უმცროსი ფიზიკოსები

 

   ანტიკური ფილოსფიის ისტორიაში უმცროს ფიზიკოსებად მოიხსენიებენ ემპედოკლეს და ანაქსაგორას. მათთან გრძელდება იონელების მიერ დაწყებული ბუნების მრავალფეროვნების  ახსნა, სუბსტანციის ძიება, მათ მსოფხედველობაში გამოჩნდა სულიერის მატერიალურიდან ახსნის სირთულეც.

   ემპედოკლეს (დაახ. 490- 430) მისი ცხოვრება ლეგენდებითაა შემოსილი, ფრაგმენტები შემორჩა მისი თხზულებიდან „ბუნებისათვის“  და „განწმენდანი“. ემპედოკლე პითაგორელების დიდ გავლენას განიცდიდა. მათ მსგავსად იგი იზიარებდა მეტემფსიქოზის თეორიას.

   ემპედოკლეს მიზანი იყო აეხსნა ბუნება, მისი აზრით „არხე“ ანუ პირველსაწყისი არ შეიძლება იყოს ერთი რადგან ერთიდან მრავლის წარმოშობა შეუძლებელია. ემპედოკლემ იონელების მიერ შემოტანილ ელემენტებს (წყალი, ჰაერი, ცეცხლი ) დაუმატა მეოთხე  - მიწა და საფუძვლიანად დაამუშავა მოძღვრება 4 ელემენტის შესახებ.

   ემპედოკლეს თანახმად ეს ოთხი ელემენტი ერთიმეორისადმი საპირისიპირო თვისებების მქონეა, ამიტომ არის რომ მათ შეუძლიათ ახსნან მრავალფეროვანი მოვლენები. მიწა არის მაგარი და მძიმე, წყალი მდინარე და გამჭირვალეა, ჰაერი  ბნელი და ვიცია, ცეცხლი - ნათელი და ცხელია, ეს ოთხი ელემენტი  ერთმანეთში არ გადადიან ოთხი ელემენტი თვისობრივადაც უცვლელია და რაოდენობრივადაც, ისინი არც წარმოიშობიან, არც ისპობიან, მარადიული არიან, მრავალფეროვანი ბუნების ძირი მხოლოდ ეს ოთხი ელემენტია.

   რა არის ის ძალა რაც ამ ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს და თიშავს? ემპედოკლესათვის ასეთი ძალებია სიყვარული და სიძულვილი, როგორც სუბსტანციური მნიშვნელობის მქონენი, სიყვარული აერთებს განსხვავებულებს სიძულვილი კი თიშავს ამ ნაერთს, ამის მიხედვით ნაცადია სამყაროს წარმოშობა.

    ემპედოკლესტან ნაცადია ორგანული ბუების წარმოშობის ახსნაც, აქაც იგი იყენებს 4 ელემენტის შესახებ თეორიას, მაგ: მცენარე წარმოშობილია ცეცხლისა და წყლის შეერთებით, რაც შეეხება შემეცნების საკითხებს, აქაც ელემენტები გვეხმარებიან მსგავსთა შეცნებაში - ცეცხლით შეიმეცნება  ცეცხლი, ჰაერთი ჰაერი და ა.შ.

    ემეპედოკლემ სულის შესახებ სწავლებაში ვერ გამოიყენა  4 ელემენტის თეორია, რამაც აჩვენა მისი ფილოსოფიის ნაკლოვანება.

 

    ანაქსაგორა (500 – 428) პერიკლეს დროს მან ათენი ფილოსფოიურ აზროვნების ცენტრად აქცია, მის პარალელურად ათენში ( დემოკრატიის ბატონობის ხანა) მოღვაწეობდნენ  ფიდიასი, ესქილე, სოფოკლე,არისტოფანე, ჰეროდოტე და თუკიდიდე.

   ანაქსაგორამ ემპედოკლესაგან განსხვავებით პირველსაწყისად სუბსტანციათა უსასრულო სიმრავლე აიღო, არისტოტელემ მათ „პირველი ნივთიერებანი უწოდა“   ჰომოიომერები უწოდა, ჰომოიომერები ანაქსაგორამ უსასრულოდ გაყოფადაად მიიჩნია, რამდენიც არ უნდაგაიყოს წითელი ფერი, იგი არ დაკარგავს სიწითლის თვისებას და გაყოფაში საზღვარი, ბოლო არ არსებობს, არარაობიდან არაფერი არ წარმოიშობა, წითელი ფერი წარმოშობილია  წითლისგან, ხორცი ხორცისაგან, ძვალი ძვალისაგან და ა.შ.

   ანაქსაგორამ კანონზომიერად მოწყობილი კოსმოსის მომწესრიგებელ ძალას გონება უწოდა („ნუსი“) უწოდა, გონება განაგებს ჰომოიომერების წესრიგს, ე.ი. საწყისებს. ამოძრავებს, აერთებს  და ნაერთს შლის, გონება ანაქსაგორასტან მოგვაგონებს ჰერაკლიტეს ლოგოსს, რადგან ორივენი  მსოფლიო წესრიგის სიმბოლოებია.

    ანაქსაგორას კოსმოგონიური შეხედულების თანახმად, ქაოსი მოძრაობას იწყებს გონების ჩარევის შედეგად ამის შემდეგ მექანიკური პრინციპით ქაოსს გამოეყოფა ჰაერი, რომლისგანაც ჩნდება ღრუბელი, ღრუბლისგან წყალი, წყალისაგან დედამიწა, დედამიწას  გრიგალისებური ბრუნვის დროს მოწყდება ქვები, რომლებიც ხურდებიან მოძრაობათა გამო და ნათებას იწყებენ, ასე ჩნდება ციური სხეულები.

   ანაქსაგორას დაკვირვება ციურ სხეულებზე  იმდენად საფუძვლიანი ყოფილა, რომ მან შეძლო განესაზღვრა მზისა და  მთვარის დაბნელება, როგორც დედამიწის  მზისა და ნთვარის ერთ ხაზზე განლაგების შედეგი.

   ანაქსაგორასთან ვხვდებით ცოცხალი  ორგანიხმების წარმოშობის ახსნასაც, სიცოცხლე დაკავშირებულია  გონებასთან, მაცოცხლებელ ძალასტან.

   შემეცნების თეორიაში ემპედოკლესგან განსხავავებით ანაქსაგორამ წამოაყენა დებულება  -  „არამსგავსი შეიცნობს არამსგავსს“ თვალით ვხედავთ თეთრს, რადგან  თვალის გუგა შავია, ღამით კი თვალის გუგის სიშავის გამო არაფრის დანახვა არ შეგვიძლია, თბილით შევიცნობთ  ცივს, ტკბილით  მწარეს და ა.შ.

სპეციალურადwww.Qwelly.com _ისათვის

ნახვა: 915

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters