ამ და მომდევნო თავებში განხილულია თვითრეფლექსია, როგორც თვითცნობიერების გაცნობიერება და წარმატების მიღწევის ძირითადი ინსტრუმენტი: თვითრეფლექსია, როგორც თვითცნობიერების გაცნობიერება, ანუ აზროვნება იმის შესახებ, თუ რატომ იქცევა ჩემი [თვით]ცნობიერება ასე და არა სხვაგვარად, რატომ მაქვს ასეთი და არა სხვაგვარი გეგმები, რატომ არის ჩემი ტვინის მოქმედების პროექცია ასეთი და არა სხვაგვარი. თვითრეფლექსია დამოკიდებულია ცოდნაზე: რაც უფრო მეტი და მრავალფეროვანი ცოდნა აქვს ინდივიდს, მით უფრო სრულად ახორციელებს ის თვითრეფლექსიას და მით უფრო წარმატებულია, ე.ი. მით უფრო უმტკივნეულოდ და ადვილად პოულობს სიამოვნების მიღების გზებს.

- - - - - - -

      როგორც წინა თავებში აღვწერეთ, ცნობიერება და თვითცნობიერება ერთსა და იმავეს აღნიშნავს, თუკი ცნობიერებას განვსაზღვრავთ, როგორც ტვინის (ცენტრალური ნერვული სისტემის) მოქმედების სოციალურ სისტემაში პროექციის აღქმას. ეს აღქმა, ანუ თვითცნობიერება, არის ჩვენი ყოველდღიური მოქმედების საფუძველი: ჩვენ ვარსებობთ სოციალურ სისტემაში, გვაქვს რეაქცია სხვის მოქმედებაზე, შეგვიძლია ვიცოდეთ, რა მოჰყვება ჩვენს ამა თუ იმ მოქმედებას და ა.შ. თვითცნობიერების გარეშე ჩვენი მოქმედება შეუძლებელია: თუკი არ ვიცი, რა შესაძლებელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჩემს მოქმედებას, მაშინ დიდი შანსია, რომ სოციალური სისტემის წევრებმა არაადეკვატურად ჩათვალონ ჩემი მოქმედება და მოქმედების თავისუფლება შემიზღუდონ.

      შესაბამისად, თუკი არ არსებობს [თვით]ცნობიერება, არც სოციალური სისტემა არსებობს და არც ამ სისტემაში განხორციელებული მოქმედებები. თვითცნობიერება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია: ჩვენი ნებისმიერი მოქმედება, რომელიც არ ვარდება სოციალური სისტემის დადგენილი სტანდარტიდან, აღიწერება, როგორც თვითცნობიერება. ხოლო ნებისმიერი ამოვარდნილი, მიღებულ სტანდარტებთან შეუსაბამო მოქმედების შემთხვევაში დგება [თვით] ცნობიერების არსებობა/არარსებობის საკითხი.

      თვითცნობიერება არის ცნობიერების პირველი, ყოველდღიური დონე, სადაც ჩვენი ყოველდღიურობა ხორციელდება: ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ: ვჭამთ, გვძინავს, ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვერთობით, გვაქვს სექსი და ა.შ. თვითცნობიერების ფორმებია. თვითცნობიერების ფორმაა აგრეთვე ცხოვრების დაგეგმვა, ხვალისათვის გეგმების დაწყობა, კარიერული მიზნების ქონა და ა.შ. ესე იგი, ყველაფერი ის, რაც სოციალურ სისტემაში არსებობს, როგორც სოციალური ფაქტი და რაც მიმართულია ყოველდღიური ტანჯვის შესაძლებელ არიდებაზე და სიამოვნების შესაძლებელ მიღებაზე.

      მაგრამ არსებობს ცნობიერების კიდევ ერთი დონე, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სოციალურ სისტემაზე და რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ცნობიერებაში არსებობს: თვითრეფლექსია, როგორც თვითცნობიერების გაცნობიერება, ანუ აზროვნება იმის შესახებ, თუ რატომ იქცევა ჩემი თვითცნობიერება ასე და არა სხვაგვარად, რატომ მაქვს ასეთი და არა სხვაგვარი გეგმები, რატომ არის ჩემი ტვინის მოქმედების პროექცია ასეთი და არა სხვაგვარი.

      თვითრეფლექსია თვითცნობიერების გაცნობიერებაა: ანუ აზროვნება ჩვენი საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ. ცხადია, მოსალოდნელია კითხვა, თუ რაში გვჭირდება თვითრეფლექსია, თუკი თვითცნობიერებაში შედის ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტი?

      პირველი, ზედაპირული პასუხი შემდეგია: თვითრეფლექსია გაძლევს პასუხს იმ ქცევების შესახებ, რომელიც შენ გარდაუვალი და თავისთავად ცხადი გგონია. შედეგად, ნებისმიერი ქცევის სავალდებულოობიდან თავის დაღწევა ნიშნავს მეტ თავისუფლებას და, გამომდინარე აქედან, შესაძლებელი მოქმედებების დაგეგმვის მრავალფეროვნებას. თვითრეფლექსია გვეხმარება გავიგოთ, რა დგას ჩვენი მოქმედებების უკან და შესაძლებელია თუ არა სხვანაირი ქცევა.

      ამიტომ, თვითრეფლექსია პიროვნული წარმატების ინსტრუმენტია, თუკი წარმატებას სიამოვნების მიღების თავისუფლებას და სიამოვნების მიღების შესაძლებელ მრავალფეროვნებას დავუკავშირებთ.

      ცხადია, ვერავინ, თქვენი თავის გარდა, ვერ გეტყვით, თქვენი კონკრეტული საქციელი თუ გეგმა თვითცნობიერებისეულია თუ თვითრეფლექსური. ამის შესახებ პასუხი მხოლოდ თქვენ გაქვთ. თვითრეფლექსიის იდეაც ამაში მდგომარეობს: მისი საზომი მხოლოდ თქვენ ხართ. თვითცნობიერების და თვითრეფლექსიის მიხედვით განხორციელებული ორი ქცევა შეიძლება ერთნაირად გამოიყურებოდეს. განსხვავება, ამ შემთხვევაში, არის ის, რომ თვითრეფლექსიური ქცევის ავტორი მზადაა ქცევის განვითარების ყველა შესაძლებლობისათვის, მაშინ, როდესაც თვითცნობიერების მიხედვით განხორციელებული ქცევის ავტორი ყველა შესაძლებელი განვითარებისათვის არ არის მზად: მხოლოდ ისეთებისათვის, რომელსაც ყოველდღიურობა, თვითცნობიერება აწოდებს.

      შესაბამისად, თვითრეფლექსია, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის შესახებ აზროვნებაა. ცხადია, ის ცოდნას მოითხოვს. რაც მეტია სუბიექტის ცოდნა სამყაროს შესახებ, მით უფრო ფართოა მისი თვითრეფლექსია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამყაროს შესახებ ცოდნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ჩანს: რაც მეტი ვიცი სამყაროს შესახებ, მით უფრო ფართო და სრულყოფილია ჩემი თვითრეფლექსია.

      თვითრეფლექსიას ჩვენს სამყაროში საკუთარი ისტორია აქვს. თვითრეფლექსია, თემატიზაციის გარეშე, იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, რომ მისი ინსტიტუციონალიზაციის მცდელობები ძალიან ბევრია.

      შემდეგ თავში მოკლედ მიმოვიხილავ თვითრეფლექსიის ისტორიას, რომლის კვალიც, შესაძლებელია, თვითრეფლექსიის ინსიტუტციონალიზაციის, ანუ სოციალურ მუდმივებად ქცევის მცდელობების აღმოჩენით დადგინდეს.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, თევზაძე, რეფლექსია, ფილოსოფია, ცნობიერება

ნახვა: 829

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters