მსოფლიო წესრიგი

   გლობალიზაციის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი საერთაშორისო სისტემის სტრუქტურისა და მსოფლიო წესრიგის ძირეული ცვლილებაა. ცივი ომის შემდგომი მსოფლიოსაგან როგორც საერთაშორისო ურთიერთობის აქტორების ურთიერთდამოკიდებულების ხასიათით, ისე ძალთან ძალთა განაწილებისა და ერთმანეთთან კავშირების ფორმების თვალსაზრისით.

   საერთაშორისო სისტემის ოსტორიული ანალიზი ახალ და უახლეს ისტორიის პერიოდში იძლევა საშუალებას გამოვყოთ საერთაშორისო სისტემის განვიტარების რამდენიმე ეტაპი :

1.ვესტფალიის სისტემა (1648წ.) რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების ფატობრივად ერთადერთი აქტორებად ერი-სახელმწიფოები  აქცია. შეცვალა რა ამით მანამდე არსებული აქტორები (ეკლესია,დინასტიები,ქალაქები და ა.შ.) ეს  სისტემა დღემდე უცვლელი იყო რადგან სახელმწიფოები წარმოადგენდნენ (და უმრავლესობის აზრით დღესაც  წარმოადგენე) საერტაშორისო ურთიერთობის თუ ერთადერთ არა, მთავარ  აქტორებს მაინც. რაც შეეხება გეოპოლიტიკურ  წესრიგს ამ სისტემით დაკანონდა გერმანიის დაქუცმაცებულობა და საფრანგეთის წამყვანი როლი ევროპის კონტინენტზე, შემდგომი ინგლისის გაძლიერებამ და 18_ე საუკუნეში მის აშკარა ჰეგემონად ქცევამ ხოლო საფრანგეთის  მიერ პოზიციების დაკარგვამ გამოიწვია ახალი დაპირისპირება (ნაპ;ოლეონის ომები) რამაც ახალ საერთაშორისო სისტემას დაუდო სატავე.

  2.ვენის სისტემამ (1815წ.)  ძირეულად შეცვალა ევროპის პოლიტიკური რუკა. ჩამოყალიბდა ძალთა ახალი წონასწორობა ინგლისის აშკარა ჰეგემონობის ქვეშ. პირველხარისხოვან სახელმწიფოებად  იქცა ავსტრია და პრუსია. სულ გერმანულ სახელმწიფოთა რაოდენობამ 38 შეადგინა (ნაცვლად 300_ისა ვესტფალის წესრიგით)  ერთიანი გერმანული ლიტერატურული ენისა და საერთო ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებამ საფუძველი დაუდო გერმანული სახელმწიფოების გაერთიანების პროცესს. ჩრდილოეთ იტალიის, ავსტრიის ხელში გადასვლამ ბიძგი მისცა იტალიის  ავსტრიის  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (რისორჯიმენტო) დაწყებასა და იტტალიის გაერთიანებას. გერმანიის გაერთიანებამ და ერთიანი იტალიის სახელმწიფოს შექმნამ, აგრეთვე ოსმალეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიებში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მნიშვნელოვნად შეცვალა შეცვალა ძალთა ბალანსი რამაც ახალი დაპირისპირება გამოიუწვია და  კაცობრიობა  პირველ მსოფლიო ომამდე.

  3.ვერსალის სისტემა(1919) ახალი გეოპოლიტიკური  წესრიგის მაუწყებელი იყო ევროპაში. რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჰეგემონობა უნდა განემტკიცებინა, ხოლო გერმანია ფაქტობრივად მეორეხარისხოვანი სახელმწოფოს მდგომარეობაში დაეტოვებინა. ამასთან ერთად მისი კოლონია გამარჯვებული ქვეყნების ხელში გადადიოდა.  გერმანიასა და რუსეთს შორის იქმნებოდა ახალი ბუფერული სახემწიფოები, როგორც რუსეთ-გერმანიის შესაძლო დაახლოების (კონტინენტური ბლოკი) ერთგვარი წინაღობა. მნიშვნელოვანი სიახლე იყო უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის ერთა ლიგის შექმნა, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი უნდა ყოფილიყო მსოფლიოში, ვერსალის სისტემა ძალიან მმყიფე და უტოპიური იყო და ამიტომ მხოლოდ 20 წელი იარსება. გერმანიაში ნაციზმის გამარჯვებამ იტალიაში ფაშისტურმა  დიქტატურამ და იაპონიის მილიტარიზაციამ ერთა ლიგა ფიქციად აქცია  ხოლო კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა.

  4.იალტა-პოტსდამის სისტემა(1945წ.) მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეალობის ოფიციალური დადასტურება იყო. მსოფლიო ორ ბანაკად გაიყო, რომლებსაც სატავეში ორი ზესახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ედგა, პირველად ისტორიაში მსოფლიო პოლიტიკის მამოძრავებელი ძალები ევროპის ფარგლებს გარეტ არმოჩნდნენ, დაიწყო ცივი ომის ხანა და სისტემამ მკვეთარად გამოხატური ბიპოლარული ხასიათი მიიღო, 50_იანი წლების შუა ხანებამდე იგი ხისტ ბიპოლარულ სისტემას წარმოადგენდა, შემდეგ კი  (როცა მიუმხობელ ქვეყანათა ჯგუფი ჩამოყალიბდა, ჩინეთი განუდგა საბჭოთა ბანაკს. ხოლო გაერთიანებული ევროპის იდეა თანდათანობით რეალური გახდა) იგი რბილ ბიპოლარულ  სისტემად იქცა. 80-90_იანი წლების მიჯნაზე საბჭოტა კავშირში განვიტარებულ მოვლენებს სოციალისტური სისტემისა და თვით საბჭოთა კავშირის დაშლა მოყვა. რამ იმის მაუწყებელი იყო რომ ცივი ომი დამთავრდა და იალტა-პოტსდამის სისტემამ არსებობა შეწყვიტა.

   ამჟამად მსოფლიო ახალი გეოპოლიტიკურ ტრანზიციაშია, ყველა სხვა წინა სისტემებისაგან განსხვავებით იალტა-პოტსდამის სისტემა ომის შედეგად არ დამტავრებულა და არც სამშვიდობო ხეკშეკრულებას განუზაზღვრავს ძალთა ახალი წონასწორობა. ამიტომ ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამეა. ცივი იმის შემდგომი პრიოდი ძირეულად გასხვავდება წინა პერიოდებისაგან. ეროვნული სახელმწიფოს როგორც საერთაშორისო უერთიერთობის  აქტორის როლი მცირდება.  გლობალიზაციამ მოიტანა ტრანსნაციონალური სუბიექტების და სამოქალაქო სექტორის როლის სწრაფი ზრდა. ბევრი მკვლევარი ფიქრობს რომ იცვლება ვესტფალის სისტემის ძირიტადი იდეა ანუ სახელმწიფო კარგავს თავის მნიშვნელობას საერთაშორისო სისტემაში. სწორედ ამიტომ დიდ ინტერესს იწვევს ის მოვლენები რომლებიც საერთაშორისო სისტემისთვის და მსოფლიო წესრიგისთვის არის დამახასიათებელი გლობალიზაციის ეპოქაში. 

სპეციალურად: www.Qwelly.com _ისათვის

ნახვა: 1222

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters