ილიაუნის არჩევის უზრუნველყოფის სისტემას ჰქვია არგუსი!
არგუსი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ ლექსიკონში ამგვარად განიმარტება:
1. ბერძნ. მით. გოლიათი, რომელსაც ბევრი თვალი ჰქონდა და ამიტომ ყოველთვის ფხიზლად იყო (ზოგი თვალით რომ ეძინა, დანარჩენებით ფხიზლობდა);
სხვა განმარტებები გვეუბნებან, რომ არგუსი ესაა ფხიზელი დარაჯი ან უარესი - ფრინველი ხოხბების ოჯახისა; ცხოვრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ამ განმარტების მიხედვით, წესით ხოხბების ოჯახის წარმომადგენლის სახელი არ უნდა შეერჩიათ უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი პროგრამისთვის, მითუფრო რომ საქართველო ნამეტანი შორსაა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისგან და მაინცდამაინც არ აღმაფრენა არ სჩვევია ჩვენს არგუსს.
გამოდის რომ ან გოლიათია, რომელსაც ბევრი თვალები აქვს და ყოველთვის ფხიზლადაა, ან უბრალოდ დარაჯი.
თუ გოლიათია, მაშინ ან ლექსიკონი ცდება, ან ჩვენი პროგრამისტები. ხოლო, თუ დარაჯია... თქვენ კაი ხალხნო...
ახლა უფრო ადვილი ხდება გაუგოთ არგუსს. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ის მრავალთვალა გოლიათია, რომელიც ყოველთვის ფხიზლადაა, ვინაიდან ყოველი სემესტრის დაწყების წინ ისე გულაინად თვლემს, რომ მეეჭვება მრავალთვალა გოლიათს ძველი საბერძნეთიდან, ოდესმე ასე ძინებოდეს.
შესაბამისად, არგუსი არის დარაჯი! დიახ ამხანაგებო, ფხიზელი დარაჯი!!! მაგრამ მაჩვენეთ ერთი დარაჯი რომელსაც არ ჩასძინებია!!! ამიტომ ნუ ესვრით ქვას, ნუ სცემთ და ნუ გაკიცხავთ საცოდავ დარაჯს, რომელსაც აგერ უკვე რამდენი წელია, მხოლოდ ორი დიდძილიანობს პერიოდი აქვს, გაზაფხულის პირი და შემოდგომის შაუწელი. დააძინეთ ეს საცოდავი დარაჯი, მოასვენეთ და თქვენც დაისვენებთ.
ტეგები: Argus, Blog, Iliauni, Qwelly, არგუსი, არგუსის შესახებ, არგუსის შესახებ მორალის გარეშე აზრით, გოლიათი, დარაჯი, ილიაუნი, მეტი...მრავალთვალი, ფხიზელი
ზუსტად იცის ამ ჩვენმა დარაჯმა რა დროს უნდა იძინოს :D :D :D
თა _ მო ყველაზე ტკბილი დილის ძილიაო, დაახლოებით ამ ლოგიკით აზროვნებს :D :D :D
თა _ მო_მ თქვა:
ზუსტად იცის ამ ჩვენმა დარაჯმა რა დროს უნდა იძინოს :D :D :D
რაღაცნაირად მაინც მიყვარს, მივეჩვიე :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: იანვარი 27, 2023.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
As with the majority of human beings, I initially began to play RuneScape due to the fact all my friends at that time were playing it RuneScape gold. The truth that it turned into a completely browser-based game turned out to be a significant element of the game's success in that the minimal barrier to access and RuneScape's branches intensity and complexity had been the main reason that kept me coming to it over longer periods of time. that's some thing I desired to duplicate with Melvor…
გაგრძელება
გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: იანვარი 27, 2023.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
With Turbo Golf Racing's launch getting nearer, gamers have to take a moment to Rocket League Prices understand the combo of game styles that makes it so precise.
As stated, Turbo Golf Racing has many similarities in normal recreation layout and the fundamental sport mechanics as compared to Rocket League. For example, both video games percentage the same futuristic cyber aesthetic that became synonymous with Rocket League's average design. Additionally, both games have similar…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 26, 2023.
საათი: 11:27pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ყინვიანი ღამის მიუხედავად, მომდევნო დღეებში ჯერ უნალექო ამინდი იქნება, 28 იანვრიდან კი ცოტა შეიძლება წამოთოვოს. პოლიტიკურ ველზე სიახლები არ თოვს - დღეს ფინანსთა მინისტრი იყო აქტუალური, ასევე ნაციონალურ მოძრაობაში მოსალოდნელი არჩევნები და პოზიციების დალაგება, ცოტა უკრაიანსთან ურთიერთობები და ივანიშვილი და მისი ქონება შვეიცარიის ბანკში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6451 ლარია.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 25, 2023.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ეს იანვარიც მიილევა სადაცაა. დღეს ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღე არავის გაახსენდა, მიხა ხელაშვილი კი გაიხსენეს. ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში შიდა კინკლაობის პარალელურად, მიშა გამოხსნის გეგმაზეც მუშაობენ და როგორც ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ფიზიკურადაც კი აპირებს მიშას გამოყვანას კლინიკა-ციხიდან. უკრაინელი კასიანოვი მეგობრობას, დიპლომატიას და ზოგადად, მხარდაჭერას გვიწუნებს, აქაურები კი ვიშვიშებენ. კალაძე ლაგუნას ანახლებს და თბილისის ძველ…
© 2023 George.
•