ახალ ნააღდგომევს, ერთი პოსტი შემოგთავაზეთ - აღდგომასა შენსა.
მერე კიდევ მინდოდა დამეწერა აღდგომის ღამისთევის თემაზე, განცდილ და ამაღლებულ გრძნობებზე მაგრამ ვერ მოვახერხე.
და აი, რადგან დღეს უკვე აღდგომის დღესასწაული გავაცილეთ და ამაღლების სიხარულით უნდა ვიზეიმოთ, მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ემოციები, ის განცდები, ის მუხტი და შინაგანი უდიდესი სიხარული, რომელიც ქრისტეს აღდგომამ შემოიტანა ჩვენში!
დავიწყოთ თავიდან
საზეიმო, სააღდგომო მსახურება 23:00_ზე უნდა დაწყებულიყო.
მაცხოვარი ჯერ კიდევ შუა ტაძარში "ესვენა" როცა სვეტიცხოველში მრევლმა საკუთარი ადგილების მოძიება დაიწყო.
კუთხე-კუნჭულებში ზიარებისთვის წინაგანსაცდელ ლოცვებს კითხულობდნენ.
შეასვენეს რა მაცხოვრის "გარდამოხსნა",
ხალხი ნელ-ნელა შეემზადა საზეიმო ლიტანიობისთვის და შემდეგ ღამისთევის მსახურებისთვის.
გასასვლელისკენ, პირველები მგალობლები ჩადგნენ რიგში.
გამოვიდნენ სასულიერო პირებიც და
ყველანი ერთად გავეშურეთ ლიტანიობისკენ.
შესავალ კართან აღვლენილი ლოცვა გახსოვთ ალბათ წინა ვიდეოდან.
ამის შემდეგ.
და მამებმა, მსახურების ტიპიკონის შესაბამისად, მონაცვლეობით მოგვილოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
სიხარულს სიხარული ემატებოდა.
ჩამოაბრძანეს ღვთაებრივი ცეცხლი.
მოახლოვდა ზიარების დროც
ყველა გრძნობდა რომ - "ხარობდა ცა და იშვებდა ქვეყანა"
და ანთებული თვალებით, სავსე სიხარულით წამოვედით შინ.
ახლა კი შევეგებოთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს:
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
ფოტოებისთვის დიდი მადლობა გიორგის!
ტეგები: Qwellyland, ამაღლება, აღდგომა, გაცილება, მცხეთა, სვეტიცხოველი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა mvptkfjb_მ.
თარიღი: მარტი 17, 2026.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Catcher's New Role
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი მახსოვს, მერამდენედ გამომეპარა ოსკარის დაჯილდოება. 98-ე ცერემონიალმა უკვე ჩაიარა და მე ისევ გვიან დავეწიე მოვლენებს. კალენდარზე თარიღი ისე გამომეპარა, დღეს გაკვირვებულმაც კი ვიკითხე - უკვე შუა მარტიათქო. ასე რომ ბოდიში და ამჯერადაც დაგვიანებულ პოსტს…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
© 2026 George.
•