ტერმინი „ სოციალისტი“ ლათინურად ( sociare) გაერთიანებას,  გაზიარებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ეს ტერმინი პირველად 1827 წელს ბრიტანულ ჟურნალში ( the co-operative magazine) გამოიყენეს.  XIX საუკუნის 30-იან წლებში  რობეტ ოუვენისა და სენ-სიმონის მომხრეები „ სოციალიზმს“ თავის მრწამსს უწოდებდნენ. სწორედ XIX საუკუნის დასაწყისს უკავშირდება ამ ტერმინის  საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა. 40-იანი წლებიდან კი უკვე ფართოდ გამოიყენებოდა   გერმანიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში. სოციალიზმი არის იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას. ჩემმი აზრით ის  ასევე შეძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივ სისტემად, რომელიც შემდეგ პრინციპებს ემყარება: პოლიტიკური მიმართულება რომელშიც წარმოების საშუალებები საზოგადოებრივ საკუთრებაშია.   სოციალიზმის მიხედვით უნდა მოხდეს ყველა იმ ფორმების ლიკვიდაცია, რომელიც ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაციის გულისხმობს! სოციალისტურ საზოგადოებაში მიღწეულია სრული სახალხო მმართველობა, სოციალური თანასწორობა, მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია ასევე  გარანტირებულია ადამიანთა თავისუფლება და რა თქმა უნდა უფლებები !

   სოციალიზმის წარმოშობა ერთგავრი გამოძახილია  ევროპაში ინდუსტრიული კაპიტალიზმის ზრდისა, კერძოდ კი მის წინააღმდეგაა მიმართული. აღსანისნავია ასევე ის ფაქტი, რომ მიუხედავად   მსგავსი შეხედულებებისა (კერძოდ განმანათლებლობის სფეროში)  სოციალიზმი აკრიტიკებდა ლიბერალურ   საბაზრო საზოგადოებას. სოციალიზმი გარდამავალი რევოლუციური პერიოდის შემდეგ მოდის უშუალოდ კაპიტალიზმის სანაცვლოდ . იგი ხასიათდება კერძო საკუთრებისა და ექსპლუატატორული კლასების ლიკვიდაციით, ასევე საწარმოო საშუალებებზე საზოგადოებრივი საკუთრების დაწესებით.  სოციალიზმის  თანახმად აუცილებელია  სოციალური სამართლიანობისა და პიროვნების ჰარმონიული განვითარების პირობების შექმნა, რომლის საფუძველზეც განხორციელდება პრინციპი – „ყველასაგან შესაძლებლობის მიხედვით, ყველას –საჭიროების მიხედვით“. ასევე მათთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური მსოფლმხედველობას  ასევე  საზოგადოების სოციალური ორგანიზაციის სისტემას, რომელიც ეფუძნება წარმოების, განაწილებისა და გაცვლის საშუალებებზე კოლექტიურ ან სახელმწიფოებრივ საკუთრებას. სოციალისტების აზრით, სოციალური თანასწორობა და სამართლიანობა მიიღწევა ეკონომიკის ეფექტური მართვით,  ისინი ასევე გამოდიან მრეწველობის ნაწილობრივი და არა მთლიანი ნაციონალიზაციისა და სოციალური კეთილდღეობის გადანაწილების იდეით: სოციალ–დემოკრატები ითვალისწინებენ შერეული ეკონომიკის რეალიებს და უარყოფენ კაპიტალიზმის მარქსისტულ ანალიზსა და წარმოების, განაწილებისა და გაცვლის ძირითადი საშუალებების სოციალიზაციას. სოციალიზმი მისი სხვადასხვანაირი გაგების მიხედვით შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც კაპიტალიზმის ალტერნატივად, ასევე „ ლეიბორიზმის“ ფორმად.  არსებობს მისი მესამე გაგება, რომლის მიხედვითაც ის წარმოადგენს იდეოლოგიას, პოლიტიკურ მრწამსს, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული იდეების , თეორიებისა და ღირებულებების ნაკრებით. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: საზოგადოება (თემი), თანამშრომლობა, თანასწორობა, სოციალური კლასი,  საზოგადოებრივი საკუთრება. სოციალისტური თვალთახედვის ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ადამიანებმა არა ინდივიდუალურად უნდა გადაჭრან ესა თუ ის მნიშვნელოვანი საკითხი არამედ კოლექტიურად. სოციალისტების აზრით, პირადი ინტერესებისათვის ბრძოლას, ჯობია კოლექტიური ბრძოლა . ისინი ფიქრობენ , რომ  ადამიანები  ერთად უნდა იდგნენ, ერთმანეთის გვერდზე, რადგან ისინი გადაჯაჭვულნი არიან. სოციალისტთა აზრით, თანასწორობა განამტკიცებს სამართლიანობასა და პატიოსნებას. ასევე სოციალური თანასწორობა საზოგადოებასა და ურთიერთთანამშრომლობას უმაგრებს საფუძველს. სოციალისტები თვლიან, თუ ადამიანები  თანაბარ  სოციალურ პირობებში იცხოვრებენ მოსალოდნელია, რომ ისინი უფრო დაუახლოვდებიან  ერთმანეთს და ერთად იშრომებენ საერთო სარგებლისათვის.

სოციალიზმი არის დადებითი ხასიათის იდეოლოგია, რომელიც  ეფუძვნება იდეალებს და ცდილობს შექმნას იდეალური სამყარო. თუმცა იდეალური და რეალიური საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც საბოოლოოდ სოციალიზმს გადააქცევს უტოპიურ იდეოლოგიად, რომლის იდეალიც მუდამ მიუღწეველი იქნება.

 

 

ნახვა: 3677

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters