სტრესულ ცხოვრებაში, რაიმეს შეცვლას ადამიანი ხშირად მოგზაურობით ცდილობს, განსაკუთრებით ეგზოტიკურ ადგილებში. როდესაც ადამიანი აპირებს დასვენებას როგორც წესი მას რამოდენიმე კვირით ადრე გეგმავს, რომ დარწმუნდეს ყველაფერი ისე იქნება როგორც სურს. წინასწარ ითვალისწინებს ადგილმდებარეობას, სასტუმროს, ფასებს და სხვადასხვა დეტალებს. თუმცა არსებობს დედამიწაზე რამოდენიმე ადგილი რომლის ნახვისგანაც უმჯობესია თავის შეკავება. ეს 15 ქალაქი არის მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილი.

1. სან პედრო, ჰონდურასი

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     

     ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთში. აქ არის ტროპიკული კლიმატი და მაღალი ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში. ქალაქში სანახავად საინტერესო ადგილებია, როგორიცაა ანთროპოლოგიის და ისტორიის მუზეუმი, პლანეტარიუმი, ცენტრალური პარკი და Avenida Circunvalación, პოპულარული ზონა, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, ბანკების და სწრაფი კვების ობიექტების შემცველი.

     თუმცა სან პედრო სულა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქია მსოფლიოში. სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წელს ქალაქში მოხდა 159 მკვლელობა 100 000 მოსახლეზე. მონაცემებზე დაყრდნობით სან პედრო სულა არის მსოფლიოში მომხდარი მკვლელობების დედაქალაქი, დღეში საშუალოდ 3 მკვლელობა ხდება. რაც კიდე უარესია, ქალაქში არიან ბანდები, დაჯგუფებები, რომლებიც ეწევიან ნარკოტიკების და იარაღის არალეგალურ ვაჭრობას. გასაკვირი არ არის, ქალაქში სადაც ამდენი ცეცხლსასროლი იარაღია, ამდენი მკვლელობა რომ ხდება.

2. აკაპულკო, მექსიკა

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     

     ტურიზმი არის მთავარი ეკონომიკური საქმიანობა მუნიციპალიტეტისა, მრავალი ათწლეულის განმავლობაში აკაპულკოს მთავარი ღირშესანიშანობა არის ღამის ცხოვრება. ღამის კლუბები, კოქტეილის ბარები ხშირად სთავაზობენ ცოცხალ გასართობს, გარდა ამისა არის სანაპიროს ბარები, სადაც ძირითადად ახალგაზრდები მიდიან, ოკეანის ხედი, ტექნო მუსიკა და ალტერნატიული როკი. აქ აგრეთვე შეგიძლიათ მოსინჯოთ ბანჯი ჯამფინგი.

     აკაპულკო არის მექსიკის უძველესი ტურისტული დანიშნულების სანაპირო. ცნობილი გახდა 1950 წლიდან, როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ისვენებდნენ ეგზოტიკურ სანაპიროზე, მაგრამ დღესდღეობით ტურისტებს პრობლემები ექმნებათ ადგილობრივ კორუმპირებულ პოლიციასთან, რომლებიც მუქარით იპარავენ ფულს და აშინებენ ციხით. აკაპულკო აგრეთვე ცნობილია ნარკოდილერების სიმრავლით. თუ თქვენ ცუდ დროს მოხვდით ცუდ ადგილზე, ვერავინ მოგცემთ გარანტიას რომ გადარჩებით, რჩევა იქნება, ფრთხილად იყავით, თუ გადაწყვიტავთ ოდესმე აკაპულკოში გამგზავრებას.

3. კარაკასი, ვენესუელა

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

   

     მიუხედავად იმისა, რომ კარაკასი მდებარეობს ტროპიკებში, ჰაერის ტემპერატურა არ არის ისეთი მაღალი, როგორც სხვა ტროპიკულ ადგილებში, თუმცა აქ არის შესანიშნავი ადგილები, ბევრი საინტერესო ნაგებობის ნახვა შეიძლება. აქ მდებარეობს სან ფრანცისკოს ეკლესია, რომელიც ისტორიული მნიშვნელობით და ინტერიერით გააოცებს მნახველებს.

     კარაკასის მეჩეთი სიდიდით მეორე ადგილზეა ლათინო ამერიკაში, მრავალი წლის განმავლობაში ის იყო პირველ ადგილზე, მაგრამ მიუხედავად ქალაქის რელიგიური სტატუსისა, იგი მკვლელობის ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებლით გამოირჩევა მსოფლიოში. მკვლელობები და სხვა ძალადობრივი დანაშაულებები გადაუჭრელ პრობლემად რჩება. შედარებით ღარიბულ უბნებში მუდმივი საშიშროებაა და ტურისტებისთვის არ არის რეკომენდირებული იქ მარტო წასვლა, განსაკუთრებით ღამით. მკვლელობების გარდა სხვა დანაშაულებიც ხდება, როგორიცაა ქუჩის ჩხუბები, ყაჩაღობები.

4. ტეგუსიგალპა, ჰონდურასი

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     მდებარეობს ხეობაში და გარს აკრავს მთები. ტეგუსიგალპაში ბევრი ღირშესანიშნავი ადგილია: ქალაქის მთავარი ტაძარი, ყოფილი პრეზიდენტის სასახლე(ამჟამად მუზეუმი), ეროვნული უნივერსიტეტი, ღვთისმშობლის ბაზილიკა, თეატრი. ტეგუსილპა არის კოლონიური ქალაქი, რომლის ისტორიაც 4 საუკუნეს მოიცავს. ქალაქში 14 მუზეუმია, ყველაზე ცნობილი მუზეუმები განლაგებულია ცენტრში.

     ამ სანახაობებმა არ მოგატყუოთ, რადგან ჰონდურასს მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. ბოლო წლებში ჰონდურასში ძალადობის რეკორდული მაჩვენებელია დაფიქსირებული. 2009 წელს 246 ავტომობილი იყო დაკავშირებული ფეხით მოსიარულე და ველოსიპედისტების გარდაცვალებასთან. ამის გარდა, უკიდურესი სიღარიბე გადაზრდილია უკიდურეს ძალადობაში მოსახლეებს შორის. კორუფცია და მაფია გავრცელებულია. ეს ადგილი არამარტო ტურისტების არამოყვარულია, არამედ სასიკვდილოდ სახიფათო.

5. Maceio, ბრაზილია

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     Maceio ბრაზილიის ერთ-ერთი სანაპრო ქალაქია. მას აქვს ტროპიკულ მუსონური კლიმატი, მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა მთელი წლის განმავლობაში. ეს ქალაქი თითქოს საუკეთესოა დასასვენებლად, ქვიშიანი სანაპირო, ზღვის ფერი ზურმუხტისფერიდან ლურჯამდე არის. ქვიშა თეთრია და ბევრი ქოქოსის პლანტაციებია. მაგრამ ბევრისთვის ცნობილი ფაქტი არ არის, რომ ეს ქალაქი მსოფლიოს ყველაზე სასტიკ 14 ქალაქიდან ერთ-ერთის სამშობლოა, სტატისტიკით 135 მკვლელობა ფიქსირდება 100 000 მოსახლეზე.

6. ჰავანა, კუბა

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     ჰავანა კუბას დედაქალაქია, ფართობით მესამე ადგილზეა კარიბის რეგიონში, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია. ჰავანა აერთიანებს რამოდენიმე ნაწილს: ძველი ჰავანა და ახალი გარეუბნის დასახლება. ქალაქი კუბის მთავრობის ცენტრშია. სხვადასხვა სამინისტროების, დიპლომატიური სამსახურების სახლია. ქალაქი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.

     თუმცა დანაშაული სხვადასხვა ფორმით ვლინდება კუბაში, თუმცა მთავრობა არ აქვეყნებს დანაშაულის ოფიციალურ სტატისტიკას. ქვეყანაში დანაშაული იზრდება. თუმცა იარაღით დანაშაული თითქმის არ ხდება, ნარკოტიკებით ვაჭრობა გავრცელებულია. მას შემდეგ, რაც კუბა სოციალისტური ქვეყანა გახდა, მთელ ქვეყანაში სიღარიბე გავრცელდა. ქრთამის აღების ფაქტი ხშირია, თუნდაც ჯანდაცვაში. მუსიკოსები რეგულარულად იხდიან თანხას რათა შეასრულონ მუსიკა ტურისტულ ადგილებში. ტურისტების მომატებამ პროსტიტუციის გავრცელება გამოიწვია, რაც კუბაში არალეგალური არ არის. ჰავანა სადაც ყველაზე მეტი ტურისტი ჩადის, არ არის ასეთი საშიში.

7. დეტროიტი, აშშ

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     თუ ერთ დღეს გადაწყვიტავთ პიკნიკის მოწყობას, დეტროიტი ნამდვილად არ არის კარგი არჩევანი. დეტროიტში დაფიქსირებულია 6 უმაღლესი ძალადობის ფაქტები. მიჩიგანში მომხდარი მკვლელობების 2/3 მოხდა დეტროიტში 2011 წელს. მიუხედავად იმისა რომ დანაშაული 11 პროცენტით შემცირდა 2008 წელს, აშშ_ში ძალადობის გამოვლინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დეტროიტშია. დანაშაული არათანაბრად ნაწილდება ქალაქში, ყველაზე ხშირია აღმოსავლეთით და ცენტრალური დასავლეთით. ეს არ არის საიდუმლო, რომ ვინც დეტროიტში აპირებს წასვლას ფრთხილად უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის დონე მცირდება, მაინც არ არის რეკომენდირებული მანდ წასვლა.

8. კაირო, ეგვიპტე

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

    ეგვიპტე მდებარეობს აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთით, უმეტესი ნაწილი უდაბნოში მდებარეობს. მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ზამთარში კაირო არის ყველაზე კარგი ადგილი დასასვენებლად, მთელი წლის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა, ოკეანის ახლოს არის, რაც ტურისტებს საშუალებას აძლევა ისარგებლონ პლიაჟით და გაირუჯონ ზამთრის თვეებში, და რათქმა უნდა პირამიდები, რისი ნახვაც შედის ყველა ექსკურსიაში, თუ თქვენ ეგვიპტის დათვალიერებას მოისურვებთ. სამწუხაროდ კაირო აღმოჩნდა ყველაზე საშიშ ქალაქთა სიაში, შიდა არეულობის გამო პრობლემები მთელ ქალაქს შეეხო. საპროტესტო აქციები დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ტერაქტებს შეეწირა რამოდენიმე ტურისტი, კაირო არის შავი ქვეყნების სიაში, რაც იმას ნიშნავს რომ ქალაქში ჩასვლა უსაფრთხო არ არის.

9. კიევი, უკრაინა

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     კიევი, უკრაინის დედაქალაქი სიდიდით მე-8 ადგილზეა ევროპაში. კიევი არის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი აღმოსავლეთ ევროპაში. ეს არის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ძეგლების ქალაქი. ქალაქს აქვს მსხვილი ინფრასტრუქტურა და მაღალ განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქალაქის მეტროს ჩათვლით. კიევი არ არის ცნობილი დასასვენებელი ადგილი, მაგრამ უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ უკრაინას ბევრი ტურისტი სტუმრობს.

     ქვეყანაში ამდენი რაოდენობის ტურისტი არასდროს ყოფილა და ეს უკვე ქალაქს სახიფათოს ხდის, ქვეყანაში მომხდარი არეულობა და პროტესტები ტურისტებისთვის არც ისე კარგია. უკრაინის პრეზიდენტს რუსეთთან კავშირი სურს, ხოლო მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა, გადამეტებული ძალადობა დღემდე ხდება კიევის ქუჩებში. კიევში წასვლა ტურისტს შეიძლება დაუჯდეს სიცოცხლის ფასად.

10. ნუევო ლარედო, მექსიკა

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     ქალაქი უკავშირდება ლარედოს, ტეხასს, რიო გრანდეს სამი საერთაშორისო და ერთი სარკინიგზო ხიდის მეშვეობით. იგი მექსიკის უდიდესი პორტია. როგორც სასაზღვრო ქალაქი ნუევო ლარედო ცნობილია ტერიტორიული ომით, სადაც ნარკოდილერებმა კონტროლი დაკარგეს აშშ_ში ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. ნარკოდილერები მრავლად არიან ქალაქში, მათ თავიანთი პოზიციები აქვთ, ისინი მუშაობენ და საქმეს მართავენ აშშ_ში და მექსიკაში. 2006 წლიდან მოყოლებული 60 000 ადამიანი დაიღუპა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ძალადობაში. მაგრამ ნარკოტიკები არ არის ერთადერთი დამაბრკოლებელი მიზეზი ქალაქში ჩასვლისა, ტურისტები გატაცებისა და ყაჩაღობის საფრთხის ქვეშ არიან, ამიტომ მთავრობა ურჩევს მათ ამ ქალაქის ნახვისგან თავის შეკავებას.

11. კეიპ ტაუნი, სამხრეთ აფრიკა

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     კეიპ ტაუნი არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქებ შორის მეორე ადგილზე სამხრეთ აფრიკაში, იგი არამარტო ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის სამხრეთ აფრიკაში, არამედ მთელ აფრიკაში. აქ არის კარგი კლიმატი, ბუნებრივი გარემო, და განვითარებული ინფრასტრუქტურა. ტურისტებს იზიდავს მთა, რომელიც არის ეროვნულ პარკში.

     დანაშაულის მაღალი მაჩვენებელი შეშფოთებას იწვევს ტურისტებში. სამხრეთ აფრიკა ცნობილია მომხდარი დანაშაულთა რაოდენობით, ძალადობა და მკვლელობა ფართოდ არის გავრცელებული, რასაც იწვევს აგრეთვე დაბალი სოციალური მდგომარეობა. ადგილი გამოირჩევა ბუნებრივი სილამაზით და კურორტებით, მაგრამ ვინც აპირებს გამგზავრებას ფრთხილად უნდა იყოს და მარტო არ უნდა წავიდეს.

12. რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     რიო-დე-ჟანეირო არის ბრაზილიის უმთავრესი ტურისტული ადგილი და კურორტი. იგი სტუმრობს ყველაზე მეტ ტურისტს სამხრეთ ამერიკაში, დაახლოებით 3 მილიონი ტურისტი წელიწადში. ქალაქი სთავაზობს უმაღლესი კლასის სასტუმროებს, 80 კილომეტრიან პლიაჟებს და შეუდარებელ ბუნებას. რიო აგრეთვე ცნობილია კარნავალით, რომელიც იმართება ყოველ თებერვალს, ეს არის კათოლიკური ტრადიცია, სადაც ხალხს გართობის საშუალება ეძლევა.

     იმ დროს, როდესა მილიონობით ადამიანი არის ქუჩებში და ზეიმობენ, ალკოჰოლს იღებენ დიდი რაოდენობით, ქუჩის დანაშაული იზრდება, განსაკუთრებით კარნავალის დროს. თუმცა ეს არ არის იმ სახის საფრთხე, როგორც სხვა აღნიშნულ ქალაქებში, აქ უფრო წვრილმანი დანაშაული ხდება.

13. გვატემალას ქალაქი, გვატემალა

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     გვატემალა არის გვატემალის რესპუბლიკის დედაქალაქი ცენტრალურ ამერიკაში. დანაშაუის მაჩვენებელი გვატემალაში არის ძალიან მაღალი. 2009 წელს დაფიქსირდა საშუალოდ 25 მკვლელობა კვირაში, ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებლით ერთერთი ყველაზე მაღალია ლათინო ამერიკაში. რამდენიმე გახმაურებული მკვლელობაში ევიტანილად სახელდება კათოლიკე ეპისკოპოსი. გვატემალა აკავშირებს ჰონდურასს და მექსიკას, მასზე გადის ნარკოტიკების სამარშუტო გზას. გარდა ამისა გვატემალაში ქალებისა და ბავშვების ექსპლუატაცია მიდის, მათი ჩაბმა ტრეფიკინგში. ყველა სქესის და ასაკის ადამიანს ამუშავებენ მძიმე სამუშაოზე იძულებით.

14. სოხუმი, საქართველო

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     სოხუმი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სეპარატისტული რეგიონი შავი ზღვის სანაპიროზე. იგი ცნობილია პლიაჟებით, მინერალური წყლით და სუბტროპიკული კლიმატით. ქალაქში არის ხელშეუხებელი ლანდშაფტი და თოვლით დაფარული მთები. ეს ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო სამოთხესავით, დასვენებისთვის შეუდარებელი ადგილი, რომ არა ომი. რეგიონი რომელსაც ეს ქალაქი ეკუთვნის, 1990 წელს დამოუკიდებლობის განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც სამხედრო მოქმედება დაიწყო. 1993 წელს უამრავი ადამიანი დაიღუპა და მოხდა სადისტური ძალადობა და დანაშაულებები მოსახლეობაზე.

15. Port-au-Prince, ჰაიტი

qwelly | photo | msoflios yvelaze 15 sashishi qalaqi | es sainteresoa | jgufi | ეს საინტერესოა | მსოფლიოს 15 ყველაზე საშიში ქალაქი | ფოტო | დედამიწა

     Port-au-Prince არის უდიდესი ქალაქი კარიბის ზღვის ქვეყნებში, დანაშაული ჰაიტში დაბალია, ვიდრე მის მეზობელ ქვეყნებში. თუმცა ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობამ დანაშაულის გაზრდა გამოიწვია. ძირითადად დანაშაული მოსახლეობის შორის ხდება, თუმცა ზოგჯერ ტურისტებიც ზარალდებიან. მთავარი პრობლემაა, რომ ადგილობრივ პოლიციას არ აქვს ძალა. პოლიცია არის დაუკომპლექტებელი, ცუდად აღჭურვილი.

     დანაშაულზე ასეთი დაბალი ან არარსებული რექცია პოლიციის მხრიდან, და სასამართლოს სისუსტემ ხელი შეუწყო მრავალ დანაშაულს. პოლიციას რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა არ ადარდებს, რატომ დაინტერესდება სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებზე. ელექტროენერგიის და წყლის ნაკლებობა ყოველდღიური პრობლემაა, ამის გამო იმართება დემონსრაციები, იმატებს ძალადობა. ჰაიტი ულამაზესი ადგილია.

    

ტეგები: Qwelly, დანაშაული, საინტერესო, საფრთხე, სტატისტიკა

ნახვა: 3030

გამოხმაურებები!

ჰაიტის გარდა ყველგან მოვისურვე წასვლა. :D

სოხუმში როგორი უღრუბლო ცა არის, ზღვის ამინდია ))

ლათინო ამერიკელები რაღაც ბნელი მხარეებით გამოირჩევიან :D

კიევი, როგორც საშიში ქალაქი ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. ეს ერთ-ერთი ქალაქია, უწყინარი სტუდენტებით სავსე. პირადად მე გახლდით, საიდანაც უვნებელი დავბრუნდი :).. სხვა საშიშ სიაში მყოფ ქალაქებში ვიზიტამდე კი აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს პოსტს და მივიღებ უსაფრთხოების ზომებს. :)

საინტერესო იყო

კიევში პოლიტიკური არეულობის შემდეგ მოხვდა ქალაქი მაგ სიაში :( ისე არ ვიცი რა სიტუაციაა, არ ვარ ნამყოფი :))

არ უნდოდათ "დიდი დათვის" გადამტერება ეტყობა :D:D

Kakha_მ თქვა:

საინტერესოა ცხინვალი რატომ არ მოხვდა :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters