რენე დეკარტი - პირველი ფილოსოფიის მედიტაცია

რენე დეკარტი, დეკარტე, მეტაფიზიკა, მედიტაცია, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

      პარიზის თეოლოგიის წმინდა ფაკულტეტის დეკანს და დოქტორებს - ბატონებს, რომელთა სიბრძნემაც მიაღწია გაუგონარი დიდების მწვერვალს სამართლიანმა მიზეზმა შემაგულიანა, თქვენთვის წარმომედგინა ეს თხზულება[1] და დარწმუნებული ვარ, თქვენც - როგორც კი გაეცნობით ჩემი განზრახვის საფუძველს - სამართლიანად მომექცევით და მფარველობას გაუწევთ წინამდებარე ნაშრომს, რომლის სარეკომენდაციო საუკეთესო საშუალებად მიმაჩნია, მოკლედ მოგითხროთ წარმოდგენილი თხზულების მიზნის შესახებ.

      ორი საკითხი - ღმერთი და სული - ყოველთვის უმთავრესად მიმაჩნდა იმ საკითხთაგან, რომლებიც უნდა დადასტურებულიყო უმალ ფილოსოფიის მეშვეობით, ვიდრე თეოლოგიისა. ჩვენთვის, მორწმუნეთათვის, რწმენაც კმარა, რომ დავიჯეროთ - ადამიანის სული არ კვდება სხეულთან ერთად და რომ ღმერთი არსებობს; მაგრამ ურწმუნოებს, ცხადია, ვერაფერი - ვერც სარწმუნოება, ვერც რაიმე მორალური სიქველე, ვერ დააჯერებს ამ ორ ჭეშმარიტებას, თუ, თავდაპირველად, მათ არ დაუმტკიცეთ ისინი ბუნებრივი გონებით. რადგან მეტაფიზიკური მედიტაციები წერილი ადამიანები ამქვეყნად ხშირად მანკიერებებისათვის უკეთ ჯილდოვდებიან, ვიდრე სათნოებებისათვის, ცოტა ვინმე თუ დააყენებდა სასარგებლოზე წინ სამართლიანს, ღმერთის შიში და საიქიო ცხოვრების მოლოდინი რომ არ ჰქონოდა. აბსოლუტურად ჭეშმარიტია, რომ უნდა გწამდეს ღმერთის არსებობა, რადგან ამას გვასწავლის წმინდა წერილები, და პირუკუ: საჭიროა გვწამდეს წმინდა წერილებისა, რადგან ისინი ღმერთიდან მოდიან; ეს იმიტომ, რომ რწმენა ღვთიური ნიჭია და ის, ვინც გვწყალობს, რათა გვწამდეს სხვა არსებულნი, ასევე გვიბოძებს უნარს რათა ვირწმუნოთ მისი - ღმერთის - არსებობა. ამ ჭეშმარიტებას ვერ შეთავაზებთ ურწმუნოებს, რადგან ისინი ჩათვლიდნენ, რომ ეს არის ლოგიკური წრე, რომელშიც ძევს შეცდომა.

      მე გავითვალისწინე არა მხოლოდ ის, რომ თქვენ სხვა თეოლოგებთან ერთად ამტკიცებთ შემდეგს: ღმერთის არსებობა შეიძლება დადასტურდეს ბუნებრივი გონებითაც და როგორც ეს აშკარაა, წმინდა წერილითაც, არამედ ისიც, რომ ღმერთის შეცნობა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ცოდნა მრავალი შექმნილი საგნისა. არსებითად, ღმერთის ცოდნა იმდენად იოლად მიიღება, რომ მათ, ვისაც იგი არ გააჩნია, თავად მიუძღვით ბრალი. ეს ნათლად ჩანს „სიბრძნის წიგნის” შემდეგი სიტყვებიდან, თ. 13: „და მაინც არც ესენი არიან ღირსი შენდობისა; რადგან თუ იმის ძალა შესწევდათ, რომ ამოეცნოთ ეს სამყარო, რატომ უმალვე ვერ იპოვეს მისი მეუფე” ; ასევე, რომაელთა მიმართ, თავი I, ნათქვამია: ასეთები უმართლონი არიან; და იქვე: „ვინაიდან, რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის”. ეს სიტყვები გვამცნობს, რომ ის, რისი ცოდნაც ხელგვეწიფება ღმერთის შესახებ, შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ იმ საფუძვლებით, ჩვენივე გონებიდან რომ მომდინარეობენ. ამიტომ ვიფიქრე, ეგებ მეც გამომეკვლია - როგორ ხდება ეს და რა გზით შეგვიძლია ღმერთის შეცნობა უფრო იოლად და უტყუარად, ვიდრე ამქვეყნიური საგნებისა. რაც შეეხება სულს /ლ ’ â მე/, ბევრს მიაჩნია, რომ ერთობ ძნელია მისი ბუნების შეცნობა, ხოლო ზოგიერთები შემდეგის თქმასაც ბედავენ: ადამიანის გონებისეული საფუძვლები გვარწმუნებს, რომ სხეულთან ერთად სულიც კვდება; მხოლოდ რწმენა ადასტურებს საპირისპიროს. ლეონ X-ის[2] დროს გამართული ლატრანის[3] საეკლესიო კრების მერვე სესიაზე დაგმეს ეს მოსაზრებები და გარკვევით მიუთითეს ქრისტიან ფილოსოფოსებს გაექარწყლებინათ ასეთი მსჯელობის არგუმენტები და მთელი მოწადინებით წარმოეჩინათ ჭეშმარიტება; მეც უყოყმანოდ შევუდექი ამ საკითხის განხილვას. ისიც ვიცი, რომ ურწმუნოთა უმრავლესობა მხოლოდ იმიტომ უარყოფს ღმერთის არსებობას და იმას, რომ ადამიანის სული /ლ ’ ესპრიტ/ განსხვავდება სხეულისაგან, რადგან, მათი აზრით, აქამდე ვერავინ შეძლო ამ ორი საკითხის დამტკიცება; ცხადია, მე არანაირად არ ვიზიარებ მათს მოსაზრებას, პირიქით, ვფიქრობ: ამ საკითხთა თაობაზე გამოჩენილი ადამიანების მიერ გადმოცემულ მოსაზრებებს საკმაო დასაბუთების ძალა აქვთ, თუ მათ კარგად გაიგებთ; დარწმუნებული ვარ ძნელად თუ მოიძებნება მათ დასკვნებში ისეთები, სხვებს რომ არ ჰქონდეთ აღმოჩენილი, მაინც ვიმედოვნებ, რომ იმაზე სასარგებლოს ვერაფერს გააკეთებენ ფილოსოფოსები, ვიდრე საგულდაგულოდ გამოარჩიონ ყველა მოსაზრებას შორის საუკეთესოები და ისეთი სიზუსტითა და გამჭვირვალობით ჩამოაყალიბონ, რომ ამიერიდან ყველამ აღიაროს მათი დასაბუთებულობა.

      დაბოლოს, რამდენიმე პიროვნების დაჟინებული თხოვნით, რომელთაც იცოდნენ, რომ შევიმუშავე განსაზღვრული მეთოდი მეცნიერებათათვის დამახასიათებელი ყოველგვარი სირთულის გადასაწყვეტად - მეთოდი, რომელიც, ცხადია, არ არის ახალი, რადგან არაფერია ჭეშმარიტებაზე ძველი - და, როგორც ეს მათთვის ცნობილია, ხშირად საკმაოდ ნაყოფიერად ვიყენებ სხვა შემთხვევებში, ჩემ მოვალეობად ჩავთვალე, რაღაც მეცადა ამ საკითხთან დაკავშირებით.

      ამრიგად, ყველაფერი, რისი შესრულებაც შევძელი, მოცემულია ამ ტრაქტატში[4]. ეს არ ნიშნავს, რომ მასში თავი მოვუყარე ყველა მოსაზრებას, რომლებიც შეიძლება გამოდგეს ამ ჭეშმარიტებათა სამი დანართით - „დიოპტრიკა”, „მეტეორები”, „გეომეტრია”. დასადასტურებლად. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიჩნევდი საჭიროდ, თუ ამ მოსაზრებებს შორის არც ერთი არ იქნებოდა ჭეშმარიტი. მე მხოლოდ გამოვიკვლიე ძირითადი და უპირველესი; ასე რომ, ვბედავ ისინი შემოგთავაზოთ, როგორც ძალზე უტყუარი და ცხადი დასაბუთებები. აქვე დავსძენდი, რომ ეს დასაბუთებები იმგვარი გახლავთ, არა მგონია ადამიანის გონებამ მოძებნოს რაიმე სხვა გზა, რომელიც მას შეაძლებინებდა უკეთესთა აღმოჩენას; საკითხის მნიშვნელობა და ღმერთის დიდება, რასაც ეხება აღნიშნული მსჯელობა, მართლაც, მაიძულებენ შედარებით თავისუფლად ვისაუბრო ჩემ საფუძვლებზე, ვიდრე ეს მჩვევია.

      თუმცა, რაოდენ უეჭველად და ცხადადაც არ უნდა მეჩვენებოდეს ეს საფუძვლები, მაინც ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველას შესწევს უნარი მათი გაგებისა. როგორც გეომეტრიაში არქიმედეს[5], აპოლონიოსის[6], პაპეს[7] და სხვათა თხზულებების მრავალი დებულება ყველასაგან აღიარებულია, როგორც ნათელი და ეჭვშეუვალი, რადგან მათში არაფერია ისეთი, რაც ცალკე აღებული ძალზე იოლად არ გაიგებოდეს, ან რაშიც დასკვნები ზუსტად არ შეესაბამებოდნენ წანამძღვრებს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს დასაბუთებები ცოტა გრძელია და მკითხველისაგან ითხოვენ მეტ ყურადღებას, ისინი ცოტა ვინმეს თუ ესმის; მეც ასევე მიმაჩნია, რომ საბუთები, რომლებსაც ვეფუძნები, უეჭველობითა და სიცხადით თუმცა ტოლია, ან იქნებ აღემატება კიდეც გეომეტრიულ დასაბუთებებს, მაინც ვშიშობ, ბევრი ვერ შეძლებს მათს სრულყოფილად გაგებას. ამ დაეჭვების საფუძველს მაძლევს შემდეგი: ჯერ ერთი, ჩემი მსჯელობებიც ცოტა გრძელია და დამოკიდებულია ერთიმეორეზე, მეორეც, და უმთავრესი, ისინი ითხოვენ ცრურწმენებისაგან აბსოლუტურად თავისუფალ გონებას, რომელსაც ადვილად შეეძლება თავის დაღწევა გრძნობათა გავლენისაგან. საერთოდ, სინამდვილეში იშვიათად არიან ისეთნი, რომლებსაც უფრო გამახვილებული აქვთ მეტაფიზიკური ჭვრეტის უნარი, ვიდრე გეომეტრიისა. გარდა ამისა არის ერთი სხვაობაც: ყველა დარწმუნებულია, რომ გეომეტრიაში არც ერთი დასკვნა არ კეთდება დასაბუთების გარეშე; ამიტომ უმეცარნი, თავისმოსაჩვენებლად - თითქოს კარგად ესმით ყველაფერი, ბევრად უფრო ხშირად სცოდავენ მცდარი დასაბუთებების მოწონებით და ჭეშმარიტთა უარყოფით; ფილოსოფიაში სხვანაირადაა - აქ მიაჩნიათ, რომ ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი აზრის გამოსათქმელად, ცოტა ვინმე თუ ეძებს ჭეშმარიტებას, ბევრად უფრო სჭარბობენ ისეთები ძალზე ჭკვიანი კაცის სახელის მოიხვეჭა რომ სურთ და კამათობენ ყველაფერზე, სადავოდ ხდიან იმასაც, რაც აღიარებული მყარი ჭეშმარიტებაა.

      სწორედ ამიტომ, რაოდენ დასაბუთებულიც არ უნდა იყოს ჩემი მოსაზრებები, რაკი ისინი მაინც ფილოსოფიიდან ამოდიან, იმედი არ მაქვს მათი მეშვეობით რაიმეს ისეთს გავაკეთებ, გარჯად რომ ღირდეს, თუ თქვენი მხარდაჭერით არ შემიწყობთ ხელს. იმდენად უღრმესია ყველას პატივისცემა თქვენი ფაკულტეტისადმი, იმდენად ავტორიტეტულია სორბონის სახელი, რომ წმინდა კრებების შემდეგ არც ერთ საზოგადოებას არ ენდობიან თქვენზე მეტად; მიაჩნიათ, რომ არა მხოლოდ რწმენის, არამედ ადამიანის ფილოსოფიის საკითხების შესწავლისას არსად იჩენენ უფრო მეტ გამჭრიახობასა და საფუძვლიანობას, სიფრთხილესა და სიბრძნეს დასკვნების გამოტანისას, ვიდრე თქვენთან. ამიტომ მჯერა, თუ ინებებთ გამოიჩინოთ სულგრძელობა და, პირველ ყოვლისა, შეასწოროთ ეს თხზულება, რადგან მხოლოდ ის კი არ მავიწყდება რომ ადამიანი ვარ, არამედ, განსაკუთრებით, ისიც, რომ უმეცარი გახლავართ და ამიტომაც არ ვამტკიცებ, რომ ამ თხზულებაში შეცდომა არ იქნება. შემდეგ, რაც შეცდომაა ან არასაკმარისად დასრულებულია და ითხოვს დამატებით განმარტებას, ან თავად თქვენ შეავსოთ, დახვეწოთ და განმარტოთ, ან მე თვითონ იმის გათვალისწინებით, რასაც მაცნობებთ ჩემი თხზულების თაობაზე. და საბოლოოდ, როდესაც მასში მოცემული საფუძვლები - ღმერთის არსებობას და სხეულისაგან სულის სხვაობას რომ ადასტურებს - მიყვანილი იქნება ისეთ სიცხადემდე, რომ სრული ეჭვშეუვალობით იქნება მიჩნეული უზუსტეს დასაბუთებებად, თქვენ ინებებთ მათ აღიარებას და დადასტურებას საჯაროდ; თუ ეს მოხდა, დარწმუნებული ვარ, ყველა შეცდომა, რაც კი ოდესმე ახლდა ამ საკითხთა განხილვას, მყისვე ამოიძირკვება ადამიანთა გონებიდან /l' esprit/. ჭეშმარიტება ადვილად დაითანხმებს გონიერ და სწავლულ ადამიანებს, აღიარონ თქვენი განაჩენი; თქვენი ავტორიტეტი ათეისტებს, ჩვეულებრივ უფრო თავდაჯერებულნი რომ არიან, ვიდრე მცოდნენი და ჭკვიანნი, აიძულებს განთავისუფლდნენ წინააღმდეგობრივი სულისკვეთებისაგან; ასევე, შესაძლოა, იმის შიში, რომ არ გამჟღავნდეს მათი უვიცობა, თავადვე აიძულებს დაიცვან ეს საფუძვლები, რაკი ისინი ყველა გონიერის მიერ აღიარებული იქნება დასაბუთებებად; დასასრულ, დანარჩენები ადვილად ირწმუნებენ ამდენ დამამტკიცებელ საბუთს და ქვეყნად აღარავინ დარჩება ისეთი, ვინც გაბედავს ეჭვქვეშ დააყენოს ან ღმერთის არსებობა, ან რეალური სხვაობა ადამიანის სულსა /l' ame/და სხეულს შორის.

      თუ როგორი სასარგებლო იქნება ეს, თქვენივე განსაკუთრებული სიბრძნის შესაბამისად განსაჯეთ თავად, ვისაც შეგიძლიათ ყველაზე უკეთ ამის შეფასება; არამართებული იქნებოდა უფრო მეტი რჩევა-დარიგება მომეცა აქ თქვენთვის, ვინც, ღმერთისა და რელიგიის გაგების გზაზე, მუდამ კათოლიკური ეკლესიის მთავარი საყრდენი იყავით.

რენე დეკარტი

- - - - - - - - - - - - - - -

შენიშვნები:

[1] „მეტაფიზიკური მედიტაციები“ - პირველად გამოიცა 1641 წ. პარიზში, ლათინურ ენაზე; 1642 წელს ამსტერდამში, მცირედი ცვლილებებით. ტექსტის ფრანგული თარგმანი, დეკარტის შესწორებით, 1647 წ. გამოიცა პარიზში.

[2] ლეონ X - ჟან დე მედიჩი /1475 -1521/; 1513 -1521 რომის პაპი; ანტიკური შედევრების თაყვანისმცემელი, ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების დიდი ქომაგი. ლეონ X-ს ბრძანებით (ე. წ. პაპის ბულა) დასაჯეს ლუთერი.

[3] ლატრანი - სასახლე და ტაძარი რომში; ათი საუკუნის განმავლობაში რომის პაპთა რეზიდენცია; სასახლის ახლოს მდებარე წმ. ჟან დე ლატრანის ტაძარში /რომის ხუთი ბაზილიკიდან ერთ-ერთ უძველესში, რომელიც აიგო 324 წელს იმპერატორ კონსტანტინეს დროს/ XII - XVI საუკუნეებში შედგა ხუთი საეკლესიო კრება, რომელიც ისტორიაში შევიდა ლატრანის საეკლესიო კრებების სახელით. დეკარტი გულისხმობს მეხუთე საეკლესიო კრებას, რომელიც შედგა 1517 წელს პაპ ლეონ X-ის დროს.

[4] იგულისხმება დეკარტის ტრაქტატი „მსჯელობა მეთოდის შესახებ”

[5] არქიმედე /287-212/ - ბერძენი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. იგი II პუნიკური ომის დროს /218-201/ სამი წლის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა რომაელებს, რომელთაც ალყაში ჰყავდათ მოქცეული მისი ქალაქი სირაკუსე. გადმოცემის თანახმად, არქიმედე დამანის მეშვეობით ხანძარს უჩენდა რომაელთა ხომალდებს. არქი მედე მოკლეს სირაკუსეს აღების დროს.

[6] აპოლონიოს პერგელი - ბერძენი მათემატიკოსი /დაახ. 262 -180/.

[7] პაპე ალექსანდრიელი - ბერძენი მათემატიკოსი /ძვ. წ. IV საუკუნის დასაწყისი/

ტეგები: Qwelly, დეკარტი, მედიტაცია, მეტაფიზიკა, მიმართვა, ფილოსოფია

ნახვა: 752

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters