დაადოსო ან კიდევ, მთავრობამ იმაზე ისაუბროს რომ ქვეყანას დემოკრატიით მართავს ან კიდევ მთავარი პრობლემა ოპოზიციააო. თუმცა ქვეყნის შიგნით სხვა ამბავი კალაძის თბილისია, მერაბიშვილის გათავისუფლება, აჭარის ტელევიზია და გარემოს დაცვის…

გაგრძელება

მხარდაჭერილი შოთაძე და საიქიოდ წასული რეჟისორი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 17, 2020.
საათი: 9:00pm 1 კომენტარი

      დღევანდელი დღე სამწუხარო ამბით იქცა გამორჩეულად და ისტორიაში ჩასაწერად - დღეს გარდაიცვალა გიორგი შენგალაია (იხ. ქველინიუსი). თუმცა, პოლიტიკოსებმა გიორგი შენგელაია ნაკლებად გაიხსენეს, როდესაც საქმე მთავარი პროკურორის არჩევნებს და დანიშვნების შეეხო. კიდევ ერთი ამბავია - გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას…

გაგრძელება

ევროპაში ჩავარდნილი პროექტი, დიპლომატები საქართველოში და უგულავას მილიონები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 13, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      დედაქალაქი ძალიან დაიჩაგრა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცენტრალიზებული მართვის პირობებში, მთავარი ქალაქი ბუნებამ დაჩაგრა - ყველგან თოვს, ზღვისსპირეთში, მთის კალთა-კიდეებზე, დიდ-მცირე ქალაქებში, გორშიც კი, მაგრამ თბილისში არა და არ თოვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ამბავნარს, დღის მთავარი თემა ევროკავშირთან პროეტების და კანონების განხილვა იყო და უგულავას საქმეზე კომისიობანა და კომენტარობანა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13…

გაგრძელება

ოსკარის ვარსკვლავური დერეფანი - წითელი ხალიჩა 2020

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 12, 2020.
საათი: 11:28am 2 კომენტარი

      მართალია ეს არც მილანური დეფილეა და არც პარიზის მოდის კვირეულია, მაგრამ ოსკარი რომ მოდის დიზაინერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია, რაც აგერ უკვე მრავალი წელია დასტურდება. წითელ ხალიჩაზე ჩავლილმა ვარსკვლავებმა ისეთი შთაბეჭდილება უნდა დატოვონ, რომ მთელი წელი მათ კაბებზე საუბრობდეს მედია და მოდის სამყარო. ჩვენც, მოურიდებლად გვმართებს თვალი ვადევნოთ ვარსკვლავების ჩაცმულობა-მორთულობას, რათა შემდეგ ჩვენს ქუჩებშიც იარონ ნატალი პორტმანებმა,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters