ისტორია რუისის წარმოშობის შესახებ

"ერი, რომელიც დაივიწყებს თავის წარსულს, მას მომავალი არა აქვს"
ილია ჭავჭავაძე

      საზოგადოდ, ქართველებს და მათ შორის რუისის მკვიდრთაც დიდი წარსული გვაქვს. განვიცდით დღევანდელ რთულ ვითარებას ქვეყანაში და უფრო მეტად გვიმძაფრდება სამშობლოს სიყვარული, მისი წარსულის შესწავლის სურვილი და ბედნიერი მომავლის ჟინიც.

      სახელწოდება რუისი წარმოდგება სიტყვა "რუ"_ დან, რაც გვამცნობს, რომ ეს სახელი რუსთან, რწყვასთან არის დაკავშირებული.

      ნაშრომი "აღწერა სამეფოსა საქართველოსი" დიდი ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი წერს ; "სამფრით ურბნისისა არს რუისის მთის ძირ, დაბა დიდი რუისი ... და ამ რუისი მთის სამფერის მინდორი ნიქოზამდე და ლიახვით დვანის წყლამდე ირწყვის ორის ლიახვს რუთი, თამარ მეფის ქმნულითა, და ნაყოფიერებენ დაბნები ყოვლითავე მრავალნი. ხოლო სალთვისის რუ განაახლა ჟ_დ. მეფემან ვახტანგ, არამედ ან უქმი იყო. ხოლო რუისი არს უწყლო, თვნიერ წყაროსა ერთისა, რომელი არს ეკლესიისა თანა. არამედ სცხოვრობენ მით რუთი, და ირწყვის მინდორი ურბნისამდე ამითვე"

      არავინ იცის, როდის ჩაეყარა საფუძველი რუისს ვარაუდობენ, რომ იგი ანტიკური ხანის ქ. ურბნისის ერთ-ერთი სამიწადმოქმედო რაიონი იყო. ფეოდალურ ხანაში აქ საეპისკოპო კათედრალი იყო. რუისის ეპისკოპოსი ანუ მროველი ("ეპისტოლეთა წიგნში" მოხსენებულია როგორც "მარეული") 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შორის მეათე ადგილზეა დასახელებული. საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა რუისის ჩრდილო_დასავლეთით მდებარე შიდა ქართლის სოფლები ლიხ_ტაშისკარამდე. საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ (XVII ს) მროველის სამწყსო გაფართოვდა.

      რუისის საეპისკოპოსოში მოღვაწეობდნენ: ანტონ მროველი (IX_X ს), ლეონტი მროველი (XI ს), გიორგი მროველი (XII_XIII სს), დიონისე ლარაძე (XVI ს), დომენტი ავალიშვილი (XVI-XVII სს), ნიკოლოზ ორბელიანი (1672-1732წწ) იგი ყოფილა სულხან-საბას ძმა და საეკლესიო მწერალი, იოანა გედევანიშვილი (1737-1821წწ.) ბერი ეგნატაშვილი XVIII ს.) და სხვები.

      აქ იყო დიდი წიგნთსაცავი, სადაც ინახებოდა უამრავი ხელნაწერები. მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რუისის სახარება (XI ს).

      1811 წელს სინოდის მიერ გაუქმებული იქნა რუისის კათედრალი და დარჩა ხუცის ამარა.

      დიდი ხალისითა და ინტერესით დავიწყეთ მასალის შეგროვება ჩვენი მშობლიური სოფლის შესახებ. მოვიძიეთ ლიტერატურა, სადაც რუისის წარსულზე იქნებოდა საუბარი. მასალები მცირეა, მაგრამ ყველაფერი ,რაც მანმადე გაგვეგო ან ახლა შევიტყვეთ, სიამყით გვავსებს და გვალაღებს.

      ჩვენი სოფლის სახელთან ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხასიათის მოვლენაა დაკავშირებული. რუისი ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის ერთ_ერთ მნიშვნელოვან რეზიდენციას წარმოადგენდა.

      რუისის ღვთაების ეკლესიაში მეფედ აკურთხეს გიორგი II. იგი აქედან მართავდა საქართველოს, რადგან ცნობილია, რომ იმ უმძიმეს პერიოდში ქვეყანაში თურქ-სელჯუკები ბატონობდნენ. დედაქალაქი თბილისი მტერს ეპყრა და მის როლს ქუთაისი ასრულებდა.

      არსებობს გადმოცემა ხალხში, რომ დავით აღმაშენებელმა ბავშვობა რუისში გაატარა. ამბობენ, ხშირად დადიოდა ჭალაში, რომელიც ღვთაების ეკლესიის გარშემო იყო. იმ ადგილებში მოჩუხჩუხე წყაროა, რომელსაც რუისელები დავით აღმაშენებლის წყაროს ვუწოდებთ.

      ხალხში გავრცელებულია თქმულება, რომ შოთა რუსთაველიც რუისიდან ყოფილა. თუმცა ისტორიული წყაროებით ეს არ დასტურდება.

      დავით აღმაშენებელი რომ რუისში იზრდებოდა, ამ აზრს გრიგოლ ორბელიანის სიტყვაც ამყარებს.

      1885წ. თბილისის მოწინავე საზოგადოებამ იუბილე გადაუხადა რუსეთის არმიის გენერალს, საზოგადო მოღვაწესა და მწერალს კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს, რომელიც ჩვენი სოფლის შვილია.

      გრიგოლ ორბელიანი ხოტბას ასხამს და მადლობას უძღვნის მამაცაშვილთა გვარს, რომელმაც არა ერთი ღირსეული ადამიანი აღუზარდა ქვეყანას. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მამაცაშვილებმა მტერს დაუმალეს პატარა ბალღი თავიაანთ ქოხში. ეს ბალღი კი დიდი დავით აღმაშენებელი ყოფილა.

      "... ღვთის მადლი რომ არაბებმა ვერ შეიტყვეს, ვისა ზრდიდნენ მამაცაშვილები თავიაანთ ქოხში, რომ შეეტყოთ, აღარ იქნებოდნენ აღარც აღმაშენებელი არც მამაცაშვილები", _ ამბობს პოეტი გრიგოლ ორბელიანი თავის სიტყვაში.

      გვეამაყება ის ფაქტი, რომ დავით აღმაშენებელმა 1104 წელს მოიწვია რუის_ურბნისის დიდი საეკლესიო კრება.

      აი, რას წერს მეისტორიე: "მეფეს დრო და ადგილი თვითონ შეურჩევია. ერთიც და მეორეც მისთვის მოსახერხებელი და სასურველი ყოფილა".

      ამ სასურველ და საჩინო ადგილას ითქვა: "არ გეცრუვებით შენ, ჩვენი სიწმინდით მშობელო წმიდაო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო! არც გაგცემთ შენ ჩვენო სიამაყევ_მართლმადიდებლობავ!"

      რუისი ყოველთვის იყო მეფისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დასაყრდენი.

      რუისი ხშირად ყოფილა კლასობრივი ბრძოლის არენა. 1794 წელს რუისელმა გლეხებმა უარი თქვეს გადასახადებზე , მიატოვეს ბატონები და გაიხიზნენ.

      1905 წლის 14 მარტს გლეხებმა დაარბიეს სოფლის კანცელარია და წისქვილები, განდევნეს მამასახლისები.

      XVIII საუკუნის 50-იან წლებში რუისელ გლეხებს ერთობლივი არზა გაუგზავნიათ ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორისადმი. არზადან ვგებულობთ, რომ რუისელებისათვის სარწყავი წყალი ძველ დროშიც პრობლემა ყოფილა. ვრცელტანიანი ტექსტი ასე მთავრდება "... ღვთის გულისათვის გვიშველეთ რამე, წყურვილით ვირჩობით, თუ თქვენი ბრძანება და ოქმი ჩქარა არ მოგვეშველა, დიაღ ძალა დაგვემართება უწყლობით".

      არზა რუისელთა წყლის თაობაზე ერეკლე მეორის ოქმით 1791 წლის 6 აგვისტოთი თარიღდება. არსებობს უფრო ძველი 1775 წლის ივნისში დაწერილიც. წერილი ერეკლე მეორისადმი, რომელიც ეკუთვნის რუისელ მენახირეს გიორგი ბუზიაშვილს.

      XVIII საუკუნის 70-იან წლებში თბილისში არსებულა მადნის დამუსავების მუშათა სასწავლებელი, სადაც მოზარდებიც სწავლობდნენ. ამ სასწავლებელში გაუგზავნია გიორგი ბუზიაშვილს თავისი 10 წლის ვაჟიშვილი.

      საინტერესოა მასინდელი კანონი, რომ ბავშვის სასწავლებელში გაზავნის შემთხვევაში მის მშობლებს შეღავათი ეძლეოდათ.

      გიორგი ბუზიაშვილი ერეკლეს გადასახადისაგან გაუთავისუფლებია, მხოლოდ უნდა ემუშავა, როგორც საეკლესიო ყმას.

      არზაში მოხსენიებულია გათარხნება. ეს სიტყვა მონღოლურია და ნიშნავს გარკვეული ვალდებულებებისაგან გათავისუფლებას.

      არზას მიაკვლია ექვთიმე თაყაიშვილმა და მისმი დედანი დაცულია საქართველოს სახელმწიფო ისტორიული არქივის ფონდში. აი, არზა ერეკლე მეფის წარწერით: "ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მისცეს რუისელს ღვთაების ყმას ბუზიაშვილს გიორგის. მამული არა მაქვს, რუისისათვის რომ მადნის შეგირდი გებრძანათ, ათი წლის შვილი მყავდა, სოფელმა მითხრა შენი შვილი მიეც შეგირდადათ, მამულსაც მოგცემთ და კიდეც გათარხნებთო.

      შვილი შეგირდად მოგართვით, მაგრამ აღარც მამული მომცეს და არც მათარხნეს, გასაღებს ყველას მარტმევენ. რვა სულს ხიზანს მენახირეობით ვინახავ, სამართალი მაღირსეთ, ღმერთი გაგიმარჯვებს"

      ერეკლე მეფის წარწერა: "ჩვენი ბრზანება არის, ამ არზის პატრონო! მერმე რაც ღვთაების სამსახურში გაძევს მანამდის მადნიდამ იმას არა მიერთმევა რა, რაც გაძევს, უნდა იმსახურო, და ამას გარდა სხვა ვერაში გაგრევენ. თუ სიტყვა ჰქონდეს ვისმე ჩვენ მოგვახსენონ".

      ეს დოკუმენტი ერთი საუკეთესო მოწმობაა იმისა, თუ როგორ ზრუნავდა ერეკლე მეფე ხალხის დასაცავად, იმავე დროს სამთამადნო სწავლის გასავრცელებლად საქართველოში.

     

      რუისელთა არზების შემდეგ მეფე ერეკლესადმი ბევრმა წყალმა ჩაიარა.

      პრობლემები დღესაც აქვს რუისელ გლეხობას, სარწყავ წყალთან დაკავშირებით. მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა 2008 წლის გაზაფხულიდან. ხელისუფლებამ გულთან მიიტანა რუისელ გლეხთა გასაჭირი და ჩატარდა სამეურნეო-აღდგენითი სამუშაოები. გაიწმინდა ძველი ზედა რუ. აშენდა წყალსაცავები და არხები. ხარობდა რუისელი კაცის გული და მარჯვენა. შეჰხაროდა აბიბინებულ ბოსტნეულს, მაგრამ ომმა ყველაფრის იმედი მოსპო. შეშინებული მოსახლეობა სოფლიდან გაიხიზნა და უწყლოობით კვლავ გახმა ამწვანებული ბაღები.

      რუისმა არა ერთი ღირსეული მამულიშვილი გამოუზარდა სამშობლოს; პოეტი იოსებ დავითაშვილი, გერცვნისა და ჩერნიშევსკის თანამებრძოლი ივანე ფანიაშვილი, მწერალი მელანია მამაცაშვილი, მომღერალი, მუსიკალური სასწავლებლის დამაარსებელი (1874 წ). ხარლამპ ივანეს ძე სავანელი, ტანმოვარჯიშე გიორგი ეგნატასვილი, ბალლერინა ელენე (ლილი) გვარამაძე, გიორგი დეკანოზიშვილი დიდი პატრიოტი, სოციალისტ-ფედერალისტი.

      რუისი ძველად საგანმანათლებლო_სულიერი მოღვაწეობისა და აღზრდის საუკეთესო კერაც ყოფილა.

     

     

      რუისში გაიხსნა ერთ – ერთი პირველი სკოლა 1879 წელს, კონსტანტინე მამაცაშვილის მიერ. სკოლაში თავდაპირველად მხოლოდ ვაჟები დადიოდნენ, მერე კი გოგონებმაც დაიწყეს სიარული. სწავლობდნენ როგორც აზნურების, ისე გლეხის შვილებიც. I მასწავლებელი აქაური ოლღა დეკანოზიშვილი ყოფილა.

      კონსტანტინე მამაცაშვილის ოცნება იყო ქართველი ხალხის განათლება. ერთ – ერთ

      წერილში ნატრობს, რომ საქართველოს ჰქონოდა იმდენი სასწავლი დაწესებულება ,

      რაბდენიც ტაძარი და ციხე სიმაგრეც გაგვაჩნიაო.საამისოდ აქტიურად იღწვოდა წერა-

      კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.სხვა ეოვნულ მოღვაწეებთან ერთად მისი მზრუნველობით 1879 წელს თბილისში გაიხსნა სკოლა – პანსიონატი.

      დღეს რომ წამოახედა ჩვენი ბრძენი წინაპარი, უდაოდ კმაყოფილი დარჩება. მის მშობლიურ რუისში სამი საჯარო სკოლაა, სადაც განათლებას იღებს

      მოსწავლე. ბევრია წარჩინებული ბევრია წარჩინებული სკოლაშიც და უმაღლეს საგა-

      ნმათლებლო კერებშიც.

      პროექტზე მუშაობისას გუნდის წევრებმა შემოვიარეთ სოფელი. უფრო ხნიერ ადამიანებს გამოვკითხეთ თქმულებები რუისში მომსდარ ამბებზე.

      აი რა გვიამბეს: "ქვქდედაკაცა".

      "რუისის სარწყავი არხის "დიდრუს" მახლობლად მდებარე სახნავ ფართობზე იდო

      ერთი ქვა, რომელიც დაახლოებით ას კილოზე იქნებოდა. ამ ქვას "ქვადედაკაცას"

      უწოდებდნენ რუისელები

      ძველად როცა ქართლსა და კახეთს ხშირად ესხმოდნენ ლეკები, იტაცებდნენ და ძარ-

      ცვავდნენ ხალხს . ერთ გაზაფხულზე გუთნით ხნავდით თურმე მიწას. შუადღით, სადი-

      ლობისას დიასახლისმა სამხარი წაუღო მუშებს. გზაში ხალხის წიოკის ხმა გაიგონა. მალე შენიშნა მისკენ მომავალი ლეკები, რომლებსაც მიჰყავდათ მოტაცებული ადამიანები და პირუტყვი. ქალი მიხვდა, რომ ვერც გაიქცეოდა და დაიმილებოდა. ქა -

      ლმა მიწიდან ერთი ცალი კენჭი აიღო და ღმერთს შეევედრა: ღმერთო, ამ კენჭივით გა-

      მაქვქვეო და გადაყლაპა. ლეკები რომ მოვიდნენ ქალის ნაცვლად ქვა დახვდათ. გაბო-

      როტებულებმა დააძრეს ხანჯლები და ქვას რამდენჯერმე შემოჰკრეს. ნახანჯლევი ად-

      გილიდან ცოტა სისხლი გამოვიდა. მტერმა მალე მიატოვა ქვა.

      ქვას რუისელებმა "ქვადედაკაცა" შეარქვეს.

      გვალვის დროს ქალები მიდიოდნენ და მუჭით წყალს აპკურებდნსნ.

      "როგორ გადაარჩინა ქალმა სოფელი"

      ლეკიანობის დროს ხალხი საიმედოდ დაცულ კოშკებში იმალებოდა. ერთხელ ისე შემოპარულან ლეკები, რომ ხალხს ვერ გაუგია. ერთი ქალი, რომელიც სოფლის განა-

      პირას ცხოვრობდა მატყლს პენტავდა. მიხვდა, რომ ვეღარ გაიხიზნებოდა. ქალმა ცეცხ-

      ლიდან ლობიოს ქოთანი გადმოიღო და ჩადგა სახლის კარებში, თვითონკარს ამოეფა-

      რა. ლეკები კართან მივიდნენ, ნახეს ღია კარებში უცეცხლოდ დუღს ქოთანი. გაუკვირდათ, შეშინდნენ დათქვეს: აქ რომ ქოთანს უცეცხლოდ ადუღებენ ჩვენ რას გვიზამენო და გაშორდნენ სოფლიდან. ასე იხსნა ქალმა სოფელი.

      "გაქვქვებული და ძმა"

      მტრის შემოსევისას დაიკარგა ერთი ოჯახის ქალ – ვაჟი. ისინი მტერს გაუტაცია და

      აღზრდილან სხვადასხვა ოჯახში.გავიდა დრო და ჩვენმა ჯარმა ილაშქრა მტერზე და გატაცებული ქართველები გაათავისუფლა.ახალგაზრდებში და – ძმაც ერია. მათ ვე -

      ღარ იცნეს ერთმანეთი. მოეწონათ და გადაწყვიტეს ჯვრისწერა წმინდა დემეტრეს ტაზარში. ორივეს თურმე ეჭვი აეკვიატა და იტანჯებოდნენ იმისი შიშით, ვაითუ ნათე -

      სავები ვართო. მათ თურმე ღმერთს შესთხოვეს: "ღმერთო, თუ ნათესავები ვართ ორ-

      ივე ქვად გვაქციეთო" ღმერთმა შეისმინა თხოვნა და ორივე ქვად აქცია.

      ძველად ეკლესიის შემოსასვლელში ყოფილა ორი სვეტი, 1,2 მეტრი სიმაღლისა.

      "მალხაზის წვერი "თქმულება მოგვითხრობს, რომ პირველად ხალხი "კვირიკესა"

      და "ელიას" ეკლესიების ტერიტორიაზე სახლობდა. სოფელში ახოვნებითა და კარგი

      ოჯახისშვილობით გამოირჩეოდა ერთი კაცი, სახელად მალხაზი, რომელმაც საცხოვ-

      რებლად მაღალი მთა აირჩია.ერთხელ მუშაობის დროს ჩაქუჩი დასჭირდა. ახლომახლო არავინ ჰყავდა, რომ ეთხოვა, მალხაზი ჩაფიქრებულა და მიმხვდარა, რომ უმეზობლოდ და სოფლისაგან მოწყვეტილს ცხოვრება გაუჭირდებოდა და ისევ

      სოფელში ჩამოსახლებულა. ხალხმა კი იმ ადგილს "მალხაზის წვერი " უწოდა.

     

      სოფლის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები

     

      ყველა მასალას ჩვენი სოფლის შესახებ დიდი სიხარულით და სიამაყით გავეცანით,

      გარდა ერთისა. ეს არის 1924წლის ტრაგედია, რიმელსაც ყველა რუისელი სინანულის

      გრძნობით გადმოსცემს, რადგან ეთაკილება, ღალატად მიაჩნია საკუთარი თანასოფ-

      ლელებისა .

      ჩვენც გვიმძიმს ამ ტრაგედიაზე საუბარი, მაგრამ რადგანაც ჩვენი სოფლის ისტო -

      რიის ნაწილია უნდა ვთქვათ. ისტორია და საერთოდ ცხოვრება შუქ – ჩრდილების გარეშე ვერ იქნება.

      1924 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად მოხდა აჯანყება, რო -

      მელიც ბოლშევიკებმა წითელი არმიის დახმარებით ჩაახშეს. ერთხელ სოფელზე

      თვითმფრინავმა გადმოიფრინა და პროკლამაციები ჩამოყარა, სადაც ეწერა -"რკინის

      ცოცხით აჰგავეთ თავადაზნაურობაო".

      რუისში, კერძოდ წინაუბანში თავად – აზნაურები იყვნენ ფანიაშვილები. მამაკაცთა ნაწილი წინა დღეებში დაუპატიმრებიათ. ქალები, ბავშვები დამოხუცები შეკრებილან საგვარეულო ეკლესიაში – ღვთისმშობელში. მამა დავითს დაუმშვიდებია იქ მყოფნი

      "გონიერება გაიმარჯვებსო". მაგრამ სამწუხაროდ უგუნორება,ზოგჯერ მძლავრობს გონიერებაზე.

      გაქეზებულ ბრბოს გაურეკავს ტყვედ ოთხმოცდათექვსმეტი ადამიანი ფანიაშვილების გვარისა და ერთ ხევთან, რომელსაც ლაშეს წყალს ეძახიან ჩაუმწკრივებიათ. თავზეხელაღებულ ყაჩაღებს გვარდივლებისათვის უბრძანებიათ სროლა.

      დახოცილებიც და დაჭრილებიც ერთად ორმოში ჩაუყრით და დაუმარხავთ.

      თერთმეტი წლის ზურაბ ფანიაშვილს სროლისას მამიდა გადაეფარა და მსუბუქად დაიჭრა. სამარხში თრითინას (დედოფალა) ხვრელი გაუკეთებია, საიდანაც ბიჭმა ისუნთქა და სამი დღის შემდეგ შეძლო დაეყვირა იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც ტრაგედიის ადგილას იკრიბებოდნენ და გლოვობდნენ დახოცილებს.

      რუისელების შემწეობით გადარჩა ზურაბ ფანიაშვილი და დაცხოვრდა თბილისში. იგი იყო ღირსეული ქართველი, იყო ცენტროლიტის გენერალური დირექტორი, კადრის პოლკოვნიკი. მისი ქალიშვილია აღიარებული პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი - მედეა ფანიაშვილი. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს სამუსიკო პედაგოგიურ ინსტიტუტს. ჩვენდა სამწუხაროდ დიდი პატრიოტი ქალი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ფანიაშვილების გვარიდან არის პანაევი. გამოჩენილი რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

      პანაევის წინაპრები 1724 წელს ქართლის მეფე ვახტანგ VI -ს რუსეთში წაუყვანია. როგორც ცნობილია მეფე 1400 კაცით გაემგზავრა რუსეთში, პოლიტიკური მფარველობის მოსაპოვებლად. რუსეთის მეფის კარზე ყველა მათგანს ღირსეული ადგილი ეჭირა.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ქარელი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters