ექვსი პრინციპი, რომლსაც უნდა დაეყრდნოს მომავლის სკოლა, მასწავლებლის მომზადება და მშობლების განათლება.

- - - - - - -

      ამ თავში მოკლედ ჩამოვთვლი მომავლის სკოლის და ამ სკოლის გარემოს იმ მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელთა გარეშეც, ვფიქრობ, სასურველი შედეგი არ დადგება:

      1. მასწავლებლების განათლება: მასწავლებლის განათლება, გარდა უკვე ჩვეული კომპონენტებისა (სპეციალიზაცია, ბავშვთა ფსიქოლოგია და ა.შ.), მთავარ ელემენტებად უნდა მოიცავდეს ა) ინტელექტის ტიპის იდენტიფიცირებისა და განვითარების ტექნიკას; ბ) ინფორმაციის სანდოობის დადგენაში მშობელთა ტრენინგის ტექნიკას; გ) ორი ტიპის ინტელექტის მატარებ- ლებიდან ოპტიმალური გუნდის ფორმირების ტექნიკას; დ) კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნიკას.

      2. მშობლების განათლება: მშობლების განათლება, როგორც ჩანს, მომავლის სკოლის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება: ძირითად ინფორმაციას, რომელიც მოსწავლეებს ტექნოლოგიის შესწავლის მიზნით დასჭირდებათ, მოსწავლეები სახლში აითვისებენ, მშობლების მეთვალყურეობით;

      3. სწავლების მიზანი: სწავლების მიზანი ინდივიდუალური ინტელექტის განვითარებაა. მასწავლებლის ამოცანა იქნება, შესთავაზოს მოსწავლეს ისეთი ინდივიდუალური გამოცდილების კონსტრუირება, რომელიც მის კონკრეტულ ინტელექტს მაქსიმალური განვითარების საშუალებას მისცემს. მაქსიმალური განვითარების კრიტერიუმი იქნება სისტემის მიზნის – ტექნოლოგიების შექმნის – მაქსიმალურად წარმატებით შესრულება. განთლების სისტემის მიზანი იქნება არა უნარების და გამოცდილების განვითარება სამყაროს აღწერების შესწავლის გზით, არამედ სამყაროს აღწერების შესწავლა და გამოცდილების კონსტრუირება ტექნოლოგიების შექმნის მიზნით;

      4. მოსწავლეების მიერ ინფორმაციის ათვისება: მომავლის სკოლის მოსწავლეები ინფორმაციას და გამოცდილებას ორგვარად შეიძენენ: სახლსა და სკოლაში. სკოლაში ყოფნის მიზანი იქნება ტექნოლოგიების შექმნის შესწავლა და გუნდური მუშაობის ათვისება; ასევე, საპირისპირო ინტელექტის მატარებლებთან კონტაქტის დამყარების უნარის და გამოცდილების განვითარება;

      5. გუნდური მუშაობა სკოლაში: გუნდური მუშაობა მომავლის სკოლის ხერხემალი გახდება: გუნდური მუშაობა, ერთი მხრივ, განავითარებს ინდივიდუალურ ინტელექტს, რადგანაც, ინდივიდუალური ინტელექტის სპეციფიკა იქნება ის საფუძველი, რის გამოც მოსწავლე მოხვდა გუნდში, ხოლო მეორე მხრივ, ისწავლის გუნდთან ერთად წარმატების მიღწევის გზებს და შესაძლებლობებს.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, განათლება, თევზაძე, სკოლა, ფილოსოფია

ნახვა: 250

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters