12 ივლისს (ძვ. სტ. 29 ივნისს) ქრისტეს ეკლსია ზეიმობს მოციქულთა თავთა - პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს (პეტრე-პავლობას)

პეტრე-პავლობა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      ეკლესიამ წმინდა პეტრეს და პავლეს მიანიჭა საპატიო წოდება მოციქულთა თავნი და მათი ხსენება ერთ დღეს დააწესა

      მოციქული პეტრე წარმოშობით გალილეიდან იყო, მეთევზე, მაცხოვარი პირველად მისმა ძმამ ანდრიამ იხილა და შემდეგ თავისი ძმა მიიყვანა. პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში.ისიც დაემორჩილა ქრისტეს და სასწაული იხილა: "შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი". საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: "განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო". იესომ მიუგო: "ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე". ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მაცხოვარს.

      ფილიპეს კესარიის გზაზე ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: "თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?" პეტრემ უპასუხა: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ". ამაზე უფალმა მიუგო: "ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა".

      როდესაც განკაცებული ძე ღმრთისა შეიპყრეს და სინედრიონის წინაშე განიკითხავდნენ, მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: "ესეცა მის თანა იყო", პეტრემ კი უპასუხა: "არა ვიცი კაცი იგი". როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, "მეყსეულად. ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს". მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, "განვიდა გარე და ტიროდა მწარედ". სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.როდესაც "სჳმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?" პეტრემ მიუგო: "ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ". "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი", - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი" კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფოდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება. სულთმოფენობის დღესასწაულზე პეტრე მოციქულის მიერ წარმოთქმულმა ქადაგებამ სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; იოპეში უფალმა პეტრეს სასწაულებრივად მიანიშნა როდესაც პეტრე მოციქული ლოცულობდა მან იხილა ოთხი კიდით გარდმომავალი ტიოლო სადაც იყო ყოველი ფრინველი ცხოველი და ქვეწარმავალი, რომ წარმართებსაც წმიდა-ჰყოფდა, რის შემდეგაც მოციქულმა კორნილიოს სახლში შეკრებილ წარმართებსს შორის იქადაგა. წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის იმპერატორის, ნერონის დროს. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, "შემომავალი ჰრომედ". პეტრემ იკითხა: "აქ ვიდრე ხუალ, უფალო?" მაცხოვარმა მიუგო: "შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად". მოციქულს გაუკვირდა: "კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?" როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ "მოწევნულ იყო ჟამი მისი" და უკანვე გაბრუნდა.

      წმინდა პეტრე მოციქული რომის იმპერატორი ნერონის დროს მოწამეობრივად აღესრულა, ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება. წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაფლა. პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული.

      მოციქული პავლე დაიბადა კილიკისს ქალაქ ტარსში, იგი იყო რომის მოწალაქე, პავლე მოციქული სჯულში იერულიმში განისწავლა, ცნობილ რჯულისმოძღვარ გამალიელთან. პავლე დევნიდა ახალ დაარსებულ ქრისტეს ეკლესიას "ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ".

      სტეფანეს ქვებით ჩაქოლვის შემდეგ იერუსალიმში დაიწყო დიდი დევნა ეკლესიის და მორწმუნეები ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში გაიფანტნენ, ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი "მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ". დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული სავლე "დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?". კითხვაზე: "შენ ვინ ხარ, უფალო?" ნათლით გამო მოისმა: "მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!". იესუმ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა. ამის შემდეგ უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ იგი არაბეთს წავიდა, სადაც გარდამოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.

      სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა. თავად წერს: "ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან".

      უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: "წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა". ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.

      პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც "ახალი აღთქმის" წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და "საქმე მოციქულთას" ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.

      უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 12 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, მოციქული, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 701

გამოხმაურებები!

გილოცააავთ  წმინდა  თავთა მოციქულთა, პეტრეს  და  პავლეს   ხსენების   დღეს,  მრავალს  დაესწარით! :):)



gogaladze tamo_მ თქვა:

გილოცააავთ  წმინდა  თავთა მოციქულთა, პეტრეს  და  პავლეს   ხსენების   დღეს,  მრავალს  დაესწარით! :):)

მეც გილოცავ დღევანდელ დღეს

გილოცავთ

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters