Sapere Aude

sapere, საპერე აუდე, ილიაუნი

ახალი:

მომდევნო სემესტრში

ისტორია:

      21 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერიტეტში ფეხი აიდგა ახალმა სტუდენტურმა პროექტმა - Sapere Aude (გაბედე აზროვნება)... პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს - სტუდენტს, პროფესორს, ნებისმიერი სპეციალობის ადამიანს ეძლევა შანსი წაიკითხოს მცირე მოხსენება, გააცნოს მსმენელს თავისი იდეა და მოხსენების შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად მოაწყოს მცირე დისკუსია და ერთად განიხილონ წარმოდგენილი საკითხები. ანუ, ლიგამუსის მესამე სართულზე, ყოველ სამშაბათს, 18:00 საათზე ადამიანები ცდილობენ გაბედონ აზროვნება და გამოხატვა ამ აზროვნებისა...


      21 მაისს, პირველი ლექცია წაიკითხა ლევან ღამბაშიძემ. ლექცია წარმოადგენდა პროექტის შესავალ ნაწილს - ასეც ერქვა - "Sapere Aude"...


      28 მაისს, რიგით მეორე საჯარო მოხსენებას გამართავს მხატვარი გიორგი კევლიშვილი თემაზე - „უნივერსიტეტი როგორც აკადემია“.


      4 ივნისს, რიგით მესამე საჯარო მოხსენებას გამართავს სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ხელოვნებათმცოდნე, ნოდარ არონიშიძე თემაზე „თავისუფლების შესახებ თანამედროვე ხელოვნებაში“.


      11 ივნისს, რიგით მეოთხე საჯარო მოხსენებას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვალერი ოთხოზორია. თემა - "ადამიანური ურთიერთობები". ეს იქნება გამოხმაურება ამავე პროექტის ფარგლებში ლევან ღამბაშიძის მიერ გაკეთებული მოხსენებისა. თემა აგებული იქნება პლატონის „სახელმწიფოსა“ და პედრო ალმადოვარის ფილმზე - „ესაუბრე მას“.


      25 ივნისს, რიგით მეხუთე საჯარო მოხსენებას გამართავს ფილოსოფიის მაგისტრი დავით კახაბერი. თემა - „საფრანგეთის რევოლუცია, მოქალაქეობის დაბადებიდან ევროპის უდიდეს იმპერიამდე". ეს იქნება ერთგვარი ისტორიული ექსკურსი, ის დამსწრე საზოგადოებასთან ერთად განიხილავს იმ ცნებებსა და ღირებულებებს, რომელიც შვა ამ რევოლუციამ.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!