თემის სათაური გასაგებად ხდის ამ თემის არსს- ვასუბრობთ ქართულ გუნდებზე, რომლებიც ემზადებიან ახალი სეზონისთვის სხვადასხვა ქვეყნებში შეკრებებით და ასევე ვაფასებთ მათ გამოსვლას ევროასა თუ ჩემპიონთა ლიგაზე...

ნახვა: 376

გამოხმაურებები!

„დილა“ განაგრძობს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრისთვის მზადებას, რომელიც 19 ივლისს დანიაში, ქ. ორჰუსში გაიმართება. გუნდი 11 ივლისს გამთენიისას გაემგზავრა გერმანიაში თბილისი-სტამბოლი-ჰამბურგის რეისით, სადაც ჰამბურგთან მდებარე ქალაქ შევერდინგენში დაბანაკდა.
“დილას” ამ შეკრების მოწყობაში დაეხმარა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი რაინერ მილკორაიტი. იგი 1981 წელს გახლდათ “კარლ ცაისის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მილკორაიტმა ჩვენი გუნდის მენეჯერ გია ისიანთან ერთად იდეალური პირობები შეუქმნა გუნდს მოახლოებული თამაშისთვის მოსამზადებლად, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს გაწეული სამსახურისთვის.
გუნდი გერმანიაში 17 ივლისამდე დარჩება და შემდეგ გაემგზავრება დანიაში. გამგზავრების წინ, რამდენიმე ფეხბურთელს და კლუბის მენეჯერს ვთხოვეთ მცირე კომენტარი მოახლოვებულ თამაშთან დაკავშირებით:
გია ისიანი: “ძალიან საპასუხისმგებლო თამაშისთვის ვემზადებით, კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცადა ყველაფერი გაეკეთებინა გუნდისთვის, გაითვალისწინა კლიმატური პირობები, მგზავრობა რომ გადამღლელი არ ყოფილიყო, სასტუმრო, რაც ჩვენ გუნდს სჭირდება. გუნდი მზადაა, ორგანიზებულად ყველაფერი მაღალ დონეზეა მოგვარებული, კლუბის დირექტორი ბატონი ზურაბ დალაქიშვილი, ბატონი ვანო თაყაძე, რომლებიც აქ არიან და გვაცილებენ და იმედია, გამარჯვებულები დავბრუნდებით.”
დათო კვირკველია: “ყველა ისეთი ფეხბურთელია კლუბში მათთან შეწყობა არ იყო რთული, შეთამაშება გვაკლია, მაგრამ ამ თამაშში ყველაფერს გავაკეთებთ რომ შედეგს მივაღწიოთ. აქ ორმატჩიანი რაუნდია, სადაც ერთ თამაშში არ წყდება ყველაფერი და ამიტომ ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება. თვითონ გუნდ “ორჰუსს” მე პირადად არ ვიცნობ და რომ ჩავალთ მწვრთნელები შესაბამისად გაგვაცნობენ მოწინააღმდეგის ძლიერ და სუსტ მხარეებს”.
ლაშა გვალია: “მობილიზებულები ვართ, შევიკარით და ორი თამაშის ჯამში ვეცდებით გადავლახოთ ეს ბარიერი”.
გოგიტა გოგუა: “სერიოზულად ვემზადებით და იმედია ასეთი განწყობით გავაგრძელებთ მზადებას. ჩემი აზრით, კარგი გუნდია “ორჰუსი”, მაგრამ ჩვენც კარგი გუნდი ვართ და პირველი თამაშის შემდეგ უფრო მეტი წარმოდგენა გვექნება ამ გუნდის შესახებ”.
გულვერდ თომაშვილი: “გუნდში იდეალური სიტუაციაა, ისეთი ფეხბურთელები არიან. მათი სახელი და გვარი მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა გამოცდილების მქონენი არიან. მომავალ თამაშზე რაც შეიძლება ითქვა, კარგი გუნდია “ორჰუსი” და ჩვენც ჩამოყალიბების პროცესში ვართ, გვაქვს იმის იმედი რომ დავძლიოთ ეს ბარიერი და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ”.
ნიკა სადაღაშვილი: “მივდივართ მოსაგებად, შანსები თანაბარია. დანარჩენს უკვე შეხვედრა გადაწყვეტს”.
კახა ალადაშვილი: “ძალიან სერიოზული თამაშია, სერიოზულად ვემზადებით ყველა. გავიარეთ ნაყოფიერი შეკრება, ახლა მივემგზავრებით გერმანიაში. ჩვენი მოწინააღმდეგე სერიოზული გუნდია. რაც შემიძლია გორელ და მთლიანად ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ვუთხრა ის არის, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რო გადალახოს ეს ბარიერი”.
ლაშა სალუქვაძე: “განწყობა კარგია, გუნდი მთლიანად არ არის შეთამაშებული, რამოდენიმე ახალი ფეხბურთელიც მოვიდა. ჩვენს გულშემატკივარს ვპირდებით თავს არ დავზოგავთ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.
შოთა გრიგალაშვილი: “განწყობა არის გასასვლელი და აუცილებლად უნდა გავიდეთ”.
მათე ვაწაძე: “ჩვენი მოწინააღმდეგე დიდი ისტორიის მქონე გუნდია, ამჟამად იქ ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ყველა რგოლში დაკომპლექტებულია კარგი ფეხბურთელით, მათ წინააღმდეგ 100%-იანი მობილიზება გვჭირდება თითოეულ ფეხბურთელს, ვინც მოედანზე გავა. შეუძლებელი არაფერია, ორთამაშიანი რაუნდია და ჩვენი წარმატების გასაღები იქნება ერთმანეთის გვერდზე დგომა და იმედია, წარმატებას მივაღწევთ”.
რომან ახალკაცი: “როგორც ვიცით მოწინააღმდეგე სერიოზულია, მაგრამ იმედიანად ვართ და აუცილებლად დავძლევთ ამ ბარიერს”.



„დილას“ პრესსამსახური

აეროპორტული გაუგებრობის გადამკიდეს, “დალღა არენაზე” მისვლა თითქმის ერთი საათით დამაგვიანდა და “ნეფთჩის” წარმომადგენელთა პრესკონფერენციას ვერ მივუსწარი. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტებისგან შევიტყვე, ბაქოური კლუბის მთავარი მწვრთნელი ბუიუქაღა გაჯიევი შეუძლოდაა. ვერც მას-მედიასთან შეხვედრა მოახერხა და სავარაუდოდ, ვერც დღევანდელ თამაშს დაესწრება.
ვიდრე საპრესკონფერენციო დარბაზში “ზესტაფონის” დამრიგებელი გიორგი ჭიაბრიშვილი და ნახევარმცველი დავით მუჯირი შევიდოდნენ, რამდენიმე წუთით არენაზე გასვლაც მოვასწარი, სადაც “ნეფთჩი” ვარჯიშს ასრულებდა. ქალაქგარეთ, საკურორტო ზოლში მდებარე კოხტა სტადიონზე ისეთი ყიჟინა ისმოდა, მეგონა, ტრიბუნები სანახევროდ სავსე მაინც დამხვდებოდა. თვალებს არ ვუჯერებდი, როცა დავინახე, რომ მთელი ეს ხმაური აღმოსავლეთ და დასავლეთ ტრიბუნებზე მჯდომი მხოლოდ ორი, დაახლოებით 40-კაციანი გუნდის დამსახურება იყო. ფაქტია, ბრწყინვალედ ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს, მაგრამ მათ გუგუნს ერთიორად ზრდიდა ლამაზად შეკრული ნაგებობის საოცარი აკუსტიკა.
დასავლეთ ტრიბუნაზე მსხდომი ფანები “ფორცა ნეფთჩიდ” იწოდებიან, აღმოსავლეთზე კი “ულტრა ნეფთჩისა” და “ფლაგმანის” ფანკლუბის წევრები იყვნენ გაერთიანებულნი. როგორც შევიტყვეთ, “ნეფთჩის”, მათ გარდა, სულ 5 ფან-კლუბი ჰყოლია. “1937”-ისა და “შავ-თეთრი” ქალაქის” წევრები დღევანდელ ვარჯიშს არ დასწრებიან.
ადგილობრივი ჟურნალისტი ფან-კლუბებზე კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ “ზესტაფონის” პრესკონფერენცია დაიწყო და დარბაზს მივაშურეთ. შეკითხვების მთავარი ადრესატი, რა თქმა უნდა, ჭიაბრიშვილი იყო.
- როგორ ფორმაში ხვდება “ზესტაფონი” ხვალინდელ შეხვედრას?
- მოსამზადებელი ეტაპები საკმაოდ კარგად გავიარეთ და ვფიქრობ, მზად ვართ. “ნეფთჩი” კარგი გუნდია, მაგრამ იმედია, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ.
- ახლახან ერთ ინტერვიუში თქვით, თუ “ზესტაფონი” მეორე წრის მიღმა დარჩება, ეს კატასტროფა იქნებაო...
- ასეთი სიტყვები არც ერთი ჟურნალისტისთვის მითქვამს. სიტყვა – “კატასტროფა” არასოდეს არსად მიხსენებია. ამბიცია კი, ნამდვილად გვაქვს და ეს სავსებით ნორმალურია.
- “ნეფთჩის” მწვრთნელმა კი განაცხადა, რომ ყოველნაირად ეცდება, ყველაფერი პირველივე შეხვედრის შედეგით გადაწყვიტოს...
- ეს გამორიცხულია. ბრძოლა ორრაუნდიანია და ყველაფერი ზესტაფონში გამოჩნდება, ერთ კვირაში.
- მაინც რატომ უნდა გავიდეს “ზესტაფონი” შემდეგ წრეში?
- იმიტომ, რომ ეს წარმატება მთლიანად ქართულ ფეხბურთს სჭირდება. ჩვენი გუნდი უკვე წლებია, სტაბილურად ვითარდება, შარშან ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად გამოცდილება არ გვეყო. მიზნის მისაღწევად წლეულს უნდა ვიბრძოლოთ. ვფიქრობ, ამის ძალა შეგვწევს.
- ყველაზე მეტად “ნეფთჩის” რომელი ფეხბურთელის გეშინიათ?
- არავისი არ გვეშინია. ვიცით, რომ თქვენმა გუნდმა რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დაიმატა, მაგრამ თამაშს მთლიანი გუნდი იგებს და არა ცალკეული ფეხბურთელი.
მოკლე კომენტარი დავით მუჯირმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ წინ მძიმე შეხვედრები ელის და იქვე დასძინა, იმედია, ამ წყვილიდან მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას “ზესტაფონი” მოიპოვებსო.
“დალღა-არენას” ხელოვნურ საფარზე ზესტაფონელების გამოჩენას აზერბაიჯანელმა ფანებმა გამაყრუებელი ზმუილი მოაყოლეს. აღმოსავლეთ ტრიბუნაზე მსხდომებმა კი შეხმატკბილებული უწმაწური შეძახილებით მიიქციეს ყურადღება და თუ დღესაც ასე გააგრძელეს, დიდი რისკია, საქმე შეხლა-შემოხლამდეც მივიდეს. მით უმეტეს, რომ ორგანიზატორები სწორედ მათ სიახლოვეს აპირებენ “ზესტაფონის” გულშემატკივრების განთავსებას.

ფეხბურთში ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილას” მეტოქის - დანიური “ორჰუსის” მთავარმა მწვრთნელმა პეტერ სორენსენმა იმ 18 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ხუთშაბათს გასამართი მატჩის განაცხადში იქნებიან. “ორჰუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სორენსენმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა: მეკარეები: სტეფან რასმუსენი, ემილ ოუსაგერი; მცველები: არტურ სორინი, ატლე როარ ჰალანდი, მიქელ კირკესკოვი, ანდერს კურე, იენს იონსონი, ადამ ეკერსლი; ნახევარმცველები: სტეფან პეტერსენი, ჰიალტე ნორეგაარდი, მარტინ იორგენსენი, ოსამა აკჰარაზი, კასპერ სლოთი, სორენ ბერგი, დავით დევდარიანი; თავდამსხმელები: არონ იოჰანსონი, პეტერ გრაულუნდი, დავით სხირტლაძე. მომავალი თამაში ქალაქ ორჰუსის “ორჰუს სტადიონზე” თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება. მთავარი არბიტრი სერბი ბოშკო იოვანეტიჩია, რომელსაც თანამემამულეები სრდან მილუტინოვიჩი და ვლადიმირ კადენოვიჩი დაეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში “ორჰუსი” ევროტურნირებზე პირველად თამაშობს.

დილა და მეტალურგიღა დაგვრჩნენ იმედად, თორემ ზესტაფონს გუშინდელი 3:0 მარცხის შემდეგ თვითონაც არარ ჯერა ალბათ რომ სასწაულს მოახდენენ და შემდეგ ეტაპზე გავლენ.

სამწუხაროდ, არ იგეგმება ორჰუსისა და გორის დილას საფეხბურთო მატჩის ტელე ტრანსლაცია. ამიტომ, qwelly-ს მომხმარებლისთვის ვდებ ლინკს facebook-ისა, რომელიც არის "დილას" ოფიციალური გვედრი და აქ თამასის წინ დაიდება საყურებელი ლინკი
https://www.facebook.com/FCDilaGori

kokaiam saocreba tqva:
17 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში ადგილობრივმა ”ნეფთჩიმ” ”ზესტაფონი” 3:0 დაამარცხა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზესტაფონელთა პრეს-სამსახურმა კლუბის პრეზიდენტის ილია კოკაიას სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი საკმაოდ მოულოდნელ დაპირებას იძლევა: ”ზესტაფონი” აზერბაიჯანული ბარიერის დაძლევას მოახერხებს.
”საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” და პირადად კლუბის პრეზიდენტმა გვინდა ბოდიში მოვუხადოთ როგორც იმ გულშემატკივრებს, ვინც, მრავალსაათიანი დამღლელი მოგზაურობის შემდეგ, ბაქოში ჩავიდნენ და ”ზესტაფონს” დაუჭირეს მხარი, ასევე გუნდის უსუსური ასპარეზობით გულნატკენ ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინდელი შეხვედრის პირდაპირ სატელევიზიო რეპორტაჟს ადევნა თვალყური. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეზიდენტი გპირდებით, რომ გუნდი დაძლევს ბაქოს ”ნეფთჩის” ბარიერს და უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საგზურს მოიპოვებს...”.

რუსთავის "მეტალურგისთვის" ძალზე ცუდად დასრულდა ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი "პლზენს" დაუპირისპირდა. პირველი ტაიმის 2:1 მოგების შემდეგ, ჩეხებმა ქართველები მე-2 ნახევარშიც დაჯაბნეს საბოლოოდ, 3:1 იმარჯვეს. სტუმრებმა ანგარიში მე-14 წუთზე, ჰორვატის დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ გახსნეს. 29-ე წუთზე, მეტოქე ფეხბურთელის შეცდომის შედეგად მეკარესთან პირისპირ გასულმა ტატანაშვილმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალევე, კოლარის თავურს სტუმართა კვლავ წინ გასვლა მოჰყვა. მე-2 ტაიმი დაახლოებით 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ჰორვატმა შორეული დარტყმით დუბლი გაიფორმა და "პლზენს" შემდეგი ეტაპის საგზური თითქმის გაუნაღდა. მეტალურგი: ბედიაშვილი, სუხიაშვილი, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, მაისურაძე, რაზმაძე, ქავთარაძე, გეწაძე, მიქაბერიძე, ტატანაშვილი. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი. პლზენი: ბოლეკი, ლიმბერსკი, სევინსკი, პროჰაზკა, რაიტორალი, ჰორვატი, დარიდა, მალაკიანი, კოლარი, ფილო, დურიში. პლზენი: პაველ ვრბა. მსაჯი: ემირ ალეჩკოვიჩი (ბოსნია).

გორის დილამ მიუხედავად იმისა, რომ მესამე წუთზე გაუშვა გოლი, თამაშის მოგება დანიაში მაინც მოახერხა მათე ვაწაძისა და კახაბერ ალადაშვილის გოლების წყალობით და დიდი ნაბიჯი გადადგა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადასვლისაკენ. გილოცავთ!

gmirulad wago rustavma :(((((((((((((( :)))))))))))))))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters