დღეისათვის საერთაშორისო სისტემა წარმოდგენილია 6 კონტინენტზე არსებული სახელმწიფოებით. თუმცა XV საუკუნეში, როდესაც სისტემის წამყვან ძალებს ევროპული სახელმწიფოები წარმოადგენდნენ, დღეს არსებულ სახელმწიფოთა დიდი ნაწილის შესახებ ცნობებიც კი არ არსებობდა. ამ პერიოდში, საერთაშოროსო სისტემაში მომხდარმა ცვლილებებმა, კერძოდ, თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღებამ, ევროპა იძულებული გახადა ახალი საზღვაო გზები ეძებნა ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისაკენ, რამაც სათავე დაუდო პირვლი კოლონიური იმპერიების შექმნას. ევროპულ სახელმწიფოთა კოლონიალიზმი შესაძლოა ავხსნათ როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური მოტივებით. ეკონომიკური მოტივების მიხედვით კოლონიალიზმი წარმოადგენს კაპიტალიზმის შედეგს. კერძოდ, კაპიტალისტებს სჭირდებათ საკუთარი ზედმეტი რესურსების გასაღების ბაზრები. პოლიტიკური მიდგომის მიხედვით, კოლონიალიზმის მოტივებს წარმოადგენდა საკუთარი დომინანტობის გავრცელებისა და მეტი გავლენის სფეროების მოხვეჭის სურვილი. კოლონიალიზმს საფუძველი ჩაეყარა მე-15 საუკუნეში. აქედან მოყოლებული განხორციელდა კოლონიალიზმის ორი ტალღა. აღსანიშნავია, რომ კოლონიალიზმის თითოეული ეტაპისას განსხვავდებოდა კოლონიზატორთა მიზნები: 15-ე საუკუნიდან 18-ე საუკუნის ბოლომდე  კოლონიზატორებს სჭირდებოდათ ახალი ბაზრები და იაფი რესურსები; 1870 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე - მოხდა აფრიკის დანაწილება. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული რამდენიმე მეტროპოლია არსებობდა, თუმცა ჩვენი დღევანდელი პრეზენტაციის მიზანია, განვიხილოთ დიდი ბრტანეთის, ესპანეთისა და საფრანგეთის კოლონიალური პოლიტიკა და სხვადასხვა თეორიულ ჭრილში განვიხილოთ მათი მდგომარეობა დეკოლონიზაციის შემდგომ. სანამ საკუთრივ მოცემული ქვეყნების კოლონიურ პოლიტიკაზე საუბარს  დავიწყებდეთ, განვიხილავთ იმ თეორიულ ჩარჩოებს, რომლებიც განასხვავებს ორ ძირითად ეკონომიკურ მოდელს, მერკანტილიზმსა და ლიბერალიზმს. ისინი გამოიყენება ევროპული ძალების კოლონიური პოლიტიკის დასახასიათებლად. მერკანტილისტური ეკონომიკური მოდელი ორგანიზებას უწევს ისეთ საწარმოო აქტივობას, რომელიც იცავს ეროვნულ ეკონომიკურ თვითკმარობას. ამ მოდელის მიხედვით, სახელმწიფო აარსებს სავაჭრო შეზღუდვებს, უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ ჯგუფებსა და ელიტებს, რაც იწვევს რესურსების მცირე ჯგუფების ხელში თავმოყრას. ამიტომ მერკანტილისტური ეკონომიკური მოდელი შეესაბამება მკაცრად იერარქირებულ საზოგადოებას, რომელშიც მოსახლეობის უმრავლესობა დამოკიდებულია მცირე ელიტაზე. რაც შეეხება ლიბერალურ მოდელს, იგი ხელს უწყობს ისეთი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, რომელიც მაქსიმალურად ზრიდს მოგებას თავისუფალი ბაზრის განვითარებით. ის არ ანიჭებს პრივილეგიებს გარკვეულ ჯგუფებს და სახელმწიფო გამოიყენება იმისთვის, რათა წახალისდეს სავაჭრო ურთიერთობები, დაიცვას კერძო საკუთრება და აღსრულდეს კანონის უზენაესობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოს ძირითადი ინფრასტრუქტურა, რათა შენარჩუნდეს საბაზრო ეკონომიკა. კვლევები აჩვენებს, რომ ევროპულმა კოლონიალიზმმა შეცვალა განვითარების დონე არა-ევროპულ სახელმწიფოებში. კოლონიური ქვეყნების განვითარებაზე კი გავლენას ახდენდა თუ რომელი მეტროპოლიის მიერ იყო დამორჩილებული, რადგან კოლონიზატორებს განსხვავებული ეკონომიკური მოდელი გააჩნდათ და სწორედ ეს მოდელები განსაზღვრავდნენ თუ რომელ რეგიონს აირჩევდნენ დასამკვიდრებლად. ეს კი დეკოლონიზაციის შემდგომ დატოვებულ კოლონიურ მემკვიდრეობაზეც ახდენდა გავლენას. მეტროპოლიებმა შეცვალეს პრეკოლონიური სახელმწიფოების მომავალი, მაგრამ ძირითადად საწინაააღმდეგო მიმართულებით. ტერიტორიები, რომლებიც კოლონიალიზმამდე ეკონომიკურად ყველაზე მდიდარ რეგიონებს წარმოადგენდნენ, კოლონიალიზმის შემდეგ ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებ განვითარებულები გახდნენ. მსგავსად ყველაზე ღარიბი რეგიონები ხშირად ხდებოდნენ ყველაზე მდიდრები პოსტკოლონიურ პერიოდში.

       მერკანტილისტური ესპანეთი მიდრეკილი იყო მოეხდინა იმ რეგიონების კოლონიზება, რომლებიც იყვნენ კარგად განვითარებულები და მჭიდროდ დასახლებულები. შემდეგში, ესპანეთის  ფართო კოლონიზაცია ნეგატიურად აისახა პოსტ-კოლონიურ განვითარებაზე. მან დაიპყრო აცტეკების იმპერია, რომელიც მოიცავდა ცენტრალურ მექსიკასა და გვატემალას ნაწილს და ინკების იმპერია, რომელიც აერთიანებდა ეკვადორს, პერუსა და ბოლივიას. ეს მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკურად ძლიერი საზოგადოებები ესპანეთს უზრუნველყოფდნენ მუშახელით. ასევე, ესპანეთი მიიზიდა ამ რეგიონის სიმდიდრემ. ადრეულ და შუა კოლონიალიზმის პერიოდში მათ დაიწყეს კოლონიური დასახლებების შექმნა მექსიკასა და ანდებში. ახალმოსახლეებმა აქ დაიწყეს სოციო-კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუციების დაარსება. კოლონიურ რეგიონებში კათოლიკური ეკლესია ეწეოდა ფართომასშტაბიან და ყოვლისმომცველ ევანგელისტურ კამპანიას. ესპანეთი ცდილობდა, გამოეყენებინა თავისი იდეოლოგია, რათა გაემართლებინა თავისი ელიტების სტატუსი და დაემტკიცებინა თავისი განსხვავებულობა ინდიელებისაგან. საზოგადოებები, რომლებიც ეწეოდნენ შემგროვებლობას და მცირე აგრარულ დასახლებებს წარმოადგენდნენ, რომელთაც არ გააჩნდათ სახელმწიფოს მსგავსი ორგანიზაცია, ესპანეთის კოლონიური იმპერიის მიღმა რჩებოდნენ. მაგალითად, ცენტრალური ამერიკის სამხრეთი ნაწილი, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთი რეგიონები, თანამედროვე არგენტინის სამხრეთი ნაწილი, ჩილე და ურუგვაი. კოლონიალიზმის საწყის ეტაპზე ესპანეთი ყურადღებას არ აქცევდა ამ პერიფერიულ ნაწილებს. მე-18 საუკუნემდე ესპანეთმა თითქმის ყველა ტერიტორია დაიპყრო სადაც განვითარებული ცივილიზაციები არსებობდა. ესპანეთის თითოეულ კოლონიაში არსებობდა კავშირი პრეკოლონიურ განვითარებას, მოსახლეობის რაოდენობასა და ესპანეთის კოლონიალიზმის დონეს შორის, რაც ასახულია მოცემულ ცხირლში, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რაც უფრო მაღალგანვითარებული და ჭარბად დასახლებული იყო ტერიტორია, მით უფრო მაღალი იყო აქ კოლონიალიზმის დონე და პირიქით. მე-18 საუკუნის განმავლობაში ბურბონებმა დაიწყეს კოლონიებში მოდერნიზაციის რეფორმების გატარება. ესპანური მემკვიდროებისათვის ბრძლის შემდეგ (1700-1713) მათ ნება მისცეს ევროპელ მოკავშირეებს სავაჭრო ურთიერთობები დაემყარებინათ ახალ მსოფლიოში. საუკუნის ბოლოს მათ შემოიღეს თავისუფალი ვაჭრობა იმპერიის მთელ ტერიტორიაზე და შეამცირეს ტარიფები. თუმცა ამ რეფორმებმა უარყოფითი გავლენა იქონიეს ცენტრალური კოლონიების ეკონომიკაზე, რადგან მათ არ შეეძლოთ ღია ბაზარზე უცხოური პროდუქციისთვის კონკურენციის გაწევა. ასევე, არ შეეძლოთ ინვესტიციების ჩადება ეკონომიკის სხვადასხვა მომგებიან სექტორებში. აღნიშნული რეფორმების გავლენით, მექსიკამ განიცადა ეკონომიკური კრახი, რადგან სახელმწიფომ ვერ შეძლო თავისუფალი ბაზრის შექმნა. განსხვავებულად იმოქმედა რეფორმებმა ესპანეთის პერიფერიულ კოლონიებზე, რომლებსაც მიეკუთვნებოდა არგენტინა, ურუგვაი, ჩილე და ვენესუელა, რომლებიც უფრო ლიბერალური მიმართულებით ვითარდებოდნენ. სწორედ ბურბონების რეფორმებმა უბიძგა პერიფერიულ ნაწილებს კომპლექსური სახელმწიფო ორგანიზაციების შექმნისკენ. ახალი სახელმწიფოები, ძირითადად კონტროლდებოდნენ იმ ეკონომიკური ელიტების მიერ, რომლებსაც საერთაშორისო აგროკულტურული პროდუქციის ექსპორტში ჰქონდათ დიდი წილი. უნდა აღინიშნოს, რომ პერიფერიულ ნაწილში ახალი სახელმწიფოების ინსტიტუციებს აკლდათ მტკიცე შიდა სტრუქტურა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მჭიდრო კავშირი, რაც მნიშვნელოვანი იყო გრძელვადიანი განვითარებისავის. ესპანეთის ამერიკაში არცერთი კოლონია ინსტიტუციონალურად არ იყო ზად, რომ შეენარჩუნებინათ საკუთარი განვითარების დონე მსოფლიო იერარქიაში. დამოუკიდებლობის შემდეგ დაწყებულმა ომებმა და პოლიტიკურმა დაძაბულობამ გამოიწვია მათი ეკონომიკური სტაგნაცია. თუმცა, ეს ყველაფერი პერიფერიულმა კოლონიებმა უფო სწრაფად გადალახეს, ვიდრე ცენტრალურმა კოლონიებმა. განსხვავება ესპანეთის პერიფერიულ და ცენტრალურ კოლონიებს შორის ის იყო, რომ იმპერიის ცენტრალური ტერიტორიები წარმოადგენდა უფრო არათანასწორ საზოგადოებას. ღარიბი ადგილობრივი საზოგადოება ცხოვრობდა სოფლებში,ხოლო ესპანელები და მეტისები ურბანულ არეალებში. ესპანელებს ხელი მიუწვდებოდათ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, მოსახლეობის უმრავლესობას კი, რომლებსაც ადგილობრივები შეადგენდნენ - არა. ბურბონების რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის შემდგომ პერიფერიაში გაუმჯობესდა სოციალური ინფრასტრუქტურაც. პერიფერიულ კოლონიებზე დადებითად აისახებოდა ის, რომ ევროპიდან ხდებოდა განათლებული იმიგრანტების შედინება. მე-19 საუკუნის განმავლობაში ახლადდამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა უარი თქვეს კოლონიური პერიოდის ეთნორასობრივ იერარქიაზე და გადაწყვიტეს ეროვნულ საზოგადოებაში გაეერთიანებინათ სხვადასხვა სოციალური და ეთნიკური ჯგუფები. გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით გაიზარდა ინვესტიციები ჯანდაცვასა და განათლებაში. მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში არგენტინა, ურუგვაი და კოსტა რიკა იწყებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურის და საჯარო განათლბის გავრცელებას სასოფლო არეალებში. ესპანეთის კოლონიებში არსებულმა პრობლემებმა გაცილებით მწვავე სახე მიიღეს დეკოლონიზაციის შემდგომ პერიოდში.  სახეზე გვქონდა დანაწევრებული სახელმწიფოები, რომლებშიც მიმდინარეობდა შიდა დაპირისპირებები და დიქტატორული რეჟიმები ცვლიდნენ ერთმანეთს. რა შეეხება ბრიტანეთს, იგი აწარმოებდა ოთხი სახის კოლონიალიზმს. თითოეული მათგანი ასხავს კოლონიალიზმის სხვადახსვა დონეს. პირველი მეთოდია კოლონიებში დასახლებების შექმნა, რომელთაც აქ გადაჰქონდათ ბრიტანული ინსტიტები. ბრიტანეთი ამ სტრატეგიას, ძირითადად მეჩხრად დასახლებულ რეგიონებში იყენებდა. მეორე მეთოდს მიმართავდა, როცა განვითარებული ცივილიზაციის კოლონიზაცია სურდა. ეს იყო არაპირდაპირი კოლონიალიზმი. ანუ, ძველი ლიდერი ინარჩუნებდა თავის ლეგალურ ძალაუფლებას, თუმცა კოლონიურ ადმინისტრაციას გადასახადებს უხდიდა. მსგავსი მმართველობა ნორმად იყო ქცეული აფრიკაში და აზიის ნაწილში. მესამე ფორმაა პირდაპირი კოლონიალიზმი. ამ შემთხვევაში ბრიტანეთი არ მიმართავდა ფართომასშტაბიანი და მუდმივი დასახლებების შექმნას. მსგავს მეთოდს იყენებდა ვაჭრობისთვის სტრატეგიულ რეგიონებში, როგორიცაა, მაგალითად, სინგაპური და ჰონგ-კონგი, ან პლანტაციებით მდიდარ კოლონიებში; მაგალითად, დასავლეთ ინდოეთი. მეოთხე სახეს წარმოადგენდა ჰიბრიდული კოლონიალიზმი, რომელიც აერთიანებდა კოლონიების პირდაპირ და არაპირდაპირ მმართველობს. მაგალითად, აზია, ოკეანეთი და აფრიკის ზოგიერთი ნაწილი.

      ბრიტანელებმა თავდაპირველად დაარსეს დასახლებები და პირდაპირი მმართველობის ფორმის კოლონიები ამერიკასა და ავსტრალიაში. ამერიკა კოლონიალიზმამდე წარმოადგენდა მეჩხრად დასახლებულ საზოგადოებას, რომელსაც არ ჰქონდა საელმწიფოს ნიშნები, რაც ბრიტანულ კოლონიალურ პოლიტიკას განასხვავებდა ესპანურისაგან. ბრიტანეთის კოლონიური იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ  ავსტრალიის აბორიგენებიც და მაორები ახალ ზელანდიაში. მუდმივმა ომებმა და დაავადებებმა გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის სიკვდილიანობა, რამაც სასურველი პირობები შეუქმნა ბრიტანეთს შემდეგ თავისი ინსტიტუტების სრულად შემოღებისათვის. შედეგად, აღნიშნულ კოლონიებს შემდგომ გააჩნდათ აქტიური პოლიტიკური ინსტიტუტები და უფრო ლიბერალური ეკონომიკა. აზიური კოლონიები აჩვენებდნენ საშუალო და მაღალი განვითარების პრეკოლონიურ დონეს, ამიტომ თეორიულად მოსალოდნელი იყო, რომ კოლონიალიზმის დონე იქნებოდა საშუალო ან დაბალი, თუმცა ბრიტანული კოლონიალიზმი აზიაში აჩვენებდა საშუალო ან მაღალ დონეს, რაც განპირობებული იყო რესურსების და ბაზრების არსებობით. ჰონგ-კონგი მართალია, იყო მეჩხრად დასახლებული, თუმცა განვითარებული რეგიონი. სინგაპური კი - მჭიდროდ დასახლებული, თუმცა ნაკლებ განვითარებული. მიხედავად, ამისა ბრიტანეთმა მოახდინა მათი პირდაპირი მეთოდით კოლონიზება სტრატეგიული სამხედრო და სავაჭრო მდებარეობის გამო. პირდაპირი კოლონიალიზმი დაამყარა ცეილონშიც მისი სტრატეგიული მდებარეობისა და კომერციული პოტენციალის გამო, მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო მჭიდროდ დასახლებული, ძლიერი და ცენტრალიზებული კანდიანის სამეფოს ნაწილი. ბრიტანეთი ინდოეთში იყენებდა ჰიბრიდულ მეთოდს, რაც გამოწვეული იყო იმთ, რომ ბრიტანეთს არ სურდა ვრცელი და ჭარბად დასახლებული ტერიტორიბის მთლიანად პირდაპირი მეთოდებით მართვა. 1857 წელს ინდოეთის ადგილობრივი ელიტა დაუპირისპირდა ინდოეთის მმართველობას, რამაც აიძულა ბრიტანეთი, ინდოეთი გაეხადა ოფიციალური კოლონია - პირდაპირ ლონდონს დაუქვემდებარა. ამ აჯანყებამ მიანიშნა ბრიტანეთის მთავრობას, რომ მათ შეეძლოთ უბრალოდ გაეუქმებინათ ან გვერდი აევლოთ ადგილობრივი ინსტიტუტებისათვის დამანგრეველი შედეგების გარეშე. ჰიბრიდული მეთოდით მართულ კოლონიებში გავლენა იყო მინიმალური, რადგან აქ არსებობდა ძალიან მცირე კოლონიური ადმინისტრაცია. აფრიკა იმართებოდა არაპირდაპირი მეთოდით, რაც ნიშნავდა იმას, რომ ბრიტანეთმა ხელუხლებლად დატოვა სასამართლო და საკუთრების უფლება და პოლიტიკური სტრუქტურა - დატოვა ადგილობრივი მმართველები, რომლებიც ერთგულები იქნებოდნენ მეტროპოლიის მიმართ; სამაგიეროდ, ბრიტანეთი უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხო მმართველობას. მმართველობის ფორმის მიხედვით აფრიკაში გამონაკლისი იყო სამხრეთ აფრიკა, ზიმბაბვე, კენია და ზამბია. აქ თეთრკანიანი და ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა ინსტიტუტებს ექვემდებარებოდა, ამიტომ განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკაში, ბრიტანული არაპირდაპირი კოლონიალიზმი დაემსგავსა ესპანურ კოლონიალიზმს, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობაზე არ გააჩნდა ესპანეთის მერკანტილისტური აკრძალვები. პრეკოლონიალური განვითარების მაჩვენებელი და მოსახლეობის სიმჭიდროვე კოლონიალიზმის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი იყო იმის გასარკვევად, თუ რამდენად ინტენსიურ კოლონიალიზაციას ეწეოდა ბრიტანეთი, რაც ნათლადაა წარმოდგენილი მოცემულ ცხრილში. რაც უფრო ნაკლები პრეკოლონიური განვითარება და მეჩხრად დასახლებული საზოგადოება გვაქვს, მით უფრო მეტია კოლონიალიზმის დონე და პირიქით. როდესაც ბრიტანეთი სახლდებოდა რეგიონში ის ქმნიდა ინსტიტუტებს, განსაკუთრებით კანონებს ბაზრებისა და ბიუროკრატიის კოორდინაციისათვის, რაც მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური განვითარებისათვის. შედეგად, ზოგიერთი ყოფილი ბრიტანული კოლონია ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მდიდარ სახელმწიფოთა შორისაა. აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ბრიტანულმა კოლონიალიზმმა დატოვა ბაზისი მომავალი ეკონომიკური განვითარებისათვის. ასევე, ფუნქციონირებადა საკანონმდებლო სისტემა, რასაც შეეძლო შეენარჩუნებინა კაპიტალისტური განვითარება და სასამართლო სისტემა და პოლიცია, რაც ქმნიდა ბარიერს კოლონიური მთავრობისათვის, არ გამოეყენებინათ თავიანთი ძალაუფლება ელიტური ჯგუფების გამდიდრებისათვის.

        ბრტინულმა კოლონიალიზმმა დადებითი გავლენა იქონია ზოგიერთ პირდაპირი მეთოდით მართულ კოლონიებზე. მაგალითად, ჰონგ-კონგზე, რომელიც იყო თავისუფალი პორტი და პოსტკოლონიურ პერიოდში ისევ გააგრძელა თავისი სტრატეგიული მდგომარეობის გამოყენება, რათა გამხდარიყო მსოფლიოს ეკონომიკის ცენტრი. გაცილებით მძიმე მდგომარეობა იყო საპლანტაციო სისტემებში, სადაც ევროპულ ელიტას ინსტიტუტების საშუალებით შეეძლო ეკონტროლებინა ვითარება 1940-იან წლებამდე. აფრიკულ კოლონიებში არაპირდაპირი მმართველობის გამო წარმოიშვა დანაწევრებული სახელმწიფოები. საბოლოოდ კი, ბრიტანეთის არაპირდაპირი მმართველობის ფორმა გახდა ეკონომიკური კატასტროფის ფორმულა. ინდოეთში ჰიბრიდულმა კოლონიალიზმმა გააძლიერა ელიტების გავლენა მოსახლეობაზე. ელიტების ხელში ძალაუფლების თავმოყრა კი, ხშირად იწვევდა მოსახლეობის ექსპლოატაციას, აგროკულტურული წარმოების დაბალ დონეს და ინვესტიციების დაბალ დონეს წარმოებაში. ბრიტანეთი კოლონიებში ხშირად მიმართავდა დაყოფე და იბატონეს პრინციპს. მაგალითად, ინდოეთში საზოგადოება დაყო კასტებად, რამაც გამოიწვია კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ამრიგად, ბრიტანეთმა კოლონიებში სრულიად განსხვავებული მემკვიდრეობა დატოვა.

       1980-იან წლებში აფრიკის გადანაწილების შედეგად კოლონიები აღმოჩნდა საფრანგეთის ხელშიც, რომლისთვისაც ეკონომიკურად მნიშვნელოვან კოლონიებს წარმოადგენდნენ კოტ-დივუარი, სენეგალი, კამერუნი და გაბონი. საფრანგეთი ყოველთვის იყო უფრო პროტექციონისტი, ვიდრე ბრიტანეთი. სამხრეთ აფრიკის გამოკლებით, 1914 წლისათვის ბრიტანეთის კოლონიებზე მოდიოდა მისი ექსპორტის 5 %-ზე მეტი, ხოლო იმპორტის 8 %.  ეს პროცენტული მაჩვენებლები გაიზარდა მსოფლიო ომების პერიოდში, თუმცა 1955 წელს გაუთანაბრდა 1914  წლის მაჩვენებელს. რაც შეეხება საფრანგეთს აქ ექსპორტ-იმპორტის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 1935 წელს საფრანგეთის ექსპორტის 25 % მოდიოდა აფრიკაზე, ხოლო იმპორტის  - 20 %. 1949 წელს შავი აფრიკისა და ალჟირის ექსპორტის 80 % მიდიოდა საფრანგეთზე, ხოლო საფრანგეთი უზრუნველყოფდა მათი იმპორტის 75 %-ს. მართალია, პოსტ-კოლონიურ წლებში იგრძნობოდა ამ პროცენტული მაჩვენებლების კლება, მაგრამ ამ პერიოდში, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი ბევრად აღემატებოდა იმ მაჩვენებელს, რომელიც ბრიტანეთს გააჩნდა კოლონიალიზმის პერიოდში. კერძოდ, 1968 წლისათვის საფრანგეთის იმპორტის 50 % მოდიოდა თავის კოლონიებზე, ხოლო მათი ექსპორტის 37 % საფრანგეთზე. მსგავსი შედარება შეიძლება გაკეთდეს სხვა სფეროებშიც, მაგალითად, სავალუტო ურთიერთობებში. ბრიტანეთის კოლონიებში ვალუტას წარმოადგენდა სტერლინგი, თუმცა დეკოლონიზაციის შემდგომ ბრიტანეთსა და თავის კოლონიებს შორის სავალუტო კავშირი მკვეთრად შესუსტდა. შესაბამისად, ბრიტანეთს აღარ გააჩნდა პასუხისმგებლობა ყოფილი კოლონიების სავალუტო სისტემაზე. ფრანგულ კოლონიებში კი, სრულიად განსხვავებულ სიტუაციას ვაწყდებით;  მას შემდეგ, რაც  მისმა კოლონიებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა  იგი მაინც ინარჩუნებდა თავის ფინანსურ კონტრიბუციებს ახლადწარმოქმნილ აფრიკულ სახელმწიფოებში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთმა თავისი მთლიანი ეროვნული პროდუქტის 1 %-ზე მეტი გადაიტანა პერიფერიებში. 1946-64 წლებში საფრანგეთის ინვესტიციები ტროპიკულ აფრიკაში 8 მილიარდს წარმოადგენდა, რაც ბევრად აღემატებოდა დიდი ბრიტანეთის მიერ კოლონიებში ჩადებულ ინვერსტიციებს. ამით საფრანგეთი ცდილობდა უფრო მეტად დავალებული გაეხადა აფრიკული კოლონიები, რათა უფრო დიდხანს შეენარჩუნებინა მათზე კონტროლი. თუმცა, 1960-იან წლებში საფრანგეთის მოსახლეობაში არსებობდა უკმაყოფილება მისი კოლონიებისადმი  მსგავსი მიდგომის, ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რადგან თვლიდნენ, რომ კოლონიური პერიფერია წარმოადგენდა მხოლოდ არამომგებიან ტერიტორიას და იწვევდა საფრანგეთის ფინანსური რესურსების გადინებას. 1958 წელს როცა საფრანგეთის მთავრობის სათავეში მოვიდა დე გოლი, აფრიკულ ტერიტორიებს მიეცათ არჩევანის უფლება - დაედოთ თანამშრომლობის შეთანხმება საფრანგეთთან, რაც მას საშუალებას მისცემდა, გარკვეულწილად, კვლავ ჩარეულიყო კოლონიების პოლიტიკაში ან მოეპოვებინათ სრული დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობის შემთხვევაში ისინი სრულიად მოწყდებოდნენ საფრანგეთს. ამით საფრანგეთის მთავარ მიზანს წარმოადგენდა  ყოფილ კოლონიურ ტერიტორიებზე გავლენის შენარჩუნება. პოსტკოლონიალურ პერიოდში, მისი ყოფილი კოლონიების დიდი ნაწილი კვლავ განაგრძობდა საფრანგეთზე დამოკიდებულებას - მათი იმპორტის 50-60% წარმოებული იყო საფრანგეთიდან. გარდა ამისა, ნეოკოლონიალურ პოლიტიკაში საფრანგეთი ინარჩუნებდა მონეტარულ პოლიტიკასაც, რამაც განაპირობა ის, რომ 1969 წელს ფრანგული ვალუტის 12, 5 %-ით გაუფასურებას ავტომატურად მოჰყვა ფინანსური კრიზისი აფრიკაში. თანამშრომლობის შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთის ხელთ იყო მოქცეული პერიფერიული ქვეყნების საგარეო პოლიტიკურ მოგებაც, რაც ნიშნავს, რომ მას შეეძლო მისი სურვილისამებრ გამოყენება. გარდა ამისა, საფრანგეთის კოლონიების ბაზრები ივსებოდა ძვირადღირებული ფრანგული პროდუქციით და ადგილობრივ ბაზრებს სხვადასხვა გზებით იცავდა საგარეო კონკურენციისაგან. აქედან ჩანს საფრანგეთის მეტროპოლიის კოლონიური პოლიტიკის შედეგი და ამ კოლონიათა მასზე დამოკიდებულება. კოლონიების დამოკიდებულება საფრანგეთზე არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ეკონომიკური დამოკიდებულებით და იგი სოციალურ სფეროშიც ვრცელდებოდა. კერძოდ, კოლონიებში სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში მომსახურე პერსონალს უზრუნველყოფთა საფრანგეთი. შედეგად, აქ მჭიდროდ მოიკიდა ფეხი განათლების ფრანგულმა მოდელმა, რაც დეკოლონიზაციის შემდეგაც გაგრძელდა. გარდა ამისა, საფრანგეთი უზრუნველყოფდა თავის კოლონიებს ტექნიკური ასისტენტებით.

      1971 წლიდან საფრანგეთს შავ აფრიკაში განლაგებული ჰყავდა 15 ათასი ჯარისკაცი თავისი სამხედრო ძალებიდან, რომელთა საშუალებით შეეძლო პერიფერიაში ინტერვენცია ნებისმიერ დროს თუკი საჭირო გახდებოდა, რაც საფრანგეთის თავდაცვის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენდა. თუკი დაიწყებოდა აჯანყებები, ნებისმიერ დროს შეეძლო მას გამოეყენებინა სამხედრო ძალა. პირდაპირი სამხედრო ჩავერის მაგალითია გაბონი, კამერუნი და ჩადი. ერის დეკოლონიზაცია ნიშნავს, რომ დაშალო ის სიტემა, რომელსაც მანამდე ემორჩილებოდნენ კოლონიები. ბოლო პერიოდის ურთიერთქმედება საფრანგეთსა და თავის კოლონიებს შორის კი გვაჩვენებს, რომ მისი მიზანი იყო ამ ყველაფრის თავიდან აცილება. ამრიგად, კოლონიზაცია წარმოადგენდა საკმაოდ გრძელ პროცესს, რომლის კვალი დღესაც ემჩნევა სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის არაერთ სახელმწიფოს. მან მოგვცა ორ ჰემისფეროდ, ჩრდილოეთად და სამხრეთად დაყოფილი მსოფლიო. ცხოვრება ჩრდილოეთში ბევრად განსხვავდება სამხრეთში არსებული ვითარებისაგან. საინტერესოა, თუ რამ შექმნა ის პირობები, რომლებითაც ხასიათდება დღეს გლობალური სამხრეთი? ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ კოლონიალიზმის მემკვიდრეობა და გავლენა იმ ხალხზე , რომლებიც იყვნენ კოლონიზებულები ევროპელი დამპყრობლების მიერ. გლობალურ სამხრეთში არსებული თითქმის ყველა ქვეყანა წარმოადგენს ყოფილ კოლონიას. მართალია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დეკოლონიზაციის შედეგად მათმა უმრავლესობამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ მიუხედავად მათი სუვერენულობის ლეგალური სტატუსისა, მათ არ შეუძლიათ გაექცნენ კოლონიურ მემკვიდრეობას და იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან. გლობალურ ჩრდილოეთსა და სამხრეთს  ოთხი განსხვავებული მახასიათებელი აქვთ:

  • პოლიტიკა
  • ტექნოლოგიური განვითარება
  • სიმდიდრე
  • დემოგრაფიული მდგომარეობა

გლობალური ჩრდილოეთი ხასიათდება დემოკრატიულობით, მაღალი ტექნოლოგიებით, სიმდიდრით და დაბერებისკენ მიდრეკილი მოსახლეობით. რაც შეეხება სამხრეთს, დღეისათვის აქ არსებული ზოგიერთი სახელმწიფო აკმაყოფილებს ჩრდილოეთის ზოგიერთ მახასიათებელს, თუმცა არა ყველა მათგანს ერთდროულად.

  • თუ არსებობს დემოკრატია, ის ნაკლებად განვითარებულია სისტემურად და ინსტიტუციონალურად
  • კარგად განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ნაკლებობაა
  • ტრანსნაციონალურ კორპორაციებზე დამოკიდებულება განაპირობებს უფრო მეტად ჩრდილოეთის ქვეყნების პრობლემების მოგვარებას
  • ნაკლებად განვითარებული ტექნოლოგიები

მაგალითად, საუდის არაბეთი არის მდიდარი, მაგრამ არადემოკრატიული სახელმწიფო; ინდოეთი გახლავთ დემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ ხასიათდება მოსახლეობის სწრაფი ზრდის ტემპით. სინგაპური არის, როგორც მდიდარი,  ასევე ტექნოლოგიურად განვითარებული, თუმცა არადემოკრატიული სახელმწიფო. ამათ გარდა სამხრეთში არსებობს სახელმწიფოები, რომლებიც არა არიან დემოკრატიულები, ტექნოლოგიურად განვითარებულები, მდიდრები და ახასიათებთ მოსახლეობის სწრაფი ზრდა. ანუ მათ არ გააჩნიათ ჩრდილოეთის არც ერთი მახასიათებელი, ამიტომ ისინი განეკუთვნებიან გავითარებად ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყანათა ჯგუფს. ეს სახელმწიფოები კი ძირითადად თავმოყრილია აფრიკაში, კერძოდ, სამხრეთ საჰარაში, ანუ ისინი კოლონიურ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ.

       აღსანიშნავია, რომ გლობალური სამხრეთის მოსახლეობა შეადგენს მსოფლიო მოსახლეობის 80 %-ზე მეტს, თუმცა აქ თავმოყრილია მსოფლიო სიმდიდრის 20 %-ზე ნაკლები. ეს განსხვავებულობა წარმოდგენილი გვაქვს რუკებზე: პირველი რუკა წარმოგიდგენთ მსოფლიო მოსახლეობის გადანაწილებას გლობალურ ჩრდილოეთსა და სამხრეთში, ხოლო მეორე მსოფლიო სიმდიდრის გადანაწილებას ამ ორ ჰემისფეროში. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა განაპირობებს ამგვარ განსხვავებულობას გლობალურ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის? იგი დაკავშირებულია კოლონიალიზმის ფესვებთან, თუ ამ სახელმწიფოთა კოლონიალიზმამდე არსებულ მდგომარეობასთან?  გლობალურ სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის განსხვავებულობს ხსნის რამდენიმე თეორია. დასავლეთში შეიმუშავებული განვითარების თეორიების უმრავლესობა ამოდიოდა იმ მოსაზრებიდან, რომ ეკონომიკური ჩამორჩენილობა კულტურული ჩამორჩენილობის შედეგს წარმოადგენდა და მოდერნიზაციას ამ ქვეყნებში გაბატონებული რელიგიურ-კულტურული ტრადიციები უშლის ხელს. დამოკიდებულობის/დაქვემდებარებულობის თეორია გლობალური სამხრეთის არსებობას ხსნის „ჩრდილოეთის“ მიერ „სამხრეთის“ ექსპლუატაციით, რომ ისინი განვითარებული ქვეყნების მიერ იყვლიფებიან. მათი ეკონომიკური განვითარება შენელებულია არა იმის გამო, რომ კულტურული ჩამორჩენილობა ახასიათებთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ექსპლუატაციის მარწუხებში მოექცნენ და მას თავს ვეღარ აღწევენ: განვითარებული ქვეყნები ახდენენ განვითარებადი ქვეყნების ექსპლოატაციას. ასევე, მათ კულტურულ იმპერიალიზმს და ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას ჩრდილოეთზე. თუკი განვითარებად ქვეყნებში ახდენენ ინვესტიციების ჩადებას, ესეც წარმოადგენს მათი დაქვემდებარების იარაღს. აღნიშნული თეორიის მიხედვით ამჟამად განვითარებული ქვეყნები შეიძლება ადრე იყვნენ ნაკლებადგანვითარებულები (undeveloped), თუმცა, არასდროს ყოფილან დამოკიდებულები სხვებზე (underdeveloped).

       დაქვემდებარებულობა და განუვითარებლობა, ვფიქრობთ, უფრო მეტად უკავშირდება  კოლონიურ პოლიტიკას, ვიდრე კოლონიალიზმამდე არსებულ მდგომარეობას, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ კოლონიალიზმმა სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით შეცვალა ქვეყნების განვითარება. ამასთანავე ქვეყნების კოლონიური პოლიტიკის განსხვავებები იწვევენ განსხვავებულ დაქვემდებარების დონეს გლობალურ სამხრეთში. მაგალითად, საფრანგეთი მაქსიმალურად ცდილობდა ეკომონიკურად დაექვემდებარებინა კოლონიები, რათა დეკოლონიზაცია არ მომხდარიყო, რამაც ვფიქრობ, გავლენა იქონია იმაზე, რომ მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნები სწორედ აფრიკაში გვხვდება. ბრიტანეთი თავიდანვე ამყარებდა თავის ინსტიტუტებს და ლიბერალურ ეკონომიკურ მოდელს ნერგავდა კოლონიებში, შედეგად  ზოგიერთი პოსტ-კოლონიური სახელმწიფო დღეს ეკონომიკურად დაწინაურებული ქვეყანაა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, აზიის ვეფხვები, აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ესპანეთის მკაცრი კოლონიური პოლიტიკის და უტრეხტის ზავის შემდგომ გატარებული მოდერნიზაციის რეფორმების შედეგი იყო ის, რომ  პირველად დამოუკიდებლობა სამხრეთ ამერიკის ცენტრალურმა და სამხრეთ კოლონიებმა მოიპოვეს. გლობალური სამხრეთის მახასიათებლებზე საუბრისას მეცნიერები ხაზს უსვამენ არასტაბილურობას და კონფლიქტებს. ეს ყოველივე კი არის იმის შედეგი, რომ ხდებოდა საზოგადოების მიზანმიმართულად დაყოფა სტრატებად, რაც დამოუკიდებლობის შემდეგ აცენდა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის კავშირის ნაკლებობის პრობლემას. ასევე მნიშვნელოვანია მეტროპოლიების მიერ გატარებული რეფორმების გავლენა კოლონიებზე, რაც უფრო ლიბერალური რეფორმები ტარდებოდა მით უფრო მიდრეკილი ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა დამოუკიდებლობისკენ. ამ კოლონიების პრეკოლონიურ განვითარების დონეს მნიშვნელობა აქვს იმისთვის, თუ რამდენად ინტენსიურ იმპერიალიზმს აწარმოებდა ესა თუ ის მეტროპოლია, თუმცა აწმყო მდგომარეობაზე შეფასებების გამოსატანად უფრო რელავანტური იქნება კოლონიალური პერიოდის მდგომარეობის, პოლიტიკის მმართველობის ფორმების, ამ ეპოქაში დამკვიდრებული ეკონომიკური მოდელების და რეფორმების ანალიზი, რადგან ახალი სახელმწიფოების საფუძვლები სწორედ მათ შექმნეს.

 

 

 

ნახვა: 3976

გამოხმაურებები!

ზუსტად ამ სახელწოდების დოკუმენტური ფილმი აქვს BBC-ს გადაღებული, ძალიან საინტერესოა ისიც. განსაკუთრებით კარგად, ბრიტანეტის "სიკეთის" საბურველში შეფარული, ვერაგი კოლონიზაციური პოლიტიკაა წარმოჩენილი.

RSS

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters