იოაკიმეს მეფობის მესამე წელს(დაახლოებით 625 წელს ქრ.შ) ასურეთის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაანადგურა ეგვიპტის ფარაონი ქალაქ ქარხშემიშთან და შემდეგ დაუყონებლივ მიუბრუნდა(საშინელი რისხვით ) მის მოხარკე - იუდეის მეფეს, მომდევნო წელს(იერ. 25,1) ნაბუქოდონოსორმა აიღო იერუსალიმი, ცედეკია მეფე შეიპყრო  და დასაჯა, უამრავი ადამიანი დაატყვევა და ასურეთში გადაასახლა, სოლომონის ტაძარი მიწასთან გაასწორა და ტძრის წმინდა ჭურჭლის ნაწილი გააგზავნა ბაბილონში,თავისი ღმერთების ტაძარში,სწორედ მაშინ ებრძანა საჭურისთა მმართველს(ასპენაზს), აერჩია ებრაელთა სამეფოს დიდებულთა გვარიდან ყრმები, ლამაზები და გონიერები,რათა ეს ერის რჩეული ადამიანები ბაბილონელების ინტერესების სამსახურად გაეზარდათ(დან.1,1-3) ამ რჩეულთა შორის მეგობრებთან (ანანია,აზარია და მისაილი) ერთად იმყოფებოდა დანიელიც. მათ ტყვეობაში სახელები შეუცვალეს, „სახელების შეცვლის ეს წესი ბაბილონელებთან ითვლებოდა მფლობელის უფლების გამოხატვად - ნეტარი თეოდოროტე - ყმებს ყიდვისთანავე უცვლიდნენ სახელებს,რადგანაც სახელის ამგვარი ცვალებით ისინი ყველას აუწყებდნენ მათი მონობის შესახებ“ (განმარტებანი დანიელის წიგნისა 1,4) დანიელმა ბალთაზარის სახელი მიიღო,თავისი ნიჭის წყალობით საჭურისთა მმართველის განსაკუთრებული ყურადღებას იქცევდა და მის კეთილგანწყობას იმსახურებდა. ბაბილონში დანიელმა მეგობრებთან ერთად მიიღო უმაღლესი განათლება, რაც შეესაბამებოდა მათთვის შეთავაზებულ სამსახურს, ზნეობრივი სიწმინდისათვის თავგამოდებულმა დანიელმა და მისმა მეგობრებმა თავიანთი აღზრდისა და განათლების მიღების დროს გამოითხოვეს უფლება, ემარხულათ - ეჭამათ უბრალო მწვანილი და ესვათ უბრალო წყალი, ნაცვლად ძვირფასი ნუგბარისა,რომელიც ეძლეოდათ,მათ მეფეთა კარზე და რიტაც იკვებებოდნენ მათი სხვა მეგობრები (დან. 1, 12-16). შესაძლოა წინასწარმეტყველი ასე იმიტომ მოიქცა, რომ სამეფო კარზე საჭმელად გამოიყენებოდა ნაკერპავი, ანუ რჯულით აკრძალული ღორის,ტაის და სხვა ცხოველთა ხორცი,თან სისხლთან ერთად (დან. 1,8), სწავლის დამთავრების შემდეგ, რაც სამი წელი გრძელდებოდა, ყველანი წარუდგინეს ნაბუქოდონოსორს გამოსაცდელად, დანიელი და მისი მეგობრები საუკეთესონი აღმოჩნდნენ,ამიტომაც ისინი უშუალოდ ხელმწიფის სამსახურში განაწესეს, აქ ყველა საქმის გადაწყვეტაში,რომელიც ითხოვდა განათლებულ გონებას, ნაბუქოდონოსორი მიმართავდა მათ, ბაბილონის ყველა საიდუმლო მჭვრეტელებზე უფრო ჭკვიანებს, „გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი სამეფოს ყველა მოგვსა და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ და იყო იქ დანიელი მეფე კიროსის პირველ წლამდე“(დან. 1,20-21). ე.ი. სამეფო კარზე თავისი თანამდებობა, მეფეთა ყურადღება და საქმეებზე გავლენა დანიელმა შეინარჩუნა ნაბუქოდონოსორის მთელი მეფობის დროს - 45 წლის განმავლობაში, მისი შთამომავლობის დროსაც ებიმელოდაქის დროს - 9 თვე, ბალთაზარის დროს 17 წელი, ამგვარად ნათლად ჩანს, რომ დანიელის კეთილიმყოფელი უფალი ყველაზე თავაწყვეტილი მყრობელების ნებისმიერ ახირებულობაზე მაღლა იდგა, რითაც გამოირჩეოდა ნაბუქოდონოსორის დინასტია, ამ ხნის განმავლობაში დანიელი მრავალგზის დაეხმარა ბაბილონელ მეფეებს საიდუმლო და ფარულ მოვლენათა ახსნაში, რომელთა შესახებ უძლური იყო ბაბილონის ყველა ნათელმხილველის „სიბრძნე“. ამის მეშვეობით მისი გავლენა სამეფო კარზე და ბაბილონელთა შორის ისე გაიზარდა, რომ ნაბუქოდონოსორის დინასტიის დაცემისა და ტახტზე დარიოს მიდიელის ასვლის შემდეგ იგი წარმოჩნდება კიდევ უფრო დიდი ძალით, სახელდობრ, 120 სატრაპის (ოქის) ანუ სახელმწიფოს მმართველთა შორის, ამასთან მეფე დარიოსმა განიზრახა მისი დაყენება სამეფოს პირველ მინისტრად(დან.6,1-4) მაშინ ქვეყნის დიდებულთა შურმა დანიელი ლომების ხაროში ჩააგდო,მაგრამ უფალმა გადაარჩინა იგი თავისი წმინდა სახელის სადიდებლად, „მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან, წარმატებული იყო დანიელი დარიოსისა და კიროს სპარსელის დროს“(დან.6,28) სპარსეთის მეფე კიროსმა ებრაელთა გათავისუფლების,სამშობლოში მათი დაბრუნების და იერუსალიმისა და მისი ტაძრის აღდგენის მანიფესტი გამოსცა, დანიელი, რომელიც  კიროსმა გაათავისუფლა,სპარსეთიდან მამულში იმიტომ არ დაბრუნდა რომ თავადვე საჭიროდ მიიჩნია დარჩენილიყო სამეფო კარზე, რათა ამგვარად გამოსდგომოდა თავის, როგორც გადასახლებაში დარჩენილ, ასევე სამშობლოში დაბრუნებულ თანამემამულეებს, რომლებიც იქაც სპარსეთის სამეფოს ძალაუფლების ქვეშ რჩებოდნენ, გადმოცემით წმ, დანიელის საფლავი სუზაში,სპარსეთის ძველი სახელმწიფოს მთავარ ქალაქში მდებარეობს, მისი ცხოვრება სამეფო კარზე დიდი პატივი რითაც იგი სარგებლობდა და ზოგიერთი სხვა გარემოებანი იყო მიზეზი იმისა, რომ იუდეველებმა მაშინვე არ მიიღეს მწ. დანიელის წიგნი კანონიკურად, შემდეგ კი იგი მიაკუთვნეს ჰაგიოგრაფიის ჟანრს და არა წინასწარმეტყველურ წიგნთა რიცხვს, თავის კეთილქმედებათა გამო ეზეკიელ წინასწარმეტყველი დანიელს ნიესა და იობის გვერდით აყენებს (ეზეკ. 14, 14-20), ხოლო სიბრძნით შეუდარებლად მიიჩნევს (ეზეკ. 28,3) „ დანილს, როგორც ერთ-ერთ უდიდეს წინასწარმეტყველს,ყველაფერი ჰქონდა ბოძებული არაჩვეულებრივი ხარისხით, ამბობ იოსებ ფლავიუსი, - სიცოცხლეში მას ქონდა პატივი და დიდება მეფეებისა და ხალხისაგან,ხოლო სიკვდილის შემდეგ - მარადიული ხსოვნა, რადგან მისი დაწერილი წიგნები ჩვენ მიერ დღემდე იკითხება, მათი მეშვეობით ვრწმუნდებით, რომ დანიელი ღმერთთან საუბრობდა, რადგანაც არა  მხოლოდ მომავალზე წინასწარმეტყველებდა, როგორც სხვა წინასწარმეტყველნი, არამედ წინასწარმეტყველების დროც კი განსაზღვრა, მაშინ როცა სხვა წინასწარმეტყველნი მხოლოდ უბედურებაზე მიანიშნებდნენ და ამით თავს იტეხდნენ მეფეთა და ხალხთა რისხვას,დანიელი იყო კეთილ, ანუ ბედნიერ გარემოებათა მაუწყებელი“ დანიელის წინასწარმეუწყებლური მსახურების დროს, იოაკიმესა და ცედეკიას მეფობის დროს, იუდეის სამეფო იმყოფებოდა ბაბილონის მეფეთა მონობის ქვეშ, ხოლო შემდეგ დაიქცა, ანუ უკიდურესი უზნეობისა და უწმინდურების გამო სრულიად განადგურდა, ღვთის დაშვებით, იუდეის ხალხი გადაასახლეს და განაბნიეს ბაბილონის ვრცელ ოლქებში,ნაწილი კი თავად გაიქცა ეგვიპტეში, იუდეა სრულიად დაცარიელდა... და ამ უკიდურესმა გაუდაბურებამ, იოსებ ფლავიუსის მოწმობით,აღძრა კიროსი იუდეველების დასაბრუნებლად (მას შემდეგ,რაც კისორსმა დაამხო ბაბილონის იმპერია) რათა მათ დაემუშავებინათ ეს შესანიშნავი ნაყოფიერი მიწა, რომელიც კიროსის იმპერიაში გადავიდა,საერთოდ კიროსი ებრაელების დიდი პატივისცემით სარგებლობდა , იგი მესიადაც(მხსნელადაც) შერაცხეს, ქ.ბაბილონი თავისი კედელ-ბოსტონებით მტრისაგან აუღებელ სიმაგრეს წარმაოდგენდა, მითუმეტეს, რომ როცა დამბებს აწევდნენ, ქალაქს მდინარე ევფრატის წყალი კუნძულად გადააქცევდა, არის მოსაზრება რომ ასეთი აუღებელი ქალაქი კიროსმა სწორედ ებრაელტა დახმარებით და რა თქმა უნდა ღვთის განგებით დაიპყრო. დანიელის თანამედროვენი იყვნენ წინასწარმეტყველები: იერემია იერუსალიმში და ეზეკიელი ქალდეაში გადასახლებულთა შორის, წარმართულ სამყაროში მაშინ ყველაფერი იმუსრებოდა ბაბილონისა და სპარსეთის ყოვლისშემმუსვრელი ხმლით,ყველა ქედს იხრიდა მათი სურვილისა და ახირებულობის წინაშე, ასე რომ, არა მხოლოდ თვით ე.წ. „ძველი ღმერთებიც“ კი უკან იხევდნენ,რათა ადგილი დაეთმოთ ახალაღმოცენებული ღვთაებისათვის ნაბუქოდონოსორის უზარმაზარი ქანდაკებისა თუ დარიოს მიდიელის სახით, მათ გამოსცეს ბრძანება არ ელოცათ არცერთი ღმერთის წინაშე,თავიანთი მეფის გარდა,რომელსაც ღმერთთა შორის რაცხდნენ,ხალხი ხელისუფლების განკარგულებით, ხალისით იღებდა ახალი ღმერთისადმი თაყვანისცემის მოწოდებას, მაგრამ ადვილადვე ივიწყებდა მას,როგორც წამოიშვებოდა პატივისცემისა და თაყვანისცემის ახალი საგანი, რელიგიის ამგვარი მდგომარეობა, ცხადია არ შეიძლებოდა ყოფილიყო კეთილი ზნეობრიობის წყარო:ყველაფერს განაგებდა პატივმოყვარეობა,ანგარება და აიამაყე,ხალხი გაუხეშდა და გაუკეთურდა, როცა პატივმოყვარეთა ძალაუფლების ქვეშ მოექცნენ, გაუმაძღარნი და მრისხანენი გახდნენ, თანდათან ირყვნებოდნენ იმის გამო რომ არ ჰქონდათ მტკიცე და საფუძვლიანი წარმოდგენა ღმერთის შესახებ. ცხადია რომ საღვთო აზრი მბრძანებლობდა ბაბილონის მცხოვრებთა შორის, როგორც გამარჯვებულებში,ასევე დამარცებულებში:აქედან პირველებს შეახსენებდა სწორ გაგებას ღვთის შესახებ,რომელსაც თავდაპირველად ქედს უხრიდა სემის(ნოეს უფროსი შვილი) ყველა შთამომავალი,მათ შორის ქალდეველნიც და ბაბილოვნელიც, ხოლო დამარცხებულებს მიუთითებდა ცხოველურ გატაცებათა და ინსტიქტთა იმ საშინელი უფსკრულის შესახებ,რომლის მონობისგან ისინი მოსეს რჯულმა და წინასწარმეტყველებმა გაათავისუფლეს.

სპეციალურად: www.Qwelly.com _ისათვის

ნახვა: 1042

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Throne and Liberty provide a thrilling blend

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

This enhanced agility is particularly valuable in both offensive and defensive scenarios, creating opportunities for strategic maneuvers.

Mastering dual-wielding combos with Throne and Liberty Lucent

the Dagger and Greatsword adds a layer of complexity to the combat style.

Players can seamlessly transition between the brute force of the Greatsword and the precision of the Dagger, keeping opponents on their toes.

Now, let's explore the synergies and dynamic combos that…

გაგრძელება

Dark and Darker Mobile combines battle

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

RELATED: Dark and Darker Lawsuit with Nexon Dismissed, however There's a Catch

The cellular sport, but, is in the fingers of another developer, Krafton’s Bluehole Studio. At this factor, evidently Dark and Darker Mobile will now not be a direct port of the PC game, but alternatively a brand new adventure completely. Krafton has stated that Bluehole might be running to “recreate” and “capture the spirit” of the authentic’s gameplay, but the Dark And Darker Gold cell recreation may be…

გაგრძელება

Cataclysm Classic improves upon the transmog

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 4:51am 0 კომენტარი

Streamlined Transmog Process

Cataclysm Classic improves upon the transmog process by implementing the appearance collection tab earlier than expected. This feature, familiar to retail players, automatically adds any appearance collected in the game to a bank, making it readily available for future transmog use. Gone are the days of cluttered bank vaults filled with transmog items; now, players can easily access their collected appearances for customization.

Previously,…

გაგრძელება

Exactly What is the Distinction between Translations And Localization

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 7:00am 0 კომენტარი







So, within our huge globe these days, It really is super crucial for everybody - no matter whether you are a business, Element of a bunch, or just somebody - in order to chat to each other whether or not we converse various languages or originate from unique cultures.

Which is exactly where translations and localization are available. These are generally two ways we use that can help make communication a lot easier between different groups of individuals.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters