ირლანდიელი პოლიტიკოსის ედმუნდ ბურკეს სახელთან არის დაკავშირებული პოლიტიკური მიმდინარეობა კოსერვატიზმი, ის ჩაუდგება სათავეში ინგლისის კონსვერვატიულ პარტიას, დღესაც კი არ შეცვლილა ის თეზისები რაც ბურკემ შეიმუშავა  18_ე საუკუნეში.

   სიტყვა  „კონსერვატიზმი“ ფრანგული  სიტყვა conservatisme-დან და ასევე ლათინური  სიტყვა conservo-დან ( რაც ნიშნავს რაიმის დაცვას, შენახვას) მომდინარეობს. ტერმინი  „კონსერვატიზმი“  იდეოლოგიის ან საგანგებო პოლიტიკური პოზიციის დასახასიათებლად პირველად გამოიყენეს XIX საუკუნის დასაწყისში, ამერიკაში.

   კონსერვატიზმი  გახლავთ იდეურ-პოლიტიკური  მიმდინარეობა, რომლის მიზანია წინ აღუდგეს რადიკალურ ცვლილებებს და შეინარჩუნოს მდგრადი ტრადიციები. ტეტჩერის განსაზღვრებით, კონსერვატიზმი, როგორც პოლიტიკური პრაქტიკა, უპირატესობას ანიჭებს ძველ და კარგად შესწავლილ  გზებს  და არა ჯერ გამოუცდელი და არაპროგნოზირებადი ბილიკების ძიებას და მათ გამოყენებას. თანამედროვე ევროპული კონსერვატიზმი წარმოიშვა როგორც რეაქცია საფრანგეთის რევოლუციაზე. როგორც მიიჩნევენ  კონსერვატიზმის იდეები პირველად გადმოცემულია ბრიტანელი  მოღვაწის ედმუნდ ბერკის წერილებში. ამ მიმდინარეობის წევრთათვის პრიორიტეტული და უცვლელი ღირებულებებია  ოჯახი, რელიგია და ტრადიციები. ბერკის  ტიპის კლასიკური კონსერვატიზმი ამართლებდა საზოგადოების კლასობრივ დაყოფას, რადგან მიიჩნეოდა რომ რეალურად ადამიანები არ არიან თანასწორნი. ბერკის აზრით, არსებობს მხოლოდ ერთი სახის თანასწორობა, ზნეობრივი.  ასევე აღსანიშნავია ის რომ კონსერვატიზმი არამარტო ამართლებს კერძო საკუთრების არსებობას, არამედ მას ინდივიდის თავისუფლების საფუძვლადაც მიიჩნევს. საინტერესოა კონსერვატორების შეხედულება ადამიანზე. მათი აზრით, ადამიანის  ბუნების განმსაზღვრელია ზნეობა, ჩვევები, ტრადიციები და მოთხოვნილებები. ამ თვალსაზრისით კონსერვატორების შეხედულება ეწინააღმდეგება განმანათლებლების შეხედულებას, რომელთა აზრითაც, ადამიანის ბუნებას განსაზღვრავს მისი გონება. რადგან დიდი დროის განმავლობაში თანდათანობით ყალიბდება ადამიანთა თანაცხოვრების სახელმწიფოებრივი ფორმა და მათთვის რევოლუციური ცვლილებები დამღუპველი იქნება და სწორედ ამიტომ კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ რევოლუციას. კონსერვატიზმიც შეიძლება ჩავთვალოთ იდეოლოგიად, რომლის ძირითადი იდეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია:  ტრადიცია, ადამიანის არასრულყოფილება, ორგანული საზოგადოება, იერარქია და ძალაუფლება და ბოლოს საკუთრება. ლიბერალებისაგან განსხვავებით კონსერვატორებს მიაჩნიათ, რომ ძველი ადათ-წესების დაცვა აუცილებელია, მიუხედავად მათი სიძველისა. ისინი ამგვარი შეხედულებით ასახავენ თავის  რელიგირ რწმენას. მათი აზრით, თუ სამყარო შექმნა ღმერთმა ესე იგი საზოგადოების ტრადიციული ადათ-წესებიც  „ღმერთმა დაადგინა“. კონსერვატორებისთვის ტრადიცია წარსულის აკუმულირებულ სიბრძნეს ასახავს. მათი აზრით, წარსულში ჩამოყალიბებულმა ინსტიტუტებმა და ადათ-წესებმა „დროს გაუძლო“ და აქედან გამომდინარე მათი შენარჩუნება აუცილებელია მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის. ადამიანის სრულყოფილების საკითხს კონსერვატორები უდგებიან როგორც იდელისტურ ოცნებებს. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანის სრულყოფილება შეუძლებელია. კონსერვატორებს  მათი შეხედულების სისწორის დასამტკიცებლად მოჰყავთ არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ადამიანი მოიაზრება როგორც ფსიქოლოგიურად შეზღუდული და დამოკიდებული არსება, რომელიც უფრთხის იზოლაციასა და არასტაბილურობას.

   კონსერვატორებს სჯერათ, რომ  საზოგადოება ბუნებრივად იერარქიულია და რომ მას მყარი და აღიარებული  სოციალური გრადაციები განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე მათთვის სოციალური თანასწორობა მიუღებელია. იერარქიის რწმენას აძლიერებს კონსერვატორების მხრიდან  ძალაუფლებაზე ყურადღების გამახვილება. მათი აზრით, ძალაუფლების წინაპირობა არ არის უბრალო ინდივიდთა შეთანხმება, როგორც ამას ლიბერალები ამბობენ.  ძალაუფლებას კონსერვატორთა აზრით,  საფუძველი  აქვს საზოგადოების ბუნებასა და   თავად სოციალურ ინსტიტუტებში.კონსერვატორები საკუთრების საკითხს დიდ და ზოგჯერ თითქმის მისტიკურ მნიშვნელობას ანიჭებენ. ისინი საკუთრებას მთელ რიგ  ფსიქოლოგიურ  და სოციალურ უპირატესობასაც ანიჭებენ, მათი აზრით, საკუთრების  ფლობა ადამიანს საკუთარ ძალებში არწმუნებს და უფრო თავდაჯერებულს ხდის. საკუთრება კონსერვატორების აზრით, ადამიანის სარკეა და მისი ფლობა მთელ რიგ სოციალურ ღირებულებებსაც ავითარებს.

   დღევანდელი მსოფხედველობით კონსერვატიული  შეხედულებები გაიგება მყისიერ ცვლილებებთან მიმართებაში არა მართებული მიმართულება. საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროგრესი, ხოლო თავად პროგრესი ასოცირდება ცვლილებებთან და შესაბამისად ადამიანი, რომელიც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ასევე ეწინააღმდეგება საზოგადოების კეთილდღეობისაკენ მიმართულ პროგრესსაც. საკუთრების უფლებასთან ერთად, ზნეობრივი თანასწორობის იდეა კონსერვატიზმის საუკეთესო მახასიათებელ თვისებად  არის მიჩნეული.

 

 

  

ნახვა: 3837

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters