უპირველესად  ვიცოდეთ ტექსტი, ხოლო რაც, ლექციის შემდეგ, ჩაწერილი მქონდა მასწავლებლის მონაყოლიდან, ვწერ:  

   პასექი ებრაელი ხალხის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც დაწესებულია ეგვიპტის მონობიდან დახსნის ხსოვნისათვის. პასექი ნიშნავს გვერდით ჩავლას, განრიდებას („პესახ“_რაიმეს გასწვრივ ჩავლა). ღმერთმა ებრაელებს ეს დღე წლის დასაწყისად დაუდო. ეს დღე იყო I თვის 16 რიცხვი. პირველი თვე აქ მარტი გახდა, ხოლო, მანამდე სექტემბერი იყო (დაარსდა მეორე კალენდარი). ერთი კალენდრის VII თვის 16 რიცხვი უდრის მეორე კალენდრის I თვის 16 რიცხვს (ეს არის საპასექო წელიწადი).

   როდის ეცვა ჯვარს მაცხოვარი? იგი ჯვარს ეცვა სწორედ მაშინ, როდესაც ებრაელებს პასექი უნდა შეეწირათ. მაცხოვარი შეიპყრეს 14 რიცხვში და გარდაიცვალა 16 რიცხვში (ცნობისათვის: სწორედ ამ დღეს გაჩერდა ნოეს კიდობანი არარატის მთებზე).

  უფალმა უთხრა მოსეს და აარონს: „თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე. პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში“(გამ. XII, 2). აქედან იწყება წელთაღრიცხვა ისრაელიანთათვის. ეს თვე არის გაზაფხულის პირველი თვე_აბიბი (ავივ), რაც ნიშნავს „მწიფე თავთავს“ და შეესაბამება ჩვენი თანამედროვე კალენდრის მარტ-აპრილის თვეს. ე.ი. ისრაელიანთა წელიწადი მკათათვეზე მოდიოდა (ბაბილონის ტყვეობის შემდეგ სახელწოდება აბიბ  შეცვალა ბაბილონურმა სახელწოდებამ ნისან, რომელიც დღემდეა დამკვიდრებული ებრაელთა ენაში.

    აბიბის თოთხმეტში თითო ოჯახი კლავდა კრავს. კრავი, რომელიც დაკლა ისრაელმა ერმა პასექის აღსანიშნავად ეგვიპტეში; და ის კრავიც, რომელიც დაკლეს ქანაანში 40 წლის შემდეგ, არის მაცხოვრის სიმბოლო. თუ კრავი დიდი იყო, ხოლო ოჯახი კი მცირერიცხოვანი, მაშინ, ამ შემთხვევაში, კარის მეზობლები უნდა შეამხანაგებულიყვნენ.

   ჯვრის სახედ, წმინდა წერილში, სისიხლის ცხება ასეა აღწერილი: “და მოიღონ სისხლისა მისგან და გამონიშნონ ორთავე მათგან წყირთლთა მათ ზედა კართასა და ზღურბლთა მათ ზედა სახლებისა მათისათა...“(გამ. XII,7).

   კრავი ბოლომდე უნდა ეჭამათ, დილისათვის არაფერი არ უნდა დარჩენოდათ, გარდა ძვლებისა. ძვლები არ უნდა დამტვრეოდათ. დაუმტვრეველი ძვლები მაცხოვრის სიმბოლოა_როდესაც იგი ჯვარს ეცვა, მისი ძვალი არ შემუსვრილა. მათ რაც მორჩებოდათ ცეცხლში უნდა დაეწვათ.

   ადამიანი, რომელიც პასექს არ შეჭამდა მოიკვეთებოდა. ეს კი სიმბოლოა_ვინც აღდგომას არ აღიარებს, არ აღიარებს ქრისტეს ღმრთის ძედ და ის ეკლესიის წევრი არ არის.

   მათ უნდა მიეღოთ, მიეყოლებინათ მწარე ბალახი და ხმიადი, რადგან საფუარიანი პურის ჭამა (ან საფუარის გაჩერება საცხოვრებელში), იმ დროიდან ერთი კვირის მანძილზე ეკრძალებოდათ, რადგან  საფუარი სიმბოლურად გამოხატავს  ვნებებს, აი უფუარობით, უვნებობით კი ხდება ქრისტესთან შეერთება. რაც შეეხება კრავის ჭამას, იგი სიმბოლურად ქრისტეს შემეცნებას ნიშნავს.

    ზღურბლი, კარი წმინდა კირილე ალექსანდრიელთან სიმბოლოა გულის კარებისა და მაცხოვრის სისხლით აღბეჭდილ გულში ვნებები ვერ შევა, ხოლო სხვანაირ გულში  ვნებები შეაღწევენ.

    კრავი უნდა ყოფილიყო აუცილებლად მამრი, ეს კი სიმბოლოა_ქრისტე ჩვენში თესავს სულიერებას.

    მათ, ებრაელებმა 430 წელიწადი დაყვეს ეგვიპტეში(გამ. XII,40); და მათ უნდა ეჩქარათ ეგვიპტიდან გასვლა. ამის ნიშნად, ფეხზე დგომით, აჩქარებით უნდა ეჭამათ. წელზე უნდა შემოერტყათ სარტყელი, ფეხზე უნდა ჩაეცვათ ხამლები, ხელში უნდა სჭეროდათ არგანი, როგორც გამგზავრებისას. ჩქარა ჭამა სიმბოლოა_არ შეიძლება ნათლისღების, ღმრთის შემეცნების გადადება. ბრძნული გამოთქმაც ხომაა: „გადადებული საქმე ეშმაკისაა“-ო.

    კრავის ხორცი უნდა შეეწვათ, არ უნდა მოეხარშათ, რომ საჭიროება არ ყოფილიყო ჭურჭლისა და წყლისა. უსაფუარო პური, როგორც „უწინაპრო“ პური იმის ნიშნადაც უნდა ყოფილიყო, რომ წარსული ცხოვრება უკან არის მოტოვებული; უფუარი პური მწყემსების პურია_ისრაელიანები მწყემსებად ჩავიდნენ ეგვიპტეში და მწყემსებადვე გავიდნენ ქვეყნიდან. მწარე ბალახი კი მათ ეგვიპტეში ცხოვრების სიმწარეს გაახსენებდა.

   კრავი უნდა დაკლულიყო ისრაელიანთა პირმშოების სანაცვლოდ და კრავის სისხლი გამოსყიდვის სისხლი იქნებოდა. ადამიდან 77-ე თაობა იყო ქრისტე, რომელიც დაიკლა ჩვენთვის, ჩვენი, მთელი კაცობრიობის ხსნისათვის და სწორედ მაშინ მოეკითხა სიკვდილს, უსამართლობას, ბოროტებას. უფლის სიკვდილით ყველა ეს დამარცხდა და გამწარდა ჯოჯოხეთიც.

   უფალმა თავად განსაზღვრა თავისი ვნება, კეთილ ინება სწორედ პასექის დროს მიეცა თავი ჯვარცმისთვის, რადგანაც თავად იყო ჭეშმარიტი პასექი.

   კანონის თანახმად (ლევ. XXIII,14,10) იკრძალებოდა ახალი პურის საკვებად გამოყენება მანამ, სანამ წმიდათაწმიდაში  მიტანილი არ იქნებოდა ახალი მომკილის პირველი ძნა ( ეს იყო I თვის მე-15 დღე ანუ პასექი, რომელსაც ზეიმობდნენ როგორც შაბათის დღეს). საკვებად მიწიდან ახალი მომკილის გამოყენება იწყებოდა I თვის მე-16  დღიდან.

   კრავი წინასწარ უნდა გამოერჩიათ  I   თვის მე-10 რიცხვში ( სწორედ ქრისტეც მარადისობაში წინასწარ განისაზღვრა საწამებლად, კაცობრიობის გადასარჩენად, _ ამბობს წმ. კირილე ალექსანდრიელი). უნდა დაკლულიყო ამავე თვის მე-14 რიცხვში, საღამოს და ამის შემდეგ ერთი კვირა უნდა ყოფილიყო უფუარობა.

   პირველ დღესაც საღმრთო შეკრება უნდა ჰქონოდათ და მეშვიდე დღესაც.

   ათიდან თოთხმეტ რიცხვამდე კრავის სისაღეში უნდა დარწმუნებულიყვნენ. იგი უნდა ყოფილიყო უბიწო, მამრი და ა.შ.

  10-დან - 14-დე არის ხუთი დღე. ამაზე წმ. კირილე ალექსანდრიელი ამბობს, რომ ეს ხუთი დღე არის კაცობრიობის ხუთი ეპოქა:

   პირველი 9 თვე არის ის პერიოდი, როცა ქვეყანაზე არაფერი არ იყო შექმნილი. მე-10 დღე არის სიმბოლო ადამის სამოთხეში ყოფნისა. მეთერთმეტე დღე არი სიმბოლო ადამის გამოდევნიდან (სამოთხიდან გამოდევნა) წარღვნის ჩათვლით. მეთორმეტე დღე არის სიმბოლო  მამამთავართა ეპოქისა. მეცამეტე დღე არის სიმბოლო მოსესი და წინასწარმეტყველთა ეპოქისა. მეთოთხმეტე დღე არის სიმბოლო მაცხოვრის იმ პერიოდისა,რომელ დროსაც იგი, ჩვენი გადარჩენისთვის, ჯვარს ეცვა (ეს დღე ჟამთა სისავსედ იწოდება).

   წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს, რომ მოსემ იცოდა იესოს წამების დღე და იწინასწარმეტყველა იგი პასექის დღესასწაულში და სწორედ ამ დღესასწაულის დროს, პასექის აღსრულებით, კაცობრიობის ხსნისთვის ეწამა  მაცხოვარი.

   ეს არის გახსენებული და ჩაწერილი ლექცია; და თუ რაიმეს დაამატებთ, ან მიზეზით შეასწორებთ, მადლობელს დაგრჩებით!

 

ნახვა: 192

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters