ჩვენი ბოლო მსჯელობა ეხებოდა ძე ღმერთის, მამის სიტყვის, ბერძნულად ლოგოსის შესახებ ტატიანე სირიელის მოძღვრებას და როგორც ავღნიშნავდით სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც და აღნიშნულ თემაზეც ტატიანე სირიელის მოძღვრებაში თანაარსებობს მართლმადიდებლური აზრის გამოკრთომანი, უდიდესწილად კი მისგანვე მყარად ვერ მოაზრებული და შესაბამისად გაუკუღმართებული სწავლებანიც. ყველა გამონათქვამს ტატიანესას, რასაც როგორც ავღნიშნეთ, თანხვედრა აქვს მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან, ჩვენ ციტირებათა ჟამს ხაზს ვუსვამთ, ხოლო რაც კი განეშორება უცდომელ რწმენას, შეძლებისდაგვარად განვმარტავთ.

      კვლავ დავუბრუნდებით იმ მოვლენას, რასაც ქვეყნის შესაქმე ჰქვია და რასაც ტატიანეს თქმით წინ უსწრებდა ლოგოსის ანუ ღვთის სიტყვის, იგივე ძე ღმერთის, შობა მამისგან. ტატიანე ძე ღმერთს, იმავე ღვთის სიტყვას, აღიარებს სამყაროს დასაბამად. ეს ერთი შეხედვით ჯანსაღი აზრია, რადგან ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება და მათ შორის მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა - ძე ღმერთი, რა თქმა უნდა, არის სამყაროს დასაბამი, იმ გაგებით, რომ მისი ნებით შეიქმნა ყოველივე, მაგრამ თუ ამ დასაბამობაში ჩვენ იმას ვიგულისხმებთ, რომ ღვთის არსება, ღვთის ბუნება დაედო საფუძვლად შესაქმეს და შესაქმე თანაზიარია ღვთის ბუნებასთან, ეს გახლავთ უკიდურესად გაუკუღმართებული აზრი, რადგანაც ეკლესიური სწავლებით მთელი შესაქმის საფუძველი და სათავე არის არა ღვთის არსება, რომელიც არასოდეს არავის არ განეყოფება და რომელთანაც თანაზიარი პირდაპირი მნიშვნელობით, ე.ი. არსობრივად მისი ნაწილის მქონე, არცერთი ქმნილებათაგანი არ არის და არც შეიძლება რომ იყოს, შესაბამისად ეს არსება საფუძველი არ არის შესაქმისა, არამედ საფუძველი შესაქმისა გახლავთ ღვთის ნება ანუ ღვთის ნებაა ის ძალა, რამაც ყველაფერი აღაგო. არცერთი საეკლესიო მართლმადიდებელი მოძღვარი არასოდეს, მინიშნებითაც კი არ მიუთითებდა ოდესმე იმას, რომ ღვთის არსებისგან შეიქმნა ყოველივე. ღვთის არსებისგან, ღვთის ბუნებისგან, ისევე როგორც ღვთის პირთაგან ყოველივეს შეიქმნა, ეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით, რომ როგორც მშობელი, დამბადებელი და შემქმნელი ანუ საფუძველი და სათავე ყოველივესი ღვთიურობაა, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ღვთის არსების ნაწილია შესაქმეში, ეს ყოვლად შეუწყნარებელი აზრია. ტატიანეს მსჯელობაში უფრო აქეთკენ გვაქვს გადახრა ანუ ძე ღმერთი არსობრივად თითქოსდა ეთანხმება, ეთანადება, შეეზიარება ქმნილებას. აქ ფატობრივად უკვე რაღაც პირველნიშნები და პირველსაფუძვლები ორიგენისტული და მოგვიანებით არიანული გაუკუღმართებისა, ძე ღმერთის, როგორც შესაქმეთა დასაბამისა და თვით ძე ღმერთის როგორც ქმნილების შესახებ, უკვე სახეზეა, ტატიანე ამბობს "იგი (ძე ღმერთი, სიტყვა ღვთისა) ვიცით სამყაროს დასაბამად, რაც იქმნა გაცემის გზით და არათუ მოკვეთის გზით (აქ იგულისხმება, რომ თითქოს მამა ღმერთმა გასცა ძე ღმერთი), რაც შესაქმით დაგვირგვინდა. მამისაგან ღვთის სიტყვის შობამ ანუ სიტყვის გამოსვლამ მამისაგან დაჰბადა ყოველივე, მაგრამ თვით მამას ნაკლულევანებას სიტყვისას ანუ მამას უსიტყვობას ვერ განვუკუთვნებთ" (სიტყვა და გონება ბერძნულში ერთი და იგივე ცნებით - ლოგოსით გამოითქმის ხშირად, შესაბამისად "ალოგოს" ნიშნავს უსიტყვოს, რაც გათანაბრებულია უგონებოსთან, უაზროვნოსთან). ამ გაგებას ტატიანე, რომ თითქოს მამისაგან ძის ანუ მისი სიტყვის, მისი აზრის გამოსვლით მამა დაცარიელდა სიტყვისაგან და აზრისგან, მიუხედავად მისი გაუკუღმართებული ტერმინოლოგიურ-აზრობრივი მსჯელობებისა, მკვეთრად უპირისპირდება, როდესაც ამბობს: "ისევე როგორც ერთი ჩირაღდნისგან მრავალი ცეცხლი აინთება, ხოლო სხვა მრავალი ჩირაღდნის ანთება პირველ ჩირაღდანს სინათლეს არ აკლებს, ასევე ლოგოსიც, რომელიც გამოდის მამის ძალისგან (ესეც დაუზუსტებელი გამონათქვამია, თუ რას ნიშნავს "მამის ძალა", მაშინ როცა პავლე მოციქულის სწავლებით ვიცით, რომ სიბრძნე და ძალი მამისა თავად ძე ღმერთია, თავად ღვთის სიტყვაა) უსიტყვოდ როდი ტოვებს მშობელს. მეც ვმეტყველებ თქვენ კი ისმენთ, მაგრამ სიტყვის გადასვლით ჩემგან თქვენამდე, მე მეტყველი სიტყვისგან როდი ვიცლები, არამედ გამოვცემ რა ხმას, იმას ვესწრაფვი, რომ გავამშვენო თქვენში არსებული უშვერი ნივთი".

      მოტანილი სახეობრივი მსჯელობა ჩვენ იმაზე მიგვითითებს, რომ რაღაცას სწვდება ტატიანე, რაღაცის გამოთქმას ცდილობს, მაგრამ არც გონებრივი და არც ტერმინოლოგიური სრულყოფა მას არ ჰყოფნის იმისთვის, რომ ჭეშმარიტი სწავლების უცდომელობა დაიტიოს და დაიცვას, ამიტომ ერთი მხრივ ის მამისა და ძის მარადიულ თანამყოფობას ასაბუთებს და რომ მამისგან ძის შობა არ გულისხმობს მამის დაცარიელებას ძისგან, მაგრამ მეორე მხრივ აშკარა ნიუანსია იმისა, რომ ძისგან აინთება მრავალი ჩირაღდანი ანუ ძე გადადის მრავლობაში, რომ ძე არის შესაქმის მთლიანობა და რომ ძისგან არსებითად, არსობრივად, ბუნებითად ანუ მისი ბუნების გზით შესაქმე ფუძნდება. აი ეს ორი მხარე მოძღვრებისა, ერთი მხრივ მართებული, რომ მამა და ძე თანაარსია ყოველთვის, ხოლო მეორე მხრივ უმართებულო, რომ ძე ხდება შესაქმის არსობრივი საფუძველი და არა მხოლოდ ნებელობითი, ეს ორი მხარე გამთლიანდებოდა და ღირსეულ სწავლებას ჩვენ მივიღებდით, ტატიანეს რომ ძის შობა მამისგან მართლმადიდებლური ტერმინოლოგიით გამოეთქვა, რაც ასე შეჯამდება, რომ ძე ღმერთი მართლაც იშვება ჭეშმარიტად მამისგან, მაგრამ ეს შობა არის დაუსაბამო და დაუსრულებელი. რაც დაუსაბამოა ის აუცილებლად დაუსრულებელია და შესაბამისად რაც ბუნებითად დაუსრულებელია, ის აუცილებლად ბუნებითად დაუსაბამოა. ამიტომ მართლმადიდებლობა სწორედ ამგვარად ასწავლის ძის შობას მამისგან, არა იმგვარად, რომ ძე იშვა თითქოს მაშინ როდესაც სამყარო უნდა შექმნილიყო და რომ ძის შობა არის სამყაროს შექმნა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ აზრით, რომ ძე მარადიულად მყოფობს მამაში და მარადიულად იშვება მისგან. აი ეს სწავლება ერთი მხრივ ძისა და მამის აბსოლუტურად ერთიანი ბუნებითი განუყოფლობისა და მეორე მხრივ ძის პიროვნულად მარადიული შობა მამისგან და შესაბამისად ძისა და მამის პიროვნულობის მარადიული თვითმთდგომობა, სწორედ ამ მართლმადიდებლურ ფორმულირებაში ძევს.

      რაც შეეხება ტატიანეს ის განაგრძობს თავის მოძღვრებას ძე ღმერთის შესახებ და ამბობს: "ისევე როგორც დასაბამად შობილმა ლოგოსმა...". თვითონ ეს აზრიც, რომ ღვთის სიტყვა არის დასაბამად შობილი, მთლად გაუკუღმართებული შეიძლება არ იყოს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია ასწავლის ძე ღმერთის მყოფობას დასაბამში, ე.ი. ტერმინი დასაბამი ძე ღმერთის მყოფობაზე შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, როგორც ეს იოანეს სახარების დასაწყისშია ნათქვამი: "დასაბამში იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა იგი". ასე რომ ტერმინი დასაბამობა არ აკლებს ძეს ღმერთობისგან, რადგანაც ეკლესიური განმარტებით დასაბამში მყოფობა ნიშნავს მარადიულ მყოფობას და არა გარკვეულ ჟამს შექმნას. დასაბამში ქმნილობა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ჟამს შექმნას ნიშნავს, მაგრამ დასაბამში მყოფობა მარადიულ მყოფობას ნიშნავს და მითუმეტეს წარსულ დროში "იყო", ანუ იგი ყოველთვის იყო, და მიუხედავად იმისა, რომ დასაბამობა ამ გაგებით ძე ღმერთისადმი ითქმის, მაინც თუკი ტატიანე სიტყვა "შობილში" მართლაც მარადიულ შობას არ მოიაზრებს და მხოლოდ იმ გაგებას ჩადებს მასში, რომ ძე იშვა მამისგან და უკვე ის მამაში აღარ მყოფობს, რომ დამთავრდა შობა, ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მიუსადაგებელია იმ უწმინდეს მართლმადიდებლურ სწავლებასთან, რომლის თანახმადაც ძე ღმერთი, როგორც შობილი, მარადიულად შობილია და მარადიულად მამაში მყოფი. არასოდეს არ არის წამი, რომ მამისგან განიყოს ძე ბუნებითად და არასოდეს არ არის წამი, რომ მამისგან შობილი არ იყოს ძე პიროვნულად. ტატიანე განაგრძობს: "ისევე როგორც დასაბამად შობილმა ლოგოსმა თავის მხრივ შვა ჩვენეული შესაქმე"... ამიტომ ავღნიშნავდით, რომ ასეთი პარალელი უკვე მკვეთრად მიგვითითებს, რომ ტერმინ დასაბამში ღვთის სიტყვის შობილობა ტატიანეს არ ესმის მართლმადიდებლურად. მას ეს შობილობა არ ესმის მარადიულად დაუსრულებელ მოვლენად, არამედ ესმის დამთავრებადად, რომ იშვება რა ძე დამთავრდება ამით ეს პროცესი, იმიტომ, რომ მაშინ ასეთ მკვეთრ პარალელეს შესაქმესთან დაკავშირებით ის არ გაავლებდა, რომ დავუშვათ როგორც მამისგან იშვება ძე, თურმე ამგვარადვე იშვება შესაქმე ძისგანაც. მითუმეტეს ეს მეორე გზის ხმარებული ტერმინი "შობა" კიდევ უფრო მეტ გაუკუღმართებას იტევს, რადგანაც ტერმინი "შობა" იმით ემიჯნება ტერმინ ქმნას, რომ შობაში არსობრივი ნაწილის გაცემა იგულისხმება, ხოლო ქმნაში მხოლოდ ნებელობითი აქტის საფუძველზე, საკუთარი არსების მონაწილეობის გარეშე, რაიმეს დამზადება. როგორც ამქვეყნად მაგალითად შვილი იშვება მშობლებისგან და მშობლების არსობრივი ნაწილი მასში არის და ჩვენ არ ვამბობთ, რომ შვილი იქმნება მშობლებისგან, მაგრამ ნივთი იქმნება ოსტატისგან და ამ ნივთის წარმოქმნის საფუძველი არის ოსტატის ნება და არა ის, რომ ოსტატის, როგორც ადამიანის, ადამიანური ბუნების ნაწილი გადავიდა ნივთში პირდაპირი მნიშვნელობით. მხოლოდ ოსტატის ნებელობა, ზრახვა, გონება და შემდგომ ფიზიკური ქმედება იმ ზრახვისა და იმ ნების აღსასრულებლად ხდება საფუძველი ნივთის ქმნისა. ამიტომ ითქმის, რომ შექმნა ეფუძნება ყოველთვის ნებას, ხოლო შობა არსებას. ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით მოვუხმობთ ამ ტერმინებს, თორემ ზოგჯერ შობაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქმნასთან დაკავშირებით და ქმნაც, ძალიან იშვიათად მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თითქოს შობას გაუიგივდეს. ეს ალბათ უფრო ითქმის ქმნასთან იდენტურ მეორე ტერმინზე, როგორიცაა დაბადება, რაც მაინც დამკვიდრდა თუნდაც ზეპირ სიტყვათ ხმარებაში და შემდეგ წერილობითშიც, არასაეკლესიო ენაში შობის მნიშვნელობით. მაშინ როცა დაბადება აბსოლუტურად იგივე ტერმინი გახლავთ მთელი ძველი ქართული მწერლობის საეკლესიო კონტექსტში, რაც შექმნა. დაბადება არანაირად არ გულისხმობს შობას, დაბადება გულისხმობს მხოლოდ შექმნას. სამწუხაროდ ეს აღრევა ტერმინ დაბადებასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება ცალკეულ გამოკვლევებშიც ვნახოთ, სადაც ძველი ქართული ტექსტებია განხილული. რამდენიმე გამოკვლევაში პირდაპირ წერია რომელიმე წმ. მამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი ასწავლიდა ძე ღმერთის დაბადებულობას, რომ ძე ღმერთი დაბადებულია მამისგან. კვლავ ავღნიშნავთ, რომ დაბადებულობა ძველ ქართულში აბსოლუტურად იგივეა რაც შექმნა, რაც არაფრისგან გაჩენა და მკვეთრად ემიჯნება ტერმინი დაბადება შობას. ამიტომ როცა პირდაპირი მნიშვნელობით მოვუხმობთ ჩვენ ერთი მხრივ ტერმინს შობას და მეორე მხრივ ტერმინს დაბადება, ქმნა, პირდაპირი მნიშვნელობით სწორედ ის აზრი უნდა ჩავდოთ აღნიშნულ ტერმინებში, რომ შობა გულისხმობს არსების გაცემას, არსობრივ თანაზიარებას, არსობრივ თანაარსობას შობილისას და მშობლისას, მაშინ როცა ქმნა გამორიცხავს არსობრივი ნაწილის გაცემას და ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ შემქმნელის ნებას. ამიტომ ვამბობდით ჩვენ ადრე არაერთგზის, რომ მთელი შესაქმე დაფუძნებულია არა ღვთის არსებაზე ანუ ღვთის არსების გაცემა კი არაა შესაქმე, არამედ მთელი შესაქმე დაფუძნებულია ღვთის ნებაზე, ღვთის ნების საქმედ ქცევა, ღვთის განზრახვის სრულყოფა არის შესაქმე, იმავე ღვთისგან აღსრულებული რა თქმა უნდა, მან ინება და სრული არაფრობისგან და არა თავისი არსებისგან შექმნა ყოველივე. რაც შეეხება შობადობას ბუნებითი მნიშვნელობით, ამ შემთხვევაში ნებაზე არ მახვილდება ყურადღება, არამედ ყურადღება მახვილდება არსობრივ გაცემაზე და არსობრივ ერთებაზე, რომ მამისაგან შობილი ძე არსით და ბუნებით მამისეულია. როდესაც შესაბამისად პარალელეს გავავლებთ და იდენტურობას, ანდა მსაგავსებას დავინახავთ ღვთისა და შესაქმის ურთიერთმიმართებასა ერთი მხრივ და მეორე მხრივ საკუთრივ ღვთის სამპიროვნულობაში მამისა და ძის ურთიერთმიმართებას შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაუკუღმართებულად გვესმის ტერმინი შობა და აქ რომ მართლმადიდებლური ფორმა მიეცა ტატიანეს თავისი მოძღვრებისთვის, ჩვენს მიერ წაკითხულ წინადადებას ასეთი სახე უნდა ჰქონოდა, რომ ისევე როგორც დაუსაბამოდ (და არა დასაბამად) მამისაგან შობილმა ლოგოსმა მამისეული და სულიწმინდისეული და თვით თავისივე ნებით (რადგან ერთია ნება ყოვლადწმინდა სამებისა) არაფრისგან შექმნა ჩვენეული სამყარო, რაჟამს განახორციელა მან შემოქმედებითი აზრი და სრულყოფა მისცა მას, ხოლო ეს შემოქმედებითი აზრი ყოვლაწმინდა სამების ჰიპოსტასების მონაწილეობით ასე გამოითქმის, რომ შესაქმე აღესრულება მამისაგან ძის მიერ სულიწმინდაში, აი ამის აღსრულება, რა თქმა უნდა, საღვთო ნების ხორცშესხმაა (პირობითი გამონათქვამით), საღვთო ნების საქმედ ქცევაა. კვლავ ავღნიშნავთ, რომ ტატიანეს ფრაზას მართლმადიდებლური სახით ასეთი ფორმულირება უნდა ჰქონოდა, რომ დაუსაბამოდ მამისაგან შობილმა ლოგოსმა, ანდა ღვთის სიტყვამ, მამასთან და სულიწმინდასთან ერთად აღასრულა შესაქმე.

      ტატიანე კი გაუკუღმართებული ტერმინოლოგიური ფორმულირების შემდეგ განაგრძობს: "ასევე მეც ღვთის სიტყვის დარად ახალშობილი და ჭეშმარიტების შემეცნების შემთვისებელი, კეთილშევაწყობ ჩემი თანამკვიდრი ნივთიერების აღრევას". ეს ბოლო ფრაზეოლოგია იმდენად ბუნდოვანია, ანდა იმდენად მოკლებულია რაღაც დახვეწილობას, რომ აზრის გამოტანა ჩვეულებრივ ჭირს, მაგრამ რამდენადაც ტატიანე მატერიის და ამქვეყნიური სამყაროს დასაბამიერებაზე და შექმნილობაზე საუბრობს, ეს მას უკვე მართლმადიდებლობასთან და ქრისტიანულ სარწმუნოებასთან, რა თქმა უნდა აახლოებს, იმიტომ, რომ განსხვავებით სხვა მსოფლმხედველობრივი სისტემებისგან, სხვა ფილოსოფიური მიმდინარეობებისგან ერთადერთი სწორედ საეკლესიო მოძღვრებაა, რომელიც მთელი სამყაროს ქმნილობას აღიარებს. კვლავ ავღნიშნავთ, რომ ტერმინი ქმნილობა ჩვენ შეიძლება ფილოსოფოსებთანაც ხშირად ვნახოთ, ისევე როგორც ღმერთის სახელდება შემოქმედად, მაგრამ ყველა მათგანი აღნიშნულ ტერმინებში მხოლოდ პირობით შინაარსს დებს. ბუნებითი მნიშვნელობით ქმნადობას ისინი არასოდეს არ გულისხმობენ და არც შეიძლებოდა ეგულისხმათ, იმიტომ, რომ მათი მსოფლმხედველობრივი სისტემა დიამეტრულად საწინააღმდეგოა. თვით პლატონიც ღმერთს უწოდებს შემოქმედს, მაგრამ ბუნებითი მნიშვნელობით კი არა, რომ ის მართლაც შემოქმედია. მართლაც შემოქმედი როგორც ავღნიშნეთ ყოვლითურთ თვითვეა წყარო მისგან და მის მიერ შექმნილი რაიმე საგნისა, ანდა მოვლენისა ანუ მასალაც თვით რომ მისგანვეა შექმნილი ანუ სრული არაფრობისგან რომ ქმნის რიაიმეს, აი ესაა ბუნებითი შესაქმე და ამის აღმსრულებელია ბუნებითი შემოქმედი. მაგრამ პლატონისეული ღმერთი (დე მიურგი) წინასწარ არსებული, ე.ი. არა მისგან შექმნილი, არა მისგან დაბადებული, ქაოსისგან, ხოლო ეს ქაოსი ოთხი სტიქიონის ნარევობაა, ქმნის ყოველივეს ანუ წინასწარ არსებული მატერია, არა ღმერთისგან შექმნილი, ხდება ღმერთისგან ფორმირებული. ესაა პლატონის სწავლება ე.წ. შესაქმის შესახებ და მთელი ანტიკური ტრადიცია, გვიან ანტიკურიც, იქნება ეს თუნდაც ნეოპლატონიზმი, პლოტინი, პროკლე და სხვები, რა თქმა უნდა, მთლიანად გამორიცხავენ პირდაპირი მნიშვნელობით შესაქმეს და მხოლოდ და მხოლოდ აი ამგვარ მოწესრიგებას, ფორმის მიცემას, ანდა ემანაციას, გადმოღვრას, გამოცემას, გამოშუქებას იმისას, რაც თავისთავად არსებობს, აი ამას მოძღვრობენ. პლოტინის სწავლება კიდევ უფრო შორის მიდის და მას მთელი ეს სამყარო ღვთიური არსების ნაწილად ეგულვის, არა ღვთის ნებაზე დამყარებულად, იმიტომ, რომ ღვთიურობა ნეოპლატონიზმში ნებას მოკლებულია, მას უნდა თუ არ უნდა მისგან დამოუკიდებლად, მაგრამ მისი სისავსისგან, ყველაფერი იქმნება და ნივთიც ისევე ნაწილია იმ უზენაესი ერთის ბუნებისა და არსებისა, როგორც თუნდაც უაღმატებულესი ძალნი. აი ესაა ნეოპლატონური სწავლება, რასთანაც დიამეტრულად საწინააღმდეგოა საეკლესიო მოძღვრება, რომელიც როგორც ავღნიშნეთ მთლიანად და ყოვლითურთ ღმერთის ნებელობას განუკუთვნებს შესაქმეს და პიროვნული ნებელობით მთელი შესაქმის აღსრულებას გვასწავლის, რომ შესაქმის აღსრულება ინება უფალმა და სრული არაფრობისგან განახორციელა იგი. აქედან გამომდიანრე მთელი შესაქმე ღვთის ნების აღსრულებაა და არა ღვთის არსების თავის თავში ბუნებითად დამტევი. სხვათაშორის ეს აზრი, რომ მატერია დასაბამიერია, განსხვავებით პლატონურ-არისტოტელური და სხვათა მოძღვრებათაგან, ტატიანესთანაც როგორც ავღნიშნეთ მკვეთრად სახეზეა, როდესაც ის ამბობს: "ნივთიერება დაუსაბამო არ არის, შობილია იგი და შექმნილია არა ვინმე სხვის მიერ, არამედ მარტოდენ ყოველთა შემოქმედისგან დაიბადა იგი". ამ შემთხვევაში შობილობა ძნელი გასაგებია რას ნიშნავს, უფრო ალბათ დაბადებულობას, ქმნილობას გულისხმობს ტატიანე და ამიტომ ეს სიტყვები ჩვენ შეგვიძლია, რომ თანხვედრად მოვიაზროთ მართლმადიდებლურ სწავლებასთან. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამთ ღირსებას მისი მკვეთრი ფორმულირებისას და ეჭვი არაა, რომ ტატიანეს ადრესატად და საწინააღმდეგო აზრის გამომთქმელებად მხედველობაში აქვს მთელი ანტიკური ტრადიცია, ამიტომ მისი ეს მკვეთრი ფორმულირება, რომ ნივთიერება დაუსაბამო არ არის, ამ ანტიკური აზროვნების რადიკალურ უარყოფას ნიშნავს.

      აღნიშნული ძეგლის, მისი აპოლოგეტური შრომის, მომდევნო ნაწილი საკუთრივ ქრისტოლოგიურ და სოტერიოლოგიურ სწავლებას გადმოგვცემს, კერძოდ სწავლებას მკვდართა აღდგომის შესახებ. განსაკუთრებით აღნიშნულ სწავლებასთან დაკავშირებით ტატიანე განაქიქებს სტოიკოსთა, სტოიკური ფილოსოფიის საფუძვლებს, მის სისტემას და ესაა სრულიად მართებული და ღირსეული განქიქება სტოიციზმისა, რადგანაც ანტიკურ ტრადიციაში თუ რაიმე, მართლაც აბსოლუტურად აზრს მოკლებული ფილოსოფიური სისტემა იყო მთლიანობაში, მიუხედავად ცალკეული ღირსეული და ტერმინოლოგიურად დახვეწილი და საჭირო სწავლებებისა, მთლიანობაში თუ რაიმე სისტემა იყო მართლაც გონებრიობას, აზრობრიობას და ცნობიერებას მოკლებული, ეს გახლდათ სწორედ სტოიციზმი, რომელიც ქადაგებდა, რომ სამყარო ისევე არის ცოცხალი (ცოცხლობა ამ შემთხვევაში იმას არ გულისხმობს, რასაც ჩვენ ვესწრაფვით, რომ მივუთითოთ), როგორც ნებისმიერი სხეული, რომ სამყარო იბადება, იზრდება და კვდება, მაგრამ სამყაროს სიკვდილი არ ნიშნავს ყველაფრის გაქრობას. ის რაც შიგთავსია, ძირეული მარცვალია სამყაროსი და რასაც სტოიკოსები უწოდებდნენ იმავე ტერმინს, რასაც ჩვენ ზემოთ ვახსენებდით, ანუ ლოგოს, სიტყვას (თუმცა სიტყვა ამ შემთხვევაში სრულებით ვერ ფარავს სტოიკოსთა აზრს, ეს უფრო რაღაც თესლობითი ხასიათის მარცვალია, როგორც აქვთ მათ ფორმულირებული - "ლოგოს სპერმატიკოს" ანუ თესლობითი ლოგოსი, როგორც ყველაფრის სათავე და ყველაფრის თავის თავში შემამკვრივებელი და ყველაფრის თავისი თავისგან აღმომაცენებელი, ასე გაიგება სტოკოსებთან ლოგოსი), რომელიც შეუმუსრავია, თავისი თავისგან ის აღმოაცენებს სამყაროს, რომელიც იზრდება, უახლოვდება გარკვეულ მიჯნას, მწვერვალს და შემდეგ ყვავილივით ჭკნება, დასასრული სამყაროსი კი სტოიკოსთა აზრით არის მისი მთლიანად ცეცხლში შთანთქმა. მაგრამ ამით არ მთავრდება მოვლენა, იმავე ლოგოსისგან კვლავ აღმოცენდება მთელი ეს სამყარო, აბსოლუტურად იგივეობრივი წინარესთან, მთელი თავისი ნებისმიერი ატრიბუტით, რომ კვლავ დავუშვათ იგივე სოკრატე იქნება, იგივე ძაღლი ეყოლება მას, იგივე პითაგორა იქნება და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად იმავე წესით განმეორდება, შემდეგ ისევ შეიმუსრება სამყარო, კვლავ აღმოცენდება და ა.შ. აი ასეთი დაუსრულებელი ციკლური წრებრუნვები სტოიკოსებისა, რა თქმა უნდა, მიუღებელი აღმოჩნდებოდა ტატიანესთვის, თუმცა დავძენთ აქვე, რომ საკუთრივ ცეცხლში შთანთქმა სამყაროსი, ჩვენ თუ ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მივიღებთ ამ მართლაც ნონსესს, სტოიკურ აზრს დაუსრულებლად ერთიდაიგივე სამყაროს ციკლური განმეორებისა, საკუთრივ სამყაროს აღსასრულის ეს მხარე, რომ ის ცეცხლში შთაინთქმება, საკმაო პარალელს პოულობს საეკლესიო მოძღვრებასთან სამყაროს ასევე ცეცხლში შთანთქმის შესახებ, ამ დაძველებული, კვდომადი, ხრწნადი მატერიისას. როგორც ეს მკვეთრად არის გამოთქმული წმ. ბასილი დიდის მიერ და თვით ამ მოვლენის ამსახველი სტოიკური ტერმინიც - "ეკპიუროსის" ანუ ეკპიროზისი, ასევე ბასილი დიდმა ჩათვალა მართლმადიდებლური მოძღვრების, მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული და სამყაროს, ამ დაძველებული და მოსპობადი, ხრწნადი ნივთის ცეცხლში შთანთქმის გამომხატველობისთვის მისადაგებულ ტერმინად. სხვა შემთხვევებიც მრავალია, როცა სტოიკური ტერმინოლოგია ღირსეულად იყო გამოყენებული ეკლესიის მამათა მიერ. სხვათაშორის ერთი ვრცელი ნაშრომიცაა გამოცემული ამ საკითხთან დაკავშირებით - "ეკლესიის მამათა სტოიციზმი". მართალია ეს ფორმულირება ან მცდარია, თუ პირდაპირი გააზრებით მოვიყვანთ, ანდა სამუშაო ტერმინია, ისევე როგორც ჩვენ ხშირად გვხვდება ეკლესიის მამათა ნეოპლატონიზმი, პლატონიზმი, არისტოტელიზმი და სხვა, მაგრამ აქ მხოლოდ ის იგულისხმება, თუ ამ სათაურს ჩვენ მართებულ გეზს მივცემთ, რომ გარკვეული დებულებანი ანდა გარკვეული ტერმინები, რაც მართლმადიდებლური მოძღვრების დამტევნელად შეიძლებოდა წარმოჩენილიყო, აი ამ სისტემებისგან მოხმობილ იქნა ეკლესიის მამათა მიერ და არანაირად სარწმუნოებრივი, სამოძღვრო თანხვედრის გამო მათ შორის. ამიტომ სტოიკური ტერმინოლოგია და ეს ცალკეული გამონათქვამები მათი, რაც კი ღირსეულად იქნა მიჩნეული ეკლესიის მამათაგან, როგორც უკვე ვთქვით, გამოყენებულია, მაგრამ თვითონ სტოიციზმი, თავისთავად როგორც მსოფლმხედველობრივი სისტემა, ყოველთვის უკიდურესად იგმობოდა ეკლესიის მამათაგან და მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ტატიანე. ამ საკითხზე ჩვენ უფრო დაწვრილებით შემდგომ საუბარში განვაგრძობთ მსჯელობას.

სტოიციზმის საფუძვლები

მომზადებულია ედიშერ ჭელიძის ლექციების მიხედვით

ტეგები: Qwelly, პატროლოგია, სტოიციზმი, ტატიანე, ძე_ღმრთისა

ნახვა: 304

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი

Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles

Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters