მსოფლიოში სახელგანთქმული მწერალი და დრამატურგი ლუიჯი პირანდელო (1867-1936) XX საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. მისი ლიტერატურული ბედი გარკვეულია. სამშობლოში იტალიელ ჩეხოვად წოდებული, იგი მხატვრული სიტყვის აღიარებული ოსტატი და კლასიკოსია. დღეს ეს ჭეშმარიტება სადავო არავისთვისაა. მაგრამ პირანდელო როგორც ფილოსოფოსი, პირანდელო, როგორც "ფილოსოფიური კონცეფციის" ავტორი - ეს უკვე სხვა და თანაც მტკივნეული საკითხია; თავის დროზე ამ საკითხმა მწერალს სიცოცხლე მოუშხამა და შებრკოლების ლოდად იქცა მთელი იმ კვლევითი ლიტერატურისათვის, რომელიც მისი შემოქმედების პრობლემებს შეისწავლის.
ყოველი დიდი ხელოვანი საკუთარ შემოქმედებაში თავისი ეპოქის გონება - განწყობილებას, მის ეთიკურ, სოციალურ, ფილოსოფიურსა და სხვა იდეებს გამოხატავს. მისი შემოქმედება შეიძლება ღრმა ფილოსოფიურ დატვირთვას ატარებდეს, მაგრამ ეს კიდევ არ გვაძლევს უფლებას, ვილაპარაკოთ მასში საკუთრივ ფილოსოფიური კონცეფციის არსებობის შესახებ. ცნობილია, რომ ფილოსოფიური კონცეფცია გულისხმობს ფილოსოფიური პრობლემის, უფრო ზუსტად, ძირითად პრობლემასთან დაკავშირებულ პრობლემათა კომპლექსის დასმას; ასევე გულისხმობს ამ პრობლემის განვითარებაში შინაგან თანმიმდევრულობას, წამოყენებული დებულებების ლოგიკურ დასაბუთებასა და არგუმენტაციას. შესაძლებელია კი ამ აზრით პირანდელოს ფილოსოფიური კონცეფციის არსებობის შესახებ საუბარი? სათაურიდან ჩანს, რომ წიგნში აღნიშნული საკითხი დადებითად წყდება, თუმცა ავტორი არ იმედოვნებს იმათ გადარწმუნებას, ვისაც დღემდე კატეგორიულად არ სურს დაინახოს პირანდელო ხელოვნის გვერდით პირანდელო ფილოსოფოსი.
წინამდებარე წიგნში, მეოცე საუკუნის ქართველი ფილოსოფოსი, ღირსების ორდენით დაჯილდოებული მეცნიერი, რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და ოთხი მონოგრაფიის ავტორი, წლების განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფსორი და პედაგოგი, 43 წლის მანძილზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ესთეტიკის განყოფილების გამგე, ელენე თოფურიძე, ლუიჯი პირანდელოს შემოქმედებას განიხილავს როგორც ფილოსოფიურ კონცეფციას. (ელენე თოფურიძე გარდაიცვალა 2004 წელს)
"პირანდელოს შემოქმედების მრავალი განსხვავებული ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ, მისი ფილოსოფიური კონცეფციის არსებობის აღიარების ან არაღიარების თვალსაზრისით, მთელი კვლევითი ლიტერატურა შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს: ერთი უარყოფს, ხოლო მეორე აღიარებს მას და ესწრაფვის განსაზღვროს კონცეფციის ადგილი თანამედროვე აზრის განვითარებაში." - წერს ქალბატონი ელენე თოფურიძე.
იხილეთ წიგნი:
ტეგები: Qwelly, თოფურიძე, პირანდელო, ფილოსოფია, ქველი, წიგნი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•