ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, 21, 22 და 23 იანვარს, 19:00 საათზე, G106-ში (გ.წერეთლის N2), ლექციებს (ინგლისურ ენაზე) წაიკითხავს კანადელი პროფესორი ფრენსის კოლბერი კულტურის მარკეტინგის თემაზე.

ფრენსის კოლბერი - პროფესორი მარკეტინგის სფეროში. არის: ხელოვნების მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარე მონტერეალის კარმელი და რემი მარკოუქსის უნივერსიტეტში, საბაკალავრო ნაშრომებისა და მაგისტრების ხელმძღვანელი  კულტურის ორგანიზაციის მენეჯმენტში, სადოქტორო პროგრამის ”ხელოვნების მარკეტინგი, მენეჯმენტი და კულტურის ინდუსტრია” ხელმძღვანელი, საერთაშორისო ჟურნალ „ხელოვნების მენეჯმენტის“ დამფუძნებელი რედაქტორი და აღმასრულებელი დირექტორი.

ფრენსის კოლბერი არის ქალაქის სარედაქციო საბჭოს, სახელწოდებით „კულტურა და საზოგადოება“, წევრი.   

2002 წლის მაისში დაჯილდოვდა კანადის ორდენით მიღწევებისა და ხელოვნების მენეჯმენტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 2005 წელს გახდა კანადის სამეფოს საზოგადოების საბჭოს წევრი. 2006 წელს მიიღო ACE-ს ჯილდო კულტურის მოღვაწეთა ასოციაციის მიერ.

პროფესორი კოლბერი 30 წელზე მეტია ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწეობს. ის ძირითადად მუშაობს საშემსრულებლო ხელოვნებაში, სამუზეუმო და კინოს სექტორში. ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულებით ჩატარებული აქვს არაერთი სასწავლო ტრეინინგი, სემინარი. პროფესორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მარკეტინგსა და მენეჯმენტს კულტურის კონტექსტში.  

ფრენსის კოლბერი იყო და არის 22 კულტურის ორგანიზაციის ხელმძღვანელის საბჭოს წევრი. 8 წლის განმავლობაში (2003 წლამდე) იყო კანადის ხელოვნების საბჭოს საპატიო თავმჯდომარე. ასევე, იყო ისეთი დიდი ორგანიზაციების საბჭოს წევრი როგორებიცაა კანადის გრანდ ბალეტი, კვებეკის რადიო და ა.შ.

ფ. კოლბერი ხელოვნების მენეჯმენტის სასწავლო კურსის ფარგლებში კითხულობს ორ საგანს: „კულტურის ორგანიზაციის მარკეტინგი“ და „კულტურის პოლიტიკა“. დოქტორანტებისთვის ატარებს სემინარს თემაზე „ხელოვნების მარკეტინგის საფუძვლები“. არის ავტორი წიგნისა „კულტურისა და ხელოვნების მარკეტინგი“ („Le Marketing des arts et de la culture“), რომელიც უკვე 9 ენაზე ითარგმნა და მესამედ გამოიცა. პროფესორი კოლბერი არის „ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტის საერთაშორისო კონფერენციის“  (AIMAC) სამეცნიერო კომიტეტის დამფუძნებელი პრეზიდენტი და თანათავმჯდომარე.

ფ. კოლბერი არის 150-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. მათ რიცხვშია სტატიები რეფერირებულ და არარეფერირებულ ჟურნალებში, წიგნები, ბიბლიოგრაფიები და კვლევითი მოხსენებები ხელოვნების მარკეტინგის შესახებ. ამის გარდა, ჩატარებული აქვს უამრავი კონფერენცია, სემინარი კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტზე კვებეკში, კანადაში, ავსტრალიაში, ბელგიაში, კოლუმბიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, რუსეთში, შვედეთში, ესპანეთსა და იაპონიაში.

ტეგები: Qwelly, ილიაუნი, ლექციები, ფრენსის_კოლბერი, შეხვედრა

ნახვა: 241

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cómo Designar la mejor película DTF

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2024.
საათი: 7:46am 0 კომენტარი







La película DTF PET está especialmente diseñada para la impresión DTF y actúa como medio para la transferencia DTF con el beneficio de colores más vivos, transpirables y de pequeño costo. La película DTF de pelado en caliente y la película DTF de pelado en frío son los tipos más conocidos; de hecho, la película DTF PET se puede clasificar en diferentes tipos desde diferentes aspectos: proceso de recubrimiento, proceso de permiso y pertenencias visuales.



Elegir la…

გაგრძელება

Will the collaboration with Amazon

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 6, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

Environmental Manipulation: Power in the Player's Hands:

Beyond reacting to a changing environment, Throne and Liberty empowers players to manipulate certain aspects of the world itself. Under specific conditions, players can trigger events like solar eclipses or downpours, altering the battlefield and strategically influencing encounters. This ability to interact with the environment adds another layer of tactical complexity …

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters