ზოგადი დახასიათება

       XIს. შუა წლებიდან ევროპის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. წარსული პერიოდი ბარბაროსთა გადაადგილებებით გამოწვეული არეულობებით ხასიათდებოდა. შემდგომ მოხდა მათი დასახლებებად გაერთიანება და საბოლოოდ ისეთ იმპერიებად გადაქცევა, როგორიც იყო კაროლინგთა თუ ოტონთა `იმპერიები, რომელთაც თავიანთი სულიერი თუ პოლიტიკური ფესვები გააჩნდათ რომის იმპერიის წიაღში. ლათინური კულტურა და ტრადიციები კვლავ შენარჩუნებული იყო და მათ პატივსაც სცემდნენ, თუმცა შუა საუკუნეების ადამიანები არ იყვნენ რეტროსპექტულები. ისინი ცდილობდნენ ახლებურ აზროვნებას და განვითარების ახალ მიმართულებებს ეძებდნენ.კაროლინგთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, როცა ოტონთა მემკვიდრეებმა იტალიასთან და გერმანულ საგრაფოებთან კავშირების შეზღუდვა დაიწყეს, ფეოდალურმა პოლიტიკურმა დიდმა თუ მცირე ერთეულებმა ძველ ფრანკთა და საქსონთა იმპერიების შიგნით თუ გარეთ საკუთარი ინტერესები წამოწიეს წინ და განვითარების საკუთარ გზას დაადგნენ. ქრისტიანული ეკლესია და ფეოდალიზმი მათ თანმიმდევრულობას განაპირობებდა. თუ რამე საერთო ჰქონდათ ბარაბაროსთა შთამომავლებს, ყველაზე მეტად ეს იყო ქრისტიანობა და ფეოდალიზმი, რომელსაც თავისი საწყისები ჰქონდა ბარბაროსულ წეს-ჩვეულებებში და გვიან რომაულ ინსტიტუციებშიც სტაბილურობას იცავდა, მაგრამ ეს იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმართებაში ანტაგონისტური, ლოკალური ხასიათის სტაბილურობა.არსებითად ფეოდალიზმი იყო ეკონომიკური სისტემა, რომელსაც თან სდევდა ადამიანთა შორის რთული ურთიერთობები, ვალდებულებები, მიწის საკუთრებაზე დამყარებული სამასახური: მაგალითად ზოგი ფლობდა მიწის ნაკვეთს, რომლის საფასურს ხშირად სამხედრო სამსახურით იხდიდა. ფეოდალური ვალდებულებები განსაზღვრავდა იერარქიას ზევიდან ქვევით, ბატონიდან ვასალამდე, საზოგადოების უფრო დაბალ სოციალურ ფენამდე, ყმამდე, რომელიც მიწას იყო მიჯაჭვული და უსიტყვოდ ემორჩილებოდა ბატონს.  ბატონები თუ დიდებულები ყმებს ისაკუთრებდნენ სხვადასხვა გზით _ ან ერთმანეთისაგან ან მეფისაგან. ბევრი მათგანი იმდენად დიდ მიწათმფლობელად იქცა, რომ მეფის წინაშე ვალდებულებებსაც კი იგნორირებას უკეთებდა. მათი ძირითადი დრო გაუთავებელ ომებში გადიოდა ახალი მიწების მოსაპოვებლად ან არსებულის დასაცავად. კედლებითა და თხრილებით გარშემორტყმული ციხე-სიმაგრეები და სასახლეები მათი ძლიერების სიმბოლო იყო. ამჟამად ევროპის ქვეყნებში მიმოფანტულ ციხე-სიმაგრეთა ნანგრევები თანამედროვე მნახველებს იმ დროში აბრუნებს, როცა ხელისუფლება იყო პერსონალური და აბსოლუტური.
რომანული პერიოდის ბარონი თუ რაინდი გერმანელი გმირის ჰეროიკული ტრადიციისამებრ იყო თავდადებული, გამომწვევი და ამაყი. მიუხედავად ამისა, ქრისტიანობიდან გამომდინარე, მას არ ახასიათებდა ადრეულ საქსონთა და ნორმანთა ბარბაროსული ფატალიზმი და მხოლოდ ბრძოლაში გამარჯვების პატივზე არ ოცნებობდა. მისი მთავარი მიზანი იყო მარადისობა სამოთხეში. ეს იყო არისტოკრატული, მსხვილი მემამულეების ურყევი მრწამსი, მათი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ჯვაროსნობას და შეინარჩუნეს ფეოდალური სისტემა.

       მონასტიციზმი, რომელმაც პიკს ფეოდალიზმთან ერთად მიაღწია, უზრუნველყოფდა სამყაროდან განცალკევებას, სულის გადარჩენის გარდაუვალობას და განათლების მიღების საშუალებებს. მონასტიციზმის ისტორია ადრე შუა საუკუნეებში დაიწყო. არსებითად ეს იყო რეფორმათა განვითარების რიგი. მონასტრები იზრდებოდა და ძლიერდებოდა, რამდენადაც სულის გადარჩენის, ხსნის გარანტიას მონასტიციზმი იძლეოდა. რეფორმები დაედო სათავედ ახალი ორდენების ჩამოყალიბებას. ორი დიდი რომანული ორდენი _ კლუნისა და ცისტერციანთა ორდენები იყო. პირველი, რომელიც განსაკუთრებით მფარველობდა ხელოვნებას, ადრეულ Xს. დაარსდა და მთავარი სააბატო კლუნიში ჰქონდა. ოტონელ იმპერატორთა მხარდაჭერით წახალისებული, ის მხოლოდ რომის პაპს ემორჩილებოდა. კლუნის ორდენის ევროპის ტერიტორიაზე მიმოფანტული უამრავი მონასტერი ჩამოყალიბდა, რომელიც ფეოდალიზმის დეცენტრალიზაციის ტენდენციისაგან განსხვავებით მკაცრად ცენტრალიზებული იყო. კლუნის რეფორმამ, რომელიც ემყარებოდა წმ. ბენედიქტეს პრინციპების ლიბერალურ ინტერპრეტაციას, გავლენა მოახდინა ინტელექტუალურ საქმიანობაზე, მუსიკის სწავლებაზე და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებაზე. კლუნის ორდენის ძლიერებამ და დიდმა რესურსებმა ცისტერციანული ორდენის აღმოცენებას შეუწყო ხელი, რომელიც ასევე სწრაფად აღზევდა. ეს ახალი რეფორმა აქცენტს აკეთებდა ფიზიკური შრომის ღირსებაზე და ყოველგვარი ადამიანური ფუფუნების უარყოფაზე. ამდენად, მონასტიციზმისა და ფეოდალიზმის გამარჯვების საფუძველზე საზოგადოების ფეოდალური განლაგება, მკაცრად განსაზღვრულ სეპარატისტულ კლასებად დაყოფა რელიგიურად სანქცირებული გახდა. ამგვარი ერთიანობის მიუხედავად კონფლიქტი მაინც არსებობდა პაპებსა და ფეოდალურ პრინციპებს შორის არა იმის გამო სამართლიანი იყო თუ არა ფეოდალური სისტემა, არამედ ერთი საკითხის გარშემო _ ვინ იყო უმაღლესი ხელისუფალი. მომლოცავ ხალხთა (პილიგრიმების) დაუსრულებელი გადაადგილება უამრავ წმინდა ადგილებში და ჯვაროსნული ლაშქრობები (პირველი ორი სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა) იწვევდა ათასობით ადამიანის გადაადგილებას დასავლეთი ევროპიდან წმინდა მიწისაკენ. პილიგრიმობა (სალოცავად სიარული) შუა საუკუნეების ქრსტიანობისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო. შორეულ წმინდა ადგილებში მოგზაურობა, სადაც პატივით იყო დაცული წმინდანის ნაწილები, ჩვეულებრივ მონანიების აქტად მიიჩნეოდა, რაზეც დამოკიდებული იყო მომლოცველის ხსნა. რომის გარეთ, დასავლეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წმინდა ადგილი იყო სანტიაგო დე კომპოსტელა ესპანეთში. იმ მშფოთვარე პერიოდში, როცა მოგზაურობა უკიდურესად სახიფათო იყო, ეს იყო ერთგვარი მოვალეობაც და იმედიც ათასობით მომლოცველისთვის. ჯვაროსნობა შეიძლება ითქვას იყო პილიგრიმთა სამხედრო ექსპანსია. მომლოცველები და ჯვაროსნები დაკავშირებული იყვნენ საერთო აღთქმით და არა მარტო ცოდვების მიტევებას და მარადისობის მოპოვებას იმედოვნებდნენ, არამედ ადიდებდნენ ღმერთს და ეკლესიის ძალაუფლებას აფართოებდნენ. სწორედ ჯვაროსანთა ლაშქრობების შედეგი იყო ეკლესიის, როგორც ხალხის წინამძღოლის დაფუძნება და ახლო აღმოსავლეთის სავაჭრო ცენტრებთან საქმიანი ურთიერთობების განახლება. პიზის გემებს წმინდა მიწაზე მიჰყავდათ ჯვაროსანთა ბარონები და უკან მათ ძვლებს აბრუნებდნენ. პიზელები აყვავდნენ ისევე, როგორც იმ ქალაქების ბურგერები, რომელთაც ჯვაროსნები უკან ტოვებდნენ და რომელთაც აძლევდნენ თავისუფლების ქარტიებს მათი ლაშქრობების დაფინანსების სანაცვლოდ. ამგვარად ჯვაროსნები ქმნიდნენ დამოუკიდებლობის ქვედინებებს: ქალაქები იღებდნენ ქარტიებს და ვაჭრებისა და ხელოსნების საშუალო კლასი იქამდე იზრდებოდა, რომ ფეოდალისა და დიდი მონასტრების ძალაუფლებას ქედს აღარ უხრიდა. ქალაქების მზარდი კულტურა ცოცხლად ითვისებდა ახალ იმპულსებს საზღვრებს გარედან. კომერციული გზებით, რომლებიც ხშირად იდეების არტერიები ხდებოდა, ევროპაში ახალი განათლება შედიოდა. ისეთი დესტრუქციული ძალა, როგორიც ჯვაროსნები იყვნენ ახლებურად ჭვრეტდნენ ბერძნულ მეცნიერებას და ფილოსოფიას ისლამთან კონტაქტის საშუალებით, რომელმაც გაცილებით ადრე მოახდინა ბერძნული კულტურის ასიმილირება. საუკუნის განამავლობაში კაროლინგთა და ოტონთა შედარებით შეზღუდული ცოდნაგაფართოვდა. სწორედ ცოდნის ამ მარაგის შედეგი იყო რენესანსის აღმაფრენა სანამ XVIს არ დადგა არჩევანის დრო წარმართულ და ქრისტიანულ წარსულს შორის. ამ `აღმოჩენილი~ სამყაროს კონტექსტშიLუნიკალურ, თუმცა საშინელი წარსულით დაჩრდილულ XI_XIIსს ხელოვნებას ეწოდა რომანული. ეს ტერმინი პირველად XIXს გამოიყენეს, რადგან მიიჩნიეს, რომ აღნიშნული პერიოდის შენობები ნახევრწრიული თაღებით, მძიმე კედლებით წააგავდნენ ანტიკური რომის შენობებს, სწორედ ისე, როგორც რომანული ენა _ ლათინურს. თუმცა რომანული სტილი თავისი განვითარების ორი საუკუნის მანძილზე სხვადასხვა პროვინციაში საკმაოდ განსხვავდებოდა. ამჟამად არქიტექტურის ისტორიკოსები რომანულ არქიტექტურას განიხილავენ როგორც ერთიან, დასრულებულ სტილს და არა, როგორც გოთიკის არასრულყოფილ წინამორბედს. სენტ სერნენის ტაძარი ტულუზაში იმ ძირითადი თვისებების მატარებელია, რაც რომანულ შენობებს ახასიათებს: მასიური გარეგნობა, მარტივი გეომეტრიული ფორმები პარალელეპიპედები, კუბები, ცილინდრები, ნახევარცილინდრები. მთავარი მოცულობები შემოფარგლულია საყრდენი ბოძებით და სვეტებით. ექსტერიერის კედლების სახე, რომელიც ოტონთა პერიოდში იყო სადა და `მოურთავი, ახლა ინტერიერის სტრუქტურულ ორგანიზაციას შეესატყვისება. გამოცოცხლებული, წინათ უსახური კედლების ზედაპირები მოასწავებდა გოთიკური არქიტექტურის სტრუქტურულ ნახევარგამჭვირვალობას,

       რელიგიური თუ კომერციული მიზნებით ხალხის მოგზაურობის ახალმა საჭიროებამ თუ მოთხოვნამ ახალი არქიტექტურა შექმნა. სამშენებლო გაქანება, რაც შუა საუკუნეების აკვიატებად იქცა, კარგად შენიშნა XIს. ბერმა რაულ გლაბერმა, რომელიც წერდა: `მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იტალიასა და გალიაში ბაზილიკების განახლება მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი რაოდენობა კარგად იყო დაფუძნებული, თითოეული ქრისტიანი ცდილობდა კიდევ უფრო დიდებული ტაძარი აღემართა, თუმცა ამის აუცილებლობა არ იყო. თითქოს მთელმა დედამიწამ ყველაფერი ძველი მოიშორა და ეკლესიათა თეთრი მანტიით შეიმოსა. გლაბერს არ აღუნიშნავს, რომ ამ სამშენებლო ბუმის ერთ-ერთი მიზეზი XI ს-ში შესაძლებელია ყოფილიყო ღმერთისადმი მადლობის შეწირვა იმის გამო, რომ მილენიუმმა (1000წ.) არ მოიტანა სამყაროს დასასრული, რისი შიშიც არსებობდა.დიდი სამშენებლო გაქანება გამოიწვია არა მარტო მომლოცველობამ ან ჯვაროსნობამ ან ქალაქების ზრდამ, არამედ ჩრდილოელ ბარბაროსთა მიერ განადგურებული შენობების აღდგენის აუცილებლობამ. არქიტექტორების მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ისეთი ნაგებობების შექმნა, რომელთაც ექნებოდათ დიდი რაოდენობის ადამიანთა შეკრებისათვის შესაბამისი სივრცე (გამომდინარე დანიშნულებიდან). ამასთან ერთად შენობა უნდა ყოფილიყო სოლიდური, ცეცხლგამძლე, კარგად განათებული და სათანადო აკუსტიკით უზრუნველყოფილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მშენებლებისთვის ცეცხლგამძლე შენობების აგება, რადგან წინარომანულ ეპოქაში ხის სახურავიანი შენობები ხშირად ნადგურდებოდა ხანძრის გამო. ამდენად ახალი ტაძრები უნდა გადახურულიყო ქვის მასალით, რაც რომანული არქიტექტურის კონსტრუქციების შექმნის წინაპირობად იქცა.

 

 

ნახვა: 1799

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters