ლიბერალიზმი როგორც მოძღვრება პირდაპირ არის დაკავშირებული ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის სახელთან რადგან მან წამოაყენა სახელმწიფოს მმართველობის მოდელი და ლიბერალიზმის ფუძემდებლად ის მოიაზრება, ლოკის სახელს უკავშირდება ფსიქოლოგიის როგორც ემპირიული მეცნიერების ჩამოყალიბება, მას ასევე ბევრი სხვა დამსახურებები მიეწერება პილიტიკაში თუ სხვა სფეროებში.
სიტყვა „ლიბერალი“ ( liber ) ლათინური სიტყვაა და თავისუფლებას ნიშნავს. ტერმინი ლიბერალური მეთოთხმეტე საუკუნიდან დღემდე ფართოდ გამოიყენება,თუმცა ამ ტერმინმა საკუთარი არსებობის მანძილზე უამრავი სხვადასხვა მნშვნელობითი დატვირთვა მიიღო. თავდაპირველად ეს ტერმინი აღნიშნავდა ადამინთა კლასს, რომლებიც არ იყვნენ ყმები და არც მონები, ლიბერალები იყვნენ თვაისუფალი მოქალაქეები. პოლიტიკური დატვირთვა ლიბერალიზმმა გაცილებით გვიან, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყოსსში, მიიღო.
ლიბერალები არიან ადამიანები ვინც თავს ინდივიდუალურად თავისუფლად მიიჩნევენ , ვინც ქმნის ღია და შემწყნარებლურ საზოგადოებას, რომლის წევრებიც თავისუფლად ირჩევენ საკუთარ იდეებსა და ინტერესებს, გარედან მინიმალური ჩარევის გზით.ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც შეზღუდულია სახელმწიფო ხელისუფლება და მისი ფუნქცია მინიმუმამდეა დაყვანილი. ლიბერალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებია: საზოგადოების ყოველი წევრის პირადი თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა, არჩევნებისა და გაერთიანებების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება, ეკონომიკური თავისუფლება, საბაზრო ეკონომიკა და სხვა.
ლიბერალიზმმა პოლიტიკური დატვირთვის შეძენა დაიწყო შუა საუკუნეების ევროპულ საზოგადოებაში. ლიბერალები გამოდიოდნენ ამ დროს გაბატონებული რელიგიური კუთვნილებისა და სოციალური წყობის წინააღმდეგ, რომელშიც პიროვნების სოციალური სტატუსი განისაზღვრებოდა არა საკუთარი შესაძლებლობებით, არამედ დამოკიდებული იყო მის ან მისი მშობლების სტატუსზე. იმ სოციალური წყობის წინააღმდეგ, სადაც ადამიანები უბრალოდ იბადებოდნენ დიდგვაროვნებად, თავისუფალ მეთემეებად, ყმებად და მათ არ გააჩნდათ „ღვთითმომადლებული ბუნებრივი უფლებები“ და თანასწორუფლებიაობა.
ლიბერალიზმის იდეების აღზევებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი XVI საუკუნის პროტესტანტულმა რეფორმაციამ. ადამიანები სულ უფრო ხშირად ილაშქრებდნენ ავტორიტეტების, ტრადიციებისა და დოგმების წინააღმდეგ. თუმცა ნაბიჯი ინდივიდუალური შეგნებიდან ინდივიდუალური თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ არ იყო გადადგმული. ეს ნაბიჯი გადაიდგა XVII და XVIII საუკუნეებში, განმანათლებლობის ხანაში. აქ ლიბერალიზმმა შეიძინა კიდე ერთი მახასიათებელი, მოხდა მისი ეკონომიკური კუთხით გააზრება და დაიწყო კაპიტალისტური იდეების განვითარება. კაპიტალისტური იდეების ერთერთი ყველაზე დიდი დამცველი იყო განმანათლებლობის მოძრაობის წევრი ადამ სმიტი, რმელმაც თავის ნაშრომში „ ერების სიმდიდრე“ ლიბერალიზმის პრინციპებზე დაფუძვნებული ეკონომიკური პოლიტიკას უწოდა ყველაზე შედეგიანი და ყველაზე სამართლიანი პოლიტიკა.
დღეს ლიბერალისტური შეხედულებები ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში და წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნების მთავარ იდეოლოგიას. უამრავ ქვეყანაში ლიბერალიზმმა თავისი განსაკუთრებული ადგილი და დატვირთვა შეიძინა, ოცდამეერთე საუკუნეში ლიბერალიზმი წამყავი პოლიტიკური იდეოლოგიაა, თავისი უამრავი უნიკალური ნაზავით მსოფლიო, ქვეყნების მასშტაბით.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•