1960 წლამდე ცხოველთა ინტელექტთან დაკავშირებული ნაშრომების უმეტესობა მათ ქცევებს ეხებოდა. ჩატარებულა ცნობილი ექსპერიმენტებიც, როგორიც იყო პავლოვის ცდები ძაღლებზე და თორნდაიკის ოპერანტული პირობითობა. 1960 წლის შემდეგ კვლევის არეალი გაფართოვდა და მოიცვა ცხოველთა კოგნიტიური მხარეებიც. მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში იყო დავა, აქვთ თუ არა ცხოველებს რეალური ცნობიერება.

სრული სურათი, თუ რას ფიქრობენ ცხოველები, შეიძლება ვერასდროს მივიღოთ, მაგრამ მათი ინტელექტის მაგალითები უკვე გაგვაჩნია.


● ყვავები

ყვავები საოცრად ჭკვიანი არსებები არიან. ისინი იმახსოვრებენ ადამიანთა სახეებს და მათთვის არასასურველი პიროვნებების მიმართ წყენას გულში იდებენ. უკეთ შესასწავლად ერთხელ ყვავები დაიჭირეს და იზოლირებულ ტერიტორიაზე გაუშვეს. თუმცა ამ ტერიტორიაზე მეორედ შესვლისას მკვლევარები მათი თავდასხმის ობიექტებად იქცნენ. ხოლო როდესაც შედიოდნენ ისეთი ნიღბებით, რომლებიც ფრინველებს მანამდე არ ენახათ, უვნებელი რჩებოდნენ. ასევე ირკვევა, რომ ყვავებს ახასიათებთ ერთმანეთთან თანამშრომლობა და უზიარებენ ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომლებიც არ მოსწონთ. იყო შემთხვევები, როცა რომელიმე მკვლევარს გაჰყავდა ექსპერიმენტის რამდენიმე ობიექტი და ამ დროს ზოგიერთი ყვავი აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. თუმცა მომავალში, შემდგომი ვიზიტისას, მეცნიერი მათი აგრესიის მსხვერპლიც ხდებოდა.

ყვავები ინტელექტს მხოლოდ ჩხუბისთვის არ იყენებენ – ისინი დახელოვნებული არიან იარაღების გამოყენებაში, რაც საკვების მოპოვებაში თუ პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარებათ. ყვავები მარტივად და ხალისიანად იყენებენ ჯოხებს, ქვებსა და მავთულებს, რათა ძნელად მისადგომი ადგილებიდან საჭმელი მოიპოვონ. თუკი შესაბამისი იარაღი ვერ იპოვეს, შეიძლება თვითონაც კი დაამზადონ. არანაკლებ საოცარია ის, რომ ამ საკითხში ბევრ პრიმატს აღემატებიან.

ყვავის გონებამახვილობაზე ძველ ეპოქაშიც იცოდნენ: ეზოპეს ერთ-ერთ იგავში ყვავს წყლის დალევა უნდოდა, მაგრამ დოქში თავს ვერ ჰყოფდა. დანებების ნაცვლად მან შიგნით კენჭები ჩაყარა, სანამ წყლის დონე პირამდე არ ამოვიდა, ამის შემდეგ კი წყურვილი მოიკლა. 2600 წლის წინანდელი იგავის ჭეშმარიტებას დღეს თანამედროვე მეცნიერებაც ადასტურებს.

● დელფინები

დელფინები დიდი ხანია, მიჩნეული არიან მსოფლიოს ერთ-ერთ უჭკვიანეს ცხოველებად. მათი ტვინისა და სხეულის ზომების შეფარდება საკმაოდ დიდია. გააჩნიათ ნეოკორტექსი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი დონის ფუნქციებს, როგორიცაა შეგრძნება, მოქმედებების დაგეგმვა და კონტროლი, სივრცული აზროვნება, ცნობიერი მსჯელობა და საკომუკაციო ენა. ამასთან, მათი ნეოკორტექსი ჩვენსაზე უფრო რთულადაა მოწყობილი, ხოლო ტვინის ის რეგიონი, რომელიც თვითცნობიერებაზეა პასუხისმგებელი, პროპორციული ზომით აღემატება სხვა ცხოველებისას.

დელფინები ცხოვრობენ სოციალურ საზოგადოებებად და მისი წარმატებული არსებობისთვის კომუნიკაცია აუცილებელი ატრიბუტია. მათ არ გააჩნიათ ადამიანების მსგავსი ხმის იოგები, ამიტომ ურთიერთობენ ტკაცუნის, წრიპინის, ჭრიჭინისა და ზუზუნის კომბინაციით. მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალებაა ასევე სხეულის ენა. დელფინის სტვენა უნიკალურია ინდივიდების მიხედვით (ყველა სხვადასხვანაირად სტვენს) და ეს უნარი სიცოცხლის პირველ თვეს უვითარდებათ.

არც ისე დიდი ხნის წინ აღმოჩნდა, რომ დელფინები იმახსოვრებენ მათი მეგობრების სტვენას, გინდაც მთელი 20 წელი არ ჰყავდეთ ნანახი. შეიძლება ეს ხსნიდეს მათ ქცევის თავისებურებას, როცა სიცოცხლის მანძილზე რამდენჯერმე ძალიან მარტივად ტოვებენ საბინადროს და ახალ თავშესაფარში გადაინაცვლებენ ხოლმე.

დელფინების გონებამახვილობის გამო ინდოეთში მათი ტყვეობა აიკრძალა. ინდოეთის გარემოსა და ტყეების დაცვის სამინისტრომ მათ ადამიანების მსგავსად პიროვნებები უწოდა და გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება გართობის მიზნით დელფინების დატყვევება, როგორც სახალხო და კერძო დაწესებულებების, ისე ცალკეული ადამიანების მიერ.

● ღორები

შეიძლება გაგიკვირდეთ ღორის ინტელექტის გაგება და პარადოქსულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ კვლევებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ბევრი მათ დელფინებისა და მაიმუნების გვერდით სვამს.

ღორების ინტელექტის მიზეზი შეიძლება იყოს რიგი მსგავსებები მათსა და ჩვენს გენომს შორის, თუმცა ჩვენი ბოლო საერთო წინაპარი 100 მილიონი წლის წინ გადაშენდა. ღორებს ცხოვრების პასიური სტილი მოსწონთ – წოლა, ნებივრობა, გართობა, ჭამა-სმა, ისევე როგორც ადამიანთა უმეტესობას.

როდესაც ექსპერიმენტში ღორებს სარკის წინ აყენებდნენ, ისინი ინტერესდებოდნენ ანარეკლით და ცდილობდნენ, ბიძგებითა და ხმოვანი ბგერებით კონტაქტი დაემყარებინათ. ხოლო საკვების დანახვისას ამაოდ ცდილობდნენ სარკის მიღმა გადასვლას და შიმშილის მოკვლას. განმეორებით ექსპერიმენტში კი მათ თავიანთი გამოსახულება აღარ აინტერესებდათ, ამჯერად ანარეკლს იყენებდნენ იმისთვის, რომ საჭმლისთვის მიეგნოთ. ამისთვის კი მაქსიმუმ ნახევარი წუთი სჭირდებოდათ.

ღორები წვრთნას ემორჩილებიან და ახალ ტრიუკებს ადვილად სწავლობენ. თუმცა პირველ ცდაზე მარცხის შემთხვევაში განმეორებით ცდას შეიძლება დრო დასჭირეს, განსაკუთრებით თუკი მარცხს ტკივილიც ახლდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მარცხის მახსოვრობა ღორისთვის დიდი დაბრკოლებაა, რომლის გადალახვაც უჭირს. ვარჯიშსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულმა წარუმატებლობებმა შეიძლება იმოქმედოს ღორის გუნებაზე, რადგან ამ ცხოველებს კომპლექსური ემოციები გააჩნიათ.

● სპილოები

სპილოები ხმელეთის უდიდესი ძუძუმწოვრები არიან. ისინი ყველანაირი ვარჯიშის გარეშე იგებენ ადამიანურ ჟესტიკულაციებს. ორ იდენტურ ყუთს შორის დგომისას, რომელთაგან ერთ-ერთი ცარიელი იყო, ხოლო მეორე – საკვებით სავსე, ისინი მუდმივად იმას ირჩევდნენ, რომელისკენაც ადამიანები ხელს იშვერდნენ. მათი ეს უნარი იმითაცაა გამორჩეული, რომ ანალოგიური რამ არ გვხვდება ბევრ მაიმუნში.

ტყვეობაში მყოფი სპილოები დიდად არ გამოირჩევიან ველური თანამოძმეებისგან ადამიანებთან კომუნიკაციის საკითხებში, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ეს თანდაყოლილი თვისებაა. შეიძლება მსგავსი ჟესტები, მაგალითად მითითება, მათაც ჰქონდეთ.

სხვადასხვა სახის კვლევებში სპილოები ეჯიბრებოდნენ ადამიანებს ჯგუფური დავალების შესრულებაში. სპილოებმა არამარტო აჯობეს ადამიანებს მათსავე შექმნილ დავალებებში, არამედ იყენებდნენ ისეთ ტექნიკას, რომლებზეც მკლევარებს მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

ნახვა: 391

გამოხმაურებები!

 დელფინები <3

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters