XIX საუკუნის თბილისის სტილისტური მრავალფენოვნება
და
კლასიცისტური ნაგებობები

XIX საუკუნის თბილისის ნაგებობები, architecture, art, qwelly, tbilisi, არქიტექტურა, ეს საინტერესოა, ეს_საინტერესოა, თბილისი, თბილისის ისტორია, თბილისის ისტორიული შენობები, თბილისის_ისტორია, მშენებლობა, საკითხავი, ფოტო, interesting

      XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში ისტორიულ-პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების ძირეული გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობდა. რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოქცევამ სრულიად შეცვალა სიტუაცია. ცვლილება განიცადა როგორც პოლიტიკურმა, ასევე კულტურულმა კონტექსტმა. თბილისმა, რომელიც აღა-მაჰმედ-ხანის 1795 წლის შემოსევის შედეგად საფუძვლიანად დაინგრა და განადგურდა, ნელნელა დაიწყო შენება. თანდათანობით შემოვიდა ჯერ სავაჭრო, შემდგომ კი სამრეწველო კაპიტალი, რამაც ხელი შეუწყო ნატურალური მეურნეობის და ძველი ეკონომიკური ურთიერთობების რღვევას. თბილისი, რომელიც რუსული კაპიტალის ინტერესის სფეროში აღმოჩნდა, სულ უფრო აფართოვებდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან და ევროპასთან.

      შუა საუკუნეების თბილისის კაპიტალისტურ ქალაქად გადაქცევის კვალდაკვალ მიმდინარეობდა ქალაქის ევროპეიზაციის პროცესი, რაც მის ურბანულ სახესა და არქიტექტურული ნაგებობების ხასიათზეც აისახა. XVIII საუკუნეში ქალაქში დომინანტური აღმოსავლური, განსაკუთრებით ირანული, ფენომენი იყო. აღმოსავლური გავლენა იგრძნობოდა, როგორც მოსახლეობაში მათი (ირანელები, სომხები, ქურთები და სხვ.) სიმრავლის, ასევე აღმოსავლური ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელი გარემოს შექმნით, რასაც საგრძნობი წილი შეჰქონდა ქალაქის იერის ფორმირებაში. აღსანიშნავია, ისიც, რომ ირანული გავლენით აგურის მასალის, შეისრული თაღებისა და სხვა მოტივების ფართოდ გავრცელება ზოგადად დამახასიათებელია გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ხუროთმოძღვრებისათვის, რაც თბილისშიც იგრძნობოდა. ამ ვითარებაში XIX საუკუნეში ახალი, რუსი და ევროპელი (განსაკუთრებით გერმანელი) მოსახლეობის გამოჩენამ, მათთვის სახასიათო წეს-ჩვეულებების, ურბანული გარემოს შექმნამ სრულიად განსხვავებული სახე მისცა თბილისს. აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში არსებული აღმოსავლური ტრადიციები კიდევ დიდხანს შენარჩუნდა, ხოლო დაწყებული ევროპეიზაციის პროცესი ნელნელა გაძლიერდა. ამიტომ თანამედროვეთა მოსწრებული შედარებით თბილისი დაემსგავსა მითიურ იანუს, რომელიც ერთი სახით აზიისაკენ იყურებოდა, მეორით კი ევროპისაკენ. ეს ორბუნოვნება მჟღავნდებოდა თითქმის ყველაფერში – სამოსში, ყოფით ნივთებსა და ცხოვრების წესში, გემოვნებაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში. ფრაკი და ჩოხა, ჩიხტიკოპი და შლაპა, აქლემების ქარავანი და ეტლი, იტალიური არია და აღმოსავლური ბაიათი, ფორტპიანო და დუდუკი, ევროპული მაღაზია და ხალხმრავალი ბაზარი, კლასიკური ორდერი და ბანიანი სახურავი – ეს ყველაფერი ერთდროულად ქმნიდა თბილისის სახეს.

      ორბუნოვნება ქალაქისა, ცხადია, არქიტექტურაშიც გამოვლინდა, რამაც თავისებური ხიბლი შესძინა მის ურბანულ იერს. აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვნებას არა მხოლოდ ევროპულისა და აღმოსავლურის არსებობა განსაზღვრავდა, არამედ თითოეული მათგანის სტილური მრავალფეროვნება. ამავდროულად წამყვან როლს ადგილობრივი ტრადიციები და ქალაქის ლანდშაფტის თუ კლიმატის თავისებურებები თამაშობდა. უპირატესად სწორედ ისინი განაპირობებდნენ თბილისის მომხიბვლელობას. აღმოსავლური იერი ძირითადად ძველ უბან კალაში შენარჩუნდა, რასაც რელიეფიც უწყობდა ხელს. ფერდზე შეფენილი სახლები თავისებურ კოლორიტს ქმნიდა. ქუჩები ეშვებოდა მთავარი მოედნისაკენ, რომელიც ბაზრის მთავარი არეს წარმოადგენდა.

      ახალი უბნების მშენებლობა რუსეთისაკენ მიმავალი გზის მიმართულებით წარიმართა. ასე გაშენდა გოლოვინის პროსპექტი. შემდგომ გზა გრძელდებოდა ვერის ხიდით ე.წ. "ზასტავამდე" ანუ საგუშაგომდე, რომელიც დღევანდელი ჭავჭავაძის პროსპექტის და კავსაძის ქუჩების კვეთის მახლობლად მდებარეობდა. ახალი უბნები სოლოლაკისა და გოლოვინის გასწვრივ, კალასაგან განსხვავებით პარალელური და პერპენდიკულარული ქუჩების სწორი კუთხით კვეთის პრინციპზე იყო დაგეგმარებული. ამან მთაწმინდიდან ჩამომავალი ხევების ამოვსების საჭიროება შექმნა. ახალ უბნებში ნაგებობი უმეტესად ევროპულ სტილში იგებოდა, თუმცა გვხვდებოდა აღმოსავლური ტიპის შენობებიც. მაგალითად, ჭონქაძის ქუჩაზე ირანული სტილის ნაგებობა დღესაც არის შემორჩენილი. ამ შემთხვევაში აღმოსავლური და დასავლური არსებობდა გვერდიგვერდ. ზოგჯერ კი აღმოსავლურ-ევროპულის შერწყმა ერთ ნაგებობაშიც ხდებოდა, როგორც ეს თამამშევის ქარვასლის შემთხვევაში იყო განხორციელებული. ეს ნაგებობა თანამედროვეთა აღფრთოვანებას სწორედ კონტრასტით შექმნილი მხატვრული ეფექტის გამო იწვევდა, რაზეც მოგზაურთა ჩანაწერებიც მეტყველებს.

XIX საუკუნის თბილისის ნაგებობები, architecture, art, qwelly, tbilisi, არქიტექტურა, ეს საინტერესოა, ეს_საინტერესოა, თბილისი, თბილისის ისტორია, თბილისის ისტორიული შენობები, თბილისის_ისტორია, მშენებლობა, საკითხავი, ფოტო, interesting

      დღევანდელი თავისუფლების მოედნის ეს ერთ-ერთი დომინანტური ნაგებობა არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის მიერ იყო აგებული. მისი, როგორც ქალაქის თეატრის, მშენებლობას საფუძველი 1847 წელს ჩაეყარა და გაიხსნა 1851 წლის 12 აპრილს. ნაგებობის ხასიათი მშენებლობისას წარმოშობილმა პრობლემებმა განსაზღვრა. ვინაიდან ხაზინა თეატრის ასაგებად თანხას არ იძლეოდა, მეფისნაცვალმა მ. ვორონცოვმა კერძო პირებს ფულადი სახსრების სანაცვლოდ სავაჭრო ფართის გამოყოფა შესთავაზა. დაფინანსება ითავა ვაჭარმა გაბრიელ თამამშევმა. ამიტომ ნაგებობას თამამშევის ქარვასლად მოიხსენიებდნენ. თეატრი კი ქალაქის საკუთრებად დარჩა. გეგმაში ნაგებობა სწორკუთხა იყო (47X78). ოთხი სართულიდან სამხრეთი მხარის ორი სართული მიწის ქვეშ იყო განლაგებული და აქ საწყობები მდებარეობდა. მესამე-მეოთხე სართულებზე განთავსებული იყო მაღაზიები (44 ერთეული) და სავაჭრო კანტორები. თეატრი ნაგებობის შუა ნაწილში მდებარეობდა და 700 მაყურებელზე იყო გათვლილი. აქ იყო პარტერი, ლოჟების ორი იარუსი და ქანდარა. ნაგებობის შიდა სივრცის მხატვრული გაფორმება გ. გაგარინის ესკიზების მიხედვით განხორციელდა და აბსოლუტურად განსხვავდებოდა ექსტერიერისაგან. ჯ. სკუდიერიმ ფასადების გადაწყვეტისას კლასიკური მოტივები, კერძოდ რენესანსული, პილასტრებით დანაწევრებული "პალადინისებური" სარკმელები გამოიყენა. ინტერიერი კი აღმოსავლურ, ეგზოტიკურ სტილში გადაწყდა ე.წ. სტალაქტიტებითა და არაბესკებით.

      აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოგზაურობის შესახებ ჩანაწერებში ალექსანდრე დიუმა (მამა) 1859 წელს ამ თეატრის ნახვის შემდეგ წერდა – "მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არა ერთი თეატრი მინახავს, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება ტიფლისის თეატრს". ამ შესანიშნავმა თეატრმა 23 წელი იარსება. ის 1874 წლის 11 ოქტომბერს ოპერა "ნორმას" წარმოდგენისას გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა. ნაგებობა გადაკეთების შემდეგ მხოლოდ ქარვასლის ფუნქციას ასრულებდა და 1934 წელს მოედნის რეკონსტრუქციისას დაანგრიეს.

      როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლური იერი ძირითადად ქალაქის ძველ უბნებს ახასიათებდა. მეჩეთების არსებობა ამ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებდა. ერთი დღესაც შემორჩა, ხოლო მეტეხის ხიდთან მდგარი შიიტური მეჩეთი ლამაზი მინარეთით საბჭოთა პერიოდში, 1940-იან წლებში, დაანგრიეს. ფერადი ჭიქურით მოპირკეთებული შეისრულთაღიანი ფასადით ასევე აღმოსავლურ განწყობას ქმნიდა ჭრელი აბანო, რომელიც დღესაც აბანოთუბნის დომინანტურ ნაგებობას წარმოადგენს.

      ცნობილია, რომ თბილისის დაარსების ლეგენდა სწორედ გოგირდის წყლების არსებობას უკავშირდება. ამდენად, აქ აბანოები, სავარაუდოდ, ძველი დროიდან იყო. კონკრეტულად ჭრელი ანუ ორბელიანების აბანო XVIII საუკუნეს განეკუთვნება. ზოგი ცნობით 1762 წელს თურქების მიერაა აგებული, რომელთაც მასალა აქლემებით არაბეთიდან ჩამოჰქონდათ. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს აბანო განსაკუთრებული გამეტებით დაანგრიეს, რადგან დამპყრობელის იმედი მისი წყალობით განკურნებისა ფუჭი აღმოჩნდა.

      ქართველებმა აბანო მალევე აღადგინეს. აქ როგორც ჩანს ორბელიანების წვლილიც იყო, რადგან აბანო მათი საკუთრება გახდა და შემდგომ ორბელიანების აბანოს სახელით მოიხსენიებოდა. XIX საუკუნეში ის ძალზე პოპულარული იყო მოგზაურებშიც, ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნავობას წარმოადგენდა, რაზეც მათი ჩანაწერები მეტყველებს.

      თბილისში აღმოსავლური, კერძოდ, მავრიტანული სტილის ნაგებობები XIX საუკუნეში საგანგებოდ აიგო. ასეთი იყო თვითმმართველობის შენობა (არქ. მ.შტერნი, 1883) ერევანსკის მოედანზე და ოპერის თეატრი (არქ. ვ.შრეტერი, 1896წ.) გოლოვინზე.

XIX საუკუნის თბილისის ნაგებობები, architecture, art, qwelly, tbilisi, არქიტექტურა, ეს საინტერესოა, ეს_საინტერესოა, თბილისი, თბილისის ისტორია, თბილისის ისტორიული შენობები, თბილისის_ისტორია, მშენებლობა, საკითხავი, ფოტო, interesting

      გოლოვინის პროსპექტზე, ღუნიბის მოედანზე მდებარეობდა სტილისტურად გამორჩეული ნაგებობა ე.წ. სობორო – ალექსანდრე ნეველის სახელობის ტფილისის სამხედრო ტაძარი, რომელიც თავისებურ ნეობიზანტიურ სტილში იყო გადაწყვეტილი. ის რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად ააგეს. 1861 წელს გამოცხადებულ კონკურსში, სადაც 16 პროექტი მონაწილეობდა, პირველი ადგილი ერგო აკადემიკოს შრეტერს და მხატვარ ღუნის. თუმცა შენობა მეორე პრემიის მფლობელი პროფ. გრიმისა და გედიკეს პროექტით ააგეს, რადგან უფრო იაფი ჯდებოდა.

      ევროპული სტილის ნაგებობები, როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად, გარეთუბნის (დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ნაწილი), სოლოლაკსა და გოლოვინის გასწვრივ შენდებოდა. ასევე გამოკვეთილად ევროპული იერი გააჩნდა მტკვრის მარცხენა სანაპიროს გერმანელებით დასახლებულ უბანს. აქ დაგეგმარებაც სწორხაზოვანი იყო, სახლებსაც სათანადო გადაწყვეტა ჰქონდა. აქვე იყო აგებული გერმანელების სალოცავი, რომელსაც თბილისელები "კირხეს" სახელით მოიხსენიებდნენ.

      ევროპეიზაცია თბილისში სხვადასხვა სტილის ნაგებობების გავრცელებით გამოიხატა და მხოლოდ ერთი რომელიმე მიმართულებით არ შემოფარგლულა, რაც, ცხადია, სტილისტურ მრავალფეროვნებას განაპირობებდა. იგებოდა ნეოკლასიცისტური ნაგებობები, ე.წ. რენესანსული მოტივებით თუ ბაროკალური ელემენტებით გაფორმებული ფასადები, ნეოგუთურ სტილში გააზრებული შენობები. ასევე გვხვდება რუსული არქიტექტურისათვის სახასიათო ფორმებით ნაგები შენობები, უმეტესად ეკლესიები. ხშირ შემთხვევაში ნაგებობები ეკლექტურ, სხვადასხვა სტილის (არა მხოლოდ ევროპულის) ნაზავს ქმნიდა, რაც ძალზე თავისებურ მხატვრულ გადაწყვეტას განაპირობებდა. ეკლექტიზმი არა მხოლოდ სხვადასხვა სტილისთვის სახასიათო ელემენტების შერწყმაში გამოიხატებოდა, არამედ ბევრ შემთხვევაში ნაგებობის ფასადისა და შიდა ნაწილის სრულიად განსხვავებულ გადაწყვეტაში. ასე მაგალითად, კლასიკურ სტილში გააზრებული ფასადის მიღმა ხშირად ჩუქურთმებით შემკული აივნებით გარშემორტყმული შიდა ეზო ყოფილიყო მოწყობილი.

      აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის განმავლობაში თბილისის ხუროთმოძღვრებამ შესძლო ეპოქის ადეკვატური, თანამედროვე იდეების შეთვისება და გააზრება (ამაში დიდია თბილისში მოღვაწე უცხოელი არქიტექტორების წვლილი). ამ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებად იქცა საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისისთვის თბილისში მოდერნის სტილის ისეთი ნაგებობების აგების ფაქტი, რომელთაც თავისებური ნიშნები გამოარჩევს და თბილისური მოდერნის სახელით არის ცნობილი. ამდენად, ერთი საუკუნის განმავლობაში ქართულ სინამდვილეში შესაძლებელი გახდა თანამედროვე ევროპული არქიტექტურული რეპერტუარის ათვისება და დროის შესაბამის მოთხოვნებზე სრულფასოვანი შემოქმედებითი აქტივობის განხორციელება.

      XIX საუკუნის პირველ ნახევარში თბილისის ხუროთმოძღვრების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუშები ძირითადად ნეოკლასიცისტურ სტილშია აგებული. ერთი-ერთი უადრესია სიონის სამრეკლო, რომელიც ტაძრის დასავლეთით აშენდა. ეს ნაგებობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმ ურბანული სივრცისაგან, რომელშიც აშენდა. ამ ადგილას იმგვარი სამრეკლოს აგებით, რომელიც რუსეთის უზარმაზარ იმპერიის სხვადასხვა კუთხეში შენდებოდა, ერთგვარად გაცხადდა იმპერიის სურვილი და მიზნები.

სიონის სამრეკლო

XIX საუკუნის თბილისის ნაგებობები, architecture, art, qwelly, tbilisi, არქიტექტურა, ეს საინტერესოა, ეს_საინტერესოა, თბილისი, თბილისის ისტორია, თბილისის ისტორიული შენობები, თბილისის_ისტორია, მშენებლობა, საკითხავი, ფოტო, interesting

      სიონის ჩრდილოეთ მხარეს დგას XV საუკუნის სამრეკლო, რომლის აგურით ნაგებ ქვედა ნაწილს ქვის სამრეკლო ფანჩატური ადგას. სრულიად განსხვავებულია სიონის ახალი, მეორე 1812 წელს აგებული სამრეკლო. მის ზუსტ თარიღზე წარწერა მიუთითებს – "დროსა. ალექსანდრე პირველისა, იმპერატორისა ყოვლისა როსიისა აღშენდა უწმინდესი სინოდის ჩლენის მცხეთის მიტროპოლიტისა, ქართლისა და კახეთისა და სრულიად საქართველოს ექზარხოსის, ვარლამ ქსნის ერისთავის დავითი ძისგან წელსა "ჩყ"...."

სიონი

XIX საუკუნის თბილისის ნაგებობები, architecture, art, qwelly, tbilisi, არქიტექტურა, ეს საინტერესოა, ეს_საინტერესოა, თბილისი, თბილისის ისტორია, თბილისის ისტორიული შენობები, თბილისის_ისტორია, მშენებლობა, საკითხავი, ფოტო, interesting

      თავისუფლების მოედნის მახლობლად, დღევანდელი პუშკინის სახელობის სკვერის მოპირდაპირედ მდებარეობს კიდევ ერთი კლასიცისტურ სტილში გადაწყვეტილი ნაგებობა, რომელიც დღეს ეროვნული მუზეუმის შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს წარმოადგენს. 1825 წელს იაკობ ზუბალაშვილმა ამ ადგილას მიწა თავად თურქესტანიშვილისაგან იყიდა და სასტუმროს აგება განიზრახა. ნაგებობა არქიტექტორ ბერნადოცის პროექტის მიხედვით აიგო. სასტუმრო 1838 წელს იყიდა საეკლესიო უწყებამ სინოდისა და სემინარიის განთავსებით მიზნით. სასულიერო სემინარია აქ ათწლეულების მანძილზე ფუნქციონირებდა.

      აღსანიშნავია, რომ კლასიცისტურ სტილში იყო გადაწყვეტილი უმნიშვნელოვანესი სახელისუფლო ნაგებობა თბილისში – მთავარმმართველის სასახლეც (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე), რაც ოფიციოზის არჩევანისას ამ სტილის პრიორიტეტულობას ადასტურებს.

      1845-47 წლებში არქიტექტორ აკადემიკოს სემენოვის ხელმძღვანელობით მთავარმმართებლის ახალი სასახლე ასევე კლასიცისტურ სტილში აიგო. საკმაოდ მასშტაბურ ნაგებობა ორსართულიანი იყო. მთავარ ფასადზე პირველ სართულზე ღია გალერეა იყო თაღნარით, ხოლო მეორე სართულის აივანს არქიტრავული გადახურვა გააჩნდა, რომელიც სვეტებს ეფუძნებოდა. ცენტრალური ნაწილი ამაღლებული იყო. აქ ხუთი, უფრო მაღალი სვეტის თავზე ფრონტონი იყო აღმართული.

60-იან წლებში გამოცხადდა კონკურსი ახალი სასახლის ასაგებად, რომელიც ძველის გვერდით არსენალის ადგილზე, ანუ დღევანდელი პარლამენტის შენობის ადგილას უნდა აშენებულიყო. თუმცა მოგვიანებით გადაწყდა ძველი სასახლის გადაკეთება, რაც განხორციელდა კიდეც 1864-69 წლებში და ნაგებობამ იმგვარი სახე მიიღო, როგორიც დღეს აქვს. გადაკეთება ოტტო სიმონსონის პროექტის მიხედვით განხორციელდა. კლასიციზმი რენესანსული მოტივებით შეიცვალა. მოიხსნა ფრონტონი და ფასადმა ორიარუსიანი თაღნარის სახე მიიღო. ინტერიერში ძირითადად ორდერული სისტემა იყო გამოყენებული. გამონაკლისი იყო ე.წ. სარკეებიანი დარბაზი, რომელშიც ირანული ელემენტები და „სტუკოს" (მაღალი დონის შელესილობით სკუპტურული დეკორის შესრულების ტექნიკა) ტექნიკა იყო გამოყენებული.

ზაარბრიუკენის მოედანი (ვარანცოვის მოედანი)

XIX საუკუნის თბილისის ნაგებობები, architecture, art, qwelly, tbilisi, არქიტექტურა, ეს საინტერესოა, ეს_საინტერესოა, თბილისი, თბილისის ისტორია, თბილისის ისტორიული შენობები, თბილისის_ისტორია, მშენებლობა, საკითხავი, ფოტო, interesting

სპეციალურად : www.Qwelly.com _ისათვის

ტეგები: Qwelly, არქიტექტურა, თბილისი, ისტორია, საინტერესო

ნახვა: 2527

გამოხმაურებები!

კარგი მოგზაურობა იყო :)

ძველ თბილისს თავისი ხიბლი ქონდა და ბევრი პლიუსი, თუმცა ახალსაც არაფერს ვერჩი :))

ძველი იმიტომ მოსწონთ რომ უკვე მიუწვდომელია ვერასდროს სანახავი :)) ახალს კი სულ უყურებენ :)) 

Giorgi_მ თქვა:

რა საინტერესოა არა როდესაც ხალხს ძველი უფრო მოსწონს ვიდრე ახალი..ეს უდაოდ აუცილებელი,დასაფიქრებელი და მეტად მნიშვნელოვანი საკითხია.......( ის როგორ არის? კაბაზე-მე ახალი არ მინდა,ძველი მირჩევნია)

მე ვიცი ეგ ლექსი :D

Giorgi_მ თქვა:

რა საინტერესოა არა როდესაც ხალხს ძველი უფრო მოსწონს ვიდრე ახალი..ეს უდაოდ აუცილებელი,დასაფიქრებელი და მეტად მნიშვნელოვანი საკითხია.......( ის როგორ არის? კაბაზე-მე ახალი არ მინდა,ძველი მირჩევნია)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters