ცნობილი მუსიკალური მოღვაწის ზაქარია ჩხიკვაძის ვაჟი დაიბადა თბილისში. თვრამეტი წლისამ ქართული გიმნაზია დაასრულა, ხოლო თბილისის კონსერვატორია - 1927 წელს. შემდეგ მიავლინეს ლენინგრადის კონსერვატორიაში, რომელიც თეორია-კომპოზიციის განხრით დაამთავრა 1932 წელს. 1935 წელს იქვე დაასრულა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა ფოლკლორის სპეციალობით.
ძნელია ერთგვერდიან მიმოხილვაში მიახლოებით მაინც აღიწეროს ნაყოფიერად მოღვაწე პროფესორის მიერ ჩატარებული მუშაობა. გამოვყოთ მთავარი პერიოდები მისი საქმიანობისა.
1918-1930 წლებში თბილისის საშუალო სკოლებში სიმღერის მასწავლებლად და გუნდების ხელმძღვანელად, ხოლო მუსიკალურ ტექნიკუმში თეორიული საგნების პედაგოგად მუშაობდა. იყო საზოგადოება «შევარდენის» გუნდის ლოტბარი, ახალგაზრდა მუსიკოსთა საზოგადოების ორკესტრის წევრი (უკრავდა ჯერ ვიოლინოზე, შემდეგ - ალტზე), II მუსიკალური ტექნიკუმის დირექტორი და კონსერვატორიის პედაგოგი.
იმუშავა ლენინგრადის რადიოსა და კლუბებში მუსიკალურ გამფორმებლად; ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქართული გუნდის ხელმძღვანელად (კონცერტებს მართავდა) და ბოშათა ანსამბლის ლოტბარად (1932 წელს საბჭოთა კავშირი შემოიარა).
იყო საქართველოს რადიოს მუსიკალურ გადაცემათა ფოლკლორის განყოფილების გამგე. 1935-1939 წლებში, პარალელურად, კონსერვატორიის პრორექტორი, შემდეგ, 1948 წლამდე, კომპოზიტორთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, მცირე ხნით - ქართული ხალხური შემოქმედების სახლის ფონოლაბორატორიისა და საექსპედიციო განყოფილების გამგე, 1941-1945 წლებში - თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, 1946 წლიდან - კონსერვატორიის პროფესორი და მუსიკალური ფოლკლორის კაბინეტის მეცნიერ-ხელმძღვანელი. 1953-1960 წლებში მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგრაფიის განყოფილების ფოლკლორის სექციის ხელმძღვანელია.
მისი შემოქმედებითი მუშაობა მრავალმხრივია; შექმნა «შევარდენთა ჰიმნი», «შევარდენთა მარში», მუსიკა 8 თავისუფალი ვარჯიშისათვის. ახალგაზრდობის პერიოდშივე შექმნა ორ, სამ, ოთხმოქმედებიანი საბავშვო ოპერები. რომანსების, გუნდების, კამერული მუსიკის, საბავშვო სიმღერების ავტორია. მრავლად აქვს დამუშავებული ხალხური მუსიკა.
დიდად პროდუქტიულია მისი სამეცნიერო მუშაობაც. ცნობილია მისი ყოველმხრივ გამართული «მუსიკის ელემეტარული თეორია», რომელიც ზედიზედ რამდენჯერმე გამოიცა; სამჯერ (1940-1956 წლებში) გამოიცა კომპოზიტორების ბიოგრაფიები. მისი მეცნიერული ნაშრომების ჩამონათვალს ერთი კარგა მოზრდილი ბროშურაც არ ეყოფა. მრავალი მისი ნაშრომი გამოიცა საზღვარგარეთ.
მოვლილი აქვს საქართველოს მთა-ბარი; მისი ხელმძღვანელობით სხვადასხვა წლებში მეცნიერულმა ექსპედიციამ 1500-ზე მეტი სიმღერა-საგალობელი ჩაიწერა. ამის გარდა, მრავალი ნათარგმნი მუსიკლაური განძი შესძინა ქართული მუსიკის საუნჯეს.
დაუღალავ სარედაქციო მუშაობას ეწეოდა. მრავალი წიგნი, მონოგრაფია, მუსიკალური კრებულები გამოიცა მისი რედაქტორობით, დაუღალავი შრომით.
ავტორია ნაშრომებისა «ქართული მუსიკის ისტორია» (დასაბამიდან XIX საუკუნემდე), «ქართული მუსიკალური ფოლკლორის სახელმძღვანელო» და სხვა.
"ფონდი ქართული გალობა"
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, თბილისი, ფოლკლორი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•