ქალაქი კასპი გაშენებულია მდინარე ლეხურის ხეობაში, იქ სადაც მდინარე კვეთს კვერნაქის სერს და გამოდის ვაკეზე. თბილისიდან დაახლოებით 45 კილომეტრის მანძილზე.

      თანამედროვე ქალაქის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში: მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.) ქალაქის დაარსებას მითიური მცხეთოსის ძეს ეთნარქ უფლოსს მიაწერს. კასპი იხსენიება უძველეს ქართულ ქალაქებთან (სარკინე, ურბნისი, ოძრხე) ერთად.

      ბუნებრივი პირობები და გეოგრაფიული გარემო თავიდანვე პირობებს ქმნიდა ამ ადგილზე ქალაქის ტიპის დასახლების წარმოქმნისათვის. "მოქცევაი ქართლისა”-ის მიხედვით ძვ. წ. I საუკუნეში მეფე არსუკმა "კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო". კასპი იხსენიება ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებითაც 337 წელს. კასპი განსაკუთრებით V საუკუნეში დაწინაურდა. როგორც ირკვევა ქალაქს დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, ჰყავდა საკუთარი სპასალარი და წარმოადგენდა გარკვეული ადმინისტრაციული ერთეულის - "კასპის სასპასალაროს" ცენტრს. კასპში იზრდებოდა ვახტანგ გორგასლის და მირანდუხტი. მემატიანის გადმოცემით, კასპი ოსებს დაულაშქრავთ, ხოლო სამი წლის მირანდუხტი ტყვედ წაუყვანიათ. V-VIII საუკუნეებში კასპი კვლავ ინარჩუნებდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრის როლს ქართლში. VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ ქალაქი ისე ააოხრა, რომ მასში საბოლოოდ ჩაკვდა საქალაქო ცხოვრება. "და იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი" - აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი.

      ქალაქის ტერიტორიაზე მიკვლეული არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებენ, რომ კასპი შემდეგ ხანაშიც პოლიტიკურად, ეკონომიურად და კულტურულად საკმაოდ დაწინაურებული ყოფილა (ყურადღებას იქცევს XII საუკუნის მოჭიქული კერამიკა ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებებით). კასპი და მისი შემოგარენი საქართველოს ერთიანი ფეოდალური სამეფოს არსებობის პერიოდში (XI-XV სს.) ადმინისტრაციულად ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური სამეფოს დაშლისა და სათავადოთა სისტემის წარმოქმნის შემდეგ იგი ქართლის სამეფოს მსხვილი ფეოდალების, თავად ამილახვართა სამფლობელოში შედიოდა. ერთ ხანს, კერძოდ XVI საუკუნის II ნახევარში, ირანის შაჰის ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ქართლის მეფე სიმონ I-მა კასპი ბარძიმ ამილახვარს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა. XIX საუკუნეში კასპი სოფლის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა, ხოლო ქალაქად იგი 1959 წელს გამოცხადდა.

      ქალაქ კასპის დასავლეთით ერთ კილომეტრზე, მტკვრის ხეობაში განლაგებულია აკლდამები, რომელიც წარმოადგენს 10-15 მეტრი სიმაღლის კირქვის კონცხებში გამოკვეთილ ძლიერ დაზიანებულ გამოქვაბულთა ცალკეულ ჯგუფს. შემორჩენილია თითქმის სრულად ოთხი აკლდამა, მათ შორის სამი კლდის ერთ მასივშია გამოკვეთილი, ერთი - აღმოსავლეთით ორასიოდე მეტრზე. აკლდამები მიწის ზედაპირიდან 3-5 მეტრითაა შემაღლებული; გამოკვეთილია ლითონის ორწახნაგა იარაღით, საკმაოდ სუფთად. მათი სტრუქტურა ძირითადად ტიპიურია.

      აკლდამა № 1 (2,5 X 2,3 მ, მაქსიმალური სიმაღლე 1,95 მეტრი) და აკლდამა № 2-ის (2,4 X 2,3 მ, მაქსიმალური სიმაღლე 1,6 მეტრი) სამარხი კამერები კუთხეებმომრგვალებულ კვადრატს უახლოვდება; ჭერი შეისრული კამარისებურია. ორივე სათავსის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში 0,1-0,5 მეტრის სიმაღლეზე გამოკვეთილია მიცვალებულის დასასვენებელი ნიში-თაროები (სიგრძე 1,6-1,75 მ, სიღრმე 0,55-0,6 მ, სიმაღლე 0,65-0,7 მ). კამარების წინ ღია კარიბჭეებია (1,2 X 0,75 მ), რომლებშიც გაჭრილია კარი (სიმაღლე 0,65-0,9 მ, სიგანე 0,5-0,6 მ). შესასვლელები გარედან მარტივად ჩაჭრილ დეკორატიულ ჩარჩოშია ჩასმული. ასეთივე კარიბჭე აქვს № 3 აკლდამასაც (2,5 X 2,5 მ, დაფერდებული ბრტყელი ჭერის სიმაღლე 1,4-1,6 მ). ამ აკლდამაში ნიში-თაროები არ არის. № 4 აკლდამას (1,6 X 1,32 მ, ბრტყელი ჭერის სიმაღლე 1,8 მ) კარიბჭე არა აქვს. კარი 1,25 მეტრის სიმაღლიდან შევიწროებულია. შესასვლელის მოპირდაპირე და მარჯვენა კედლებში გამოკვეთილია ნიში-თაროები (სიგრძე 1,75-1,8 მ, სიგანე 0,6-0,9 მ).

      აკლდამაში ნიში-თაროების დამხრობა ნებისმიერია, რაც დამარხვის არაქრისტიანულ წესზე მიგვანიშნებს. მათი პროტოტიპები ახლო აღმოსავლეთის უძველეს სახელმწიფოთა (ურარტუ) კლდის აკლდამები უნდა იყოს. აკლდამები სტრუქტურით ოდნავ განსხვავდება აქემენიდური, პართული და სასანური ხანის ირანული აკლდამებისაგან. შეისრული ჭერი და კვეთის ტექნიკა საერთოს პოულობს გვიანდელი ანტიკურ (უფლისციხე), აგრეთვე ადრინდელ ფეოდალური ხანის ქართული კლდის ხუროთმოძღვრების ტრადიციებთან. პარალელური მასალისა და ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით აკლდამები თარიღდება გვიანდელი ანტიკური ხანით ან IV-VI საუკუნეებით.

      ეკლესია შუბნიშანი დგას კასპში ყაზბეგის ქუჩაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,5 X 5 მ), ნაგებია მოყვითალო ფერის უხეშად დამუშავებული ქვის დიდი კვადრებით, გამოყენებულია ნატეხი ქვა და აგურიც. ეკლესია დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. საკურთხევლის ქვედა ნაწილი სარკმლის ძირამდე სწორკუთხაა, შემდეგ - ნალისებრი. აფსიდი კონქითაა გადახურული, საკურთხეველში დგას სატრაპეზო ქვა, ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით - ერთი. სატრიუმფო თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში ერთი სარკმელია. დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ჯვარი.

      კვირაცხოვლის ეკლესია დგას ქ. კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (16,65 X 7,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ფორმისა და ზომის რუხი ფერის დამუშავებული ქვით, გამოყენებულია აგური, შირიმისა და რიყის ქვაც. შენობა ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კამარა და საბჯენი თაღები, კედლების ზედა ნაწილი, სამხრეთ პილასტრების ქვედა ნაწილი, სამხრეთ კარის ხვრელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ სარკმლიდან გადარჩენილია მხოლოდ მარჯვენა წირთხლის ნაშთი. დასავლეთ შესასვლელი ამოშენებულია; ლავგარდანი აღარა აქვს. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევრად ოვალური ღრმა აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის სამხრეთით - ერთი პატარა ოთხკუთხა ნიში. კამარის საბჯენი თაღები უჩვეულო ფორმის (ზემოთ ოდნავ გამოწეულია კედლიდან, ქვემოთ მეტად) ორი წყვილ პილასტრს ეყრდნობა. სატრიუმფო თაღის იმპოსტების დონე დარბაზის ქუსლის დონეზე დაბალია. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში გაჭრილი ყოფილა თითო თაღოვანი სარკმელი.

      მაცხოვრის ეკლესია დგას ქ. კასპის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,93 X 5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის მოყვითალო ფერის ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. კარი შიგნიდან და გარედან სწორკუთხაა. ნახევარწრიულ აფსიდს წინ არდაბაგი აქვს. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშია, სამხრეთით - სწორკუთხა. საკურთხევლის კედელზე მოდგმულია სატრაპეზო ქვა. დარბაზის დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. კამარა საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღი - წყვილ პილასტრს. გრძივ კედლებს მთელ სიგრძეზე ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს.

      მთავარანგელოზის ეკლესია დგას ქ. კასპის სამხრეთ-დასავლეთით სამ კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,7 X 5 მ), დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის რუხი ფერის ნატეხი ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. სარკმლის საპირები მოცისფრო ქვისაა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან არქიტრავულია, გარედან - თაღოვანი. ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით - ერთი. კამარა ეყრდნობა ორსაფეხურიან პილასტრებზე დადგმულ საბჯენ თაღს. პილასტრები დასრულებულია სადა იმპოსტებით. პილასტრების პირველ საფეხურებს კედლის მიმდებარე დეკორატიული თაღები ეყრდნობა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი ფართო თაღოვანი სარკმელი. ეკლესია შიგნიდან მთლიანად შელესილია. შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის საპირე მორთულია წრეში ჩაწერილი ჯვრებით. სათაურის ჩუქურთმა დაზიანებულია. სარკმლის თავზე იყო რელიეფი, რომელიც ბათქაშითაა დაფარული. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი ჰქონია.

      ეკლესიაზე სამხრეთიდან მიშენებულია ოთხსართულიანი კოშკი (9,9 X 3,35 მ), რომელიც უფრო მცირე ზომის ქვებითაა ნაგები, ვიდრე ეკლესია. კოშკის პირველი სართული ეკლესიის სამლოცველოს წარმოადგენს. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე. ნახევარწრიულ აფსიდში ორი თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთის სარკმელი ვიწროა, დასავლეთისა - უფრო ფართო. სართული გადახურულია საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი კამარით. კოშკის ზედა სართულები საცხოვრებელი და სათავდაცვო დანიშნულებისაა. მეორე და მესამე სართულის კედლებში სათოფურები, ფართო ოთხკუთხა სარკმლები და ორ-ორი ბუხარია. მეოთხე სართული, რომელიც გაერთიანებული იყო ეკლესიაზე დაშენებულ სათავსთან, წარმოადგენდა გახსნილ საბრძოლო ბანს.

      ღვთისმშობლის ეკლესია დგას ქ. კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე, კვირაცხოვლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 150 მეტრზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,85 X 4,97 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. თაღები ამოყვანილია აგურით. შენობა დაზიანებულია. შიგნიდან და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდებზე - ნახევარწრიული ნიშები. დარბაზის კამარა ეყრდნობა საბჯენ თაღს. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია.

      წმ. თევდორეს ეკლესიის კომპლექსი დგას ქ. კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (13,4 X 6,3 მ), ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით, ფასადებზე გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ყვითელი და მოყავისფრო თლილი ქვა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთის კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან - არქიტრავული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი თაღოვანი სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ორსაფეხურიან პილასტრებზე გადადის თაღი, რომელიც დასავლეთ კედელთან ვიწროვდება და ეყრდნობა კრონშტეინებს. დასავლეთით და სამხრეთით თითო დიდი სარკმელია. სამხრეთის სარკმელი თაღოვანია, დასავლეთისა სწორკუთხა. ინტერიერი შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი აგურითაა ამოყვანილი. აგურისაა ეკლესიის გვიანდელი ლავგარდანიც. სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ კუთხესთან, ქვაზე ამოკვეთილია მცირე ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

      ეკლესია მოქმედია, ტაძარი მოიხატა გია მაისაშვილის მიერ, დამშვენდა მისი კედლები მრგლოვანი დამწერლობით.

      ეკლესიას ორი მინაშენი აქვს: ჩრდილოეთისა და სამხრეთისა, რომელიც ზედ ეკლესიის კედელზეა მიშენებული. სამხრეთ მინაშენში შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია. მინაშენი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ჩრდილოეთ კედლის ორ თაღს ეყრდნობა.

      ეკლესიას ჩრდილოეთიდან გალავანი აქვს მიშენებული. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით (შემორჩენილია კედლის სიგრძის 17,55 მ, სიმაღლის დაახლოებით 5,3 მ). გალავანი დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის ნაწილი და ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილი, მონგრეულია ქონგურები. მოგვიანებით ჩრდილოეთ კედლის გადარჩენილ ქვედა ნაწილზე სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები დაუშენებით, გალავნის კედელში გაუჭრიათ კარი (ამჟამად ამოქოლილია) და ფართო სარკმლები. გალავანში ორრიგად დატანებულია რვა წყვილი სათოფური. ქვედა რიგის სათოფურები დიდი ზომისაა.

      გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას (დიამეტრი 3,8 მ, კედლის სისქე 1 მ), ნაგებია რიყის ქვით. კოშკი დაზიანებულია: შეიმჩნევა სამი სართულის ნაშთი. ქვედა სართულები მიწითაა ამოვსებული. სამი სათოფურიდან ერთი ჩამოშლილია. კოშკში შესასვლელი არ ჩანს. კედელში დატანებულია სართულების დამაკავშირებელი კიბის საფეხურები. ფასადებზე ჩანს სართულშუა გადახურვის ხის ძელის ფრაგმენტები.

ტეგები: About_kaspi, qwelly

ნახვა: 458

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOEXP ThE Best CB in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Overall: Best 85Pace: Best 87Defending: Best 70PlayStyles: Best 8PlayStyles : 0Rarity: NOT In-Progress Evolution

FC 24 Best Centre Backs (CB) to assurance in FC 24 Coins Career Approach - MMOEXP

  

MMOEXP is reader-supported. Aback you buy through links on our site, we may acquire an associate commission. Prices accountable to change. Apprentice more

Contents actualization Best CB in FC 24 Ruben Dias –…

გაგრძელება

The dodge roll added depth

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters