საქართველოს თანამედროვე ცხოვრებაში დღითიდღე საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ტურიზმის განვითარება. სწორედ ამის მეშვეობით იქმნება ქართული ხასიათის, მსოფლმხეველობის, ისტორიული, ეთნოგრაფიული თუ კულტურული მემკვიდრეობის ფართოდ გაცნობა სხვადასხვა ერების მიერ, რაც თავის მხრივ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მით უფრო, რომ საქართველოში, მის თითოეულ რეგიონში ძალზე უხვი მასალა არსებობს საამისოდ.

      შიდა ქართლის ერთ-ერთი ქალაქი, კასპის რაიონი, შესაძლოა ჩაითვალოს ტურისტებისათვის მეტად მნიშვნელოვან რეგიონად. კასპის რაიონის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, დედაქალაქთან და ცენტრალურ მაგისტრალთან სიახლოვე, განუმეორებელი ბუნება, ისტორიული და კულტურული ძეგლების სიუხვე სათანადო პირობებს ქმნის ტურიზმის განვითარებისათვის.

      მოხერხებული გეოგრაგიული მდებარეობასა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის შესანიშნავი დასასვენებელი ადგილები, მთის ცივი, ანკარა წყაროები და მდინარეები, სამკურნალო ბალნეოლოგიური წყლები, თრიალეთისა და ლიხის ქედის მშვენიერი სანახები. ცალკე აღნიშვნის ღირსია მდინარე თეძმის, მდინარე კავთურისა და მდინარე ლეხურის ხეობები, სადაც მრავალი ისტორიული ძეგლია. კასპის მუნიციპალიტეტში შესაძლოა განვითარდეს ტურიზმის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სამკურნალო ტურიზმი, ეკო ტურიზმი, კულტურულ დასასვენებელი ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი, პილიგრიმული ტურიზმი, ღვინის ტურიზმი.

      მიუხედავად არასასურველი პირობებისა კვირის განმავლობაში სამთავისის მნიშვნელოვან ტაძარს, რკონის კომპლექსსა და ქვათახევის ტაძრის კომპლექსის მიმართულებით დაახლოებით 1000-მდე ქართველი და უცხოელი ტურისტი შემოდის მოსწავლეების ჩათვლით. ისინი სპონტანურად ნიშნულების, გზამკვლევის გარეშე მიემართებიან და რათქმა უნდა მეტად იღლებიან, არსებობს ერთადერთი კერძო სასტუმრო, რომელიც არის სს "კასპიელექტროაპარატი"-ს. ქალაქის ყოფილ სასტუმროში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ.

კასპის რაიონის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა

      კასპის რაიონი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლში, მდინარე მტკვრის ორივე მხარეს. რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება მცხეთის, დასავლეთით-გორის, სამხრეთით-თეთრიწყაროსა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით-დუშეთისა და ახალგორის რაიონები.

      რაიონის მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით განშტოებანი, სამხრეთით-თრიალეთის ქედი. რაიონს თითქმის შუაზე კვეთს მდინარე მტკვარი, რომლის სიგრძე აქ დაახლოებით 29კმ-ია. მისი შენაკადებიდან მთავარია: მარჯვნიდან თეძამი და კავთურა, ხოლო მარცხნიდან ქსანი და ლეხურა. უმაღლესი მწვერვალია ობოლი კლდე (2083 მეტრი ზღვის დონიდან).

      ქალაქი კასპი გაშენებულია მდინარე ლეხურის ნაპირებზე, იქ სადაც კვეთს მდინარე კვერნაქის სერს და გამოდის ვაკეზე. ქალაქი ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. ზღვის დონიდან არის 560მ. რკინიგზის სადგური (თბილისიდან 48კმ).

      რაიონში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და მშრალი ნოტიო ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლის ტემპერატურაა 11,4 გრადუსი, იანვარში 0,5, აგვისტოში 23გრადუსი, აბსოლიტური მინიმალური ტემპერატურაა-27გრადუსი, აბსოლიტური მაქსიმალური 40 გრადუსი, ნალექები 450 მმ წელიწადში.

კასპის რაიონის ისტორია

      კასპის მდინარე ლეხურისა და მტკვრის შესართავთან სტრატეგიული მდებარეობის გამო, ადრევე დაწინაურდა და ციხე ქალაქად ითვლებოდა. ამ ტერიტორიაზე აღმოცენილი არქეოლოგიური მასალა და მატერიალური კულტურის ძეგლები მოწმობს, რომ აქ ადამიანი უწყვეტად ცხოვრობს ქვის ხანიდან დღემდე. თანამედროვე ქალაქი კასპი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. ამას მოწმობს ადრეული რკინის ხანის და ანტიკური პერიოდის ერთეული აღმოჩენები.

      კასპი განსაკუთრებით V საუკუნეში დაწინაურებულა ვახტანგ გორგასლის მეფობაში და საკუთარი სპასალარიც ჰყოლია. ქალაქს დიდი სამხედრო-ადმინისტრაციული და კულტურული მიშვნელობა ჰქონდა, წარმოადგენდა გარკვეული სამხედრო- ადმინისტრაციულ ერთეულის " კასპის სასპასალაროს" ცენტრს. აქ ევალებოდა ლეხურის სათავის დაცვა, საიდანაც გადმოდიოდა ოსთა ლაშქარი და შიდა ქართლს აოხრებდა. აქ იზრდებოდა მეფე ვახტანგის და მირანდუხტი. მეფე ისე აფასებდა კასპის სპასალარის ერთგულებას, რომ თავისი ერთ-ერთი ასული მისთვის მიუცია აღსაზრდელად. სწავლა-განათლებისა და კულტურის მაღალი დონის გამო ქართლის მეფეები შვილებს აქ აგზავნიდნენ აღსაზრდელად.

      ეს ციხე-ქალაქი არსებობდა არაბთა შემოსევამდე. VII საუკუნეში არაბებმა სხვა ქალაქებთან ერთად გაანადგურეს სარდალი მურვან-ყრუს მეთაურობით და საბოლოოდ ჩაკვდა საქალაქო ცხოვრება. დანგრეული კასპი ნაქალაქარად იქცა და XVს-დან გადავიდა ამილახვართა მფლობელობაში. სათავადოთა სისტემის წარმოქმნის შემდეგ XVს-ის II ნახ-ში ქართლის მეფე სიმონ I-მა კასპი ბარძიმ ამილახვარს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა. XIX საუკუნეში კასპი სოფლის ტიპის დასახლებას წამოადგენდა. მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების მზრუნველობით აღიდგინა ძველი სახელწოდება 1959 წელს და დღეს იგი ქალაქად იწოდება.

      მისი აღმავლობა განაპირობა ცემენტის წარმოებამ, რომელსაც საკავშირო მნიშვნელობა აქვს. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე დღევანდელი კასპის რაიონის ტერიტორია ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა. 1917 წლიდან 1921 წლამდე საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით-აღმოსავლეთ საქართველოს მაზრაში. 1930 წლიდან ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია.

      კასპის რაიონმა უამრავი სახელოვანი მამულიშვილი აღუზარდა სამშობლოს: ქართლის მოურავი, და მხედართმთავარი გიორგი სააკაზე შვილებითურთ, ქართლის სადროშოს ალამდარი გივი ამილახვარი, აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილი, ხელოვნების მოღვაწეები- მომღერალი მარო თარხნიშვილი;სანდრო, მიხეილ, ლადო კავსაძეები; პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი; ქართველი მეცნიერი, აკადენიკოსი ივანე ჯავახიშვილი, პედაგოგი და საზოგადე მოღვაწე ნიკო ცხვედაძე. პროფესორი ვახტანგ კოტეტიშვილი. მხატვრები: მოსე თოიძე და რუსუდან ჯავრიშვილი, მწერლები გიორგი შატბერაშილი, ეკატერინე გაბაშვილი; კომპოზიტორი ია კარგარეთელი; დირიჟორი შალვა და გივი აზმაიფარაშვილები.

ზოგადი ცნობები კასპის შესახებ

  • რაიონის მოსახლეობა 52 202 ათასს შეადგენს.
  • ფართობია 803,2 (805,2) კვ. კმ.
  • რაიონში შედის 1 ქალაქი (კასპი), 16 სოფლის საკრებულო და 71 სოფელი. არის 60 ნასოფლარი, რაიონული ცენტრია ქ. კასპი.

      სახალხო დღესასწაულები:

  • "გურამიშვილობა" (ლამისყანა)
  • "ჯავახიშვილობა" (ხოვლე)
  • "სააკაძეობა" (ნოსტე)
  • "გოსტიბეობა" (სოფლის აღორძინება)
  • "პაატაობა" (ერათაწმინდა)

რაიონის ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსები

      კასპის რაიონი აღსანიშნავია სამკურნალო თვისებებით. აქ არის სამკურნალო გოგირდწყალბადოვანი და მინერალური წყაროები. შესანიშნავია ჰავა ტურისტების მოსაზიდად.

      რაიონში ხუთი კურორტია: ხოვლე, ახალქალაქი, გოსტიბე, რკონი, გარიყულა.

  1. ხოვლე მდებარეობს სოფელ ხოვლეში. იგი ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტი ცნობილია სამკურნალო გოგირდქყალბადიანი წყაროებით. სამკურნალო წყალს კვერცხის გემო და ფერი დაჰკრავს, წყალი გამოიყენება რევმატიული, ოსტრიოქონდროზის, გინეკოლოგიური და კუჭნაწლავური დაავადების სამკურნალოდ,
  2. ახალქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1040მ-ზე, კურორტი ტურისტს სთავაზობს ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორს-მაღალი მთის კლიმატს.
  3. კურორტი გარიყულა ზღვის დონიდან მდებარეობს 470 მეტრის სიმაღლეზე, იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ასთმით დაავადებულთათვის
  4. კურორტი გოსტიბე კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქის ტერიტორიულ ორგანოში შედის. ზღვის დონიდან მდებარეობს 1 200 მ-ის სიმაღლეზე, იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის ბრონქიალური ასთმის განსაკურნად.
  5. რკონი ზღვის დონიდან მდებარეობს ზღვის დონიდან 930 მეტრის სიმაღლეზე, მარალი ჰაერის გამო მნიშვნელოვანია ტურისტათვის.


რკონი


გოსტიბე

ბუნებრივი რესურსები

      სასარგებლო წიაღისეული - რაიონი გამოირჩევა სასარგებლო წიაღისეულით, ესენია: მერგელები (კირქვა) - რაიონში სოფ. ხოვლესთან მოიპოვება ბენტონიტური თიხები. ტუფი მოიპოვება თეძმის ხეობაში. ცნობილია, რომ აშურიანის ველი გრაკლამდე თიხის მთლიანი მასაა, რაიონის ტერიტორია მდიდარია ინერტული მასალებით, მოიპოვება ქვიშა და ხრეში.

      შიდა წყლები -ატმოსფერული ნალექების სიმცირის მიუხედავად, კასპის რაიონი მდიდარია წყლის რესურსებით, მის ტერიტორიაზე გაედინება მდინარეები: მტკვარი, ლეხურა, ქსანი, თეძამი, კავთურა. აგრეთვე პატარა მდინარეები: ბოტისისწყლები, გოსტიბესწყალი, ლაჯიანხევი, ნოსტურა, სალომიასწყალი, შავწყალა, ხეხმელა, ტორტლა, კოწახურა, მრავალწყარო. გარდა ამისა არსებობს მრავალი წყარო. ამჟამად მუინციპალიტეტში აგებულია 2 ჰიდროელექტროსადგური: სოფელ იგოეთსა და ოკამში.

      ტყის რესურსი - კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 32,7% ტყითაა დაფარული, ტყის შემქნელი ჯიშებია: მუხა, წიფელა, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, ნაწილობრივ წიწვიანებიც. გავრცელებულია დათვი, მგელი, გარეული ღორი, შველი, კურდელი, ციყვი, მთის მდინარეებში კალმახი, მურწა და სხვა. ტყის ფონდი შეადგენს 22 000 ჰექტარს.

      სასოფლო-სამეურნეო რესურსები - კასპის რაიონი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ნიადაგისა და კლიმატური პირობების მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. აქ მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია ნიადაგი, რომლის ძირითადი ტიპებია: ალვიურ-კარბონატული, მდელოს ყავისფერი, მდელოს შავმიწისებრი და ტყის მდელოს ყავისფერი ნიადაგი.

      სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხელისშემწყობი ფაქტორია ბუნებრივი კლიმატური პირობები: თერმული მზის სხივების სიუხვე, სითბოს დიდი რაოდენობა, ჰაერის შედარებით მაღალი ტემპერატურა და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა სასურველ პირობებს ქმნის ხეხილის, ვაზის, მარცვლეულის, ბოსტნეულ-ბაღჩეული და სხვა კულტურების ზრდა-განვითარებისათვის.

      რეგიონში განვითარებულია მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მეცხოველეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, რაც ოდითგანვე განსაზღვრავდა მის ეკონომიკურ სიძლიერეს.

      აქ უძველესი კულტურაა ვაზი. ძირითადად მოსახლეობას ვენახები გაშენებული აქვს ხეივნის სახით. მართალია აქ ღვინის ტურიზმი ის არ არის განვითარებული როგორც კახეთში, თუმცა აქაური პოტენციალი არაფრით ჩამოუვარდება კახეთისას. თუნდაც ის ფაქტი, რომ უძველესი ღვინის კულტურის ნიშნები და ყურძნის წინაპრები (მსოფლიოში უძველესი-ძვ. წ 8000წ) სწორედ ქართლის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

კასპის რაიონის მატერიალურ-კულტურული ძეგლები

      კასპის რაიონი შემოსულ ტურისტებს, ამ ტერიტორიაზე არსებულ 300-ზე მეტი რაოდენობის არქიტექტურულ, არქეოლოგიურსა და ისტორიულ ძეგლს სთავაზობს. ასევე რაიონი მდიდარია მუზეუმებით, კულტურული ძეგლებითა და გამოქვაბულებით.

      რაიონში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: რკონის სამონასტრო კომპლექსი (VIIს. XIII XIVსს); ფავნისის (IX-Xსს); სამთავისი, იკვის (XIს); ქვათახევის, ერთაწმინდის (XII-XIII); მეტეხის (XIIIს) ტაძრები. აღსანიშნავია სხვა ნაგებობანიც: რკონის ხიდი (XIIIს), ცხირეთის ციხე (Xს. და გვიანი შუასაუკუნეები ), ერთაწმინდის, ახალქალაქის, წინარეხის სახლი-დარბაზები (XVIII-XIXსს) და სხვა მრავალი.

      არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები, გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანის სამარხები, მრავალფეროვანი სამარხები, მრავალფეროვანი ნამოსახლარები, სადაც მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა დაცულია, როგორც საქართველოს სახელმწიფო, ასევე კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

      კასპის რაიონი მოიცავს ლეხურის, თეძმის და კავთურის ხეობებს, ნაწილობრივ ქსნის ხეობასაც. თითოეული ხეობა მდიდარია ღირშესანიშნაობებით და ძალიან საინტერესო თავისი უძველესი წარსულით ტურისტებისათვის.

      VII საუკუნეში თეძმის ხეობაში არსებობდა შესანიშნავი რკონის მონასტერი, რომელიც ხეობის ზემო მხარეში მდებარეობს. ეტყობა, იგი კეთილმოწყობილი სავანე ყოფილა, რომელიც მწიგნობრობსთან ერთად საერთოდ კულტურულ-საგანმანათლებლო მუსაობასაც ეწეოდა. მონასტერს XII-XIVს-ში დაემატა სხვა ნაგებობებიც. დღეს მის კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი და ხიდი (რომელიც ისტორიაში თამარ მეფის სახელითაა ცნობილი, ამბობენ ხიდზე თამარს გაუვლიაო).

      შესანიშნავია ამავე ხეობაში საორბისის ტაძარი, რომელიც 1152 წ-ს კახა ერისთავს აუშენებია, რომლის ვინაობა დაუდგენელია. ეს მცირე ტანის ძეგლი შემკულია მაღალხარისხოვანი ჩუქურთმებით, კედელზე ლამაზი ხელით ამოჭრლია მისი მშენებლის ასომთავრული წარწერა. თეძმის ხეობაშია იკვისა და ერთაწმინდის ტაძრები, რომლებიც 12-13სს მიეკუთვნებიან.

      ერთაწმინდა მაღლობზე გაშენებული მოზრდილი სოფელია. აქ მდებარეობს ერთაწმინდის ტაძარი, რომელიც მიეკუთვნება ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშს. იგი აგებულია წმ. ესტაფის ანუ ესტატეს სახელზე. სოფლის სახელწოდებაც "ერთაწმინდა" წარმოშობილია ამავე წმინდანის სახელიდან. ტაძარი 1610 წლიდან შევიდა გიორგი სააკაძის მფლობელობაში და შემდეგ მის შთამომავალთა სასაფლაოდ გადაიქცა. ძეგლის ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრების შესახებ არავითარი პირდაპირი ცნობა არ არის შემორჩენილი, მაგრამ არაერთი დაზიანება და რესტავრაცია, რომელიც განიცადა შენობამ-განვლილ განსაცდელთა მეტყველი მოწმეებია. ეკლესიის ჩრდ-ით კედელთან მოთავსებულია საფლავის ქვა მკრთალი მხედრული წარწერით. აქ ასაფლავია გიორგი სააკაძის, შვილის პაატას თავი, რომელიც შაჰ-აბაზმა მოჰკლა სპარსეთში.


საორბისი


იკვი


სააკაძეების ნასახლარი


ერთაწმინდა

      კავთურის ხეობაში მდებარეობს ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი ქვათახევი, რომელსაც საპატიო ადგილი ეკავა საეკლესიო იერარქიაში. მეფეებს აქ საზაფხულო აგარაკებიც ჰქონიათ მეფეებს,მის აშენებას მე-12-13 საუკუნეთა მიჯნას მიაკუთვნებენ. მონასტერი ამ ხეობის ერთგვარი კულტურულ-იდეოლოგიური ცენტრი იყო, სადაც მწიგნობრობას ეწეოდნენ, ავრცელებდნენ წერა-კითხვის მცოდნეობას, ქრისტიანულ იდეოლოგიას. იგი ერთ-ერთ უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა საქართველოში და მას წინამძღვარიც ჰყოლია, ძეგლის გარშემო ბუნება უმშვენიერესია და მრავალ ტურისტს მიიზიდავს.


მაღალაანთ ეკლესიაა

      სოფელ კავთისხევშია ეკლესია სამლოცველოები: კავთის წმ. გიორგი და ლომისას წმ. გიორგი. გადმოცემით ლომისას ეკლესიასთან უბრძოლიათ ქართველებს დაღესტნელ ყაჩაღებთან ლომურად და მეფის ბრძანებით აქ აუგიათ ეკლესია, რომელსაც უწოდეს "ლომისა".

      მაღალაანთ ეკლესიაა და კოშკები. კომპლექსში შედის მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვლე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და კოშკის და სხვა ნაგებობათა ნანგრევები გალავნის გარეთ.

      კომპლექსის სახელწოდება დაკავშირებულია XVს-ის დაწინაურებული ფეოდალების მაღალაძეების ( მაღალაშვილების) გვართან.

      მაღალაძეები დაწინაურდნენ XV საუკუნიდან და ამ გვარის მეთაურ პაპუნა ნიკოლოზ ქადაგიძეს თავისი რეზიდენცია ფეოდალური ტიპის სასახლედ გადაუქცევია. ამ გვარს თავის დროზე ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავდა. აქ მაღლობ ადგილას კოშკი და სასახლე აუშენებია. მაღალაანთ ეკლესიის აღმოსავლეთით ტყეში არის "ჯვარპატიოსანი" ეკლესია.


კავთა


ლომისა

      სოფელი სამთავისი მდ. ლეხურის მარცხენა ნაპირას მდებარეობს. იგი ძველი ისტორიული სოფელია. აქ მდებარეობს სამთავისის დიდი ეკლესია, სადაც მოღვაწეობდა ცამეტი მამათაგან ერთ-ერთი ისიდორე.

      როგორც სამთავისის საეპისკოპოსო, ცნობილია VI ს-დან. ეკლესია 1030 წელს სამთავნელ ეპისკოპოს ილარიონ ყანჩელის ძეს აუგია, ხოლო სხვა სამეურენეო დანიშნულების ნაგებობანი-მარანი და საწნახელი -1050 წელს.

      არსებობს სამთავისის ტაძარზე სვეტიცხოვლის მსგავსი ლეგენდა. ოსტატმა ააგო მცხეთისა და მეტეხის, შეგირდმა კი სამთავისის ტაძარი. მათში ყველზე კარგი აუგია მოწაფეს და მისთვის ხელი მოუჭრია ოსტატს. ეს შეგირდი კი შიგ ტაძარში მარხიაო.

      როგორც ცნობილია, XV ს-ში სამთავისი მეფე გიორგი VIII თავადებისათვის უბოძია იოთამ ზედგენიძეს ამილახვრობასთან ერთად სამარხად. ამიერიდან იგი გადადის ამილახვრიანთ მფლობელობაში და სამთავისში იმარხებოდნენ იოთამის შთამომავალნი.

      ტაძარი თავისი გეგმითა და ნაგებობების ტექნიკით მიეკუთვნება XI ს-ის შიდა ქართლის ისეთ საუკეთესო ძეგლებს, როგორიც არის კავთისხევის, ერთაწმინდისა და იკორთის ტაძრები, რომლებიც შემკულია მაღალხარისხოვანი ჩუქურთმებით.

      ტაძარი ღვთაების სახელზეა აშენებული და მშენებელიც მას შესთხოვს შეწყალებას.

      შიგ ტაძარშია ამილახვრიანთ რამდენიმე საფლავი. ეკლესიის ვრცელი ეზო გალავნითაა შემოზღუდული, რომელსაც ჩრდ-ით აქვს შემოსასვლელი ალაყაფის კარი, ზედვეა დაშენებული აგურის სამრეკლო. გალავანი და სამრეკლო XVI ს-შია აშენებული.

      ეკლესია მოქმედია, მრევლთან ერთად ჰყავს უამრავი დამთვალიეერებელი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი.


სხვილოს კომპლექსი

      სოფლის ზემოთ, 3 კმ-ის დაშორებით არის სოფელი ჭალა. მის თავზე კი-ნასოფლარი ცხვილო, ანუ სხვილო. იგი ქვემო ჭალიდან 3-4 კმ-ით არის დაშორებული. გზა გაივლის სოფ. პანტიანზე და შემდეგ მიჰყვება შეღმართს. სხვილოს მთა საკმაოდ მაღალია და მის კედელზე აშენებულია ამავე სახელწოდების ციხე-დარბაზი., საიდანაც მოჩანს მთელი ლეხურის ხეობა კასპამდე, საკორინთლო და ტირიფონის დიდი ველი.

      სხვილო და მისი ციხე დარბაზი იხსენიება Xს-ში. მისი პატრონი იყვნენ "დაჩი და იოანე ძმანი სხვილოსელნი" რომლებიც 980-0992 წლებში მიემხრნენ კვირიკეს, კახთა ერისთავს, აფხაზთა მეფის გიორგის წინააღმდეგ. შემდეგ XVს-ში გიორგი VIII-მ მტელი ლეხურის ხეობა, სხვილოც ციხე დარბაზებით, თავდადებისთვის უბოძა ზედგენიძე-ამილახვარს და ამ საგვარეულოს თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა.

      სოფელ ქვემო ჭალაშია ასევე შაჰ-აბაზის კარზე გაზრდილი და გამაჰმადიანებული, შაჰის ერთგული ყმის, ანდუყაფარ ბარძიმის ძე ამილახვრის ციხე-გალავანი, რომელიც თარიღდება XVII-XVIIIს-ებით. მის კომპლექსში შედის გალავანი კოშკებით, ეკლესია, კოშკი-სამრეკლო, სასახლე, ნანგრევები.

      მეტეხის მონასტერი სოფელ მეტეხშია. აქ არის ეკლესიები: ღვთისმშობელი, ამაღლების ეკლესია, კვირაცხოველი და სხვა.


მეტეხი


ამილახვრების კომპლექსი

მუზეუმები

      რაიონში შემდეგი მუზეუმებია:

  • კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 1960 წელს დაარსდა
  • ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ ხოვლეში, რომელიც 1968 წელს გაიხსნა. აქ არის ივ. ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპოზიცია.
  • ლამისყანის სოფლის ისტორიის მუზეუმი (მარიამ და ალქსანდრე ჯამბაკურ- ორბელიანების სასახლე) - გაიხსნა 1984 წელს. აქ ორი დარბაზი დათმობილი აქვს დავით გურმიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ექსპოზიციას.
  • გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ სასირეთში - მთლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2006 წელს.
  • ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ კავთისხევში.


ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი


ორბელიანების სასახლე


გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი

კულტურული ძეგლები

      რაიონში შემდეგი ძეგლებია:

  • გიორგი სააკაძე (ძეგლი) - ქართლის დიდი მოურავი და მხედართმთავარი, მდებარეობს ქალაქის ცენტრში;
  • მერაბ კოსტავა (ბიუსტი) - ეროვნული გმირი, მდებარეობს ქალაქში მერაბ კოსტავას ქუჩაზე;
  • ტარიელ შარიფაშვილი (ბიუსტი) - პოლკოვნკი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული სოხუმში, რაიონის ყოფილი გამგებელი;
  • თევდორე შატბერაშვილი - მწერალი, მდებარეობს სოფელ კავთისხევში.


გიორგი სააკაძე


მერაბ კოსტავა


ტარიელ შარიფაშვილი

კასპის რაიონის ტურისტული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია

      კასპის რაიონის ტერიტორიაზე გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის რკინიგზის მაგისტრალი 4 სარკინიგზო სადგურით: კავთისხევი, კასპი, მეტეხი, გრაკალი. ცენტრალური საავტომობილო (თბილისი-სენაკი-ლესელიზე) მაგისტრალი, ავტობანი. ადგილობრივი გზების საერთო სიგრძეა 196კმ. განვითარებულია საავტომობილო ტრანსპორტი, რომლებიც მოძრაობენ რაიონის შიგნიდან და მის გარეთაც ყველა მიმართულებით.

      2009 წელს, კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სამუშაოებში პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებას მიენიჭა. პრობლემების განსაზღვრისას პრიორიტეტი აქტუალურ პროექტებს მიენიჭა. საპრეზიდენტო პროგრამა "სოფლის განვითარების მხარდაჭერა"-მ გაამართლა და სოფლად, წლობით არსებული პრობლემების გარკვეული ნაწილი მოგვარდა.

      ქალაქ კასპში აღდგა და კეთილმოეწყო ავტობუსის მოსაცდელები. გარეგანატების სამუსაოები ჩაუტარდა ქალაქის 15 ქუჩას. დადგა ნაგვის ახალი ურნები. გადაიბელა ხეები. სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კასპი-ქვემო გომის დამაკავშირებელ ხიდს. აღდგა საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინები

      აღდგა გარიყულა ახალციხის საავტომობილო გზა (1 500 გრძ/მ)

      აღდგა ხიდები. გაიწმინდა და მოეწყო სანიაღვრე არხები. მოეწყო სარწყულებელი გობები. მოეწყო სოფლის ცენტრები და სპორტული მოედნები და სხვ.

      რაც შეეხება კომუნიკაციას, რაიონში დგას მაგთის და ჯეოსელის ანტენები, მობილურით შესაძლებელია კონტაქტი. არის ინტერნეტიც, მაგთიფიქსი როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში.

      1931 წლის 7 ნოემბრიდან დღემდე გამოდის რაიონული გაზეთი "განთიადი", ამჟამად გამოდის "ახალი განთიადი"-ს სახელწოდებით.

გვანცა შეშაბერიძე

ტეგები: Kaspi, Qwelly, დღესასწაულები, ისტორია, მიმოხილვა, მუზეუმები, ტაძრები, ტურიზმი, ძეგლები

ნახვა: 5687

გამოხმაურებები!

გვანცა დიდი მადლობა , ასეთი კარგი ინფორმაციისთვის ! :******

არაფეერს:*:*:* ცოტა ხნის შემდეგ, შედარებით ვრცელ ინფორმაციასაც მოგაწვდიით:)

მცხეთაში (ქალაქში) არ გვაქვს სამი მუზეუმი :) სამი კი არა, ერთიც არ გვაქვს (ჯერ) :D 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters