მიუხედავად იმისა, რომ იუსტინე სხვადასხვა წყაროების მიხედვით უეჭველად ნაყოფიერი საეკლესიო ავტორი იყო, ჩვენამდე სრული სახით მოღწეულია მხოლოდ სამი შრომა იმ შრომათაგან, რომლებსაც ევსები კესარიელი იცნობდა და შესაბამისად გვისახელებს ჩვენ თავისი საეკლესიო ისტორიის IV წიგნის მე-18 პარაგრაფში. სამივე ეს შრომა შემონახული იყო ერთადერთ ხელნაწერში, რომელიც 1364 წელს არის გადაწერილი და ეს სამი შრომა ამგვარი სათაურისაა, ვახსენეთ, რომ ორი მათგანი საკუთრივ აპოლოგიებად არიან წოდებულნი და ეს აპოლოგიები წარმართთა წინააღმდეგაა მიმართული, ხოლო მესამე ეს გახლავთ “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი” და მიმართულია საკუთრივ იუდაიზმის წინააღმდეგ. კარგა ხანია შენიშნულია, რომ წმ. იუსტინე მარტვილის სტილი ნაკლებ დამაკმაყოფილებელია, რაც არაა გასაკვირი, რადგანაც მარტვილური განწყობით გამსჭვალული მოღვაწე ნაკლებად შესძლებს გეგმაზომიერ-სისტემურ წერილობით მოღვაწეობას, ისევე როგორც წმ. ეგნატი ანტიოქიელთან დაკავშირებით ავღნიშნავდით და მრავალი ნიმუშის საფუძველზე ვცადეთ, რომ ეს წარმოგვეჩინა, ამიტომ ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. მთელი მისი შრომები შთაგონებითია, ნაკლებად შეიმჩნევა იქ ერთი განსაზღვრული გეგმა, მრავალია გადახვევები, მაგრამ ეს ყოველივე არანაირად არ აკნინებს აღნიშნულ შრომებს არც ისტორიული ასპექტით და არც, რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო-სულიერი თვალსაზრისით. არის ცალკეული ფრაზები, რომლებიც განსაკუთრებით უყვარს იუსტინეს და მისი სტილისთვის დამახასიათებელია, ამიტომ ადვილი ხდება გამიჯვნა ნადმვილად იუსტინესეული და ფსევდო იუსტინესეული შრომებისა, იმ შრომებისა, რომლებიც მას მიეწერება, და უეჭველი დადგენა იმისა, რომ ხსენებული სამი თხზულება ნამდვილად იუსტინე მარტვილისაა.

თუ დავიწყებთ განხილვას მისი შრომებისას აპოლოგიებით, ალბათ ეს გამართლებული იქნება, რამდენადაც მიიჩნევა, რომ იუსტინეს შრომებიდან აღნიშნული ორი აპოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანია. საკუთრივ იუსტინეს წერილობითი მოღვაწეობის და კონკრეტულად ამ აპოლოგიების შესახებაც ევსები, ჩვენს მიერ ხსენებულ ძეგლში (საეკლესიო ისტორია) შემდეგს გვაუწყებს: “იუსტინემ ჩვენ დაგვიტოვა ძალიან დიდი რაოდენობის ძეგლები, რომლებიც ამჟღავნებს განვითარებულ სულს (განვითარებული სული გულისხმობს ლიტერატურული, მწიგნობრული თვალსაზრისით დახვეწილ რაფინირებულ სამწერლობო ენას) და აგრეთვე გულმოდგინებას საღვთო ჭეშმარიტების აღქმის საქმეში, რომლებიც დიდად სასარგებლონი არიან. პირველ რიგში უნდა მოვიხსენოთ მისი შრომა მიმართული ანტონინუსისადმი, რომელსაც აქვს ზედწოდება პიუსი (პიუსი ნიშნავს მოშიშს, კეთილმოშიშს), მისი შვილებისადმი და რომაული სენატისადმი, ჩვენი (ქრისტიანული) მოძღვრების დასაცავად (ევსები გულისხმობს პირველ აპოლოგიას). გარდა ამისა ის რაც მეორე აპოლოგია, ასევე ჩვენი რწმენის დასაცავად, გაგზავნილია ზემოხსენებული იმპერატორის მომდევნო იმპერატორთან, რომელიც მისი თანამოსახელეა, ანტონინუს ვერუსისადმი”. აი ეს ერთადერთი ბიბლიოგრაფიული ცნობა გვაქვს ჩვენ იუსტინე მარტვილის აპოლოგიებთან დაკავშირებით. საბედნიეროდ ეს აპოლოგიები, როგორც ავღნიშნეთ ჩვენამდე ტექსტობრივად მოღწეულია და, რა თქმა უნდა, სრულყოფილი წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ მათზე. ერთი მათგანი არის დიდი აპოლოგია, მეორე მცირე. დიდი აპოლოგია 68 თავს მოიცავს, ხოლო მოკლე აპოლოგია 15 თავისგან შედგება. ერთმთლიანობით შტრიხებს ორივე აპოლოგია ძალიან აშკარად ავლენს და ამიტომ გამოთქმული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე აპოლოგია სხვა არაფერი უნდა იყოს თუ არა დასკვნა პირველისა, ეს ვფიქრობთ სავსებით დასაბუთებულია. თუმცა ის, რომ ევსები მაინც ორი აპოლოგიის შესახებ საუბრობს, ალბათ დამადასტურებელია იმისა, რომ ეს ორი ძეგლი ცალ-ცალკე დაიწერა, ანდა ევსების დროს (IV ს-ის I ნახევარი) უკვე ურთიერგამიჯნული იყო და ცალ-ცალკე არსებობდა. ამ აპოლოგიებს ჩვენ სამწუხაროდ აბსოლუტური ტექსტობრივი დაწვრილებით, რა თქმა უნდა, ვერ შევეხებით, მაგრამ რამდენიმე მომენტზე გვსურს ხაზი გავუსვათ, განსაკუთრებით კი პირველ აპოლოგიასთან დაკავშირებით, ე.ი. შინაარსობრივი თვალსაზრისით და განსაკუთრებით დოგმატურ-ეთიკური ასპექტით პირველი აპოლოგიის მნიშვნელობა ვფიქრობთ ცალკეა გამოსაყოფი, რასაც ალბათ შემდგომ საუბრებში განვახორციელებთ კიდეც.

ტეგები: Iustine, patrology, qwelly

ნახვა: 185

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters