ინფორმაცია

პოეზია

პოეზია

პოეზიით გამოვკვებოთ სულები!

საიტი: http://www.qwelly.com/
ადგილი: Qwelly
წევრები: 358
უკანასკნელი აქტიურობა: აგვ. 24

ერთად ავკინძოთ სულის სიტყვები

უმორჩილესად გთხოვთ! წერეთ ფორუმში და არა კომენტარებში!

+ ახალი ლექსი

კომენტარებში გამოქვეყნებული ლექსები წაიშლება!

ფორუმი

ოჰ ოკეანე

ავტორი სრული სახელი, ივლ. 1, 2019. 0 გამოხმაურება

სავსეა ოკეანეები ძუძგით და დარდით,იალქნიანი ნავებიდან გადაყრილი ნამწვითფსკერები ძველი ნაპირის ხავსითესპანელი მეზღვაურების გვამითგაძარცვული აცტეკების ოქროთიშტორმისგან აყირავებული გემითვეშაპების ქონით გავსებული კასრით და მხოლოდ ერთი რამით არის ოკეანე ნამდვილად სავსედარდისგან მივიწყებული ხალხით.გაგრძელება

ტეგები: Qwelly, პოეზია, ლექსი

იასამანს უსველდება ფერდები

ავტორი A nn A, მაისი 12, 2019. 0 გამოხმაურება

წვიმს... და იასამანს უსველდება ფერდებიწვიმს... და შორს ხარ ვერ გეფერებიწვიმს... და სევდა ჩემში იღვიძებსდა ყველაფერს ივიწყებს.წვიმს... და შორიდან გევლებიახლოს ხომ ვერ მოგევლინებიწვიმს... და იასამანს უსველდება ფერდებიშორს ხარ და ვერ გეფერები.ავტორი: ანა მიქელაძეგაგრძელება

ტეგები: Qwelly, ლექსი, პოეზია, ყვავილი, იასამანი

ამწვანდება სამუხრანო

ავტორი A nn A, მაისი 9, 2019. 0 გამოხმაურება

სადაცაა გაზაფხული შემოგვიღებს კარს,აყვავდება სამუხრანო გაახარებს ხალხს,ყველაფერი ხდება ერთიყველაფერი ხდება ღმერთიერთი არის ჩვენი ღმერთიერთი არის ჩვენი ერი.ერთხმად ყველა ღიღინებს და საგალობლებს გალობსთეთრი ციდან ქეთევანი მუხრანისთვის გალობს,ცაზე ნათლად როგორც სვეტიგადმოეშვა სინათლეყველაფერი გაანათა დაგვანახა სიმართლე,გაანათლა: ჩვენი სკოლა, ეზო, მინდორ-ველებიდა ტაძარში ქეთევანის ნაზ ხატებსაც ვევლებით.23.01.2018 | ავტორი: ანა მიქელაძეგაგრძელება

ტეგები: დედოფალი, გაზაფხული, მიქელაძე, პოეზია, მუხრანი

სიკვდილს

ავტორი marta, დეკემბერი 23, 2018. 0 გამოხმაურება

მოდი სიკვდილო! სანამ დრო არის,ერთად დავთვალოთ დღეების ვალი,შევასხათ ამ გულს წყვდიადის თვალი,უკაცრიელის გავაღოთ კარი.მოდი არ გესმის?! ჩემი გაქვს ვალი,შენ შემაჩვიე შიმშილი ხარბი,დავახრჩე სული მოხეტიალედა სამუდამოდ დავხუჭე თვალი.ამ მოღალატე სხეულის გამო,ჩემი სულიც კი სნეული არის.ჩემი კარმული წარსულის გამოგადავიხადო მინდა ეს ვალი.მინდა დავძლიო ჩემი ფიქრები,რომელიც შენგან მოვიდა მალვითდა არ ასვენებს არსებას ჩემსას,უნდა ჩააქროს, გახადოს ლანდი.დაღლილ სხეულში, დაღლილი სული,გაქცევას ლამობს გაუღე კარი!უნდა იბრძოლოს, მიეცი შანსიდა მოაშორე სხეულის ლანდი.თითქოს მუმიად გადავიქეცი,აკლდამაშიც კი არამაქვს ფასი,უკვე დავბერდი დრო არის წასვლის,დრო არის ხსოვნის, დრო გარდასახვის,დრო სინანულის, დრო მოგონების,დრო შენი მოსვლის, დრო ჩემი წასვლის.მოდი დრო არის ახალი არსისდა დაბადების მომეცი შანსი.გაგრძელება

ტეგები: Qwelly, სიცოცხლე, სიკვდილი, პოეზია

საფლავი ჰერბარიუმში

ავტორი Lubin, დეკემბერი 14, 2018. 0 გამოხმაურება

თეთრცხელებიანი, სულალანძული ცარიელ ფურცლებზევკითხულობ სიტყვებს, ვუმზერ ყვავილებს იავარქმნილებს,შავფერს და დამჭკნარსროგორც ჩემ ფიქრებს, ბიამან ფურცლებზე ვხატავ ყვავილებს ხელშეურხევლად, ჰერბარიუმად... ფიქრსავსე ფურცლებზე ვწერ უთავბოლოდფერმიმქრალ სიტყვებსსაანდერძებლად,ცრემლით დანამულკაბადონთ შორისშესუდრულ ვარდშივლანდავ ოცნებას,სიკვდილმა ჩემისულით მოქარგაწიგნის ფურცლებიჰერბარიუმად...გაგრძელება

ტეგები: ჰერბარიუმი, პოეზია

ფაფარაშლილი მიტევების ლანდით ვივსები

ავტორი მაიმუნი, იანვარი 23, 2018. 0 გამოხმაურება

ფაფარ აშლილი მიტევების ლანდით ვივსები,ზამთრის სუსხივით კაეშანი სხეულს ედება,გადავამღერებ ძველ რექვიემს ჩემი, ნოტებითდა ცას განჭოლავს ფრთებ შესხმული ჩემი ვედრება.არ გადავხატავ, ფიროსმანის მარგარიტას დავერ ვუთანაგრძნობ, ამადეოს ფეხმძიმე ჟანას.დუელში ვიწვევ ბარათაშვილის უიღბლო მერანს,რითმების ომში, ვეღარ დავუშლი სისუსტეს ნარნარს.უკვე სულს ხუთავს მონატრების ჰეგემონიათრობისკენ სწრაფვაც ჩვეულებად მექცა რატომღაც,ვით უმწეო მსხვერპლს, უძილობა ჩამისაფრდა დაამ დროს, ფიქრები, ედემიც არის და თან ,კატორღაც.ყურს არ დავუგდებ მარტოობის ავბედით ჩურჩულს,და დავხარბდრები ნიჰილიზმის სევდიან სონეტს.მკრთალი გრძნობებით განსჭვალული ვინმე მეზღაპრე,კვლავ მოიმარჯვებს ლურჯ ფერებს და ისევ იმ მოლბერტსფაფარ აშლილი მიტევების ლანდით ვივსები,ზამთრის სუსხივით კაეშანი სხეულს ედება ,ისევ ვიმღერებ ძველ რექვიემს ჩემი ნოტებითდა ცას განჭოლავს ფრთებ შესხმული, ჩემი ვედრება.გაგრძელება

ტეგები: ომი, ფიროსმანი, ფაფარი, ლექსი, პოეზია

ელევზის დღესასწაული

ავტორი ლაშა, იანვარი 19, 2018. 0 გამოხმაურება

მთის ნაპრალებში თავს იფარავდა მხდალ ტროგლოდიტის მოდგმა საწყალი, ველს აოხრებდა, ყველაფერს ნთქავდა ნომადი - სისხლით გაუმაძღარი.მხნე მონადირე შუბით და მშვილდით დაძრწოდა ტყე-ტყე ვით მხეცი მძაფრი, ვაი მას, ვისაც მძვინვარე ზვირთი გამორიყავდა უდაბურ ნაპირს.ტურფა ცერერა, შვილის მძებნელი. სალამს უძღვნიდა რბეულ ქვეყანას. გულს უღონებდა უდაბნო ვრცელი; ვერსად ჰხედავდა ბაღს, მწვანე ყანას.არ იყო არსად თავშესაფარი, გარდა ცისა და ღამის ბნელეთის, აღარ ამხელდა სვეტი ტაძარის ხალხში რწმენას და სიყვარულს ღმერთის.მიწის დოვლათი, ნაყოფი უხვი, არ ამშვენებდა ნადიმებს კვალად, სამსხვერპლოებზე მოსჩანდა რუხი ჩონჩხთა ნაშთები და თავის ქალა.და ყველგან, სადაც მოავლო თვალი, შეხვდა დაცემის სურათი ბნელი, და აქვითინდა მწარედ ღმერთქალი, ადამიანის გახრწნის მნახველი.ფრიდრიხ შილერი(ამონარიდი)თარგმანი ხ. ვარდოშვილისგაგრძელება

ტეგები: პოემა, ამონარიდი, შილერი, პოეზია, Qwelly

სექტემბერი

ავტორი ხათუნა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, იანვარი 22, 2019. 1 გამოხმაურება

ჩემს წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი გამოფიტული და დაქანცული. და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე ანთია სიცხის ანაბეჭდები. -გინდა? გაჩუქებ. თუმცა ამ ფოთოლს ვინ გააჩერებს შენს გალიაში, ან ვინ იფიქრებს,რომ ეს ფოთოლი მე შემოგიგდე და არა ქარმა. ქარს მხოლოდ მიაქვს. ქარს სიტყვაც მიქვს. მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ, რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი. ქარი მოვარდა. ქარმა მომაგნო. ქარს გავეკიდე. ქარის ბრალია. ქარით დაღლილი ქარად ვიქცევი. ქარო,როდემდე ვიქნები ასე. მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი, რომელსაც უნდა გადავერჩინე. ის ცალკე იჯდა და იცინოდა, მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი, და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას. და ყველაფერი გადაწყდა უცებ: მან გაისწორა ლამაზი თმები, ლამაზი კაბა... და შემომხედა, როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს. გათავდა? თუმცა ამ სიტყვის გარდა მე მქონდა გული, გულიც და ვნებაც. მან გაისწორა ლამაზი თმები, ლამაზი მხრები...და გაიცინა. გესმის?- გაწვიმდა. ხედავ?-გაწვიმდა. მე მიყვარს წვიმა, წვიმა და ფიქრი. წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს, წვიმა მოვიდა. წვიმამ მომისწრო. წვიმას წავყვები. წვიმის წილი ვარ. წვიმით ავივსე. წვიმად ვიქცევი. წვიმავ, როდემდე ვიქნები ასე? წვიმა კი მოდის. ხმამაღლა მოდის და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები, ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები, ხის სურვილები და იმედები. და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე, ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი, ადამიანთა თავშესაფარი, თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ. ამასობაში გადიღო კიდეც და შემოდგომის მზე ამოვიდა, და შემოდგომის მზე გალიებში კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად. შეინარჩუნე, თუ შეგიძლია, ნაწილი მაინც შეინარჩუნე, რადგან უმზეოდ გაგიჭირდება, გაგიჭირდება, გაგიჭირდება... მზე ამოვიდა. მზემ გამაბრუა. მზეს შევეფარე. მზის იმედი მაქვს. მზით გავთამამდი. მზედ მინდა ვიქცე. მ ზ ე ო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან. მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს მისი გაყოფა და დარიგება, რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ, როცა სხეული მზითაა სავსე. ქალმა,რომელიც მიყვარდა ძლიერ, როგორც მებადურს უყვარს მდინარე, მდინარეს - ფიქრი, ფიქრს კი - დუმილი, დუმილს - ხმაური და ხმაურს - სივრცე... დიდხანს უცდიდა იმ წყეულ სიტყვას, უცადა დიდხანს და…გაგრძელება

ტეგები: სექტემბერი, პოეზია, Qwelly, ჭილაძე, შემოდგომა

თუ - რედიარ კიპლინგი

ავტორი ხათუნა, აგვ. 11, 2017. 0 გამოხმაურება

ადამიანიც მაშინ გქვია და გერქვას ამინ!თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცედა არ დაიბნე როცა თავგზა ებნევა ყველას,თუ ძალგიძს სიმხნედ ,შემართებით და რწმენად იქცეროცა შენ ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა,თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალესცრუს გაუტანელს არ მიაგო, სიცრუე, ავი.მოძულეს შენსას სიძულვილი შეუნდო მალედა თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავითუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს,მაგრამ ოცნების არასოდეს არ იქცე მონად.გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდიდა ამ ორ თაღლითს მიაგებო ტოლად და სწორადთუ შეგიძლია აიტანო სიმართლე შენიბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად.იხილო ერთ დღეს დანგრეული სიცოცხლის დღენირასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად.თუ შეგწევს ძალა მაგიდაზე დაყარო ჩალადრაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით.წააგო წყნარად წაგებული ჩათვალო არადიშოვნო კვლავ და სასწორზე შეაგდო რისკით.თუ შეგწევს ძალა წარბი შეკრა, მოთოკო გულიმოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწელ...და ეს კი მაშინ, როს სულიერად დაღლილს და დაცლილსნებისყოფაღა გეუბნება "წინ მეთქი გასწი!"თუ შეგწევს ძალა ბრბოში იყო და დარჩე კაცადმეფეებს ახლდე და გახსოვდეს მარადჟამ ხალხი.შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად!მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი!თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი,აზრით დატვირთო სამოცივე ფერხმარდი წამი.მაშინ შენია შვილო ჩემო ეს მიწის ბურთი!ადამიანი მაშინ გქვია, და გერქვას ამინ!!!გაგრძელება

ტეგები: ღირსება, შეგონება, პოეზია, ადამიანი, Qwelly

კომენტარების დაფა

m: ივნისი 20, 2013||6:27pm

ჯვარგამოსახული ლამეზირი,

დილაუთენია აბარგება.

ვიწრო ბილიკები დამეწყრილი,

ლოცვით დაღლილობის დამარცხება.

მთამდე ფეხშიშველი სიარული,

ხორცი დაწმენდილი საიმედოდ,

ერთად შექუჩების ჟრიამული,

სულმა ცაში უნდა აიხედოს.

მთებზე მოტივტივე სალოცავი,

ირგვლივ ქუდჯვრიანთა ხროვებია,

არის  პეიზაჟი საოცარი,

როცა ღმერთის მონაგროვებია

ყველა,ჯანმრთელიც და ხეიბარიც,

ერთად ღატაკიც და ფულიანიც,

ყველას უნდა,უფალს მიებაროს,

ალალს დაემსგავსოს შურიანი.

სკალდში შეკრებილან სვანები და

ღრუბლებს დაუფარავთ სიმახინჯე,

არის შვებულება წამებიდან,

როცა ფაყის გზაზე მიაბიჯებ,

მაგრამ ეს დღეც მალე გათავდება,

ამ მთებს შეაჭკნება სინანული,

მერე ცა სულივით გაშავდება,

გადაშლის ნაფეხურს მხიარული

წვიმა.დაიცლება ერთიანად

ვერძებშენაწირი არემარე,

ჩვენც სკალდს მივატოვებთ ღმერთიანად,

რადგან ქალაქებშიგავეპარეთ

სვანეთს,უქუდოებს შევერიეთ,

გადამთიელობა დავიბრალეთ,

ღმერთო მოწყალეო შეგვეწიე,

სკალდის თარიგზელო დაგვიფარე!

m: ივლისი 3, 2013||1:24am

არიან მასები მწვერვალზე სიშმაგის,

ბუნებაც მათსავით სულ გადაირია.

ქვითინებს ღმერთი და ხარხარებს ეშმაკი,

ლოცულობს ცრემლებით,მეორე ილია,

ლოცულობს, დღედაღამ ლოცულობს მოძღვარი,

ტაძარში ხატებიც თვალებდახრილია,

დღეს ყველა სიწმინდე ტალახით მოთხვარეს,

შენ უნდა განგვბანო,მამაო ილია.

ჩვენ ჯერაც არ ვიცით რა არის წამება

და ზურგი ვაქციეთ ,უფლისთვის მეომრებს.

ყოველდღე მოელის ჩვენს ფერიცვალებას,

მწყემსი მიწიერი,ილია მეორე.

მძიმდება ჯვარი და იწვის ტიპიკონი,

სხვისი გასაჭირი კვლავ"ღობეს ჩხირია"

კაციც და უფალიც ერთად გაგიგონებთ,

ჩვენთვის შეწირულო ნეტარო ილიავ!

Kakha: ივნისი 27, 2015||12:24pm

დიდი პოეტის ფრენ ო'ჰარას დაბადების დღეა )) მგონი უნდა გვქონდეს მისი კრებულიც )

Kakha: სექტემბერი 8, 2015||12:46pm

ალბათ დადგება დრო, როცა ჩემ ხელნაწერთა რვეულს მალე გამომიწვეყნებენ და დეადი პოეტების კაბადონს მეც შევემატები :D 

ლაშა: ნოემბერი 23, 2015||5:41pm

პოეზია დაკლებია პოეტთა ქალაქს :(( 

Kakha: ნოემბერი 24, 2015||9:51pm

პოეზია ჰომ სულიერია )) მისი დაგეგმარება არ შეიძლება ))

ლაშა: ნოემბერი 25, 2015||4:40pm

სამაგიეროდ გაყიდვა შეიძლება ;) 

ლაშა: დეკემბერი 1, 2015||10:53pm

თუ არ გაიყიდება, გაგაპიარებს მაინც. მოკლედ, პოეზია კარგი ბიზნესია დამიჯერე :D 

ლაშა: დეკემბერი 24, 2015||11:25pm

შაირობა (პოეტობა) არა ჰქვიან თუ სადმე თქვა ერთი-ორიო, რა რთულია ამის გაგება, ვახ! :( 

ლაშა: მარტი 18, 2016||11:24pm

დღეს, შოთა ნიშნიანიძის დაბადების დღეა. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ პოეზია_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (358)

გვერდი (1)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

უფასური ლარის გამაჯანსაღებელი, ბაჩალიაშვილის გზა სიკვდილამდე და კორონა ისევ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 18, 2020.
საათი: 11:45pm 0 კომენტარი

      როდესაც ქვეყანაში ლარი კურსი განსაკუთრებულ დაღმასვლას განიცდის და მალე დოლარი მხოლოდ ოცნების სფერო გახდება, ცხადია, დღის მთავარი ამბავი ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გამოსვლა უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2140 ლარი იყო დღეს, მაგრამ როგორც მინისტრის გაპარლამენტების დროს ხდება ხოლმე, მხოლოდ პარტიული კამათი, ლანძღვა, ერთმანეთის ავ-კარგის ჩვენება და უშინაარსო ამბების განხილვა იყო. დღის მთავარი ამბავია…

გაგრძელება

აიერაის გამოკვლეული მოსახლეობა და საერთო კანდიდატის პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ეგზიტპოლებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ წინასწარ კვლევებს უკვე დებენ კარგად დაფინანსებული კომპანიები - ამჯერად აირაიმ დადო კვლევა ვის რა უნდა, ვინ ვის ირჩევს, რა აწუხებს და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე, ამ კვლევის შედეგებიც საპოლიტიკუროდ სალაპარაკო გახდა. ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა საკუთარ კანდიდატზე პრემიერის თანამდებობაზე, მაგრამ გაერთიანების ილუზია მაინც იქმნება. კორონა 179 ახალი შემთხვევით არ კარგავს აქტუალობას. დოლარი 3.20…

გაგრძელება

ტურიზმი და ეკონომიკა თბილისში, კორონას მწვერვალი და საარჩევნო საქმე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კორონა ვირუსის ახალი მწვერვალები დაპყრობას ახერხებს საქართველოში - უკვე 196 შემთხვევაა. ქვეყნის მთავარი ამბავი სწორედ ამ გაზრდილი შემთხვევების მკურნალობის შესაძლებლობის გარკვევას ეძღვნება, ასევე არ ივიწყებენ საარჩევნოდ ხმების დაგროვების მცდელობას და აქტიური კამპანიები მიმდინარეობს. ტურიზმის აღდგენისთვის უკვე საერთაშორისო სხდომები იმართება თბილისში და რჩევა-დარიგება-დაპირებებიც მრავლად ისმის. რთველი კვლავ პრობლემდება და რაგბისტები უკვე ტყვიებს…

გაგრძელება

ქართული კოვიდ ინფიცირებულები და წინასწარი ხმები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 14, 2020.
საათი: 10:00pm 1 კომენტარი

      ახალ წელს გილოცავთ! თუმცა, როცა კოვიდი 165 ახალ ქართულ შემთხვევას ითვლის, ჩვენს ქვეყანაში ყველა ნიუსი მის გარშემო ტრიალებს. და მასთან ერთად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავიც არ ცხრება - არჩევნები 2020 კარზე გვადგება და დღითიდღე აქტიურდებიან ხმების მსურველები. დოლარი სადღა მიფრინავს - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1308 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 სექტემბერი, 2020…

გაგრძელება

Qwelly World

free counters