რამდენად შესაძლებელია ჩემთვის სიამოვნების მიღება ჩემთვის ზიანის მოუყენებლად

რაც უფრო მცირე სივრცეს მოიცავს ჩემი სამიზნე სიამოვნების მიღების არეალი (როგორც ფიზიკურს, ასევე მენტალურს), მით უფრო ნაკლები შესაძლებლობაა, რომ დავზიანდე და მიღებული სიამოვნება ტანჯვად მექცეს. ცხადია, ბედნიერების, ანუ სიამოვნების კონტინუუმის შეუძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ სიამოვნების მიღება და მიღწევა გამორიცხულია: ეს შესაძლებელია, თუმცა, სიამოვნების კონტინუუმის მიღწევა შეუძლებელი ხდება, თუკი, „სიამოვნების ხის“ კენწეროს მიღწევის შემდეგ, არ მოხდა „სიამოვნების ხის“ რადიკალური რევიზია და ახალი „ხის“ აგება.

- - - - - - -

      ამ კითხვაზე პასუხი თითქოს უკვე გავეცით წინა მსჯელობაში: რაც უფრო ბევრ ადამიანს და სოციალურ ქვესისტემას ფარავს ჩემი სამიზნე სიამოვნება, მით უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ დავზიანდე.

      შესაბამისად, რაც უფრო მცირე სივრცეს მოიცავს ჩემი სამიზნე სიამოვნების მიღების არეალი (როგორც ფიზიკურს, ასევე მენტალურს), მით უფრო ნაკლები შესაძლებლობაა, რომ დავზიანდე და მიღებული სიამოვნება ტანჯვად მექცეს. თუმცა, მეორე მხრივ, ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ, თუკი მისაღები სამიზნე სიამოვნება დიდია, ის გადაწონის შესაძლებელ ტანჯვას.

      მაგრამ, ამის შესახებ ფიქრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლებელი ტანჯვა, რომელიც დიდი სიამოვნების და დიდი მიზნის შემთხვევაში შეიძლება მივიღო, მხოლოდ ჩემი შესაძლებელი ტანჯვა არ იქნება, არამედ, მთელ იმ გარემოსაც შეეხება, რომელიც მე შევქმენი მიზნისკენ სიარულისას.

      ამიტომ, დიდი მიზნის და დიდი სიამოვნების დასახვის შემთხვევაში, უნდა მოვახდინოთ რეფლექსია არა მარტო ჩვენს შესაძლებელ ტანჯვაზე, არამედ, ჩვენი გარემოცვის დაზიანებაზეც, რომლებსაც ჩვენი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

      შესაბამისად, თვითრეფლექსიის ამ პირველ საფეხურზე სამი ტიპის დაზიანება უნდა გავითვალისწინოთ:

      • პირველი, ის ზიანი, რომელიც მე შეიძლება მივაყენო სხვებს სიამოვნების ხის კენწეროსკენ მოძრაობაში;

      • მეორე - ის ზიანი, რომელიც შეიძლება მე მომადგეს მათი მხრიდან, ვინც გადაწყვეტს, რომ ამ ჩემი მიზნის გამო მათი სიამოვნებაა ჩემთვის ზიანის მიყენება;

      • და მესამე - ის ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ჩემს გარემოს, იმ ადამიანების ჩათვლით, ვისაც ჩემსავით არ მიუღია გადაწვეტილება „სიამოვნების ხის“ კენწეროზე მდებარე მიზნის შესახებ და ჩემს გზაზე აღმოჩნდა ჩემს გარემოში გაერთიანებული.

      თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამისდა მიუხედავად, გადაწყვეტილება მიზნის შესახებ მაინც შეიძლება იყოს მიღებული. ამ შემთხვევაში, შესაძლებელი და აქტუალური ზიანი ჩემი სამიზნე სიამოვნების ნაწილი ხდება.

      ცხადია, ამ შემთხვევაში, ბედნიერების, როგორც სიამოვნების კონტინუუმის მიღწევა შეუძლებელი ხდება - მიიღწევა სიამოვნება, რომელიც „ბედნიერების ხის“ კენწეროზეა, მაგრამ ბედნიერება, ანუ სიამოვნების კონტინუუმის განხორციელება - შეუძლებელია. თუნდაც იმ შესაძლებელი ზიანის და ტანჯვის მოლოდინის გამო, რომლის შესახებაც ჩვენთვის ცნობილია. თუმცა, ამ შემთხვევაში, თვითრეფლექსიის საშუალებით ჩვენთვის ცნობილი ხდება ბედნიერების და სიამოვნების კონტინუუმის შეუძლებლობა.

      ცხადია, ბედნიერების, ანუ სიამოვნების კონტინუუმის შეუძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ სიამოვნების მიღება და მიღწევა გამორიცხულია: ეს შესაძლებელია, თუმცა, სიამოვნების კონტინუუმის მიღწევა შეუძლებელი ხდება, თუკი სიამოვნების ხის კენწეროს მიღწევის შემდეგ, არ მოხდა სიამოვნების ხის რადიკალური რევიზია და ახალი ხის აგება.

      სიამოვნების ახალი ხის აგება თვითრეფლექსიის თავიდან დაწყებას და ამ ოთხი შეკითხვის პროცესის თავიდან დაწყებას ნიშნავს. რამდენად არის ამის შესაძლებლობა, რამდენად განხორცილებადია ეს პროცესი - ამის შესახებ შემდეგ თავში.

      ზემოთ, მსჯელობისას მე ვთქვი, რომ „სიამოვნების ხე“ მუდმივ რევიზიას მოითხოვს. თუმცა ის, რის შესახებაც შემდეგ თავში იქნება საუბარი, არის არა რევიზია, არამედ, სიამოვნების ახალი ხე, ახალი სიცოცხლე და სრულიად ახალი თეორია საკუთარი თავის შესახებ.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, თევზაძე, სიამოვნება, ფილოსოფია

ნახვა: 252

ბლოგ პოსტები

MMOexp Path of Exile 2:Effective Strategies for Farming Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters