ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

II კურსის სტუდენტი: სალომე დოჩია

რეფერატი თემაზე

"პირველი ღამის განკარგულება" - 1832 წლის შეთქმულება

(ზოგადი მიმოხილვა)

     მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და საქართველოს დანარჩენი კუთხეების დაპყრობას შეუდგა, თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა წართმეული სახელმწიფოებრიობის დაბრუნების მიზნით არაერთხელ ააფრიალა აჯანყების დროშა. აჯანყების ერთ-ერთი ასეთი მცდელობა 1832 წლის შეთქმულების სახელითაა ცნობილი. ეს არის ყველზე მნიშვნელოვანი მოვლენა XIX საუკუნის პირველი ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ვინაიდან ღრმა კვალი დატოვა, როგორც საქართველოს ისტორიაზე, ასევე ამ პერიოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაზე და მისცა ბიძგი იმ იდეებს, რომლებიც 60-80-იანი წლებში ხალხის იდეური ცხოვრების ნიშანსვეტს წარმოადგენდა.

     ეს შეთქმულება ძირითადად ქართველი თავადაზნაურობის კონსერვატიული და ლიბერალური ფენების კლასობრივ მისწრაფებებს გამოხატავდა, მაგრამ იგი ეხმაურებოდა აგრეთვე ქართველი ხალხის, კერძოდ, გლეხობის სამართლიან ბრძოლასაც ძარცვა-გლეჯისა და ძალადობის თვითმპყრობელურ რეჟიმთან, რომელიც იმ ხანებში რუსეთისა და ევროპის ხალხთა ჟანდარმის როლს ასრულებდა. ამიტომ იყო, რომ დამარცხების მიუხედავად შეთქმულების ძირითადმა მიზანმა - ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პატრიოტულმა იდეამ ფართო გავრცელება ჰპოვა ჯერ კიდევ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველ, თავადაზნაურულ პერიოდში (1832-1860წწ.)

     რაც შეეხება შეთქმულთა შემადგენლობას საწყის ეტაპზე, ესენი იყვნენ ქართველი პატრიოტები, ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც საზღვარგარეთ იღებდნენ განათლებას, ან სამშობლოდან გადასახლებული სამეფო, რომლებიც ბატონობასთან შეგუების გზას დაადგნენ, უფრო მეტიც, მის სამსახურში ჩადგნენ და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე ხელი აიღეს.

     შეთქმულთა პირველი კერები ჩამოყალიბდა პეტერბურგში (1825 წელს) და 1826 წელს უკვე შეთქმულთა წრე შეიქმნა მოსკოვში. ამ ფარული ორგანიზაციების წევრები იყვნენ: ოქროპირ ბატონიშვილი, დიმიტრი ბატონიშვილი, სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, დავით ჯორჯაძე, გ. ერსითავი, დ. ორბელიანი და სხვები. შეთქმულთა მსჯელობის მთვარი თემა იყო საქართელო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. შეთქმულებმა იმთავითვე ფართო საგანმანათლებლო მუშაობა გააჩაღეს. სწავლობდენ ისტორიას, სახელმწიფო მმართველობის ფორმებს, მხატვრულ ლიტერატურას, ბერძნულ-ლათინურ ენებს; ეცნობოდნენ რუსულ კულტურას და ამ ყველაფერს ისევდაისევ იმისთვის აკეთებდნენ, რომ სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლა უკეთ წარემართათ.

     ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეები ედო საფუძვლად დავით, იულონ, თეიმურაზ, იოანე ბატონიშვილთა საქმიანობას. 20-იანი წლების დამდეგიდან ამ იდეალის მოთავენი გახდნენ დიმიტრი იულონის ძე და ოქროპირ გიორგის ძე ბაგრატიონები. პეტერბურგში დიმიტრი ბატონოშვილთან მუდმივად იკრიბებოდნენ:

     ელიზბარ და ზაქარია ერისთავები, დიმიტრი და ვახტანგ ორბელიანები, ლუარსაბ და ივანე ჩოლოყაშვილები, დავით ჯორჯაძე, სოლომონ დოდაშვილი და სხვანი. დავით ჯორჯაძის გადმოცემით აქ მიმდინარეობდა "ბაასი თავისუფლების შესახებ". შეთქმულთა რიცხვი კი მუდმივად იზრდებოდა, რაც ბუნებრივია, უფრო ზრდიდა მათ შესაძლებლობებსა და შანსებს.

     შეთქმულთა წრეში იყო აზრთა სხვადასხვაობა მმართველობის ფორმასთან დაკავშირებით, ერთ ნაწილს ძირითად ამოცანად მიაჩნდა მონარქიული წყობილების აღდგენა, მეორე ნაწილი კი მომხრე იყო რესპუბლიკური მმართველობისა, (უმრავლესობა მაინც კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო) თუმცა საბოლოოდ ისინი შეთანხმებულები იყვნენ რომ აჯანყების წარმატებით დასრულების შემდეგ მოიქცეოდნენ შემდეგნაირად: "უნდა ყოფილიყო 2 სამთავრობო ადგილი, ზედა და ქვედა. ზედაში იყო 1-ლი პირი თვით მეფე, რომელშიც ალექსანდრე ბატონიშვილს გულისხმობდნენ, მე-2 იყო სამხედრო მინისტრი ჭავჭავაძე, მე-3 იუსტიციის მინისტრი თ. მუხრანბატონი, მე-4 ფინანსთა მინისტრი ფალავანდიშვილი, მე-5 შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ჭილაშვილი, მე-6 საგარეო საქმეთა მინისტრი გენერალი თ. ბაბუთაშვილი, ხოლო ქვედა სამმართელოში უნდა ყოფილიყვნენ ყველა მაზრის დეპუტატები, რომელთაც საჩივრის საქმეები უნდა განეხილათ.

     შეთქმულთა პეტერბურგის ჯგუფის იდეური ხელმძღვანელი იყო დ. ბატონიშვილი, ხოლო მოსკოვის წრისა ოქროპირ ბატონიშვილი, მანვე ჩაუყარა ამ წრეს საფუძველი და სწორედ მის გარშემო იყო შეკრებლი ქართველთა ერთი ნაწილი, რაც ბრძოლისთვის საჭირო თანხებითაც აიხსნებოდა[1].

     1832 წლის შეთქმულებას ხელმძღვანობდა სამეული:

     1) ალექსანდრე ორბელიანი-შეთქმულებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა, არც ერთი საკითხის განხილვა არ მომხდარა და არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა შეთქმულების მიერ მისი მონაწილეობის გარეშე.

     2) სოლომონ დოდაშვილი-ალექსანდრე ორბელიანთან ერთად ის უმეტესად თბილისში იმყოფებოდა და ესენი წყვეტდნენ უმთავრესად შეთქმულების ყველა საკითხს. მის მოვალეობას შეადგენდა საპროპაგანდო ნაწილი ლიტერატურული გზით.

     3) ელიზბარ ერისთავი-უმთავრესად თბილისის გარეთ მყოფ წევრებთან და

     აქტუალურ საკითხს წამოადგენდა. ქართველებისთვის უცნობი არ იყო არც დეკაბრისტები, არც პოლონელი პატრიოტები და არც ფრანგი განმათლებლები: ვოლტერი, რუსო, მონტესკიე და სხვები.

     ფარულ ორგანიზაციას ბევრი საზრუნავი ჰქონდა: თავადაზნაურობის ფართო წრეების ჩაბმა დაწყებულ მოძრაობაში, განათლების გავრცელება, ფარული უჯრედების შექმნა და მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაბმა. მიზანი კი ნათელია, რომ იყო საქართველოს გათავისუფლება ცარიზმის მონობისგან და სამშობლოსთვის პოლიტიკური სუვერენიტეტის მოპოვება აჯანყების გზით.

     1825 წელს პეტერბურგში შექმნილი საიდუმლო წრის საქმიანობამ 1827 წლიდან თბილისში გადმოინაცვლა, ამ წელსვე დაბრუნდნენ საქართველოში შეთქმულების მონაწილენი: სოლომონ დოდაშვილი (პეტერბურგიდან) ოქროპირ ბატონიშვილი და ალექსანდრე ჩოლოყაშვილი (მოსკოვიდან), სწორედ მათი თაოსნობით იკრიბებოდნენ ამ შეთქმულებაში მონაწილე ადამიანები, რომლებიც მსჯელობდნენ იდეურ და ორგანიზაციულ საკითხებზე. პარალელურად თბილისის წრეს კავშირები ჰქონდა როგორც პეტერბურგის, ისე მოსკოვის წრეებთან.

     რაც შეეხება შეთქმულთა პროგრამას და ზოგდად ორგანიზაციულ საკითხებს, ეს იყო აქამდე წამოწყებულ სხვა შეთქმულებებსა თუ აჯანყებებთან შედარებით ყველაზე უკეთ ორგანიზებული, არ ატარებდა იმპულსურ ხასიათს და მოიცავდა უფრო დიდ მაშტაბებს, ვინაიდან შეთქმულები თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში საქმიანობდნენ, მათი მიმდევრები იყვნენ ქართლში, კახეთში, იმერეთსა თუ სამეგრელოში (თავად სამეგრელოს მთავრის მემკვიდრე თანაუგრძნობდა ამ საქმეს)

     პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ შეთმულებს ჰქონდათ თავიანთი წესდება-"აქტი გონიური", რომელსაც 1832 წლის შეთქმულების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. "აქტი გონიური" შეადგინა მღვდელმა ფილადელფოს კიკნაძემ, (საერო სახელი იყო ნიკიფორე ) და ეს წესდება განსაზღვრავდა საზოგადოების წევრად მიღების პირობებს, წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს. ამ წესდებაში იყო ჩადებული შეთქმულების სამეულებად განაწილება (არსებობდნენ სამეულები, რომელთაგან თითოეულს თითო სამეული ებარა და ამ სამეულზე იყო პასუხისმგებელი), "თითოელი წევრი შეკრულ არს სამისა თავშეწირულებისა..." წერს ფილადელფოსი. "აკტში" ფილადელფოსი მოუწოდებდა შეთქმულებს, ყოფილიყვნენ ზნეობრივნი, პატიოსანნი, სამართლიანნი, ჰყვარებოდათ ერთმანეთი, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ "სადაც არს სიყვარული, მუნ აღსპობილ არს ყოველივე ბოროტი". ფილადელფოსი მის მიერვე შექმნილ ამ წესდებაში ღმერთს სთხოვს დალოცოს და დაიცვას ის იდეა, რომლის დასასრულო, დაუსაბამოდ და დაუსრულებლად მოძრავო არსებასა შინა არსთასა, მიზეზო მიზეზთაო, და მოქმედო... კანონიერ ჰყავ მადლითი შვილებაი ჩვენი შენდამი, წინამძღვანელ საღმთოი სული შენი წმინდა ჩვენთანა, ძალსა შინა და შემძლებელობასა დაცვისადმი სჯულთა გონიურისა ამის აკტისათა."

     შეთქმულთა მიმოწერსთვის შეიქმნა საიდუმლო ანბანიც, რომელიც აგრეთვე ფილადელფოსმა რისთვისაც გამოიყენა ძველი ქართული დამწერლობა, ნაწილობრივ კი ლათინური ანბანი. საიდუმლო აზრების ერთიმეორესთვის გასაზიარებლად შეთქმულთ ჰქონდათ აგრეთვე პირობითი გამოთქმები, რომლითაც აღნიშნავდნენ ამა თუ იმ ერის ან პირის სახელს. მაგ: Турция-მაჰმადი; Русские-მხეცნი; Царь-ლომი; Англичане-ლოთნი;

     Розен-ვარდი. საიდუმლოების დაცვის მიზნითვე შთქმულნი ერთი მეორეს "მეგობრებებსა" და "უროდებს უწოდებდნენ".

     საგამომძიებლო კომისიის მიერ ნაწარმოებ მასალაში ჩანს რომ შეთქმულების წევრნი ვალდებულნი იყვნენ თავიანთი გლეხობისგან შეედგინათ პატარ-პატარა რაზმები, იმ რაოდენობით, რასაც შეთქმულთა საბჭო ამა თუ იმ პირს გადაუწყვეტდა. ზოგიერთი წევრი კი იმდენად თავდადებული და პატრიოტი იყო თავისი ქვეყნისა, რომ მზად იყო ამ საქმისთვის შეეწირა მთელი თავისი შესაძლებლობები და ქონება. ასეთ ადამიანებს შორის აუცილებლად უნდა გამოვყოთ ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი და სოლომონ დოდაშვილი.

     1831 წელს შეთქმულთა ერთი ჯგუფი ფიქრობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი პოლონეთს თავისუფლებას მიანიჭებდა, მაშინ გამორიცხული არ იყო იგივე მომხდარიყო საქართველოს შემთხვევაშიც.

     შეთქმულთათვის იმედი იყო ისიც, რომ თუ რუსეთში სახელმწიფოებრივი გადატრიალება და სამართლიანობის აღდგენა მოხდებოდა, მაშინ საქართველოსაც დაადგებოდა საშველი.

     შეთქმულები გარკვეულ იმდებს ამყარებდნენ ევროპის დიდ სახელმწიფოებზე, მაგალითად საფრანგეთზე. ისინი ფიქრობდნენ რომ 1831 წელს საფრანგეთისგან ჯარსა და ფულს გამოიყენებდნენ. თურქეთ-სპარსეთის იმედი იმიტომ ჰქონდათ რომ ეს სახელმწიფოები კავკასიაში მეფის რუსეთის გაბატონებას ვერ ურიგდებოდნენ.

     შეთქმულება როგორც ვიცით დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და შესაბამისად სიტუაციებიდან გამომდინარე იცვლებოდა ბრძოლის ხერხები, მეთოდები და ბუნებრივია თარიღიც რამდენჯერმე გადაიდო. მათ აჯანყებისთვის, რომელიც უკიდურეს ღონისძებად მიაჩნდათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნა მიემართათ თუ მიზნის მიღწევა მშვიდობანი გზით ვერ მოხერხდებოდა.

     ასეთ სიტუაციაში შეთქმულებმა შეიმუშავეს აჯანყების გეგმა, რომელიც "პირველი ღამის განკარგულების" სახელითაა ცნობილი, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა მიიღეს დ.ერისთავმა, ელ. ერისთავმა, დ.ორბელიანმა, ვ.ორბელიანმა, ბ.ამილახვარმა, გ.თუმანიშვილმა და სხვებმა.

     მოქმედება უნდა დაწყებულიყო თტბილისში და მთელს კავკასიას უნდა მოსდებოდა "ეს შეთქმა ასე უნდა მომხდარიყო, რომ მთელი კავკაზია შავი ზღვიდგან მოკიდებული კასპის ზღვამდის, სრულიად მთებისა და ბარის ხალხი, უნდა გავერთებულიყავით და ერთიანი აღრეულობა მოგვეხდინა"-ო წერს ალექსანდრე ორბელიანი თავის მოგონებაში.

     თავდაპირველად აჯანყების დაწყება დაიგეგმა 20 ნოემბერს, რაც თბილისში თავად-აზნაურთა არჩევნებთან იყო დაკავშირებული, თუმცა აჯანყებულთა ჩვენებებიდან ჩანს რომ, იყო სხვა მოტივებიც, მაგალითად იესე ფალავანდიშვილი თავის

     ჩვენებაში ასახელებს შემდეგს: "1) კორპუსის უფროსი წასულია, 2) კავკასიონის მთებით ჯარს გადმოსვლა არ შეუძლია, 3) ზამთარში ჯარის ზღვით გადმოყვანაც შეუძლებელია."

     პირველი ღამის განკარგულების მიხედვით შეთქმულებს ევალებოდათ:

     1) შეეკრიბათ ქალაქში ხალხი

     2) ეკლესიებში აეტეხათ ზარის რეკა

     3) მათ უნდა გამოეტანათ სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლის ხატი, აგრევე სომხების ფეთხაინის ეკლესიიდან ღვთისმშობლის ავე ხატი, რომლებიც ხელში მღვდლებსა და ბერებს უნდა სჭეროდათ და ეძახნათ საქართველოს გათავისუფლებისათვის ჩვენ თავს ვწირავთო

     4) ქალაქში აღმოეფხვრათ ყოველგვარი ბოროტება

     5) თითოეული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა მოეკლათ (ეს ვრცელდებოდა მხოლოდ მარობით სქესზე, ხოლო დანარჩენები, მოხუცები, ბავშვები და ქალები მეთვალყურეობის ქვეშ უნდა აეყვანათ)

     6) აჯანყების წინა დღეს უნდა მოეწყოთ წვეულება, სადაც ყველაზე გაბედულ ქართველ ვაჟკაცებთან ერთად იქნებოდნენ სამოქალაქო და სამხედრო რუსი მოხელეები. როგორც კი ამ წვეულებაზე მყოფ ქართვეებს ღამის პირველ საათზე მისცემდნენ ნიშანს, მათ უნდა ამოეხოცათ თითოული რუსი მოხელე.

     ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოხერხდა, დამათავრებელ ეტაპზე შეთქმულება გასცა მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ იესე ფალავანდიშვილმა. 9 დეკემბრის თარიღით დაწერილიმა დასმენაში მან ქალაქის გუბერნატორს-თავის ძმას ნიკო ფალავანდიშვილს დაწვრილებით გააცნო მოქმედების გეგმა და დაასახელა შეთქმულების მონაწილენი. მთავრობამ მეორე დღესვე დააპატიმრა შეთქმულები. ნიკოლოზ I-ის ბრძანებით დაიწყო გამოძიება. პატიმრებს ღირსეულად ეჭირათ თავი, ისინი ცდილობდნენ დაეფარათ თავიანთი თანამზრახველები, მათი დევიზი იყო: "რაც არ უნდა გვტანჯონ, არ გამოვტყდეთ".

     1834 წლის 10 თებერვალს ყველა ბრალდებული გაასამართლეს თბილისში "სამხედრო წესდების" მიხედვით, მთავარ დამნაშავეებად დაასახელეს: ელ.ერისთავი, ალ.ორბელიანი, ს.დოდაშვილი, მოლა ზამანა, ლ.ორბელიანი, დ.პაუშენკო, ვ. ორბელიანი, ს. რაზმაძე, გ. ერისთავი, ზ. ჩოლოყაშვილი. ყველაა მათ სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, მაგრამ მთავარმმართებელმა როზენმა განაჩენის შემსუბუქება ითხოვა და ეს თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა.

     გმოძიების პროცესში დაკითხულთაგან როგორც შეთქმულების მონაწილე 145 კაცი, საგამოძიებო კომისიის მიერ ეს პირები დანაშაულის მიხედვით დაყოფილნი არიან ათ ჯგუფად. მაგ: პირველი ჯგუფს ისინი მიაკუთვნებდნენ პირებს, "რომლებმაც თავისი შთაგონებით ბოროტგანზრახულობას დასაბამი მისცეს" (აქ იგულისხმებიან ოქროპირ და დიმიტრი ბატონიშვილები), მეორე ჯგუფს მიაკუთვნებდნენ ადამიანებს, რომლებიც ითვლებოდნენ შეთქმულების წამქეზებლებად (ესენი იყვნენ: ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ვახ. ძე ორბელიანი, იესე ფალავანდიშვილი და სოლომონ დოდაშვილი) მესამე ჯგუფს მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც იყვნენ შეთქმულების აქტიური წევრები და ა.შ.

     როგორც უკვე აღვნიშნე მთავარ მონაწილეებს სიკვდილი მიესაჯათ, მაგრამ ნიკოლოზ პირველმა სულგრძელობის ჟესტი გაითამაშა და საჯაროდ აჩუქა მათ სიცოცხლე.

     შეთქმულები სხვადასხვა ვადით, სხვადასხვა მხარეში გადაასახლეს. ყველაზე მკაცრად, გარდა ფილადელფოს კიკნაძისა, დაისაჯა სოლომონ დოდაშვილი, როგორც დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი. ის ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს, სადაც დასნეულდა და გარდაიცვალა. (მისი არაერთი თხოვნა სამხრეთის გუბერნიაში გადასახლების შესახებ, ნიკოლოზ I-მა არ დააკმაყოფილა მიუხედავად დოდაშვილის შერყეული ჯანმრთელობისა)

     საბოლოოდ ყველა ეს გადასახლებული პირი დაუბრუნდა სამშობლოს გარდა სოლომონ დოდაშვილისა, რომლის შერყეულ ჯანმთელობაზე ცუდად იმოქმედა ვიატკის ჰავამ და გარდაიცვალა.

     მიუხედავად იმისა, რომ შეთქმულება ჩაიშალა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ქართველი ინტელიგენციის პირველი ყველაზე ორგანიზებული მცდელობა სახელმწიფოებრიობის და ეროვნულობის დაბრუნებისთვის. მან ღრმა კვალი დატოვა ქართველების ცნობიერებაზე და ზოგადად საქართველოს ისტორიაზე, ვინაიდან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითი ქართული პატრიოტიზმის გამოვლენისა, ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა ყოვლად აუტანელი ცარიზმის კოლონიური რეჟიმისგან გათავისუფლებისა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გ. გოზალიშვილი, "1832 წლის შეთქმულება" I-IIტომი,
  2. ი.ჯავახიშვილის "საქართელოს ისტორიის ნარკვევები", IV ტომი,
  3. ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე - "საქართველოს ისტორია"


[1] გავრცელებული იყო ხმები, რომ ოქროპირ ბატონიშვილმა განგებ შეირთო სენატორის ქალი, რათა ამ გზით მიღებული ფული შეთქმულების საჭიროებისთვის მოეხმარა, მართლაც, ამ ქალმა ოქროპირს პირად განკარგულებაში გადასცა 200 000 მანეთი ვერცხლის ფული (ი. ჯავახიშვილის საქართელოს ისტორიის ნარკვევები, IV ტომი, გვ 939)

იხილეთ რეფერატი:

"პირველი ღამის განკარგულება - 1832 წლის შეთქმულება"

ტეგები: qwelly, ისტორია, რეფერატი, სალომე_დოჩია, საქართველოს_ისტორია, ქველი, შეთქმულება

ნახვა: 6278

გამოხმაურებები!

გმადლობთ, სალომე, 1832 წლის შეთქმულების შესახებ ფორუმის გამოქვეყნებისათვის, ამ სერიოზული თემის მიმოხილვისათვის, კონკრეტული ცნობების მოწოდებისათვის.

მართლაც, რეფერატში სწორადაა ხაზგასმული აღნიშნული შეთქმულების მნიშვნელობა როგორც თანამედროვე, ისე მომდევნო ეპოქისათვის, მით უფრო რომ ეს გამოსვლა განმათავისუფლებელ მოძრაობაში ახალი ეტაპი და პროგრესული მიმდინარეობა იყო.

ამ მოძრაობაში მრავალი ძლიერი მხარე და ქართული საზოგადოებრივი აზროვნებისათვის სიახლეები შეიმჩნეოდა, რომელმაც თავისი კვალი დაატყო განმათავისუფლებელი მოძრაობების განვითარებას შემდგომ ათწლეულებშიც.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გამოსვლა მთელი საქართველოს მხარეების ჩაბმას ცდილობდა განმათავისუფლებელ მოძრაობაში; ამ საერთოქართულ მოძრაობას უნდა მოჰყოლოდა ქვეყნის განთავისუფლება რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან, თუმცა მისი საგარეო პოლიტიკა კვლავ რუსეთის პოლიტიკას დაექვემდებარებოდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების მიხედვით. შეთქმულების გამარჯვებისთანავე უნდა აშენებულიყო ახალი, ევროპული ტიპის სახელმწიფოს მოდელი, სადაც იქნებოდა საკანონმდებლო ორგანო `სეიმი~ და სამინისტროების მიხედვით დანაწილებული მთავრობა მეფის მმართველობით. სახელმწიფო წყობილება, შეთქმულთა უმრავლესობის აზრით, კონსტიტუციური მონარქია უნდა ყოფილიყო. შეთქმულთა მცირეოდენი ნაწილი რესპუბლიკური წყობილების დამყარებას ფიქრობდა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების შესაძლებლობას ტოვებდა.

შეთქმულების გეგმა არსებული სიტუაციის ანალიზის მიხედვით შედგა, მხოლოდ გადაჭარბებული იყო ქართველთა შესაძლებლობები და რუსეთის იმპერიის ფაქტორიც არასაკმარისად შეფასებული. ძალთა არათანაბარი თანაფარდობის პირობებში მოფიქრებით იყო სამხედრო გეგმა შემუშავებული (აჯანყების დაწყებისთანავე რუსეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირთა შეპყრობა ან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათი დახოცვა, რუსეთის სამხედრო ნაწილების გარემოცვა და გაუვნებელყოფა, კავკასიონის ქედის გადმოსასვლელების ჩაკეტვა, ფოთთან სამხედრო სიმაგრის შექმნა, რომ არ შემოეშვათ დასავლეთ საქართველოში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი; შეთქმულ თავადაზნაურობას კი უნდა აეჯანყებინათ გლეხობა, რომელთაგან უნდა შექმნილიყო ჯარი, თუმცა ეს საკმაოდ ბუნდოვნად წარმოედგინათ დაახლოებით ორასიოდე თავადსა და აზნაურს). დიპლომატიური საშუალებების გამოყენებას საკმაოდ ეფექტურად აპირებდნენ _ მოკავშირეები უნდა მოეძებნათ ჩრდილო კავკასიის ხალხთა განმათავისუფლებელი მოძრაობის სახით, ოსმალეთის იმპერიისა და ირანთან სამხედრო კავშირს კი ისინი მხოლოდ მცირე ხნით ვარაუდობდნენ. უფრო საიმედო პარტნიორებად მათ ინგლისი და საფრანგეთი ეგულებოდათ კავკასიაში მათი ანტირუსულ პოლიტიკის გამო, ხოლო საქართველოში გადმოსახლებული, დასაჯილი პოლონელი ამბოხებულების (დაახ. 500 კაცი) მიმხრობის იმედიც ჰქონდათ. ყოველივე ამ საშუალებებით შეთქმულები რამდენიმე თვის განმავლობაში ფიქრობდნენ ქვეყნის დაცვას რუსეთის იმპერიის ჯარების შემოტევისაგან, შემდეგ გარეშე დახმარების ან რუსეთთან მოლაპარაკების გზით წარმოედგინათ ქვეყნის განთავისუფლება, რასაც უნდა მოჰყოლოდა სახელმწიფოებრიობის აღდგენა საქართველოში.

მართალია, შეთქმულებს მრავალი სირთულე ან არ ჰქონდათ გათვალისწინებული, ან არასათანადოდ შეფასებული, მაგრამ ეს იყო ქართველი მოწინავე საზოგადოების მხრივ თავის გაწირვა სამშობლოს განთავისუფლებისათვის და სერიოზული ფიქრი და მზადება შეთქმულების გონივრული გეგმის შესაქმნელად, წარმატებული მოქმედება მაღალორგანიზებული საიდუმლო საზოგადოებების შესაქმნელად. ყოველივე ამან უკვალოდ არ ჩაიარა და თანამედროვე თუ მომავალ თაობებს შთაბერა და გაუძლიერა თავისუფლებისათვის ბრძოლის სული და მოღვაწეობის სურვილი ქვეყნის პროგრესის გზაზე დასაყენებლად... ილია ჭავჭავაძე ხომ თავის მოძრაობას ოცდათორმეტიანელთა მოძრაობის გამგრძელებლად მიიჩნევდა.

მადლობა შეფასებისთვის და ძალიან საინტერესო კომენტარისთვის ამ თემასთან დაკავშირებით! 

giorgi_მ თქვა:

გმადლობთ, სალომე, 1832 წლის შეთქმულების შესახებ ფორუმის გამოქვეყნებისათვის, ამ სერიოზული თემის მიმოხილვისათვის, კონკრეტული ცნობების მოწოდებისათვის.

მართლაც, რეფერატში სწორადაა ხაზგასმული აღნიშნული შეთქმულების მნიშვნელობა როგორც თანამედროვე, ისე მომდევნო ეპოქისათვის, მით უფრო რომ ეს გამოსვლა განმათავისუფლებელ მოძრაობაში ახალი ეტაპი და პროგრესული მიმდინარეობა იყო.

ამ მოძრაობაში მრავალი ძლიერი მხარე და ქართული საზოგადოებრივი აზროვნებისათვის სიახლეები შეიმჩნეოდა, რომელმაც თავისი კვალი დაატყო განმათავისუფლებელი მოძრაობების განვითარებას შემდგომ ათწლეულებშიც.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გამოსვლა მთელი საქართველოს მხარეების ჩაბმას ცდილობდა განმათავისუფლებელ მოძრაობაში; ამ საერთოქართულ მოძრაობას უნდა მოჰყოლოდა ქვეყნის განთავისუფლება რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან, თუმცა მისი საგარეო პოლიტიკა კვლავ რუსეთის პოლიტიკას დაექვემდებარებოდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების მიხედვით. შეთქმულების გამარჯვებისთანავე უნდა აშენებულიყო ახალი, ევროპული ტიპის სახელმწიფოს მოდელი, სადაც იქნებოდა საკანონმდებლო ორგანო `სეიმი~ და სამინისტროების მიხედვით დანაწილებული მთავრობა მეფის მმართველობით. სახელმწიფო წყობილება, შეთქმულთა უმრავლესობის აზრით, კონსტიტუციური მონარქია უნდა ყოფილიყო. შეთქმულთა მცირეოდენი ნაწილი რესპუბლიკური წყობილების დამყარებას ფიქრობდა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების შესაძლებლობას ტოვებდა.

შეთქმულების გეგმა არსებული სიტუაციის ანალიზის მიხედვით შედგა, მხოლოდ გადაჭარბებული იყო ქართველთა შესაძლებლობები და რუსეთის იმპერიის ფაქტორიც არასაკმარისად შეფასებული. ძალთა არათანაბარი თანაფარდობის პირობებში მოფიქრებით იყო სამხედრო გეგმა შემუშავებული (აჯანყების დაწყებისთანავე რუსეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირთა შეპყრობა ან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათი დახოცვა, რუსეთის სამხედრო ნაწილების გარემოცვა და გაუვნებელყოფა, კავკასიონის ქედის გადმოსასვლელების ჩაკეტვა, ფოთთან სამხედრო სიმაგრის შექმნა, რომ არ შემოეშვათ დასავლეთ საქართველოში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი; შეთქმულ თავადაზნაურობას კი უნდა აეჯანყებინათ გლეხობა, რომელთაგან უნდა შექმნილიყო ჯარი, თუმცა ეს საკმაოდ ბუნდოვნად წარმოედგინათ დაახლოებით ორასიოდე თავადსა და აზნაურს). დიპლომატიური საშუალებების გამოყენებას საკმაოდ ეფექტურად აპირებდნენ _ მოკავშირეები უნდა მოეძებნათ ჩრდილო კავკასიის ხალხთა განმათავისუფლებელი მოძრაობის სახით, ოსმალეთის იმპერიისა და ირანთან სამხედრო კავშირს კი ისინი მხოლოდ მცირე ხნით ვარაუდობდნენ. უფრო საიმედო პარტნიორებად მათ ინგლისი და საფრანგეთი ეგულებოდათ კავკასიაში მათი ანტირუსულ პოლიტიკის გამო, ხოლო საქართველოში გადმოსახლებული, დასაჯილი პოლონელი ამბოხებულების (დაახ. 500 კაცი) მიმხრობის იმედიც ჰქონდათ. ყოველივე ამ საშუალებებით შეთქმულები რამდენიმე თვის განმავლობაში ფიქრობდნენ ქვეყნის დაცვას რუსეთის იმპერიის ჯარების შემოტევისაგან, შემდეგ გარეშე დახმარების ან რუსეთთან მოლაპარაკების გზით წარმოედგინათ ქვეყნის განთავისუფლება, რასაც უნდა მოჰყოლოდა სახელმწიფოებრიობის აღდგენა საქართველოში.

მართალია, შეთქმულებს მრავალი სირთულე ან არ ჰქონდათ გათვალისწინებული, ან არასათანადოდ შეფასებული, მაგრამ ეს იყო ქართველი მოწინავე საზოგადოების მხრივ თავის გაწირვა სამშობლოს განთავისუფლებისათვის და სერიოზული ფიქრი და მზადება შეთქმულების გონივრული გეგმის შესაქმნელად, წარმატებული მოქმედება მაღალორგანიზებული საიდუმლო საზოგადოებების შესაქმნელად. ყოველივე ამან უკვალოდ არ ჩაიარა და თანამედროვე თუ მომავალ თაობებს შთაბერა და გაუძლიერა თავისუფლებისათვის ბრძოლის სული და მოღვაწეობის სურვილი ქვეყნის პროგრესის გზაზე დასაყენებლად... ილია ჭავჭავაძე ხომ თავის მოძრაობას ოცდათორმეტიანელთა მოძრაობის გამგრძელებლად მიიჩნევდა.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters