13 მარტს (ძვ.სტ.29 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ღირს იოანე კასიანე რომაელს

ღირსი იოანე კასიანე რომაელი , წმინდათა ცხოვრება, თვენი, მარტი, ქველი, qwelly, march

     ღირსი იოანე დაიბადა რომაულ შეძლებულ ოჯახში. მან თავიდანვე მიიღო საერო განათლება, შეისწავლა ფილოსოფია და ასტრონომია შემდეგ კი ქრისტიანული მოძღვრებით დაინტერესდა.
     დაახლოებით 388 წელს წმიდა მამამ ბეთლემის სავანეში მონაზვნობა შეიმოსა. ორი წლის შემდეგ იგი სულიერ ძმასთან, გერმანესთან ერთად თებაიდასა და სკიტის უდაბნოში სამოგზაუროდ გაეშურა, მოინახულა აქ მოსაგრე მამები და გაიღრმავა სულიერი გამოცდილება. 397 წელს იოანე და გერმანე დაბრუნდნენ ბეთლემში, შემდეგ კი იოანე ოქროპირის სწავლა-მოძღვრების მოსასმენად კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, სადაც იოანე დიაკვნად აკურთხეს. 405 წელს წმიდა მამა კონსტანტინეპოლის სამღვდელოების გადაწყვეტილებით სათავეში ჩაუდგა რომის პაპ ინოკენტი I-თან გაგზავნილ მისიას უსამართლოდ დევნილი მღვდელმთავრის დასაცავად.
     წმინდა იოანეს აქვს დაარსებული მამათა და დედათა მონასტრები, რომლებიც აღმოსავლეთის სავანეთა წეს-განგებით ხელმძღვანელობდნენ. იგი ცდილობდა, თანამემამულეები მართლმადიდებლური აღმოსავლეთის მოღვაწეთა სულისკვეთებასთან მიეახლებინა. 431 წელს იოანე კასიანე, რომელმაც აღმოსავლელ და დასავლელ მამათა ნაშრომების შეჯერებით დაწერა თავისი უკანასკნელი თხზულება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. თავის ნაწერებში ღირსი კასიანე მოსაგრე მამების სულიერ გამოცდილებას ეყრდნობოდა. იგი წერდა: „მადლი ნაკლებად მოიპოვება მაღალფარდოვანი სიტყვებით ენაწყლიანი დისპუტებით, დიალექტიკური სილოგიზმებით და ციცერონის მჭერმეტყველებით“.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 13 მარტი, Qwellyland, თვენი, მარტი, ქველი, ღირსი

ნახვა: 280

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

ბოლო კორონასებური წყნარი საღამო და ტყეების საპატრიარქოს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 22, 2020.
საათი: 10:43pm 0 კომენტარი

      დღის ყველა ამბავი საღამოს სიგრილემ გადაფარა და თორმეტი საათის მოლოდინმა, რომლის შემდეგ კვლავ გაიგონებთ ქუჩებში ავტომობილების ხმას. იქამდე კი ისიამოვნეთ. დღის მთავარია ამბები სწორედ ამ შეზღუდვების მოხსნა-დატოვებას ეხებოდა და პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას, რეზიდენტისგან ხელმოწრას და საბოლოოდ გაკანონებას. ხმაურიანი გამოდგა საპატრიარქოს ბალანსზე ეკლესიების გადაფორმების გამარტივებული წესებიც და პრემიერსაც, თავის მხრივ, აქტიური დღე…

გაგრძელება

კანონით შეზღუდვის ხმაური, ბანკების სამი თვე და დახმარება-კომპენსაციები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 21, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      შეზღუდვები იხსნება, მაგრამ შეზღუდვები რჩება. მოკლედ, ნაწილობრივი შეზღუდვების კანონი წარადგინა დღეს დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, პარლამენტმა ხმაურიანად, დაპირისპირებულად და ურთიერტკრიტიკით მოუსმინა მაგრამ საბოლოოდ მაინც დაამტკიცა. ეს ნაწილობრივი შეზღუდვები არავინ იცის როდემდე გაგრძელდება, ახლა უკვე კანონით ვიქნებით შეზღუდულები და არა დროებითი რეგულაციებით. ეს იყო დღის მეინსტრიმი. ასევე ბანკების დამატებითი 3 თვე პროცენტების გადასავადებლად და…

გაგრძელება

კორონას შემოდგომის რეინკარნაცია და ოპოზიციის სამთავრობო დაბრუნების გეგმები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 20, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      ვთავისუფლდებით კორონასგან და იზრდება რისკები და შესაბამისად რეკომენდაციები, დარიგებები, მოლოდინები და დაბრუნების საფრთხეები. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. მნიშვნელოვანი გახლდათ ასევე კალაძის ინიციატივები და მერიის საქმიანობა, და ასევე ოპოზიიის სამოქმედო გეგმები, შესაძლო პრემიერებზე და მისთანები. მთავარი სამედიცინო სტატისტიკა ასეთია - საქართველოში: 713 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 475, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული…

გაგრძელება

Qwelly World

free counters