რომაული ქალაქთმშენებლობა

      რომაულმა ცივილიზაციამ ისევე როგორც ყოფა-ცხოვრების სხვა სფეროში, მათ შორის არქიტექტურულ საქმიანობაშიც მნიშვნელოვან დაწინაურებას მიაღწია. მან კაცობრიობას უანდერძა არაერთი ახალი, რომაელთა ყოფა-ცხოვრებისთვის დამახასიათებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობის განსაკუთრებული სტილი. რომაულ ქალაქებს გააჩნდა საერთო სახე – ფორუმების, ტაძების, ბაზილიკების, ამფითეატრების და სხვ.

      მონუმენტური ნაგებობანი (ფორუმები) ფორუმი იყო საერთაშორისო ცენტრი, ფორუმების ახლოს აგებდნენ ტაძრებს, ბაზილიკებს, ტრიბუნებს ორატორებისათვის, ტრიუმფალურ თაღებს. რომში იყო რამდენიმე ფორუმი – რესპუბლიკური ფორუმი, ანუ რომანუმი. აქვე იყო სავაჭრო ადგილი. ძვ. წ. II ს-ში იგი იქცა სახალხო კრებების ადგილად, ხოლო იულიუს კეისრის დროიდან სახალხო კრებები იმართებოდა მარსის ველზე. ფორუმზე იყო იანუსის, დიოსკურების, ვულკანის, სატურნის, ვესტას ტაძრები. ძვ. წ. II ს. აიგო ემილიას ბაზილიკა, ხოლო ძვ. წ. I ს. ტაბულარიუმი (არქივი); სატურნის ტაძარში ისხდნენ კვესტორები, მიწისქვეშა ნაგებობებში კი სახელმწიფოს სამდივნო. ფორუმზე იყვნენ სენატორები, მათ შორის იულიუსის კურია, სადაც ძვ. წ. 44 წ. მოკლეს კეისარი. იულიუსის დროსვე დაიწყეს იულების ბაზილიკის აგება. კეისრის სიკვდილის შემდგომ, ფორუმზე, სადაც დაწვეს მისი სხეული, ააგეს კეისრის ტაძარი.

      უამრავი ნაგებობა იდგა რესპუბლიკურ ფორუმზე იმპერატორის ჟამს – ვესპასიანეს ტაძარი, ტიტუსის ტრიუმფალური თაღი, ანტონიანეს ტაძარი, კონსტანტინეს ტაძარი და ა.შ.

      ასევე იმპერატორები აგებდნენ თავიანთ ახალ ფორუმებს, განსაკუთრებით მდიდრული იყო ტრაიანეს ფორუმი – არქიტექტორ აპოლოდორის მიერ აგებული. ტრაიანეს ფორუმში შედიოდნენ ტრიუმფალური თაღიდან. მის მოპირდაპირედ იდგა იელპიას ბაზილიკა. იგი დაფარული იყო მოოქროვილი ბრინჯაოს ფოთლებით და ძეგლებით, ასევე ორი შენობა ლათინურ-ბერძნული ბიბლიოთეკებისა, მათ შორის ეკიდა ტრაიანეს 38 მ კოლონა. ტრაიანეს სიკვდილის სემდეგ. აზოში ააგეს ტრაიანეს ტაძარი. კედლებიც და იატაკიც ნაგები იყო ვარდისფერი მარმარილოთი. აქვე იყო 5-სართულიანი ბაზარი. საიმპერატორო პერიოდის რომში 8-ზე ნაკლები ფორუმი არ იყო. ქ. პომპეიში იყო 2 ფორუმი ე.წ. სამკუთხა და დიდი. დიდს გააჩნდა სწორკუთხა მოედანი; იუპიტერის ტაძარი და სხვა სახალხო ნაგებობები. სამკუთხა ფორუმმა მიიღო თავისი სახელი უცნაური ფორმის გამო, მის მოედანზე იდგა დორიული ტაძარი შადრვანით, თეატრით და გლადიატორთა სკოლით.

      ტაძრები მრავალი ნაგებობა აშენდა რესპუბლიკურ ფორუმზე იმპერატორების დროს. მათ შორის ვესპასიანეს ტაძარი და ტიტუსის ტრიუმფალური თაღი იუდეველთა ომში (ახ. წ. I ს.) გამარჯვების აღსანიშნავად. ანტონინე პიუსისა და ფაუსტინის ტაძრები, კენერისა და რომის ტაძრები (II ს.), რომულის ტაძარი და სეპტიმიუს სევერის თაღი სპარსელებთან ომში გამარჯვების აღსანიშნავად (III ს.), კონსტანტინეს ბაზილიკა (IV ს.) და სხვა.

      ამას გარდა, რესპუბლიკური ფორუმის სიახლოვეს იმპერატორები აშენებდნენ ახალ ფორუმებს. ჩვეულებისამებრ, ისინი წარმოდგენილნი იყვნენ სწორკუთხა მოედნით და ტაძრით. განსაკუთრებით მონუმენტური და მდიდრულად მორთული იყო ტრაიანეს ფორუმი, აგებული აპოლოდორე დამასკელის მიერ. იმპერატორების რომში მთლიანად რვა ფორუმი იყო. შედარებით მოკრძალებული ფორუმები იყო პრივინციულ ქალაქებში, მაგალითად, პიმპეიში იყო ორი ფორუმი, ე,წ, სამკუთხა და დიდი.

      რომაული ტაძრების დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს: ტაძრის წინა კვადრატული ან კვადრატთან მიახლოებული ფორმის ნაკვეთის არსებობა. მუდმივი ორიენტაციის არარსებობა ბერძნული ტაძრებისგან განსხვავებით. დიდი უმრავლესობა შესასვლელით ოერიენტირებულია აღმოსავლეთისკენ; სტილობატის ნაცვლად საფეხურებს ყოველი მხრიდან მაღალი პლატფორმა ჰქონდათ, ასევე კიბეები, რომელიც ერთი, შესასვლელის მიმართულებით იყო აშენებული. ზოგიერთ ტაძარს ფანჯარაც ჰქონდა. ტაძარს ირგვლივ ერტყა პორტიკებიანი.

      საბერძნეთის შეერთების შემდეგ რომაელებმა იწყეს ბერძნული ტიპის ტაძრების მშენებლობა. მეტად დამახასიათებელი იყო პროსტილი, ფსევდოპერიპტერი. ვხვდებით თოლოსებსაც. რომში კაპიტოლიუმის ბორცვზე იდგა იუპიტერის ტაძარი, მიძღვნილი სამი ღმერთისადმი: იუპიტერის, იუნონასა და მინერვას სახელზე.

      ბაზილიკები წარმოადგენდნენ შენობას, რომელიც იყო ადგილი საქმიანი შეხვედრებისათვის, კომერციული საქმიანობისათვის. აქ წყდებოდა სავაჭრო საქმესთან დაკავშირებული სასამართლო დავა. მოსამართლე და სხვ მაგისტრატები შენობის ერთ ნაწილში იყვნენ, აბსიდებში ან შემაღლებულ ნაწილში – ტრინუნალში. ყველაზე მეტად შემონახულია პომპეის ბაზილიკა დიდ ფორუმზე, აგებული ძვ. წ. II ს-ში.

      თეატრი პირველი ქვის თეატრი აიგო პომპეიში ძვ. წ. 59 წ. იტევდა 17000 კაცს. მანამდე აგებდნენ ხის თეატრებს. დასაჯდომები იგებოდა რელიეფის მიხედვით. ზემოდან გადაჭიმული იყო მზისა და წვიმისაგან დამცავი სქელი ნაჭერი. თეატრში ამატებდნენ მარმარილოს სავარძლებს, სენატორთათვის. პომპეის დიდი თეატრი აგებულია ჯერ კიდევ ელინიზმის ეპოქაში; ძვ. წ. I ს. თეატრს დაემატა გრძელი დერეფანი, რომელმაც დაიტია კიდევ 5000 მაყურებელი. პომპეის მცირე თეატრი აიგო ძვ. წ. I ს. მიმიკური წარმოდგენებისათვის. მას ჰქონდა მუდმივი გადახურვა და იტევდა დაახ. 1500 კაცს. ძვ. წ. I ს-ის ბოლოს, რომში ფუნქციონირებდა 3 ქვის თეატრი, მათ შორის ყველაზე დიდი იყო პომპეის თეატრი.

      რომაელთა სპეციფიკურ ნაგებობებს წარმოადგენენ ამფითეატრები – ნაგებობანი გარეულ ცხოველთა და გლადიატორთა სანახაობათა მოსაწყობად. ისინი მომდინარეობენ ძველი რომაული თეატრბიდან. ძვ. წ. 46 წელ იულიუს ცეზარმა მხეცების ბრძოლების მოსაწყობად ააგებინა ხის ამფითეატრი, ძვ. წ. 29 წელს. ავგუსტუსის დროს, რომში ჩნდება ქვის ამფითეატრი. ყველაზე მასშტაბური იყო ფლავიუსის ამფითეატრი, ანუ კოლოზეუმი აგებული I საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ტუფისა და ბეტონისაგან, აგურითა და მარმარილოი. გეგმაში ელიფსური მოყვანილობისაა, ზომები 156X188 მ, კედლის გარეთა სიმაღლეა 48,5 მ, არენას ზომებია: 54X86 მ. საფიქრებელია, რომ იტევდა 50 000 მაყურებელს.

      არენის ქვეშ მოწყობილი იყო სათავსოები ცხოველთა და გლადიატორთა მოსათავსებლად. პუტეოლაქის ამფითეატრის ზომები იყო: 190X44 მ, კაპუესი – 170X140 მ. პომპეის კი იტევდა 15 000 კაცს.. ოფიციალური გახსნისას ტიტუსის დროს (80 წ.) ზეიმი გრძელდებოდა 1000 დღე, რომლის დროს დაიკლა 9000 მხეცი.

      ცირკი ეტლების შეჯიბრი ცირკის არენაზე, იგი ჰგავდა ბერძნულ იპოდრომს. გააჩნდა ელიფსური არენა – მის ერთ მხარეს იყო თაღოვანი სათავსო ცხენებისათვის. ასევე კარებები ამარჯვებულთა საზეიმო გამოსვლისათვის. პუბლიკის ადგილი განთავსებული იყო სიგრძეზე. რმში 4-ზე ნაკლები ცირკი არ ყოფილა, მათ შორის ყველაზე დიდი იყო ცირკუს მაქსიმუსი – განთავსებული პალატინის და ავენტინის გორებს შორის. გაჩნდა 568 მ სიგრძის არენა, 80 მ. სიგანე. პლინიუსის მიხედვით ამ ცირკში იტეოდა 250 000 მაყურებელი, სხვა ავტორები კი 190 000 კაცს. დიდი ცირკის გარდა, იყო ასევე 3 ცირკი: ფლამინიების, ნერონის და მაქსენციის.

      ნავმასიები _ ხელოვნრი წყალსაცავების არეალი, სადაც იმართებოდა საზღვაო ბრზოლები მაყურებელთათვის. ძვ. წ. 46 წელს ცეზარმა ააგო პირველი ნაცმახია მარსის ველზე. ძვ. წ. II ს. ავგუსტუსმა ააგო ქვის ნავმასია – ტიბრის მარჯვენა ნაპიას და მოაწყო იქ ჩვენებითი ბრძოლები. შემონახულია ცნობა დომიციანეს მიერ I ს. ნავმასიის აგებისა, ასევე ფილიპე არაბის მიერ 247 წელს.

      სტადიონები ათლეტური შეჯიბრებებისათვის, გლადიატორთა ბრძოლებისათვის აიგო მარსის ველზე ცეზარის და ავგუსტუსის მიერ. ისინი ბერძბულის ანალოგიური, მაგრამ საიმპერატორო პერიოდში კი სპორტული კი სპორტული შეჯიბრებების პოპულარობა ეცემა.

      თერმები – ესაა სახალხო აბანოები, რომელშიც შედის ბაღები, სპორტული მოედნები. თერმებს გააჩნდათ ცივი წლის სათავსო – ფრიგიდიუმი; ცხელი წყლის – კალდარიუმი,

      თბილი წყლისათვის – ტეპიდარიდარიუმი. ამას გარდა იყო გასახდელი ოთახი – აპოდიტერიუმი, ოთახი მასაჟისათვის, ეზო გიმნასტიკური ვარჯიშებისათვის. თერმები თბებოდა ჰიპოკაუსტებით. ცხელი ჰაერი გადიოდა იატაკქვეშ, ასევე კედლებში კერამიკის მილებით. ბინძურ წყალს უშვებდნენ კანალიზაციაში. ძვ. წ. III ს. აბანოები იყო ნაკლებად მოწყობილი. პომპეის ყველაზე ძვ. თერმები იყო სტაბიევები – ქალთა და მამაკაცთა აბანოები, საერთო საპირფარეშო. ასევე იყო ორი სხვა აბანო – ცენტრალური და ფორუმის თერმები. რომში IV საუკუნეში იყო 11 საიმპერატორო თერმა და 800 საერთო აბანო. ყველაზე დიდია კარაკალების თერმები (12 ჰა), რომელიც იტევდა 1500-ზე მეტ ადამიანს. მთავარი შენობა იკავებდა 216X112 მ. ჰქონდა სტადიონი. იყო წყალგაყვანილობის სრული სისტემა. იყო სხვა ცნობილი აბანოები: ფრიგიდარია და ტეპიდარია, კალდარია. უფრო გრანდიოზული იყო დიოკლეტიანეს თერმები – იტევდა 3000 ადამიანს. მასში იყო ბიბლიოთკა, ტრაიანეს ფორუმიდან გადმოტანილი.

      თერმებში ატარებდნენ მთელ დღეებს, იქ ნიშნავდნენ შეხვედრებს და ა.შ.

      ბიბლიოთეკები _ ჰერკულ. აღმოჩენილ პიდარი ბიბ ლიოთეკით იტევდა დაახ. 1860 გრაგნლს ფილოსოფოსის ნაშრომებით. III ს. იმპერატორ გორდიანეს უმცროსის დროს იყო 62 000 გრაგნილი. პირველი, სახალხო ბიბლიოთეკა აიგო ძვ. წ. 39 წელს აზიმუს პოლინის მიერ. ძვ. წ. 29 წელს ავგუსტუსმა ააგო ბიბლიოთეკა პალანტინის მთაზე. მოგვიანებით საერთაშორისო ბიბლიოთეკას აგებენ – ტიბერიუსი, ვესპასიანე, დომიციანე და ა.შ. რომში IV ს. ითვლიდნენ 28 სახალხო ბიბლიოთეკას. ეფეოსში ბიბლიოთეკა აიგო 135 წელს. მისი სიგანე იყო 25 მ. გაჩნდა კიბე, ეზო და დარბაზი (10,92X16,72 მ) ხელნაწერი ინახებოდა კედლის ნიშებში. ფასადი აღწევდა 16 მ. იგი არ ჩამოუვარდებოდა ტიმგადას (ალჟირი) ბიბლიოთეკას).

      ტრიუმფალური თაღები _ თავიდან იგებოდა ტრიუმფატორთათვის. მიდიოდა ტრიუმფალური პროცესია. იგებოდა ქვისაგან, რელიეფებით და სკულპტურებით. ხშირად იყო ერთთაღოვანი, ასევე სამთაღოვანებიც (იშვიათად ოთხთაღოვანი), ერთთაღიანია ტიტუსის თაღი _ რესპუბლიკის ფორუმზე (5,33 მ სიგანე). მის თავზე იდგა იმპერატორის ბრინჯაოს ქანდაკება. სამთაღოვანია სეპტიმუს სევერისა, იმპერატორის ლაშქრობის ამსახველი პართა-არაბებზე. ასევე კონსტანტინეს თაღი (315 წ.). მისი გამარჯვება აღსანიშნავია მაკსენცისთან. ოთხთაღოვანი თაღებით აფორმებდნენ გზაჯვარედინებს.

      ქუჩები ყველაზე ფართო არსიტოკრატიული ქუჩა პომპეიში ე.წ. მერკურის ქ. (10 მ) სტაბიას და ნოლანის ქუჩების სიგანეა 6,3 _ 8,6 მ. ოსტოს მთავაი ქ. სიგანეა 9 მ. რომში ქ. სიგანე არ აღემატებოდა 4,5 – 5 მ. წმ. გზა, რომელიც გადიოდა ფორუმიდან იყო 6,5 მ. ქუჩების მოპირკეთება დაიწყეს ძვ. წ. II ს. ფილები მჭიდროდ იყო ჩალაგებული.

      წყალგაყვანილობა და კანალიზაცია _ პომპეიში ნაპოვნია 21,75 – 98,25 მეტრის ჭები. კერძოც და საერთოც. რომში პირველი წყალკანალი გაიყვანეს 313 წელს (ძვ. წ.) პომპეიში ძვ. წ. I საუკუნეში წყალი მოჰქონდათ აკვიდუკიდან. იყო კოშკურები, სადაც წყალი იფილტრებოდა და მილებით ნაწილდებოდა სახლებში. წყალგამტარი მილები პომპეიში ნაკეთია კალოს ფირფიტებისაგან, მოღუნული და ერთმანეთზე შედუღებული (0,16X0,22 მმ) სისქე (0,02 მ). პომპეის მდიდრულ ვილებში იყო შადრევნები. მთავარი მიწისქვეშა კანალი ქვის თაღით _ ცლოახა მახინა, რომში – იგი გადიოდა რომში, მდ. ტიბრზე. იყო საერთო საპირფარეშოები თერმებთან, თეატრებთან, ფორუმებზე. საპირფარეშოებს გააჩნდათ მარმარილოს დასაჯდომები, გაფორმებული იყო ძეგლებით, გრაფიკებით. მაგ.: პომპეის საპირფარეშო ეს არის სწორკუთა ოთახი, რომლის კედლის გასწვრივ არის 2 მეტრის სიგრძის მილი, რომელზეც მიერთებულია სავარძლები, საიდანაც ძლიერი წყლის ნაკადს გაჰქონდა სიბინძურე.

      ქალაქები რომი აღმოცენდა ძვ. წ. VIII-VII სს-ში მდ. ტიბრზე (ზღვის დონიდან 20 კმ). რამდენიმე დასახლების შერწყმით – პალანტინის, ესკვილინის და კვარინალის ბორცვზე. ბორცვი ძირში დაახ. 525 წელს აგებული სახლების და სასაფლაოს ტერიტორიაზე იყო დასახლება – კასტელი. ძვ. წ. VI ს. აიგო ქვის დამც. კედელი. ტარკვინიუსს მიაწერენ კლოაკი მაქსიმას ნაგებობის აგებას. ფორუმის ამაღლებულ ნაწილს ეწოდება კომიცია, სადაც იმართებოდა შეკრებები. იქვე იყო კურია, ტრიბუნა და კათედრა. ფორუმის მეორე მხარეს იყო სამეფო რეზიდენცია, ვესტას ტაძარი და ვესტალიების საცხოვრისი, ქალაქს არ ჰქონდა ერთიანი გეგმა. ქუჩები იყო დახვეული, ვიწრო. ინტენსიურ შენება დაიწყო ძვ. წ. V ს. კაპიტოლიუმის ბორცვიდან აიგო სატურნის ტაძარი, პალატინზე – იუპიტერის ტაძარი და სხვა მრავალი ტაძარი. ძვ. წ. II ს. რომში აგებენ ახალ ტაძრებს, ბაზილიკებს, თეატრებს, ცირკებს. რომის იმპერატორები ცდილობდნენ პოპულარობის მოპოვებას ხალხში, იწყეს ქალაქის მართვა. ავგუსტუსმა ააგო ახალი ნაგებობანი, ნერონმა მოაწყო ხანძარი და ხელახლა ააგო თავისი გემოვნებით იგი. გადმოცემით რომში იყო 400 მოედანი უზარმაზარი ნაგებობები, შესანიშნავი ფორუმები. უბრალო ხალხის საცხოვრისები იდგა არაკეთილმოწყობილ სახლებში, ბინძურ რაიონებში, რომელიც მუდამ ხანძარსაშიში ზონა იყო.

      პომპეი განთავსებულია ქ. ნეაპოლის ახლოს. მისი ისტორია იწყება ძვ. წ. VIII საუკუნეში. ძვ. წ. VI საუკუნეში იგი შედის კამპანიის ბერძნულ საქალაქო ნაკრებში. ქალაქს ძვ. წ. VI-V სს-ში არ გააჩნდა რეგულარული დაგეგმარება; ძვ. წ. V ს-ის ბოლოს ქალაქი დაიპყრეს სამნიტებმა, ამ დროს ქალაქის ზომა იზრდება, იგება აპოლინის ტაძარი, იცვლება მშენებლობის სისტემა. ძვ. წ. II საუკუნეში ტული იქცა ძირითად სამშენებლო მასალად. ძვ. წ. 80 წელს პომპეი დაიპყრო რომმა და მიიღო სახელი _ `ცოლინია ცორნელია ვენარია~ პომპეიში იყო 2 ფორუმი, გლადიატორთა სკოლა, 2 თეატრი, ტაძრები და ა.შ. საცხოვრებელი სახლებიდან თვალსაჩინოა – ვილა მისტერია, არიეტის, ლაბირინთის, ფავნის, ქირურგის სახლები. 79 წელს ვეზუვიის ამოფრქვევისას როცა ქალაქი დაიფარა ლავით, მისი არსებობა დაივიწყეს. XVII ს-ში იპოვეს ქალაქის ნაშთები. 1748 წელს დაიწყო გათხრები, ხოლო რეალური არქეოლოგიური სამუშაოები 1863 წელს ჯ. ფიორელის ხელმძღვანელობით.

ნახვა: 2480

ბლოგ პოსტები

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Qwelly World

free counters