XX საუკუნის საქართველო, იქამდე ჯერ კიდევ არ იცნობდა იმანუელ კანტს, ვიდრე მისი ფილოსოფიის თარგმნით არ დაინტერესდა გურამ თევზაძე.

წარმოგიდგენთ ვიდეო ლექციას რომელსაც სწორედ გურამ თევზაძე კითხულობს.

ვიდეო წაშლილია ადმინისტრაციის მიერ!

 

აქ წარმოგიდგენთ playlist_ს 7 ლექციისა... მომდევნოზა გადასვლა ძალიან მარტივია... თუ ვერ გაიგებთ იკითხეთ...

ტეგები: Cant, Emanuel, philosophy, გურამი, თევზაძე, ფილოსოფია

ნახვა: 966

გამოხმაურებები!

tuuu martla shegidzliaa am videos leqciis gagrdzeleba dadoooo dzalian dagvexmarebaaa da gagviadvildeaaa kantis shesaxeeb inpormaciis migebaa!!!!!)))))))))))))))

ისევ ინგა რა... :) კი ჩემო კარგო... ახლავე დავდებ მეორე ვიდეოსაც და ა.შ. :) :) :)

აღარ გაწვალებ და მთლიანად დავდებ მთელს playlist_ს, მგონი შენს გარდა არავინ განიხილავს ამ ადამიანის შემოქმედებას...

თან სასწავლი გვაქვს და ამიტომ არ გაწვალებთ... :)

inga-k said:

tuuu martla shegidzliaa am videos leqciis gagrdzeleba dadoooo dzalian dagvexmarebaaa da gagviadvildeaaa kantis shesaxeeb inpormaciis migebaa!!!!!)))))))))))))))

იმანუელ კანტი (გერმ. Immanuel Kant) (დ. 22 აპრილი 1724, კიონიგსბერგი – გ. 12 თებერვალი 1804, იქვე) - გერმანელი ფილოსოფოსი.


(0)ფრთხილად მოეკიდეთ ცხოვრების დრამატიზაციას! ხომ შეიძლება, თქვენი როლის უკეთესი შემსრულებელი მონახონ?!

(0) ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.


(0) მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე- კარგად ორგანიზებული ცხოვრება.


(0) ხასიათი პრინციპების მიხედვით მოქმედების უნარია.


(0) ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.


(0) გონება ისეთი უნარია, რომელიც ხედავს კავშირს კერძოსთან.


(0) გაიძვერას თავგამოდებული გამბედაობა უაღრესად სახიფათოა.


(0) საზღვარი სისულელესა და გონიერებას შორის იმდენად შეუმჩნეველია , რომ თუ ერთ-ერთ გზას დიდხანს ადგახარ , ძნელია ზოგჯერ ოდნავ მაინც მეორესაც არ შეეხო


(0) sapere aude! [გაბედე იცოდე!] იქონიე იმის გამბედაობა, რომ საკუთარი შეგნება გამოიყენო.


(0) ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თვითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს.


(0) ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის არის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.


(0) ადამიანი ის ცხოველია, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება. ძალაუფლების მპყრობელი მუდამ ბოროტად იყენებს საკუთარ თავისუფლებას, თუ მას სხვა ვინმე არ მართავს კანონის შესაბამისად. ამისათვის სამი პირობა უნდა შევახამოთ: სახელმწიფო წყობილების სწორი გაგება, საუკუნეთა მანძილზე შეძენილი გამოცდილება და კეთილი ნება. ეს შესაძლებელია არც ისე მალე, ალბათ, მრავალი ამაო ცდის შემდეგ.


(0) ადამიანი ცხოველია, რომელსაც შეუძლია იცინოს. სიცილი არის აფექტი, როცა დაძაბულად რაღაცას მოველით, ხელთ კი არაფერი გვრჩება.


(0) ადამიანის ადამიანად ქცევა მხოლოდ აღზრდის ნაყოფია.


(0) ფუფუნებასთან მიდრეკილება ყველაზე დიდი ბოროტებაა ადამიანის ცხოვრებაში.


(0) ცნობილი აფორიზმების წაკითხვისას ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს მათი ავტორები ერთმანეთს კარგად იცნობენ.

კანტის მტკიცებით მათემატიკისა და ფიზიკის მეცნიერებათა არსებობა იმას ნიშნავს,რომ არსებოს ჭეშმარიტება.ფილოსოფიას უფლება არ აქვს აურყოს ეს ფაქტი.მას შეუზლია დაადგინოს მხოლოდ მისი შესაძლებობის პირობები.კანტის აზრით ეს საკითხი ძველმა ფილოსოფიამ ვერ გადაწვიტა,რადგან მისთვის ამოსავალი იყო ის,რომ ჭეშმარიტი აზრი საგანს უნდა ეთანხმებოდეს.კანტი მოითხოვს საპირისპირო პრინციპის დაშვებას,რის მიხედვით საგნები ექვემდებარება ჩვენს შემეცნებას. ამ რადიკალურ შემობრუნებას ფილოსოფიაში იგი უწოდებს ,,კოპერნიკისებურ რევოლუციას. მისი შეხედულებით ახალმა ფილოსოფიამ ეს პრინციპი უნდა დაუდოს საფუძვლად შემეცნების ბუნების ახსნას,მისი საზღვრების დადგენას,აგრეთვე იმის გარკვევას,თუ რისი ცოდნა ამ საზღვრების მიღმა.ამრიგად,კანტის მიზანი საერთოდ მეტაფიზიკის უარყოფა კი არ არის,არამედ მისი ახლებური დასაბუთება. მსჯელობათა სახით არსებული მეცნიერებათა შემეცნება არ შეიძლება დაყვანილ იქნეს ანალიზურ მსჯელობებზე.რომლებშიც მხოლოდ სუბიექტის ცნებაში ნაგულისხმევის ცხადყოფა ხდება.შემეცნებაში უნდა დადგინდეს ახალი,მსჯელობის სუბიექტს რაღაც მისგან განსხვავებული უნდა მიეწეროს და ტან აუცილებლობით.ამგვარ მსჯელობას კანტი სინთეზურ მსჯელობას უწოდებს.კანტის სინტეზურ მსჯელობას მხოლოდ ცდისეულად,ე.ი. აპოსტერიორულად თვლიდნენ.,,წმინდა გონების კრიტიკის ამოცანაა დაასაბუთოს სინთეზური მსჯელობის შესაძლებლობა აპრობირებულად,ე.ი. ცდისაგან დამოუკიდებლად. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანტი ერთმანეთისგან თიშავს მეცნიერულ შემეცნებასა და მისგან დამოუკიდებელ სინამდვილეს,რასაც ნოუმენების ანუ თავისთავადი ნივთის სფეროს უწოდებს.თავისთავადი ნივთი მოქმედებს ჩვენზე,მისგან გამოწვეული შეგრძნებები მხოლოდ მასალაა,რაც მოწესრიგდება გრძნობადის აპრობირებულ ფორმებში(დრო და სივრცე ) და შეკავშირდება განსჯის აპრობირებული წესებით.(კატეგორიები).ასეა აგებული შემეცნების საგანი,ანუ მოვლენა,რაც თავისთავადი ნივთის შესახებ მხოლოდ იმას გვეუბნება,რომ იგი არსებობს.სხვანაირად შემეცნების საგანი შემეცნებაშივე აიგება.ამ საგანში ამოვიკითხავთ მხოლოდ იმას,რაც ჩვენმა შემეცნებამ არაცნობიერად შეიტანა მასში.ყველაფერი,რასთანაც შემეცნებას მიმართება აქვს(საკუთარი მეს ჩათვლით),იქცა მოვლენად,რაც ვერაფერს გვეტყვის იმავე საგნის,როგორც თავისთავადი ნივთის შესახებ. თეორიული გონების ყოველგვარი ცდა გასცილდეს ცდის ანუ მოვლენების სფეროს,კანტის მიხედვით,წარმოშობს გარდაუვალ წინააღმდეგობებს,რაც საფუძვლად დაედო რაციონალურ ფსიქოლოგიას(პარალოგიზმები),რაციონალურ კოსმოლოგიას(ანტინომიები) და რაციონალურ თეოლოგიას(ჰიპოსტარიზებული იდეა).კანტის ამ კრიტიკის მიზანი იყო არა ღვთის თავისუფლების და სულის უაროფა,არამედ მათ შესახებ მეცნიერული ცოდნის შეუზლებლების დასაბუთება.მაშინდელმა გერმანულმა სოციალურ–პოლიტიკურმა ჩამორჩენილობამ თავისი დაღი დაასვა კანტის თეორიას.,,ჩემი მიზანი იყო შემეზღუდა ცოდნა,რათა ადგილი მიმეცა რწმენისთვის,–წერდა იგი.დუალიზმმა,რაც კანტის შემეცნების თეორიაში აგნოსტიციზმში გადაიზარდა,დანაპირობა მისი ეთიკის აბსტრაქტული ხასიათი და სხვა ნაკლოვანებანი. კანტის ეთიკის თანახმად,ადამიანი თავისუფალია გადაწყვეტილებათა მიღებაში.მას შეუზლია არ დაემორჩილოს მოვლენათა სფეროს აუცილებლობას,იმოქმედოს კატეგორიული იმპერატივის მიხედვით.კატეგორიული იმპერატივი მოითხოვს:მოიქეცი ისე,რომ შენს მოქმედებაში ადამიანი,, ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება.ამგვარად კანტის ეთიკა ავტონომიურია,იგი უარყოფს რელიგიაზე რელიგიაზე დაფუძნებულ მორალს. კანტმა ვერ შეძლო მოვლენებისა და თავისთავადი ნივთის,არსისა და ჯერარსის,თავისუფლებისა და აუცილებლობის სფეროს დაკავშირება.ამას თავადაც გრძნობდა.ამიტომ 1787 წელს,როცა მიიჩნია,რომ აღმოაჩინა მესამე სახის,სიამოვნება–უსიამოვნების აპრიორული პრინციპეპი.შრომაში,, მსჯელობის უნარის კრიტიკასცადა საძიებელი კავშირის დადგენა.მსჯელობის უნარის ძირითდი ობიექტი(მშვენნიერი)არის ის,რაც არსებობს არსის სფეროში,მაგრამ მაინც თავისთავადი ღირებულება აქვს.მშვენიერის აუცილებლობა არც თეორიულია და არც პრაქტიკული.იგი ნიმუშისაგან,მისაბაძისაგან გამომდინარე აუცილებლობაა.მშვენიერის გარდა თავაისთავად მოწონებას იმსახურებს ამაღლებულიც,მაგრამ თუ მშვენიერი ისე ზემოქმედებს ჩვენზე,თითქოს ბუნებაში მიზანშეწონილობას ჰქონდეს ადგილი,ამაღლებულის გამომწვევი ჩაგრავს ჩვენს გრძნობებს,რაც გვაქეზებს დავტოვოთ გრზნობადობის სფერო და გონების მაღალ მიზანშეწონილობას მივენდოთ. ადამიანის ყველა უნარს შორის პრიმატი აქვს პრაქტიკულს,ამიტომ კვლევის საბოლოო მიზანია ადამიანი,როგორც მორალური ანუ თავისუფალი არსება.საზბის ისტორია კანტს ესმის როგორც ადამიანის თავისუფლების მზარდი გამოვლინება.ადამიანთა თავისუფალი გადაწყვეტილებების გადაჯაჭვა ბუნების ზოგადი კანონზომიერების გარკვეულ ფორმას იღებს.ამიტომ ისტორია შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც გეგმაზომიერი პროცესი.ეს თავს იჩენას ცალკეული პიროვნებების,ხალხების, სახელმწიფოს ურთიეთსაპირისპირო მოქმედებაში.ასე უახლოვდება კაცობრიობა მარადიულ მშვიდობას,როგორც ისტორიის მიზანს.კანტის მიხედვით ანტაგონიზმი არის ისტორიულად აუცილებელი და საყოველთაო მამოძრავებელი ძალა,რაც ,,საყოველთაო სამართლიან საზოგადოებაშიც სრული ძალა აქვს.

didi madloba winaswarrr!!!!!!aucileblad uyureb yvelas!!!!!!!!

არაფრის, რა მადლობა... :)

inga-k said:

didi madloba winaswarrr!!!!!!aucileblad uyureb yvelas!!!!!!!!

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters