Qwelly, literature, არაგვისპირელი, განხილვა, ლიტერატურა, ნოველა, ქართული, ცნობილი, ქველი

      შიო არაგვიპირელის შემოქმედებაში გვხედება მხოლოდ ნოველები. იგი ნოველების საშალებით ამბობდა თავის სათქმელს. შიო არაგვისპირელი იყო პირველი, რომელმაც თავის მწერლობაში შემოიტანა იმ დროისათვის ახალი თემა, ეს იყო ადამიანი, უფრო სწორად, „ადამიანის შიშველი“ სული. თუკი მანამდე მთელი ლიტერატურა მიმართული იყო მხოლოდ ეროვნული და სოციალური პრობლემატიკის გაშუქებისაკენ, შიო არაგვისპირელმა თავისი შემოქმედებით ახალი საკითხები შემოიტანა - ადამიანის რაობა, მისი დამოკიდებულება სამყაროსთან, მისი სისუსტეები, სიყვარულის რაობა, ადამიანისა და საზოგადოების მიმართება და ა.შ. შიო არაგვისპირელი ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი ადამიანის მიმართ. მთელ მის შემოქმედებაში ადამიანი უარყოფით არსებადაა გამოყვანილი, რომელიც არის სუსტი, ლაჩარი, პატივმოყვარე, მატყუარა. მისთვის ადამიანი ერთი პატარა არსებაა, რომელიც არაფერს ნიშნავს. მისი ნოველა „ესაა ჩვენი ცხოვრება!“ სწორედ ამის გამოხატულებაა. აქ ერთ-ერთ გლეხს ეტლი დაეჯახება და მოკვდება. მნიშვნელოვანია მთვარის ეპიზოდი, რომელშიც მთვარე თითქოს მის ამხანაგებს ეუბნება, რომ მას მრავალი უსამართლოდ დახოცილი უნახავს და მათ კი მხოლოდ ამ ერთი მღილისათვის ჩამოსტირით სახე. „ბუნების მეფენში“ ირონილუდაა მოთხრობილი როგორ გავიდნენ ადამიანები ბუნებაში საქეიფოდ, სადაც სადღეგრძელოებში თავიანთ ღირსებებზე საუბრობენ, რომ ისინი ბუნების მეფეები არიან და ა.შ. თუმცა ამ დროს დაიწყება სტიქია და მოქეიფენი მხოლოდ თაგვის სოროს ნატრობენ. აქ ჩანს თუ როგორ შეაშინა სტიქიამ „ბუნების მეფეენი“ და რამდენად სუსტები და არარაობები არიან ბუნებასთან შედარებით. ნოველაში „გმადლობ, უფალო, გმადლობ!“ პირველი პირით მოთხრობილია ადამიანთა მანკიერებანი. საზოგადოებაში პატიოსან პიროვნებებად მიჩნეულ ადამიანებს, რომლებიც ტაძრისაკენ მიემართებიან, ამხელს მთხრობელი. მას გულთამხილავის ნიჭი მიეცემა. ნოველაში ადამიანები წარმოჩენილნი არიან როგორც მატყუარა და ბილწი ზრახვების მქონეებად. შიო არაგვისპირელს უარყოფითად აქვს წარმოდგენილი ქართველი ინტელექტუალები. ისინი ან დაბნელულები არიან ან კონფორმისტები ან კიდე ცინიკოსი არამზადები. შიო არაგვისპირელს არც ჭეშმარიტი სიყვარულის სწამს. მის ნოველებში გამოხატულია არა სიყვარული, არამედ ვნება კაცსა და ქალს შორის. მას მიაჩნია, რომ ყველა ადამიანი, რომ გულწრფელი იყოს აღიარებდა სიყვარულის არარსებობას და იმას, რომ ურთიერთობებში მთავარი ვნებაა. „წერილის ნაგლეჯში“ სწორედ ამაზეა საუბარი. როცა ქმარი ცოლს სწერს, რომ როცა ის მის გვერდით არ არის სხვა ქალის სილამაზე ხიბლავს და იგი საერთოდ აღარ ახსოვს. სხვა ნოველებში ქალები ქმრებს ღალატობენ, ზოგი ქმრის მეგობრებთანაც კი. განსხვავებულია მისი ბოლოდროინდელი რომანი „გაბზარული გული“, სადაც ქებათა-ქებას უძღვნის ქალ-ვაჟის სიყვარულს. მის მთავარ გმირი - მახარე -გულწრფელადაა შეყვარებული, თუმცა მახარე ძლიერი ხასიათის პიროვენბაა, განსხვავებით, წინა ნოველებში არსებული ადამიანებისაგან. ეს შეიძლება ცხადყფდეს, რომ შიოს აქვს რწმენა ნამდვილი სიყვარულისა და ადამიანთა ღირსებისა, თუმცა ეს ძლიერი და ღირსეული ადამიანების ხვედრია მხოლოდ. შიო არაგვისპირელს „გლეხური ციკლის“ ნოველებში ყველაზე მეტად ადამინის ფსიქოლოგიური ანალიზი აინტერესებს. მართალია, აქ გაშუქებულია სოციალური მნიშვნელობის საკითხებიც, თუმცა ამ ფონეზე მაინც მხეცური ინსტიქტისა და ადამიანური საწყისის ბრძოლაა გამოხატული. თუ როგორ ებრძვიან უკიდეურეს გაჭირვებაში მყოფი გლეხები საკუთარ თავს არ ჩაიდინონ მხეცური საქციელი. სამშობლოს თემაზე დაწერილ ნოველათაგან აღსანიშნავია „მიწაა“ და “ჩემი სამშობლო ჩემი გულია“. „მიწააში“ გლეხი ბერა უდიდესი პატრიოტია, იგი ერთი მუჭა სამშობლოს მიწისთვის თავს სწირავს. ბერა უბრალო გლეხია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სამშობლოსთან, მის ბუნებასთან და სწორედ მისნაირი ადამიანების სისხლის ფასად ხდება საქართველოს შენარჩუნება. ნოველაში კი „ჩემი სამშობლო ჩემი გულია“ დახატულია ინტელიგენტი ქართველი ქალის - მაროს - სახე, რომელმაც სამშობლოს ინტერესები ქვენა სურვილებს ანაცვალა. ამით, ალბათ, შიო არაგვისპირელს იმაზეც სურდა ხაზის გასმა, რომ უბრალო გლეხი გაცილებით გულწრფელი და დიდი სიყვარულის მატარებელია სამშობლოს მიმართ, ვიდრე განათლებული, ინტელიგენტი ადამიანი.

ტეგები: Qwelly, ავტორი, არაგვისპირელი, განხილვა, ლიტერატურა

ნახვა: 2823

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ოლიმპიადა ყოველდღიურობაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2021.
საათი: 11:41pm 0 კომენტარი

      როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც არ უნდა იყოს მსოფლიოში, როგორი პოლიტიზირებულიც არ უნდა იყოს სპორტი, ოლიმპიური თამაშები მაინც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება. შარშანდელი ოლიმპიადა წელს ტარდება, მაგრამ ხალხის გარეშე. იაპონიამ, მხოლოდ დელეგატები და მონაწილეები მიიღო და უმასპინძლა. დღეს არა თავად ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ მის დახვედრაზე ვისაუბრებთ. ტოკიოში, ნაკამეგუროს რაიონში მოღვაწეობს…

გაგრძელება

მინისტრების დღე და ქალ-ვაჟური ჭიდაობები პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2021.
საათი: 11:12pm 0 კომენტარი

      ვაქცინაცია ისეთ ძალებს იკრებს, რომ მალე ყველა აიცრება, ან ვინც არ აიცრება, მარგინალიზდება. ამიტომ დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი სწორედ ეს არის, სხვა მიმართულებებიც მრავლად იყო - თავდაცვის მინისტრის გამოსვლა, მერე ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილის საპარლამენტო ამბები, ასევე ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია და კალაძის წინასაარჩევნო კამპანია, ცხადია, ბოკუჩავას და პაპუაშვილის ამბებიც განიხილებოდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1191…

გაგრძელება

ასოცირებული ტრიო და მომრიგებელი დესპანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ადრე უკევ დავწერე, როცა ევროპელები მოდიან, მთელი დღე მათია მეთქი. ამჯერადაც ასე იყო. დღეს კიდევ ერთხელ გვეწვია შარლ მიშელი და მთელი დღეს მის გარშემო დატრიალდებოდა, რომ არა კიდევ ორი უცხოელი სტუმარი - ორი პრეზიდენტი, მოლდოვისა და უკრაინის. ეს ყველანი ბათუმში შიკრიბდნენ სამიტზე და დღის მთავარი ამბები მთლიანად მათ დაისაკუთრეს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1076 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

მსოფლიოს ფერი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2021.
საათი: 6:13pm 0 კომენტარი

      მათემატიკაში კარგად დამკვიდრებული სტატისტიკური მონაცემია საშუალო არითმეტიკული. მაგრამ მხოლოდ მატემატიკური სიდიდეები როდი იზომება საშუალოთი? დღეს ფერები უნდა გავზომოთ. როგორ წარმოგიგენიათ, რა უნდა იყოს საქართველოს საშუალო ფერი მთელი ტერიტორიის ფიზიკური რუკის ანალიზის საფუძველზე? თან სატელიტური მონაცემით. მოგეხსენებათ, როდესაც სატელიტიდან ათვალიერებ დედამიწას, თეთრი ფერიდან მუქ ყავისფერამდე უსასრულოდ ვრცელი პალიტრაა წარმოდგენილი, მაგრამ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters