ინფორმაცია

მაისი

მაისი

თვენი

მაისის თვის წმინდათა ცხოვრება

საიტი: http://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 25
უკანასკნელი აქტიურობა: მაისი 9

ფორუმი

პერმელი ეპისკოპოსი სტეფანე

ავტორი ლაშა, მაისი 9. 0 გამოხმაურება

9 მაისს (ძვ. სტ. 26 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს პერმის ეპისკოპოსს, წმინდა სტეფანეს      რუსეთის მიწაზე ქრისტიანობის გავრცელების, ქადაგების და წარმართა მოქცევის ერთ-ერთი პირველ მამათა შორის არის წმიდა სტეფანე პერმელი. ის წარმოშობით უსტიუჟიდან იყო (ვოლოგდის ოლქი). დაიბადა და აღიზარდა მედავიტნის ოჯახში. ღმრთისმოსავი დედა, მარიამი, სტეფანეს უფლის მოშიშებით ზრდიდა. გამოიჩინა რა განსაკუთრებული გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობისა, ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში სწრაფად შეისწავლა კითხვა და მამამის ეხმარებოდა მსახურებაში.      ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად - წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში, როსტოვში. მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი იყო. სტეფანეს სურდა, რომ მამათა ცხოვრებებს ორიგინალში გასცნობოდა, ამიტომ ბერძნული ენა შეისწავლა. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად (დღევანდელი, ევროპული რუსეთის…გაგრძელება

ტეგები: მაისი, თვენი, ეპისკოპოსი, Qwellyland, 9 მაისი

წმინდა მხედართმთავარი საბა და მასთან წამებულნი

ავტორი ლაშა, მაისი 7. 0 გამოხმაურება

7 მაისს (ძვ. სტ. 24 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე საბა სტრატილატს და მასთან ერთად წამებულ 70 მხედარს      ადრეული ეკლესია, მრავალ მოწამეს იცნობს, რომლებიც წამებამდე სამხედრო სამსახურში იყვნენ. წმინდა საბაც, ერთ-ერთი ასეთი მოწამეა. ის წარმოშობით გუთთა ტომიდან იყო. გამორჩული სამხედრო სიმამაცისთვის მას სტრატილატის, ანუ მხედართმთავრის წოდება მიანიჭეს. წმინდა საბას სტრატილატობისას ზეობდა იმპერატორი ავრელიანე. საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო: როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდაქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად ცემეს, ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა.      როდესაც საკუთარი მხედართმთავრის ასეთი წამება იხილეს მისმა მხედრებმა ქრისტეს სჯულზე…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, მოწამე, ქველი, სტრატილატი, მაისი

წმინდა ვიტალი ალექსანდრიელი

ავტორი ლაშა, მაისი 5. 0 გამოხმაურება

5 მაისს (ძვ. სტ. 22 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თეოდორე ანასტასიოპოლელს!      ეკლესიის ისტორია, წმინდა ვიტალის გამორჩეული, განსაკუთრებული ცხოვრების წესით იცნობს. მეშვიდე საუკუნის მოღვაწე მამა უბრალო ბერი იყო, ღირსი სერიდის სახელობის მონასტერში. უკვე ასაკოვანი იყო, როდესაც ალექსანდრიაში ჩავიდა. მაშინ, ალექსანდრიის პატრიარქი იყო წმინდა იოანე (ეკლესიამ მას იოანე მოწყალე უწოდა). სწორედ, ამ დროიდან იწყება ბერის უჩვეულო მოღვაწეობის ისტორია.      უდიდეს მლოცველ მამას, მოსახსენებელში ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი ეწერა და მათი სულიერი გადარჩენისთვის მხურვალედ ლოცულობდა. უდებების და სიზარმაცის ცოდვისგან ძალიან შორს მყოფი ბერი, დილიდან საღამომდე გულმოდგინედ მუშაობდა და გასამრჯელოდ 12 სპილენძის მონეტას ღებულობდა, თავისთვის პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ერთ-ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. შემდეგ იკეტებოდა მეძავთან ერთად და სანამ ქალს ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, დილით კი უჩუმრად მიდიოდა. ასეთ მოღვაწეობაში იყო ყოველ…გაგრძელება

ტეგები: თვენი, მონაზვნობა, წმინდათა_ცხოვრება, ალექსანდრია, Qwellyland

გრიგოლ ანტიოქიელი

ავტორი ლაშა, მაისი 3. 0 გამოხმაურება

3 მაისს (ძვ. სტ 20 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა გრიგოლს, ანტიოქიელ პატრიარქს      მეექვსე საუკუნეში, ქრისტეს ეკლესიაში მონაზვნური ცხოვრების წესის გაძლიერება იწყება. სწორედ, ამ პერიოდის მოღვაწე მამაა წმინდა გრიგოლი. ბერად აღკვეცის შემდეგ, წმინდა გრიგოლი სინას მთასთან მდებარე ფარანის მონასტერის იღუმენი იყო. მართლმორწმუნე, კეთილი, მორჩილი და მდაბალი ღირსი მამა ყველას უყვარდა. ერთხელ, იღუმენობისას, წმიდა გრიგოლმა გამოქვაბულში მოღვაწე მეუდაბნოე ბერი მოინახულა. მეუდაბნოემ პატივით მიიღო წმიდა მამა და ფეხები დაბანა. როცა წმიდა გრიგოლმა ასეთი პატივით დახვედრის მიზეზი იკითხა, მეუდაბნოემ უპასუხა, ღვთის გამოცხადებით ჩემს წინ მომავალი პატრიარქი დგასო. მართლაც, ანტიოქიის პატრიარქის კათედრიდან ანასტასი სინაელის განდევნის შემდეგ მღვდელმთავრის ტახტზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს. ღირსი მამა სიცოცხლის ბოლომდე, მეექვსე საუკუნის მიწურულამდე ატარებდა პატრიარქობის მძიმე უღელს.…გაგრძელება

ტეგები: 3 მაისი, წმინდათა_ცხოვრება, პატრიარქი, თვენი, Qwellyland

წმინდა ეპისკოპოსი პაფნუტი

ავტორი ლაშა, მაისი 2. 0 გამოხმაურება

2 მაისს (ძვ. სტ 19 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს იერუსალიმელ ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე პაფნუტის      ადრეული პერიოდის წმინდა მამების, მოწამეების ისტორიები ვრცელი რედაქციებით იშვიათად გვხვდება. არსებობს ორი გარდამოცემა წმინდა პაფნუტის შესახებ. ერთი გვამცნობს რომ ის იერუსალიმელი ეპისკოპოსი, მრავალი ტანჯვისა და წამების შემდეგ, თავის მოკვეთით აღესრულა მესამე საუკუნეში, ხოლო მეორე ვარაუდით, მღვდელმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი ეპისკოპოსი იყო და პალესტინაში გადასახლებულ ეგვიპტელებთან ერთად დაიღუპა იმპერატორ დიოკლეტიანესგან დევნილობის პერიოდში.      საერთო ცნობებით, მრავალი წელი წმინდა მღვდელმოწამის მირონმდინარე ნაწილები სასწაულებს აღასრულებდა. წმინდანის საეკლესიო კანონი კი, მოგვიანებით, მერვე-მეცხრე საუკუნეში დაიწერა, ხატმებრძოლეობის მძიმე წლებში.…გაგრძელება

ტეგები: Qwellyland, თვენი, წმინდათა_ცხოვრება, ეპისკოპოსი, 2 მაისი

წმინდა არსენი დიდი

ავტორი ლაშა, მაისი 21, 2019. 0 გამოხმაურება

21 მაისს (ძვ. სტ. 18 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა არსენი დიდს!      მეოთხე საუკუნეში, 354 წელს, იმპერიის დედაქალაქ რომში, კეთილმსახური ქრისტიანის ოჯახში დაიბადა ღირსი არსენი. არსენმა მცირე ასაკიდანვე გამოიჩინა ქრისტეს სიყვარული და მისდამი მსახურებისთვის თავის შეწირვა გადაწყვიტა. ახალგაზრდა არსენს დიაკვნად დაასხეს ხელი. მოგვიანებით როდესაც რომის იმპერიის აღმოსავლეთის მმართველმა თეოდოსიმ არსენის განათლებისა და ღვთისმოსაობის შესახებ შეიტყო თავისი ვაჟების აღზრდა დაავალა. განმარტოებული ცხოვრებისთვის თავგადადებულ მამას არ სურდა საიმპერატორო ტახტზე ცხოვრება, მაგრამ თავისი სურვილის წინააღმდეგ, არსენი იძულებული გახდა დამორჩილებოდა იმპერატორის ნებას - იმ ხანად წმიდა მამა 29 წლისა იყო.      კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდა არსენი დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა თეოდოსიმ და სთხოვა, მეფისწულები ღვთისმოშიშებით აღეზარდა: „თუმცა ისინი უფლისწულები არიან, მაგრამ ყველაფერში უნდა დაგემორჩილონ, როგორც მამას და მასწავლებელს“. ღირსი მამა გულმოდგინედ შეუდგა ყრმათა აღზრდას, მაგრამ დიდი პატივი,…გაგრძელება

ტეგები: მაისი, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, Qwellyland, 21 მაისი

კომენტარების დაფა

ლაშა: მაისი 1, 2015||1:06pm

მაისიც მოვიდა, არადა ჯერ კიდევ აპრილის სურნელია. 

Kakha: მაისი 3, 2015||9:14am

კიდევ დიდი ხანი იქნება აპრილი :D 

Kakha: მაისი 25, 2015||2:50pm

თითქმის გავიდა მაისი და ისევ ცივა :D თოვლს ველოდებით ისევ

P.s ჩანაწერები კორდილიერებიდან

ლაშა: მაისი 24, 2017||12:51pm

თამამად შეგიძლია, ეგ ჩანაწერები უკვე ქართულად აქციო (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ მაისი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (23)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:25pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters