წინასწარმეტყველი იონა

   სახელი იონა, ნეტარი იერონიმეს განმარტებით, მტრედს ნიშნავს (ბერ. პერისტერა). მის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ მოუწია წინასწარმეტყველს ქადაგება ქალაქ ნინევში. იონას შესახებ ცნობას მეფეთა წიგნებშიც ვხვდებით, საიდანაც ვგებულობთ, რომ იგი ქალაქ გეთხოფერიდან იყო. აღნიშნული უწყებით ვასკვნით: წინასწარმეტყველი ზაბულონის ტომიდანაა, რადგან ხსენებული ქალაქი განაწილებისას მათ გადაეცათ სამკვიდროდ. იუდაური გადმოცემის თანახმად, იონა ელისეს მოწაფე იყო და ამავდროულად ელია წინასწარმეტყველსაც იცნობდა. იგი სწორედ ის ყმაწვილია, რომელიც ელიამ სარეფთაში, ქვრივის სახლში, მკვდრეთით აღადგინა . ბიბილიური თხრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები წიგნში გადმოცემულ ამბავს, იონას ვეშაპის მუცელში სამდღიანი ყოფნის შესახებ, მითად, ალეგორიად მიიჩნევენ, თუმცა წმინდა წერილში თავად მაცხოვარი ამოწმებს აღნიშნული მოვლენის ჭეშმარიტებას , რაც ეჭვგარეშეა, მაგრამ ამით კიდევ ერთი რამ ცნაურდება: იუდეველებს, რომელთაც უფალი მიმართავდა, ღრმად სწამდათ იონასთან დაკავშირებული მოვლენების უტყუარობა.  თეოდორიტე კვირელი: ნინევი ასურეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ახლოვდებოდა რა ჟამი ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასის განკაცებისა და ყოველ ხორციელს ღვთისშემეცნების განსაკუთრებული შესაძლებლობა უნდა მისცემოდა, უზენაესი წინდაწინ უცხადებს წარმართებს საკუთარ განგებულებას, რათა ყველამ ისწავლოს და გულისხმაჰყოს, რომ ის არა მხოლოდ იუდეველების, არამედ წარმართების ღმერთიცაა, ვინც მარადის, ყოველ ჟამსა და დროს ზრუნავს კაცობრიობაზე)    ეპისკოპოსი პალადი: იონა არის წინასწარმეტყველი, რომელიც მესიისა და მისი გამომხსნელობითი ღვაწლის შესახებ არათუ სიტყვით, არამედ საკუთარ თავს გადამხდარი მოვლენებით უთითებს. წმინდა იონა, წარმომავლობით ებრაელი, თავდაპირველად თანამემამულეთა შორის იღვწის, შემდგომ კი წარმართებთან მიემართება და მათ უქადაგებს, რაც აქამდე არც ერთ სხვა წინასწარმეტყველს არ უკეთებია; მაცხოვარიც, ხორციელად იუდაურ წიაღში შობილი, ჯერ ებრაელებს მოძღვრავს, ხოლო მოგვიანებით მოციქულებს საქადაგებლად წარმართებთან აგზავნის. იონა უმძიმესი ცოდვებით ღვთის შემაწუხებელ ქალაქში იგზავნება; იესო ქრისტე მამა ღმერთის მიერ უკეთურებითა და უზნეობით აღსავსე წუთისოფელს ევლინება).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ღვთაებრივი იონა გეთხოფერიდან იყო. მის მამას ამითაი ერქვა. გადმოცემის თანახმად, გეთხოფერი მცირე ქალაქი ან სოფელია. სავარაუდოდ, იონამ მრავალი წინასწარმეტყველება წარმოთქვა, განმარტა არაერთი ზეციური და ღვთაებრივი უწყება, მაგრამ გარდა ამ ერთი წიგნისა ჩვენამდე სხვა არაფერი შემორჩენილა. იონამ რომ მრავალგზის იწინასწარმეტყველა, ამას წმინდა წერილი გვიმოწმებს. მეფეთა მეოთხე წიგნში შემდეგი რამაა ნაუწყები იერობოამის (იერობოამ II-ის) შესახებ: ‘მან აღადგინა ისრაელის საზღვრები ხამათის ყელიდან უდაბნოს ზღვამდე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მორჩილის, გეთხოფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის პირით" . წარმოდგენილი ბიბლიური უწყება გვიდასტურებს, რომ იონას სხვა წინასწარმეტყველებაც ეკუთვნის, რასაც ჩვენამდე არ მოუღწევია . დაიწერა ის, რაც სასარგებლო და აუცილებელია მკითხველისთვის. მისი წინასწარმეტყველება ნინევიის წინააღმდეგაა მიმართული და ამასთანავე თავად იონას თავგადასავალსაც ვგებულობთ. წიგნში, მართალია, არა ღიად და პირდაპირ, გადმოცემულია კაცობრიობის გამოხსნის საიდუმლო, რაც იუდეველებს თავად უფალმა განუცხადა . წინასწარმეტყველის თავს გადამხდარი მოვლენები ქრისტეს შესახებ საიდუმლო სწავლებას მოიცავს.
წმინდა წერილი რიგ შემთხვევაში ძველი აღთქმის მართალ ადამიანს განკაცებული მაცხოვრის წინასახედ წარმოგვიდგენს. კერძოდ, მოსე წინასწარმეტყველი სინას მთასთან საღვთო გამოცხადებას მოელის, მაგრამ იუდეველნი შეევედრებიან, რომ მან (მოსემ) იტვირთოს ეს საქმე და იშუამდგომლოს ღმერთსა და ადამიანებს შორის. მოცემულ შემთხვევაში მოსე სახეა განკაცებული ღვთის ძისა: როგორც ის, მხოლოდ ერთი ადამიანი, შუამდგომლობდა ღმერთსა და ხალხს შორის, ამგვარადვე განკაცებული ქრისტე მთელს კაცობრიობას შემოქმედს აკავშირებს. სწორედ ისაა ერთადერთი მეოხი ადამიანსა და ღმერთს შორის. მაგრამ მსგავსი სახის შედარებებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური მხარეა, რადგან შეუძლებელია, რომელიმე ადამიანი თავის თავში სრულად გამოსახავდეს დაუსაბამო არსს. იგივე მოსე ერთგან შენიშნავს: ‘ენაბრგვილი ვარ" , რაც მის უძლურებაზე მიუთითებს, ხოლო ქრისტე ღმერთის სიტყვა ყოვლისშემძლეა და სისუსტე მასში არაა. მსგავსადვე აარონსაც ქრისტეს წინასახედ სახელვდებთ, პირველი მღვდელმთავარი, ვისაც წმიდათა წმიდაში შესვლისა და განსაცვიფრებელი სამოსით შემოსვის პატივი ებოძა, მაცხოვრის წინასახეა, მაგრამ კვლავაც გავიმეორებთ, რომ არა ყოველ მის კუთვნილებას ვაკუთვნებთ ქრისტეს, რადგან აარონმა მარიამთან ერთად მოსეს წინააღმდეგ გაილაშქრა და ეს მას დანაშაულად შეერაცხა. იგივე აარონმა ოქროს ხბო ჩამოასხა და ამით კერპმსახურებისკენ მიდრიკა საკუთარი ხალხი. ამ ყოველივეს გახსენებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ წმინდა წერილიდან მოხმობილი მაგალითები არათუ ყოვლითურ მათ მიმართ შედარებული მოვლენის იგივეობრივია, არამედ რომელიმე კონკრეტული კუთხით წარმოაჩენს წინასწარმეტყველების სულიერ მხარეს.
ასევე ვმსჯელობთ ჩვენ იონას შესახებაც. საკუთარ წიგნში ის ქრისტეს საიდუმლოს გამოსახავს, მაგრამ მსგავსად ზემოთქმულისა, არა ყველა შემთხვევაში. მაგალითად, იონას უზენაესმა ნინევიაში საქადაგებლად მოუხმო, მაგრამ წინასწარმეტყველმა გაქცევა სცადა და ზეციურ ნებას დაუპირისპირდა. ძე ღმერთი მამისგან მოივლიბენა კაცობრიობისთვის ჭეშმარიტების საქადაგებლად, მაგრამ მას, მსგავსად იონასი, არასოდეს უცდია მამის ნებას გაჰქცეოდა. იონამ მეზღვაურებს გემზე ყოფნისას მიმართა, რომ ის ზღვაში ჩაეგდოთ და ღელვა დაწყნარდებოდა. წინასწარმეტყველი ვეშაპმა გადაყლაპა, მესამე დღეს ნაპირზე გამორიყა, რის შემდეგაც იონამ ნინევში იქადაგა, მაგრამ იხილა რა, რომ ქალაქი გადარჩა, ძლიერ დამწუხრდება; ქრისტე ღმერთი კაცობრიობის გამოხსნის მიზნით ჯვარს ეცვა, მოკვდა ადამიანური ბუნებით, საფლავად დაიდო და მესამე დღეს აღდგა (პარალელები იონასთან), მაგრამ რაჟამს მონანულ ადამიანებს ხედავდა, იონას მსგავსად იგი არ დამწუხრებულა. ჩვენ, როდესაც სიმბოლური განმარტებისთვის ბიბლიურ პირსა თუ მოვლენაზე ვუთითებთ, არასოდეს ვგულისხმობთ, რომ ის შედარებულ მაგალითს ყოვლითურ უიგივდება. ნურავინ დაგვდებს ბრალს ამაში. როგორც ფუტკარი მიმოიფრენს მდელოებსა და ყვავილებს და თაფლის მოსამზადებლად ემზადება, ამგვარადვე იკვლევს და გამოიძიებს ბრძენი განმმარტებელი წმინდა წერილს, რომ მისით სულის საცხოვნებელი მოძღვრების სიღრმეებს ეუფლოს).
დეკან. იოანე სოლოვიოვი: განმმარტებელთა ნაწილმა იონას ნინევში ქადაგება მითად გამოაცხადა, რადგან, მათი მტკიცებით, აურაცხელი რაოდენობის ასურულ ისტორიულ წყაროებში მსგავსი არაფერი თქმულა, რაც მოვლენის მაშტაბურობიდან გამომდინარე უეჭველად უნდა დაფიქსირებულიყო სადმე. წარმოდგენილი აზრის საპირისპიროდ რამდენიმე მაგალითს მოვიხმობთ: როდესაც დადგა ჟამი ებრაელთა ეგვიპტური მონობიდან გამოხსნისა, აღნიშნული მისიის შესასრულებლად უფალმა მოსე წინასწარმეტყველი მოიხმო. იუდეველები საღვთო სასწაულთქმედებათა შემდეგ აღთქმული ქვეყნისკენ გაემართნენ, მაგრამ ფარაონმა მათი დამორჩილება განიზრახა და უზარმაზარი ეგვიპტური ჯარით დაედევნა, თუმცა რჩეული ერის დამონების მოსურნე ეგვიპტელები მეწამულ ზღვაში დაინთქნენ. მიუხედავად უმდიდრესი ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობისა, არც ერთ ეგვიპტურ წყაროში არ დაფიქსირებულა მსგავსი ამბავი და ამის თაობაზე მხოლოდ წმინდა წერილიდან ვგებულობთ.
სენნახირიმის ერთ-ერთი წარწერა იუდეველი მეფე ეზეკიას წინააღმდეგ ასურელთა ლაშქრობის შესახებ დეტალურ ცნობებს გვაწვდის, მაგრამ ბიბიური უწყებისგან განსხვავებით, სადაც ასურელთა კრახზეა საუბარი (ერთ ღამეში სენნახირიმს 185 000 ჯარისკაცი ეღუპება) , იმავე ისტორიულ წყაროებში სრულიად განსხვავებულ ცნობებს ვხვდებით: ასურელებმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს, დაიმორჩილეს მეფე ეზეკია და სამშობლოში ძლევამოსილნი დაბრუნდნენ. ამჯერად წარმოდგენილ ცნობებს ვიკმარებთ და შევნიშნავთ, რომ განა ზემოთქმულის შემდეგ გვაქვს უფლება, ისტორიულ წყაროებს იონას ქადაგების უეჭველი მტკიცებულებანი მოვთხოვოთ?! ზოგიერთი იმასაც კითხულობს, თუ რატომ არაფერი თქმულა საკუთრივ მეფეთა წიგნებში გეთხოფერელი წინასწამრეტყველის ასურეთის დედაქალაქში ქადაგების შესახებ? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ რაჟამს მეფეთა მეოთხე წიგნის ავტორი იერობოამ II-ის მეფობას წმინდა მატიანეში ასახავდა, იონას წიგნი, როგორც დამოუკიდებელი წყარო, უკვე არსებობდა. შესაბამისად, აღწერილი მოვლენის ხელახალი გამეორების აუცილებლობაც არ არსებობდა. ამასთანავე, როდესაც მსგავს საკითხებზე ვმსჯელობთ, მთავარია გვახსოვდეს, რომ იუდეველთა ისტორიული წმინდა წიგნები თავიანთი შემადგენლობითა და მიზანდასახულობით, როგორც თავად სათაურებიც გვიჩვენებს (‘მეფეთა წიგნები"), სახელმწიფო მატიანეს წარმოადგენდა, რომლებშიც იუდეველი ერის, მეფეების დამოკიდებულება აისახებოდა იაჰვეს, ისრაელის მეუფისა, და მისი აღთქმებისადმი, განიხილებოდა იუდეველთა სახელმწიფოსა და ხალხში თეოკრატიის განვითრების პრინციპები. ამიტომაც, თუკი ხსენებულ წიგნებში ვინმე წინასწარმეტყველის შესახებ თქმულა რამ, მხოლოდ იმ კონტექსტში, თუ რამდენად ახდენდნენ გავლენას ეს ადამიანები ერის ცხოვრებაში მიმდინარე თეოკრატილ პროცესებზე. სწორედ ამ განზრახულობითაა მოთხრობილი მესამე და მეოთხე მეფეთა წიგნებში ელიასა და ელისეს შესახებ. ამავე მიზეზით იქვე იონა წინასწამრეტყველიც იხსენიება, რომელიც წინდაწინ იუწყებოდა იერობოამ II-ის მიერ ისრაელის სამეფო საზღვრების განვრცობის თაობაზე, ხოლო თავად იონასგან აღწერილ წიგნში მოთხრობილი მოვლენები წარმართულ სამყაროსთან იყო კავშირში და, როგორც ასეთი, არ შედიოდა მეფეთა წიგნების განსახილავ თემაში).
ეპისკოპოსი პალადი: იონას შესახებ უწყებას IV მეფეთა წიგნში ვხვდებით, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის სამეფოს საზღვრები ხამათის ყელიდან არაბეთის ზღვამდე განივრცო. ხამათი ლიბანისა და ანტილიბანის მთებს შორის განლაგებულ მიდამოს ეწოდებოდა, რადგან მისი გავლით გზა სირიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ხამათში მიემართებოდა, ხოლო არაბეთის ზღვად მკვდარი ზღვა იწოდება, რომელიც პალესტინასა და ქვიან არაბიას შორის მდებარეობდა. იონას შესახებ საკმაოდ მწირი ცნობებია. მისი გარდაცვალების თაობაზე ორი გარდამოცემა შემორჩა: ერთის თანახმად, სამშობლოში მიბრუნებული წინასწარმეტყველი მალე მესოპოტამიაში გადასახლდა, ქ. მოზულში, და იქვე გარდაიცვალა. მეორე ცნობით (ნეტარი იერონიმე), წინასწარმეტყველის საფლავი გეთხოფერში მდებარეობს. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, იონა ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ქრისტეს აღდგომისას ასევე აღდგა მკვდრეთით და ქალაქში მრავალს გამოეცხადა . როდის მოღვაწეობდა წინასწარმეტყველი? ამ საკითხის გამოსარკვევად მკვლევარნი მეფეთა წიგნის ცნობას იშველიებენ, სადაც ისრაელის სამეფოს განვრცობაზეა საუბარი და ნახსენებია, რომ ნათქვამი იერობოამის დროს აღესრულა. ხსენებულ ადამიანში ისრაელის მეფე, იერებოამ II მოიაზრება. ვინაიდან იონას წინასწარმეტყველება საკუთარი სახელმწიფოს განვრცობის შესახებ იერობოამის ზეობისას აღესრულა, სავარაუდოდ, იონა ასპარეზზე იერობოამის მამის, იოასის დროს გამოდის და, შესაძლოა, იერობოამის გამეფების შემდეგაც მოღვაწეობს).
ნეტარი იერონიმე: ძვირფასია ჩვენთვის ეს წიგნი, როგორც ღვთივსულიერი. იონა გადატანილი განსაცდელებით ქრისტე ღმერთის ვნებებს განასახიერებს, სამყაროს სინანულისკენ მოუწოდებს და ნინევის სახით წარმართებს გადარჩენას ჰპირდება).
ფრიდრიხ რუჟემონტი: წინასწარმეტყველისთვის ქალაქ ნინევთან დაკავშირებით ღვთისაგან მინიჭებული დავალება ბიბლიურ თხრობაში გამონაკლისს არ წარმოადგენს. რაჟამს წარმართი ხალხი რჩეულ ერს ებრძოდა და ამარცხებდა მას, უფალი მოღვაწე ადამიანების საშუალებით იუდეველთა შემაჭირვებლებს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად უცხადებდა საკუთარ თავს, რომელმაც თავისი შეუცნობელი განგებულებით, მართალია, რჩეულებს განსაცდელი შეამთხვია, მაგრამ მიუხედავად ამისა სწორედ ისაა მეფეთა მეფე და ყოველა ღმერთი. იუდეველთა ეგვიპტურ მონობაში ყოფნისას, ყოვლისშემძლე ღმერთმა, რომელსაც ერთი სასწაულის გზით ძალუძდა კირთების დახსნა და მათი გამოყვანა, განგებულებით მარავალი გვემა მიუვლინა ეგვიპტელებს, რომ დიდი ძალით დაერწმუნებინა ისინი საკუთარ ღვთაებრიობაში. ასევე ბაბილონში, სადაც დატყვევებული იუდეველები გადაასახლეს, ნაბუქოდონოსორი და ვალტასარი ნიშნებისა და სასწაულების მიზეზით იძულებულნი იყვნენ, პატივი მიეგოთ დანიელის ღმერთისთვის. კიროსმაც აღიარა, რომ რჩეული ერის უფალმა უბოძა იმპერიაში გაერთიანებული ყოველი სამეფო და იერუსალიმის ტაძრის აღდგენის დავალება უშუალოდ იაჰვესგან მიიღო. ასევე ქალაქმა, საიდანაც მალე ეფრემის გამანადგურებელი ძალა უნდა გამოჩენილიყო, საკუთარ კედლებში იუდეველი იხილა, რომელიც ნინევიის მოახლოებულ დაცემას იუწყებოდა. იონას წიგნი მთლიანად სიმბოლური ხასიათისაა. მართალია, მასში არაფერია ნათქვამი მესიის შესახებ და არც ერთი წინასწარმეტყველება თითქოს პირდაპირ ახალ აღთქმას არ უკავშირდება, მიუხედავად ამისა, თავიდან ბოლომდე, შინაარსითა და გადმოცემული მოვლენებით მესიიკენაა იგი მიმართული. ნინეველები მთელს წარმართულ კაცობრიობას განასახიერებენ, რომელსაც ღმერთმა მოგვიანებით, განკაცებისას, საკუთარი თავი უნდა განუცხადოს. თუკი არასოდეს დადგებოდა ჟამი, როდესაც წარმართები ღვთის სასუფეველში იქნებოდნენ ხმობილნი, მაშინ არც იონა გაიგზავნებოდა ნინევში იაჰვეს წინასწარმეტყველის სახელით. წინამდებარე ქადაგება ესაა არათუ სიტყვით, არამედ საქმეში გამოვლენილი ქადაგება მესიის შესახებ, რაც კაცობრიობის საყოველთაო გამოხსნის სიმბოლოს ატარებს). იონა ღვთისაგან დავალებული საქმიანობით გარკვეულწილად წინამორბედებს - ელიასა და ელისე წინასწარმეტყველებს, ემსგავსება, რომლებიც ისრაელში მოღვაწეობდნენ, მაგრამ საღვთო ხმობით ფინიკიასა და სირიაში, წარმართულ სახელმწიფოებში წარიგზავნნენ . იონას წიგნს იუდეველებში მათი მისიონერული ფუნქციის შესახებ შემეცნება უნდა გაეღვივებინა და ამასთანავე, სწორი სულიერი მიმართულება განესაზღვრა, რომლის თანახმადაც, ღმერთი არა მარტო ერთი ერის გადარჩენის მსურველია, არამედ მთელს კაცობრიობაზე მზრუნველი მამაა და არ შეიძლება, სურდეს სხვისი დაღუპვა.

   იონას შესახებ ცნობები ყურანშიც მოიპოვება, სადაც წინასწარმეტყველი ოთხგზის სახელდება: სურა 4.98; 6.86; 36.139; 68.48.
წიგნის მთავარი თემები:
1. წინასწარმეტყველება მაცხოვრის სამდღიანი დაფლვისა და აღდგომის შესახებ.
2. საღვთო მზრუნველობის საყოველთაობა.

ნახვა: 442

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters