პლატონი, ნადიმი
თავი IV

      როცა ვახშმობას მორჩნენ, ზედაშე დაღვარეს, ჰიმნი უმღერეს ღმერთს და ყველა საწესო რიტუალი რომ აღასრულეს, დააპირეს სმას შესდგომოდნენ. მაშინ პავსანიამ აიღო სიტყვა: – ჯერ ვითათბიროთ, მეგობრებო, როგორ ვსვათ ისე, რომ ღვინომ არ გვავნოს. უნდა გამოგიტყდეთ, რომ გუშინდელი ღრეობის შემდეგ ახლაც მიბრუის თავი და, ბევრი თქვენგანის მსგავსად, პატარა სულისმოთქმა მესაჭიროება, რადგან გუშინ ერთად ვსვამდით აქ. მაშ იფიქრეთ, როგორ ვსვათ ისე, რომ ღვინომ არ გვაზიანოს.

      აქ არისტოფანემ თქვა: მომწონს შენი თათბირი, პავსანია. ჩვენ მართლაც გვმართებს თავი შევიკავოთ სმისგან, რადგან მეც მათ რიცხვს ვეკუთვნი, ვინც კინაღამ ღვინოში ჩაიხრჩო გუშინ. – კეთილი და პატიოსანი, – თქვა ერიქსიმახოსმა, აკუმენის ვაჟმა, – მაგრამ ჯერ მინდა ერთი თქვენგანის, კერძოდ, აგათონის, აზრი შევიტყო: იქნებ მას ისევ სწყურია ღვინო? – არა, – უპასუხა მან, – აღარც მე შემიძლია სმა.

      – როგორც ჩანს, ჩვენ – მე ჩემს თავს, ფედროსს და კიდევ ზოგიერთ სხვას ვგულისხმობ, თქვა – ერიქსიმახოსმა, – ბედმა გაგვიღიმა: თუკი ცნობილი მსმელები უკან იხევთ, ჩვენ რაღა გვეთქმის. სოკრატეზე არაფერს ვამბობ: მისთვის სულერთია ბევრს დალევს თუ ცოტას, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება ორივე შემთხვევაში ხელს აძლევს მას. მაგრამ რაკი არავინ მეტისმეტი სმის მომხრე არ არის, მე მგონია, არ მიწყენთ, თუ გულწრფელად მოგახსენებთ ჩემს აზრს თრობის შესახებ, მე ექიმი ვარ და გამოცდილებით ვიცი, თუ რა ვნების მოტანა შეუძლია თრობას კაცთათვის. ამიტომ, ჩემდა თავად. შევეცდები თავი ავარიდო თრობას და სხვებსაც ამასვე ვურჩევ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ წინადღის ორგიის შემდეგ ისინი ჯერაც არ გამოფხიზლებულან კარგად.

      – შენი სიტყვა ხომ კანონია ჩემთვის, ერიქსიმახოს, – გააწყვეტინა ფედროსმა, მირინუსელმა[1], – განსაკუთრებით, როცა მედიცინას ეხება საქმე, და, მე მგონია, არც სხვები გაგიწევენ ურჩობას, თუ გონების ხმას მიუგდებენ ყურს.

      ამის შემდეგ ერთხმად გადაწყვიტეს არ მისძალებოდნენ ღვინოს და ნელ-ნელა შეჰყოლოდნენ სმას.

თარგმნა და კომენტარები დაურთო
ბაჩანა ბრეგვაძემ

« წინა თავი

|

გაგრძელება »


[1] მირინუსი (Μυρρινούς) - ატიკური ფილის პანდიონისის ერთ-ერთი დემოსი.

შენიშვნა: სტატიის სათაური, სტატიის ავტორის მეირ თემატურად შერჩეული სათაურია და არ წარმოადგენს წიგნის ავტორისეულ ვარიანტს.

ნახვა: 207

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters