საიტი: http://qwelly.com
ადგილი: მეცნიერება
წევრები: 152
უკანასკნელი აქტიურობა: აგვ. 14
ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: 16t8burm02l4x, ნოე. 21, 2019. 3 გამოხმაურება 3 მოწონება
შალონ-სიურ-მარნი. ჩვ.წ.აღ-ით 451 ატილა ჰუნის დამარცხება თავისი სამხედრო კარიერის განმავლობაში ატილა ჰუნი მხოლოდ ერთხელ, შალონ-სიურ-მარნში დამარცხდა და ეგონა, იქვე მოკვდებოდა. პოლიტიკურად შორსმჭვრეტელმა რომაელმა მხედართმთავარმა, ფლავიუს ეციუსმა ის დაინდო, მაგრამ მალე ჰუნები როგორც სამხედრო ძალა, ისტორიის კუთვნილებად იქცნენ...ატილა ჰუნმა, 434-449 წლებს შორის პერიოდში, აღმოსავლეთ იმპერიაზე წარმატებული თავდასხმების სერია განახორციელა. მან ალყაში მოაქცია კონსტანტინოპოლი, აიძულა იმპერატორი თეოდოსიუს II, მისთვის ხარკი გადაეხადა და ტერიტორიაც დაეთმო. მერე მზერა იმ დროს უკვე დასუსტებულ – დასავლეთ ევროპაზე გადაიტანა, რისი საბაბიც იმპერატორ ვალენტინიანის დის, ჰონორიას მიერ გამოგზავნილი ბეჭედი გახდა. ჰონორიას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავის მოურავთან, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. ორსულად მყოფმა, ჰუნების მეფეს ბეჭედი გაუგზავნა და დახმარება სთხოვა. ატილამ ბეჭედი დაქორწინების შემოთავაზებად მიიღო და მზითვის სახით დასავლეთის იმპერიის ნახევარი მოითხოვა.451 წლის გაზაფხულზე, ფრანკებთან და ვანდალებთან კავშირის შეკვრის შემდეგ, ატილა დასავლეთ ევროპის შუაგულში შეიჭრა. აპრილში, 300000-დან 700000-მდე მეომრით აიღო მეცი, იავარჰყო რაიმსი, მაინცი, სტრასბურგი, კიოლნი, ვორმსი და ტრიერი. გადმოცემის თანახმად, პარიზი წმ. ჟენევიევის წყალობით გადაურჩა, რომელიც შემდგომ, ამ ქალაქის მფარველ წმინდანად გამოაცხადეს.ატილა ორლეანის მისადგომებთან შეაჩერეს. ალყაშემორტყმულ ქალაქს მიუახლოვდა რომაელთა არმია ფლავიუს ეციუსის სარდლობით; მასთან ერთად, ვესტგოთების მეფე, თეოდორიკ I იყო. პირველად ატილამ მოწინააღმდეგეზე თავდასხმების ტაქტიკას უღალატა და შალონ-სიურ-მარნის ველზე ბრძოლის გამართვა გადაწყვიტა. მოსწორებულ, გაშლილ ველზე მტერთან შებმა, ნაცადი მხედრობის წყალობით, ატილას ხელს აძლევდა.გადმოცემით, ორლეანიდან უკან დახევისას ქრისტიანი განდეგილი ატილას მიუახლოვდა და უთხრა: «შენ ხარ ღვთის რისხვა, ქრისტიანთა დასასჯელად მოვლენილი». ამ სიტყვებმა ატილას გონება დაუბინდა და მეტსახელადაც კი აიღო – მას შემდეგ თავს Flagellum Dei-ს («ღვთის რისხვას») უწოდებდა.რომაელი ეციუსის ლაშქარში ქრისტიანული შენაერთები მართლაც იყვნენ.…გაგრძელება
ავტორი Kakha, დეკემბერი 15, 2018. 0 გამოხმაურება 1 Like
დათარიღების მეთოდებიკალენდრული დათარიღება და შედარებითი ქრონოლოგია:წრიული კალენდრის სისტემის გასაგებად უნდა წარმოვიდგინოთ კბილანებით ურთიერთდაკავშირებული წრეები, ერთი დაყოფილი 1-დან 13-მდე, ხოლო მეორე 20 დღის აღმნიშვნელი ცალკეული სიტყვით. ღვთიური ციკლი 260 დღისგან შედგება. ამას უკავშირდება მზის წელიწადი, რომელიც 18 თვისგან შედგება, თითოეული თვე კი 20 დღისგან, პლუს 5 დამატებითი დღე. ამასთან კავშირშია ასევე 360- დღიანი ციკლი, რომლის ნაწილი ქვემოთ არის მოცემული. დღეების თანხვედრა ამ ორ წრეზე (მაგალითად 1 კან 1 პოპ) მხოლოდ 52 წელიწადში ერთხელ ხდება.დღევანდელი და ყველასათვის ცნობილი კალენდარი ეფუძნება იულიუსის კალენდარს (ძვ. სტილი), რომელიც იულიუს კეისარმა შემოიღო ქრისტეს შობამდე 46 წელს ალექსანდრიელი ასტრონომის სოსიგენის რჩევით. ყოველი მეოთხე წელიწადი ნაკიანია და შეიცავს 366 დღე-ღამეს, ხოლო დანარჩენი წლები — 365 დღე-ღამეს. ამრიგად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე და იგი 0,0078 დღე-ღამით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 3 დღე-ღამეა ყოველ 400 წელიწადში. ამიტომ 1582 წელს, რომის პაპის გრეგორი XIII-ს დროს იულიუსის კალენდარი შეცვალეს გრეგორიანული კალენდრით (ახ. სტილი) და 13 დღე დაუმატეს.მეცნიერები, რომლებსაც თარიღები რადიოაქტიური მეთოდებით გამოყავთ, საერთაშორისო სისტემას გვთავაზობენ, რომელიც არ არის მიბმული რომელიმე კალენდართან. ისინი ათვლას იწყებენ დღევანდელობიდან უკან, თუმცა სიზუსტისთვის პირობითად აღებულია 1950 წელი. ინგლისურად ეს არის BP (Before Present), რაც დღევანდლამდე პერიოდს ნიშნავს, ან უბრალოდ ხმარობენ - ამდენი და ამდენი “წლის წინ”.თანმიმდევრობა:რადიოკარბონული (carbon-14 dating) დათარიღების ფუძემდებელი: ნობელის პრემიის ლაურეატი, ულიარდ ლიბი ღრმა ზღვის ფსკერის დანალექი ქანების და მყინვარების ფენების შესწავლით დედამიწაზე კლიმატის ცვლილებები დგინდება. ზღვის ფსკერზე ყოველწლიურად დალექილი შრეები სხვადასხვა მოლუსკებს შეიცავს. ნიჟარების ჟანგბადის ორი იზოტოპის შეფარდებით დგინდება ზღვის ზუსტი ტემპერატურა იმ დროისათვის როცა ეს ორგანიზმები ცოცხლები იყვნენ. დღეს ჩვენ უკვე 2.3 მილიონი წლის ტემპერატურული ცვლილების…გაგრძელება
ტეგები: Qwelly, ატომი, კალენდრები, თარიღები, ისტორია
ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მარტი 2, 2018. 2 გამოხმაურება 14 მოწონება
ინგლისური სიტყვა "holocaust" ნიშნავს "სრულად დაწვას".ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების,ასევე ბოშების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი.მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების,პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით,მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.წყარო 1: სტატისტიკური მონაცემებით ჰოლოკოსტის დროს დაიღუპა:3 მილიონამდე პოლონელი ებრაელი, მილიონ 200 000 ათასი საბჭოთა ებრაელი,140 000 ლიტველი ებრაელი,70 000 ლატვიელი ებრაელი, 560 000 უნგრელი ებრაელი, 280 000 რუმინელი ებრაელი,140 000 გერმანელი ებრაელი, 100 000 ჰოლანდიელი ებრაელი,80 000 ფრანგი ებრაელი, 80 000 ჩეხი ებრაელი, 70 000 სლოვაკი ებრაელი, 65 000 ბერძენი ებრაელი,60 000 ათასი იუგოსლავიელი ებრაელი.ბალტიისპირეთს ნაცისტებმა "ებრაელთაგან გაწმენდილი ზონა"უწოდეს-ებრაელი მოსახლეობა ასი პროცენტის იქნა განადგურებული ბალტიის პირეთში.ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინი ომის პირველ ეტაპზე,ss _ის რაზმებს და ჯარისკაცებს ევალებოდათ ათასობით ტყვის დახვრეტამაღაროებსა და თხრილებში, რათა ადვილი ყოფილიყო მათზე მიწის მიყრა,ხოლო კატეგორიებად გადარჩეული მოსახლეობის მრავალრიცხოვანი ჯგუფები გადაჰყავდათ გეტოებში. გეტოები დიდ ქალაქებში შენდებოდა,უდიდესი გეტო იყო შექმნილი ვარშავაში,იქ 480 000_მდე ებრაელი იმყოფებოდა, ქ.ლოძის(პოლონეთი) გეტოში 160 000_მდე ებრაელი ცხოვრობდა.საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი გეტო იყო ლვოვში (409 000 ადამიანი,არსებობდა 1941 წლის ნოემბრიდან 1943 წლის ივნისამდე) მინსკში 100 000 ათასამდე ადამიანი,ვილნიუსში 57 ათასი ადამიანი და ბელოსტოკში 50 000 ათასი.1942 წლიდან ნაცისტებმა შეცვალეს დახვრეტის და გეტოს პოლიტიკა საკონცენტრაციო ბანაკებით, 1941 წლის ივლისში ჰერმან გერინგმა უბრძანა რაიხის უშიშროების სამსახურებს ფიურერის ბრძანების შესაბამისად მოემზადებინათ ებრაელტა და სხვა ტყვეების განადგურების გეგმა, გერმანელი ოფიცრების ხშირად შესჩიოდნენ ჰაინრიხ ჰიმლერს რომ მოსახლეობის ქალების და ბავშვების დახვრეტა ცუდად მოქმედებდა ვერმახტის ჯარისკაცებზე,1942 წლის…გაგრძელება
ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, თებერვალი 28, 2018. 2 გამოხმაურება 7 მოწონება
დღეისათვის საერთაშორისო სისტემა წარმოდგენილია 6 კონტინენტზე არსებული სახელმწიფოებით. თუმცა XV საუკუნეში, როდესაც სისტემის წამყვან ძალებს ევროპული სახელმწიფოები წარმოადგენდნენ, დღეს არსებულ სახელმწიფოთა დიდი ნაწილის შესახებ ცნობებიც კი არ არსებობდა. ამ პერიოდში, საერთაშოროსო სისტემაში მომხდარმა ცვლილებებმა, კერძოდ, თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღებამ, ევროპა იძულებული გახადა ახალი საზღვაო გზები ეძებნა ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისაკენ, რამაც სათავე დაუდო პირვლი კოლონიური იმპერიების შექმნას. ევროპულ სახელმწიფოთა კოლონიალიზმი შესაძლოა ავხსნათ როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური მოტივებით. ეკონომიკური მოტივების მიხედვით კოლონიალიზმი წარმოადგენს კაპიტალიზმის შედეგს. კერძოდ, კაპიტალისტებს სჭირდებათ საკუთარი ზედმეტი რესურსების გასაღების ბაზრები. პოლიტიკური მიდგომის მიხედვით, კოლონიალიზმის მოტივებს წარმოადგენდა საკუთარი დომინანტობის გავრცელებისა და მეტი გავლენის სფეროების მოხვეჭის სურვილი. კოლონიალიზმს საფუძველი ჩაეყარა მე-15 საუკუნეში. აქედან მოყოლებული განხორციელდა კოლონიალიზმის ორი ტალღა. აღსანიშნავია, რომ კოლონიალიზმის თითოეული ეტაპისას განსხვავდებოდა კოლონიზატორთა მიზნები: 15-ე საუკუნიდან 18-ე საუკუნის ბოლომდე კოლონიზატორებს სჭირდებოდათ ახალი ბაზრები და იაფი რესურსები; 1870 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე - მოხდა აფრიკის დანაწილება. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული რამდენიმე მეტროპოლია არსებობდა, თუმცა ჩვენი დღევანდელი პრეზენტაციის მიზანია, განვიხილოთ დიდი ბრტანეთის, ესპანეთისა და საფრანგეთის კოლონიალური პოლიტიკა და სხვადასხვა თეორიულ ჭრილში განვიხილოთ მათი მდგომარეობა დეკოლონიზაციის შემდგომ. სანამ საკუთრივ მოცემული ქვეყნების კოლონიურ პოლიტიკაზე საუბარს დავიწყებდეთ, განვიხილავთ იმ თეორიულ ჩარჩოებს, რომლებიც განასხვავებს ორ ძირითად ეკონომიკურ მოდელს, მერკანტილიზმსა და ლიბერალიზმს. ისინი გამოიყენება ევროპული ძალების კოლონიური პოლიტიკის დასახასიათებლად. მერკანტილისტური ეკონომიკური მოდელი ორგანიზებას უწევს ისეთ საწარმოო აქტივობას, რომელიც იცავს ეროვნულ ეკონომიკურ თვითკმარობას. ამ მოდელის მიხედვით, სახელმწიფო აარსებს სავაჭრო შეზღუდვებს, უპირატესობას ანიჭებს…გაგრძელება
ტეგები: კოლონიალიზმი, Qwelly, ისტორია, ევროპა, history
ავტორი ლაშა, ოქტომბერი 4, 2016. 0 გამოხმაურება 5 მოწონება
მსოფლიოს ისტორიის შესწავლისას აუცილებელია მისი პერიოდიზაცია, ანუ საზოგადოების მიერ განვლილი ცხოვრების გზის ეტაპებად — პერიოდებად დაყოფა. ისტორიის პერიოდიზაციის კვლევისას შემდეგი საკითხია გასარკვევი: როგორ ვითარდებოდა ამ მიმართულებით ისტორიული აზრი, ანუ ძველი, თუ ახალი ხანის ისტორიკოსები რას უდებდნენ საფუძვლად ისტორიის ცალკეულ პერიოდებად დაყოფას, და როგორია მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის ყველაზე უფრო გავრცელებული თეორიები? დღეისათვის მსოფლიო ისტორიის მრავალი პერიოდიზაცია არსებობს. სხვადასხვა ქვეყნის, ეპოქის თუ ისტორიის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, კაცობრიობის განვლილი გზის პერიოდიზაციის განსხვავებულ პრინციპებს გვთავაზობდნენ და გვთავაზობენ. მართლაც, კაცობრიობის წარსული ცხოვრების პერიოდიზაცია, სულ სხვადასხვა მახასიათებლებითაა შესაძლებელი. მაგალითად, ისტორია შეიძლება დავყოთ საზოგადოებაში სხვადასხვა დროს გავრცელებული, კვების პროდუქტების, ტანსაცმლის, საბრძოლო და სამეურნეო იარაღის, საკულტო და საცხოვრებელ ნაგებობათა არქიტექტურის განვითარების მიხედვით; აგრეთვე იმ ძირითადი მასალის (მაგალითად ქვა, ლითონი და ა.შ.) მიხედვით, რომელსაც ადამიანები თავიანთი სამეურნეო და საბრძოლო იარაღის შესაქმნელად იყენებდნენ (არქეოლოგების მიერ შეთავაზებული პერიოდიზაცია) და სხვ. ყველა მსგავსი პერიოდიზაცია წარმოდგენას გვიქმნის, ან შეგვიქმნის კაცობრიობის ისტორიული განვითარების ცალკეულ მხარეებზე, თუმცა სრულად ვერ ასახავს მისი განვითარების მაგისტრალურ ხაზს. ამ პრობლემისადმი გამართლებულია უფრო ზოგადისტორიული მიდგომა: საჭიროა მსოფლიო ხალხების ისტორიიდან ისეთი უმთავრესი, ძირეული მომენტების გამოყოფა, რომლებიც ერთგვარ წყალგამყოფს წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში. ისტორიის ასეთი ძირეული მომენტების გამოყოფა, უმთავრესი ნიშნულების დასმა, რომლის მიხედვითაც წინაპართა მიერ განვლილი გზა პერიოდებად დაიყოფოდა, ადამიანთა საზოგადოებამ, როგორც ჩანს, ძალზე შორეულ წარსულში დაიწყო. ამას ისტორიის სტიქიური, ანუ თავისთავადი, მეცნიერული ანალიზის გარეშე აღმოცენებული პერიოდიზაცია უნდა ეწოდოს. სტიქიურ პერიოდიზაციას საფუძვლად ის მოვლენები დაედო, რომლებიც ადამიანს კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე…გაგრძელება
ტეგები: ისტორია, Qwelly, ქველი, პერიოდი, მსოფლიო_ისტორია
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, სექტემბერი 29, 2016. 1 გამოხმაურება 3 მოწონება
ყველა ისტორიული მოვლენა კონკრეტულ დროს ხდება, ამ დროის დადგენაში ისტორიკოსს ეხმარება ქრონოლოგია. ქრონოლოგია მათემატიკურ და ისტორიულ ქრონოლოგიად იყოფა. მათემატიკური ქრონოლოგია ციურ სხეულთა მოძრაობაზე დაკვირვებით ადგენს ზუსტ ასტრონომიულ დროს. ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი დარგია. ის იყენებს მათემატიკური ქრონოლოგიის მონაცემებს და ადგენს წარსული მოვლენების თანმიმდევრობას. კონკრეტულ დროს, როდესაც მოხდა ესა თუ ის მოვლენა, თარიღი ეწოდება. ისტორიული ქრონოლოგიისათვის უმნიშვნელოვანესი სწორედ ზუსტი თარიღების დადგენაა, რაც ხშირად ფრიად რთულია. რატომ არის ეს ასე რთული? იმიტომ, რომ ძველად სხვადასხვა ხალხებს დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემა ჰქონდათ და, თუ არ გავითვალისწინეთ რა მიმართებაშია ერთმანეთთან ეს სისტემები, თარიღის დადგენა შეუძლებელი გახდება. ისტორიული ქრონოლოგია სწავლობს, თუ როგორ ჩამოყალიბდა და ვითარდებოდა დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემები, როგორ აღნიშნავდნენ ისინი თარიღებს, როგორ ჩამოყალიბდა დროის ათვლის თანამედროვე სისტემა და როგორ ხდება ძველი სისტემებით მოცემული თარიღის დროის აღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადაყვანა.დრო და დროის საზომი ერთეულები. ადამიანს სამყაროს შემეცნებისათვის ისეთი განზომილებების შემოტანა სჭირდება, როგორიცაა: სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და დრო. მართლაც, სიგრძით, სიგანით და სიმაღლით ჩვენ სივრცეს ვზომავთ, რაც აუცილებელი და საწყისი პირობაა მის შესასწავლად. დრო კი ისეთი განზომილებაა, რომლითაც ჩვენ სივრცის არსებობის ხანგრძლივობას და სივრცეში მოვლენათა თანმიმდევრობას აღვნუსხავთ. დროს ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ამ საზომით ვზომავთ ჩვენ არათუ ადამიანის სიცოცხლის, არამედ მთელი სამყაროს ხანგრძლივობას. ადამიანის ცხოვრების მთელი ციკლი დროზეა აგებული. ქართული ხატოვანი გამოთქმა რომ ვიხმაროთ: "დრონი მეფობენ და არა მეფენი". განსაკუთრებული მნიშვნელობა დრომ თანამედროვე ცხოვრებაში შეიძინა. ამას კარგად გამოხატავს მთელს მსოფლიოში გავრცელებული გამოთქმა "დრო — ფულია". ადამიანის ცხოვრებაში დროის ასეთი მნიშვნელობის გამო უძველესმა ადამიანებმა დროის გაღმერთება დაიწყეს. ამის…გაგრძელება
ტეგები: ქველი, მსოფლიო_ისტორია, კალენდარი, ისტორია, Qwelly
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, სექტემბერი 22, 2016. 2 გამოხმაურება 3 მოწონება
§1. შესავალი ისტორიის საგანი. ისტორია ძველი ბერძნული სიტყვიდან ჰისტორია წარმოდგება და გარდასულ ამბავთა თხრობას ნიშნავს. ძველი ბერძნულიდან "ჰისტორია/ისტორია" სხვა ენებშიც, მათ შორის ქართულშიც, შემოვიდა და დღესაც, როდესაც გვინდა ვინმეს წარსულის შესახებ მოვუთხროთ, ვამბობთ: "გინდა მოგიყვე ამ ოჯახის, ადამიანის, ორგანიზაციის, შენობის და ა.შ. ისტორია?" ჰეროდოტე ძვ. წ. 484-425ჰეროდოტე იყო ბერძნულ ქალაქ- სახელმწიფო ჰალიკარნასიდან, ამიტომ მას ჰეროდოტე ჰალიკარ- ნასელსაც ეძახდნენ. ბერძენ- სპარსელთა ომები ძვ. წ. 500-449. მიმდინარეობდა. ჰეროდოტემ ამ ომების მხოლოდ ძვ.წ. 500-478 წლების ისტორია დაწერა."ქართველთა ცხოვრებაში"საქართველოს ისტორია გადმოცემულია უძველესი დროიდან XVII ს-ის ჩათვლით. ძვ. წ. V ს-ის ბერძენმა სწავლულმა ჰეროდოტემ "ისტორია" თავის თხზულებას უწოდა, რომელშიც ბერძენთა და სპარსელთა გარდასული ომები აღწერა. ამგვარად, ისტორიულ თხზულებას პირველად ეწოდა "ისტორია". ეს სახელი მეცნიერების ამ დარგის აღსანიშნავად მალევე დამკვიდრდა. ამიტომ, ჰეროდოტე სამართლიანად მიიჩნევა ისტორიის მეცნიერების მამად და პირველ ისტორიკოსად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი ქართველი ისტორიკოსები თავიანთ ქმნილებებს "ისტორიას" ნაკლებად არქმევდნენ და მათ ქართულად "ამბავს", "ცხოვრებას" ან "მატიანეს" უწოდებდნენ. ამიტომაც ჰქვია ადრე შუა საუკუნეებში შექმნილ და შემდგომში (XI-XVIII სს-ში) განვრცობილ საქართველოს ისტორიის ამსახველ თხზულებას "ქართველთა ცხოვრება". თუ ჩვენ ისტორიას, როგორც მეცნიერების დარგს განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მისი კვლევის საგანი შეიძლება დავიწროვდეს ან გაფართოვდეს. ჩვენ შეიძლება შესწავლის საგნად დავისახოთ მთელი კაცობრიობის წარსული, ამას მსოფლიო ისტორია სწავლობს; ან რომელიმე კონტინენტი, თუ რეგიონი, მაგალითად, ევროპის, ან მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია, რაც, ბუნებრივია, დასახელებული რეგიონის ქვეყნების და იქ მცხოვრები ხალხების წარსულის შესწავლას გულისხმობს. ამას რეგიონალური ისტორია ეწოდება. ისტორიის ობიექტი ცალკეული ქვეყნის წარსულიცაა, მაგალითად, საქართველოს ისტორია, თურქეთის ისტორია, საფრანგეთის ისტორია და ა.შ. ზოგჯერ ისტორიკოსის კვლევის საგანს კონკრეტული ქვეყნის რომელიმე…გაგრძელება
ტეგები: Qwelly, მსოფლიო_ისტორია, ისტორია, ქველი
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, სექტემბერი 16, 2016. 8 გამოხმაურება 29 მოწონება
ფოტო ისტორიების დიდი მოყვარული გავხდითქო ვერ ვიტყვი, მაგრამ რატომღაც მუდამ საინტერესოდ მეჩვენება ძრომიალი ძველ, გაშავებულ, დროისმომცველ ფოტოებში...ხანდახან ბებიის ალბომეს გადმოვიღებ რომ მისი დროის ტანისამოსი ვნახო...ერთი სიტყვით ყველაფერი ძველი საინტერესოა და ვფიქრობ უფრო საინტერსო ვიდრე მომავლის გაგება...ახლაც მინდა გაჩვენოთ რამდენიმე ფოტო და იმედია მოგეწონებათ :)დავიწყოთ აინშტაინით:1. გენიოსის მაგიდააინშტაინის ოფისი, საწერი მაგიდა. გადაღებულია მისი გარდაცვალების დღეს2. ბობი და მისი "მსოფლიო"ამ ფოტოზე გადაღებულია ბობ მარლი სანაპიროზე მის მსოფლიო 1976_თან - სინდი ბრექსპეართან ერთად, რომელიც შემდგომში გახდა დამიენ მარლის დედა.3. მეომრებიგენერალი კასტერი და მისი "საძმაკაცო" ამერიკის სამოქალაქო ომში.4. პორშე და ფოლკსვაგენიფერდინანდ პორშე 1935 წელს, ჰიტლერს წარუდგინა ვოლცვაგენ ბეთლის პირველი მოდელი5. სამურაისამურაის შესამოსელი. ფოტო გადარებულია 1960 - 1980 წლების შუალედში6. Universeპირველი კოსმოსური ფოტო, პირველად დედამიწა ზემოდან - 1946 წელი.7. სულ არ მოსჩანს, აუ როგორ გაქრა ♪♫...ეს ფოტო ითვლება უკანასკნელ ფოტოდ, რომელიც კი ოკეანეების შემაერთებელ ტიტანიკს გადაუღეს ჩაძირვამდე.8. გენიოსებიც ისვენებენაინტშტაინი ტკბება ზღვის ცქერით.9. ორი ბილეთი ..._მდეეს გახლდათ ტიტანიკზე მოხვედრის ერთადერთი საშუალება.10. დაფლეთილიეს გახლავთ იმ შარვლის ნაფლეთები, რომელიც ოპერაცია "მგელი"_სგან დარჩა. ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა და ჰიტლერიც საღ-სალამათი გადარჩა. 1944 წელი!11. ხიდმშენი ამერიკაშიფოტო, რომელიც გადაღებულია ოქროს კარიბჭის, Golden Gate_ს მშენებლობისას. 1937 წელი12. ხიდმშენი ამერიკაში 2ამჯერად, მანჰეტენის ხიდს ხედავთ ფოტოზე. 1908 წელი13. პატარა ფაშისტი!ფოტოზე გამოსახულია 11 წლის ჰიტლერი. უფრო პატარაც გვყავს >> Baby…გაგრძელება
ავტორი Kakha, მარტი 9, 2016. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
ტოტალიტარიზმის არსის გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის,რომ გავარკვიოთ ის წარსული,რომლის მოწმეც გახდა მთელი სამყარო(ცივილიზებული თუ არაცივილიზებული).მრავალი ტრაგედია,რომელიც შეიძლება წარსულიდან გაგვახსენდეს,ბევრი რამ ამ ტერმინთან ასოცირდება.და მაინც რა არის ტოტალიტარიზმი? ტოტალიტარიზმის საფუძველს ძალადობა წარმოადგენს.სწორედ ძალადობა არის ის ბაზისი,რომელზეც შენდება მთლიანი სისტემა.ძალადობას სხვადასხვა გამოვლინებები აქვს,თუმცა ის რაც ყველა ტოტალიტარულ რეჟიმს ახასიათებდა ეს იყო საბოლოო შედეგი.საბოლოო შედეგი კი იყო პიროვნების,ინდივიდის უფლებების გადაწევა ბოლო პლანზე.მისი აბსოლუტურ სტრესში მოქცევა და მისი განადგურება(ხშირ შემთვევებში ფიზიკური ლიკვიდაცია.აქ საუბარი აღარაა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ტერორზე) მნიშნელოვანია ამ ტერმინის წარმოშობის ისტორია.აღნიშნული ტერმინი პირველად გამოიყენა ბენიტო მუსოლინიმ.აქედან მოყოლებული კი ეს ცნება მტკიცედ დამკვიდრდა პოლიტოლოგიურ,ფილოსოფიურ,სოციოლოგიურ ლიტერატურასა თუ ყოველდღიურ ყოფით ლექსიკაში როგორც უკვე აღინიშნა ტოტალიტარიზმი არის ძალადობაზე დამყარებული იდეოლოგია.ის არის საკმაოდ საშიში არა მარტო აწმყოში მცხოვრები ადამიანებისათვის,არამედ მომავალი თაობებისთვისაც.ამიტომ საჭიროა რომ სწორად დაისვას და განისაზღვროს ის საკითხები,რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ვებრძოლოთ ამ პრობლემას,რომელიც შესაძლოა დღეს ისეთი ინტენსივობით არ დგას დღის წესრიგში,როგორც მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე,მაგრამ აღნიშნული საკითხი პოტენციური საფრთხის შემცველია ცივილიზებული სამყაროსთვის. „ტოტალიტარიზმის გაჩენის შესაძლებლობა კვლავაც არსებობს იქ,სადაც დიდი სიღარიბე,უსამართლობა და შესაბამისად ძალადობის და არეულოობის პოტენციაა,სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დღევანდელი მსოფლიოს დიდ ნაწილში“. თუ ცნობილ ავტორს დავუჯერებთ,დღევანდელი მსოფლიოს დიდ ნაწილში კვლავაც არსებობს რისკები იმისა,რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს. როგორია ტოტალიზარიზმის ანატომია? ის ურთულესი სოციალური ფენომენია.მისი შესწავლა ვიწრო კონტექსტში შეუძლებელია. „ტოტალიტარიზმი ახდენს საკანონმდებლო,აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების კონცენტრაციას ერთ რგოლში,ე.წ. მეოთხე ხელისუფლებაც ანუ მედიაც მას ემორჩილება“.…გაგრძელება
ტეგები: Qwelly, ისტორია, ბელადი, მართველობა, ტოტალიტარიზმი
ავტორი mariami, ნოე. 14, 2015. 0 გამოხმაურება 6 მოწონება
ომაიანთა დინასტია, ომაიანები, ომაიანების სახალიფო ომაიანთა დინასტია, იგივე ომაიანები, წარმოადგენდნენ სახალიფოს მმართველ ( 661-750) პირველ დიდ მუსლიმურ დინასტიას. ზოგჯერ მას მოიხსენებენ როგორც არაბთა სამეფოს. აბუ სუფიანის მმართველობის დროს ომაიანები ძირითადად ვაჭრობას მისდევდნენ მექაში, თავდაპირველად ისინი ისლამს ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა, ისინი მუჰამედის და მისი მემკვიდრეების მოკავშირენი გახდნენ. პირველი მუსლიმური სამოქალაქო ომი (656-661) - რომელიც დაიწყო სახალიფოსთვის, მესამე ხალიფის უსმან იბნ აფანის (644-656) მკვლელობის შემდეგ - საბოლოო გამარჯვებული გახდა აბუ სუფიანის შვილი მუავიანი, რომელიც სირიას მართავდა, იგი გახდა ალი მუჰამედის სიძე და მეოთხე ხალიფა, ხოლო მოგვიანებით მან თავისი თავი დაადგინა, როგორც პირველი ომაიანთა ხალიფა. ომაიანთა მმართველობა დაყოფილი იყო ორ შტოდ: სუფიანიდები (მართავდა 661-684 წლებში) აბუ სუფიანის შთამომავლები. და მარვანიდები (მართავდა 684-750 წლებში) მარვან იბნ ალ-ჰაკამი და მისი მემკვიდრეები. სუფიანიდები, განსაკუთრებით მუავია I_მა (661-680) ხალიფის ძალაუფლების ცენტრალიზება მოახდინა დამასკოში. სირიის არმია ომაიანების სიძლიერის საფუძველი გახდა, რამაც შესაძლებელი გახადა მეტი კონტროლი ქონოდათ დაპყობილი პროვინციებისა და არაბთა ტომების მიმართ. მუსულმანთა გავლენა ნელ-ნელა ფართოვდებოდა. გარნიზონიანი ქალაქები დაარსდა მერვში და სისტანში, როგორც ბაზა ცენტრალურ აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში ექსპედიციისთვის, აგრეთვე დაიწყო აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეჭრა. ახალი ფლოტი ჩაუდგა სათავეში კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ მთელ რიგ ლაშქრობებს (ახლანდელი სტამბული, 669-678) რომელიც მიმართული იყო ქრისტიანების წინააღმდეგ, წარუმატებლად დასრულდა. თუმცა სუფიანიდები ინარჩუნებდნენ ბიზანტიურ და სპარსულ ადმინისტრაციულ ბიუროკრატიას, რაც მათ მიიღეს მემკვიდრებით, ისინი იყვნენ პოლიტიკურად ორგანიზებულები, რის მიხედვითაც ხალიფის არჩევა ხდებოდა მისი თანასწორების მიერ, რათა გამხდარიყო პირველი მათ შორის და ტომის საბჭოს რჩევებით მიეღო გადაწყვეტილებები. მუავია იცავდა ერთგულების ფიცს, თუმცა მისმა შვილმა იაზიდ I_მა უგულებელსყო ტრადიციული…გაგრძელება
ტეგები: Marwanids, სუფიანიდები, Mecca, უმაიადების დინასტია, სახალიფო
ძალიან კარგი ჯგუფია... მომწონს IDEA... :) :) :)
ისტორიული ჩანართები არ გამოქვეყნდება? (ჩვეულებრივი წევრის დაწერილი :) )
ukacravaddd shegidzliat mitxratt sad unda movidzio vrceli inpormacia bibliiss sheqmnis shesaxeb
ეგვიპტელები თავიანთ დროშებზე კანაფს ეროვნული უბედურების სიმბოლოდ გამოსახავდნენ.
სად მოვიძიო ეს დროშა,იქნებ ვინმემ იცით და დამეხმაროთ.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 10, 2024.
საათი: 9:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the globe dominated by mass production, there’s some thing deeply fulfilling about possessing a handcrafted merchandise. Irrespective of whether it’s a bit of home furniture, a leather-based wallet, or maybe a ceramic mug, substantial-high-quality handcrafted merchandise keep a Specific put inside our lives. They tell a Tale of care, creative imagination, and custom — a considerably cry from the uniform, equipment-produced products which flood today’s…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 5, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Deep Dive into the Upcoming Aeternum
As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood
Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ მსოფლიო ისტორია_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!